-როცა ყველა მოინდომებს.
-როცა თავხედ 3%-ს არათავხედი 97%-ის შეეშინდება.
-როცა ნაყაჩაღარი წესიერზე უკეთ არ იცხოვრებს.
-როცა მძღოლები მოსახვევი მაშუქის ჩართვას არ დაიზარებენ.
-როცა მძღოლები სხვას, მის ხაზზე მოძრაობის უპირატესობას დაუთმობენ.
-როცა აბიტურიენტების 20% ფიზიკის ჩაბარებას გადაწყვეტს.
-როცა ქართველობა მეტი მოვალეობა იქნება და არა მეტი უფლება ან თუნდაც ამ უფლების ილუზია.
-როცა საქართველოს მოქალაქეობა არაქართველს გაეხარდება.
-როცა ქართული ხელოვნება შექმნის იმ ახალ კოლოსებს, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ანტისახელმწიფოებრივი კლასიკის (ვეფხისტყაოსანი, მონანიება, თეთრი ბაირაღები..) შტამპებს პროსახელმწიფო შტამპებით შეცვლის.
-როცა საყოფაცხოვრებო უწესობების რაოდენობა იმდენად დიდი არ იქნება რომ ხარისხში გადაიზარდოს (როგორც ეს დღესაა).
-როცა რუსულ ზონურ-პატრიოტულ სიმღერებზე მარშრუტკის მძღოლსა და დუქნის ოფიციანტს ცხვირპირი მიენგრევა.
-როცა სახელმწიფოს თავისი იერარქიის განხორციელება შეეძლება.
-როცა ჯარისკაცს ყველა პოლიტიკური პარტია და სახელოვნებო "ფეისი" სხვისი ხუშტურის ჭანჭიკად არ მოიხსენებს.
-როცა ნაგავს ქალაქში და სოფელშიც არ დავყრით.
-როცა მივხვდებით, რომ წესი ჩვენთვისაა და არა მთავრობისთვის.
-როცა სუსტი გალახული ქალის გამოსარჩლებას ჩაშვება აღარ ერქმევა.
-როცა მესამე შვილებს გავაჩენთ.
-როცა ოლიმპიადაზე გუნდურ სპორტში გამოვჩნდებით (თუნდაც გამოვჩნდებით).
-როცა მთიული გლეხი ღორის ჭირით მკვდარ თავის ღორს თბილისის სასმელ წყალსაცავში არ ჩაგიგდებს.
-როცა ნარკომანებს პატივით არ დაასაფლავებენ.
-როცა ჟესტიანჩიკებს საქმე გაუნახევრდებათ, რეანიმატოლოგებსაც.
-როცა დიდ საიტებზე სხვა დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც იფრიალებს.
-როცა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას ქურდბაცაცების სამჭედლო არ ეგონები.
-როცა მთავრობაში განსხვავებული ჯიუტი ადამაენები ერთი მიზნით გაერთიანდებიან.
-როცა რუსეთის საზოგადოება განვითარდება და მტყუანსა და მართალს (ბოროტსა და კეთილს) გაარჩევს.
-როცა ევროპა ქართველში ღირსებას და პატრიოტიზმს დაინახავს.
-როცა მივხვდებით, რომ გვეკუთვნის მხოლოდ ის რასაც დავიმსახურებთ
-როცა მერსედესის ფული შვილის განათლებაში დაიხარჯება, მობილურისა კი წიგნში
-როცა ათეისტობა არ გვექნება მისაჩქმალი
-როცა ტაო-კლარჯეთის ეკლესიების აღდგენის შეთანხმებას ქართული ეკლესია ვეღარ გადაეღობება.
-როცა საჭირო რეფორმებს ოპოზიცია ვერ დაბლოკავს.
-როცა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მეცნიერებს მეტი ეთქმით ვიდრე მსახიობებს.
-როცა არ იარსებებს პროფესია ექსპერტი (ანუ ბრძენი), არამედ იქნება ექსპერტი პოლიტოლოგიაში, გეოლოგიაში, მელიორაციაში, სამედიცინო-სასამართლო და ა. შ.
-როცა მანქანის კარების ჯიბეები ნაგვით აივსება (სანაგვემდე მისვლამდე).
-როცა ..
-როცა..
-როცა..
კომენტებსა ვართ.
Saturday, August 29, 2009
გვეშველება როცა.
Posted by cartwheel at 3:47 PM
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
gveshveleba roo ?
კი, გვეშველება! ძალიან კარგი რაღაცები გიწერია, ვეთანხმები, მაგრამ... უტოპიაა :( ადამიანები იმსახურებენ იმას, რაც აქვთ - ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, მძულს ამის თქმა, მაგრამ ასეა. სანამ ადამიანები ერთმანეთის ეზოში ნაგვის გადაყრას არ გადაეჩვევიან და სახლის გარდა, თავიანთ სადარბაზოებსაც გაარემონტებენ, მერე გვეშველება, სულ ოდნავ მაინც.
+ ესეც. როცა ქვეყანაში ერთი კრემატორიუმი მაინც იმუშავებს.
როცა ადამიანები დაუშვებენ თავისი ორგანოს სიკვდილისშემდგომ ტრანსპლანტაციას სხვა ადამიანის გადასარჩენად, ამას ხელმოწერით დაადასტურებენ.
Post a Comment