Monday, March 29, 2010

გამარჯვებაზე ძვირფასი



"არაფრად ღირს სიცოცხლე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია". ფრანგული ანდაზა
პარიზში ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე:
ადამიანს ისტორია იმ ადგილს მიუჩენს, რასაც მას მისი ერი მიაწერს. 
ნაპოლეონი თავისი სამხედრო ავანტიურიდან ყველა ფრონტზე წაგებული გამოვიდა. პარიზის ყველა კაფე-სამიკიტნოს კარი რუსმა სალდატმა ჩექმით შეაღო და იღრიალა, ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი! მას შემდეგ კაფეებს პარიზძი ბისტროები ქვია. თვითონ ნაპოლეონი კი ინგლისელებმა დაატყვევეს და აფრიკის დასავლეთით მდებარე პაწაწინა კუნძულზე გადაასახლეს, საფრანგეთში კი კაცი აღარ დარჩა რათა შინელი ჩაეცვა.
 ნაპოლეონის მიერ გაღებულმა ფრანგი ჯარისკაცების სიცოცხლეებმა და ევროპელი ხალხების დამარცხებამ საბოლოოდ საფრანგეთს ნულოვანი შედეგი მოუტანა. ფრანგებს სრული უფლება ჰქონდათ ნაპოლეონი ტირანად და ბოროტ გიჟად შეერაცხათ და მისი სახელი მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე გაეხსენებინათ. 
ფრანგებმა  სხვანაირი შეფასება ირჩიეს, მათ წმ. ელენეს კუნძულიდან გადმოსვენებული ნაპოლეონი ტრიუმფალური არკის ქვეშ გამოატარეს და ინვალიდების სასახლეში 6 კუბოიან აკლდამაში დაკრძალეს. ნაპოლეონის საფლავი მას შემდეგ პარიზის ყველა სტუმრის აუცილებელი მონახულების ობიექტია და ყველა ეს სტუმარი  ნაპოლეონის თაყვანისცემის რიტუალუს უნებური მონაწილე ხდება.
ფრანგების ამაღლებული დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. ასევე უცვლელად გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ფრანგების ჰიპოთეტური ლანძღვა და სირცხვილი.

მაგრამ არა, ფრანგები თავის წაგებულ იმპერატორს პატივს სცემენ.

თავში მოყვანილი ფრაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ,  არაფრად ღირს გამარჯვება კაცისა, რომელსაც გამარჯვებაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია. 

და რა არის გამარჯვებაზე ძვირფასი, ეს ჩვენ ქართველებმა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვეძებოთ. 
იმედია ოდესმე ვიპოვით. ვიპოვით იმას, რაც ღირსეულმა ერებმა საუკუნეების წინ იპოვეს.   
 

4 comments:

Anonymous said...

საფრანგეთისთვის ხელშესახები არაფერი მიუცია ნაპოლეონს, თუ რამე მისცა ისიც ვირტუალური :) და ისიც თავისდაუნებურად.

ასე რომ ვფიქრობ მთლად კარგი მაგალითი ვერაა

cartwheel said...

მეც ამასა არ ვამბობ? საფრანგეთი პატივს სცემს ნაპოლეონს იმის მიუხედავად, რომ ნაპოლეონს მნიშვნელოვანი შედეგი არ მიუცია საფრანგეთისთვის.

ანუ იმპერატივი გამარჯვება არ არის, რაღაც სხვაა, ალბათ ღირსებისათვის ბრძოლის უნარი.

ცოტა ხნის წინ ფრანგების გაკეთებული კოლაჟი ვნახე საფრანგეთის შესახებ და იქ ზიდანის თავურიც იყო, რომლის გამნოც საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონობა დაკარგა.

Anonymous said...

კარგი პოსტია
შენსას თავად თუ არ დააფასებ, სხვა არ გაისარჯება ამისთვის. და როგორიც არ უნდა იყოს შენიანი, ის შენიანია. რაღაც მსგავსს ბებია მეუბნებოდა ხოლმე, რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური კონტექსტით, მაგრამ ეს ზოგადადაც ასეა...

Anonymous said...

Great weblog here! Also your website quite a bit up fast!

What host are you the usage of? Can I get your associate link on your
host? I want my web site loaded up as fast as yours lol
My webpage : manchester united transfer news 2008