დღეს ამას დავწერ.
იშ!
ძირს პათეტიკა მოკვდავებო.
თქვენი არ ვიცი და მე პირადად ჭიები შემჭამენ სიკვდილის შემდეგ, ან იქნებ კრემატორიუმში ვდენატურირდე.
არ მადარდებს, თუ რატომ ამას ბოლოში ვიტყვი.
ძირს პათეტიკა.
ადამიანის სისხლი ყოველდღე 14-ჯერ არის პირველადი შარდი, მერე თირკმელეში უკუშეიწოვება სისხლში, ისევ სისხლი ხდება.
და განავალსაც ფერი ჰემოგლობინის, სისხლის გამწითლებელის მეტაბოლიტის, სტერკობილინის გამო აქვს ყავისფერი.
და კიდევ- რომ სასწორზე რომ დგეხარ ეგ მატერია, მისი 87% (დაახლოებით) ერთ კვირაში უნიტაზს ან ჰაერს გაჰყვება და მის ადგილს სხვა მოლეკულები დაიჭერენ (რასაც შეჭამ და შეისუნთქავ).
და კიდევ, ყველანი (თუთქმის ყველანი) ჩათლახები (არა ალახის მიმდევრნები), გოიმები (არაებრაელები) და უკლებლივ ყველანი კი - დედამოტყნულები ვართ (თუ ვინმე უბიწოდ ჩასახვით მოვლენილი კითხულობს, ბოდიშს ვუხდი).
ჰო, და კიდევ, აუცილებლად მოვკვდებით, დამიჯერეთ.
და ყველაფერ ამასთან ერთად - არავინ არის ვალდებული ჩვენ გაგვხედოს ბედნიერი.
და ვერც გავხდებით ბედნიერნი სანამ არ გავხდებით ჩ ვ ე ნ
სანამ ერთი სხეულის მუშა ორგანოდ არ ვიგრძნობთ თავს.
ძირს პათეტიკა მეთქი, რომ ვთქვი რამდენიმე ფაქტით მინდა განვამტკიცო ჩემი მოწოდება.
ჩვენი ქვეყანა ღვთიშობლის წილხვედრი იყო თუ არა საკითხავია, მაგრამ შედეგად რომ ღვთიშობელმა ჩვენი მოქცევა ვერ მოახერხა - ფაქტი. არ ჩამოსულა საქართველოში.
იაკობ გოგებაშვილს საქართველოს მეზობლებში ჩამოთვლილი ჰყავს თურქები, სომხები, თათრები, რუსები და აფხაზები. ხო, მეზობლებში.
თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჩალოს მაზრა იყო, საიდანაც ქართველები მე-16 საუკუნიდან ჩაანაცვლეს აზერბაიჯანლებმა. ქართველები კი იმიტომ გამოიქცნენ, რომ ტყეები დაჩეხეს და შესცივდათ. აზერბაიჯანელებმა კი წიდით (გამხმარი ფუნა) გათბობა არ იუკადრისეს.
ვის ჰქონდა ღირსება, ვინც მამაპაპის მიწა მიატოვა, თუ ვინც ახალი მიწა (სხვათა შორის შოკოლადივით მიწა) ამტანობის საზღაურად მიიღო?
ამტანობაც არ ჭირდება ამას, - განწყობა ჭირდება.
სამხრეთში, ჯავახეთშიც ცუდ ამინდს გამოექცნენ ქართველები. წმინდა ადგილი კი ცარიელი არ რჩება.
ამ მიწას 2 საუკუნეა უვლიან სომხები. უძლებენ, შრომობენ და თბილისსაც ამარაგებენ კარტოფილით.
აჭარა?
რუსეთ-თურქეთის რამდენიმერაუნდიანი ომების შემდეგ მაზნიაშვილის გენიალური რეიდის და ასევე იმ მომენტში ახალფეხადგმული მსოფლიო წესრიგის (ერთა ლიგის დადგენილი რუქები, გლობალური კავშირები ზესახელმწიფოებს შორის, ზავები) ძალაში შესვლის წყალობით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილი.
