Monday, March 8, 2010

კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?

კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი



ჩემი ცხოვრების 43 წლიან ბიოგრაფიაში არ მახსენდება დღე, როდესაც მე თუნდაც ერთი ყვავილი მეჩუქნოს ქალისთვის "ქალთა ინტერნაციონალური დღის - 8 მარტის" აღსანიშნავად.
მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ შორეულ სოციალისტურ ბავშვობაშიც კი სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტაშფანდურს და ჩემთვუის მასში მონაწილეობა არასდროს მოუთხოვიათ.
100 წლის წინ 8 მარტს, კოპენჰაგენში მანამდე ცოტა ხნით ადრე აბობოქრებული ქალთა მოძრაობა გაერთიანდა და ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ კრების ერთერთი აქტივისტი და ამ მოძრაობის მდივანი გახლდათ გერმანელი ქალი კლარა ცეტკინი, რომლემაც ეს თანამდებობა და რეპუტაცია ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.

ის თავისი მიზნის აღსასრულებლად მთავარ მოკავშირედ კომუნისტებს და 1917 წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა.
საბჭოთა კავშირიც ხელისგულზე ატარებდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალს, 1933 წელს, როცა ის მოსკოვში გარდაიცვალა, სასაფლაო ლენინის მავზოლეუმისაგან ახლოს, კრემლის კედელთან მიუჩინეს.

ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ისეთივე იყო როგორიც სხვა ათასი რევოლუციური ავტორიტეტის, რომელთაც მთელი ბავშვობა თავში გვიდებდნენ თაყვანისცემის ობიექტად.
ანუ არ მიყვარდა, ვერ ვუგებდი და ჩუმად ვაპროტესტებდი მათ დეკლარირებულ ბუმბერაზობას.


არადა ახლა რომ ვუყურებ, რას მიშავებდა, კონკრეტულად კლარა ცეტკინი მყავს მხედველობაში. ის მართლაც უშველებელი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. მაშინ ევროპაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდათ, მათ მეორეხარისხოვანი ადამიანების სტატუსი ჰქონდათ და პოლიტიკაში მათი წონა ოფიციალურად იყო 0-ის ტოლი.

პოლიტიკას ვინ ჩიოდა, ქალის რეალურ წონაზე კი ეს მაქვს მოსმენილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს 1666 წელს დაბადებული ქალი თუკი 66 კილოზე ნაკლებს იწონიდა, უპირობოდ აგდებდნენ მდინარეში დასახრჩობად როგორც კუდიანს, ვიღაც ჭკვიანს გამოუთვლია, რომ ცოცხს 66 კგ-ის აწევა შეუძლია და ე. ი. უფრო მსუბუქები კუდიანები იყვნენ.


მართალია, მეოცე საუკუნეში გადასარჩენი აღარავინ ჰყავდა, მაგრამ კლარა ცეტკინი მაინც კარგადაც მოიქცა რომ იბრძოლა, ღირსება ჰქონია, ენერგიული , მიზანდასახული ყოფილა, საკუთარი მიზნის აღსასრულებლად გონიერი ნაბიჯების გადაგმის უნარი ცოდნა და განათლება ჰქონია.
რითაა ფლორა ნაითინგეილზე ნაკლები პატივისცემის ღირსი (რომელმაც წითელი ჯვარი დააარსა)?
ამ მხრივ ჩემს თვალში რეაბილიტირებულია.
მეორე საქმეა კლარა და რუსეთი.
ის ცხოვრების მეორე ნახევარში 1933 წლამდე ნებივრობდა კომუნისტურ პატივისცემაში, ღებულობდა ლენინის ორდენებს, დასეირნობდა საბჭოთა კურორტ-სანატორიუმენბში და დითირამბებს არ იშურებდა საბჭოთა რუსეთის მიმართ.
რაც ჩემთვის განსაკუთრებული კომპრომატია - ვერ ხედავდა იმ ქვეყანაში გასაპროტესტებელ საკითხს.

