არსებობს თუ არა კორელაცია ქვეყნის ლიდერის ისტორიულ კარგ ან ცუდ მნიშვნელობასა და ამავე ლიდერის მიერ მმართველობის პერიოდში მოპოვებულ ხალხის სიყვარულს თუ სიძულვილს შორის?
რა თქმა უნდა, ის ლიდერი რომელიც გამოასწორებს პრობლემებს; ხალხს გახდის მდიდარსა და დაცულს, შემოიმტკიცებს ტერიტორიებს, იქნება სამართლიანობის, სიუხვის, თავმდაბლობის, ვაჟკაცობის სიმბოლო ქვეყანაში უთუოდ მოიპოვებს თავისი მოსახლეობის სიყვარულს.
ანუ კორელაცია კარგი პრეზიდენტი - ხალხის სიყვარული პრეზიდენტის მიმართ ჩვეულებრივ პირობებში უნდა იყოს.
ქვეყნის მასშტაბის ცვლილებები, მითუმეტეს აღმშენებლობა ხანგრძლივი დესტრუქციის შემდეგ მოითხოვს გარკვეულ დროს, რეფორმების, ზოგჯერ ე.წ. მტკივნეული რეფორმების დროს.თუკი ხალხი განსაკუთრებით გამოუცდელი ან სულსწრაფია, შეიძლება ლიდერისადმი ნდობა რეფორმების პერიოდშივე დაკარგოს, ლიდერი მოიცილოს და ამით სამომავლო განვითარების პერსპექტივა დაკარგოს.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს უკვე 60 წელზე მეტია აღარ ჰქონიათ სახელმწიფო გადატრიალება ან ომი საკუთარ ტერიტორიაზე. ეს ქვეყნები სტაბილურად ვითარდებიან ცივილიზაციის პროგრესის პარალელურად. დემოკრატიულ ქვეყნებში საპრეზიდენტო ვადად აღებულია 4-5 წელი. ე. ი. ამ პერიოდში პრეზიდენტმა უნდა გადააგოროს მეტნაკლებად მშფოთვარე დიდი თუ მცირე რეფორმები და შემდეგ არჩევნებამდე ისე უნდა მივიდეს, რომ ხალხს რეფორმების უხერხულობები, რეფორმების საერთო დადებითი შედეგით იყოს გადაფარული.
მოზარდ, რთულ და გამოუცდელ ქვეყნებს მასის მიერ აღქმადი შედეგის მისაღებად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობით იქაც 4-5 წელი ეთმობათ პრეზიდენტებს.
ხაქართველოში 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა ვადაზე 1 წლით ადრე, რამაც ხელისუფლება პირისპირ შეატოვა რეფორმებით შეწუხებულ მასას.
ხელისუფლებას მოუწია რესურსების გადანაწილება მშენებლობიდან სოციალურ ფრონტზე. შეიცვალა აქცენტები, კანონის, ცოდნის უზენასესობის პრინციპი ჩანაცვლდა ზომიერი, ტრადიციული უწესობების ლეგალიზაციით. სააკაშვილმა პრეზიდენტობა შეინარჩუნა, მართალია 3%-ით პირველივე ტურში, მაგრამ მაინც 7 ჯერ მეტი ხმა მიიღო მომდევნო საპრეზიდენტო კანდიდატებზე, პატარკაციშვილზე და ნათელაშვილზე. გრეჩიხა პრეზიდენტობის კანდიდატი არა ყოფილა, ის საპარლამენტო რესპუბლიკის შემოღების შესახებ გამართული არაოფიციალური რეფერენდუმის "დიახ"-ი იყო.
არჩევნებმა ციფრებით დაადასტურა – მოსახლეობის 47% ვერ ხედავს ქვეყნის მშენებლობას ან ხედავს და არ თვლის ქვეყნის მშენებლობას მისთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმად.
ქართველები ამაში ორიგინალურები არა ვართ.
დიდმა ბრიტანეთმა გადაირჩია ომის მომგები ჩერჩილი, საფრანგეთმა გადაირჩია ფრანგული წინააღმდეგობის ლიდერი დე გოლი, რუმინელებმა ჩაუშესკუს დამმარცხებელი იონ ილიესკუ..
კატაკლიზმების შემდგომი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის ხალხმა არჩევნებით გადაირჩია ის ლიდერები, რომლებიც ისტორიამ და თვითონ ამ ხალხმა მომავალში გმირად შერაცხეს. გადაირჩიეს ერთი მიზეზით – ამ ლიდერთან დაკავშირებული სიძნელეები უნდოდათ დაევიწყებინათ, ისტორიისათვის ჩაებარებინათ.
აღიარება მოგვიანებით მოვიდა, ყველა ეს ლიდერი შემდეგ არჩევნებში თავიდან იქნა არჩეული პრეზიდენტად.
Friday, April 4, 2008
აღიარება მოგვიანებით მოვიდა
Posted by cartwheel at 6:22 PM
Labels: ადამიანები, ანალოგია, ლიდერი, პრეზიდენტი, სააკაშვილი, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment