Wednesday, May 19, 2010

ქალღმერთი-დიდი დედა

რელიგიის ისტორიის მიხედვით ადამიანმა ჯერ ქალღმერთი შექმნა.
ეს ქალღმერთი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საკულტო ძეგლია. მისი ავტორი პალეოლითში ცხოვრობდა, დაახლოებით 200 საუკუნის წინ.
ეს ის დრო იყო, როცა ცხოვრება ძალიან შორს იყო პროგრესისაგან, ცვლილებებისგან, დინამიკისგან. მაშინ ადამიანმა იცოდა რომ მის წინ ამ გამოქვაბულში ასევე ცხოვრობდა უსახელო წინაპართა უამრავი თაობა და მის შთამომავალსაც ზუსტად ასევე უნდა გაეგრძელებინა არსებობა. მისი საზრუნავი სითბო, სიმშვიდე, ბუნების წყალობა და ჯანმრთელობა იყო.
დიდ დედას სრულად შეეძლო ამ სურვილების აღსრულების ადრესატი ყოფილოყო.

ადამიანი, ჰომოსაპიენსი ხომ ძალიან დიდი ხანია არსებობს, ზოგი მილიონ წელს ამბობს, ზოგიც 100.000ს.
უფრო ხალმოკლე ვადა, 100 ათასი რომ ავიღოთ, გამოვა რომ 96 ათასი წელი ადამიანები, რომელთაც მიზერული კვალი დატოვეს, სრულიად კმაყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ დიდი დედის ზედამხედვდლობითა და მწყემსვით.
ვინ იცის, იქნებ ამ 96 ათასი წლიდან 30 ათასი წელი (300 საუკუნე) მაინც ხომ იქნებოდა ადამიანი დიდი დედის მადიდებელი?






მას შემდეგ რაც ადამიანმა ვაშლი შემეცნებისა იგემა და თავის თავს, როგორც პროგრესის მონაწილეს, თემის, გვარის, ეთნოსის, ერის საერთო წარმატებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს შეხედა, აღმოაჩინა, რომ მისი სამyარო არ შეიძლება შემოფარგლულიყო დიდი, მსუქანი, თბილი და მზრუნველი დედის შესაძლეობებით.
მას დასჭირდა უმაღლესი გონი, ყოველთვის მართალი და ყოვლისმცოდნე, რომ თვითონაც ეძებნა ეს ყოველივეს ცოდნა. ის აღარ უნდა დამსგავსებოდა დიდ დედას, მას მისაბაძად მამაკაცი ღმერთი სჭირდებოდა. და იპოვა კიდეც.
ქალღმერთებმა გვერდზე ჩაიჩოჩეს, თავიდან არ გამქრალან, მხოლოდ უზენაესი სტატუსი დაკარგეს, შემდეგ კი სულაც უარყოფილები იქნენ.
მამაკაცი ღმერთების გაჩენას მალევე მოჰყვა დამწერლობისა და არქიტექტურის გაჩენა .ეს იყო დაახლოებით 5-6 ათასი წლის წინ.






და თუ ეს დაშვება მართალია, მაშინ დიდ დედას, რომელც ვთქვათ 36 ათასწლეულისა, უფლება აქვს პანთეონში და იქნებ გონებაშიც თავისი კუთვნილი კუთხე მოითხოვოს მის მიერ ნამწყემსი ადამიანებისაგან.

იქნებ აქვს კიდეც ეს კუთხე? იქნებ საკმარისია მისი დღესაც შემორჩენილი სტატუსი:
ქრისტიანები ღვთისმშობელს იმდენივე სანთელს უნთებენ რაც მამას, ძესა და სულიწმინდას ერთად. ხომ არ არის ეს უნებური დიდ დედასთან მიბრუნებისა და მობოდიშების გამოხატულება?
დედაბუნდბა, ადგილის დედა, დედამიწა, დედააზრი, დედაბოძი, დედმამა, დაძმა, ქალვაჟი, ინდოელები დღესაც თაყვანს სცემენ შივას, მრავალხელა ქალღმერთს.

იქნებ ქრისტიანები უკეთეს პირობებში აღმოვჩნდით. ქრისტიანობამ ჩვენ ხომ დიდი დედა დაგვიტოვა. ჩვენ ის გვყავს და ველაპარაკებით კიდევაც მარიამის წინაშე სანთლის დანთებისას.

იეღოვას მოწმეების აგრესიულ-ენერგიულ ნოტაციებს რატომ აღარ მოჰყვება ამ რელიგიის შემდგომი გავრცელება? იქნებ ქრისტიანებს არამხოლოდ ქრისტეს ჩვეულებრივი მოკვდაობა არ გვჯერა, არამედ მარიამის დაკარგვის გვეშინია?
მაშინ ხომ მკაცრი პრინციპული, მართალი მისგან დავალებული და მასზე დამოკიდებული მამაღმერთის ამარაღა დავრჩებოდით?
კარგია დედაღმერთის ან თუნდაც მარიამის გარეშე თუ არა?





მოიგეს თუ წააგეს მუსულმანებმა ქალი რომ არ ჰყავთ პანთეონში?

იქნებ ქალი პანთეონშ გვხვდის გულჩვილსა და უპრინციპოს? შემგუებeლსა და კმაყოფილს?

იქნებ შივას იმედად ყოფნა ტოვებს ინდუსებს ინდიფერენტულ თვითკმაყოფილებაში, რის შედეგად მათ 800 მილიონიან ერს ერთი ოლიმპიური ჩემპიონიც კი არა ჰყავთ?
ანდა პირიქით, ქალი რომ გააძევეს პანთეონიდან იქნებ ამიტომაც არიან ასე კატეგორიულნი მუსულმანები. მათ უმაღლესი გონის გარდა მსაჯული აღარავინ ეგულებათ, იმეცადინეს რაც შეეძლოთ. ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია, მედიცინაში მნიშვნელოვნად გაასწრეს ევროპელებს მეთხუთმეტე საუკუნემდე. შeმდეგ კი სამეცნიერო ტექნიკური ბაზის არარსებობის შედეგად სტაგნაცია განიცადეს და მეცნიერებაში იმედგაცრუებულებმა ღმერთს როგორც ერთადერთი სწორი გზით მწყემსავ დასამორჩილებელ უმაღლეს გონს შეხედეს.
ისინი კვლავ უმაღლეს გონს ეთაყვანებიან. ამის დასტურად მიმაჩნია ის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები რომელიც უმაღლეს საინჟინრო, არქიტექტურულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ დონეს მოითხოვს მუსულმანურ ქვეყნებშია:
რეკორდსმენი მალაზიის პეტრონას ტაუერი დღეს რეკორდსმენმა დუბაის ბურჯ ხალიფამ შეცვალა. ამ მშენებლობების ინტელექტუალური ბირთვი ევროპელთაგან აიყვანეს და თავის ქალაქებში ააშeნებინეს ტაძრები უმაღლესი სამართლიანი და მკაცრი გონის სადიდებლად, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.





რატომ აღარ აშენებენ უფრო მდიდარი ევროპა-ამერიკელები ასეთივე ნაგებობებს?
რამ მისცა მათ თვითკმაყოფილება მხოლოდ იმითი, რაც რაციონალური და მოხერხებულია, იქნებ დიდი დედის გარანტირებულმა კეთილგანწყობამ?



"პორტობელოელი ჯადოქარი" (პაულო კოელიო) ეკლესიამ მოკვეტა როგორც ქმარსგაშორებული და ის ღმერთის ძიებას სუფთა ფურცლიდან შეუდგა. მან იპოვა ის, 360 საუკუნის ასაკის, მუდამ ჩვენთან მყოფი, ოღონდ სტატუსის გარეშე დარჩენილი. ათენას ქრისტიანობა და ქრისტე არ უარყვია. მისთვის ქრისტე დარჩა "მოდით ჩემთან ჩემი წესის მიმდევარნო და სხვა ყველაფერი ჯანდაბას" მასპინძლად, რომელთანაც ეკლესიამ არ მიუშვა. არ მიუშვა იმ საბაბით, რომ ეკლესიამ, ჯანდაბაზე გასაგზავნი ერთერთი ბარიერი "სხვა ყველაფრიდან" (განქორწინებულობა) არ შეიძლებოდა გადალახულიყო ქრისტესთან მისასვლელ გზაზე.






---------------------------------------------------------------------
და თუკი რელიგია მართლაც არის ხალხის მენტალური სტატუსის შემქნმელი, მისი ქმედებების მამოდელირებელი, როგორია ამ მხრივ მართლმადიდებლობა. რას გვჩუქნის და რას გვართმევს?
როგორია ის სხვა რელიგიებთან შედარებით?



იქნებ შივას იმედად ყოფნა ტოვებს ინდუსებს ინდიფერენტულ თვითკმაყოფილებაში, რის შედეგად მათ 800 მილიონიან ერს ერთი ოლიმპიური ჩემპიონიც კი არა ჰყავთ?

==============================================================================
==============================================================================
რა წვლილი აქვს მართლმადიდებლობას ჩვენს წარმატებებსა და მარცხებში?
მე მართლმადიდებელი ათეისტი ვარ. ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რომ ათეისტი ვარ ჩემს თავს შეგნებულად ვაკუთნებ იმ ადამიანებს რომელთაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არ უდგათ ეჭვის ქვეშ.
მე მიყვარს ეს ხალხი და არაფრით გავცვლი მათთან ერთად ერთ ჩვენ ჯგუფში ყოფნის სიხარულსა და სიამაყეს. მაგრამ ვერც იმ უფლებას დავთმობ რომ ეჭვით შევხედო ყველაფერს.
მართლმადიდებლები ნაკლებად წარმატებულები არიან სხვა ქრისტიანებთან შედარებით. მართლმადიდელთა შორის კი ქართველები ვართ სხვაზე ნაკლებად წარმატებულნი.

დიდი დედის, მარიამ ღვთისმშობელისადმი მოჭარბებული იმედი და რწმენა ხომ არ არის ამ შედეგის გამომწვევი?
დიდი დედას მართლმადიდებლებში მეტი ძალა აქვს ვიდრე ევროპელებში, ქართველებში კი სხვა მართლმადიდებლებზე მეტი.
საქართველო ხომ მარიამის წიხვედრი ქვეყანაა. ვერ ჩამოვიდა აქ საქადაგოდ, მაგრამ წილყრისას ხომ შეხვდა და ახლა ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივარია ღმერთის საუფლოში (ნეტამც მართლა).
ქართველებმა ხომ იძულებითი ათეიზმის ეპოქაში მხოლოდ დედა- ქართვლის დედა დავაბრუნეთ და ხმალიც მას გადავულოცეთ.





მაშინ როცა ყველა ევროპულ ქალაქში საუკუნეების განმავლობაში იდგა ცხენზე აღმართული რაინდი, ჩვენ როცა ძეგლების აგების საშუალება მოგვეცა ერთ ცხენოსანს (ვახტანგ გორგასალს) სასწრაფოდვე ამოვუყენეთ დამთრგუნავი რაოდენობის პრეისტორიული დიდი დედის ძეგლები: მედეა ბიჭვინთაში, მუზა ფილარმონიასთან, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთში, და მათი კრებითი ქართვლის დედა ნარიყალას გასწვრივ.



მომავალ გლობალურ იდეალურ რელიგიაში, რომელსაც გლობალიზაცია და დედამიწის დაპატარავება უცილობლად მოიტანს, რა ადგილი ექნება დიდ დედას?





ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა გვქონდეს თუ არა მომავალში ის რაც დღეს ერთი მხრივ გვაძლებინებს ამ დამთრგუნავ წაგებებისა და გაჭირვებების უსასრულო ჯაჭვის თრევას და მეორეს მხრივ, არაობიექტური ზოოლოგიური ოპტიმიზმის ჩანერგვით თვითონვე გვკიდებს დიდი წაგებებისა და მცირე მარცხების ახალახალ მძიმე რგოლებს. ვხეირობთ თუ არა იმით, რომ ჯერ კიდევ კალთაში მჯდომიარე, გარანტირებულად დაცული და საბოლოოდ აუცილებლად გამარჯვებული გვგონია თავი?


-------------------------------------------------------------------------


ჩვენგან დედამიწის გადაღმა, ზუსტად ჩვენს ფეხთ ქვეშ, ოღონდ დედამიწის მეორე პოლუსზე, სადღაც ჩილესა და ავსტრალიას შორის აღდგომის კუნძულებია. ევროპელები იქ რომ ჩავიდნენ აბორიგენები აღარ იყვნენენ, მხოლოდ მათი ნაშთი დახვდათ, ერთ მწკრივად ჩალაგებული ქვის თავების გრანდიოზული მწკრივები. მათი შემქმნელი ტომი გამქრალი, ამოწყვეტილი იყო. "დისქავერიში" მოვისმინე, დღეს მეცნიერები თვლიან. რომ კუნძულელები მას შემდეგ გადაშენდნენ, რაც კუნძულზე ხეები დაჭრეს და ეკოლოგიირი კატასროფა მოიწყვეს. ხეების დაჭრა კი იმისთვის დასჭირდათ, რომ
მთაში გამოჭრილი ტოტემის ქვის თავები ოკეანის პირას ჩამოეგორებინათ.
იმ დროს, როცა ტომის ბელადს ან ბელადს ამხედრებულ ჭკვიანს ლიდერს უნდა ეთქვა , უნდა ეყვირა დრეს ეს ხეები უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თავების ერთ მწკრვში დალაგებაო, არ თქვა, არ იყვირა. ისინი თავიანთმა რწმენამ, თურმე ცრურწმენამ გადააშენა.
აქეთ რა გველის გადმოღმა?

როგორ უნდა ჩამოვცოცდეთ დიდი დედის კალთიდან და ვისწავლოთ სიარული?
ვისწავლოთ წაქცევებისა და წაქცევის საფრთხის მიუხედავად?


იქნებ ეს სულაც არ იყოს ზურგის ქცევა დიდი დედის მიმართ, იქნებ მასაც მოვბეზრდით ბებერი უსუსური ბავშვი. ჩვენ ფეხზე დადგომა ხომ ბევრმა უმცროსმა დაგვასწრო. ვინ მეტად შეასრულა დედის სურვილი, ჩვენ მიწებებულებმა თუ მათ გაჭენებულებმა?





რა გაგვიზრდის პასუხისმგებლობას საკუთარი სახელწიფოს მიმართ? საერთოს მიმართ?
ვინ გაათრევს ჩვენს გასათრევს? ვინ დაგვიცავს, დიდი დედა თუ მასზე უარის თქმა?

2 comments:

Gabriel Fletcher said...

ისლამური პანთეონი არაა ქალის გარეშე. ფატიმა და ფატიმას ხელი ისეთივე გავრცელებული სიმბოლოა როგორც ნახევარმთვარე...

Anonymous said...

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ამ სტატიის ავტორს აქვს ზეინტელექტუალისა და ანალიტიკოსის დიიდი პრეტენზია, ერთადართი კომენტარი არსებობს: ვიშ, ქაა! :)))