Thursday, May 20, 2010

მომე სიზმარას პარკი!




რეალობა და კინოკლიშეები

ალბათ 20- მდე ფილმი მაქვს ნანახი სადაც ნიუიორკის ცენტრალური პარკი მონაწილეობს. არ შემშლია მონაწილეობს, და არა ფილმის ფრაგმენტებშია გადაღებული. 
დათქმულ-დაგინებულივით თითქმის ყველა ამ ფილმში ამ პარკში ღამეა, მასში ხან ინდივიდუალი მანიაკი მკვლელები დასდევენ მსხვერპლს, ხან კი მანიაკ-მკვლელთა ბანდები ებრძვიან ერთმანეთსა და მოქალაქეებს. ჰორორ ფილმების შედარებით ზრდასრული მაყურებლები საფუძვლიანდ რომ დააშინეს ნიუიორკის ცენტრალური პარკის საშიშროებებით, ბავშვებმა რაღა დაგვიშავესო, და ბავშვებისთვისთვისაც მოძებნეს სიუჟეტი. იქ სიბნელეში ბოროტი მტრედებით ახონხლილი ჯადოქარი დადის და მაკოლეი კალკინის მარტო სახლში (ბოდიში, ნიუიორკში) აღმოჩენილ გმირს აშინებს. 

ნიუიორკის ცენტრლური პარკის შესახებ სადღაც 1985 წელს შევიტყვე ნაქირავები ვიდეომაგნიტაფონს მოყოლილი პირველი ე.წ. ვიდეოფილმებით.  ეს ნალექი დღემდე მომყვება- ნიუიორკში დიდი ბნელი და ცარიელი ტერიტორიაა, რომელსაც ღამე და ნაწილობრივ დღე პოლიცია ვერ აკონტროლებს. პარკში იმდენად ჭრელი ბოროტები დათარეშობენ, რამდენადაც ჭრელია ამერიკული საზოგადოება: აქ არიან როლიკებზე ამხედრებული შპაგიანი, მეძავებისაგან სამყაროს გათავისუფლების გეგმით მომქმედი, ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულზე ამხედრებული, ყვითელი  ტაქსის მძღოლად შენიღბული მკვლელები. 
მოკლედ რომ ვთქვა, ნიუიორკის პარკი ისეთივე პურია დეტექტივების გადამღები რეჟისორებისთვის, როგორც ბუნების დოკუმენტალისტებისათვის ზვიგენი ან ნიანგი - გადაიღე, წარმატება გარანტირებული გაქვს. 

მაგრამ, გარდა კინო რეალობისა, ხომ არსებობს ჩვეულებრივი, გაუპიარებელი, კინო კლიშეებისაგან თავისუფალი რეალობა, რეალობა რომელიც ობიექტირია და არა წარმოსახვითი. 

ნიუიორკის ცენტრალურ პარკზე რეალობა, როგორც მინიმუმ  25-მა მილიონმა იცის. ამ პარკს ყოველწლიურად სწორედ ამდენი ადამიანი აკითხავს დადასვენებლად, განსატვირთავად, ბუნებისგან  ენერგიით დასამუხტად, უცნობ კეთილგანწყობილ ადამიანებთან უვალდებულო თბილი ურთიერთობებით დროის გასატარებლად და მოვლილ ბალახზე, საკმაოდ დიდი პერსონალური სივრცის მოლზე დასაძინებლად. 

ნიუიორკის ცენტრალური პარკი ნიუიორკელთა არათუ მხოლოდ საყვარელი დასასვენებელი ადგილია, არამედ საერთო სიამაყეცაა, სიამაყე იმით, რომ საზოგადოებამ საერთო სარგებლობისთვის შეძლო გამოეწიწკნა კაპიტალიზმის კლანჭებიდან ის მიწა ქალაქის ცენტრში, რომლის თითოეული კვადრატული მეტრი ფანტასტიკური ფასის მქონეა.
ნიუიორკის ცენტრალური პარკი 19"" წელს დაარსდა და მას შემდეგ მის მოწესრიგებაზე  მებაღეების, აგრონომების, ლანდშაფტური არქიტექტურის, და გამნათებლების, დამსუფთავებლებისა და პოლიციელების მთელ არმიას აქვს მონაწილეობა მიღებული. 
დღეს ისეთი როგორიც არის; მიწა ხეები და ბალახი, ეს პარკი ალბათ საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ღირს ფულად, ნიუიორკელთა დასვენებით მიღებული დადებითი ენერგია და ქალაქით სიამაყე კი დაუთვლადია.

