Friday, January 8, 2010

Stephen William Hawking


Stephen William Hawking
დისქავერი მეოთხე ნომრად მყავს ტელევიზორში და შესაბამისად ხშირად ვუყურებ. ეს კაცი რამდენიმე გადაცემაში გამოჩნდა.
დისქავერის თითოეული გადაცემა როგორც წესი მთელი მსოფლიოს მეგაექსპერტების კომენტარების თანხლებით მიმდინარეობს, ეს კაციც ერთერთი იყო, შავ ხვრელებზე, მეხუთე გამზომილებაზე, ჩვენი ცივილიზაციის სხვა პლანეტებზე გადატანის შესახებ მსჯელობდა.

ყურადღება იმით მიიქცია რომ... ინვალიდის სავარძელზე იჯდა, თუ იჯდა ქვია, ფაქტიურად ამ ადამიანისგან მხოლოდ თავია დარჩენილი, თავი, რომელიც ვერ ლაპარაკობს. (amyotrophic lateral sclerosis, also called Lou Gehrig's disease). ტრაქეოსტომიული მილიდან სუნთქავს, უფრო სწორედ აპარატი ასუნთქებს, მისი ხმა არ ჟღერს.

რაღაც ჯადოსნური რეზონატორ სიმულატორ- სინქრონიზატორის მეშვეობით მისი მცდელობა თქვას სიტყვა, მართლაც გამოითქმის სიტყვად, ოღონდ აპარატის მიერ. ეს ხმა კინორობოტის ხმას ჰგავს, მაგრამ რეალურ ცოცხალ უდიდეს (ცოცხალთაგან უდიდესს, როგორც www.answers.com-ში წერია) ფიზიკოსს ეკუთვნის.
ეს კაცი სტეფან ვილიამ ჰოკინგია. ის დღეს 68 წლის გახდა.
21 წლის ასაკში დაავადდა 3 წელი უნდა ეცოცხლა წესით, მაგრამ აჯობა ბედისწერასაც და მედიცინასაც.

ის არათუ კიდურებს, მიმიკურ კუნთებსაც კი ვერ იყენებს. მაგრამ მას უსმენენ. ნახეთ თქვენც და შემდეგი ვიდეოებიც მიაყოლეთ, თუ ხასიათზე იქენით, რა თქმა უნდა.


ვინც ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხეთ, ესეც დაგაინტერესებთ


P.S.ახლა ვამეტებ, დღეს აღმოვაჩინე.
დისქავერის ახალი ტიხარი-სიმღერა აქვს, დაახლოებით ერთი თვეა ტრიალებს. დღეს აღმოვაჩინე რომ ეს კლიპი სტეფან ჰოკინგით მთავრდება.

იუთუბში ვნახე (კიდევ ერთი მადლობა იუთუბს),ინგლისურად გაცილებით კარგი მოსასმენია, სანახავიც კი, თანაც მონაწილეები (სხვადასხვა სერიალების გმირები) ახმოვანებენ.
ბოლო ბუმ დიადოს ეს კაცი ამბობს რობოტი პროგრამის მეშვეობით.




4 comments:

Dv0rsky said...

სტივენ ჰოკინგი ძალიან ძლიერი ადამიანია, შეუპოვრად ებრძვის თავის დაავადებას.

და კიდევ მუშაობს ”ყველაფრის თეორიის” შექმნაზე - საკმაოდ ამბიციური და ამავე დროს, სავსებით რეალური პროექტია.

ყველაფრის თეორიამ უნდა გასცეს პასუხი სამყაროს შექმნის შეკითხვას, ახსნას მისი გავრცელების კანონზომიერებები, ასევე მრავალ მცირე ინტერდისციპლინარულ საკითხებსაც

cartwheel said...

ხო, გასაოცარია ამ ადამიანის ჯერ კიდევ არსებობა.

თუ ექიმების პროგნოზით ის 25 წლის ასაკში უნდა მომკვდარიყო და მან ამ ასაკს 44 წლით გადააჭარბა არსებობა, მე მგონი ამ შედეგში (ბონუს სიცოცხლე 44 წ.) 22 წელი ამერიკის, როგორც ცივილიზაციის უნარია, შეინარჩუნოს ბრწყინვალე ტვინი ფანტასტიკური მეთოდებით, 22 წელი კი თვით სტეფან ჰოკინგის ინდივიდუალური უნარია იცოცხლოს ყველაფრის მიუხედავად.
ჰოკინგი და არა ჰავკინგი, ჩავასწორე.

Anonymous said...

Hi mates, pleasant paragraph and nice arguments commented
here, I am in fact enjoying by these.
My blog : epl transfer news january

Anonymous said...

I am curious to find out what blog platform you're working with? I'm experiencing some minor security
issues with my latest site and I would like to find something more safeguarded.
Do you have any recommendations?
My weblog ... transfer news football