მათ შორის ვინ სხვაზე მეტად შეიძლება წამოგებულიყო ამ "სპეციალურ სპეციალურ რეპორტაჟზე", ერთერთი მე ვარ.
რატომ?
-იმიტომ რომ გადაცემას იმ ნაწილიდან ვუყურე, სადაც ფილმის სცენარისტი განსაკუთრებული ტალანტით, მსოფლიო სახეების კომენტარებით გვიმტკიცებს, რომ ახალი ომი რეალობაა, რომ მსოფლიო ლიდერები კვლავ არ იშურებენ აღშფოთებულ და შეშფოთებულ კომენტარებს, ლატინინა და ნოვოდვორსკაია კი საქართველოს ანექსიას უკვე შემდგარ მოვლენად ახსენებენ.
- იმიტომ რომ მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს. ახალი მხოლოდ
მისი გადაეყვეტილება იყო, ომით გაეთავისუფლებინა მოძმე ქართველი ხალხი ტერორისტი სააკაშვილის ტირანიისაგან. რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების შემდეგ კი რუსეთს უფლება არ რჩებოდა წაგების. ამ სიტყვების შემდეგ რუსეთის მარცხი რუსეთის დაშლის ტოლფასი იქნებოდა.
-იმიტომ რომ ეს , ჩვენ ერთხელ ხომ უკვე გადაგვხდა, უფფო სწორედ ერთხელ კი არა 3ჯერ მაინც, როცა პოლიტიკური დაძაბულობა ომში გადაოზარდა.
- იმიტომ რომ ტელევიზორს დაახლოებით 10 -12 ზრდასრულ მამაკაცთან ერთად ვუყურებდი, რომელთაც ჩემი არ იყოს ვერ დაუშვეს ის ალბათობა, რომ ასეთი ფორმით მათ მხატვრულ პუბლიცისტური ფილმი მიეწოდებოდათ და არა საინფორმაცციო გადაცდმა.
-იმიტომ რომ, მათ და მეც მათთან ერთად შემდეგი საათები დილამდე და იქნებ დღეებიც პრეიდენტთან ყოფნა , თანაც ახლო დისტანციით ყოფნა გვევალებოდა სამსახურებრივად, მათ დაცვა და უსაფრთხო გადაადგილება, მე საექიმო, რეანიმაციული დახმარება საჭიროების შემთხვევაში. და ეს გარემოება ჩვენს ემოციებს განსაკუთრებით მძაფრს ხდიდა.
-იმიტომ რომ TV-თი ნათქვამი ყველაფერი დავიჯერეთ მიშას სიკვდილის გარდა, მისი კარგადყოფნა დარწმუნებით ვიცოდით, მისგან არაუშორეს 20 მეტრში ვიმყოდებოდით პრეზიდენტის კანცელარიაში, რომელსაც მასმედია პრეზიდენტის სასახლედ იცნობს, მაგრამ ნათქვამი - "პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია, ის ავრცელებს წერილობით მიმართვას" ლოგიკურ , უსაფრთხოებისთვის გავრცელებულ შეგნებულ დეზინცორმაციად ჩავთვალეთ.
- იმიტომ რომ მიშას დაცვის ბიჭები, რომლებიც იმ დღს არ მორიგეობდნენ გამოუძახებლად მოცვივდნენ პრეზიდენტის სასახლეში, თანაც ტაბელური იარაღის ასაღებად არ მოცდნენ, პირადი იარაღებით მოვიდნენ.
მაშინ არ მიფიქრია ამაზე, ახლა კი მე მათ გმირობად ვუთვლი
საკუთარი ოჯახებიდან წამოსვლას და იქ მისვლას, სადაც მტრის სამიზნე იმყოფებოდა.
-იმიტომ რომ სპეცებმა ზემოდან ბრძანების გამოცხადებამდე დაიკავეს გარე პერიმეტრი.
-რეპორტაჟში მოყვანილი ყვალა ციტატა დასაშვებად ჩავთვალე.
ფაქტიურად ყველა თავის ნათქვამს იმეორებდა, მედვედევიც, ობამაც, სააკაშვილოც, ფურნიეც, ჟირინოვსკიც, ნოვოდვორსკაიაც.
სიახლე ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პოზიციები იყო, მაგრამ მსგავს გარემოებებში 100% მოსალოდნელი მათგან.
ფილმის სათქმელიც ეს იყო.
-იმიტომ, რომ იმ მომენტში პრეზიდენტის სასახლის მინუს 1 სართულზე, ფაქტიურად ბუნკერში ვიმყოფებოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მართალია პირველ ავიადადტყმას გადავურჩებოდი, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი (მას შემდეგ რაც გამოაცხადეს ბრძოლები რუსთავ თბილისის გზაზე და მცხეთა თბილისის გზაზე მიდისო, რომ მაქსიმუმ 6 საათსა და მინიმუმ ერთ-ორ დღეში რუს ჩაფხუტიანებთან შეხვედრა პირადად მომიწევდა, ისინი იქნებოდნენ გამარჯვებული რუსები ჩემს ქალაქში, მე კი მათ მიერ მოკლული ან დაჭერილი პრეზიდენტის ექიმი, ისიც თუ ვიქნებოდი ცოცხალი იმ შემთხვევაში.
ამის ალტერნატივა უფრო დასაშვებად მიმაჩნდა- პრეზიდენტი დატოვებდა თბილისს, მას თვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ ექნებოდა, ტყე-ტყე კი, მეც მასთან ერთად ვივლიდი. პრეზიდენტის იატაკქვეშეთში გადასვლა რუსების ოფიციალურ გამარჯვებას გადაავადებდა და მსოფლიოს დროს მისცემდა რეაგირებისათვის .
ეიფორია და სევდა ერთად მომეძალა, და რა შემდეგ? სიკვდილი? ბუტირკის თუ ლეფორტოვოს ციხე? ემიგრაცია? პოლიტიკური თავშესაფარი?
ეს ჩერჩეტი 4 მლნ ქართველი 1 თვეში შეეჩვეოდა ახალ ხელისუფლებას, მე კი წინასწარგანწირულ წაგებულ ომს უნდა შევწიროდი.
რაც იქნება იქნება, ვიმეორებდი გუნებაში. სახლში არ წავალ სანამ საფრთხეა.
საერთოდ ჩემს საქმეს ასე ვუყურებ. ეს ღატაკი სახელმწიფო 5 ექიმს გვიხდის საქართველოს მასშტაბით ნორმალურ ხელფასს ერთი მიზნით, თუკი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა მასზე თავდასხმისა და მისი სხეულის დაზიანების გამო, ექიმმა გადაუდებელი დახმარება მაშინვე ჩაუტაროს და ამით გადარჩენის შანსები მძიმედ დაჭრილსაც შეუნარჩუნოს.
საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა, რეალურად უსაქმოდ ყოფნაა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში წლების განმავლობაში.
მაგრამ ერთხელაც, თუ ექიმს თავისი გასაკეთებელი საქმე აღმოაჩნდა, იმ საქმის დროულ და ხარისხიან შესრულებაში ამ სახელმწიფოსა და მის პენსიონრებს უკვე გადახდილი ექნებათ დაახლოებით 20-30 ათასი ლარი ყოველწლიურად.
დაახლოებით 140 ათასი ლარი დღემდე 2004 წლიდან მოყოლებული.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ დაგარწმუნოთ, იმ გასაკეთებელ საქმეს არ ეღალატება. სულ 7 თანმხლები პირის ამარა რომ დარჩეს პრეზიდენტი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ექიმი უნდა ჰყავდეს, ექიმის თავგანწირვისა უკვე გადახდილია.
და ამიტომაც , როცა ცოლმა დამირეკა და შეშინებულმა მკითხა, რა ვქნაო, მხოლოდ ეს გავუმეორე, რაც არის არის, იყავით სახლში. დანარჩენს ვნახავთ.
"იმედში" უყურადღებობით არ გამოჰპარვიათ ეკრანის კუთხეში მითითება, რომ ეს სპეციალური რეპორტაჟი მოდელირებული იყო და არა ფაქტიური.
