
დღეის სწორს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ადამიანმა სატელეფონო ზარი განახორციელა.
პირველი ხმა, რომელიც ტელეფონით გადაიცა ტელეფონის გამომგონებელს, ალექსანდრ გრეჰემ ბელს ეკუთვნოდა.
ეს იყო 1876 წელს, 10 მარტს.
ტელეფონმა მას შემდეგ ევოლუციის რთული გზა გაიარა და დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ევოლუცია დაამთავრა.
თუკი რამ ფუნქცია შეუძლია ადამიანის ფანტაზიას მობილურს მიაწეროს, უკვე გამოგონილი და გაკეთებულია.
ჯიბეში მოთავსებულმა ტელეფონმა ჯადოსნური კვერთხის ფუნქციები შეითავსა:
ტელეფონი - ტელევიზორი,
ტელეფონი-ინტერნეტი,
ტელეფონი-ფოტო-ვიდეოკამერა,
ტელეფონი- ოფისი,
ტელეფონი- რვეული,
ტელეფონი-კომპიუტერი,
ტელეფონი-მაღვიძარა,
ტელეფონი-სათამაშო.
ფულის და მონდომების საქმეა, თორემ დღესვე შეგიძლია ტელეფონით აანთო გაზი და დაქოქო მანქანა, დააყენო ბინაში სასურველი ტემპერატურა ან მორწყა სათბური ოკეანის გადაღმა.
რამდენჯერმე მომიწია ერთდროულად 3 ტელეფონზე ლაპარაკი:
ჩემი მობილურზე, საავადმყოფოს ქალაქის და საავადმყოფოს შიდა ტელეფონებზე. კიდევ კარგი ორივე სიმი ერთ აპარატში მაქვს, თორემ იქნებ მეოთხესაც დაერეკა იმ დროს.
საჭიროა, ვაღიარებ.
მაგრამ ერთხელ 3 დღე რომ მქონდა გაფუჭებული, თავი კურორტზე მეგონა. 
Wednesday, March 10, 2010
ტელეფონი
Posted by
cartwheel
at
11:51 AM
2
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Monday, March 8, 2010
კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?
კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი 


ჩემი ცხოვრების 43 წლიან ბიოგრაფიაში არ მახსენდება დღე, როდესაც მე თუნდაც ერთი ყვავილი მეჩუქნოს ქალისთვის "ქალთა ინტერნაციონალური დღის - 8 მარტის" აღსანიშნავად.
მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ შორეულ სოციალისტურ ბავშვობაშიც კი სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტაშფანდურს და ჩემთვუის მასში მონაწილეობა არასდროს მოუთხოვიათ.
100 წლის წინ 8 მარტს, კოპენჰაგენში მანამდე ცოტა ხნით ადრე აბობოქრებული ქალთა მოძრაობა გაერთიანდა და ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ კრების ერთერთი აქტივისტი და ამ მოძრაობის მდივანი გახლდათ გერმანელი ქალი კლარა ცეტკინი, რომლემაც ეს თანამდებობა და რეპუტაცია ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.
ის თავისი მიზნის აღსასრულებლად მთავარ მოკავშირედ კომუნისტებს და 1917 წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა.
საბჭოთა კავშირიც ხელისგულზე ატარებდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალს, 1933 წელს, როცა ის მოსკოვში გარდაიცვალა, სასაფლაო ლენინის მავზოლეუმისაგან ახლოს, კრემლის კედელთან მიუჩინეს.
ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ისეთივე იყო როგორიც სხვა ათასი რევოლუციური ავტორიტეტის, რომელთაც მთელი ბავშვობა თავში გვიდებდნენ თაყვანისცემის ობიექტად.
ანუ არ მიყვარდა, ვერ ვუგებდი და ჩუმად ვაპროტესტებდი მათ დეკლარირებულ ბუმბერაზობას.
არადა ახლა რომ ვუყურებ, რას მიშავებდა, კონკრეტულად კლარა ცეტკინი მყავს მხედველობაში. ის მართლაც უშველებელი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. მაშინ ევროპაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდათ, მათ მეორეხარისხოვანი ადამიანების სტატუსი ჰქონდათ და პოლიტიკაში მათი წონა ოფიციალურად იყო 0-ის ტოლი.
პოლიტიკას ვინ ჩიოდა, ქალის რეალურ წონაზე კი ეს მაქვს მოსმენილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს 1666 წელს დაბადებული ქალი თუკი 66 კილოზე ნაკლებს იწონიდა, უპირობოდ აგდებდნენ მდინარეში დასახრჩობად როგორც კუდიანს, ვიღაც ჭკვიანს გამოუთვლია, რომ ცოცხს 66 კგ-ის აწევა შეუძლია და ე. ი. უფრო მსუბუქები კუდიანები იყვნენ.


მართალია, მეოცე საუკუნეში გადასარჩენი აღარავინ ჰყავდა, მაგრამ კლარა ცეტკინი მაინც კარგადაც მოიქცა რომ იბრძოლა, ღირსება ჰქონია, ენერგიული , მიზანდასახული ყოფილა, საკუთარი მიზნის აღსასრულებლად გონიერი ნაბიჯების გადაგმის უნარი ცოდნა და განათლება ჰქონია.
რითაა ფლორა ნაითინგეილზე ნაკლები პატივისცემის ღირსი (რომელმაც წითელი ჯვარი დააარსა)?
ამ მხრივ ჩემს თვალში რეაბილიტირებულია.
მეორე საქმეა კლარა და რუსეთი.
ის ცხოვრების მეორე ნახევარში 1933 წლამდე ნებივრობდა კომუნისტურ პატივისცემაში, ღებულობდა ლენინის ორდენებს, დასეირნობდა საბჭოთა კურორტ-სანატორიუმენბში და დითირამბებს არ იშურებდა საბჭოთა რუსეთის მიმართ.
რაც ჩემთვის განსაკუთრებული კომპრომატია - ვერ ხედავდა იმ ქვეყანაში გასაპროტესტებელ საკითხს.
ერთადერთი, რასაც შეიძლება დაეტყვევებინა სამართლიანებისთვის მებრძოლი ქალი, დაეტყვევებინა იმდენად, რომ საკუთარი პრინციპი, დაჩაგრულის დახმარება, თანაბარი უფლებები ადამიანებს ეროვნების, რასის, სქესის მიუხედავად, გვერდზე გადაედო, იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის სიდიდე და სიძლიერე.
მან რუსეთში ის დასინახა, რაზეც ნინო ბურჟანაძეს 100 წლის შემდეგ "თვალები აეხილა"
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გრძნობთ, რუსეთის დედაქალაქში რომ დადიხართო, ნინომ ანთებული თვალებით უპასუხა " ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი, ქვეყანა, ქვყანა, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო, რომლის სიძლიერე საქართველომ არათუ უნდა გაითავალისწინოს, არამედ გულშიც კი არ უნდა გაივლოს მისი შეწუხება საკუთარი ინტერესებისთვის".
ბოდიში არაზუსტი ციტირებისთვის, მაგრამ დამოკიდებულება აშკარად დოკუმენტურია - დიდება დიდ რუსეთს.
შემდეგი თეზა კიდევ უფრო ილუზიური აღმოჩნდა, თურმე მას ჰქონია რუსეთთან პრობლემების მოგვარების პროგრამა, და ამ პროგრამის მთავარი ღერძი ყოფილა თავაზიანობა!
რუსეთი კეთილია, ზრდილობიანი მიმართვა საკმარისი ყოფილა მისი გულის ასაჩუყებლად. პუშკინი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი და.. პრაშუ, პრაშუ ვ აპხაზიუ ი ასეწიუ.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუკი კლარა ცეტკინს 100 წლის წინ თავისი სამართლიანობისათვის მებრძოლის დროშის შენახვა რუსეთის სიდიადემ, რეალურმა სუპერმასშტაბურმა ცვლილებებმის ეიფორიამ და მებრძოლის ოპტიმიზმმა აიძულა, ნინო ბურჯანაძეს არც არასდროს ჰქონია ამ ქვეყნის მიმართ არც იმედი და არც ეიფორია, მას გათვლილი და აწონ-დაწონილი საკუთარი სარგებელი აქვს.


თქვნ კი გულწრფელ ადამიანებს, ამ პოსტის მკითხველ ქალებს, გილოცავთ გაზაფხულის კიდევ ერთ დღეს, რომელიც ჭირვეული და ქარიანი კი გამოდგა, მაგრამ ნამდვილად უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ყველა წინა დღე ამ წელს.
International Women's Day
Observed by Albania, Algeria, Argentina, Armenia, Australia, Azerbaijan, Bangladesh,Belarus, Bhutan,Bosnia and Herzegovina, Brazil, Bulgaria, Burkina Faso, Cambodia, Cameroon, Chile, China, Colombia, Croatia, Cuba, Cyprus, Denmark, Finland, Georgia, Greece, Hungary, Iceland, India, Italy, Israel, Laos, Latvia, Lithuania, Kazakhstan, Kyrgyzstan, Macedonia, Malta, Mexico, Moldova, Mongolia, Montenegro, Nepal, Norway, Poland, Portugal, Romania, Russia, Serbia, Slovakia, Slovenia, South Africa, Sweden, Spain, Syria, Taiwan, Tajikistan, Turkey, Turkmenistan, Ukraine, Uzbekistan, Vietnam, Zambia
Posted by
cartwheel
at
12:53 PM
5
comments
Labels: forum.ge, ვინიგრეტი, სადღეგრძელო
Friday, March 5, 2010
რჩევები პარიზში წამსვლელებს, ანუ თქვენ
*პარიზ-პარიჟ-პაღიჟ
*პარიზი ზამთარში
*პარიზელები. მოქალაქეთა ექსტერიერი
*ფრანგი პარიზელები
*პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები.
*ქვა პარიზში
*პარიზის მეტრო
*მრავალფეროვანი პარიზი
*პარიზი - ინგლისი
*პარიზი-რუსები
*ლუვრი
*პირველი ინსტრუმენტები
*ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური 
/მე მგონი გავედი ფინალში - ამ პოსტით პარიზის თემას ვხურავ ერთად 16 წერილი გამოვიდა. პარიზი/
ნუ მიიღებთ ჩემგან რჩევებს რაღაც იმპერატივად, თქვენ თქვენს პარიზს ღმოაჩენთ, შეიძლება ჩემი პარიზისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულს. მეც შეიძლება მეორე ჩასვლაზე (თეორიაა) სხვა პარიზი აღმოვაჩინო. აქ იმ რჩევებს დავდებ, რომლებიც ჩემმა ერთ კვირიანმა ამ ქალაქში ცხოვრების გამოცდილებამ მომცა.
პირველ რჩევად უნდა დამეწერა, პარიზში წასვლამდე გუგლერსში მონიშნეთ (ზემოთ ჭიკარტი რომ აქვს იმით) მოსანახულებელი ადგილები მეთქი, მაგრამ აგერ არა მაქვს? აგერ თქვენ პარიზის შპარგალკა.
დასახლდით ცენტრში, ლუვრთან ახლოს. თუნდაც რიშელიეს ქუჩაზე და თუნდაც "ჰოტელ მალტე ოპერაში" სადაც მე ვცხოვრობდი. ამ ადგილს რამდენიმე უპირატესობა აქვს: ბევრ მისასვლელს ფეხით აღწევ,
ხო, პარიზში ფეხით სიარული ისედაც ერთერთი მთავარი სანახაობა და თავგადასავალია.ფეხით სიარული კი პარიზში ისეთი რამაა, რაც მე მაგალითად, დიდ უკმარისობად დამრჩა 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 5 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ.
