Friday, January 15, 2010

ფეისბუკი


ფეისბუკზე დიდი ხნის წინ დავრეგისტრირდი.
დავრეგისრტირდი და .. მისი არსებობს საფუძვლიანად დავივიწყე.
დღეს საკუთარი შვილის წინამძღოლობით ფეიბუკზე "ექსკურსია" მოვაწყე. აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ ვარ დარეგისტრირებული, რომ ხალხს ჩემთან დამეგობრების თუ "E-დამეგობრების" შეკითხვები გამოუგზავნია, მე კი უპასუხოდ მყოლია ამდენ ხანს. სორრი.
ამიერიდან შევეცდები ფეისბუკის რეგისტრირებული წევრიდან მომხმარებელ წევრად ვიქცე.
ვნახოთ რა გამოვა.
აქამდე ბლოგსპოტი სრულად აკმაყოფილებდა ჩემს ჭიას, ახლა არ ვიცი მისი გემოვნება რამდენად მოითხოვს ფეისბუკს.

ერთია, წინასწარ ვიტყვი.
ტაბუების შემქმნელი ნატურა ვარ.
ოღონდ ეს ტაბუები მხოლოდ ჩემთვის მინდა. თუმცა ჩემი შექმნილი ტაბუები ნაწილობრივ გავრცელებული მაქვს ჩემს ოჯახზეც (ცოლშვილზე).

ეს ტაბუებია:
არასდროს მქონია რუსული მენიუ მობილურში,

არასდროს მქონია რუსული ვინდოუსი,

არცერთი რუსული საიტი არ არის ჩემს ფავორიტებში,

არცერთი რუსული სიმღერა არ არის ჩემს MP3-თეკაში,

არასდროს შევსულვარ "ადნაკლასნიკებში",

არასდროს მითქვამს ახალი წლის შემდეგ, რომ რუსულ არხებზე კარგი გადაცემები იყო და ჩევნი კი არ ვარგოდა,
ჩემს ტელევიზორში რუსული არხები (ნათარგმნი დისქავერები არ ითვლება) 17-ის შემდეგ მაქვს.

ტაბუ არა, მაგრამ წიკებში (აკვიატებულ უცნაურობებში) გადის აგრეთვე ჩემი პოზიციაც:

-არ დავრეგისტრებულიყავი აფხაზეთში ნაომრად და შესაბამისად არ ამეღო ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ლარი, რომელიც დღგ-ში მიდის.
-დავრჩე დღევანდელი ხელისუფლის გულშემატკივრად, იმის მიუხედავად, რომ ჩემი შემოსავალი შევარდნაძის დროიდან ციფრებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, მსყიდველობითი უნარით კი შემცირდა.
ფეისბუკში ჩემი ავატარის ისტორიაა.

შემოიხედეთ.
www.facebook.

6 comments:

ნან said...

ტაბუების ამბავი მენიშნა :)
ერთ დროს მეც მქონდა ასე აკვიატებული რაღაცაები, მერე ჩავთვალე რომ სისულელეა და ცოტა მრცხვენია ძველი ტაბუების გამო.

ფეისბუქი კი დიდი არაფერია. მოუცლელი ადამიანი თუ ხარ და ძაან გაერთე მაგით, დაიღუპე და ესაა :D

cartwheel said...

ხო, მაგრამ, ოდნოკლასნიკების ჯინაზე მინდა, რომ ვიღაცეები დავაინტერესო.

Sophie שרה Golden said...

ყველანაირი ტაბუ უდრის სტერეოტიპს და საშინელებაა. ისეთი საინტერესო პოსტები გეწერა ადრე, არ მეგონა, თუ რუსოფობი იყავი.
ოდნოკლასნიკიც მაქვს, რუსულ სიმღერებსაც ვუსმენ და რუსულ ლიტერატურასაც ვკითხულობ.
ფრთხილად, ზომბირება აქვეა.

cartwheel said...

მადლობა კომენტარებისთვის.
ორივეს ჩემი ბოროტი სულის გადარჩენა განგიზრახავთ, მადლობა.
თვითკრიტიკა რომ მაქვს და ჩემს პოზიციას ტაბუდ რომ ვნათლავ, ე. ი. "უიმედო სიტუაცია" არ ვარ.
განაგრძეთ, იქნებ გადამარჩინოთ.
მაგრამ, მოდი წავუიკამათოთ.
მე რუსოფობი არ ვარ. რუსოფილი ვარ. ოღონდ ჩემთვის რუსეთი ნამდვილად ორია. ერთი ჩემი მტერია, ჩემი ხელფეხი აქვს პირში მოგდებული და ტკვირავს, მეორე კი, ის მეორე, რომლის ინტელექტის, ჰუმანურობის, სიდიასდის, ღირსების, ნიჭირებისა და წესიერების იმედი მაქვს (არადა მაქვს) ნებიერადაა გაყურსული. მზადაა საკუთარი ინდივიდუალური ღირსებაც დათმოს იმპერიული ოცნების სამსხვერპლოზე. მე მათზეც გაბრაზებული ვარ. პატივს ვცემ, ისევ მათი იმედი მაქვს, მაგრამ დღეს მათზე გაბრაზებული ვარ და ამის სრული უფლება მაქვს.
ვარ თუ არა რუსოფობი აქედან იმსჯელე.
ვცდილობ ვიყო პრინციპული და ვბრაზობ, რომ ასე არ იქცევა ქართველების უმრავლესობა.
http://cartveli.blogspot.com/2009/09/blog-post.html

Anonymous said...

Hello there! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be okay. I'm undoubtedly enjoying your blog
and look forward to new posts.
Feel free to surf my webpage :: latest news about football transfer

Anonymous said...

When I initially left a comment I seem to have clicked the -Notify
me when new comments are added- checkbox and from now on each time a comment is added I get 4 emails with the same comment.
There has to be a means you can remove me
from that service? Kudos!
Look into my homepage ; transfer news liverpool sky sports news