Sunday, August 23, 2009

სადღეგრძელო მამას

კიდევ 3 ულამაზესი შვილიშვილი ჰყავს

უკეთუ პირველი ძუძუმწოვრები დედამიწას 70 მლნ წლის წინ მოევლინენ, და უკეთუ 70 მლნ წელში 700000 საუკუნეა და უკეთუ ერთ საკუნეში დაახლოებით 4 თაობა ცვლის ერთმანეთს, გამოდის რომ მე, დღევანდელ ადამიანს დღემდე, ძუძუმწოვარ არსებათა 1.800.000 წყვილი, 1.800.000 თაობა მყავდა წინაპრად.
ვინაიდან ყოველ შემდგომ თაობას ორი მშობელი ჭირდება, ე.ი. ჩემი წინაპრების ერთი ძეწკვი 3.600.000 არსებას, 1.800.000 დედასა და ამდენივე მამას მოითვლის.


მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

ვინაიდან ამ ჩემს 3.800.000 დედმამაში ერთერთიც რომ ყოფილიყო სხვა, მე არ გავჩნდებოდი, პატივი ვცეთ მათ ინდივიდუალურ წინაპრებსაც და ყველა ვახსენოთ:

Iთაობა . მე
IIთაობა-2. დედა მამა

IIIთაობა-4. ბებია ბაბუა ბებია ბაბუა
IVთაობა-8. მათი დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა
და იმათი
Vთაობა-16.დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა


VIთაობა-32.დედმამა დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ

VIIთაობა-64.დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ
.......
...........
......................
..........................................
.................................................................................
,,

ანუ, ვინაიდან წარსულში გახედვისას ვგებულობთ, რომ ჩვენი გენების საბოლოო ფორმირებაში ყოველ წინა თაობაში არითმეტიკული პროგრესიით მეტ სულიერს მიუღია უშუალო მონაწილეობა, გამოვა რომ -70 მლნ წლიდან მოყოლებილი
2 ხარისხით 1.800.000 არსება არის ჩემი უშუალო წინაპარი. ნათესავი კი არა, არამედ პირადი, უშუალო წინაპარი. მე მათი გენების მესიჯების ნაკრებით აწყობილი გენოტიპი მაქვს.

ვინა ხართ ჭკვიანი? მითხარით რამდენია 2 ხარისხით მილიონ რვაასიათასი.
ჩემს წინაპართა 1.800.000 თაობისაგან მხოლოდ 64 თაობა იყო ქრისტიანი, 120 ქართველი, 10 000თაობა ადამიანი, 20 000 თაობა საპიენსი.

დანარჩენი 1.800.000 - 30284 ანუ 1.769.716 თაობა გაურკვეველი ძუძუმწოვარ არსებებს წარმოადგენდნენ, და საკმაოდ კარგადაც წარმოადგენდნენ, რათა იმ მხეცკბილა ნადირხვლიკების,

დინოზავრების, არქეოპტერიქსების, დღევანდელზე ექვსჯერ დიდი დათვებისა და სამჯერ დიდი ხმალკბილა ვეფხვების, თუნდაც მეზობელი პითეკანტროპების ერაში
ეარსებათ, მოეპოვებინათ, შეწყვილებულიყვნენ, შთამომავლობა გაეჩინათ, ერჩინათ და უკლებლივ ყველა ზრდასრულები, გამრავლების უნარის მქონენი დაეტოვებინათ.

აფერუმ ყველა მათგანს! ყვეელას!





არადა, ამ 2 ხარისხით 1.800.000-დან მე მხოლოდ 14 ადამიანი ვიცი ჩემს პირად წინაპრად გვარ-სახელით , მათგან მხოლოდ 13 ადამიანის ფოტოსურათი მაქვს, მხოლოდ 5 ადამიანს ვიცნობდი, მიყვარდა და მყავდა.




დღეს კი მხოლოდ 1 დამრჩა - მამა.



ღმერეთმა კარგად მიმყოფოს.
70 მლნ წლიდან დავიწყე და... 70იოდე წლის წინ კი მამაჩემი დაიბადა. კარგი კაცი, კარგი ქართველი, კარგი მამა, პროფესიონალი, მეგობარი. კაცი რომლისგანაც ვსწავლობ და ბევრ რამეზე ხელიც ჩავიქნიე, ვერ ვისწავლი, ვერ ვიქნები მასავით ჭკვიანი, ენერგიული, შემართული, იდეალისტი და მასავით მოსიყვარულე, უნდა ვაღიარო.

მამა, გილოცავ დაბადების დღეს!

ვისაც ჩემი დახასიათების არ გჯერათ , ნახეთ, ეს მისი ბლოგია - "გური ბაბუს საიტი"

P.S. გური, 2 ხარისხით 1.800.000 რამდენია?

3 comments:

Offline Network said...

saocari postia.
super

Teonala said...

გენიალური პოსტია. ცოტა ამეტირა კიდეც.
გური ბაბუს გაცნობა მინდა, რა მაგარი ბლოგი აქვს.
გულითადი მოკითხვები და წარმატებები გადაეცი ჩემგან :)
შენ კი გააგრძელე წერა, ძალიან სასიამოვნო საკითხავია.

Anonymous said...

Greetings! Very useful advice within this post! It's the little changes that make the most significant changes. Thanks for sharing!
Also visit my website - transfer news january 2013