Wednesday, August 19, 2009

მთვარე



დედამიწას კომეტა ეჯახება


ამ კლიპში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა თუ მოხდა, კოსმოსში, სამყაროში ჰარმონია დაისადგურებს.
მხოლოდ ფიზიკის კანონები იქნება საკმარისი სამყაროში ყველა მოვლენის ასახსნელად:
მექანიკა, გრავიტაცია, ატომური ფიზიკა და ფიზიკის ნაწილი, რომელსაც კომფორტისთვის ქიმიას ვეძახით, სრულიად საკმარისი იქნება ყველა მიმდინარე თუ მოსალოდნელი მოვლენის გასაგებად, მაგრამ არავინ იქნება ამ ჰარმონიისა და წინასწარგანსაზღვრულობის აღმქმელი.

დიფუზიით ყველა აირი გაფართოვდება, იონების გრადიენტი აღმოიფხვრება, გრავიტაციით ყველა მისაზიდი მიიზიდება, ყველა ნისლეული ქვებად, ლოდებად, კომეტებად და ბოლოს პლანეტებად შეიკვრება, მზეები დაიწვება, შავი ხვრელები გამრავლდება, პლანეტები შეიცვლებიან და შეეცვლებათ ორბიტაც, ზოგი ასტეროიდს ემსხვერპლება, ზოგი მთვარეს დაკარგავს და თავისი მზის გარშემო პოლუსების გარეშე იტრიალებს ძველ ორბიტაზე, ბევრი მასშტაბური რამ მოხდება, მაგრამ ყველა მოვლენა წინასწარგათვლადი და მარტივი იქნება, გაცილებით მარტივი ვიდრე დღეს არის.

სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ დედამიწაზეა, უკიდეგანო კოსმოსის შესაცნობად ფიზიკის კანონები ყოფნის.

თვითონ პატარა დედამიწა კი სამყაროს (კოსმოსი +დედამიწა) შესამეცნებლად საჭირო კანონებს აორმაგებს, იქნებ ასამმაგებს კიდევაც.


ორგანული ქიმია, ბიოქიმია, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, გენეტიკა, ზოოლოგია, ბოტანიკა, სოციოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია და სხვა ბევრი ვიწრო პროფილის მეცნიერებები მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე ვიწრო ქერქად მოგდებულ ნოოსფეროში მოქმედებს.
მოქმედებს ჯერ, სანამ ის კომეტა გზაშია.
გასაკვირი დამთხვევაა, რელიგიაც და მატერიალიზმიც ერთ მთავარ პოსტულატში ერთმანეთს ეთანხმება - წარღვნა თუ მეორედ მოსვლა იქნება.

კომეტა შეიძლება აგვცდეს, დისქავერში კი ერთი ვერასაცდენი სცენარი მოჰყვნენ, დედამიწა მთვარეს დაკარგავს, შორდება თურმე მუდმივი სიჩქარით, (რამდენიმე საქნტიმეტრი წელიწადში), ერთხელაც დედამიწაზე მთვარის გრავიტაციის ზემოქმედება მოიხსნება და დედამიწა უწესრიგოდ იბრუნებს მზის გარშემო. მართალია იგივე ორბიტაზე, მაგრამ პოლუსებისა და ეკვატორის გარეშე. წარმოიდგინეთ ხომ, დაუღამებელ წლებს გაუთენებელი წლები მოჰყვება ან წელიწადში რამდენიმეჯერ ეკვატორზეც იცხოვრებ და პოლუსზეც .
აბა? თურმე რა ხეირი ყოფილა ჩვენთვის მთვარე .
ისიც ჯერ, ოღონდ.
სიცოცხლის თანმხლებ კანონებს დავუბრუნდეთ.
ეს ყველა კანონი, ჩვენი შემქმნელი, მშველელი და გადამრჩენელი კანონები ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, არღვევს და თავის სასარგებლო მექანიზმებს რთავს, ოღონდ მხოლოდ ხანმოკლედ, სანამ ცოცხალი ხარ. სიკდილის შემდეგ შენი შემადგენლობა ისევ ფიზიკა-ქიმიის საკუთრება ხდება ხანმოკლე ბიოქიმიის (დენატურაციის) ეტაპის შემდეგ.
სანამ კი ცოცხალი ვართ, ყოველი მიკროსკოპული უჯრედი ებრძვის ფიზიკას:
ფიზიკა ცდილობს იონების კონცენტრაცია უჯრედის მემბრანის ორივე მხარეზე გაათანაბროს და სამუდამო ჰარმონიას მიაღწიოს, ფიზიოლოგია კი, ახერხებს (ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოების მეშვეობით) ბევრი კალიუმი უჯრედის შიგნით დატოვოს, ცოტა კი გარეთ. ახერხებს ბეწვის ხიდზე გასვლას: უჯრედში კალიუმი 130მექვ/ლ-ია, სისხლში კი მაქსიმუმ 5 მექვ/ლ თუკი სისხლში კალიუმის კონცენტრაცია 6-7მექვ/ლ-მდე გაიზარდა, გული გაჩერდება. ეს პრობლემა რეალურად უდგებათ თირკმლის უკმარისობიან ავადმყოფებს, თუკი დიალიზი დროულად არ ჩაიტარეს.



