Friday, April 24, 2009

საკუთარ კარში


ჩემი დაგინებული გუშინ კიდევ ერთს შეეწერა.
მეგაფონში იგინებოდა.


მასთან ერთად დაახლოებით 200 კაცი ყვიროდა "წაადი, კურდღელო, ფარჩაკო, მშიშარა!"


ბიჭებს გამარჯვება უნდათ. წაგებულს უსტვენენ, დასავლეთ ტრიბუნაზე გონიათ თავი.
კარგია რომ გამარჯვება მაინც უნდათ.


ანუ ეგ ხალხი იმ ხალხს ჯობს, ვინც რუსეთთან წაგებას შეგუებული იყო, არის და ამის გაფორმებას ელოდება. გაცილებით მირჩევნია ჟილკიანი ბიჭები გახრწნილ კომფორმისტებს, მაგრამ...


ჩემი ბიჭი პირველად რომ შეერკინა EAსპორტის ფეხბურთს, გამწარდა.


ბურთის მიღებიდან 5 წამში მეტოქე ართმევდა და უბურთოდ ტოვებდა..


10 თუ 20 წარუმატებლობის შემდეგ გზას მიაგნო.

გაშვებული ბურთის შემდეგ ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე უკან შემობრუნდებოდა და საკუთარ კარებში გაჰქონდა გოლები. წინააღმდეგობა არ ხვდებოდა და გოლის გატანა გამოსდიოდა. ტრიბუნების ყიჟინა (მერე რა რომ მტრის ყიჟინა) არ ახანებდა.


გაიხარა ასე ბევრჯერ და.. ვირტუალური ბურთის ფლობა ისწავლა.


მაგრამ ის მაშინ 7 წლის იყო, კომპიუტერული თამაშის ჯერედობა კი შეუზღუდავი, რეალობისგან განსხვავებით.


პუტინს ვერ უგებთ, მაშ სააკაშვილს მაინც უნდა მოუგოთ?

რამდენი წლისები ხართ?

No comments: