მაინც ვამაყობ მეთქი ქართველობით. რითიღა?
რა მაიძულებს ვიამაყო ქართველობით?
შევეცდები ჩამოვწერო. ჩამოვწერო იმ თანმიმდევრობით, როგორც გამახსენდება, მნიშვნელობის მიუხედავად.
და ერთი მიზნით, უფრო სწორედ იმედით ქართველობით სიამაყე მომემატოს.
ეს გრძელი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ქართველობით არასაამაყო ნაწილი ერთად შემეკრიბა, და დამეხუფა.
მაშ ასე, მე ქართველობით ამაყი ვარ, იმიტომ რომ:
კაცობრიობის 15 ოფიციალური ანბანიდან 1, და იქნებ ყველაზე ლამაზი ქართულია, ჩემმა წინარებმა შექმნეს. დასჭირდათ. წერა-კითხვა მათთვის აქტუალური იყო.
პირველი წიგნი ქართულ ენაზე მეხუთე საუკუნეში დაიწერა.
15 სა
ქართველები ქრისტიანები ვართ მეხუთე საუკუნიდან.
ბიბლია ქართულად
შუშანიკის წამება არაქართველი, სომეხი ქალის მოწებრივ ცხოვრებას ასახავს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ტოლერანტულები.
არაბი აბო თბილელი მერვე საუკუნე.
თამარ მეფე, მეფე რუსუდანი - ქალის მაღალი სტატუსი.
სჯულის კანონი - საოჯახო სამართალი განქორწინების პროცესში ქალი თითქმის თანაბარუფლებიანი იყო მამაკაცთან
ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ტახტზე ერთერთ ყველაზე ხანგრძლივია მსოფლიოს ისტორიაში, რაც სახელმწიფოებრიობის მაღალი დონის ასევე ხანგრძლივად არსებობას მოითხოვდა
შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი
ქართველებმა არაერთგზის შეაჩერეს სპარსელთა თარეში ჩრდილოეთით და დასავლეთით, თურქთა ჩრდილოეთით, მონღოლთა დასავლეთით. ერთი ავსტრიელი პოეტის თქმით, თბილისი რომ არა, ვენაში მოლა იყივლებდაო.
არადა ყოველთვის ცოტანი ვიყავით გეოპოლიტიკური კვალი რომ დაგვემჩნია მსოფლიოსთვის, არადა თურმე მაინც ვახერხებდით.
ქართული ფოლკლორი
არის კი რომელიმე ხალხის ფოლკლორში ისეთივე ხანგრძლივი პათეტიური მაღალი ნოტა, რპგორიც ქართულ სიღერებშია?
მე არ მახსსნდება.
არქიტექტურა
ქართული ეკლესიის არქიტექტურა ერთდროულადაა ლამაზი, მარტივი და რთული, სიმბოლური და პრაგმატული.
ქართველებს სასახლეები არ გვაქვს, მაგრამ საქართველო ეკლესიებითა და ციხეებითაა მოფენილი. ე. ი. ერი და ბერი მათ ხელთ არსებულ რესურსს თავდაცვასა და სულიერ ერთობას სრულად ახარჯავდა და ხორციელი სიამოვნებისა თუ პრესტიჟისათვის არ იტოვებდა.
ღვინის სამშობლო: ორნამენტები ეკლესიებზე
კინემატოგრაფი: (ჩემი შეფასებით)
შერეკილები ყველა დროის საუკეთესო ფილმების ათეულშია, ვერის უბნის მელოდიები კი ყველა დროის საუკეთესო მუზიკლების ხუთეულში.
ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ცნობადობას იმსახურებენ:
პროფესორი ჟორდანია, გია აბესაძე, ილია მეორე,
კინომუსიკა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო საუნდტრეკების ათეულში გია ყანჩელი.
ისტორიული ფაქტებჯ, რომლებიც მსოფლიო ცნობადობას იმსახურებენ,
დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი და მისი ანდერძი ფეხი დამადგით
ბრძოლები დიდგორი 300 არაგველი
ქართველები ირანის შახისა და თურქეთის სულთანის კარზე.
პირიქითა ხევსურები, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე მებრძოლ ერს- ჩეჩნებს მარტოებმა გაუძლეს ფეოდალური განუკითხაობის ეპოქაში
რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა თბილისში დაიბეჭდა,
რკინიგზა, ტელეგრაფი, არხები ერთერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში, ჰიდროელექტროსადგური კი სსრკ-ში.