წინასწარ განეწყეთ, რომ თქვენს ფეხებს ჯაფა დაადგება , მაგრამ პარიზი დოპინგია, შეუმჩნეველად გაივლით დღეში 3-5 მარშრუტს. ლუვრის დათვალიერების დღეს თვითონ ლუვრის შენობაში ალბათ ათი კილომეტრი ვიარეთ, ერთ დღეში შემოვიარეთ. გისურვებთ ერთზე მეტი დღე გქონდეთ ლუვრისთვის.
პარიზის ყოველი დღის ბოლოს ცხელი აბაზანა უნდა მიიღო. ეს აუცილებელია მეორე დღისათვის კუნთები რომ არ გეტკინოს. გირჩევთ ამას როგორც ექიმი.
ჩემი მეუღლე და ჩვენი მეგობარი ოჯახი (ერთ სასტუმროში ვიყავით) თავიდან უკადრისობდნენ ცხელი აბაზანის მიღებას იმ საბაბით, რომ "იქ ხომ ათასი ჯურის ტურისტს უბანავია" მაგრამ როცა აღმოაჩინეს რომ მეორე დღეს მე მართლაც აღარ მტკიოდა კუნთები თვითონაც გატყდნენ. ბოლოსდაბოლოს აბაზანის შემდეგ კიდევ დაიბან, თუკი ზანგები და ჩინელები გელანდება შენს აბაზანაში. სასტუმრო მართალია 3 ვარსკვლავიანი იყო, მაგრამ არათუ ყოველდღე აწკრიალებდნენ, ცვლიდნენ სააბაზანო ნივთებს, არამედ თეთრეულსაც ცვლიდნენ.
პარიზში წადით მეგობრებთან ერთად, საუკეთესო ვარიანტია მეგობარ ოჯახთან ერთად. თანაც თუ ეს ოჯახიც შენსავით (არადა ვინც აქამდე კითხულობთ, ნაღდად ამ კატეგორიაში გადიხართ) მზად იქნება მოინახულოს ყველა პარიზული ლეგენდა, თაყვანი სცეს დიდ ფრანგ ხალხსა და მათ წინაპრებს, კაცობრიობის ისტორიას, რომლის ცხელი გულიც პარიზში, ლუვრში ასვენია, მაშინ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ შემძახებელი "რა დროს დაღლილობაა, როდენის მუზეუმი აქვეა, ნაპოლეონის საფლავიდან 50 მეტრში". ჩვენ გაგვიმართლა ჩვენი მეგობრები მართლაც საუკეთესო მეგზურები აღმოჩნდნენ. დღის ბოლოს ნომრებში განცალკევების წინ ერთმანეთს დაღლილები ვეხუმრებოდით - არ ვეცით თაყვანი ფრანგებს თქო, თუმცა იმ ქვეტექსტით, რომ რასაც თაყვანი ვეცით (ანუ რისთვისაც ძალიან დავიღალეთ) ამას იმსახურებდა.
მუზეუმები
ლუვრი
ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა, პომპიდუს ცენტრი
მუზეუმ კარტა
საფარანგეთში ვერსად ნახავ ინგლისურ წარწერას. ერთადერთი ნივთი, რომელზეც ინგლისური წარწერა აღმოვაჩინე მუზეუმკარტა იყო. მუზეუმ კარტა სპეციალურად ტურისტებისათვის განკუთვნილი ბილეთია, რომლითაც ერთი, ორი ან ოთხი დღის განმავლობაში პარიზის ნებისმიერ მუზეუმში შედიხარ, თანაც ურიგოდ, სპაციელური "ელიტარული" შესასვლელით. ჩვენ 45 ევროიანი მუზეუმკარტები ვიყიდეთ, 4 დღიანი და ბოლოს რომ გამოვთვალეთ მოგებულები დავრჩით, თანაც ერთი გენახათ რა სიამაყით ჩავუვლიდით ბურჟუა ევროპელების რიგებს, ამოვიღებდით "იზ შიროკიხ შტანინ" ამ ბილეთს და ყველა კარი უმალ იღებოდა. ჰოდა ამ მუზეუმკარტას მოყვება ორგვერდიანი თაბახი მუზეუმების ჩამონათვალით, იქაც კი ფრანგული შავად ეწერა, ქვემოთ კი ინგლისურად, ოღონდ ღია ვარდისფრად ძლივს რომ წაგეკითხა.
აუდიოგიდი.წიგნები.
სად ვჭამოთ.
სასტუმროებში მინიმუმ ერთი კვება, საუზმე ალბათ გექნებათ. შვედური მაგიდის პრინციპით. საუზმე ჩვენთან ძალიან კარგი იყო. გინდათ თუ არა, საუზმე ვალდებული ხართ დაუზარლად მიირთვათ
ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც მოსტაცე და ირბინე (ანუ ჭამე ნა ხოდუ)პრინციპით საკმაოდ იაფად შეგიძლიათ შიმშილი დროებით მიაძინოთ.
დღეში ერთხელ მაინც რესტორანში შესვლა მოგიწევთ. აირჩიეთ რესტორან-კაფეებით დახუნძლული პატარა ქუჩები. დააკვირდით სტუმრობს თუ არა მას ხალხი. გირჩევთ შეხვიდეთ თუთქმის გაჭედილში და არა თითქმის ცარიელში.
სასურსათო მაღაზიაში პირველივე დღეს იყიდეთ მშრალი სასუსნავი, წვენები. დიდი ალბათობით გამოგადგებათ. მიეცით თავს უფლება გასინჯოთ უცნაური ხილი სასურსათებიდან. პატარა მწვანე ბანანები კი ქალაქში სირბილისასაც წაგადგებათ.
შოპინგი
საერთოდ ყიდვას რაც ეხება, ამაში გაგვიმართლა. ზამთარი (ოღონდ არა ახალწლებზე) დიდი სეილების პერიოდია.
თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზიას წარწერა აქვს - SALE 30%,50%,70%,
ჩვენ წინასწარ გეგმაში "შოპინგი" არ გვქონია, მაგრამ პირველივე მაღაზიაში იმდენად კარგი ფასები დაგვხვდა, რომ მერეც ხშირად შევდიოდით. საბოლოოდ ოჯახის ყველა წევრისთვის 2-3 ნივთი, ტანსაცმელი შივიძინეთ.
უკანა გზაზე პრაღაში 8 საათი გვქონდა, იქაც გავიარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ პრაღა პარიზზე ძვირია ამ მხრივ.
სუვენირები. გამოცდილება, ჩემ შემთხვევაში მწარე გამოცდილება ისაა, რომ ცოტა ეიფელი ვიყიდე. ახლა რომ მოვთვალო სუვენირებში (წვრილ-წვრილ საჩუქრებში) ალბათ 50-70 ევრო დავხარჯე, და აქედან ეიფელებში (პატარა ბრელოკებში) მხოლოდ 4. დიახ ამ ფასად ვიყიდე ეიფელის გზაზე ტროკადეროზე აკიდებული არალეგალი ზანგისგან 10 ცალი. 3 ერთ ევროდ, 4 ერთ ევროდ, 5 ერთ ევროდო, მომსდევდა და მევაჭრებოდა ავდექი და 10 ვიყიდე, მეგონა ბევრი, აქ კი აღმოჩნდა რომ ცოტა. რამდენიმე დასასაჩუქრებელი ადამიანი კი გეგულება და მათთვის ყიდულობ საჩუქრებს, მაგრამ თურმე უნდა გაითვალისწინო შენიანი კარგი ხალხის დიდი პლასტი, რომელიც თბილისში დაბრუნებისას სიამოვნებით მიიღებს შენგან რაღაც პარიზულს. არ ვიცი არალეგალი ზანგების (ფრანგულსაც ძლივს რომ ამტვრევენ) გაყიდული ეიფელები "ნაკურთხია" თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დროული და იაფიც კია.
მაგნიტები არ გამოგრჩებათ, რა თქმა უნდა. მე ბევრი ნიყიდე. მათ შორის მაგნიტების ნაკრები პარიზის ღვთიშობლის ტაძარში მართალია 18 ევროდ, მაგრამ 24 ცალი. ღირს.
ტრანსპორტი ქალაქში
( მეტრო პარიზში).
აეროპორტში ჩაფრენისას ქალაქში ტაქსით წამოხვალთ, ავტობუსის ძებნა ალბათ არ ღირს, თანაც ჩანთებაკიდებული.
უკანა გზაზე სასტუმროდან წინა საღამოს უნდა დაიბარო (გამვლელ ტაქსს ვერ აიყვან). თანაც დროის ისეთი მარაგით, შემთხვევით საცობს რომ გადააწყდეთ აეროპორტის ტრასაზე. არადა ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაბი თუ ინდუსი მძღოლი გვიხსნიდა, 3 ამბავი ხდება ახლაო, ავტოავარიაა წინო, ტაქსისტების გაფიცვა და გზის სამუშაოებიც მიდისო. მოკლედ გზას დაგეგმილი 40 წთ-ის ნაცვლად 1 სთ დასჭირდა.
წაიკითხეთ მეტრო პარიზში.
სასტუმრო
ჩემი ქუთაისელი თანამშრომლის ქუთაისური ხუმრობა გამახსენდა, როცა გაიგო ვაკეში ვცხოვრობდი,მითხრა -აუფ,ვაკეში ვცხოვრობდე და სულ არ ვჭამ საჭმელსო.
ჰოდა პარიზში ვცხოვრობდე, და თუნდაც სენაზე კარავში (ტურისტად, სამუდამოდ არა, რა თქმა უნდა).
ჩემი სასტუმროსი კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი.
პირველ რიგში მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო: ყველა სანახაობის შუაში, ბევრ დანიშნულების ადგილთან ფეხით სავალზე. მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სასახლე, რომელსაც ჩვენი ქუჩა ებჯინებოდა პერპენდიკულარულად, ჩვენგან დაახლოებით 100 მეტრში, თვით ლუვრი, ლუვრის ერთერთი კოშკი იყო.
სასტუმრო რიშელიეს ქუჩაზეა, ქვია "ჰოტელ მალტე ოპერა" 3 ვარსკვლავიანია. ფასში შედის ძალიან გემრიელი , პარიზის შესაბამისი (მეტროსგან განსხვავებით) საუზმე შვედური მაგიდით.
ზამთარში სასტუმროზე (ისევე როგორც ფრენაზე) დიდი ფასდაკლებაა.
შეიძლება გათვალო უფრო იაფ სასტუმროზეც, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, მოიგებ თუ არა თუკი ყველა მისასვლელთან ტრანსპორტი დაგჭირდა და თუკი საუზმობა ქალაქში მოგიწია.
ჩვენ ჩვენი არჩევანით კმაყოფილები დავრჩით.
სასტუმრო თბილისში, "ინტერტურში" გვირჩიეს, დაგვიჯავშნეს, რისთვისაც მადლობა მათ. კარგი რჩევა აღმოჩნდა.
ხო, ფოტოაპარატი.
ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ფოტოაპარატის ქონა.
ჯობია აქედანვე წაიღოთ დიდი მახსოვრობა . ჩვენ მაგალითად 6 გიგაბაიტი არ გვეყო. ფოტომაღაზიაში DVD-ზე გადავაწერინე და 12 ევრო დამიჯდა. ჯობდა ამ ფასის ჩიპი აქედანვე წამეღო.
სურათები ბევრი გადაიღეთ. მუზეუმებში ფოტოგადაღება დაშვებულია, ოღონდ არა ფლეშით.
გადაიღეთ მინი ვიდეოები - 15 -20 წამიანი, ოღონდ ბევრი.
გადაიღეთ სურათები, როცა ერთ კადრში ორი სიუჟეტია მოქცეული (მაგალითად პარიზის ხედი გვერდზე ქიმერებით, ეიფელი გვერდზე ზანგი სუვენირის გამყიდველით).
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.. როცა იქნება, ოღონდ აუცილებლად, ერთხელ მაინც.
P.S.ამ ქალაქში პარდონ, ბონჟჯრ, მერსი ჩვეულებრივი და თანაც აუცილებელი სიტყვებია.თქვენ გახდებით ამ სიტყვების ადრესატი. უპასუხეთ თქვენც.
პატარა სასაუბრო რომ მეყიდა წინასწარვე, უხერხულობის გრძნობა ნაკლებად დამეუფლებოდა, როცა ფრანგი საფრანგეთში ინგლისურად გიხსნის, შენთვის დროს კარგავს, შენ კი მადლიერების აღსანიშნავად არ შეგიძლია 2ფრანგილი სიტყვა უთხრა.
Paris 2010 - Funny videos are here
კარგი ლინკი, ათი აუცილებელი სანახავი ადგილი პარიზში
http://www.squidoo.com/top10-things-to-do-Paris-France
Posted by
cartwheel
at
2:32 PM
6
comments
Labels: პარიზი
ლუვრი
ადგილი სადაც კაცობრიობის ცხელი გული ასვენია.
სახლში რაც თავი მახსოვს ერთი სქელტანიანი მეწამული ფერის ფრანგული ალბომი მაქვს. ალბათ მამიდაჩემს აჩუქა ვინმემ. ან შეიძინა ძალიან ძვირად "დახლქვეშიდან" აბა მაშინ, ბრეჟნევის დროს ასეთი წიგნები არ იყიდებოდა.
ამ წიგნის ილუსტრაციებით ვიცი მე კაცობრიობის ისტორია, ეს წიგნი ლუვრის ატლასია, ჩემს მიერ ათასჯერ დათვიერებული და სამწუხაროდ ვერწაკითხული. თუმცა ამ ბოლო გარემოების წყალობით ირაციონალუ რი თაყვანისცემის ობიექტად ქცეულლი.
იმ დილას ლუვრისკენ გზაზე გავიაზრე რომ ლუვრი მხოლოდ უდიდესი მუზეუმი, ან თუნდაც მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი კი არ არის, არამედ კაცობრიობის მუზეუმია, ჰომო საპიენსის ისტორიის მუზეუმია.
ლუვრიდან გამოსვლისას ეს გრძნობა გამიმძაფრდა, ადამიანმა რომ მოინდომოს სამყაროს აჩვენოს თავიისი მზეუმი და ეს მუზეუმი მთვარეზე ააშენოს, იქ ლუვრი უნდა გადაიტანოს.
დიახ სრულიად კაცობრიობის მუზეუმი უკვვე არსებობს. ის ფრანგებმა დააარსეს და საუკუნევების განმავლობაში ზარდეს.
ლუვრის დათვალიერებისათვის მხოლდ ერთი დღის დახარჯვა იმ დღეში გაგდებს როგორშიც იქნებოდი კლაუდია და ნაომი ერთდროულად რომ გისრულებდნენ თავხედ ოცნებებს, შენ თვალახვეული იყო და თანაც დარწმუნებული, რომ ეს ქალები პოსეიდონის ნგრევა სგადარჩენილი ზემო იმერელი ბანოვანები. ძნელი ალეგორიაა, მაგრამ დოკუმენტური. მართლა მეუფლებოდა ასეთი განცდა, როდესაც დარჩენილი სანახავი მარშრუტის სიდიდის გათვალისწინებით აჩქარებულები რუსთაველზე სეირნობის სიჩქარით ჩავუვლიდი ისეთ ექსპონატებს, რომელზეც ერთი დღე თუ არა, ერთი საათი მაინც უნდა დაგეხარჯა, გეცქირა გაშტერებულს, წაგეკითხა მისი შექმნის, აღმოჩენისა და ლუვრში გადმოტანის ისტორია.
ვერ ჩამოვყვები აუცილებლად სანახავ ექსპონატებს. ამის ნაცვლად გირჩევთ ლუვრის სტუმრობის წინა დღეებში შეიძინოთ ლუვრის შესახებ წიგნი. საერთოდ მუზეუმების წიგნები აუცილებლად უნდა შეიძინოთ და თუ საშუალება გექნათ ძვირიანი და დიდი.
თუ თქვენ ჩემსავით პირველივე საღამოს სეირნობისას აღმოჩნდით ლუვრის ეზოში, ლუვრის შუშის პირამიდაში ჩადით და მოითხოვეთ უფასო სქემები ტურისტებისათვის, რომელსაც ლუვრში შესვლის წინა საღამოს გადახედეთ, მერე რომ არ დაიბნეთ.
ჩვენ გიდი არ გვყოლია და მისი აყვანის მიზანშეწონილობაზე ვერაფერს გეტყვით.
მსმენია რომ ძვირია, 200-თუ 300 ევრო. თუ საშუალება გაქვთ ან ჯგუფთან ერთად ხართ, უნდა აიყვანოთ. უამრავ საოცარ და მნიშვნელოვან ამბავს შდიტყობთ და ჩემსავით ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დაგრჩებათ.
მაგრამ თუ გიდი გამოირიცხა,
მუზეუმში წაიღეთ წინასწარ ნაყიდი წიგნი ლუვრის ატლასი. ლუვრში წარწერები მხოლოდ ფრანგულია და ძნელი ამოსაცნობი. მაგალითად მიშელ ანჟელ მიქელანჯელოა, დელაკროიქსი დდლაკრუა, წარწერები ინგლისურად რომც იყოს საკმარისი არ არის.
მე აუდიოგიდი ავიღე, 6 ევროდ, თუმცა სანამ გავერკვიე უკვე მესამე დარბაზში ვიყავით, შემდეგ კი ბატარია ორჯერ დამიჯდა, და საათების განმავლობაში უსარგებლოდ მეკიდა კისერზე. აუდიოგიდი ყოველ დარბაზში მხოლოდ 1-3 ექსპონატის შესახებ მოგითხრობს. თუმცა არ წამიგია, რა ინფორმაციაც მომცა აუცილებლად მოსასმენი აღმოჩნდა.
პ. ს. კაცობრიობის ერთობლივ მუზეუმს რაც შეეხება ჰიპერბოლა ვიხმარე. ლუვრს აკლია ჩინეთი იაპონია, ინდოეთი და მაიას მარგალიტები, ჩვენი ოქროს ფონდის ანტიკური კოლექციაც ერთ დიდ დარბაზს ღირსეულად დაიჭერდა სხვა სუპერექსპონატების გვერდით.
არადა კავკასია იქ ერთადერთი სომხური ხაჩკარით- ქვის მოჩუქურთმებული ჯვრით არის წარმოდგენილი.
Posted by
cartwheel
at
2:19 PM
0
comments
Labels: პარიზი
"ავატარი"


გუშინ მე და ჩემი ბიჭი "ავატარზე" ვიყავით. 14 წლისაა და ვერბოვკა დამჭირდა წასაყვანად.
მულწიკები არ მაინტერესებსო მითხრა, რის მულტფილმი ,მეთქი, კამერონის ფილმია, კაცმა ტიტანიკის შემდეგ ეს გადაიღო და მთელი მსოფლიო დიდი თვალებით ელოდება მის ნახვას მეთქი, ტელევიზორში ასეთი ფილმის ნახვას აზრი არა აქვს, ძირითადად სანახაობა იქნება, სპეცეფექტები, რომლებიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა უნახოს მეთქი.
ფილმის შემდეგ კი უჭოჭმანოდ მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სანახაობა-ფილმი ვნახე.
ერთი თვის წინ ვნახე "2012", ისიც კარგად მახსოვს, მაგრამ "ავატარი" როგორც სანახაობა ერთი თავით მაღლა დგას ყველა ჩემს მიერ ნანახ, და ალბათ საერთოდ გადაღებულთაგან.
პოსტს არ დავწერდი, მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ მე ეს ფილმი მაღალ შემოქმედებად ვაღიარე.
სპილბერგიც არ იყო ჩემთვის შემოქმედი სანამ "შინდლერის სია" გადაიღო, კამერონსაც მისი კომერციული წარმატებების მიუხედავად შემოქმედად არ ვაღიარებდი. ტიტანიკის წარმატებას თემის ეფექტურობისა და საუკეთესო სპეცეფექტების თანხვედრის შედეგად მივიჩნევდი.
მაგრამ ამ კაცმა ერთ მსოფლიო მასშტაბის რეკორდსმენ ფილმს, მეორე მიაყოლა, თანაც სხვა ჟანრის. და ჩემში ინტერესი გაორმაგდა, ხომ არ დაიბადებიდა ჩემს თვალში ახალი შემოქმედი კამერონისგან ისევე, როგორც ეს მოხდა სპილბერგის "შინდლერის სიის" ნახვისას?
მოკლედ ჩემს მოლოდინს ინტრიგაც ახლდა.
ფილმის დაახლოებით პირველი საათის მიწურულს, ის ის იყო სანახაობის სილამაზით, მისი დინამიურობითა და სირთულით მოხიბლული მზად ვიყავი ეს ფილმი შემოქმედებად მეღიარებინა, გულს სიუჟეტის ძირითადი გეზი მიწვრილებდა.
მთელი ერთი საათი გულშემატკივრობ ჯეიკსა და მის ავატარს, რომელთაც ერთი შეხედვით უძნელესი მისია აქვს. უნდა აუხსნას აბორიგენებს, რომ მომხვდური ადამიანები ძალიან ძლიერები არიან და უდრტვინველად თუ არ დათმეს თავისი სოფელი, თავისი სიწმინდეები და უჩუმრად თუ არ გადასახლდნენ "ცის ხალხი" ანუ ადამიანები მათ გაანადგურებენ. აბორიგენი ველური ნა'ივები კი თავის მიწას არ თმობენ, იმის მიუხედავდ რომ არსენალში 3 მეტრიანი მოხერხებული სხეულების, მფრინავი ცხენებისა და შუბების გარდა არაფერი გააჩნიათ.
მთელი ერთი საათი ჯეიკთან ერთად შენც გინდა შეაგნებინო ამ არსებებს, რომ ათასჯერ ძლიერ სასტიკ ძალას უნდა გაშორდნენ და არ შეეწინაარმდეგონ.
მიუხედავად იმისა, რომ სტერეო ხედვის სათვალე გიკეთია და 3D დოლბი სურაუნდ ხმების შუაგულში ხარ, გული მაინც გეკუმშება. საქართველო?
კითხულობ უნებურად. როგორ? კამერონმა ეს ფილმი იმის დასადასტურებლად შეგვიქმნა, რომ საქართველო რუსეთს არ უნდა შებრძოლებოდა?
სად არის ჩემი ნაქები ამერიკა და ჰოლივუდი, რომელიც ამ ჭრელ დედამიწაზე არა მარტო ძალის ღერძია, არამედ მორალისაც.
თურმე კიდევ 2 საათი მაქვს წინ ჭრელი, დინამიური, სენტიმენტური და ალეგორიაბით აღსავსე თავგადასავლის.
აღარ მოგიყვებით.
აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ ყველას გირჩევთ ნახოთ, თანაც აუცილებლად კინოთეატრში. სტერეო გამოსახულებით თუკი ადრე იმედგაცრუებული დარჩით, ამჯერად, ყველაფერი კარგადაა. როგორც "ჯუნიორში" წავიკითხსე, სტერეო ჩვენების პროგრამის გაუმჯობესებაში თვითონ კამერონს მიუღია მონაწილეობა. მადლობა მას ამისთვისაც.
მოკლედ მე ვაღიარე.