მეგრული და სვანური ენები, ერთი ენათა ხის სხვადასხვა ტოტები, მაგრამ მაინც უფრო მეტად განსხვავებული ვიდრე რუსული უკრაინულისა და ბელორუსიულისაგან.
ოსები, შრომისმოყვარე დღიური მუშები, რომლებიც ქართველთა ბაღებს ჯერ წლების განმავლობში იაფად ამუშავებდნენ, შემდეგ ყიდულობდნენ, და შემდეგ რუსების არმიას ამოფარებულები სამშობლოდ იკანონებდნენ (1921 წელს კომუნისტები ბჭობდნე თურმე, რომელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი, საჩხერე თუ ცხინვალი. ოსები არცერთში ცხოვრობდნენ. ცხინვალი იმიტომ ირჩიეს, რომ დასავლეთში აფხაზეთის სახით საქართველოს მარყუჟი უკვე ჰქონდა).
და კიდევ, 4,5 მლნ მოსახლიდა 900.000 პენსიონერი და 700.000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. ანუ დანარჩენმა იქით რომ უნდა შევინახოთ ისეთი ქვეყნის მეოთხედი.
და უტვინოდ წაგებული ომების შედეგები, მოგების შანსები რომ გვქონდა და უტვინობით რომ ვერ მოვიგეთ იმ ომებს ვამბობ. რუსეთს ვერ მოვუგებდით - ხვდებით ალბათ.
და რაც ასევე მთავარია გასაჭყლეტ გასაგლეჯ-დასაძენძი გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდგომარეობა, რომელშიჩ ყველა მეზობელი თავისი ხეირის ნახვას ესწრაფვის.
არცერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს სეიფში შენახული პერსონალური ბედნიერებები ყველა მოსახლისათვის. მათ შორის არც სააკშვილს.
საქართველო ძალიან მერყევი ქვეყანაა, რომლის ღერძი ერი - ქართველები სახელმწიფოს ქონის ღირსნი ან ვართ, ან არა.
და მაჟორული დასასრული-
შენ თუ არ გეშველა მეც არ მეშველება, ყველამ თუ არ მოინდომა ვერავინ მიაღწევს.
ფაქტია და არა პათეტიკური ლოზუნგი.
ჰოდა ისე ვიცხოვროთ რომ ბოლოს გავიღიმოთ.
რომ სიკვდილის წინა წამს ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენი ადგილით სამყაროში, ჩვენი დანატოვარი ქვეყნით, ჩვენი შვილებით.
Thursday, April 30, 2009
ძირს პათეტიკა
Posted by cartwheel at 9:29 AM
Labels: ანალოგია, მერფის კანონები, პრეზიდენტი, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
10 comments:
ვფიქრობ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე,ოღონდ მართლა,ცოდო ხარ...
მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...
ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:
საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."