მეორე
მსოფლიო ომში 300000 მებძოლის გამომყვანი
იბრძოდნენ მანჯურიიდან იტალიასა და ჰოლანდიამდე.
მხედართმთავრები საქართველოს გარეთ: გიორგი სააკაძე, პეტრე ბაგრატიონი, ნიკო ბური, სტალინი, ლესელიძე. შალიკაშვილი.
ტო
პოლიტიკოსები: სტალინი, შევარდნაძე, სააკაშვილი,
::::::::: ბალანჩინი ჭაბუკიანი
ქართველიშვილი ტანდერშტორმი
მეძმარიაშვილი
კოლაიდერი
ბაქტერიოფაგი
ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული მრავალათასიანი მიტინგების, დღეებისა და კვირების განმავლობაში მიმდინარე ბლოკადებისა და პიკეტების მიუხედავად არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, ვიტრინაც კი არ ჩამტვრეულა.
საკუთარ პრეზიდენტებზე პაროდიებისა და კრიტიკულ კარიკატურული მულტსერიალების 10 წლის ისტორია .
ქართული ცეკვის ილეთი ცეკვა ცერებზე მოითხოვს ტკივილის ხანგრძლივ მოთმენას და დაძლევას.
ასევე ტკივილის მიღებას მოთმენას და დაძლევას მოითხოვს ქართული თამაში ლახტი.
ქართველებიის სპორტული წარმატებები განსაკუთრებით იმ სახეობებშია, სადაც სპორტსმენს ამტანობა და ტკივილისქა დაძლევა მოეთხოვება. რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო.
ბოლო 15 წელი ხალხმა თავისი მაღალი სოციალური შეგნებითა და პატრიოტიზმით შეინახა სა
ქართველო. მასწავლებლები, მესაზღვრეები, მეცნიერები, სპორტსმენები, ექიმები და პოლიციელრბის ნაწილი უხელფასოდ ასრულებდნენ თავის მოვალეობას. რომელიც თვითონვე იტვირთეს.
ასევე ხალხის გულკეთილობას, მოყვასისადმი ზრუნვის ძლიერ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ 1992-1996 წლებში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც სამსახურის, ფულისა და ყოველგვარი სახსრის გარეშე აღმოჩნდა, შიმშილით რომ არ ამოწყდა.
მაშინ ერთი მომუშავე ადამიანი არამარტო საკუთარ ოჯახს, არამედ ნათესავებსაც კვებავდა.
იგივე გულთბილობის მატერიალიზების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასულთა მიერ საქართვდლოში გადმორიცხული ფულის ის ოდენობა, რომელიც 2004 წლამდე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. საქართველოდან შორს და დიდი ხნით ცგადახვეწილობის მიუხედავად მიგრანტებმა არ დაკარგეს საკუთარი ოჯახები და ოჯახის წევრთა მიმართ პასუხისმგებლობას არ გაექცნენ.
Friday, May 7, 2010
მაშ ასე, მე ქართველობით ამაყი ვარ, იმიტომ რომ:
Posted by cartwheel at 12:08 PM
Labels: მადლობა, სადღეგრძელო, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
"შუშანიკის წამება არაქართველი, სომეხი ქალის მოწებრივ ცხოვრებას ასახავს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ტოლერანტულები."
ტოლერანტული?
და რაში გამოიხატა ტოლერანტულობა, ან მაშინ, ან ახლა?
"ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ცნობადობას იმსახურებენ:
პროფესორი ჟორდანია, გია აბესაძე, ილია მეორე"
ვერ დავეთანხმები, განსაკუთრებით მესამეს.
namdvilad saamayoa qarTveloba mara rustavelze ro gadvivar miChlungdeba es grdznoba
:D
:) მომეწონა შენი პოსტი, უმეტესად გეთანხმები!
მე კი ვფიქრობ, რომ სიამაყეს პიროვნული მიღწევების საფუძველი უნდა ჰქონდეს. "ქართველობა" არც დამსახურებაა და არც შრომით მოპოვებული თვისება. ამიტომ არ მწამს ეროვნული კუთვნილებით სიამაყის, თუმცა მშობლიური კულტურის სიყვარულში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
Post a Comment