ერთადერთი, რასაც შეიძლება დაეტყვევებინა სამართლიანებისთვის მებრძოლი ქალი, დაეტყვევებინა იმდენად, რომ საკუთარი პრინციპი, დაჩაგრულის დახმარება, თანაბარი უფლებები ადამიანებს ეროვნების, რასის, სქესის მიუხედავად, გვერდზე გადაედო, იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის სიდიდე და სიძლიერე.
მან რუსეთში ის დასინახა, რაზეც ნინო ბურჟანაძეს 100 წლის შემდეგ "თვალები აეხილა"
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გრძნობთ, რუსეთის დედაქალაქში რომ დადიხართო, ნინომ ანთებული თვალებით უპასუხა " ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი, ქვეყანა, ქვყანა, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო, რომლის სიძლიერე საქართველომ არათუ უნდა გაითავალისწინოს, არამედ გულშიც კი არ უნდა გაივლოს მისი შეწუხება საკუთარი ინტერესებისთვის".
ბოდიში არაზუსტი ციტირებისთვის, მაგრამ დამოკიდებულება აშკარად დოკუმენტურია - დიდება დიდ რუსეთს.
შემდეგი თეზა კიდევ უფრო ილუზიური აღმოჩნდა, თურმე მას ჰქონია რუსეთთან პრობლემების მოგვარების პროგრამა, და ამ პროგრამის მთავარი ღერძი ყოფილა თავაზიანობა!
რუსეთი კეთილია, ზრდილობიანი მიმართვა საკმარისი ყოფილა მისი გულის ასაჩუყებლად. პუშკინი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი და.. პრაშუ, პრაშუ ვ აპხაზიუ ი ასეწიუ.


მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუკი კლარა ცეტკინს 100 წლის წინ თავისი სამართლიანობისათვის მებრძოლის დროშის შენახვა რუსეთის სიდიადემ, რეალურმა სუპერმასშტაბურმა ცვლილებებმის ეიფორიამ და მებრძოლის ოპტიმიზმმა აიძულა, ნინო ბურჯანაძეს არც არასდროს ჰქონია ამ ქვეყნის მიმართ არც იმედი და არც ეიფორია, მას გათვლილი და აწონ-დაწონილი საკუთარი სარგებელი აქვს.




თქვნ კი გულწრფელ ადამიანებს, ამ პოსტის მკითხველ ქალებს, გილოცავთ გაზაფხულის კიდევ ერთ დღეს, რომელიც ჭირვეული და ქარიანი კი გამოდგა, მაგრამ ნამდვილად უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ყველა წინა დღე ამ წელს.
International Women's Day
Observed by Albania, Algeria, Argentina, Armenia, Australia, Azerbaijan, Bangladesh,Belarus, Bhutan,Bosnia and Herzegovina, Brazil, Bulgaria, Burkina Faso, Cambodia, Cameroon, Chile, China, Colombia, Croatia, Cuba, Cyprus, Denmark, Finland, Georgia, Greece, Hungary, Iceland, India, Italy, Israel, Laos, Latvia, Lithuania, Kazakhstan, Kyrgyzstan, Macedonia, Malta, Mexico, Moldova, Mongolia, Montenegro, Nepal, Norway, Poland, Portugal, Romania, Russia, Serbia, Slovakia, Slovenia, South Africa, Sweden, Spain, Syria, Taiwan, Tajikistan, Turkey, Turkmenistan, Ukraine, Uzbekistan, Vietnam, Zambia

5 comments:

ნან said...

if კაი პოსტი იყო ძაან.
სასაცილო ისაა, რომ თავის დროზე ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიძღვნილი დღე საბჭოთა ეპოქამ აქცია მახინჯ, პატრიარქალურ დღესასწაულად.

ადრე ვჩხუბობდი რომ მილოცავდნენ, ეხლა აღარ. ჯანდაბას ყველას თავი!

პოსტი კი კარგი იყო. ცოტას კი აზვიადებ ბურჯანაძეზე, მაგრამ გეპატიება, ინდაურია ეგ ქალი, ასეთი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება. მაგისი თავიც ჯანდაბას!

არც კლარა ცეტკინი და არც ნინო ბურჯანაძე. ეკატერინე გაბაშვილი! მართლა კარგი ქალი იყო. და ბევრნი არიან, ქართველებიც და სხვებიც, მაგარი გოგოები.

:))

cartwheel said...

ხო, მართლა ვაზვიადებ. გავხადე ბურჯანაძე ისტორიული ფიგურა.

Zurriuss said...

აი მე კი, როცა 2012–ს ვუყურებდი, თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: ასეთ ქაოსში, როცა დედამიწას მაგრად ერხევა, როგორ აწყნარებს ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი? ნეტა, რას ეუბნება, არა? :))))

Anonymous said...

Great weblog right here! Additionally your web site rather a lot up fast!

What web host are you the usage of? Can I get your affiliate link in your host?

I desire my site loaded up as fast as yours lol
Also visit my web page :: arsenal transfer news twitter

Anonymous said...

Definitely believe that which you said. Your favorite reason
appeared to be on the web the easiest thing to be aware of.
I say to you, I definitely get annoyed while people
think about worries that they just do not know about. You managed to hit the nail upon the top as well as defined out the whole thing without having side-effects ,
people could take a signal. Will probably be back to get more.
Thanks
Here is my webpage transfer news liverpool 2012