Wednesday, April 22, 2009

FM საქართველო

ალბათ უკვე 15 წელია რაც ჩვენს ცხოვრებაში FM რადიომ შემოაბიჯა.



ჩაბნელებულ, წაგებულ, უიმედო და ბინძურ ქალაქში, სანთლებს შემომსხდარ ბინებში "პირველი რადიო-რადიო 106" აჟღერდა.

თანაც თავიდანვე კარგი მუსიკით. საშვილიშვილო მადლობა მათ იმ დღეებისათვის ჩემგან და ალბთ ჩინური ფარან-რადიოების იმპორტიორებისაგან.



რადიო 106,4 დღესაც ჩემი ერთერთი ფავორიტია.

106,4-ს რადიო 105 მოჰყვა.

"105-მამაჩემის რადიო" არამარტო ახალი მუსიკა იყო ჩვენს რადიოებში, არამედ მუდმივი რადიოსპექტაკლი დახვეწილი იუმორით და რაც მთავარია მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.
მადლობა რადიო 105-ს და მის ძრავას - შალვა რამიშვილს. ძალიან მწყინს ეს კაცი რომ ჩვენს ცხოვრებას აკლია. რატომღაც მგონია რომ ეგ კაცი დღეს ჩემს სათქმელს იტყოდა. დაანახებდა ხალხს ოპოზიციის ვითომ პათოსის შინაარსს. რა ვიცი, ასე მგონია ვერ მოითმენდა ამ მასშტაბურ ფსიქოლოგიურ ბლეფს.

შემდეგ FM ოჯახს რამდენიმე არხი შეემეტა, რომელთაც საქართველოში სტავროპოლის კრაი დააბრუნეს, ვერ მიხვდებოდი sad xar, საქართველოში თუ რუსეთში. ვერ ვიტან მაგათ. დღესაც მტკიცედ დგანან, მრავლდებიან კიდევაც.

"მწვანე ტალღა" 107,4 ასევე კარგი, ხარისხიანი რადიოა, ხშირად ვყოვნდები მასზე.

ძველი კარგ მუსიკას კიდევ რამდენიმე რადიო აფრქვევს:

გირჩევთ:

104,3 სინდიკატი- ჯაზი
94,3 ჯიპა - კარგი მუსიკა ინგლისურენოვანი გადაცემები
95,9 მუზა- კლასიკა
95,5 კომერსანტი- კარგი მუსიკა


ფორტუნები, იმედი.. ვუსმენ ხოლმე. ქარიზმა აკლიათ.


და კიდევ,

"ნაცნობი" და "უცნობი"
ერთი ავტორის ორი ტაქტიკა.

"უცნობი", კარგი მუსიკა, ქარიზმა, რომელსაც "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" შოუ უქმნის. როგორც მინიმუმ არაგოიმური მუსიკა. თუმცა პატარკაციშვილის "tv-იმედობა" ვერ შეასრულა. საჭირო დროს საჭირო მოწოდებები კი ითქვა პატარა ქარიზმატიკების მიერ, მაგრამ ვიღამ დაგიჯერა?


"ნაცნობი" - ძველი ქართული, ნაცნობი-ნოსტალგიური ქართული და... რუსეთთან ომის შემდეგ გადასხვაფერებული - ეთერის ნახევარი ქართველების ნამღერ რუსულ რომანსებს ეთმობა.


არა, ქართველი ქალი მომღერლების ნამღერი "ატვარი პაწიხოოონკუ კალიტკუ" და კიდევ ბევრი, რომ რუსული რომანსის აღიარებული მწვერვალებია მჯერა.


მაგრამ


ეს რაღა უბედურებაა -
ქართული პოლიფონიით, ბოხი ქართული ხმით რუსული რომანსების კანკალი.


მაჟრიალებს. იმედია ომამდეა ჩეწერილი.

როგორც არ უნდა იყოს, ყურს მაინც საშინლად მჭრის ეს ნაძალადევი ქართულ რუსული ფესვების გამაერთიანებელი სათუთი გრძნობების თრთოლვა. თანაც ახლა უკვე ქართულ პუბლიკაზე გათვლილი.
რა უნდათ?

ნაძირალა ნაცვლიშვილმა რუსებთან ინტერვიუში რომ თქვა - არსებობს ნამდვილი ქართული მუსიკის არხი, სადაც ქართველები რუსულად მღერიანო (თანაც რა მონდომებით).


ანუ ეს ფაქტი უკვე ქართული შეუნიღბავი (USA-სგან შეუნიღბავი) სულის ამოფეთქვად დასახელდა.

მაია ყარყარაშვილისა და ლელა წურწუმიას რუსული გასტროლები გამახსენდა იმ დამპალ წლებში. ჩვენი მედია და ბომონდი დიდ აღიარებას რომ ელოდა რუსეთიდან. არადა რუსეთში წარმატებისათვის ამ ქალებს მინიმუმ გვარების და ცხვირების განახევრება მოეთხოვებათ. არ ვართ რუსებისთვის ტავარნი ვიდში, ისევ საკუთარ მსმენელზე ჯობია ორიენტაცია.

ჩემი ძმა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთთან ომი არ იქნებოდაო. შევეცი იმ ქვეყანას, რომელიც პირობას დებს რომ ომში არ ჩაერთვება.
სიტყვა ღირსება ჯერ კიდევ შევარდნაძემ გააბანძა.

ახლა ამათ უნდათ რომ ოფიციალურად გააქრონ ლექსიკონიდან.

2 comments:

russi said...

ehhhh...

Anonymous said...

I used to be suggested this web site by means of
my cousin. I'm not sure whether or not this publish is written by means of him as nobody else know such precise approximately my difficulty. You are wonderful! Thanks!
Also visit my web page :: tottenham transfer rumours news