Sunday, April 6, 2008

აქვთ თუ არა ქვეყნებს ღირსება?




ახლა ხშირად მესმის ირონიული შეფასებები. “ამერიკამ ქუვეითში ნავთობისათვის იბრძოლა, ერაყში ნავთობისათვის იბრძოლა”.
ამ სიბრძნეებს დაუფლებულნი იმასაც ამბობენ რუსეთმა ჩეჩნეთში იმიტომ იომა, რომ იქ ნავთობზე ჰქონდა ინტერესებიო, საქართველო ამერიკას როგორც ნავთობსადენი უნდა და ამიტომ გვეხმარებაო.

ლოგიკა კარგია, აწონე დაწონე, დათვალე ნავთობდოლარები, მოიქნიე და დაარტყი თუ გიღირს.
მაგრამ ..

ყველაფერი ასე მარტივადაა?

რატომ იომა ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულებზე?
რატომ არ დათმო (გაყიდა) მაშინ დამშეულმა რუსეთმა კურილიის კუნძულები?
ეს კუნძლები (ფოლკლენდი და კურილიის) ხომ, ფაქტიურად წყალში ჩაყრილი ყველასთვის უსარგებლო ქვების გროვაა.

გაიღებდა კი რუსეთი ჩეჩნეთში ამდენ მსხვერპლს რომ არ ყოფილიყო ეროვნული მასშტაბის შეურაცხყოფა- საცხოვრებელი სახლების აფეთქებები, ან გაიღებდა კი ამერიკა ამ მსხვერპლს რომ არ ყოფილიყო 11 სექტემბერი - ეროვნული მასშტაბის შეურაცხყოფა.

ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ქვეყნებს, როგორც ადამიანებს აქვთ ღირსება რომლის დასაცავად უნდა ჰყავდეთ თავგანწირული ადამიანები, მებრძოლები.
თუ ასეთი ღირსება არა გაქვს ვერ იქნები ღირსეული და ავტორიტეტული ქვეყანა.



მე მინდა რომ ამ ქვეყნებმა საქართველოშიც დაინახონ ღირსება,
როგორც თვისება.

დღეს ის უცნაური დროის მონაკვეთია როცა არაძალადური ომები მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.

მას შემდეგ რაც არაძალადური ომების ეფექტი საქვეყნოდ გახდება ცნობილი, არაძალადური ომების ეპოქა დამთავრდება ( პრინციპით - ერთხელ ტრაგედიაა, ორჯერ დრამა, სამჯერ კომედია)!

ვინმემ რამე იცით არაძალადურ ბრძოლაზე?

No comments: