Monday, March 29, 2010

არის თუ არა რუსეთი აღვირახსნილი და არაპროგნოზირებადი?



უცნაური შეკითხვაა არაა? ჩვენ ხომ ყველამ ვიხილეთ აღვირახსნილი რუსეთი. საქართველოს ყველა რაიონში ბომბებს ვინ გვაყრიდა? საქართველოს ზაფხულის მშვიდობიან სოფლებში ვინ დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, საკუთარი შიდაპოლიტიკური სტრატეგიის საწინააღმდეგოდ ვინ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? (ამერიკას რომ ეღიარებინა დამოუკიდებელ ქვეყნად სამხრეთ ოსეთი, თვითონ უნდა გაბრაზებულიყო, ჩრდილო, ანუ ნამდვილი ოსეთი ხომ მისი ფედერაციის მესამე რანგის წარმონაქმნია და სამხრეთ ოსეთის აღიარება ჩრდილოეთისათვის ხომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშა იქნებოდა და იქნებ არის კიდევაც).
აღარ გავაგრძელებ რუსეთის აღვირახსნილობის მაგალითების ჩამოთვლას, არადა შემიძლია: ნავთობ და გაზსადენების მონოპოლიზაციისთვის გამოცხადებული ომი და აზარტული მილიარდების ხარჯვა, უკრაინის და აფხაზეთის შიდა არჩევნებში ჩარევა, აღიარებულ ცუდ ქვეყნებთან კოალიციაში შესვლა და ა. შ.

ყველაზე აღვირახსნილი საქციელი კი რუსეთს საქართველოს წინაშე აქვს ჩადენილი- მისი ანექსია, ეთნიკური ნიშნით ტერიტორიების ჩაკბეჩა. დანარჩენი საქართველოს შიდაპოლიტიკაში, დაპყრობის საფრთხით მონაწილეობა.

არადა ამ თვალსაჩინო ფაქტების მიუხედავად მე მჯერა რომ რუსეთი არ არის აღვირახსნილი. ის შეზღუდულია. მას მოპასუხედ ჰყავს საკუთარი მოსახლეობა და საკუთარი ისტორია.
ისტორია, რომელიც მდიდარია იმ ილუზიური იქნებ ნაწილობრივ ფაქტიური თეზით, რომ რუსეთმა საქართველო, უძველესი ქრისტიანული კულტურა გადაარჩინა მუსულმანური თურქეთისა და სპარსეთის კლანჭებიდან, რომ ქართველები, ნიჭიერი, მებრძოლი, რაინდული ერი მათი მადლიერია, რომ ამ ორი ერის მეგობრობამ რუსეთის იმპერია არნახულ სიძიერესა და მნიშვნელობაზე აიყვანა:

პეტრე პირველი, პეტრე ბაგრატიონი, სტალინი.
საბჭოთა სტაბილურობა 70 წლის განმავლობაში ამ სიყვარულის სხვა რესპუბლიკებისათვის დემონსტრირებაში გაგრძელდა:
ქართველი მდივანი პოლიტბიუროში, ქართული ფილმები ტელეკრანზე, ქართველი რეჟისორები თეატრებში, ქართველი მხატვრები დედაქალაქისა თუ რეგიონების დეკორაციების ავტორები, მწერალთა კომპოზიტორთა კავშირებში ქართვთა პრივილეგირებული წილი და ა. შ.
ეს ვერტიკალი - საქართველო მიწა და მასზე მტკიცედ მდგომი მოსკოვი სტაბილურობის სადემონსტრაციო კარგი თემა იყო ასწლეულების განმაობაში და განსაკუთრებით სსრკ-ს სტალინისა და ბრეჟნევის პერიობებში. ნიკიტა ხრუშჩოვის მმართვობის ვადამდელი შეწყვეტის ქვეშეცნეული მოტივი შეიძლება სწორედ ამ ვერტიკალის შესუსტებაც გახდა.
არავინ მოგატყუოთ რომ რუსეთი ახლა გამარჯვებულად თვლის თავს. მოსკოვის ტერფებს კენჭები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერჭობა.
მის პატივმოყვარეობას მხოლოდ საქართველოს მუხლმოყრა დააკმაყოფილებს. რუსეთი თავისი 150 მლნ მოქალაქითურთ დარწმუნებულია, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება, პაზლი მათ ფეხქვეშ უნდა აიწყოს: ის რაც ადრე იყო საქართველო მათთვის მომავალში უნდა იქცეს აფხაზეთად სამხრეთ ოსეთად და საქართველოდ. დღეს კი მხოლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჰყავს, ვაშლის ნაჭამის ფორმის საქართველოს ნაწილი მათ მიწას აკლია რომ მშვიდად დაეყრდნოს. 150 მლნ რუსს ასევე აკლია ქართველთა ნიჭიერი ქება დიდება. ისინი ხომ ვერასდროს მიაღწევენ ვერცერთი ძველი ერის აღიარებას, ჩვენ ვყავდით და სომხები. ჩვენ აღარ ვყევართ და ახლა იმიტომაც უხსნიან ფართოდ კარს სომეხ "ანალიტიკოსებს" ტელეგადაცემებსა და პოლიტიკურ თოქ შოუებში. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ ქართველთა აღიარების გარეშე მათი სიხარული უფერულია.
რუსეთი შეზღუდულია თავისი ისტორიით და თავისი პატივმოყვარეობით.
მაშ რატომ აღმოჩნდა აღვირახსნილი ის 2008 წლის აგვისტოს? რატომ გადააბიჯა იმ ბარიერებს რასაც მას უხვედრებდა არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობა, არამედ საკუთარი ისტორია და იქნებ დაკმაყოფილებადი პატივმოყვარეობა?

პასუხი მე ვიცი. მან ჩვენში დიდი სისუსტე დაინახა: 2006-2007 წლის შიდაპოლიტიკურმა ვნებებმა რუსეთს იმედი მისცა, რომ ქართველი ერი დაქუცმაცებასაც შეეგუა და მისგან ძველებური აღიარების მიღება ხვალვე შეიძლება, პრობლემა ერთ თავხედშია, რომელსაც თვითონ ჩაქოლავს ხალხი, როგორც კი რუსეთის ბრაზს დაინახავს.
ეს გეგმა ძალაშია, ბლიცკრიგი ჩაიშალა, მაგრამ სად ეჩქარებათ? წარმატებული ტალღოვანი ომების სერია გრძელდება: მტრები უპირობოდ დამარცხებულები არიან: იანდარბიევი და ჩეჩნეთი, იუშჩენკო და უკრაინა.
სააკაშვილი და საქართველო?

გასამდეს?


მალე 9 აპრილი დადგება, დღე როცა რუსებმა აქ, თბილისის ცენტრში გოგოები დაგვიხოცეს. ამ ქვეყანას ჩვენთვის ბოდიში არ მოუხდია, არადა ჩვენ, გულჩვილებმა ჩავთვალეთ რომ მოგვიხადა. რაღაც წვრილმანებით დავკმაყოფილდით. არადა არ მოუხდია. როდიონოვისათვის პასუხი რომ მოეთხოვა რუსეთს ალბათ ყველა ჩვენგანის ტოლერანტობას მიიღებდა, მაგრამ არ მოსთხოვა. არ მოსთხოვა იმიტომ რომ.. არც უფიქრია მართალი გენერლის მართალი საქმისთვის დასჯა.

9 აპრილით რუსეთი ასგზის მოგებული დარჩა: რუსეთის მიერ მაშინ აღძრულმა შიშისა და ზიზღის ქანქარამ ქანაობა დღემდდ გააგრძელა და იქნებ კიდევაც არაერთხელ ამოაყირაოს საქართველო.
მაშინ 9 აპრილის პასუხად ხალხმა რადიკალი ზვიად გამსახურდია საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩია. ეს ქანქარის პირველი გაქნევა იყო, შემდეგი გამოქნევა სამოქალაქო ომი იყო, შემდეგ გაქნევ-გამოქნევა ომები სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, ზვიადისტების ომები, ლაშქრობები წაღმა-უკუღმა. 2007 წლის ნოემბრის აქციები, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები და საკუთარი პრეზიდენტის არცნობა პოლიტელიტისა და მოსახლეობის ნაწილის მიერ, 2009 წლის რუსთაველის 3თვიანი ბლოკადა.
მგონია რომ არცერთი ეს დრამატული მოვლენა არ იქნებოდა, რომ არა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის მიერ საქართველოს გაუწონასწორებელ რხევაში გადაყვანა.
მაშინ რუსეთმა საქართველოს გაუბედა და ამით დღემდე ხეირობს.
მას შემდგ საქართველოში ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს.
ერთი ზრუნავს საქართველოს ღირსებაზე, იმაზე რომ არასდროს არცერთმა სახელმწიფომ აღარ გაგვიბედოს თავში წამორტყმა.
მეორე ძალა კი დოღრიალა გავლენიანი კორუფციაა, გრუზინული ფსევდოტრადიციული შარმით. ამ ორთაგან პირველი მხოლოდ 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა მეორემ სახელისუფლებო ბერკეტების გარეშეც შეძლო ისეთი გავლენიანი პოლიტიკური ძალის სტატუსის მოპოვება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკას ცვლის. ცვლის ინდივიდუალური თავხედებისადმი ლოიალობის მიმართულებით.
საქმე ის აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ეს გამარჯვება საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა - 2007 წელს რუსეთმა დაინახა ქართული საზოგადოების არამდგრადობა და წვრილმანი პრიორიტეტები. დაინახა ძლიერი აგრესია საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და მეორედაც გაგვიბედა. 2008 წლის ზაფხულში საქართველოს სამხედრო ანექსია მოახდინა.
მართალია დღეს სამხედრო და პოლიტიკური ანექსია მხოლოდ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ვრცელდება, დანარჩენი საქართველო მხოლოდ სამხედრო ანექსიის ქვეშაა, დამოუკიდებლობა შერჩენილი პოლიტიკური სპექტრი თვითონვე "მოდელირდება" რუსეთის დაწესებული ახალი რეალობების შესაბამისად , საკუთარი წარმატების მისაღწევად თუნდაც ამ ახალი, სამარცხვინო რეალობების ლეგიტიმაციის ფასად.


- 2007-მა წელმა დაანახა რუსეთს, რომ საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური დაპყრობა შესაძლებელია. 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ რუსეთს დასაპყრობი მხოლოდ დარჩენილი ფაქტიური საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრებაღა დარჩა.

- 2009 წლის საკუთარი ხელისუფლების 3 თვიანმა ბლოკადამ და ნოღაიდელი ბურჯანაძის კრემლში ვიზიტებმა დაანახა რუსეთს, რომ მას შემდეგი ომიც შერჩება.

დავუბრუნდეთ თავში დასმულ შეკითხვას- არის თუ არა რუსეთი აღვირახსნილი და არაპროგნოზირებადი? ჩემი პოზიციაა რომ არ არის. არ იქნებოდა საქართველო რუსეთის ომი რომ არ ყოფილიყო 2006-2007 წლის წაჯექ-უკუჯექი ქართულ შიდა პოლიტიკაში.
ვერ გაბედავდა.
სეპარატისტებს რომ დაეხმარებოდა ეს ხომ გარანტირებულად ვიცოდით, მაგრამ ღია ომს ვერ გაბედავდა. ცოცხლები იქნებოდნენ დღესაც ის ხალხი, ვინც დარჩენილ საქართველოში დახოცა რუსეთმა.
მას ყური აქვს მოდებული საქართველოზე და ევროპაზე, მის გაცხადებულ საკბილოებზე და აიღებს იმას, რასაც ჩათვლის რომ შერჩება. აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იქცეოდა, 080808 ომის დროსაც კი.
საქმე სულაც არ არის ბოროტ პუტინსა და კეთილ კასიანოვში.

რუსეთს შემდეგი ომის ნადავლად ყველაზე გემრიელი ლუკმა ეგულება- საქართველოს პოლიტიკური ანექსია და მისი ოპცია ქართველთა ნიჭიერი ქება დიდების დაბრუნება. რუსეთი ხედავს დღევანდელ საქართველოში ამ პოტენციალს, მისი 20 წლიანი შიმშილის დაკმაყოფილების პოტენციალს.
წარმოიდგინე, საქართველო 20 წლის წინ სსრკ-ს დაშლის ავანგარდში იდგა, რამხელა მალამო იქნება 150 მლნ რუსისთვის საქართველოს ბოდიშებიანი მიბრუნება. ეს რომ მოხდეს დღეს, ზეგვე დსთ სსრკდ გადაკეთდება. მიზანი დიდია - მიზანი ნათელი.
ჩვენ სადა ვართ ამ დროს.
როგორ შევატყობინოთ რუსეთს ის, რომ არ გაგვიბედოს, თორემ მწარე პასუხს მიიღებს, რომ ჩმორობა კი შეგვნიშნა, მაგრამ ჩმორები არ ვართ, რომ ჩმორები ჩვენს აზრს არ გამოხატევენ?
როგორ შევასმინოთ დღეს რუსეთს ის, რაც რუსეთ საქართველოს შემდეგი ომის შემდეგ არანაკლებ 100 პატრიოტის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირვის ფასი დაგვიჯდება?
ახალი "სპეციალური სპეციალური რეპორტაჟით" ახლა უკვე დაბომბვების ხმოვანი აკომპანიმენტით? მოსახლეობისა და ჯარის პანიკის გარეშე, ორგანიზებული თავდაცვითი ომის სრული მზადყოფნის დემონსტრირებით?
არა!
არსებობს გაცილებით ნაკლებად დრამატული და ეფექტური საშუალება.
საჭიროა მხოლოდ თბილისის მერის არჩევნებზე სახელისუფლო კანდიდატმა გაიმარჯვოს. გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით სულ როზა შვიშტიკაშვილი რომ იყოს.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

9 აპრილს ზვიად გამსახურდია და ის ამალა, კუდში რომ დასდევდა და ხან მის წინააღმდეგ მიდიოდა, (წერეთელ-ბათიაშვილ-სარიშვილის ჩათვლით), დაიმალა და ახალგაზრდები ვიწროშუბლიან ჯარისკაცებს შეატოვეს.
ამიტომ მიჭირს იმის თქმა, რუსეთია აღვირახსნილი და დაუნდობელი, თუ ის ადამიანები, ვინც საწყალი გოგო-ბიჭები გარეთ გამოიყვანა და თვითონ დაიმალა.

cartwheel said...

მართალი ხარ, დღევანდელ პოლიტიკაშიც არიან ასეთები.
არის სიტუაციები, რომლისათვის ალტერნატივა არ გაქვს, თავი უნდა გაწირო.

მაგალითად მე რომ ყოფილიყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 080808 ომის დროს კოდორში უნდა ვყოფილიყავი, აუცილებლად გავწირავდი თავს. როგორც მინიმუმ მტერს დავხვდებოდი.

იგივე პოზიცია მაქვს ახალგორის გამგებელზეც.
ახლა ეს ორი ადამიანი ჯანმრთელია, მაგრამ საქართველოს კუთვნილი ჯოკერი აღარ აქვს.

Anonymous said...

I could not refrain from commenting. Well written!
Feel free to visit my blog :: latest transfer news premier league