Wednesday, February 10, 2010

პარიზი-რუსები


ზამთარში პარიზში სტუმრობას კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს- ზამთარში იქ ცოტა რუსია, ალბათ ზამთარში თუკი წასვლაა სითბოში წასვლას ამჯობინებენ.
პლიუსი მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მათ თვითკმაყოფილ ფიზიონომიას იშვიათად ნახავ.
ერთადერთი ჯგუფი მახსენდება მონალიზას დარბაზში შემოცვივდნენ, წინ მიუძღვოდათ ჩირაღდანივით ზეაწეული დახვეულ გაზეთიანი
გიდი, რომელმაც შემოსვლისთანავე ყველას გასაგებად განაცხადა - "ზდეს პიაწ მინუტ, ნი ბოლშე!"
("ნუ ი ჩტო, უ ნას ვ მასკვე მეტრო" გამახსენდა ერთი რუსი ტურისტის ნათქვამი საქართველოში, ანტიკური ქალაქის ციხეგოჯის გვირაბში ჩასვლისას რომ განაცხადა).
რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა საუკუნოვან გადაჯაჭვულ ისტორიას მოიცავს.
ამ ქვეყვებს დიდი სიყვარულისა და დიდი სიძულვილის ტალღების შემდეგ ერთმანეთის მიმართ რაციონალური პატივისცემა ჩამოუყალიბდათ.
ლუვრის დათვალიერებისას გახსენდება რომ ერმიტაჟი, პეტერბურგის გრანდიოზული, უმდიდრესი მუზეუმი თვითონ ლუვრისმნახველმა რუსებმა ერმიტაჟად-ფრანგულად პატარა ოთახად მონათლეს.
ნაპოლეონის დროს, ევროპის მუდმივი ამრევი ამბალის- რუსეთის ჭკუაზე მოსაყვანად მთელი ევროპა გაიწია აჰა შენ ნაპოლეონო, და აჰა რუსეთი თუ შეგიძლია მას ეჭიდავეო.
ეს ისტორია კი იმით დამთავრდა, რომ დამარცხებულ ნაპოლეონს გამოკიდებულმა რუსმა ჯარისკაცმა პარიზის ყველა სამიკიტნოს კარი ჩექმით შეაღო და დაიყვირა "ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი" და აქიდან წამოვიდა სიტყვა ბისტრო, Bistrot ფრანგულ მანერზე. დღესაც კაფეების მესამედს ბისტროტ აწერია.
პარიზის ცენტრში მგებარე, ყველაზე პომპეზური, მოოქროვილი და ულამაზესი ხიდი ალექსანდრეს ხიდი, ეძღვნება ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს და რუსეთ საფრანგეთის მეგობრობას, ეს ხიდი ნიკოლოზ მეორემ გახსნა.
ნაპოლეონი კი, ავანტიურისტი, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო საფრანგეთი, რომლის მმართველობის შემდეგ "საფრანგეთში შინელის ჩამცმელი ადამიანი აღარ დარჩა ცოცხალი", ულამაზეს სარკოფაგში, ულამაზეს სასახლეში 6 კუბოში განისვენებს. მე მგონი ნაპოლეონს კრახი იმიტომ აპატიეს, რომ მიზეზი მიეცათ ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქების ჩამონათვალში, რომელიც ნაპოლეონის კუბოს გარშემოა ამოტვიფრული (austerlic, ვარშავა,rivol, iena ..) მოსკოვიც ეწეროს. და აწერია კიდევაც - მოსკოვი ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქი.

სდღეს ისტორიის გათვალისწინებით, საფრანგეთი (რიმელიც მესიანისტურ-ექსპანსიურ მიზნებს ისედაც შეჩვეულია) თავის თავზე იღებს რუსეთის მორჯულებას. ჯერ არვიცი შეწირავს თუ არა ამ მისიას საფრანგეთი საქართველოს, მაგრამ "მისტრალის" მიყიდვა რომ ამ ისტორიის ერთი ხვეულია ჩემში ეჭვს არ იწვევს.
mere davamTavreb, ar mcalia:(

3 comments:

piccolina said...

კაი პოსტი იყო, მადლობა

Anonymous said...

