Wednesday, February 24, 2010

უიკენდი სიღნაღში

სიღნაღი უთოვლო ზამთარში.

კიდევ ერთი უიკენდი. შაბათს სიღნაღში ვიყავი.

საერთოდ მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესო უიკენდების პერიოდი გაზაფხულია, როცა ბალახი უკვე მწვანეა და სანამ გადახრუკვა მოუსწრია.

სიღნაღიც კარგი იქნება გაზაფხულზე, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ ზამთარში წასვლა იმან გადაგვაწყვეტინა, რომ სიღნაღს შორი, კავკასიონის ხედები ამშვენებს, [აქედან მარცხნივ სადღაც კავკასიონის ძირში ყვარელია, როცა დედამისი ილია ჭავჭავაძეს აჩენდა ამ მთების ჩრდილოეთიდან ლეკები გადმოვიდნენ და ყვარელი ააოხრეს, ილია დედამისმა ეზოში მდებარე კოშკის მესამე სართულზე შეხიზნულმა გააჩინა.
აქედან მარცხნივ ასევე მთის ძირში ლაგოდეხია და აზერბაიჯანი. ფეხქვეშ (ფერხთქვეშ) კი ვაქირი, წნორი და ალაზნის ველი]

ეს ხედები კი ზამთარშია უფრო ლამაზია (დათოვლილია) და თანაც ზამთარში, როცა როცა ჰაერი ცივია, უფრო გამჭვირვალეა. შორს მდებარე ობიექტი ახლოს და კარგად ჩანს. ამ გათვლებმა გაგვიმართლა. სიღნაღიდან ხედი მართლაც ულამაზესი იყო. კავკასიონის დათოვლილი მთები მართლაც გაცილებით უფრო ახლოს და დეტალურად ჩანდა, ვიდრე ზაფხულში. ხედი სიღნაღის გადაკიდებული რესტორნიდან.
სიღნაღის გალავანი.


მე მგონი, ერთ ორ კვირაში, როცა ალაზნის ველი ამწვანდება და ჯერ კიდევ სიგრილე იქნება სიღნაღიდან ხედი (ალაზნის ველი და დათოვლილი მთები ერთად) ყველაზე კარგი იქნება. მაშ დაირაზმეთ!




სიღნაღის მუზეუმმა ეს ლუვრახალმოვლილი კაცი მაინც გამაოცა.
მუზეუმის პირველ სართულზე ჩვ. წ. აღ. მდე მე-5 , მე-3 მილენიუმის დერგები, მინუს 25-ე საუკუნის ოქროს ლომი (საქართველოსთვის ეს ლომი იგივეა, რაც ლუვრისთვის მონალიზა) და რამაც გამაკვირვა მინუს მე-15 საუკუნის ხელოსანთა ინდივიდულაური შტამპები (რომლითაც თავის ნახელავებს ნიშნავდნენ, ბრენდ ნიშანს ადებდნენ).
ერთმანეთის გვერდით მინუს მე-15 საუკუნეში გაკეთებული 3 მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალური დიზაინ სიმბოლოა ბრინჯაოში ჩამოსხმული:
სვასტიკა, მშვიდობის სიმბოლო და ჯვარი (ჩვენმა მჩხიბავმა "ექსპერტებმა" ჯვაროსნულ ჯვარად რომ მონათლეს). და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა არავინ იცოდა თუკი ეს სიმბოლოები 35 საუკუნის შემდეგ ფაშიზმის , ასევე 35 საუკუნის შემდეგ მშვიდობის და 15 საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცეოდნენ.




.და... მინუს მე-10 საუკუნის ცხენებშებმული ურემი თავისივე ურმის ბორბლებით CartWheel/ქართვილ/.

4 comments:

Anonymous said...

ეს ყველაფერი სიღნაღში წაუღიათ? ადრე ისტორიის მუზეუმში იყო, რომელიც ახლა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმად გადააკეთეს.

Zurriuss said...

ოჰო, ძალიან საინტერესო პოსტი იყო (და არა მხოლოდ ეს). სიღნაღში ყოფნისას მეც გამიმართლა, შემოდგომის მიწურულს გახლდი და ისეთი ლამაზი ხედები დამხვდა...
ბევრი რამ არ ვიცოდი და ამ პოსტიდან შევიტყვე. მადლობა ამისთვის ;)

Anonymous said...

Hey there would you mind letting me know which web host you're using? I've loaded your blog in 3 completely different web browsers and I must say this blog loads a lot faster then most.
Can you suggest a good internet hosting provider at a fair price?
Thanks a lot, I appreciate it!
My webpage - transfer news soccer premier league

Anonymous said...

This design is spectacular! You certainly know how to keep a
reader entertained. Between your wit and your videos,
I was almost moved to start my own blog (well, almost...HaHa!
) Wonderful job. I really enjoyed what you had to say, and more than that,
how you presented it. Too cool!
Also visit my page man utd transfer news 2008