ახლა და 2003-ში იგივე ხალხი იდგაო, მართალია?
თქვენც ასე ფიქრობთ?
მე მგონი არა!
პოლიტიკინები კი იგივენი არიან, მაგრამ ხალხი?
ხალხს მაშინ რა მიზანი ჰქონდა და ახლა რა მიზანი აქვს?
მოდი ვიპოვოთ რამდენიმე განსხვავება.
გამყრელიძე თავის ნაჭყებია-ჩიხრაძე-ვიღაცეებიანად, ირაკლი ბათიაშვილი, ასლანას მაგუასავით ათლილთავიანი ამბალი (ბრეგვაძე თუ არ ვცდები), ჯანსუღ ჩარკვიანი, ქეთი დოლიძე და გიგლა ლორთქიფანიძე მაგალითად, შევარდნაძის შეგნებული დამცველები იყვნენ.
იმ დროს საქართველოში კი არა მსოფლიო ახლო ისტორიაში არ იყო ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლის პრეცედენტი. დაუმატეთ ამას ნიჰილიზმის ჭაობი, რომელშიც ვიყავით და გამოვა რომ მაშინ საპროტესტოდ ქუჩაში იდეალისტები გამოსულან.
ასეც იყო.
არავის არ გვეგონა 20 ნოემბრამდე, რომ საქმე ხელისუფლების გადაყირავებით შეიცვლებოდა, არც გვინდოდა გადაყირავება.
სადღაც კუნჭულში კი გვეიმედწებოდა, იქნებ ინამუსოს და გადადგესო, მაგრამ გადაყირავებას არ ვფიქრობდით. ვთვლიდით რომ აცრილები ვართ გადატრიალებებზე, და გადადგომაზე მხოლიდ განსაკუთრებულ ეიფორიაში მყოფები ოცნებობდნენ.
არც ლიდერებს მოუწოდებიათ ხალხისათვის ჩამოვაგდოთ, სკამი დავუწვათ, კუდით ქვა ვასროლინოთ, ციხეში ჩავაყუდოთ და დედა მოვუტყნათო.
არ ყოფილა ეს.
შევარდნაძემ მაშინ უჩვეულო სიხისტე გამოიჩინა, ის აზრიც კი ვერ აიტანა რომ მის პარლამენტში 30 პროცენტი მიეღო ოპოზიციას, ამას დაერთო შევარდნაძის ხელისუფლების ვერტიკალის პარალიზება და ..
მიშამ 20-ში თქვა უნდა გადადგესო და 22-ში ხალხმა გამყრელიძით ქვორუმიანი პარლამენტის სხდომა ჩაშალა .
23-ში ედუარდ შევარდნაძემ თქვა გადავდექიო!
მოლაპარაკების შემდეგ თქვა.
მას შემდეგ გაივსო აჟიტირებული ხალხით რუსთაველი, მას შემდეგ იყო მოლოცვები და ჩახუტებები.
ამათ კი 3 დღე კი არა, მესამე წელია წაიღეს ტვინი ამ დეკლარირებული-დაქადნებული ჩამოგდების მცდელობებით.
არ გამოსდით.
იცით რატომ?
არ არიან მართლები მიშასთან.
არ არიან მართლები მოსახლეობის უმრავლესობასთან.
არ არიან საკმაოდ გამჭრიახები კომბინაციითა და მოზომილი ნაბიჯებით მიზნის მისაღწევად.
აბა რად მინდა ასეთი ხალხი სახელმწიფოს სათავეში?
არრრ მინდა.
დღეს მიტინგებზე მაშინდელი წესიერი იდეალისტების, ფრთხილი ოპტიმისტი იდეალისტების ადგილი უჭირავთ სხვა ხალხს. სხვა მიზნებს, სხვა ზრახვებს. ეს ხალხი 2003 წლის წარმატებული პრეცენდენტითაა გულმოცემული და თანაც შურით გაჯიუტებული, თუ მათ შეძლეს მაშინ, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთო?
მოდელი ასეთია.
ამ ხელისუფლებამ აშკარად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოიძულა ერთი კორპუსის 300 ოჯახიდან 20-30 ოჯახი:
5-ს გარაჟი დაუნგრია,5-ს ლოჯია, 5-ს კორუფციული ბიზნესი მიუხურა, 5-პოლიცია საბაჟოდან დაითხოვა.
მოიძულა ეს კონკრეტული ადამიანები ასევე კონკრეტული 280 ოჯახის სასარგებლოდ. მსაჯული ის 280 ოჯახია, რომელიც თუ გადაწყვეტს, რომ საერთო ინტერესი სისულელეა, რომ ქვეყნის ღირსება მხოლოდ ბინის კარების შიგნითაა და არა გარეთ, მაშინ ამ ხელისუფლებას წასვლა, წასვლა კი არა გაქცევა მოუწევს.
მე კი იმ შესაძლო გამარჯვებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება არ მინდა.
გაგონილა, 42 წლის ასაკში კიდევ ემიგრაციაზე ვიფიქრო, როგორც 1994 წელს ვფიქრობდი?
არ მინდა.
Tuesday, April 14, 2009
2003-ში იგივე ხალხი იდგაო, მართალია?
Posted by cartwheel at 1:32 PM
Labels: ანალოგია, ოპოზიცია, ხალხი, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ყველაფერში გეთანხმები, და შენის ნებართვით ერთს დავამატებდი მხოლოდ... ცოტა ხელიფლებამაც იზარმაცა, ცოტა რაღაც მთლად ისე ვერ გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა, და ამ ყველაფერმაც ამხელა მასშტაბები იმიტომ მიიღო. მეტი ფხიანობაა საჭირო საქმის გასაკეთებლად და ნაკლები ლაქლაქი. ოპონირებას არ გიწევ არავითარ შემთხვევაში, ვთქვი კიდეც რომ სრულად გეთანხმები თქო. მაგრამ უმიზეზოდ არაფერი ხდება. საბოლოო ჯამში კი ხალხი ცოდოა...
მეც მაგას ვამბობ, რომ არა ხელისუფლების შეცდომები, ხალხი ამ მატრაკვეცებს არ გამოყვებოდა. რა თქმა უნდა, ბევრია ამ აქციაზე პირადად დაბოღმილი, ვინც ვერ აიტანა წესრიგის დამაყარების მცდელობა ქვეყანაში, მაგრამ შეცდომები მაინც იყო დაშვებული. თუმცა ერთი ფაქტია, ჩემმა მტერმა იხილა ესენი სახელმწიფოს სათავეში.
Post a Comment