ორსეს მუზეუმი, რომელიც ლუვრის შემდეგვ პარიზის უმთავრესი მუზეუმია, აშენდა როგორც პარიზის რკინიგზის სადგური, სადგურის შენობა სენის ნაპირზე ააშენეს, ლუვრის გადაღმა. შენობა ძალიან ლამაზი გამოდგა, უზარმაზარი შუშით გადახურული სივრცე, მოჩუქურთმებული ქვის სვეტებით, მაგრამ ეკონომიკამ, მოთხოვნამ და მიწოდებამ თავისი სიტყვა თქვა. სადგური გაუქმდა. ულამაზესი შენობა მსოფლიოს უღირსშესანიშნავეს ადგილას უპატრონო ეკლესიას დასმსგავსა. წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, მისი მფლობელები ხან გაყიდვას უპირებდნენ, ხან დაშლას. მხსნელი გადაწყვეტილება მოგვიანებით მოვიდა.
1977 წელს პრეზიდენტმა ჟისკარ დესტენმა გადაწყვიტა 1848 დან 1914 წლამდე შექმნილი ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმის განთავსება ორსეს ყოფის რკინიგზის სადგურის შენობაში.
მუზეუმი1986 წელს ფრანსუა მიტერანმა გახსნა.
პარიზს და ადამიანებს მას შემდეგ გვაქვს უმშვენიერესი მუზეუმი- ორსეს მუზეუმი.
თუმცა ამ მუზეუმში ყოფნისას ისეთი ნახატები გაქვს სანახავი, რომ მუზეუმის გრანდიოზულობა გავიწყდება და ერთი სურათიდან მეორეში მოგზაურობ. აქ იმპრესიონისტების უმდიდრესი კოლექციაა.
ლუვრის შემდეგ აუცილებლად სანახავია.
თუკი წინადღით ჩემსავით ლუვრში მინუს 40 საუკუნიდან გამოყევი კაცობრიობის დიდ და მიხვეულ-მოხვეულ მსვლელობას ჰარმონიის მისაღწევად, შენთვის ცის გახსნასავით იქნება ორსეს მუზეუმის კოლექცია. პირველი დარბაზი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ფერწერას ეძღნება. ეს ჯერ კიდევ კლასიკაა, აქ ერთადაა კლასიკური ჰარმონიული ტექნიკა და კლასიკას დამატებული ახალი სათქმელი, ახალი შინაარსი. და.. გადადიხარ იმპრესიონისტების დარბაზში, დარბაზებში.
და პირველ აღტაცებას იმის გამო რომ ცნობილ ნახატებს რეალში ხედავ, რომ ეს ნახატები მართლაც მაგრებია, ძლიერი და ნოვატორული ტექნიკით, აღმოაჩენ რომ, ეს რაღაც ახალია, ეს ლუვრშიც კი არ განგიცდია- იღლები იმ ემოციებისგან, რომელსაც ეს სურათები შენგან მოითხოვს. იმპრესიონისტები გითრევენ, შენგამ დამოუკიდებლად გითრევენ. შენ ხდები მონაწილე იმ მცირე ფილმებისა, რომლებიც კედლებზე მოოქროვილ ძველებურ ჩარჩოებშია მოქცეული.
ალბათ ესაა ის გრძნობა, რომელსაც ვიღაც ჩემდღეში მყოფმა დაარქვა ხელოვნებასთან ზიარება.
ლუვრიდან აღტაცებული გამოხვალ, აღტეცებული იმ ადამიანებით, ვინც საუკუნოვანი მიზანი - ჰარმონია იპოვეს და აითვისეს, ორსედანაც აღტაცებული გამოხვალ. აღტაცებული იმით რომ ცოტა ხნით იყავი მანე,რენუარი,ვან გოგი და გოგენი.
