Monday, May 3, 2010

იუტუბის მიქსი



სად ვიყავი აქამდე, სად მქონდა თვალები.


რამდენჯერმე ვიფიქრე, რა კარგი იქნება, იუთუბის ვიდეოს დამთავრების შემდეგ რაიმე იგივე ნაირი რომ მოჰყვეს შენს ჩაურევლად მეთქი.

დღეს აღმოვაჩინე.


რად გინდა ველოსიპეტის სქემის მოფიქრება, უკვე გაუკეთებია იუტუბს და გჩუქნის (ოღონდ არა ძველ ექსპლორერში. ოპერაში კი)
ეკრანის მარჯვნივ ახალი თულბარია, მიქსი. ორი ღილაკი აქვს : 1. ავტოფლეი (ონ-ოფფ) 2. შუფლე (ონ-ოფფ).
თუ პირველს ჩართავ ამ მომღერლის მიქსს გაგიკეთებს და თვითონვე გააგრძელებს უსასრულოდ, შენი მითითებების გარეშე.
თუ შუფლესაც ჩართავ, მაშინ მიქსს შექმნის შენი არჩეული ჯგუფს+ მსგავსი სტილის მომღერლებისგან.

კარგია.

კიდევ ერთი მადლობა იუტუბს.



სცადე ეს.