სინამდვილეში ვაარ რო ამაყი ქართველობით?
დღეს ქართველობა ნიშნავს გედგას თავზე მძღრენიანი კასრი, რომელიც დაბზარულია და წვეთავს.
ყოველ საღამოს, საკუთარ სავარძელში ტელევიზორის წინ კომფორტულად მოკალათებული, ცოლ შვილის თანდასწრებით ღებულობ ჩამოწვეთილი განავლის კიდევ ერთ კოვზს, რომლის მობანვის უფლებაც არ გაქვს.
სიამაყე?
არადა მახსოვს ის დრო როცა ეიფორიამდე ამაყი ვიყავი ქართველობით.
მახსოვს ის დროც, როცა უკვე ნაომარ ქვეყანაში, საკუთარი სახელმწიფოს მკვლელობის შემდეგ, სახელმწიფოს გარეშე დარჩენილებმა და ტერიტორიულად დაქუცმაცებულებმა ერთობლივად ვიკითხეთ, ეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ქართველობით ჩვენი არაობიექტური სიამაყის ბრალი ხომ არ არისო. ვიკითხეთ და პასუხიც გავეცით - ხო, სიამაყემ დაგვაქცევინა საუკუნეებით ნაკოწიწები. არ ყოფილა ჩვენი ადგილი შვეიცარიასა და იტალიას შორის. ჩვენ ერთი აზიური ერი ვართ აზიური გარემოცვით, სოციალურობის ძალიან დაბალი და რეფლექტორული ქცევის ძალიან მაღალი ხარისხით.
დავინახეთ, რომ ლექსები, სიმღერები, ნიჭიერი სპაქტაკლები, სადღეგრძელოები, ფილმები, ისტორიის უქარქაშო ტომეულები სრულიად ვერ გვიცავს ომების სამარცხვინო წამოწყებისაგან და ათჯერ უფრო სამარცხვინო მარცხებისაგან.
საბჭოთა კავშირის მასშტაბის აღიარება როგორც კარგი კინოს შემქმნელებისა, კარგი ფეხბურთელებისა, კარგი მასპინძლებისა, ვაჟკაცური და ჯენტლმენური თვისების მატარებელისა, მებრძოლისა, მორალური კატეგორიების მქონე უძველესი კულტურული ერისა, ვერ გავრცელდა ვერც მსოფლიოში და ვერც თუნდაც ევროპაში. მსოფლიომ ჩვენ სულ რაღაც 20 წელია დაგვინახა.
ის ნიუსები, რომლითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უარყოფითი მესიჯების მოზაიკად დარჩა მათ მახსოვრობას: 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წ. გამსახურდია თავისი ნაციონალური პათეტიკით, სამოქალაქო ომი დედაქალაქში და სამხედრო საბჭო, სეპარატისტებთან ერთი ომი -მარცხი, სეპარატისტსბთან მეორე ომი - მარცხი.1994 განდევნილი ხელისუფლების ჯარებთან ომი მოგება რუსების ტანკების დახმარებით, დსთ-ში შესვლა, 1997ამბოხებული ჩეჩნეთის ხელშეწყობაში რუსეთის ბრალდება,2000 რუსეთ საქართველოს მატჩზე განათება რომ ჩაქრა. 2003 წლის ვარდების რევოლუცია. 2004? პრემიერმინისტრი რომ გაზით გაიგუდა.
ამ მოვლენებით მსოფლიოს თვალში საქართველო ჩამოყალიბდა როგორც აგრესიული, ასოციალური, სუსტი, უპრინციპო, წაგებული, უწესრიგო და იქნებ ამ წაგებების ღირსი ქვეყანა, ასეთივე ეპითეტების ღირსი ადამიანების ქვეყანა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოში გადახვეწილი ადამიანების დიდმა ლაშქარმა ეს წარმოდგენა უფრო გაამძაფრა, შეამკო ის ახალი უარყოფითი ეპითეტებით: ქურდები, უსაქმურები, ნარკომანები, იაფი მუშახელი, არაპროფესიონალები, ერთმანეთის მჩაგვრელ-დამყაჩაღებლები.
ვისაც საქართველოს გაცნობა სამსახურეობრივად ან ტურისტული ინტერესის გამო მოუწია ამ პორტრეტს სხვა ეპითეტებითაც გაამდიდრებდა, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, გაბოროტებული, კორუფციაში ჩაფლული, ღირსების არმქონე, დაბღვერილი, ჭამის კულტის მიმდევარი, ქედმაღალი, ყოყლოჩინა, წესების არმცნობი, თვითკმაყოფილი, ტრანშ-გრანტ ჭამია და ა. შ.
საქმე ისაა, რომ ჩვენი ძველი სსრკს მასშტაბის საამაყო შლეიფი, რომელიც გარანტირებული ბაზა გვაგონა, საერთოდ არ გაგვყვა ევროპაში, არც კი გაჟონა.
დავრჩით იმ პორტრეტის ამარა, რაც საკუთარ თავს დავახატეთ 1991 წლიდან.
ჩვენი ილუზია, რომ ახლა ევროპა დიდი თვალებით გვიყურებს როგორც თანასწორ ქვეყანას, რომელიც სამსამჯერ ბისზე გამოსასვლელი რუსთაველის თეატრი, სუხიშვილების ანსამბლი, კინოფესტივალების აღმოჩენა - ფიმების რეჟისორების, ფეხბურთელების, ოლიმპიური ჩემპიონების (ამ სიაში ზოგს სტალინი და შევარდნაძეც პლიუსებში ეგულებოდა) სამშობლოა.
საერთაშორისო რეზონანსის მქონე მოვლენათაგან მხოლოდ ბოლო, 2003წ. საკუთარი საარჩევნო ხმის უფლებისთვის ბრძოლა თანაც საკმაოდ ხანგრძლივად და წესების დაცვით, აღმოჩნდა დადებითი იმპულსების შემცველი.
მაშინ მსოფლიომ კარგი საქციელისათვის წახალისების პრინციპით იქნებ ზედმეტადაც გვაქო ღირსებისათვის მშვიდობიანი და პრინციპული ბრძოლის უნარის გამოვლენისთვის.
ჩვენ ეს ქება იმდენად შევჯფერეთ, რომ ვარდების რევოლუციას მისი მიბაძვით მასშტაბური ფარსები მივაყოლეთ და ამით ის ერთი, ჭოჭმანით სათქმელი პლიუსიც წავიშალეთ.
მას შემდეგ კიდევ ორჯერ მოგვაპყრო მსოფლიომ მზერა.
I. 2008, ამჯერად განსაკუთრებით კეთილგანწყობილი თანაგრძნობით, რადგანაც ჩათვალა, რომ საქართველო კვლავ ღირსებისთვის იბრძვის, თანაც მსოფლიო მასშტაბის საფრთხის_ უძლერესი რუსეთის წინააღმდეგ, იბრძოდა წინასწარგანსაზღვრულ წაგებულ ომში.
მაშინ ალბათ ყველა ევროპელმა ღირსეულმა ადამიანმა საკუთარი თავი ანალოგიურ სიტუაციაში წარმოიდგინა და იფიქრა, რომ მასაც შეიძლება მოსწეოდა წასაგებ ომში ბრძოლა, მაგრამ უნდა ებრძოლა თუნდაც მხოლოდ ღირსებისათვის და არა გამარჯვებისთვის.
მაშინ ევროპის მოსახლეობამ შეუკვეთა თავის ლიდერებს, გამოსარჩლებოდა საქართველოს, რომელსაც რუსეთი იპყრობდა.
დემოკრატია ნიშნავს ხელისუფლის მიერ ხალხის პულსის ხელში ჭერას და ხალხის მოთხოვნების შესრულებას. მაშინ ევროპის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ევროპელი ხალხების შეკვეთა შეასრულეს. ფარად დაუდგნენ საქართველოს, ფიზიკურად შეკრეს ჯაჭვი პრეზიდენტებმა რუსეთის გასაჩერებლად.
მაშინ ევროპა თვლიდა, რომ ხალხი, რომელმაც ღირსებისთვის იბრძოდა 2003-ში, ახლაც ღირსებისთვის, სამშობლოს დასაბრუნებლად იბრძვის და დახმარებას იმსახურებს.
II. 2009 წლის აპრილში დაწყებულმა საკუთარი ხელისუფლების 3 თვიანმა ბლოკადამ გაურკვეველი მოთხოვნებით, მაშინ როდესაც წაგებულ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეებს ერთი აზრით უნდა ჩაესუნთქა და ამოესუნთქა საკუთარი მიწის ოკუპანტებისაგან გათავისუფლებამდე, მსოფლიოს დაანახა რომ 2008 წლის ომი სრულიადაც არ ყოფილა ღირსებისთვის ომი, რომ ეს ხალხი-ქართველები არ არისნ მზად საკუთარი მიწისათვის საომრად, არ უკვეთავენ ხელისუფალს მტერთან ბრძოლას და ის რაც ევროპელისთვის უკანასკნელი სამშვიდობო-დიპლომატიური ზღუდე არის - სახელმწიფო საზღვარი, ქართველთათვის სულაც არ წარმოადგენს ყოფნა-არყოფნის და ღირსების საკითხს. ევროპელ ხელისუფალს მისივე ხალხი აღარ შეუკვეთავს საქართველოს ღირსებისა თუ "ღირსების" დაცვას საკუთარი ქვეყნის საფრთხის ქვეშ დაყენების ფასად. აღარც სარკოზის უსაყვედურებენ მასთან შეთამხმების დამრღვევ აგრესორს რომ აღარ თხოვს სიტყვის შესრულებას, მეტიც. რუსეთის სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად ვერტმფრენმზიდის მიყიდვასაც აღარ უსაყვედურებენ.
აღარ არის ღირსების საკითხი და იმიტომ. აღარც სამართლიანობის საკითხია, ქართველები თურმე შეჩვეულები ყოფილან თავისი ქვეყნის დაქუცმაცებას.
პირიქით, ახლა სარკოზის აქვს საბოდიშო თავის ამომრჩეველთან გრძნობებს რომ აჰყვა და არშემდგარი ქვეყნის (სსრკს რღვევის შემდეგ ეს ქვეყანა არცერთი წუთით არ ყოფილა თავისი ტერიტორიის მფლობელი) ახალგაზრდა პრეზიდენტის (და არა ერის) სამხედრო ავანტიურის (და არა გამანთავისუფლებელი ბრძოლის) გამო საფრანგეთი მსოფლიოს უპირველეს საფრთხეს -რუსეთს კინაღამ დაუპირისპირა.
ღირსება კი ყველამ გადაირჩინა საქართველოს გარდა, ქართულმა ოპოზიციამ ევროპას და მსოფლიოს ინდულგენცია აჩუქა, ნუღარ შეშფოთდებით და აღშფოთდებით, ნუ მოიმტერებთ რუსეთს ჩვენ გამო, რუსეთი გიჟი არ არის, გიჟი ჩვენია.
და რითიღა უნდა ვიამაყო რომ ქართველი ვარ?
არადა მომკალით და, ვამაყობ რომ ქართველი ვარ.
იქნებ ეს ფიზიოლოგიაა, ანდა პირველყოგილი სოციალიზაცია, რომის შესაბამისად ყველა პოლიტიკა თუ ისტორიამდელი ადამიანი საკუთარი გამოქვაბულის, სოფლის, ჯგუფის, თემის, ტომისა თუ ეთნოსის უპირობო ერთგული თაყვანისმცემელი უნდა ყოფილიყო.
იქნებ, როგორც ქათამს ჰგონია ღობე ქვენის დასალიერი, ვერ ვხედავ მსოფლოს თავისი გმირული ისტორიით შეუპოვარი ბრძოლით თავისუფლებისთვის განათლებისთვის, შემეცნებისთვის, მეცნიერებისთვის, შემოქმედებისთვის, ცივილიზაციისა და ინდუსტრიისთვის?
არადა ასე იყო, ბოლო 5 საუკუნეა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი და ძნელი ნაბიჯები ევროპელების მირ გადაჯდგა. მათ დაძლიეს გამარჯვებული და გავლენიანი ძველი და შექმნეს ახალი მსოფლიო, შექმნეს სამართლიანი წყობა, რომლის არაღიარებული საერთო ღმერთი შრომაა და რომელიც დღეს განვითაებული ქვეყნების ხერხემალს წარმოადგენს არამარტო ევროპაში არამედ ამერიკაში,აზიაში და ავსტრალიაში.
იქნებ მეც, ქართველი რომ არ ვყოფილოუავი ქედმაღლურად შემეხედა ამ შარიანი ქვეყნისა და ამ ხალხისათვის. საგულშემატკივრო ბევრი მეყოლებოდა, რაღა ათგზის წაგებულს, აგრესიუილსა და საეჭვო ღირსებიანს ამოვირჩევდი საპროტექციოდ.