და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:
"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?"და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:
"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)
ღვთის გულისათვის, თავის გასამართლემლად ილიას და სხვა დიდ კლასიკოსებს ნუ დაეძგერებით ხოლმე რაა! ილია როცა ცუდზე უთითებდა ქართველობას, კი არ სძულდა, უყვარდა!!! ეს სტატია კიდე სიძულვილით, უსამართლობითა და საბჭოური დემაგოგიით გატანილი დამხვდა და გული მეტკინა! გარდა ამისა, "ძირს პათეტიკაო" და რაც წავიკთხე, პათეტიკის გარდა არაფერი ყოფილა იქ /)) ისე, ერთში მართალი ხარ - როცა ილიას მოხუცი სოსია მეწისქვილე, უსამართლოდ დაბრიყვებული, რის ვაივაგლახით წამოდგა თოვლის გროვიდან, ყველას გასაგონად თქვა: "ცოდო ვარ, შვილო, ცოდო"... დიდი ილიას კომენტარი ასეთი იყო: "მართლაც რომ ცოდოა, მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში" !!! და კიდევ - კაცი, რომელმაც თავისი ინიციატივით მარტო დაიტოვა თავი და ღმერთს უგანა, შიშისაგან დაქაჩული თვალებით შეჰყურებს მაკროკოსმოსს,რომლის წინაშეც მართლა მატლად აღარ ჩანს, არადა ამის აღიარებაც ესიკვდილება! ჰო, ამდენი დამიყბედია, ერთსაც დავიყბედებ: ქართველის ურმის ბორბლად წარმოდგენა შეურაცხმყოფელი კი არ არის, პირიქით, მრავლისმთქმელია! რა, არ იცით, რომ მთელს ევროპაში, და არა მხოლოდ ევროპაში, განთქმული იყო ქართული ურმის ბორბალი და სავსებით საფიქრალია, რომ უძველეს სამყაროს ქართველმა მიაწოდა ბორბლის იდეა?! ვინ უფრო დიდია, ვინც დღეს ფეშენებელურ ავტომობილებს უშვებს, თუ ვინც პირველ ბორბალს ქმნის?! ენამ, ადამიანისგან განსხვავებით, იცის, როგორ დაფაროს თავის ლექსიკურ მარაგში დასაფარი... საქართველოს კიდევ აურაცხელი დამსახურება აქვს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე, მაგრამ უმადური შინა თუ გარე მტრების რიცხვიც რომ აურაცხელია?! ასე რომ, ჩემ მეტს კიდევ ძალიან ბევრსა აქვს ჭკუა მოსახმობი!!! მოუხმობს, ხომ კაი, არა, და მეც მკი**ა :)))
პ.ს. ისე, ყველა ჩვიდმეტი წლის ყმაწვილს მინდა ვუთხრა, რომ სკეპტიციზმი, ცინიზმი და სიძულვილი ადამიანს ანადგურებს! საქართველოს მაჰმადიანმა მტრებმა ძალიან კარგად იცოდნენ (სხვათაშორის, 21-ე ს.-ის "თინეიჯერებზე" უკეთ) თავიანთი სისუსტეები. როცა ქართველი მღვდლების ამაზრზენი შეურაცხყოფით გავეშებულმა 2000-მა ქართველმა დედაწულიანად გაჟლიტა დამპყრობელი ბახტრიონის ომში, შაჰ-აბას |-მაც ასე შემოუთვალა ვახტანგ V-ს: ან აჯანყების მოთავეები გამომიგზავნე, ან საქართველოს ავაოხრებო. ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა თავი გადადეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ ცბიერ შაჰს აღარც სამხედრო და აღარც სულიერი რესურსი აღარ ჰქონდა საქართველოზე გასალაშქრებლად. ასევე, როცა ქართველები გაიგებდნენ, რომ დემეტრე მეფემ თავი გაწირა ერისა და ქვეყნისათვის, გაასკეცებული გააფთრებით შეუტევდნენ მომხდურს, ხოლო თავის მხრივ, ყეინმაც იცოდა ასეთ შემთხვევაში რაც მოელოდა და დიახაც (!) რომ ვერ გაბედავდა მტერზე დაბოღმილი ქართველებისკენ გამოეხედვას!!! ასე რომ, დემეტრე მეფის თავგანწირვას 21-ელები ჩირქს ვერ მოსცხებენ! ფანატიზმიც და იდეალიზმიც ხშირად ნებისმიერ პრაგმატულსა და მერკანტილურ აზროვნებას თუ ყოფას სჯაბნის!!! თუმცა უკვე მანქურთებად გაწვრთნილ ქართველ თინეიჯერებს სამშობლოსათვის თავგანწირვისა აღარა გაეგებათ რა... :(
ასეთ გამოუვალ და პარადოქსულ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ... რას მერჩოდით, ქალბატონო, რა დაგიშავეთ?! იმედს ვიტოვებ, ძალა გეყოფათ ჩემი პატიებისა...
ბოდიში მინდა მოვუხადო ბლოგის ავტორს, რადგან იძულებული ვარ აქვე გავცე პასუხი კომენტარს. საკმაოდ ვიფიქრე პასუხის დაწერაზე. რომ ვიცოდე ვის ვესაუბრები, უფრო გამიადვილდებოდა პასუხის გაცემა და კომენტარიც შესაბამისად უფრო კორექტული (ან პირიქით, არაკორექტული) იქნებოდა. როგორც ჩანს ანონიმურობას არჩევს იმის გამო, რომ ასე უფრო ეიოლება სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
ახლა კი ვეცდები თქვენი ნაწერიდან გამომდინარე გიპასუხოთ. დავიწყებ იმით, რომ დაგეთანხმებით ---"სკეპტიციზმი, ცინიზმი და სიძულვილი ადამიანს ანადგურებს!"- სწორედ ამის გამო დავდე თქვენს პირველ კომენტარზე კომენტარი. თუ არა ცინიზმი და სიძულვილი,მაშინ რას ნიშნავს თქვენი სიტყვები "...თუმცა უკვე მანქურთებად გაწვრთნილ ქართველ თინეიჯერებს სამშობლოსათვის თავგანწირვისა აღარა გაეგებათ რა... "
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენს შეფასებაში. თქვენ ხომ კომენტარს უკეთებთ ერთი მოზარდის ნააზრევს და არ გაქვთ მორალური უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ მთელ 21 საუკუნის ახალგაზრდობას. სამწუხაროდ ჩემი მიშო ვერ გიპასუხებთ. ამის ბედნიერება რომ მქონოდა მიხვდებოდით, და შეგრცხვებოდათ თქვენივე სიტყვების. იგი არასდროს ამბობდა ,რომ ზოგადად იდეალებით ცხოვრება ცუდია. თავადაც იდეალებზე გაიზარდა და 17 წლისამ უკვე მოასწრო სახელის დატოვება, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორსაც ესწრაფვოდა.
ეს ნაწყვეტი მისი ჩანაწერებიდანაა:
"გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის, სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ ამაყად და დარწმუნებული ვარ , მათ შორის არცერთს არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი. გიყვარდეს და აფასებდე შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია
კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ. "აწმყო, შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა". დღეს თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი."
და კიდევ - "ფანატიზმიც და იდეალიზმიც ხშირად ნებისმიერ პრაგმატულსა და მერკანტილურ აზროვნებას თუ ყოფას სჯაბნის!!!
--------
და არა ჯობნის...
მიშოს და ანონიმუსს.
ბოდიში რომ აქაურ პოლემიკაში აქამდე არ შეგხმიანებივართ.
საქმე იმაშია, რომ ორივეს გეთანხმებით.
თუმცა პოლემიკობანას და მსჯელობანას ახლაც არ ვაპირებ. ერთი მიზეზით – ეს ანონიმუსის ბოდიშია.
კარგი ბოდიშია, გულწრფელი. დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანის დაწერილია.
მიშო, (ხო ასე უნდა მოგმართოთ?) მოდი ვურჩიოთ ამ კარგ ადამიანს, თავისი ბლოგი შექმნას. თანახმა ხართ? თქვენი თანხმობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ბატონო ანონიმუს, გახსენით თქვენი ბლოგი. დარწმუნებული ვარ საინტერესო გამოვა.
ძნელი არ არის. პირობას გაძლევთ დაგეხმარებით, გავიაროთ ნაბიჯ ნაბიჯ, არ დაგზარდებით, პირიქით გამეხარდება.
:) ყველაზე მეტად თქვენი მომართვა მესიამოვნა.
Very good article. I'm facing a few of these issues as well..
Here is my web site ... transfer news liverpool fc
I savour, lead to I found exactly what I used to be looking for.
You've ended my four day long hunt! God Bless you man. Have a nice day. Bye
Look at my web site - chelsea transfer rumours december
Post a Comment