პარიზის დათვალიერების პირველი 3 დღე შეიძლება ისე გაატარო, რომ 200 წელზე ახალს მხოლოდ ერთეულ შენობას გადააწყდე. ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ხნის განმავლობაში ისტორიაში ცხოვრობ. სადაც არ უნდა გაიხედო ისტორიაა, მიხვედი, ნახე და რეალობას დაუბრუნდი კი არა, არამედ მიხვედი და დღეების განმავლპბაში დარჩი მსოფლიო ისტორიის უმნიშნელოვანეს და ულამაზეს პეროიოდში - ბაროკო- როკოკოში.
ამ ქალაქს ეტლების პერიოდის სტუმარის თვალით უნდა შეხედო, არადა მართლაც ასეთია პარიზი ეტლების პერიოდიდან მოყოლებული - დიდებული, ლამაზი, რთული და ყველაზე ყველაზე. .
პარიზის ფილიგრანული არქიტექტურისა და ლუვრის ჰარმონიის მწვერვალების შემხედვარე ხვდები, რომ არ შეიძლება ეს სილმაზე ასეთი დიდი და ყოვლისმომცველი დიდხანს შეგინარჩუნდეს თავში. გული რაღაც სხვას გთხოვს, არეულს, ქაოსურს, ემოციურსა და ნაღდს. პარიზში როგორს ჰარმონიის მწვერვალებია, ასევე იდეალური ჰარმონიის მოყირჭების საწინააღმდეგო ამბოხის მწვერვალებიცაა - იმპრესიონიზმი და მოდერნიზმი. ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა და პომპიდუს ცენტრი.
ხო, ზუსტად ეს სიტყვა მიტრიალებდა, მოყირჭება.
ალბათ მოყირჭების ტალღაზე წარმოიქმნა იმპრესიონიზმი და შედევრები დაგვიტოვა.
იმპრესიონისმისგან მოჯადოებული დავრჩი.
იმპრესიონიზმი ახალი ჰაერია, ახალი ინტერაქციაა, და მას მხოლოდ ორსეს მუზეუმში და ორანჟერეაში ნახავ. მათ გარეშე პარიზიდან არ უნდა წამოხვიდე.
მაგრამ, იმავე მოყირჭების ტალღაზე წამოჭრილი ტალღის გაგრძელება - მოდერნიზმი, რომელიც პომპიდუს მუზეუმშია განთავსებული, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო ავტორიტეტების გვარებითაა დახუნძლული (პიკასო, მალევიჩი, შაგალი) ხვდები, რომ ხელოვნების განვითარების ჩიხია. ევოლუციის ყრუ შტო. მოდერნიზმმა ჩემზე განჯადოების ეფექტი იქონია: არანაირი ემოცია და ინტერაქცია, ჩემთვის ფერწერის ეს ნაწილი სრულიად უსარგებლო ისტორიული, ჩავლილ მოდის ექსპონატებად გადაიქცა.
ბათუმის რკინიგზის სადგური, რომელიც მახინჯაური-ბათუმის გზაზე შენდებოდა აჟამად უფუნქციოა. ბათუმის სადგური მახინჯაურში მუშაობს, მშენებარე სადგური კი უფუნქციოდაა დარჩენილი.
არადა დიდი, ლამაზი შენობაა. თითქმის დასრულებული.
ამ შენობის ისტორია პარიზის ორსეს მუზეუმის ანალოგიით დაიწყო, მაგრამ როგორ გაგრძელებდა სრულიად უცნობია.
Monday, February 22, 2010
ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
Hello there! This is kind of off topic but I need some guidance from an established blog.
Is it tough to set up your own blog? I'm not very techincal but I can figure things out pretty fast. I'm thinking about making my own
but I'm not sure where to start. Do you have any points or suggestions? Many thanks
My web page :: chelsea transfer news 2012
What's Taking place i am new to this, I stumbled upon this I have found It positively useful and it has helped me out loads. I'm hoping to give a contribution & help other users like its aided me.
Good job.
Also visit my web site ; premier league transfer news chelsea
Post a Comment