დავუბრუნდეთ რეალურ და არა ჰოლივუდურ ნიუიორკის, უჰ შემეშალა - თბილისის ცენტრალურ (ჯერ ჯერობით ჰიპოთეტურს) ცენტრალურ პარკს.




დღეს, როცა:
1. სამშენებლო კაპიტალიზმი დროებით დასუსტებულია
2. მთავრობას ეკონომიკური  კრიზისის დაძლევის მთავარ გეზად საზოგადოებრივი (ურბანული. მუნიციპალური, ინფრასტრუქტურული) საქმეების ბიუჯეტის ხარჯზე კეთება აქვს გაცხადებული
3. მთავრობა 2007 წლის ოპოზიციურ ნოემბრამდე მოქმედი რევოლუციური მაქსიმალიზმის საწინააღმდეგოდ, ნემსის ყუნწში ძვრება ხალხისადმი მფრენდლი დამოკიდებულების (ხალხფრენდლი)  სადემონსტრაციოდ, 
იქნებ ყველაზე კარგი დროა რათა ჩვენ ვიბრძოლოთ, მოვიპოვოთ (მათ კი დათმონ და ამით ისახელონ) დიდი პარკი თბილისის ცენტრში, სადაც მოვლილ გაკრეჭილზე, დიდი პერსონალური სივრცით, დიდი სივრცული ხედებით წამოწვები და ჩათვლემ? 

და ყველაზე მთავარი წინაპირობა ამ ფანტასტიკური მიზნის მისაღწევად: 
იპოდრომი გადატანილია, მშენებელ ინვესტორებს სძინავთ, სივრცე იქ დიდია და ლანდშაფტური არქიტექტორისათვის ხელებისმოსაფშვნეტად კარგი.    



მეც მინდა თბილისის თბილ საღამოს ჩამეძინოს მოვლილ ბალახზე, ჩამეძინოს იქ, სადაც დამსვენებელთა კოტრილი და თველმა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მდგომარეობა იქნება, სადაც თითოეულ სტუმარს იმდენად დიდი პერსონალური სივრცე შეხვდება, რომ თავის გარშემო 200 კვადრატული მეტრის მეფედ იგრძნოს თავი. მინდა გამეღვიძოს არა საკუთარ ლოგინში, არამედ თბილისის მიწაზე, საქართველოს მიწაზე და მინდა ბუნების ნაჩუქარი ენერგიის გარდა სიყვარული ვიგრძნო ამ ქალაქისა და ამ მიწისადმი.



მე მინდა ჩემი შეშურდეთ იმიტომ, რომ თბილისელი ვარ და ამ ნებივრობის საშუალება თავისუფლად მეძლევა. მე მინდა ჩემი შეშურდეთ მეზობლებსა და განდგომილებს.    

რიყეზე ახალი პარკი შენდება. დარწმუნებული ვარ კარგი იქნება, საკმარისად ლამაზიც, მდიდრულიც და სანაქებოც, მაგრამ.... იქ ვერ წამოწვები და ჩათვლემ. სიზმარას პარკი მინდა იპოდრომის ადგილას.
მინდა ვააა.    

P.S.ინსპირებულია "ლიბერალის" ავტორის კახა თოლორდავას მიერ, სტატიით "მომე პარკი".



2 comments:

Anonymous said...

It's truly very complicated in this active life to listen news on TV, so I simply use web for that purpose, and obtain the latest news.
Feel free to visit my homepage :: manchester united transfer rumours for january 2013

Anonymous said...

smokeless cigarettes, electronic cigarette, smokeless cigarettes, buy electronic cigarette, best electronic cigarettes, electronic cigarette