Thursday, April 16, 2009

"ფარაონი"

სახლში კომპიუტერი 2001 წლიდან მაქვს, პირველი სერიოზული თამაში, რომელსაც მთელი ოჯახი დიდი გატაცებით ვთამაშობდით "ფარაონი" იყო.
ისტორიული სტრატეგია ცივილიზაციის დასაწყისზე. ულამაზესი გრაფიკა ჰქონდა და კარგი გახმოვანება.


ჰოდა, მთელი ოჯახი ვუსხედით ხოლმე გარშემო ამ თამაშს.
ყველა თამაშს აქვს რაღაც გასაქცევი, ასაცილებელი სიტუაცია. ამ სიტუაციებს (ჩავარდნა, სიკვდილი, აფეთქება, აცილება) ყოველთვის თან ახლავს შესაბამისი იმედგაცრუების, დაცინვის, დაცემა, დანგრევის, კვნესის ხმები.


ეს ხმები შენთვის მთავარი სასჯელი ხდება. უნდა ეცადო რომ აღარ გაიგონო.


ფარაონში კი, თუკი ვერ იყავი ბრძენი მმართველი, ხალხი, ოჯახები თავის აშენებულ და გაუმჯობესებულ-გადაკეთებულ სახლებს ტოვებდა და სადღაც შორს გარბოდა, ცოლ-ქმარი, ატირებული ბავშვები ბოხჩებით ზურგზე, წელში მოხრილები.


ისე უნდა გეთამაშა, რომ ხალხი არ გაგქცეოდა.

ამ გაქცევების შემდეგ დაცარიელებული სახლები, რომლებიც მანამდე თვალს ახარებდა (ფერადი, სართულებიან-საჩრდილობლიან, ჭებიან-პალმებიანი)
დაბრახუნება-ჩამოქცევის ხმაზე მტვრის ბუღს აყენებდა და ნაგავ-ნანგრევებად, ნაცარტუტად იქცეოდა.


ეს სურათი გუშინ გადავიღე ახალციხისკენ გზაზე, ვერტმფრენიდან.



suraTs daaklikeT.

აი, ზუსტად ის ხმა გამახსენდა, "ფარაონის" სახლების ნაცარტუტად ქცევის -ბრახუნ-ბრაგუნი და ხრეშის ცვენის.


ის მტირალი ოჯახებიც გამახსენდა მობუზულები რომ გარბოდნენ სხვა ქვეყნებში.

კი, აგარაკებია, უსახლკაროდ არ დარჩენილან ამ სახლების ამშენებლები, მაგრამ რამდენი იმედი დაემსხვრათ, რამდენი შრომა, ნერვიულობა და ფული დაკარგეს, რამდენი ხე დარგეს, იხარეს ბავშვების ჭყლოპინით საკუთარ ეზოებში, სულ ტყუილად, თურმე.

ამ პოსტს 3 თემაში(labels-ში) ჩავდებ:
"1991", "ტერორი" და "საზოგადოება".

თქვენც იცით რატომ.

5 comments:

უსახელო said...

ახალციხის ფოტოც თამაშიდან ამოღებული მეგონა, რა უბედურებაა...

cartwheel said...

ახალციხის გზაზეა გადაღებული, ოღონდ თბილისთან ახსლოს, ბეთანიის ახლომახლოს. აგარაკებია. ჩემიც სადღაც ახლოსაა, ცოტა უკეთეს კონდიციაში. ისარეთში (ის-ტორიის, არ-ქეოლოგიისა და ეთ-ნოგრაფიის ინსტიტუტის აგარაკებზე (მუხათგვერდში).

Anonymous said...

muxattskaro da ara muxatgverdi.

cartwheel said...

xo, muxaTcyaro.

cartwheel said...

მუხათგვერდი მოიცდის, თუმცა მუხათგვერდში არა, საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში მაქვს ადგილი, ამ მილენიუმზე.

თუ მანამდე კრემაცია არ შემოვიდა მოდაში.