Friday, February 5, 2010

ეს მაგიდა მონპარნასზე მდებარე კაფე "როტონდას" ეკუთვნის, ამ ჭიქებში ცხელი შოკოლადი ესხა, რომელიც მე გეახელით. ხურდა კი როტონდას გარსონისაა, მე დავუტოვე ისე როგორც ეს გვიანდერძა ამ კაფეში ხშირად მყოფმა ჰემინგუეიმ (ოღონდ "ფიესტაში" - აუციელბლად დაუტოვეთ ხურდა ოფიციანტებს მით უფრო თუ იმ კაფეში ოდესმე შეიძლება მოგიხდეთ დაბრუნებაო).ცხელი შოკოლადი ძალიან კარგი გამოდგა, მოდილიანის სურათები კი ასლები, მაგრამ მაინც კარგი იყო

1 comment:

cartwheel said...

ახლა გავაგრძელებ, 2012 წლის თებერვალში გადავიკითხე ეს პოსტი და მივხვდი, რომ მთავარი არ დამიწერია. მაგ კაფეში ჩვენს გვერდზე, გაღებულ კარებში მომწყვდეულ პაჭაწინა ორკაციან მაგიდასთან წყვილი იჯდა. კაცი თეთრი ფრანგი იყო, კაცი რა, ახალგაზრდა ალბათ 30 წლამდე, ქალი კი ულამაზესი და უშავესი ზანგი ქალი იყო. ნაომი კემბელის ტყუპისცალი, ოღონდ უფრო შავი და .. სკლერები ჰქონდა მუქი, თითქმის წითელი. უგრაციოზულესი მოძრაობები ჰქონდა. კაცს ეტყობოდა რომ აღტაცებული იყო მისით, ცმუკავდა. ღირდა ცმუკვად ის ქალი, მერე რა რომ წითელი სკლერები ჰქონდა. ეშმაკისთვის წართმეული სატრფო ჰყავდა იმ ბიჭს. მაგარი შვილი გაუჩნდებოდაათ, ახალი სუპერრასა - ფრანგი.