Friday, May 29, 2009

თავხედი ბებრები



მანქანების მართვის ქართულ ეროვნულ ტრადიციას ყველანი ვხედავთ.
ერთმანეთის უპატივცემულობა, შეშინება, მიჩმორება, თვითკმაყოფილება, უმიზეზო და უმიზნო რისკი, თანაც სხვისი სიცოცხლის. მოკლედ სამარცხვინო ასოციალურობა, ახალს არ ვამბობ.

მე ერთი ქვეთავისებურება მინდა მოვყვე. ბებერი თავხედები.

არა, ახალგაზრდა, ლაწირაკი რომ თავის ადრენალინს ვერ თრგუნავს, გამოუცდელი როა და თავისი მგზავრი ძმაკაცის წინაშე რომ უნდა სტატუსი შეინარჩუნიოს ეს მე, როგორც მინიმუმ მესმის. ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ჰორმონებისა და უტვინობის კომბინაცია. მე სხვა მაქვს სათქმელი.

ბებერი თავხედი მძღოლები მაცოფებენ.

2002 წელს ეუთოს მისიის ექიმი ვიყავი და რამოდენიმეჯერ მომიწია ეუთოს მანქანით, ეუთოს ევროპელი ოფიცრის მძღოლობით მგზავრობა. სხვა დროს იყოს...

მას შემდეგ დამჩემდა, ჩვენ გზას უცხოელის თვალით ვუყურებ.

ბებერი თვხედები მაცოფებენ. ეს ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ამ ქვეყნის განვითარებულობის და მოსახლეობის IQ-ს.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება 40 წელი საჭესთან გაატარო და ასე ტავხედურად და თანაც არხეინად ატარო მანქანა.
ერთი უცხოელი ოფიცერი, რომელმაც უმიზეზოდ მის (ჩვენ) ხაზზე გადმობოდიალებული მოხუცი მძღოლის მართული მანქანა დაინახა და გაჭირვებით შეინარჩუნა ხაზი, მერე უკან გაჰყვა, გვერდით ამოუდგა და კარგად დააკვირდა, მე მკითხა როგორც ექიმს, ხომ კარგად არისო, დიაბეტი ხომ არ აქვს ან გულის შეტევაო, ძალიან შეწუხებული იყო იმ მძღოლის ჯანმრთელობით. ვერ წარმოიდგინა რომ ასეთი ჭაღარა და ჭკუადამჯდარი ჰაბიტუსის მქონე ადამიანი უზრდელი იქნებოდა.

იმავე ოფიცერმა ერთი წლის შემდეგ მიმიყვანა აეროპორტიდან სახლში, უკვე გათვითცნობიერებული იყო გარემოში, თქვენს ქუჩებში მე კომპიუტერულ თამაშს ვთამაშობ, ექსტრიმ ტურისტი ვარო.

მას შემდეგ წარმოვიდგენ ხოლმე საკუთარ მანქანაში მჯდომ პოტენციურ უცხოელ ინვესტორს, რომელიც ბიზნესგეგმით დაინტერესდა და ... შემდეგ ქუჩაში მოძრაობისას ასეთ ბებერ თავხედებს დაინახავს. როგორ? იკითხავს ის, როგორ შეიძლება ქალაქში კაცმა ათეული წელი მანქანა ატაროს და თეორიით თუ არა, ცდისა და შეცდომის წესით მაინც ვერ ისწავლოს წესიერი მართვა?

აჰაა, აღმოაჩენს ის, ეს ხომ ის ქვეყანაა სადაც შეგიძლია გზებზე 40 წელი ითავხედო და შეგრჩეს, არასდროს დაისაჯო.
და შედეგად "ხაჭაპური, ანანური, ხინკალი, გულიანი ჯიგრები ხართ, და..
მე სომხეთში წავალ"...


რაღაც ჩემი თაობა ვერ ყოჩაღობს მიტინგებზე, რატომღაც ჭაღარები და ტინეიჯერები ჭარბობენ.

ჩემი თაობით კი ვერასდროს ვიამაყებ, დაკარგული და დამპალი თაობაა, მრავალგზის "ნამხედრიონალ", "ნასაძმოარ", "ნაჩხერალ", "ნახიშტარი" და .. წაგებული. მაგრამ, შედეგად როგორც ჩანს ბებრებსა და ტინეიჯერებზე უფრო მეტად გამოცდილი და აცრილი.

ჰა?

იქნებ უბრალოდ თავის ნაცნობ თამაშის წესებს ელოდებიან? ტაში და მიკროფონი მათი საქმე არ არის.



