ეს იყო შორეულ 70-იან წლებში, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნამდვილად მოსკოვის ოლიმპიამდე (1980წ.).
კასეტიანი მაგნიტაფონიც კი არ იყო მაშინ.
დიდ, მოუხერხებელ ბაბინებს, რომელთა ორიგინალბიც ბათუმის პორტიდან კონტრაბანდულად ვრცელდებოდა საქართველოში, ათასჯერ გადანაწერს თუ ჩაიგდებდი ხელში.
პინკ ფლოიდი Pink floyd, ეს იყო მუსიკა, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ანუ სსრკში მუსიკა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი.
ტელევიზიაში მუსიკას იყოფოდა ორ ნაწილად: კლასიკად და ესტრადად.
ესტრადას წარმომადგენლები იყვნენ კობზონი, მაგომეტოვი, კიკაბიძე და ზიკინა.
ესტრადას საბჭოთა წყობილებაში მიზნად ჰქონდა სიხარულისა და ჰარმონიის წუთების ჩუქება საბჭოთა მშრომელებისა და მუშა-მოსამსახურეებისათვის. ცდილობდა შეძლებისდაგვარად. მერე რა, რომ ძალიან სასაცილოდ და ამავედროს გულისამრევად გამოიყურებოდა მათი ოპტიმისტურ შეყვარებული კომუნიზმის მოლოდინი.
და ამ დროს ბინებში, სკოლებში, ტურბაზებში, კლუბებში შემოპარული ეს ხელით დასახვევი ბაბინები და ზედ "პინკ ფლოიდი".
ეს იყო მუსიკა, რომელიც არათუ მთავრობისთვის, არამედ ყველა პირველ მსმენელთათვის "არ შეიძლებოდა". ანუ არ შეიძლებოდა, წარმოუდგენელი იყო ეს რაღაცა ყოფილიყო მუსიკა, სიმღერა. ეს რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული იყო.
მინდა დავიბრუნო გაოცების უნარი, დავიბრუნო ის გაოცება რომელიც მე, ჯერ კიდევ ბავშვს მქონდა 1973 წლის (ოღონდ ჩვენთან ძლივს ჩამოღწეული, დაახლოებით 1976-78 წლებში) პინკ ფლოიდის მოსმენისას.
წარმოიდგინეთ გარემო: ყველგან ყალბი მშვიდობა, განვითარებული სოციალიზმი, მალე კომუნიზმში შევალთ, ესტრადაზეა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერა" შლაქსებითა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისრი ალა ბორისობნა პუგაჩოვა და....
(რაღაც არსებობს)
..
და "პინკ ფლოიდი". არავითარი ვიდეო, მხოლოდ ხმა.
ორი ალბომი, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად მოსასმენია ცხოვრებაში:
The wall
და
Dark side of a moon
აქ 4:44-იდან იწყება ეს შეუძლებელი მუსიკა.
Hey You
Mother
Time
Echoes
Wall
Friday, August 28, 2009
შეუძლებელი მუსიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
hermes belt
jordan shoes
nike air force
coach bags sale
goyard bags
kd 12
timberland boots
nike air max 270
kd shoes
nike kyrie 5
t9m48j1u72 x8j51j8y25 d7s63v1v96 h1q84u6z81 j1y97j1t16 j0h42c9p78
Post a Comment