დღეს ბობი მაკფერინი 60 წლის გახდა.
ააა, ეს ხომ ის მომღერალია, "დონთ ვორი ბი ჰეფის" რომ მღერის. ძალიან მხიარული და მელოდიური სიმღერაა, ტექსტიც კარგი აქვს.
"ევრი დეი გივ სამ თრაბალ, ვენ იუ ვორი - მეიკ ით დაბლ" სიბრძნეა თავისებური.
არადა თურმე ეს კაცი ვერ იტანს ამ სიმღერას, თავის სიმღერას. არასდროს ასრულებს თავის კონცერტებზე და თუკი ვინმე პრესკონფერენციაზე ამ სიმღერის შესახებ ჰკითხავს, გულწრფელად ბრაზობს.
პოზა მეგონა ეს ამბავი, ანუ სარეკლამო დამაინტრიგებელი ტრუკი, რომლითაც ხალხის კონცერტზე მოზიდვა უნდა.
არადა ვერ გამომიცნია.
მეცოზე იყო მისი ერთი კონცერტი მთლიანად, თანაც მონრეალის სუპერ ჯაზ ფესტივალიდან.
თქვენც უნდა ნახოთ.
უნდა ნახოთ, რომ ჩემსავით დარწმუნდეთ, რომ "დონთ ვორი ბი ჰეფი" მართლა არ ეყვარება ამ კაცს, ეს სიმღერა მისი სირცხვილია, სიმთვრალეში გაკეთებული მაიმუნობა.
მუსიკა კი აქაა, მუსიკა რომელიც კი არ გაგართობს, არამედ დაგასაჩუქრებს. რითი?
ნახეთ.
Thursday, March 11, 2010
დონთ ვორი ბი ჰეფი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
აბსოლუტურად ვეთანხმები იმ კაცს და შენც, რომ ის დაბოლილი ტიპის სიმღერაა.
მომეწონა ძალიან. მადლობა. მე თვითონ აზრადაც არ მომივიდოდა მისი სხვა სიმღერები მომეძებნა.
Post a Comment