ფილმის ავტორები შეგნებულად წავიდნენ იმ ილუზიის შექმნაზე, რომელიც რუსეთ საქართველოს მეორე ომსა და ამ ომის მარცხის გარდაუვლობას საქართველოს მოსახლეობას შემდგარ რეალობად აღაქმევინებდა. მართალია კოშმარული სიზმარის მსგავსად ომი ყველაზე უარეს მომენტამდე, თბილისის დაცემამდე შეწყდა. მაგრამ ძლიერმა. ნატურალურმა შიშმა, რომელიც ამ ფილმმა დატოვა ემოციებში დარჩენა ვერ შეძლო, პოლიტიკურ დისკუსიად, სკანდალად და ყველა თავშეყრის ადგილას , სამსახურებში, სასწავლებლებში, ტრანსპორტში ინტერნეტში ემოციური განსჯის საგნად გადაიქცა.
რეპპრტაჟის დაგმობა არავის დაზარებია პრეზიდენტიდან დაწყებული პოლიტ სპექტრითა და მასმედიით გაგრძელებული და პურით ხელშ შეხვედრილი მეზობლებით დამთავეებული.
გმობა იყო 100%_იანი.
და მართლაც რუსეთ საქართველოს პირველ ომი 4 მლნ. ადამიანისთვის ტელეეკრანს არ გამოსცილებია , მაშინაც ტელეეკრანიდან გვბომბავდნენ და გვემუქრებოდნენ და ცხინვალ- გორელ- სამხედროთაგან განსხვავებით, მაშინაც არ გვიშველია თავისთვის გაქცევით რეალური ავია დაბომბვის დროს.
ჩვენ ფაქტიურად იგივე სიღრმის სტრესი გადაგვატანინა "იმედმა", რაც პირველი ომისას. მართალია სტრესი ხანმოკლე იყო, მაგრამ შინაარსით გაცილებით მძიმე, რეპორტაჟის მაყურებელს უნდა დაეჯერებინა რომ ომი ფაქტიურად წაგებულია, რომ ერთი ხელის მოსმით 1989 წლის 10 აპრილი გვიბრუნდებოდა, თავისი ოკუპანტი რუსებით, რომლებისათვის ყოველდღე უნდა გეყურებინა თბკლისის მოედნებსა და გზაჯვარედინებზე და რუსულად ნათარგმნი პირადობა გეჩვენებინა. არის რაღაცა სიკვდილზე უარესი, და ეს რაღაცა ხვალიდან დგებოდა.
ასე რომ მე მეორე რუსეთ საქართველოს ომი გადატანილი მაქვს, თუ რეალში მართლაც წინ გვაქვს რუსეთ საქართველოს ომი, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მესამე იქნება.
ჩემს მდგომარეპბაში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ფაქტიურად ის ხალხიც კი, ვინც გადაცემის დასაწყისი და შესავლად ნათქვამი განმარტება იხილა, რომ გადაცემა სპეციალურადაა შექმნილი საქართველოსთვის შესაძლო ყვალაზე ცუდი სცენარის საილუსტრაციოდ, ისინიც კი მახეში აღმოჩნდნენ რეპორტაჟის დრამატურგიისა და ლიბრეტოს დახვეწილობისა და ექსპრესიულობის შედეგად. რატომ წავიდა იმედი ასეთ არაპოპულარულ, წინასწარპროგნოზირებულ რისხვის გამომწვევ ნაბიჯზე?
პასუხი მე ვიცი!
მე მგონი ვიცი.
როგორც მიხვდით, მე ბევრზე მეტად აღმოვჩნდი გადაცემის ხაფანგში, და შესაბამისად მე სხვაზე მეტი არგუმენტი მაქვს მისი ავტორების მიმართ განრისხებული ვიყო.
