Friday, April 3, 2009

სორე ჩქიმი ფორუმი!

1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ერთადერთ რადიოში მოწვეული ჰყავდათ ამერიკელი პოლიტიკოსი სტუმარი. თემა იმდროინდელი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ინტერვიუ სინქრონული თარგმნით მიდიოდა და ინგლისური ტექსტიც ისმოდა. ეს სიტყვა -"გრამბლინგ" იმ დღეს ვისწავლე და ჯერ არ დამვიწყნია. შეკითხვაზე, რას გვირჩევ ქართველებსო სტუმარმა უპასუხა თქვენი ხსნა არისო გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ-ო. დავცქვიტე ყურები ეს რა ჯადოსნურ შელოცვას გვასწავლის ეს კაცი, სიმსიმ გაიღესავით სრულდება თქმისთანავე ალბათ მეთქი. მთარგმნელმა გაგვიმარტა "თქვენ ხსნაა ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო".
კაიფობს მეთქი ვიფიქრე, რა ენაღვლება დალაგებული მდიდარი ქვეყნის შვილს აქ ჩვენ რომ ნერვები უნდა დავიწყვიტოთ მეთქი. პირიქით მეგონა გვირჩევდა,- ყველა მხარემ დაიცავით ეთიკის ნორმები, არ მისცეთ მეტოქეს გაბრაზების საბაბი, გამოხატეთ კონსტრუქციულობა და სოლიდარულობა ქვეყნის ძირითადი გეზის მიმართ.
ეს მეგონა უნდა ყოფილიყო გულშემატკივარი მხარის გულწრფელი რჩევა და რა.. ამან ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო.
იმ დროს ბუზღუნი ნამდვილად აკლდა ჩვენს ყურებს. იყო საბრძოლო პატრიოტული, იმპერიის შემმუსვრელი პათეტიკა ერთ მხარეს და თბილისის ნაწილი და მოღალატე გვარდია მეორე მხარეს. ბუზღუნის უხეშ ენას ზრდილმა და პრინციპულმა ქართველობამ (ქართველობა რა შუაშია), რუსეთის მიერ შეიარაღებულმა ოპოზიციონერებმა ვაჟკაცური ომი არჩია და.. საქართველო ისტორიის სანაგვეზე გადააგდო 10 წლით.
დღეს ბუზღუნი აშკარად არ გვაკლია, გვაკლია კი არა ყელამდე ჩაფლულნი ვართ ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ უცნობი მორბენალი სტრიქონების ავტორთა უზრდელობითა და ღრიტინით. რა ვიცი იქნებ დღეს სწორედ ეს გვშველის?


მაგრამ, რომელმა ჭკვიანმა დახურა 9 აპრილის წინ ფორუმ.ჯი-?

ფორუმი ხომ ბუზღუნის, წიწინის, ყვირილისა და ჭიჭყინის საკმაოდ ეფექტური ლაბორატორია იყო, ზედგამოჭრილი ამ სიტუაციისათვის.


ააამოსათქმელი და იქნებ სხვისი ნათქვამის გასაანალიზებელი საშუალება?

ვიღასთან ვიგრამბლო ახლა?



უკვე გვიანაა?

5 comments:

cartwheel said...

აღმოჩნდა რომ საქმე ასე დრამატულად არაა, (ან იქნებ უფრო დრამატულადაა, თუ დიდი მასშტაბები აქვს.

თურმე რომ ფორუმ.გე მშვიდად განაგრძობს ფუნქციონირებას... ჩემს გარეშე.

რა ადვილი ყოფილა სელექცია (თუ კასტინგი).


თურმე ვიღაცას შერუძლია (და იყენებს კიდევაც ამ შესაძლებლობას) რომ ჩემი კომპიუტერიდან ვეღარ შევძლო ფორუმ.გე-ზე შესვლა.


ჩემს კომპიუტერში, ინტერნეტის სველა სხვა გვერდისაგან განსხვავებით ფორუმ.გე-ს ძებნის შემდეგ პასუხი იწერება "ფეიჯ ნოტ ფაუნდ"-ო.

ადვილია ხომ.
მასშტაბები კი იმიტომ ვახსენე, რომ თუ ჩემსავით სხვასაც "ფეიჯ ნოტ ფაუნდ"- ხვდება, და თუკი ეს წარწერა მხოლოდ ერთი პოზიციის ადამიანებს ხვდებათ, ავმაღლებულვართ ქართველები გებელსამდე.


შეგვიქმნია და ეგ არის იდეალური ნახევარსიმართლე სიმართლის მანტიით.

syshed said...

Go Here click here for more visit their website look at here now site link why not try this out

Anonymous said...

official source Dolabuy Chrome-Hearts Recommended Site Bottega Veneta Dolabuy official website Dolabuy Goyard

mcrate said...

m8n63u9p34 n1r84v8b34 w4t32e2h29 o8j15x9a18 y1h27d8v36 c4j19y2q31

sheatheaud said...

p6e30f3d57 h2j83k8h61 t1i07w9e28 m3o89k6b12 g6p17c7r89 p1w88s7u95