Saturday, April 18, 2009

მინდა დავდო პირობა


მინდა დავდო პირობა.

საქმე იმაშია, რომ მე საერთოდ არ ვიგინები.
ბოლო დროს რამდენიმე პოსტში გინება "გამეპარა", ყველას ბოდიშს გიხდით. გინების ადრესატების გარდა, რა თქმა უნდა.
არ ვიგინები, მეთქი საერთოდ. განწმენდის რიტუალს ვასრულებ.
ქართველი ადამიანისთვის გულწრფელობა უფრო მაღლა დგას თურმე, ვიდრე ლოგიკა. ანუ გულწრფელი დებილი უკეთესია ეჭვებში გახლართულ მზრუნველზე.

ოპოზიციის 2 ნოემბრის გინებები ჯერ კიდევ ჰაერში კიდია დამოკლეს მახვილივით საქართველოს სახელმწიფოს თავზე.

შერჩათ, ხელი გაუწოდეს.

ე.ი. ხელისუფლება სუსტია, კურდღელია.
ვინც იგინება კი გულწრფელი ვაჟკაცი (მერე რა რომ ჩემი შეფასებით კრეტინი და უზრდელია).

ხოდა იმ ხასიათზე ვარ, არა როგორც გრძნობა, განცდა, აღშფოთება და ა. შ. არამედ როგორც განწმენდის რიტუალი, პრიმიტივთა ტვინებისთვის..


ხოდა მეთქი, ვინმემ ინტერვიუ რომ ჩამომართვას უამრავ სათქმელთაგან იცი რას ვიტყვი?

შევაგინებ ყველას, ვისგანაც საქართველოს პრეზიდენტის გინება ტელევიზორში გამიგია, მესმის და გავიგებ.

aq ki, მინდა დავდო პირობა რომ აღარ შევიგინები.



















მინდა, მაგრამ ჯერ არ დავდებ.

3 comments:

უსახელო said...

ადმინისტრატორი მართალია!

Anonymous said...

სამახსოვრო: იგინება უსამართლოდ გათელილი და მართალი კაცი,რომელსაც მეტი გზა აღარ დაუტოვეს, ხოლო იგესლება ცინიკოსი გაზულუქებული,რომელსაც სულ კიდია, ილიასი არ იყოს, ერი და ქვეყანა, თვითონ ხოა კარგად,,,

Anonymous said...

პ.ს. უსამართლოდ გათელილსა და მართალში ბილწი ოპოზიციის არც ერთი კენჭი არ მიგულისხმია!!!