ვუგულშემატკივრებდი ხორვატებს, რომლებიც მასობრივი პიროვნული მიზანდადახულობის და ნებისყპფოს წყალობით მსოფლიო სპორტულ სამყაროში ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ, ბალტიისპირელებს, რომლებმაც ასევე მასობრივი პიროვნული მიზანდასახულობისა და ნებისყოფის წყალობით შეძლეს სსრკს კლანჭებშიც კი ევროპელებად დარჩენა და ევროპული ქვეყნების შენარჩუნება. ებრაელებს, რომელთაც ასევე მასობრივი პიროვნული სიმტკიცისა და მაღალი სოციალიზაცის წყალობით შეძლეს მტრულ გარემოში ქვეყნის დაარსება და შენარჩუნება, იაპონელებს, რომლებიც ასევე მასობრივი პიროვნული ნებისყოფისა და მიზანდასახულობის წყალობით გამალებულები ამდიდრებენ ქვეყანას, რომელმაც მერე კურიკის კუნძულები უნდა გამოისყიდოს.
ბერძნებს, რომელთაც თურქეთს მიფენილი უამრავი წვრილი კუნძული შეინარჩუნეს. ბრიტანელებს, რომლებმაც საუკეთესო სოციალური სტრუქტურა დააარსეს და ამ სტრუქტურის აშკარა უპირატესობების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მიბაძვის ობიექტად იქცნენ, გერმანელებს, რომელთაც ომის შდეგ ტრიუმფალური რეაბილიტაცია ერთი თავით სხვაზე უკეთესი მანქანების წარმოებით შეძლეს. ახალზელანდიელებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო გრანდად გახდომა შეძლეს. იტალიელებს, რომელთაც მსოფლიოს 3 ჯერ აჩვენეს, რომ ეროვნული გუნდით შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონობა ფეხბურთში (იგივე შეძლეს გერმანელებმა). კოლუმბიელებს, რომელთაც მარკესი, არგენტინელებს რომელთაც მესი, ბრაზილიელებს რომელთაც კოელიო და რონალდინიო აჩუქეს მსოფლიოს.
ჩეხებს, რომლებსაც ჰყავდათ მენდელი და კომენსკი, პოლონელებს, რომელთაც შოპენი, კოპერნიკი და კორჩაკი.
ამ თვალით რომ შემეხადა საქართველოსათვის, ვთქვათ საშუალოსტატისტიკური ევროპელი რომ ვყოფილიყავი, ვერაფერს გავიხსენებდი საპატივცემოს. სტალინი? ბრრრრრ
შევარდნაძე? ნუ კაი, ხო. მეტი არც არაფერი, ცარიელი ადგილი, ისეთივე როგორიც დანარჩენი უცხვირპირო 200 ქვეყანა.
არ ვიცი რას ვიფიქრებდი ქართველი რომ არ ვყოფილკყავი, არც ის ვიცი რას ვიფიქრწბდი ნაწილობრივად არაქართველი რომ ვყოფილიყავი. იქნებ იმით მეამაყა, რომ ჩემი გენების. ნაწილი იმ ხალხს ეკუთვნით, ვინც თავისი ქვეყანა ისეთ დღეში არ ჩააგდო, როგორშიც ქართველებმა. მაგრამ ვინაიდან არაქართველი წინაპრებში (ყოველ შემთხვევაში აღრივხულ ისტორიაში) არავინ მყავს, და შესზბამისად არაქარტული გენებით ვერ ვამაყობ.
ერთხელ ურეკში რუსმა ქალმა, რომელიც შინაურ გაყინულ პილმენებს ყიდდა მომაძახა - რუსსკიე ლუძი დალჟნი იესწ პილმენი-ო, ანუ რუსად ჩამთვალა. სარკეშიც მაინცდამაინც კარიკატურად დასახატი ქართველის საიდენტიფიკაციო ნიშნები არ მაქვს (არ გვაქვს ბაბუიან- ნათესავიანად), ხოდა მართლაც, საიდან ვიცი რომ სუფთა ქართველი ვარ? იქნებ სულაც რუსულია ჩემს გენებში მინარევი, ან ევროპული, რომელიმე ვთქვათ ტრანსკავკასიული ტელეგრაფის მშენებელი კაცის ან ფრანგი გუვერნანტი ქალის ნაეშმაკარი, ანდა იქნებ სულაც არა ნაეშმაკარი და ოჯახიც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს შერეული. რუსები საქართველოში 250 წელია არიან 250 წელში 80 თაობაა ჩემი წინაპარი, მათში კი მხოლოდ 5 თაობა ვიცი აქედან პირველი მხოლოდ სახელით - მახა რქმევია.