ეს ფილმი შემოქმედებაა.
ზოგს დოსტოევსკი მოსწონს და ზოგს ტოლკეინი, ზოგს ვივალდი და ზოგს კი "ზეპლელინები" არაა აუცილებელი თქვენც აღიაროთ "ავატარი" შემოქმედებად.
James Francis Cameron[1] (born August 16, 1954) is a Canadian film director, producer, screenwriter, editor, and inventor.[2][3] His writing and directing work includes The Terminator (1984), Aliens (1986), The Abyss (1989), Terminator 2: Judgment Day (1991), True Lies (1994), Titanic (1997), and Avatar (2009). In the time between making Titanic and his return to feature films with Avatar, Cameron spent some years creating documentary films, and also co-developing the digital 3-D Fusion Camera System. Described by a biographer as part-scientist and part-artist,[4] Cameron has also contributed to underwater filming and remote vehicle technologies.[2][3][5]
In total, Cameron's directorial efforts have grossed approximately US$1.75 billion in North America and US$4.91 billion worldwide,[6] making him one of the highest-grossing directors of all time.[7] Cameron's Titanic and Avatar are the two highest-grossing films of all time.
ნახვად, თუნდაც 15 ლარად ყველასთვის ღირს.
ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან ალბათ გაძლებენ, მაგრამ ფილმი რუსულადაა.
Posted by
cartwheel
at
12:55 PM
8
comments
Thursday, March 4, 2010
ბედნიერება ხონჩით
ჩემს სიღნაღურ უიკენდზე უკვე დავწერე, და ჩავთვალე რომ thats all, მაგრამ ეს სურათები იგივე სიღნაღობანიდან მაინც მინდა რომ დავდო.

ეს სიღნაღის მემორილური კედელია, ამ რაიონიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეულთაგან 4900 ადამიანმა თავი გაწირა, ომში დაიღუპა.
ამ კედელზე მათი გვარებია ჩაჭუჭყნული, ძლივს ეტევა ამ მემორიალზე. ქვევით კი საქართველოსათვის ომებში 1990 წლიდან დაღუპულთა მემორიალია სადაც 11 გვარია.
4911 თავგანწირულ გმირთაგან 11-ია საქართველოსთვის.
ვანო ხარაზიშვილი(სამაჩაბლო)
გიორგი მოსეშვილი(სამაჩაბლო)
შალვა სიხაშვილი(სამაჩაბლო)
ვანო ნანობაშვილი(აფხაზეთი)
დავით ჯანჭარაშვილი(აფხაზეთი)
ზაურ მჭედლიშვილი(სამაჩაბლო)
არსენა კოჭლამაზაშვილი(აფხაზეთი)
მოსე ზალიაშვილი(აფხაზეთი)
ხვიჩა ბიძინაშვილი(აფხაზეთი)
გიორგი აბრამიშვილი(სამაჩაბლო)
პაატა ჩახნაშვილი(აფხაზეთი)
გზაში კი, კვლავ მეგაბილბორდები გხვდება, რომელიც გვპირდება, რომ საქართველოს კუთვნილ ბედნიერებას თოვლის ბაბუა მოგვიტანს.
ხონჩით.
სიღნაღის სტატისტიკაში მთელი საქართველოს სტატისტიკა ირეკელება. თანაფარდობა დაახლოებით ასეთია:
სხვის ომებში დაღუპული ქართველები ბოლო 100 წლის განმავლობაში 350.000
საკუთარი სამშობლოსთვის დაღუპული კი დაახლოებით 4500.
ჩვენ ბოლო საუკუნეში სხვის ომებში არათუ მხოლოდ 350000 ჯანმრთელი მამაკაცი დაგვეღუპა, არამედ მათი სავარაუდო ნამატი (უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში-3 თაობა) ერთ მილიონამდე ადამიანი.
რატომ გამოდგა მსოფლიო ომები ჩვენთვის სხვისი ომი?
საქმე იმაშია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში, მსოფლიო ისტორიაში არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით ომში მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთის მოკავშირეებად რჩებიან ომის შემდეგაც, განსაკუთერბული ხელშეკრულების გარეშეც.
დღეს საფრანგეთი, ამერიკა, ბრიტანეთი რუსეთის არაფორმალური მოკავშირეები არიან, მათ მოიგეს ომი ფაშისტებთან. ეს ლოგიკურია და ნორმალური.
მაგრამ, რატომ არ იმუშავა ამ დაუწერელმა კანონმა რუსეთისათვის საქართველოსთან მიმართებაში?
განა ცოტა იყო არასრული 4 მილიონიანი ერისაგან მსხვერპლად გაღებული 350.000 მამაკაცის სიცოცხლე?
დღეის სწორს 1933 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტმა თავის საინაგურაციო სიტყვაში თქვა.
"ერთადერთი რისიც ჩვენ უნდა გვეშინოდეს, ეს თვით შიშია".![]()
![]()
რუზველტმა არჩევნები ეკონომიკური კრიზისით, სიღარიბითა და კრიმინალით შეშინებულ ამერიკაში მოიგო1932 წელს , მაგრამ იმავე წელს მასზე თავდასხმის შედეგად ის და მისი თანმხლები 5 ადამიანი მძიმედ დაიჭრნენ, ერთი დაიღუპა.
ინაგურაცია რუზველტის გამოჯანმრთელების შემდეგ ჩატარდა, 1933 წლის 4 მარტს.
Roosevelt offered hope against the tired administration of Herbert Hoover and won an overwhelming victory by 22,809,638 votes to 15,758,901. Three months after his victory he survived an assassination attempt in Florida (five others were wounded, one fatally, by the shots from a deranged unemployed bricklayer) and was inaugurated on 4 March 1933. In his address, he declared that "the only thing we have to fear is fear itself". The country "asks for action, and action now. Our greatest primary task is to put people to work".
Posted by
cartwheel
at
4:20 PM
2
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, ოპოზიცია
Wednesday, March 3, 2010
რობინზონ კრუზოს კუნძული





დადექით, ქუსლები ერთმანეთს მიატყუპეთ. ჩაიხედეთ ქვემოთ, ქუსლების შეხების წერტილისკენ.
წარმოიდგინეთ რომ იმ მიმართულებით, ანუ დედამიწის ცენტრის გავლით ჭოგრიტი გაქვთ, რომელიც დედამიწის გადაღმა, ქვედა მხარეს დაგათვალიერებინებთ. ეს ჭოგრიტი ოკეანეში ამოყვინთავს და ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულები იმ ადგილიდან იქნება აღდგომისა და რობიზონ კრუზოს კუნძულები.
გუშინწინ რობინზონ კრუზოს კუნძულს ჩილეს მიწისძვრისშემდგომმა ტაიფინმა გადაუარა.
ტაიფუნის სიმაღლე 5 მეტრი იყო და მნიშვნელოვნად აჭარბებდა პროგნოზირებულს.
მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა ტაიფუნს, 40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება, კუნძულზე ნაგებობა ფაქტიურად აღარ დარჩა.
მაგრამ გადარჩენილი უსახლკარო მოსახლეობა მადლობას სწირავს ღმერთსა და ერთ თავის თანაკუნძულელ 12 წლის გოგონას, რომელიც, მას შემდეგ რაც ჰორიზინტზე ტაიფუნის წამომართული ქედი დაინახა, არ დაიბნა და დასახლების საგანგაშო გონგის ცემას მოჰყვა.
მან გააღვიძა სოფელი და მან მისცა მათ გადარჩენისათვის აუცილებელი დრო.
გონგი სოფელში თავიდანვე ყოფილა, ხანძრისა თუ შტორმის შესატყობინებლად.
ის ხალხი, ვინც დაიღუპა გვერდითა ხეობაში ცხოვრობდა და გონგის ხმა მათ ვერ მისწვდა.
წყარო: რადიო Gipa.
ამჟამად ცუნამი აღდგომის კუნძულებისკენ მიისწრაფის.
Tsunami warning came too late for Robinson Crusoe Island - Feature
Posted : Mon, 01 Mar 2010 00:40:11 GMT
By : dpa
Category : Nature (Environment)
Santiago- Islanders in the Chilean archipelago of Juan Fernandez felt a slight tremor early Saturday, one just like any other of those they hardly take notice of, and they slept on. Over the course of the morning, they saw on television the damage that the massive quake had caused in the city of Concepcion and elsewhere on the southern Chilean mainland.
And then officials started waiting for information about a possible tsunami, but it ever came. Instead, as they saw the sea starting to rise, they rushed to switch on the sirens - but it was too late for some.
The tsunami killed five people on the island, while 14 remained missing a day later, a toll that may have been avoided had the tsunami-detection and warning mechanisms been in order, some say.
Upon hearing the sirens, some of the 629 residents of the village of Juan Bautista on Robinson Crusoe Island ran to the hills with no time for salvage.
A wall of water - possibly nearly 5 metres high - ravaged everything in its way. Within a few minutes, the scene of the adventures of Scottish sailor Alexander Selkirk - marooned on the island from 1704 to 1708, and immortalized in Daniel Defoe's novel Robinson Crusoe - had been razed to the ground.
"Everything that had been along that three-kilometre stretch just disappeared," said Fernando Avaria, the first pilot to fly over the area after the disaster.
The cemetery, the churches, sports facilities and the area's only school were reduced to planks of wood and broken glass. The buildings of the local authority simply disappeared.
"It was devastating, really out of a horror film," said Margot Salas, a local who toured the area with Chilean state television cameras almost 24 hours after the disaster.
As the sea receded, Robinson Crusoe Island faced a new flood - one of despair. Mud covered everything within three kilometres of the coast.
Alberto Recabarren, 40, was first buried for two hours under the rubble of his own home, then was almost washed to sea as his house disappeared around him.
"At least three times I was dragged away by the waves, and I stayed alive by hanging on to some brambles, where they later found me," he told the radio station Bio Bio.
Marine biologist Ismael Caceres, who was in the area with a work group from Chile's Catholic University, survived the disaster. But his fiancee did not.
"The wave took away my daughter-in-law," said his father Fernando Caceres. "This is an avoidable tragedy. The people of Cumberland Bay would have escaped with an early warning."
Delays in the warning system, which left locals at Juan Fernandez archipelago with no chance to seek safety, led to controversy between the National Emergency Office of the Interior Ministry (ONEMI) and the Navy.
Neither wanted at first to take responsibility for the mistake.
"The first information we had was that there was no tsunami," said ONEMI director Carmen Fernandez.
"When we asked about a variation in the height of the tide that was being locally reported from Juan Fernandez, we were told that it would not be more than 18 centimetres," she said, adding: "And in the end, we were talking metres."
Defence Minister Francisco Vidal confirmed this version Sunday.
"We have to tell the truth, even if it hurts. Yesterday, a Navy division made a mistake. What was seen on the coast between the Sixth and the Ninth regions is a tsunami no matter where you go - here or on the moon," Vidal said.
Officials at the US-based Pacific Tsunami Warning Center said the highest peak-to-trough measurement along the Chilean coast was about 4.68 metres, measured atTalcahuano. They did not have specific measurements for the Juan Fernandez archipelago.
The disaster left locals even more isolated than usual. The 670 kilometres that separate Robinson Crusoe from mainland Chile were magnified by the absence of air or sea transport.
Those who lost property in the tsunami were awaiting assistance from the Chilean central government, as they continued to look in awe at the mud all around them.
Read more: http://www.earthtimes.org/articles/show/311797,tsunami-warning-came-too-late-for-robinson-crusoe-island--feature.html#ixzz0h72eZpYC
Posted by
cartwheel
at
2:55 PM
16
comments
Labels: ვინიგრეტი
