Friday, March 12, 2010

მაჰათმა განდი - სატიაგრაჰა !



დღეის სწორს, 80 წლის წინ (1930.12.03.) მაჰათმა განდი სათავეში ჩაუდგა მშვიდობიან მარშს ინდოეთის პროვინცია გუჯარათისაკენ. მარშის მთავარი მიზანი ინდოეთის სრული დამოუკიდებლობა იყო, საბაბი კი მარილზე მაღალი ბაჟი, რომელიც ბრიტანელების ეკონომიკური მარწუხების შემადგენელი ნაწილი იყო.
მარშში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მარში მარშების სერილში გადაიზარდა.

მთავრობამ დაიჭირა განდი და მასთან ერთად 80.000 (ოთხმოცი ათასი) ინდოელი.

ამ მოძრაობას განდიმ სატიაგრაჰა უწოდა.
სატიაგარას პრინციპებია
1. მჩაგვრელი კანონების არცნობა,
2.უსამართლო კანონების დარღვევა.
3.ხელისუფლების რეპრესიული აპარატის მიერ ჩატარაებული დაჭერების, ცემის, დაშინების უდრტვინველად მიღება.
ანუ ხელისუფლების არგაპროტესტება და დამორჩილება.
4.ორგანიზებული თავგანწირული ადამიანების იმდენად დიდი რაოდენობა, რომ რაოდენობა ხარისხში გადაიზარდოს.

სატიაგარას მეორე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მარტინ ლუთერ კინგის გამარჯვება იყო აფროამერიკელთა უფლებებისათვის ბრძოლაში.

მართინ ლუთერ კინგმა უფრო დახვეწა სატიაგრაჰას მეთოდები:
სპონტანურობისა და ემოციების ნაცვლად მტერი მებრძოლებში მეტ დისციპლინასა და არააგრესიულ თავგანწირვას ხედავდა.



მე მაქვს საქართველოს გაერთიანების გეგმა.
8 ათასი თავგანწირული ადამიანი მინდა, რომელიც მზად იქნება ცხინვლისა დას სოხუმის ციხეში ჩასაჯდომად.
მათი დანაშაული მხოლოდ საქართველოს შიდა საზღვრების არცნობა და ქართული ლაპარაკი იქნება.
უნდა ჩატარდეს ორგანიზებული აქცია- დემონსტრაციები.
მტერმა უნდა იცოდეს, რომ შემდეგი აქცია დაგეგმილ დროს აუცილებლად ჩატარდება, იმის მიუხედავად დასჯის თუ არა სეპარატისტული ხელისუფლება წინა აქციას.



8 ათასიდან რამდენიმე შეიძლება ამ საქმეს შეეწიროს კიდევაც. დაიღუპოს სროლის, ან წამების გამო.


მაგრამ თუკი ეს გეგმა 080808-მდე სრულიად არარაციონალური მსხვერპლი იქნებოდა, ახლა, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე და მოპასუხე მხარე რუსეთია, გამარჯვების ალბათობა ერთიორად მატულობს.
რუსეთი ვეღარ აიღებს პასუხისმგებლობას იმ მხეცობებზე, რაც აუღიარებელ წარმონაქმნებს შეეძლოთ დაუსჯელად ეკეთებინათ.
ეს ჩვენი შანსია.

მაგრამ სად ვიპოვოთ 7998 კარგი ადამიანი (ერთი მე ვარ, მეორე "გაღმა ნაპირის" ბიჭი)?

გაიკითხეთ აბა.

This post has been edited by axalirevolucia on 12 Mar 2010, 12:59



1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)

3 comments:

Zurriuss said...

თუ ჩავთვლით, რომ თქვენი მოწოდება ერთგვარი თვითმკველობისაკენ მოწოდებაა, რომელსაც საკმაოდ ბუნდოვანი და არაჯანსაღი პოლიტიკური მიზნები გააჩნია. თუ იმასაც ჩავთვლით, რომ თქვენ არა მარტინ ლუთერ კინგის მიერ დახვეწილ, არამედ მაჰათმა განდის მიერ შემუშავებულ ბრძოლის სტილს არჩევთ (რაღა დაგიმალოთ, და მეორე უფრო გვაქვს სისხლში), საეჭვოა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყოველივე ეს მოიწონოს და მოგიწონოთ თქვენ.
ამასთან ერთად, ევროპა, რომლისთვისაც არსებობს ორი ღმერთი - ქრისტე და სტატუს კვო - ძნელად დასთანხმდება რუსეთისათვის კიდევ ერთ შეღიტინებას. მით უმეტეს, ასეთი სახით.
სხვა მხრივ, იდეა ფრიად საინტერესოა და განდის ფიგურაც ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი მსოფლიო ისტორიაში.

cartwheel said...

თვითმკვლელობისკენ არა, თავგანწირვისკენ.
ხო, ბევრი რამ ნათელი და წინასწარ პროგნოზირებადი არ არის და ვერც იქნება.
ორი გერმანიის გაერთიანების არგუმენტი (ისტორიის თვალთახედვით) ის მსხვერპლია, რომელიც ფრგ-გდრ-ის საზღვრის გადაკვეთას შეეწირა.
ანალოგია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ ... ვერც იქნება ზუსტი მაგალითი ისტორიაში.

Anonymous said...

Hey there this is kinda of off topic but I was wanting to know if blogs use
WYSIWYG editors or if you have to manually code with HTML.
I'm starting a blog soon but have no coding expertise so I wanted to get guidance from someone with experience. Any help would be enormously appreciated!
My web page ... soccer transfer news