Thursday, February 25, 2010

რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.






-კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
-ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
-ნუ იგინები, არ გიხდება.
-ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
-გაიმართე,
-ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
-ეგ წვერი ან მოუშვი, ან იპარსე.
-ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
-დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
-გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
-აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
-წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.


რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.
ვერ გავბედავ.

კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
ამის გამო ბევრი გერიდება და ზურგს უკან დაგცინის.
ჟვაჩკა იხმარე.
ადვილია და იაფი.

ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
შენ ვერ გრძნობ, ჩვენ ვგრძნობთ.

ნუ იგინები, არ გიხდება.
თითქმის რესპექტაბელური ხარ, რომ არ ჩავთვალოთ ეგ შენი გინება.

ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
ნუ აცეცებ, ნუ იბღვირები დამნაშავესავით.


გაიმართე,
ხერხემალი სულის სარკეაო.

ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
საშინელებაა წინასწარ რომ იცი, გაოფლილ გაზეპილი რომ გადამკოცნი. არ მჭირდება.

ეგ წვერი და თმა ან მოუშვი, ან იპარსე.
მოუწესრიგებელი ადამიანები ეჭვს ბადებენ, რომ საქმეს ვერ დაასრულებენ.


ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
ხო გგონია, რომ ფულიანია და შენს 10 თეთრს არ მიაქცევს ყურადღებას, არადა როგორ მიაქცევს, რომ იცოდე, მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
დაბალი ფეხები გაქვს ისედაც, და ამ შენი წელის გამოჩენით ადასტურებ, რომ იქ, სადაც ჩემი კეთილგანწყობილი წარმოსახვით ტაკო უნდა გქონდეს, თურმე წელი გაქვს. გაუშნოებს.

გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
პურს სიგარეტის სუნი მალე აჰყვება. და შენგან აღარ იყიდიან.

აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
არ გიხდება ამხელა კაცს.

წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.
თვალებზე გაწერია რომ ჩერჩეტი ხარ, ორი წიგნიც კი გეყოფა, რომ თვალები თევზისა აღარ გქონდეს.
არასდროს მოიხსენიო უცნობი ადამიანი სიტყვით პიროვნება.

ნურასოდეს ჩემოეყრდნობი მანქანას გარედან მანქანაში მჯდომიერე ბიჭთან ლაპარაკისას, საერთოდ ნუ დაელაპარაკები მანქანაში მჯდომიარეს, გადმოვიდეს და ისე დაგელაპარაკოს.


ღიპი დაიგდე, არ გიხდება.


/სამწუხაროდ ზოგი რჩევა მეც მეკუთვნის;(/


თქვენც დაამატეთ ანონიმური რჩევები

8 comments:

Dv0rsky said...

გენიალურია!

Katiée.Ge said...

აუუუ, კიდე რამდენია ასეთი!
ჩვენ რომ განვაგრძოთ და განვავრცოთ? :D

Anonymous said...

ბევრი ვიფიქრე და.. ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი, რასაც ადამიანს ვერასოდეს ურჩვდი. იმიტომ რომ ნებისმიერ აზრის გადმოცემა შეიძლება მისაღები ფორმით, პირდაპირ ან ირიბად.

ჰა-ჰა ასეთი რაღაც არ მივახალო: ხელი გაანძრიე, დედიკომ როდემდე უნდა გაძლიოს გზისა და სიგარეტის ფული :D

cartwheel said...

gijmaj ნებისმიერ აზრის გადმოცემა შეიძლება მისაღები ფორმით, პირდაპირ ან ირიბად.
iqneb Cems saTqmelsac mounaxo iribi forma.

მიშო said...

იმედია ჩემიანისთვის (ვრცელი გაგებით
) ამდაგვარი რჩევების მიცემა არ დამჭირდება, თორემ, გავუბედავ კი არა....

ისე სხვას, გაბედვის რა მოგახსენოთ,უბრალოდ სურვილიც არ მექნება რამე რჩევის მიცემის.

Anonymous said...

Heya i'm for the primary time here. I came across this board and I find It truly helpful & it helped me out much. I am hoping to provide something again and help others such as you helped me.
My site - football transfer news sky sports

Anonymous said...

click to read more

My site - houses in foreclosure
Stop by my homepage - bankruptcy lawyers in

Anonymous said...

Greater Organization through Superior SEO

Here is my page leads for lawyers
Here is my page :: attorney leads