მაგრამ რატომღაც ბრაზთან ერთად სურვილიც მიჩნდება ამ ადამიანებს დაველაპარაკო და გავარკვიო, ჩემი ვარაუდები მათ მიმართ ჩემი ზოოლოგიური ოპტიმიზმია, თუ ეს ხალხი ჩემს გულში იჯდა, როცა მე გადაცემამდე და ახლაც გადაცემის შემდეგ ერთი სურვილი მქონდა და მაქვს - ყვირილით მივაწვდინო ხმა მთელი საქართველოს - გაახილეთ თვალები, გაერკვიეთ საფრთხის მასშტაბებში, ღალატი დამღუპველია. შენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი პუტინის სავარძელში თანაც ტირანი სააკაშვილისგან დაჩაგრული ქართველი ხალხის სახელით ეს პოლიტიკა აღარაა , ეს ღალატია.
ღალატია, რომელსაც ომი მოჰყვება.
სამყარო ჩვენს გარშემო ბევრ საფრთხეს შეიცავს, მათგან ზოგი ჩვენგან დამოუკიდებლად გვატყდება თავზე და ზოგი კი ჩვენივე უყურადღებობის და ზედმეტი ოპტიმიზმისქ შედეგად. მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეხი , ავარია , სიბერე ადამიანებს კლავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხანძარისა და ა ავარიების აცილება შეგვიძლია თავიდან. დანარჩენი კი ჩვენგან დამოუკიდებლად გვაზიანებს.
რუსეთი საქართველოსთვის ის უბედურებაა, რომელშიც გააერთიანებულია ეს ორივე ჯგუფი. ანუ
რუსეთი ჩვენი მტერი, ბუნებრივი დამანგრეველი კატაკლიზმა არის იმისდა მიუხედავად თუ ვინ ვართ ჩვენ საქართველოს მოსახლეები, მაგრამ რუსეთი დათვიცაა, ის თავის მტრობის ფორმას შეარჩევს იმის მიხედვით, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ.
ჩვენი საქციელი რუსეთის ქმედებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ეს ქვეყანა და მისი 150 მლნ მოსახლე დაუძლეველი ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ ქება დიდებას , ქვეშევრდომულ, ვასალურ თვალებში ციცინს იმსახურებს მთელი მსოფლიოსაგან და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან. ამ კონტექსტში საქართველოს, ქართველების მიერ რუსეთის აღიარებას განსაკუთრებული , რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აქ ერთმანეთშია არული საქართველოს ისტორიული ავტორიტეტი და დღევანდელი გეოპოლიტიკა, საბჭოთა კლიშეები და ხმამაღლა არსათქმელი ისტორია, რომლისაც რუსეთს რცხვენია, და რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის სიდიადის გასაღები ქართულ გენში დევს: სტალინში, პეტრე პირველში, პეტრე ბაგრსტიონში, პირველი და მეორე მსოფლიო ომებში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დაღვრილ სისხლში. რუსეთის იმპერიას წარმატებისთვის, თვითშეფასებისთვის აუცილებლად ჭირდება ქართველები და.. არ ჰყავს.
შედეგი კი ისაა, რომ რუსეთი საქართველოსგან აღიარებას მოითხოვს როგორც ნარკომანი ნარკოტიკს. ის მზადაა გაიმეოროს ის რაც წარპმატებით აასრულა ჩეჩნეთში- გაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, რათა დანარჩენებისგან ქართველი კადიროვი გამოზარდოს. ისევ მიიღოს ქართველ ხელოვანთაგან ნიჭიერი ქება პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
რუსეთმა იმდენი მარცხი იწვნია 1990 წლის შემდეგ, რომ ასეთი ყალბი წარმატებაც გაახარებს,
ამ რთულ, დრამატულ სიტუაციაში , როცა საქართველო ფაქტიურად დაპყრობილია, როცა რუსების 20 წლის ნალოლიავებ ოცნებას, საქართველოსგან აღიარების შესახებ ერთი ბლიცკრიგი უკლია, ქართველი წონიანი პოლიტბიოგრაფიის მქონე პირების მოსკოვში კრემლში თავდახრილი ვიზიტები, მათ იმპერიალისტულ ცეცხლზე ნავთის დასხმაა, ეს რუსული იმპერიალიზმისათვის ის ნაპერწკალი შეიძლება გახდეს, რომელიც რეალურ სიკვდილებსა და კაპიტულაცის მოუტანს საქართველოს. ეს ხუმრობა აღარაა, ეს ღალატია. მე მგონი იმედის რეპორტაჟის ავტორს ეს უნდოდა ეთქვა - თანდათან და პწკენა-პწკენით ჩვენ თვითონვე არ გამოვიწვიოთ ხანძარი და ავარია.
მიწისძვრა, ტაიფუნი და წყალდიდობა, რაც ჩვენთვის რუსეთია და რასაც ვერ გავექცევით კიდევ უფრო არ გავაძლიეროთ ჩვენივე საქციელით.
რეპორტაჟის მეორე სათქმელი კი ალბათ ის იყო, რომ რუსებისთვის ეთქვა - არ გაბედოთ დაძვრა, იმას რასაც დღესვე შეძლებთ თუნდაც მოუმზადებლად, ანუ ომს მცხეთასთან და რუსთავთან, მერე აუცილებლად
მოჰყვება ბრძოლა ქუჩებში, და ბრძოლა ზურგში, რომელშიც გამარჯვება მხოლოდ თბილისის გროზნოდ გადაქცევის შემთხვევაში გაქვთ. ამ ომს ეყოლება ლიდერი და ლიდერები და რაც მთავარია ეყოლება გმირები. და ეს ომი რომც მოიგოთ საკუთარ ისტორიას წააგებთ.
თუკი ერთმა გადაცემამ ეს ორი სათქმელი ადრესატამდე (ადრესატებამდე) მიიტანა, ისტორიული მისია შეუსრულებია და იქნებ რეალური ომის პრევენციაც მოუხდენია.
ვნახოთ, სტრესი მებრძოლს წვრთნის, ჩმორს კი აჩმორებს.
დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს გარშემო იმ დროს მყოფ კაცთა მსგავსად ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ არის ამქვეყნად რაღაც სიკვდილზე უარესი.
Monday, March 29, 2010
"სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი". ამჯერად დასრულებული
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
პირველი ნაწილი უდაოდ შთამბეჭდავია.
მეორე ნაწილში კი მომეჩვენა, რომ თავს ირწმუნებდით.
ვაი რომ არანაირი დიდი და საქვეყნო მიზნები მაგ გადაცემას არ ჰქონია და მაამებლობით შემოიფარგლა მხოლოდ :/
შეიძლება ეგრაცაა, შეიძლება მართლაც რაღაც საკრალურს ვეძებ იქ, სადაც ის არ არის. მაგრამ მეორე ნაწილში შენ არ დაგეთანხმები. არამგონია, რომ ეს გადაცემა სასიამოვნო ყოფილიყო ვინმესთვის. მხედველობაში გაქვს, რომ ხელისუფლებას ესიამოვნებოდა, მე არა მგონია. ეს გაღლეტილი ქვეყანა მილიონებს ხარჯავს იმის დემონსტრირერბისათვის, რომ ყველაფერი კარგადაა, გაბრწყინებულია, ახალ წელს მასშტაბური კონცერტ-კარნავალები იმართება სწორედ იმის სათქმელად, რომ ომის შიში ხალხს დაავიწყდეს. ერთი მარტივი მიზეზით, მშიშარა არავის არ უნდა არც შინაურს და არც გარეშეს.
ერთჲ ამოსუნთქვით წავიკითხე და ფეისბუქზეც დავაშეარე, თქვენგან უკითხავად! მაშინ როდესაც ნაწილი ადამიანებისა თავისი ქვეყნის დასაცავად "კისტის" თოფებს იღებდა განჯინებიდან, მეორე, დიდი ნაწილი ქვეშჩაფსმული აპირებდა რუსის შეხვბედრას. ეს მწარე რეალობაა! პირადად მე, რუსს ვეღარ ავიტან თბილისში - მაშინ ჩემი ცხოვრება სანაგვეზე უნდა მოვისროლო. ისიც იცოდნენ - პირველს რუსეთუმე ოპოებს დავაყრევინებ აყროლებულ თავებს ისე, რომ ხელიც არ ამიკანკალდება! მერე კი რუსის გამწარებაზეც ვიზრუნებ.
მადლობა ბლოგისთვის!
Post a Comment