რას გავუგებ ვინ მირევია, იქნებ რუსეთის იმპერიის მიერ სასჯელად საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ოფიცერი, ან კათოლიკე მისიონერი მაგრამ ყველაზე მეტი ალბათობით მაინც რუსი.
თქვენც იპოვით ვიღაცას სარკეში, ვიღაცას ქართველის გარდა- თურქს, სპარსელს, რუსს, მონღოლს, სომეხს, თათარს.
არ ვარ დაბმული საკუთარი გენებით, პირობითობად მიმაჩნია სუფთა ქართველობა, იქნებ დიდ წილად კოსმოპოლიტი ვარ.
მაინც ვამაყობ მეთქი ქართველობით. რითიღა?
რა მაიძულებს ვიამაყო ქართველობით?
Thursday, May 6, 2010
რატომ ვარ ამაყი რომ ქართვლი ვარ?
Posted by cartwheel at 6:35 PM
Labels: ვინიგრეტი, სადღეგრძელო, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
:(((
ბევრჯერ დავუსვი ეს კითხვა თავს და ბევრჯერ მოვძებნე არგუმენტები ამის გასამყარებლად. ბევრჯერაც ვიპოვე.
თუმცა საკთხავია, რამდენად იყო ეს სხვის წინაშე ჩემი ქართველობით სიამაყის არგუმენტები, თუ უფრო საქართველოს სიყვარულის ასახსნელი ფაქტები? მიყვარს იმიტომ, რომ ბლა ბლა ბლა და არა ვამაყობ იმიტომ, რომ ბლა ბლა ბლა
შეიძლება საამაყო მართლაც ბევრია, მაგრამ მართლაც იმაშია საქმე, იციან კი რაიმე ჩვენს შესახებ ისეთი, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ? თანამედროვე მსოფლიო რომ ინფორმაციასა და პიარზეა აგებული (და ალბათ ადრეც ასე იყო, უბრალოდ ინფორმაცია ცოტა ნელა ვრცელდებოდა). თუ შენს შესახებ არ იციან, ესე იგი არ არსებობს, ან არსებობ ისეთი, როგორადაც გიცნობენ და არა ისეთი, როგორადაც შენ, სუბიექტურად იცნობ საკუთარ თავს.
ალბათ ამიტომაც ვართ ამაყები სადღეგრძელოებში, ერთმანეთთან და არა სხვასთან, საზღვარგარეთ.
ალბათ ამიტომაც ვუხრით ყველა, უმეტესად გამოჩერჩეტებულ უცხოელს თავს, კიკუსავით, ოქროს მოლოდინში, რადგან სინამდვილეში საკუთარი ღირსების შეგრძნება, ობიექტურად არ გაგვაჩნია. რეალურად ბევრი არაფერი გვეამაყება.
არსებობს ქედმაღლობა, ესეც ხშირია ჩვენში. ის ზოგიერთნიც, რომ ამაყობენ ქართველობით სხვასთან, სინამდვილეში ქედმაღლობენ, მატრაკვეცობენ და მეტიჩრობენ (რამდენი მსგავსი სიტყვა შეგვეფერება). რეალურად კი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს შეიძლება შურთ სხვისი და რცხვენიათ საკუთარი თავის.
ჩვენ გვაკლია საკუთარი თავის, ერის, წინაპრის, ისტორიის, ან უბრალოდ – რეალობის შეგრძნება.
ან ზედმეტად ვაფასებთ ჩვენს თავს, ან ზედმეტად ვიზიზღებთ.
ან ხმას არ ვიღებთ და ყველაფერს ვითმენთ, ან ხმის ჩახლეჩამდე ვყვირით და თავს ვაკლავთ რამე/ვინმეს.
გენში გვაქვს უკიდურესობებისადმი სიყვარული და ეს გვღუპავს.
მერე გვრცხვებია, ვნანობთ გულში, მაგრამ არ ვაღიარებთ, ისევ ვწყდებით რეალობას, ისევ ვმეტიჩრობთ, ისევ ვამბობთ სადღეგრძელოებს და ა.შ.
და ასე, უსასრულოდ დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე, ზაზუნასავით...
vaime ramxela postiaaa :(
ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ყოფილა ჩვენს ოჯახში საუბარი.მიშოს ჩანაწერებში ვბნახე ამასთან დაკავშირებული ნაფიქრალი. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აზრებისა რაც მას ჰქონდა ქართველობასთან დაკავშირებით.
ლამაზად წერთ და სიამოვნებით ვკითხულობ ყველა თქვენს პოსტს.
Post a Comment