ხოდა მადლობა ვუთხრათ ყოველდღიური დაუღალავი ბრძოლისათვუის ჩვენ სხეულს, მის უჯრედებს, მემბრანებს, იონების ტუმბოებს, გოლჯის კომპლექსებს, დედამიწას, მათ შორის იმისთვის, რომ გვამარაგებს ცილით, ცხიმითას და შაქრით.
მადლობა მშობლების ნაჩუქარ ჩვენს ჯანმრთელ დნმ-ს,

დნმ-ს რომელიც ერთადერთი მუდმივაა ჩვენს ბიოგრაფიაში: ჩემი წონიდან 70 კგ (წყალი) ჩემი აღარ იქნება 2 კვირაში (აორთქლდება ან თბილწყალკანალს გაჰყვება) , 10 კგ (ცილა) 1-2 თვეში (დენატურირდება და გამოძევდება), 10კგ (ცხიმი) 2-3 თვეში (დაიწვება).
დარჩენილ 15 კგ ჩონჩხსა და მყესებს 3 თვეში სრულიად ახალი მოლეკულების ნაკრები დაემატება ხორცად, სისხლად, სითხედ, ტვინად.
ჯერ ის მოლეკულები სადღაც ხმელთაშუაზღვის ნიავშია, ან მარნეულის ბაღჩის მწვანილში, ან შრინხოფერის საწყობში, ან სამტრედიელი ძროხის ჯიქანში, ან ფინელი ფერმერის კარაქსახდელში.
ამ ყველაფერს ჩემად 2-3 თვის განმავლობაში ბიოქიმია, ფიზიოლოგია, სოციოლოგია, მარკეტინგი, ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა, კონვენციები, კანონები და ჩემი განუმეორებელი დნმ აქცევს.

კარგია რელიგია ადამიანს მადლობის თქმას რომ ავალებს.

კარგია მატერიალიზმი ადამიანს სიცოცხლის მოფრთხილებას რომ ასწავლის.
ამაშიც თანხვედრაა რელიგიასა და მატერიალიზმს შორის.
ერთია ძნელად გასარჩევი ჩემთვის,


რატომ უნდა იყოს საზოგადოება მტკიცე მორწმუნე ან მტკიცე ურწმუნო, რომ მისი ერთობისათვის (ერისთვის, ქვეყნისთვის) ადამიანებმა ჯარისკაცად თავი გაწირონ?
დავაზუსტებ:
ერთი მხრივ რელიგიური ომები, მეორე მხრივ კი საბჭოთა კავშირი-ფაშიზმი და დღეს ამერიკელ-ბრიტანელები ერაყსა და ავღანეთში. განვითარებული მატერიალისტები რელიგიური ფანატისტების წინააღმდეგ.
სიკვდილი შენი ქვეყნის სახელით დედამიწის დასალიერში, უზრუნველი პენსიის სანაცვლოდ.
თემას მართალია გადავუხვიე, მაგრამ სურვილს მაინც ვიტყვი ნეტა მაცხოვრა იმ საქართველოში, სადაც ქართველი სამხედრო მატერიალისტი იქნება და იმდენად პატრიოტი, რომ თავგანწირვისთვის მზად იყოს.
თუმცა ამ მიზნამდე მოსეს ერთი თაობა - დღევანდელი ოპოზიცია დავიწყებას უნდა მიეცეს.

4 comments:

2kija said...

აჰაჰ ) თქვენ არ ამბობთ რომ ენერგია ფორმას იცვლის, ანუ არ იკარგება. ადამიანის ნება, მისი ფანტაზია, სურვილები და ა.შ სად წაიღე სხეულის დანარჩნეი ნაწილები რო გადაანაწილე ისე - იდეალურ კომუნისტებს რომ შეშურდბეოდათ :დ

მატერიალიზმია მთლიანად ვიწრო იმიტომ რომ აქაურობას შეისწავლის თორემ ფსიქოლოგებს ისეთი რაღაცეები დაუსკვნიათ პრიჩომ ტუტ ფიზიკა, ქიმია და მასტურბაცია

Anonymous said...

I’m not that much of a online reader to be honest but your
sites really nice, keep it up! I'll go ahead and bookmark your site to come back in the future. Many thanks
Feel free to surf my blog english premier league transfer news 2011 2012

Anonymous said...

Nice blog here! Also your web site loads up very fast!
What web host are you using? Can I get your affiliate link to your host?
I wish my site loaded up as fast as yours lol
Also see my page :: sky sports transfer news arsenal

Anonymous said...

I leave a response when I especially enjoy a post on a site
or I have something to add to the discussion.
It is triggered by the sincerness displayed in the post I looked at.
And on this article "მთვარე".
I was excited enough to post a leave a responsea response :-P I actually do have a couple
of questions for you if it's okay. Could it be just me or do a few of these remarks come across like written by brain dead visitors? :-P And, if you are posting on other social sites, I'd like to keep up
with you. Would you list all of your shared sites like your
linkedin profile, Facebook page or twitter feed?
Review my webpage :: pizza games papa louie