Hi, I think your blog might be having browser compatibility issues.
When I look at your website in Ie, it looks fine but when opening
in Internet Explorer, it has some overlapping. I just wanted to
give you a quick heads up! Other then that, amazing blog!
Feel free to visit my web site :: premiership transfer news chelsea

Unknown said...

საფრანგეთისათვისძალზედ დრამატული და საბედისწერო იყო 1871წელი.როდესაც,საფრანგეთ-პრუსიის ომის მსვლელობის დროს,კარგად შეიარაღებული და პრუსიელებზე რიცხობრივად მეტი ფრანგული არმია,იძულებული გახდა,კაპიტულაცია გამოეცხადებინა სასაზღვრო ქალაქ სედანთან.მიზეზი იყო ძლიერი გერმანული დაზვერვა შტიბერის მეთაურობით და რაც მთავარია,ბისმარკის დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი.რასაც ვერ ვიტყოდით საფრანგეთის მაშინდელ იმპერატორზე ნაპოლეონ III-ზე.ეს იყო კატასტროფა ცივი წყლის ჭავლი მაშინდელი საფრანგეთისათვის.როცა ომის დასაწყისშივე,პრაქტიკულად სასაზღვრო ბრძოლებში ევროპის ჰეგემონი ქვეყანა მწარედ დამარცხდა.კიდევ უფრო მწარე იყო საფრანგეთისთვის ამ ომის შედეგები.ორი უმდიდრესი პროვინცია:ელზასი და ლოტარინგიის დიდი ნაწილი თავის უმდიდრეს რკინის მადნების საბადოებთან ერთად გადაეცა ამ ომის შედეგად შექმნილ ახალ სახელმწიფოს-გერმანიას,რომელიც გაერთიანდა პრუსიის მეთაურობით.გარდა ამისა,კონტრიბუციის სახით,საფრანგეთისაგან გერმანიას გადაეცა იმ დრპისათვის ასტრონომიული თანხა 5 მილიარდი ფრანკი.ყოველივე ამან მძლავრი ბიძგი მისცა გერმანიის ეკონომიკურ წინსვლას და ის,რასაც წარმოადგენს დღევანდელი გერმანია,დიდწილად არის ამ ომის შედეგებით განპირობებული.მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა,ბისმარკი საფრანგეთში კვლავ ძლიერ მეტოქეს ხედავდა,რომელიც სამხედრო მარცხის მიუხედავად,კოლონიების ხარჯზე სწრაფად დგებოდა ფეხზე.ბისმარკი ემზადებოდა საფრანგეთის საბოლოოდ გასანადგურებლად და აპირებდა ახალ ომსმეორეს მხრივ,ისეთი დიდი ქვეყანა და დიდი ერი,როგორიც საფრანგეთია,ვერასოდეს შეურიგდებოდა ამ ომის შედეგებს ფა ვერ დაუშვებდა გერმანიის ჰეგემონიას ევროპაში.ჰოდა ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,საფრანგეთი აქტიურად ეძებდა მოკავშირეს აღმოსავლეთში.აღმოსავლეთში იმიტომ,რომ მოსალოდნელ დიდ ომში გერმანია აეძულებინათ,რომ ერთდროულად ორ ფრონტზე ებრძოლა.დასავლეთით საფრანგეთთან და აღმოსავლეთით რუსეთთან.ასეთი მოკავშირე აღმოჩნდა რუსეთი და საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დიდი ზარზეიმით გაფორმდა1895წელს.ამ დაახლოების გამოა ზუსტად,რომ ალექსანდრე III სახელი დაერქვა პარიზის უმშვენიერეს ხიდს.ფაქტია,რომ ამ სტრატეგიამ დიდად გაამართლა პირველი მსოფლიო ომის დროს და საფრანგეთმა ბრწყინვალე რევანში აიღო გერმანიაზე ვერსალის ზავით.ამდენი იმიტომ შეგაწყინეთ თავი,რომ მეთქვა:საფრანგეთ-რუსეთის მეგობრობა განპირობებული იყო ისტორიული კონიუნქტურითა და ასპექტებით,თორემ ფრანგებს არაფერი აქვთ საერთო რუსებთან არც იდეოლოგიურად და არც კულტურულ-ეთნოგრაფიული კუთხით.საფრანგეთი ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების,დემოკრატიის და ყველა სხვა ადამიანური ფასეულობების მედროშე.პატივისცემით:ზაზა ხარაიშვილი-ექიმი.