9 comments:

Carrie said...

youu areee absolutely rightttt!!!!
იმის მერე, რაც პირველად ვიყავი ევროპაში, თბილისის ქუჩებს უცხოელის თვალით ვუყურებ. უკვე მეზიზღება ყველა დიდი ჯიპი! ევროპაში ხალხი რაც შეიძლება პატარა მანქანას ყიდულობს, იმიტომ რომ ეკოლოგიურია შედარებით! არა, ჩვენთან ჰამერით თუ არ იგონკავე, ისე მაგარი ბიჭი ვერ ხარ! თუ შენი "ტანკი" ფეხითმოსიარულეების სავალ ნაწილზე არ დააყენე, ისე რად გიღირს ცხოვრება!
თუ მანქანით მიდიხარ და ვიღაც ნაცნობი შეგხვდა, ასევე მანქანით, როგორ შეიძლება რომ ქუჩაშივე არ გააჩერო (ავარიული ჩართე, მოგედავება ვინმე თუ რა!) და გადაკოცნო დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი! მერე ლაპარაკი გაუბა, მეზობლები და იმათი ნათესავებიც მოიკითხო და მხოლოდ ამის მერე განაგრძო გზა.
და ის როგორია, როცა ფეხითმოსიარულეებისთვის რომაა დახაზული ქუჩა და შუქნიშანი რომ არ დგას, ცოცხალი თავით არც ერთი მანქანა არ გაგატარებს?? ან როცა შედარებით პატარა საცობია აუცილებლად მეორე ხაზზე რომ უნდა ამოუდგე! არავინ გაგასწროს რააა, (მიეწიე პაპაჩემს სადაცაა! ვოტ!) ან კიდევ, კუს ტბაზე ხო საერთოდ, ქვემოთ ჩასვლა რომ აღარ უნდათ ბიჭებს და იქვე რომ აჩერებენ იმხელა ტანკებს! სხვა მანქანას გავლა აღარ უნდა?
უჰ... მოკლედ რა..
არ გვეშველება არაფერი :|
ვიმარიაჟოთ მერე, ქართველებს სამაგიეროდ ჯიგარი გვაქვს, უფრო კეთილები ვართ... უჰ,კარგით რა..

russi said...

mez getanxmebit. egaa es xalxi marto manqanas ar atarebs tavxedurad. saertod ase iqzeva yoveltvis, yvelafershi. tan titsaz gviqnevs. aqaoda chven ufro chkvianebi varto. ertel rom dagvamxes tavse qveyana ar agmochnada sakmarisi. vitom eseni arian gulgia da mosiyvarulni?! rusebisgan degradirebuli taoba....

Anonymous said...

როგორც ფეხით მოსიარულეს მაცოფებს ქართველი მძღოლები, განსაკუთრებით მაშინ როცა შენი გზაა, ესენი კი არ აჩერებენ, ლამის ზედ გადაგიარონ და კიდევ აქეთ ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მოგაყვირებენ ან ხელს აგიქნევენ, წიპა სად მოდიხარო! მივახრჩო მინდა ხოლმე მაგ დროს!

Keti said...

"ბებერი მძღოლების" ცალკე გამოყოფა არ მიმაჩნია სწორედ. ისინი ისეთივე ექსტრიმ მძღოლები არიან, როგორც ნაცნობი უცხოელი. სამწუხაროდ, თბილისში ყველა არღვევს წესებს და ჭაღაროსნებსაც უწევთ ეს, რომ გააღწიონ "სამშვიდობოს".
ძირითადი დამრღვევები სწორედ ის ახალი თაობაა, საშუალო თაობის მამიკოები რომ ანებრივრებენ ძვირადღირებული ავტოებით. ან თავად საშუალო თაობის ხალხი, იგივე პრინციპით აღზრდილი.


მოკლედ, არ მომწონს ეს ასაკობრივი დიფერენციაცია. ნუ, ტონი. :)

cartwheel said...

საქმე რაშია იცი, არსებობს ცდისა და შეცდომის მეთოდი. ანუ თუკი არც გისწავლია და არც გინდა რომ ისწავლო წესი, ათჯერ რომ დაისჯები სამანქანო საცობის შექმნისთვის, არასწორ ხაზზე სიარულისთვის, უმოტივო მანევრისთვის. დაისჯები პოლიციის მიერ კი არა, არამედ შენნაირი მძღოლისგან, თუნდაც გამომაფხიზლებელი სიგნალით, მერე კეთილს ინებებ და წესიერად ივლი. ანუ წესიერ ქვეყანაში სიარულის გამოცდილება თავისთავად ნიშნავს წესწების სწავლას. ჩვენთან კი ეს თავხედი ჭაღარა მოხუცები არის იმის უტყუარი სიმპტომი, რომ ეს ქვეყანა ტოტალური, აბსოლუტური სტაბილურად უწესო სოციუმის ქვეყანაა და მოსესი არ იყოს ერთი ორი თაობა უნდა წავიდეს, მათ ვერაფერი შეცვლის.

Anonymous said...

Why visitors still make use of to read news papers when in this technological
globe everything is available on web?
Also visit my weblog epl transfer news bbc

Anonymous said...

Thanks to my father who informed me on the topic of
this web site, this web site is actually amazing.

My blog post :: buy followers on instagram

Anonymous said...

Hi this is kinda of off topic but I was wondering if blogs use WYSIWYG editors or if
you have to manually code with HTML. I'm starting a blog soon but have no coding experience so I wanted to get guidance from someone with experience. Any help would be greatly appreciated!

my web blog :: Batman Games Online

Anonymous said...

Hiya! I simply want to give a huge thumbs up for the good information you will have here on this post.
I will probably be coming again to your weblog for more soon.


Feel free to surf to my blog post before and after plastic surgery korean drama ep 1