Sunday, May 23, 2010

რაოდენობა ხარისხში. მუსიქა.

მომღერალმა იმდენი სიმღერა უნდა შექმნას, რომ მსმენელს ეცოდინოს, ეს სტილია, ეს ამ ადამიანის სტილია, მისი ჟღერადობა და დონეა.

თუ მსმენელმა ერთი ახლი სიმღერა მოისმინა შეიძლება მოიწონოს ის მომავალში, თუკი სხვა იმავე დონის და სტილისა შემდეგ მიაყოლა მომღერალმა.

მაგალითად, რომ ყოფილიყო ერთი ბობ მარლის სიმღერა, ერთი მობის, ერთი ქოლდფლეის, ერთი სტინგის, ერთი ჯენის ჯოპლინის მსმენელს ის ერთიც არ მოეწონებოდა ისე, როგორც დღეს მოსწონს.
გუშინ ემი ვაინესომის სიმღერა მომეწონა ტელევიზორში და ჩემ ბიჭს ვუთხარი,

ამ გოგომ 10 სიმღერა რომ იმღეროს ამ დონის, ვაღიარებ მეთქი. არაო, სხვა სიმღერები ბანძი აქვსო.
დასანანია, სიამოვმებით მოვისმენდი მის ალბომს მაგრამ... თურმე ვერა. დონეს ვერ იჭერს. არადა ხმაც კარგი აქვს და .. ერთი ჩემი სიმპტომიც მაგარი მომღერალი ქალისთვის - უშნოა (ნუ როგორც მინიმუმ სტანდარტული სილამაზე არ აქვს).


ხო, რადგანაც სიტყვამ მოიტანა და ჩემს სუბიექტურ სხვა ნიშნებსაც ჩამოვწერ მაგარი მომღერლების/ჯგუფების გამოსარჩევად
(ჩათვალეთ მუსიკალური გემოვნების შპარგალკად):

- პირველ მოსმენაზე არ უნდა მოგეწონოს, შემდეგ ჯერებზე უნდა ჩაგითრიოს.
- ჯგუფს დრამი უნდა ჰქონდეს და არა ელექტრო ცუმპაცუმპა ხუთკუთხედი (მოდერნ თოქინგს რომ ჰქონდა).
- სიმღერაში 2ზე მეტი მელოდია კარგი ნიშანია
- პიანინო და ვიოლინო კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არ არის.
- სიახლე უნდა ერიოს, "დეტექტიური" მარცვალი, ანუ წესის დარღვევა უნდა იგრძნობოდეს, თუნდაც წამიერად.
- უნდა ჰქონდეს "იზიუმინკა".
- კარგი არანჟირება
- გულწრფელობა! არტისტის თავდაჯერებულობა, რომ რასაც აკეთებს, ის გენიალურია.
-ცოცხალი შესრულების უნარი
-კარგი ქავერის შესრულება კარგი ნიშანია
- კარგი დუეტი სხვა მომღერალთან კარგი ნიშანია
-სიტუაციაში, როცა მანქანაში ჭრელი მაგრამ კარგი ხალხი გიზის, თუ ის სიმღერა რადიოში გაისმა, უნდა მოგინდეს მოითხოვო ყურადღება აუწიო რადიოს და სიამაყით აზიარო მგზავრებს ნაღდი მუსიკის 3 წუთი.
-კარგი მომღერალი ქალი უშნო უნდა იყოს(თითქმის კატეგორიულად).
რატომ?
მე მიყვარს:
ჯენის ჯოპლინი, ელა ფიჯერალდი, ბილი ჰოლიდეი, ნინა სიმონე,ბარბრა სტრეიზანდი, ელისონ მოიეტი, სინდი ლაუპერი, შადე, თინა ტერნერი, სონიკი, ემ პიპოლი, მეისი გრეი...
სეზარია ევორა, ტრეისი ჩეპმენი, არეტა ფრანკლინი

აი ამიტომ.

გამონაკლისებიც მყავს (ანუ არაუშნოები): ენი ლენოქსი, ბიორკი, ტორი ამოსი, პინკი.

ყველა ეს მომღერალი ჩემთვის მეგამომღერალი და მეგაადამიანი არის და.. ძირითადად უშნო.

მეგა არა, მაგრამ კარგ მომღერლებში მატულობს ლამაზების წილი: მადონა, მილენ ფარმერი, ევანესცენსი, ნორა ჯონსი, შაკირა,ნატალია იმბრუგლია,კაილი მინოუგი,ჯუველი(დღეს დაბადების დღე აქვს თურმე).

აი კიდევ ყოფილი პოტენციური კარგი მომღერლები, რომლებიც საბოლოოდ ვერ გახდნენ ჩემი ჯილა მომღერლები, იმიტომ რომ ამავე დონის 10 სიმღერა ვერ იმღერეს.



ამ მომღერლებს აქვთ სტილი, ინდივიდუალური ხმა, მაგრამ ვერ შექმნეს ამ დონის ალბომი.
ან ნიჭი არ ეყოთ, ან "წარმატებით" თავბრუ დაეხვათ და თვითკმაყოფილებით მოდუნდნენ.


ამათგან განსხვავებით ემი ვაინჰაუსს ჯერ კიდევ აქვს დრო შექმნას (მაჩუქოს) მისი ცხოვრების ალბომი.


აგერ,კიდევ ორი ჩავუთვალე.
-----------------------------------------------------------------------------------

No comments: