ჩემს წინაპარს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს, ხსოვნა იყოს, ნათელი დაადგეს, ცოცხლად გაუმარჯოს, მიუვიდეს, მისი დანაკლისი წლები შთამომავლებს გადაეცეს, მისი დასავიწყარი არაფერი შეგვახვედროს ღმერთმა, მისი დაწყებული საქმეს გაუმარჯოს,
რატომაც არა, გაუმარჯოს.
ღირსია ჩემგან მადლიერების, ჩემგან და ჩემი შვილებისგან.
შვილი ხომ გაზარდა, ხომ ასწავლა გადარჩენა და იმდენად კარგად უპატრონა, რომ იმ შვილმაც შვილი დატოვა, მერე რა, რომ თავადი არ იყო და სასახლე არ დაუტოვებია შთამომავალთათვის, არც ღერბი და მამულები, მერე რა რომ იქნებ ხეირიანი სახლიც ვერ დაუტოვა შვილს, იქნებ სულ არ ერქვა სახლი და გამოქვაბული იყო, ან ბუნაგი, ან სულაც ბუდე, მერე რაქ რომ პროფესორი არ იყო, ლაპარაკი ხომ ასწავლა შთამომავალს, ქართული, იქნებ მეგრული, იქნებ არც ერქვა მაშინ ლაპარაკი, იქნებ მხოლოდ პირველადი სასიგნალო სისტემა იყო, ის მაინც ხომ ასწავლა, ან სულაც არც ეს სასიგნალო სისტება იცოდა და შვილი უბრალო სითბოთი, ჩახუტებით, მუცელზე მიტყეპებით ააცილა სიცივესა და მტაცებელს.
70 მლნ წელია ბუნებაში ძუძუმწოვრები გაჩნდნენ, მას შემდეგ, ყოველ წუთის განმავლობაში ჩემი წინაპრის გული ცემდა და არ გაჩერებულა მანამ სანამ შვილის გულმა არ დაიწყო ძგერა.
ხოდა გაუმარჯოთ ყველას ბოლო 70 მილიონი წლის მაცხოვრებელ ჩემს პირად წინაპრებს, ვენაცვალე კუტუნებში, ძუძუებში, ჯიგარში, შთამომავლობის სიყვარულში, სიმკვირცხლეში, სიფრთხილეში, ვაჟკაცობაში, ოფლისა და სისხლისღვრაში, კლანჭებში და მუზარადებში, კუდებში და უკუდოდ, ლტოლვაში და სიყვარულში, ხვაშიადსა და ეჭვებში,,
გაუმარჯოთ,
გაგიმარჯოთ, მადლობა რომ იყავით და ზუსტად ისეთნი იყავით, როგორიც იყავით.
მადლობა რომ ეს ჯაჭვი შეინარჩუნეთ და თქვენი პრე-პრე-პრე ისტორიული, ისტორიული და უახლეს ისტორიული სიყვარულებისა და ზრუნვების შედეგად მე დავიბადე.
გაუმარჯოოოთ!!!!
მაგრამ 70 მლნ წლამდე ვინც იყვნენ იმათ რა დამიშავეს?
იმათაც გაუმარჯოთ!
Friday, August 21, 2009
წინაპრების სადღეგრძელო
Posted by cartwheel at 10:58 AM
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სადღეგრძელო, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment