თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე ავტომობილებით მუდმივად გადაჭედილი მოედანია.
წინასწარ იცი, მიახლოვებამდე იცი რომ საცობში უნდა შეერჭო და გზა იკვლიო სიგნალებისა და მანევრების მეშვეობით.
ვიწროა ეს მოედანი, არაა საკმარისი ამდენი მსუბუქი, სამარშრუტო და ახალი ყვითელი ავტობუსისათვისათვის.
აქ მანქანები 7 თუ 8 სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ, ეს მიმართულებები ერთმანეთს კვეთს. ხშირად, აქ დაწყებული საცობები ხიდს გადაივლის და ცირკის მთასაც აღწევს.
აი, მოედანი უფრო ფართო რომ ყოფილიყო ხომ ავცდებოდით ამ დაუსრულებელ საცობებს, დროისა და ნერვების აუნაზღაურებელ კარგვას.
მაგრამ არ არის, ვიწროა. ეხ, რა იქნებოდა ამ მოედანს ერთი-ორი მეტრი სიგანე მოამატა, იქნებ გვშველოდა რამე.
...
ეშველა,
მართლა ეშველა.
აღარაა მუდმივი საცობები, მუდმივი ნერვიული სიგნალები.
მანამდე კი ვიღაც მტარვალმა მმართველმა, იმის მაგივრად რომ ტროტუარები დაევიწროებინა და საავტომობილო გზა გაეფართოვებინა, თავისუფალი მანევრის საშუალება მოემატებინა მძღოლებისათვის, ადგა და პირიქით, მთელი მოედანი დამატებითი ბორდიურებითა და ფეხით მოსიარულეთა შემაღლებული კუნძულებით მოფინა. ესღა აკლდა ისედაც მიჭუჭყნულ მოედანს.
არადა ეშველა.
ვერა გავიგე რა, ეს როგორ? თავისუფალი მანევრის შემცირებამ, დავიწროებამ, აღვირმა და ავშარამ როგორ უნდა მაჩუქოს მე ის დრო, ის თავისუფალი დრო, რომელსაც მე მეტი სივრცე, მეტი მანევრის უფლება მართმევდა.
ჰა?
გზაჯვარედინი
ავარია. ორივე დამნაშავეა.
გზაჯვარედინი ვიეტნამში
ქართული სენი-
დამნაშავე წინა მანქანაა
მარტივი მასტერკლასი
Tuesday, August 25, 2009
დამატებითი ბორდიურები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment