Thursday, January 31, 2008

ცოტა მახსოვრობა



ამ კოშკმა 2 რუსულ რაკეტას გაუძლო. ჩემი გადაღებული ეს კოშკი პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ახიელში დგას 2002 წელს მას რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა "კრაკადილმა" ოსტატურად გაარტყა 2 რაკეტა. არ გჯერათ? დააკვირდით.

ცოტა მახსოვრობა

ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ სიტყვა ხსოვნას, ერთნი მოუწოდებენ მოსახლეობას ახსოვდეთ 7 ნოემბერი, მეორენი უფრო ძნელ საქმეს ითხოვენ - ახსოვდეთ 1991 წელი. მოდი 1992 წელიც გავიხსენოთ როცა გენერალმა ყარყარაშვილმა აფხაზებს შეუთვალა -"თქვენ 80 000 ხართ და აბა დაგვიდექით 5 მილიონსო".
მაგრამ მას შემდეგ ეს 5 მილიონი ადამიანი აგერ უკვე 15 წელი გადის რაც მთელი ფილტვებით ვერ ვსუნთქავთ, იმიტომ რომ იმ 80 000მა ჩვენ, 5 მილიონს მოგვიგო. საქართველოს ყველა მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს უმცირესობების; სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების, აფხაზების, რუსების, ქრისტიანების, მუსულმანების და სხვა მრავალი ჯგუფის ნდობის და შესაბამისად ხმების მოპოვება. "ეროვნული საბჭო" ამბობს - ჩემი მიღებული თბილისელების 100 ხმა გადაწონის სააკაშვილის მიღებულ არათბილისურ 200 ხმას. მე კი მგონია რომ სააკაშვილის მთელ საქართველოში პროპორციულად მიღებული 100 ხმა გადასწონის გაჩეჩილაძის მიღებულ 200 თბილისურ და ბათუმურ ხმას ვინაიდან სააკაშვილს არჩევაზე პასუხისმგებლობას მთელი მრავალეროვანი (და მრავალპოლუსიანი) საქართველო ღებულობს.

არჩევნებში მონაწილეთა 28 პროცენტი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. და რა თქმა უნდა ხმას აძლევს ოპოზიციის კანდიდტს. ვის აძლევს ეს ხალხი ხმას? არ მგონია რომ გამYრელიძისა და მაისაშვილის მხარდამჭერებს ხმა ნატოს წინააღმდეგ მიეცათ. ვთქვათ 0,4 % სარიშვილს, 6% ნათელაშვილს, 7% პატარკაციშვილს და... 25%-14% =11% გამოდის რომ გაჩეჩილაძეს?! ე. ი. გაჩეჩილაძის ელექტორატის 45% საქართველოს სიძლიერის წინააღმდეგია?
“სკინემ ეტუ ამერიკანსკუიუ მრაზ" უთხრა ერთმა სამნდომიანმა ხნიერმა რუსმა თბილისელმა მეოს, CD-აუდიო მაღაზიის გამყიდველს. მეორემ უპასუხა არაფერი გამოგვივა თორე მეც ეგ არ მინდაო. ეს დიალოგი შედგა 2004 წელს როცა კობა დავითაშვილი გaრე მოვაჭრეებს სამიტინგოდ უხმობდა. დღეს სად არიან ეს პატიოსანი საბჭითა მოქალაქენი. დარcმუნებული ვარ მათ გულში "ისკრა" კვლავ აკიაფდა. სანამ ჩვენ, "ჰომო სოვეტიკუსები" ცოცხლები ვართ, საქართველოში დარჩება "მესამე კოლონაც" (გახსოვთ ეს სახელი პერესტროიკის დროიდან?), ეს არიან ადამიანები რომელნიც რუსეთისა და სოციალიზმის მისტირიან. ამ ხალხში დაიბადა ფრთიანი ფრაზა - იმის დედაც, ვინც რუსის ძუძუ წაგვართვა და თურქის პენისი მოგვცაო. "ჩარეცხილებისა" არ იყოს, ვინც თავი ჩარეცხილად ჩათვალა და თურქის პენისს გრძნობს თავის თავს დააბრალოს. უბედურება ისაა რომ ეს ხალხი მართლაც ბევრია და რა თქმა უნდა ოპოზიციას აძლევს ხმას. ესენი ალბათ მაინც პატარკაციშვილს მისცემდნენ ხმას და არა გაჩეჩილაძეს, თუმცა საპარლამენტო მოდელი შეიძლება მათ ნაწილსაც დაუჯდათ ჭკუაში. თუმცა ჩემთვის ნათელია რომ პატარკაციშვილს კანდიდატრურა რომ მოეხსნა მისი ნოქარი ამომრჩეველი ხმას გაჩეჩილაძეს მისცემდა.
მე გულს მიკლავს "ეროვნული საბჭოს" მომხრე წესიერი ადამიანების არსებობა , არადა ისინი ცოტანი არ არიან.

ცოტა ციფრები არჩევნებზე

ცოტა ციფრები არჩევნებზე



ამომრჩევლების 53%-მა ხმა მისცა სააკაშვილს. მისი კონკურენტები არიან პატარკაციშვილი 7% ით, ნათელაშვილი 7%-ით, გამყრელიძე 4%-ით, მაისაშვილი 1%-ით და სარიშვილი 1%-ით. ამრიგად სააკაშვილმა თავის უახლოეს კონკურენტებს პატარკაციშვილსა და ნათელაშვილს მოუგო ანგარიშით 53 ით 7 ანუ თითოზე დაახლოებით 7 ჯერ მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებისას ასევე ჩატარდა სამი პლებისციტი: გსურთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე იყოს თუ შემოდგომაზე და გსურთ თუ არა საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბკა. ამ ბოლო შეკითხვაზე ვისაც დადებითი პასუხი ჰქონდა უნდა შემოეხაზა ნომერი - 1 (ლევან გაჩეჩილაძე).
პლებისციტების შედეგებით საქართველოს მოსახლეობას; უნდა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში, არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე და დარჩეს საპრეზიდენტო მმართველობა (75%-25%-ის წინააღმდეგ).



არჩევნების შემდეგ რა სურთ “პარლამენტისტებს” იგივე “ეროვნულ საბჭოს” იგივე “გაერთიანებულ ოპოზიციას”? არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. რა არის აქ მოულოდნელი? მე მგონი არც არაფერი. ისინი არ ცნობენ 53%-ით არჩეულ პრეზიდენტს რომელსაც 2 თვის წინ 94%-ით არჩეულსაც არ ცნობდნენ.
ისინი ამბობენ რომ არ სურთ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა იყოს და - არ ცნობენ პრეზიდენტს. თუმცა რაც არ უნდა ომახიანად იძახონ არჩევნები ჩვენ მოვიგეთო რეალური ინფორმაცია თვითონ მაინც ხომ აქვთ, ეს არჩევნები დიდი სხვაობით წააგეს.
მაგრამ ისინი თვლიან რომ მათ მიერ მიღებული ხმები უფრო მაღალი დონის, მაღალი ღირებულების ადამიანების ხმებია და ეს ადამიანები თავისი მნიშვნელობით, თბილისელობით გადასწონიან საქართველოს მოქალაქე ორჯერ მეტ ადამიანს. დავით გამყრელიძემ ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა - სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის განმავლობაში ვინაიდან მან თბილისში არჩევნები წააგოო. ეს კიდევ ერთი დასტურია რომ გამყრელიძე თბილისის რომელიმე უბნის და არა საქართველოს დონის პოლიტიკოსია. მე მიკვირს იმ ადამიანების ვინც ყიჟინით ხვდება ამ პარალოგიკას. მე მგონი თბილისელებმა ამ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კრიტიკულად უნდა შეხედონ საკუთარი პოზიციას, აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის და არა ბინისა და საკუთარი ტელევიზორის მასშტაბით.
თბილისელების შეკვეთით (ან მათი აგრესიული თანხმობით) დაიწყო ომი თბილისში, ცხინვალში და აფხაზეთში. თბილისელი “ერის სინდისები” მშვიდად შეხვდნენ სამეგრელოსა და აფხაზეთში თბილისელთა ორგანიზებულ მორადიორობისა და ყაჩაღობას ( "საომრად" ტბილისელი "მეომრები" დასაყაჩაღებელი მაცხოვრებლების და მათი ქონების ჩამონათვლიანი სიებით მიდიოდნენ), მანამდე 1990 წელს ოპოზიციის მიერ ტელევიზიის ხანმოკლე დაპყრობისას შენობის ნარკომანთა ნახმარი შპრიცებით გავსებას და ა. შ. მოკლედ ჩვენი "ერის სინდისი" თვლემს როცა უნდა იყვიროს და ყვირის როცა გამორჩენის სუნი დგას.
თუ 2007 წლის ნოემბერში ჩვენ გადავურჩით სახელმწიფო გადატრიალებასა და არალეგიტიმურ ქვეყანას თავისი ნაცნობი კომპლექტით, 2008 წლის 5 იანვარს საქართველო გადაურჩა იმ ადამიანების უპასუხისმგებლო ჯგუფურ ხელისუფლებას რომელთაც 2007 წლის ნოემბერი თავს დაატეხეს. და ამ ბრძოლაშიც თბილისი განზე გადგა.



თუმცა, არჩევნებში სააკაშვილმა თბილისიც მოუგო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს. თბილისელთა დიდი ნაწილისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა ქვეყნის საპარლამენტო მოდელი, რაც დაადასტურეს ამ იდეის "ფეისის" ლევან გაჩეჩილაძის შემოხაზვით. მაგრამ პარლამენტული სახელმწიფოს მოდელმა თბილისშიც ვერ გაიმარჯვა; 40% უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა და 60% პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატს მისცა ხმა.

Wednesday, January 30, 2008

ამომრჩეველთა შემადგენლობა


ეს თბილისი არის
ეს თბილისი არ არის, მაგრამ ამ ქალაქშიც ისევე როგორც თბილისში მძღოლების 90% ორთვლიან კომბინაციას თავს ვერ ართმევს.


ამომრჩეველთა შემადგენლობა


სააკაშვილს წამოაძახეს შენ აზერბაიჯანელებისა და სომხების ხმების ხარჯზე მოიგეო. ვიფიქროთ თავიდან. სააკაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა იმიტომ რომ: მას ხმა მისცა ადამიანთა ისეთმა კატეგორიამ, რომელთაც 3 წლის წინ არ გაემტყუნებოდათ იმედგაცრუებულებს საერთოდ რომ არ მიეღოზთ მონაწილეობა არჩევნებში. კოდორის მოსახლეობამ, გალის მოსახლეობამ, ზუგდიდის მოსახლეობამ, ზემო აჭარამ, ახალქალაქმა და მარნეულმა. ანუ არჩევნებში გადამწყვეტი აღმოჩნდა ის რეგიონები, რომლებიც სააკაშვილმა სახელმწიფოსაკენ შემოაბრუნა, დაანახა მათ რეალური საქმე და ჩაუნერგა რაციონალური იმედი მომავალი უკეთესობისა.


თუკი საქართველო აზერბაიჯანის დიდ გეოპოლიტიკაში ერთ გუნდად მონაწილეობა და ამ ქვეყნების პრეზიდენტთა არაერთხელ დემონსტრარირებული მეგობრობა საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის პროსახელისუფლებო განწყობას წინასწარ პროგნოზირებადს ხდიდა, ასევე მარტივად არ იდგა საკითხი ახალქალაქი-ახალციხის სომხური მოსახლეობის შემთხვევაში. ალბათ გახსოვთ ექსპერტთა პროგნოზები, "ეს რეგიონი საქართველოს ერთერთ ღარიბ, გეოგრაფიულად განცალკევებულ და კლიმატური პირობების მხრივაც რთულ რეგიონს განეკუთვნება და რუსული ბაზების საქართველოდან გასვლის შემდეგ ეს მოსახლეობა სიძნელეების წინაშე მარტო დარჩება და აქ სეპარატიზმი თავს წამოყოფსო.
არჩევნებმა დაგვანახა ის რაც არ ვიცით თბისელებმა - ამ სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ შექმნა სახელმწიფოს რწმენა საქართველოს როგორც ქართულ ასევე უპირატესად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებშიც. არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა აზრმა "ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა"( და არა ამ აზრის "ფეისმა" - გაჩეჩილაძემ) ვერ გაიმარჯვა. არჩევნებში მონაწილეთა 75% წინააღმდეგია საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთების. მართალია ამ 75%ში ბევრია ის ხალხი რომელიც ასე მსჯელობს - " ოღონდ სააკაშვილი ვნახო გამწარებული და ქვეყანაში როგორი და ვისი მმართველობა იქნება ეს სულ ერთია.

ოპოზიციას სააკაშვილის გამარჯვების აღიარებასთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწევთ (ყოველ შემთხვევაში ეკუთვნით) პრეზიდენტი შეუგინეს. და იმ დროს შეუგინეს როცა მას მომხრეთა 53% ზე მეტი ჰყავდა. მართალია მათივე ბრძოლის შედეგად მომხრეთა რაოდენობა 53% მდე ჩამოვიდა, მაგრამ ესეც პრეზიდენტობისათვის საკმარისზე 100 000(?) კაცით მეტია.

სააკაშვილის ელექტორატი იმეორებს საქართველოს დემოგრაფიულ სურათს.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო მომავალში ისეთი ფსევდო გამარჯვებისაგან რის შედეგადაც რეგიონების ქართველი და განსაკუთრებით არაქართველი მოსახლეობა რომ იფიქბს - ქვეყანას ის ძალა მართავს, რომელმაც ჩემს რეგიონში ხმების 10% მიიღოო. სეპარატიზმი და დეზინტეგრაცია მაშინ ნახეთ. მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილებით ოპოზიციის ელექტორატი ძალიან დაუბალანსებელია: მათ ხმების უმეტესობა დიდ ქალაქებში - თბილისს, ქუთაისსა და ბათუმში მიიღეს.




ვინ არის გაჩეჩილაძის ამომრჩეველი?

ყველა ერთნაირი მიზნითაა გამსჭვალული თუ სხვადასხვა მოტივები და იმედები ტრანსფორმირდა ოპოზიციის ძალად. მე მგონი რომ ოპოზიციის ელექტორატს ერთმანეთისგან განსხვავებული, იქნებ რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. მათ აერთიანებთ იმედი რომ სააკაშვილის გადაგდებით მათი კონკრეტული იმედების ასრულება დაიწყება, მაგრამ.. ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი სოციალური პირობების მოგვარებას თხოულობს. მათ უცებ მდიდარ და უზრუნველ ადამიანად თუ ვერ გახდი, პირველ ეტაპზე ის მაინც უნდა გამოუსწორო რამაც დღეს ქუჩაში გამოიყვანა - პოლიციელის ადგილი ძველ პოლიციელებს, სავაჭრო ადგილი გარე მოვაჭრეებს, შემოსავლიანი სამსახურები ძველ მებაჟეებს, სხვადა ხვა სამსახურებიდან შემცირებებისა თუ ტეტსტირების შედეგად გათავისუფლებულ მოქალაქეებს.

საპროტესტო ელექტორატის ასევე დიდი ნაწილი ვერ შეეგუა სახელმწიფოში cხოვრების თანმხლებ ატრიბუტებს რომელთა არსებობა ჩვენ არ ვიცოდით იმიტომ რომ სახელმწიფო არ გვქონდა. მათ აღიზიანებთ წესრიგის აუცილებლობა თავისუფლებასთან ერთად, ისინი იგინებიან ყველა ვიდეოთვალიანი გზაჯვარედინის გავლისას ყველა მუნიციპალური ავტობუსის დანახვისას, ტელევიზორში ყველა დაჭერის ჩვენებისას, პატრულის სირენის გაგონებისას, ყველა სიტუაციაში სადაც სახელმწიფოს გადააწყდებიან. მათ აღიზიანებთ რომ თავისი კონკრეტული საჭიროებების განსახორციელებლად მოეჭრათ ქრთამითა და ჩაწყობით მოგვარების საშუალება. სინანულით იხსენებენ იმ დროს როცა გაზისა და დენის გადახადებს ხელიდან ხელში ასწორებდნენ მაქინატორ-ინკასატორებთან რომლებიც თვითონვე აჩერებდნენ მრიცხველებს, 50 ის ნაცვლად 15-ს იღებდნენ და სალაროში კი 7 შეჰქონდათ. მათ ურჩევნიათ სახელმწიფო რომელიც ქრტამის სანაცვლოდ აპატიებს საჭეზე მთვრალ ან კაიფში ჯდომას, ჩხუბში დანით გამოკიდებას და ხულიგნობას. ოპოზიციური ელექტორატის ასევე დიდი ნაწილი არის წესიერი ადამიანები რომელთა არგუმენტი არის სასამართლოს სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ყოფნა, კერძო საკუთრებისადმი უპატივცემულობა. ამ ადამიანებს ზუსტად ესმით რაც უნდათ, მაგრამ არაობიექტურად იმედიანები არიან თუ ამ მიზნების იმ ადამიანებს ანდობენ ვინც არჩევნებამდე ვერ ითმენს და "ხელისუფლების დამთავრება" მაშინვე უნდება როგორც კი მიტინგების ორგანიზებას შეძლებს. მე მგონი ამ ადამიანებს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევდათ დიდი იმედგაცრუება, დაახლოებით ისეთი როგორც კ/ფ "მონანიებაში" კახი კავსაძის გმირს. გაჩეჩილაძის (ანუ საპარლამენტო მმართველობის) მომხრეებს ერთი გამაერთიანებელი კარგი თვისება აღმოაჩნდათ: ისინი არიან გაჩეჩილაძის და არა პატარკაციშვილის ამომრჩევლები. ე. ი. მათთვისაც მიუღებელია ქვეყნის სარფიანად გაყიდვის იდეა. თუმც პატარკაციშვილს კანდიდატობაზე უარი რომ ეთქვა ჩემთვის ნათელია რომ ეს ხალხი გაჩეჩილაძეს მისცემდა ხმას. (გახსოვთ ალბათ, გაჩეჩილაძწე საქართველოს გადარჩენას პატარკაციშვილის "კეთილი ბაბუობის" ხარჯზე რომ გეგმავდა). ისეთ ამომრჩეველსაც ვიცნობ, უაღრესად წესიერ ადამიანს, რომელმაც მითხრა - მე მიშას მხარეზე ვიყავი როცა ის ქალაქს ბაზრობებისგან ასუფთავებდა, სალარო აპარატები შემიჰქონდა და კოლეჯის სტუდენტებს სამედიცინო ინსტიტუტის კარებდს უკეტავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც წინასაარჩევნოდ სალარო აპარატები გააუქმა და უკანონო შენობები დაუკანონა მე თავს შეურაცხოფილად ვგრძნობ და ხმას გაჩეჩილაძეს ვაძლევო.

Saturday, January 26, 2008

ყველას მიეცი რასაც ითხოვს, შენი რა მიდის.

შენ რომ პრეზიდენტი იყო

გააკეთე არჩევანი
I ვარიანტი
*მოვუმატო პენსიონერებს 10 ლარი. ხარჯი არის 800000 X 10 = 8.000000 ლარი. ერთ წელზე გადაანგარიშებით 8000000X12= 96 მლნ. ლარი
შედეგად 800000 პენსიიონერი ყოველთვიურად დამატებით შეიძენს 1კგ ხორცსა და 1კგ შაქარს. ერთი წლის განმავლობაში.
II ვარიანტი
96 მლნ ლარით შევღებო 50 სახლი დავაგო გზა სტრატეგიულ ადგლებში ქალაქად და სოფლად, ავამუშაო 50 შადრევანი, გამოვცვალო ის კომუნუკაციები, რომლებიც ავარიულა და ავარიის შემთხვევაში 3-მაგ ხარჯს მოითხოვს, ხელფასად მუშებსა და ინჟინრებს გადავუხადო 30 მლნ. ლარი
შედეგად ქვეყნის რენომე ამაღლდება როგორც უცხოელების, ასევე საქართველოს მოსახლეობუს, მათ შორის კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის თვალში. გაიზრდება ინვესტიცია უცხოეთიდან, რომელიც საშუალებას მოგცემს ბევრი საჭირო და მისასწრები საქმის გაკეთების (მათ შორის პენსიების გაზრდის).
რისკი ის არის რომ, თუ შენი მოსახლეობა სულსწრაფია, იმ ინტერვალში, როცა გზები, შადრევნები და ფასადები კეთდება და პენსია ჯერ არ არის გაზრდილი, გიმტყუნებს, განგიდგება და გადაყენებას მოგინდომებს. ეს შენ ვაჟკაცობაზეა რომელი გზით წახვალ: ერთი წელი 10 X 12 = 120 ლარი მისცე პენსიონერებს თუ ქვეყანა გაალამაზო 10-15 წლით და ხარჯზე ოთხჯერ მეტი თანხა დაიბრუნო ინვესტიციით, ოღონდ პენსიონერებისათვის იგივე პენსიის მოგვიანებით მიცემის ხარჯზე.

Wednesday, January 23, 2008

vulocav opozicias

თუ გახეთქავ, გასკდება და დაიღვრება ძვირფასო ოპოზიციურო ამომრჩეველო


დღეს 22 იანვარია. "კურიერში" რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის ინტერვიუ იყო, შეკითხვაზე - რას იტყვით ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს ხელი რომ გაუწოდა და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება რომ შესთავაზაო მან უპასუხა. სააკაშვილმა ისეთი საეჭვო გამარჯვება მოიპოვა, რომ უტვინო (ბესზუმეცი) უნდა იყოს რომ რუსეთს შეეწინააღმგეგოსო.
სააკაშვილის მმართველობის პირველი ოთხი წელიწადი იყო ერთი ლოზუნგით სვლა " მე მივდივარ მძიმე და წინააღმდეგობებით აღსავსე გზით ქართველოს ხელმწიფოს ასაშენებლად და თქვენ (მოსახლეობა) მომყვებით?”
და მას მიჰყვებოდა ხალხი დანატრებული ქართული გამარჯვებებისაკენ: ხალხისა და სააკაშვილის ერთობის პირობებში მოხერხდა შევარდნაძისა და მისი მომზადებული უცნობი შთამომავლის დამყაყებული პერსპექტივიდან თავის დაღწევა, აჭარის გათავისუფლება, კოდორის ხეობის გათავისუფლება, განმუხურის გთავისუფლება. სწორედ პრეზიდენტისა და ხალხის ერთიანობამ დააეჭვა რუსეთის სტრატეგები თავის გადადგმულ სასტიკი ნაბიჯების სისწორეზე, “სწორია კი ხალხს რომელიც 70 წელია მუშაობს რუსეთის ბაზრის მოთხოვნილობების შესაბამისად, ერთი ხელმოწერით დავუკეტო ბაზარი და გავუფუჭო ჭირნახული ყურძენი, ვაშლი, ციტრუსი და მწვანილი. სწორია კი საზღვრების ჩაკეტვა, გაზის გადაკეტვა ყინვების პიკზე, ეს ხალხი – ქართველები აღარ არიან ადვილი სამართავი. ისწავლეს ჭკუა 1991 წლის გამო და ახლა აღარ აჰყვებიან ჩვენი ინტერესების გამტარებელ პროვოკაციებს.ეს ხალხი მაინც არ მოიცილებს სააკაშვილს და ჩვენ კი ისტორიაში ჩაგვეწერება რთულ სიტუაციაში მათი, ქართველი ხალხის გაწვალება და გაწირვა.”
წინ იყო დიდი გამარჯვებების წყება, მთავარი გამარჯვებების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ დღეს, ოპოზიციის, ბინძური ფულისა და ქართველთა დიდი ნაწილის მტრობის (იქნებ სულაც ზოოლოგიური ოპტიმიზმის და არა მტრობის) შედეგად სააკაშვილმა და საქართველომ დიდი დარტყმა მიიღო. "ჩვენ არ მოგყვებით ამ გამარჯვებების გზაზე, ჩვენ არ გვინდა შენი გამარჯვებები, ჩვენ გვინდა დაპირებული სიკეთე დღეს, ჩვენ დაგვირიგეთ ბიუჯეტის ზრდით ხაზინაში დაგროვილი ფული, რა გააწყალეთ ამ გზებით, ჯარით, სახლების ღებვითა და შადრევნებით. ჩვენ მოგვეცი ეგ ფული” გამარჯვების აუცილებელი პირობა გამარჯვების იმედია, ეს ხალხი კი, ქართველი ხალხი საქართველოს 47% ხმაჩახლეჩილი ყვირის - "მე არ მჯერა გამარჯვების! მე მჯერა ჩემი მაცივრის და მისი შიგთავსის!"
გილოცავთ ბსტონო ოპოზიციონერებო, თქვენ მიაღწიეთ იმას რომ, მსოფლიო პროგრესის შეჯიბრს უიმედოდ ჩამორჩენილი საქართველო რომელიც ბოლო ოთხი წელია სწოდაც რომ დიდი შიდა ბრძოლების ხარჯზე ცდილობდა განვითარებული ქვეყნებისათვის დაენახვებინა რომ პროგრესის ცივილიზაციისა და წესიერების იმდენად დიდი რეზერვი აქვს რომ, ღირს მასთან პარტნიორობა, მეგობრობა და ნდობა, ახლა კვლავ მუხლზე დაჩოქილია, მისი ხალხის სახელით კვლავ ეგზალტირებული მარგინალები ლაპარაკობენ. ევროპა ხედავს გამარჯვების ურწმუნო აგრესიულ, არაკონსტრუქციულ კანონებისა და კონსტიტუციის უარმყოფელ ხალხს რომელიც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს და რაც ყველაზე დამაფიქრებელია - მართლაც ბევრნი არიან, არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა 47%. და რომ არა საქართველოს მოსახლე აზერბაიჯანელებისა და სომხების ტოლერანტობა საქართველოს სახელმწიფოსადმი, რომელთა მოქალაქეობრივმა წესიერებამ - ხმა მიეცა სააკაშვილისათვის და არა პატარკაციშვილისთვის - საქართველოს რყევა გაცილებით მძიმე იქნებოდა. დაინიშნებოდა არჩევნების მეორე ტური. თუმც.. რა ვიცი იქნებ უკეთესიც კი იყო რომ ქართველ ამომრჩეველს თვალნათლივ დაენახა რომ, არჩევნები საპროტესტო აქცია კი არ არის, არამედ შენი ცხოვრების მომავალი 5 წლის განმსაზღვრელი საპასუხისმგებლო სიტყვაა, სიტყვაა რომლითაც მსოფლიომ ჩვენდა სასიკეთოდ ყურადღების ცენტრში მოხვედრილ საქართველოს უნდა მოუსმინოს, უნდა გაიცნოს ეს ხალხი – ქართველები.

Sunday, January 20, 2008

ხვალ 20 იანვარია. ინაგურაცია VS მიტინგი

სოფელი ახიელი არხოტში. ზაფხული. თავისუფალი გაკვეთილი

არა უშავს, არჩევნების შედეგებით ყველაფერი თავისთავად არ გადაწყდა, სააკაშვილმა მხოლოდ 53% მიიღო, მაგრამ ჩემთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მზად არ არის პროგრესული, რეფორმისტული ცვლილებებისათვის. უფრო სწორედ, ცვლილები კი უნდა (უცნობ აგრესიულ ძალას აძლევს ხმას), მაგრამ რეფორმების თანმხლებ სირთულეებს არ ცნობს და ყველა სიახლეს მთავრობის სიბოროტედ აღიქვამს.
როგორც ერაყში და ავღანეთში არ გაჩნდება ლიდერი, რომელიც ევროპულ დემოკრატიას აღიარებს (უფრო სწორედ ასეთი ადამიანი 20 მილიონიან ერაყში რა თქმა უნდა გაჩნდება, მაგრამ მას საზოგადოება არ აღიარებს წინამძღოლად) იქაური საზოგადოება დაელოდება ლიდერს რომელსაც ჩვენი შეფასებით ბნელი წარსული ექნება და ხალხის მასა დარწმუნებული იქნება რომ, თავისი მმართველობისას ის არ მოერიდება ათასგვარ ფეოდალურ ხრიკებსა და მკვლელობებს, მაგრამ მმართველობა შეინარჩუნებს. ასევე საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი არც 2003 და როგორც აღმოჩნდა არც 2008 წელს მზად პროგრესული ლიდერისათვის. არ აღმოჩნდა მზად არც დემოკრატიითვის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა იმ პირობებში როცა დემოკრატიის ისეთი გამოვლინებების წინაშე აღმოჩნდა როგორიცაა კრიმინალურ პოლიციური სკანდალი (გვირგვლიანისა და რობაქიძის საქმე), ოლიგარქის ინტერესები და მედია საშუალებები (ტელეკომპანია "იმედი"), დემოკრატიის თანმხლები მწვავე ჟურნალისტური სიუჟეტები, რომლებიც თავისი კრიტიკული და თუნდაც ირონიული კომენტარებით, ჩვეულებრივი მოვლენაა ზრდასრული დემოკრატიის ქვვეყნებში, ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. მაგალითად თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ გადაცემული 20 სიუჟეტიდან 16 ეხებოდა სახურავიდან წყლის გაჟონვას და ქარის გამო სახურსვის 1/40 ნაწილის დაზიანაბას. ევროპული საზოგადოება ამ ჟურნალისტური მახვილსიტყვაობის უკან დაინახავდა უაღრესად საჭირო საქმეს, გაიხარებდა და იამაყებდა ქვეყნის ახალი და რესპექტაბელური სავიზიტო ფურცლით - ახალი აეროპორტით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა დასკვნა რომ, საქართველოს მთავრობამ ფული უაზროდ დახარჯა, მისი წილი ფული თურქულ კომპანიას მისცა იმათ კი მოგვატყუეს და რაღაც ზიზილპიპილო ააშენეს რომლითაც ისევ ეს მთავრობის ხალხი სარგებლობს. ქართული საზოგადოება გულჩვილი და ლმობიერი აღმოჩნდა რეფორმების თანხლები დაზარალებულ მოქალაქეთა პროტესტების ტალღებისადმი (გარე მოვაჭრეები, პრივილეგრებული კოლეჯის სტუდენტები, დანგრეული არქიტექტურული უსახურობების პატრონები), ის ხალხი კი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მთავრობის პრინციპული პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში და მის შედეგად მიღებული ემბარგოთი, ის ხალხი ვისი ოჯახის თუ მთელი სოფლისა და რეგიონის არსებობა ყურძნის, ვაშლის, მწვანილისა და ციტრუსის გაყიდვაზეა დამოკიდებული უფრო ღირსეულად და პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის არჩევანს - ხმა მისცა რეფორმისტულ ხელისუფლებას. სააკაშვილმა მაღალი პროცენტი მიიღო აჭარის რაიონებში და არა ბათუმში, გორში და არა თბილისში. იმერეთის რაიონებში და არა ქუთაისში. პარადოქსია? პარადოქსი არა მაგრამ, გასაკვირი მაინც არის რატომ აღმოაჩნდა სოფლის მოსახლეობას ამ ხელისუფლების რწმენა და რატომ აღმოაჩნდა ქალაქის მოსახლეობას ილუზია რომ უკეთესი ცხოვრება დაიმსახურა და ეს უკეთესი ცხოვრება გველეშაპს უჭირავს, მთავარია გველეშაპი მოკლა და ცხოვრება თვითონ გაუმჯობესდება. რომელ მხარეს აქვს ამ მხარეთაგან მეტი ანალიზის უნარი? თქვენ განსაჯეთ. სიტყვა პოლიტიკა ლათინური პოლისის - ქალაქისგან მოდის. პოლიტიკა ქალაქში დაიბადა და ნორმალურ ქვეყნებში ქალაქის პოლიტიკა მართავს სოფლის პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება ექსპერიმენტებითა და ექსტრემალი პოლიტიკოსებით გაძეძგილ ახალგაზრდა ქვეყნებში? რეგიონების, სოფლების მოსახლეობამ, რომლის ყოველდღიური საქმიანობა ბუნებრივ ციკლებთან შეთანხმებაში არის, და არცერთი მათგანი არ ცხოვრობს ილუზიით, რომ გაზაფხულზე ხვნისას უნდა მიიღოს მოსავალი, ხმა ძირითადად სააკშვილს მისცა, დღევანდელი ცხოვრების თანმხლები პრობლემები ჩათვალა იმ ხვნასა თუ მარგვლაში გაწეულ შრომად (ჭირად), რომელსაც შემდეგ მოსავალი (ჭირნახული) მოჰყვება. ქალაქის მოსახლეობა კი თავისი შრომის შედეგს მონოტონურად ყოველთვიურად ხელფასის სახით ელოდება და შედეგის ერთ თვეზე დიდხანს ცდა მისთვის შეურაცხმყოფელია. მეორე საკითხი, რამაც გააღიზისნა განათებულ გალამაზებული ბათუმისა და თბილისის მაცხოვრებლები ეს არის მათი შეფასებით ფულის არარაციონალური ხარჯვა მთავრობის მიერ. მოსახლეობამ რომელიც თავისი ბინის კარების შიგნით თხოულობს პირობების, ფინანსური პრობლმების გამოსწორებას, არათუ მადლიერი, არამედ გაღიზიამებულიც კი აღმოჩნდა სახელმწიფო ფულის გზებს, კომუნიკაცეიბსა და შადრევნებზე ხარჟვის გამო. არადა ამ გარდამავალ პერიოდში 800 000 პენსიონერისათვისნსიის არაფრისმთქმელი 1 ლარით მომატება 1 წლის განმავლობაში მოითხოვდა 800000X12=9.600.000 ლარის ხარჯს. ეს თანხა სწორედაც რომ უფრო რაციონალურია მოხმარდეს ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობას, იმის დემონსტრირებას რომ, საქართველოში ევროპული, ცივილიზებული ქვეყანა შენდება და აქ ინვესტიციის ჩადება ღირს.
ახლა ახალი ფრთიანი ფრაზა აიტაცეს ჟურნალისტებმა - როგორ მოახერხა 4 წელიწადში სააკაშვილმა 96%-იანი მხარდაჭერის სათუო 53%-იან მხარდაჭერამდე შემცირება". დავიწყოთ იმით რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინამძღოლ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა. 2003 წელს საპზიდენტო არჩევნებში იმ ადამიანებს რომ მიეღოთ მონაწილეობა, ვინც 2008 წელს უწევს კონკურენციას სააკაშვილს: გამყრელიძე, გაჩეჩილაძე, მაისაშვილი, სარიშვილი, პატარკაციშვილი (გაიხსენეთ ამ ადამიანების ავტორიტეტი იმ პერიოდში) სააკაშვილი ალბათ მაქსიმუმ 70%-ით მოიგებდა და არა 96%-ით. ინაგურაციიდან ცოტა ხანში, ჯერ კიდევ რეიტინგის პიკზე მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა რომ, მალე ეიფორია გაივლის და ესეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა აღარ ექნება. მას შემდეგ პრეზიდენტი მტკიცედ დაადგა არაპოპულარული, მტკივნეული მაგრამ აუცილებელი რეფორმების გზას. რეფორმების რომელმაც მოიტანა 40 000 გათავისუფლებული პოლიციელი (სხვათა შორის ოქრუაშვილის ხელით) 5000 მებაჟე, 5000....10000 გარე მოვაჭრე და მათი ოჯახის წევრები დაახლოებით 300.000 კაცი უშუალოდ რეფორმების გამო დაზარალდნენ. კახეთის ქართლის, იმერეთისა და აჭარის მოსახლეობა საქართველოს პრინციპულ პოლიტიკაზე პასუხად რუსეთის მიერ შემოღებულმა ემბარგომ დააზარალა, ესეც დაახლოებით 300.000 ადამიანი. 10000 ადამიანი დაზარალდა გარაჟებისა და არქიტექტურული უსახურობების დანგრევის გამო. ამ არითმეტიკით დაახლოებით 650000 ადამიანის ადამიანის გადამტერებაზე ხელისუფლება შეგნებულად წავიდა. რამ აიძულა პრეზიდენტი, რომელიც თბილისში და რაიონებში გადაადგილებისას ყოველთვის პირადად მიდის და თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ აუცილებლად ესაუბრება ადამიანთა 10-20 კაციან ჯგუფს. არ იშურებს ღიმილს, სალამს და მოკითხვას უცნობი შემხვედრებისადმი, აქვს უნარი მოხუცთა თავშესაფარში თუ მეტროს ვაგონში ყოფნისას დაუზარებლად გადაეხვიოს 20 მოხუცს სათითაოდ, პრეზიდენტს რომლის მუდმივი დაუგეგმავი, არაფორმალური ხალხთან მისვლა პირადი დაცვის სამსახურის უმთავრეს სტრესადაა ქცეული ერთი ხელმოწერით არათუ მოიმდუროს, არამედ გადაიმტეროს ერთი სტადიონის გამავსებელი ხალხი. განა უფრო უმტკივნეულო და მშვიდი გზა არ იქნებოდა დაეცვა პრინციპი "არც მწვადი დაწვა არც შამფური" და საწყისი სიყვარული და რეიტინგი შეენარჩუნებინა. მაგრამ თუ ცხოვრება კოსმეტიკური ცვლილრებებით გაგრძელდებოდა იქნებოდა კი ბიუჯეტის ზრდა? ბიუჯეტის რომელმაც ჩააცვა და აღჭურვა ჯარი, დააგო გზები, შეღება სახლები, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში რაღაცა შეიცვალა (ასე ვთქვათ “ხელი შეევლო”), აშენდა აეროპორტები, სასტუმროები, გაიზარდა ბინათმშენებლობა? საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დაებადა ილუზია რომ ეს ყველა სიკეთე მათ ეკუთვნით და სულაც არაა საჭირო ვინმეს მადლიერი იყო იმისათვის თუ ცხოვრება შენი ბინის კარის გარეთ გაუმჯობესდა. მე როგოორც ექიმ რეანიმატოლოგს ხშირად მიწევს რთული ტრავმის (ავარია, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ვარდნა, სისხლდენა..) შედაგად მძიმე შოკში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა. ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანის გადარჩენისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს.* დახმარება უნდა ჩატარდეს სწრაფად და დაუყოვნებლად. მიუხედავად იმისა რომ ამ დროს სახეზეა პოლიორგანული უკმარისობა, უჭირს ტვინს, გულს, თირკმელებს, ღვიძლს, მთელი სხეულის ქსოვილებს, ყველა ცალკეულ უჯრედს, გადარჩენის გზა არა ცალკეული უჟრედის, ქსოვილის ან თუნდაც ორგანოს მკურნალობა კი არ არის, არამედ სისხლის შემცვლელებით სისლძარღვების შევსება და არტერიული წნევის დარეგულირებაა. ასეთ დროს სრულიად უსარგებლო და რეალურად აუსრულებელი მიზნებია: ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემების ფუნქციის გამოსწორება, მით უფრო უსარგებლო და განუხორციელებელია მიზანი – ცალკეული უჯრედებისათვის ენერგიეს მიცემა.
Aამ სიტუაციის ანალოგიით მე წარმოვიდგენ 2003 წლის საქართველოს როგორც შოკში მყოფ წაქცეულ ავადმყოფს, რომელსაც პოლიორგანული უკმარისობა აქვს და შესაბამისად მისი ყველა უჯრედი - ადამიანი განიცდის შიმშილს, მაგრამ ამ ავადმყოფის სამკურნალოდ განუხორციელებელია მიზანი – დააპურო ყველა ეს შეწუხებული ადამიანი. შოკში მყოფი ადამიანის მკურნალობის ანალოგიით ასეთ ავადმყოფს მხოლოდ მისი ძირითადი მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების შევსება და არტერიული წნევის აწევა გადაარჩენს. ანუ მკურნალის/ქვეყნის ხელისუფალის რესურსი უნდა დაიხარჯოს სწორედაც რომ საერთო სტრატეგიულ მიზნებზე (გზები, ჯარი, საბაჟო, პოლიცია, ინვესტიციების მოზიდვა) და არა ადამიანების (უჯრედების) დაპურებაზე (რაც თავისთავად რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელია და კარგი განვითარების პერსპექტივის ალტერნატივას წერმოადგენს).
ვუსურვებ პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაავიწყდეს რომ ის ქვეყანა საქართველოს ხელმძღვალელია და არა მარტო დღევანდელი დაბნეული ამომრჩევლების. ნუ მოიდრიკება დღევანდელი კონიუნქტურის წინაშე და მომავალი რეფორმების წარმმართვისას ახსოვდეს რომ ის პასუხისმგებელია ჯერ კიდევ საარჩევნო ხმის არმქონე მომავალი თაობისა და 3000 წლის განმავლობაში ამ მიწაში დამარხული ქართველების წინაშე.

Saturday, January 19, 2008

xval 20 ianvaria. inaguracia vs mitingi

არა უშავს, არჩევნების შედეგებით ყველაფერი თავისთავად არ გადაწყდა, სააკაშვილმა მხოლოდ 53% მიიღო, მაგრამ ჩემთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მზად არ არის პროგრესული, რეფორმისტული ცვლილებებისათვის. უფრო სწორედ, ცვლილები კი უნდა (უცნობ აგრესიულ ძალას აძლევს ხმას), მაგრამ რეფორმების თანმხლებ სირთულეებს არ ცნობს და ყველა სიახლეს მთავრობის სიბოროტედ აღიქვამს.
<დივ><ფონტ სიზე="4"> როგორც ერაყში არ გაჩნდება ლიდერი, რომელიც ევროპულ დემოკრატიას აღიარებს (უფრო სწორედ ასეთი ადამიანი 20 მილიონიან ერაყში რა თქმა უნდა გაჩნდება, მაგრამ მას საზოგადოება არ აღიარებს წინამძღოლად) იქაური საზოგადოება დაელოდება ლიდერს რომელსაც ჩვენი შეფასებით ბნელი წარსული ექნება და ხალხის მასა დარწმუნებული იქნება რომ, თავისი მმართველობისას ის არ მოერიდება ათასგვარ ფეოდალურ ხრიკებსა და მკვლელობებს, მაგრამ მმართველობა შეინარჩუნებს. ასევე საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სრულად არ იყო არც 2003 და როგორც აღმოჩნდა არც 2008 წელს მზად პროგრესული ლიდერისათვის. არ აღმოჩნდა მზად არც დემოკრატიითვის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა იმ პირობებში როცა დემოკრატიის ისეთი გამოვლინებების წინაშე აღმოჩნდა როგორიცაა კრიმინალურ პოლიციური სკანდალი (გვირგვლიანისა და რობაქიძის საქმე), ოლიგარქის ინტერესები და მედია საშუალებები (ტელეკომპანია "იმედი"),
დემოკრატიის თანმხლები მწვავე ჟურნალისტური სიუჟეტები, რომლებიც თავისი კრიტიკული და თუნდაც ირონიული კომენტარებით, ჩვეულებრივი მოვლენაა ზრდასრული დემოკრატიის ქვვეყნებში, ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. მაგალითად თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ გადაცემული 20 სიუჟეტიდან 16 ეხებოდა სახურავიდან წყლის გაჟონვას და ქარის გამო სახურსვის 1/40 ნაწილის დაზიანაბას. ევროპული საზოგადოება ამ ჟურნალისტური მახვილსიტყვაობის უკან დაინახავდა უაღრესად საჭირო საქმეს, გაიხარებდა და იამაყებდა ქვეყნის ახალი და რესპექტაბელური სავიზიტო ფურცლით - ახალი აეროპორტით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა დასკვნა რომ, საქართველოს მთავრობამ ფული უაზროდ დახარჯა, მისი წილი ფული თურქულ კომპანიას მისცა იმათ კი მოგვატყუეს და რაღაც ზიზილპიპილო ააშენეს რომლითაც ისევ ეს მთავრობის ხალხი სარგებლობს.
ქართული საზოგადოება გულჩვილი და ლმობიერი აღმოჩნდა რეფორმების თანხლები დაზარალებულ მოქალაქეთა პროტესტების ტალღებისადმი (გარე მოვაჭრეები, პრივილეგრებული კოლეჯის სტუდენტები, დანგრეული არქიტექტურული უსახურობების პატრონები), ის ხალხი კი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მთავრობის პრინციპული პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში და მის შედეგად მიღებული ემბარგოთი, ის ხალხი ვისი ოჯახის თუ მთელი სოფლისა და რეგიონის არსებობა ყურძნის, ვაშლის, მწვანილისა და ციტრუსის გაყიდვაზეა დამოკიდებული უფრო ღირსეულად და პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის არჩევანს. ხმა მისცა რეფორმისტულ ხელისუფლებას. სააკაშვილმა მაღალი პროცენტი მიიღო აჭარის რაიონებში და არა ბათუმში, გორში და არა თბილისში. იმერეთის რაიონებში და არა ქუთაისში. პარადოქსია? პარადოქსი არა მაგრამ, გასაკვირი მაინც არის რატომ აღმოაჩნდა სოფლის მოსახლეობას ამ ხელისუფლების რწმენა და რატომ აღმოაჩნდა ქალაქის მოსახლეობას ილუზია რომ უკეთესი ცხოვრება დაიმსახურა და ეს უკეთესი ცხოვრება გველეშაპს უჭირავს, მთავარია გველეშაპი მოკლა და ცხოვრება თვითონ გაუმჯობესდება. რომელ მხარეს აქვს ამ მხარეთაგან მეტი ანალიზის უნარი? თქვენ განსაჯეთ.
სიტყვა პოლიტიკა ლათინური პოლისის - ქალაქისგან მოდის. პოლიტიკა ქალაქში დაიბადა და ნორმალურ ქვეყნებში ქალაქის პოლიტიკა მართავს სოფლის პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება ექსპერიმენტებითა და ექსტრემალი პოლიტიკოსებით გაძეძგილ ახალგაზრდა ქვეყნებში?æ

რეგიონების, სოფლების მოსახლეობამ, რომლის ყოველდღიური საქმიანობა ბუნებრივ ციკლებთან შეთანხმებაში არის, და არცერთი მათგანი არ ცხოვრობს ილუზიით, რომ გაზაფხულზე ხვნისას უნდა მიიღოს მოსავალი, ხმა ძირითადად სააკშვილს მისცა, დღევანდელი ცხოვრების თანმხლები პრობლემები ჩათვალა იმ ხვნასა თუ მარგვლაში გაწეულ შრომად (ჭირად), რომელსაც შემდეგ მოსავალი (ჭირნახული) მოჰყვება.
ქალაქის მოსახლეობა კი თავისი შრომის შედეგს მონოტონურად ყოველთვიურად ხელფასის სახით ელოდება და შედეგის ერთ თვეზე დიდხანს ცდა მისთვის შეურაცხმყოფელია. მეორე საკითხი, რამაც გააღიზისნა განათებულ გალამაზებული ბათუმისა და თბილისის მაცხოვრებლები ეს არის მათი შეფასებით ფულის არარაციონალური ხარჯვა მთავრობის მიერ. მოსახლეობამ რომელიც თავისი ბინის კარების შიგნით თხოულობს პირობების, ფინანსური პრობლმების გამოსწორებას, არათუ მადლიერი, არამედ გაღიზიამებულიც კი აღმოჩნდა სახელმწიფო ფულის გზებს, კომუნიკაცეიბსა და შადრევნებზე ხარჟვის გამო. არადა ამ გარდამავალ პერიოდში 800 000 პენსიონერისათვისნსიის არაფრისმთქმელი 1 ლარით მომატება 1 წლის განმავლობაში მოითხოვდა 800000X12=9600000ლარის ხარჯს. ეს თანხა სწორედაც რომ უფრო რაციონალურია მოხმარდეს ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობას, იმის დემონსტრირებას რომ, საქართველოში ევროპული, ცივილიზებული ქვეყანა შენდება და აქ ინვესტიციის ჩადება ღირს.

ახლა ახალი ფრთიანი ფრაზა აიტაცეს ჯურნალისტებმა - როგორ მოახერხა 4 წელიწადში სააკაშვილმა 96%-იანი მხარდაჭერის სათუო 52%-იან მხარდაჭერამდე შემცირება"დავიწყოთ იმით რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინამძღოლ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა. 2003 წელს საპზიდენტო არჩევნებში იმ ადამიანებს რომ მიეღოთ მონაწილეობა, ვინც 2008 წელს უწევს კონკურენციას სააკაშვილს: გამყრელიძე, გაჩეჩილაძე, მაისაშვილი, სარიშვილი, პატარკაციშვილი (გაიხსენეთ ამ ადამიანების ავტორიტეტი იმ პერიოდში) სააკაშვილი ალბათ მაქსიმუმ 70%-ით მოიგებდა და არა 96%-ით. ინაგურაციიდან ცოტა ხანში, ჯერ კიდევ რეიტინგის პიკზე მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა რომ, მალე ეიფორია გაივლის და ესეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა აღარ ექნებოდა.
მას შემდეგ პრეზიდენტი მტკიცედ დაადგა არაპოპულარული, მტკივნეული მაგრამ აუცილებელი რეფორმების გზას. რეფორმების რომელმაც მოიტანა 40 000 გათავისუფლებული პოლიციელი (სხვათა შორის ოქრუაშვილის ხელით) 5000 მებაჟე, 5000....10000გარე მოვაჭრე და მათი ოჯახის წევრები დაახლოებით 300000 კაცი უშუალოდ რეფორმების გამო დაზარალდნენ. კახეთის ქართლის, იმერეთისა და აჭარის მოსახლეობა საქართველოს პრინციპულ პოლიტიკაზე პასუხად რუსეთის მიერ შემოღებულმა ემბარგომ დააზარალა, ესეც დაახლოებით 300.000 ადამიანი. 10.000 ადამიანი დაზარალდა გარაჟებისა და არქიტექტურული უსახურობების დანგრევის გამო. ამ არითმეტიკით დაახლოებით 650.000 ადამიანის გადამტერებაზე ხელისუფლება შეგნებულად წავიდა.
რამ აიძულა პრეზიდენტი, რომელიც თბილისში და რაიონებში გადაადგილებისას ყოველთვის პირადად მიდის და თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ აუცილებლად ესაუბრება ადამიანთა 10-20 კაციან ჯგუფს. არ იშურებს ღიმილს, სალამს და მოკითხვას უცნობი შემხვედრებისადმი, აქვს უნარი მოხუცთა თავშესაფარში თუ მეტროს ვაგონში ყოფნისას დაუზარებლად გადაეხვიოს 20 მოხუცს სათითაოდ, პრეზიდენტს რომლის მუდმივი დაუგეგმავი, არაფორმალური ხალხთან მისვლა პირადი დაცვის სამსახურის უმთავრეს სტრესადაა ქცეული, ერთი ხელმოწერით არათუ მოიმდუროს, არამედ გადაიმტეროს ერთი სტადიონის გამავსებელი ხალხი.
განა უფრო უმტკივნეულო და მშვიდი გზა არ იქნებოდა დაეცვა პრინციპი "არც მწვადი დაწვა არც შამფური" და საწყისი სიყვარული და რეიტინგი შეენარჩუნებინა.
მაგრამ თუ ცხოვრება კოსმეტიკური ცვლილრებებით გაგრძელდებოდა იქნებოდა კი ბიუჯეტის ზრდა რომელმაც ჩააცვა და აღჭურვა ჯარი, დააგო გზები, შეღება სახლები, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში რაღაცა შეიცვალა (ასე ვთქვათ “ხელი შეევლო”), აშენდა აეროპორტები, სასტუმროები, გაიზარდა ბინათმშენებლობა?
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს (სავარაუდოდ ქალაქებში მცხოვრებ პროლეტარულ, ან ლუმპენპროლეტარუს ნაწილს) დაებადა ილუზია რომ ეს ყველა სიკეთე მათ ეკუთვნით და სულაც არაა საჭირო ვინმეს მადლიერი იყო იმისათვის თუ ცხოვრება შენი ბინის კარის გარეთ გაუმჯობესდა. ან უარეს შემთხვევაში არ არიან ხელისუფლების მადლიერნი იმიტომ რომ არსებობენ პრინციპით "ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს თუ მე მაცივარში სარდელი არ მიდევს".


მე როგოორც ექიმ რეანიმატოლოგს ხშირად მიწევს რთული ტრავმის (ავარია, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ვარდნა, სისხლდენა..) შედაგად მძიმე შოკში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა. ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანის გადარჩენისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს.* დახმარება უნდა ჩატარდეს სწრაფად და დაუყოვნებლად. მიუხედავად იმისა რომ ამ დროს სახეზეა პოლიორგანული უკმარისობა, მთელი სხეულის ქსოვილებს, <სტრონგ>ყველა ცალკეულ უჯრედს და შედეგად უჭირს ტვინს, გულს, თირკმელებს, ღვიძლს, <სტრონგ>გადარჩენის გზა არა ცალკეული უჟრედის, ქსოვილის ან თუნდაც ორგანოს მკურნალობა კი არ არის, არამედ სისხლის შემცვლელებით სისლძარღვების შევსება და არტერიული წნევის დარეგულირებაა. ასეთ დროს სრულიად უსარგებლო და რეალურად აუსრულებელი მიზნებია: ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემების ფუნქციის გამოსწორება, მით უფრო უსარგებლო და განუხორციელებელია მიზანი – ცალკეული უჯრედებისათვის ენერგიეს მიცემა.

ამ სიტუაციის ანალოგიით მე წარმოვიდგენ 2003 წლის საქართველოს როგორც შოკში მყოფ წაქცეულ ავადმყოფს, რომელსაც პოლიორგანული უკმარისობა აქვს და შესაბამისად მისი ყველა უჯრედი - ადამიანი განიცდის შიმშილს, მაგრამ ამ ავადმყოფის სამკურნალოდ განუხორციელებელი მიზანია – დააპურო ყველა ეს შეწუხებული ადამიანი. შოკში მყოფი ადამიანის მკურნალობის ანალოგიით ასეთ ავადმყოფს მხოლოდ მისი ძირითადი მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების შევსება და არტერიული წნევის აწევა გადაარჩენს. ანუ მკურნალის/ქვეყნის ხელისუფალის რესურსი უნდა დაიხარჯოს სწორედაც რომ საერთო სტრატეგიულ მიზნებზე (გზები, ჯარი, საბაჟო, პოლიცია, ინვესტიციების მოზიდვა) და არა ადამიანების (უჯრედების) დაპურებაზე (რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელია და კარგი განვითარების პერსპექტივის ალტერნატივას წერმოადგენს.
<დივ>
<დივ> ხვალ ინაგურაციაა. მისი პარალელური მიტინგი ჩემთვის შოკში მყოფი უჯრედების ტკივილია, რომელთა მკურნალობა სწორადაა დაწყებული, მაგრამ მკურნალობას ისევე როგორც ყურძნის დამწიფებას დრო ჭირდება.
<დივ ალიგნ="ლეფტ"><სტრონგ> მე ვუსურვებ პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რომ ის ქვეყანა საქართველოს პრეზიდენტია და არა მხოლოდ გღევანდელი დაბნეული ამომრჩევლების. ის იმ ადამიანების პრეზიდენტიცაა ვინც ასაკის სიმცირის გამო ჯერ არა არის ამომრჩეველი. ის იმ ადამიანების წინაშეა პასუხისმგებელი ვინც 3000 წელი ამ მიწაზე ცხოვრობდა და ამ ქვეყანას თავისი სისხლითა და ოფლით ინარჩუნებდა. მე ვუსურვებ პრეზიდენტს არ მოიდრიკოს კონიუნქტურის წინაშე და გააგრძელოს მტკიცე რეფორმები.

Sunday, January 6, 2008

ციფრები

ციფრები ერთმანეთს გვანან


6 იანვარია ცესკოსა და ეგზიტპოლების ახალახალ მონაცემებს ყოველ საათში აცხადებენ.
იმედგაცრუებული ვარ, სააკაშვილმა ვერ მიიღო ჩემს მიერ ნაწინასწარმეტყველები 80-90 პროცენტი, ის კი არა, სათუოა 50%-ს შეინარჩუნებს თუ არა საბოლოო დათვლამდე. გრეჩიხას ჩემთვის მოულოდნელი დიდი პროცენტი აქვს საერთოდ და თბილისში სოლიდური უპირატესობით იგებს, არა, საპრეზიდენტო 50% +1 ხმა არსად აქვს აღებული, მაგრამ მაინც მისი უპირატესობა თბილისში აშკარაა.
ბევრი რამ ხდება ჩვენს თვალწინ "პირველად საქართველოში", ეს კიდევ ახალი ამბავი: თბილისის ხმა გადამწყვეტი არ არის! საქართველო თავკომბალა ქალაქ სახელმწიფო -თბილისი აღარ არის. რეგიონები აშკარად არ ეთანხმება თბილისს და თავისი გააქვს. განათებულ გალამაზებულ თბილისს ნაწილობრივ მხარს უფრო განათებულ გალამაზებული ბათუმი და გასალამაზებლად გამზადებული ქუთაისი უბამს. პრეზიდენტს ამ ქალაქებში ნაკლები პროცენტები აქვს ვიდრე მიყრუებულ რაიონებში სადაც დღევანდელმა მთავრობამ ერთადერთი (თუმცა უმნიშვნელო ამბავი არ არის) გზა მოუასფალტა. ფრონტისპირა მოსახლეობა ყველაზე პასუხისმგებლობით მიუდგა არჩევნებს და საბოლოო გადამწყვეტელი ზუგდიდისა და გორის ხმები აღმოჩნდა. თუმც ვინაიდან სააკაშვილის ხმები ცოტათი აჭარბებს აუცილებელს, მის ყველა მომხრეს შეუძლია იამაყოს და ცათვალოს, რომ მისი ხმა გადამწყვეტი იყო. ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა არჩევნების შედეგებში არაქართული მოსახლეობის; აღმოსავლეტის აზერბაიჯანლებისა და სამხრეთის სომხების ხმები. მე მგონი ეს ფაქტები საქართველოს პრეზიდენტობაზე მომავალმა პრეტენდენტებმა უნდა სახელმძღვანელოდ მიიღონ: *ხმების უმრავლესობა რეგიონებშია, * არაქართველთა კეთილგანწყობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტობაზე ნუ იოცნებებ, *კომუნალური ინვესტიციები (გზები, გარე განათება, შენობების შეღებვა, ძველი საავაროი კომუნიკაციების გამოცვლა, სახურავების ჰიდროიზოლაციისა და ლიფტების აღდგენაში დახმარება) არ არის წარმატების გარანტია, ეს ხალხი (თბილისელები, ბათუმელები) არ არიან მადლიერი საერთო საკუთრების, საზოგადო ღირებულების მქონე საკითხების მოგვარებით. მათ რამდენიმე კრიტერიუმი აქვთ შეფასებათა შკალაში: პატრიოტიზმი - 0 ქულა, პირადი სიმდიდრე/სარგებელი 5 ქულა, ნეგატივიზმი - 3 ქულა, შური - 3 ქულა, მოდა -3 ქულა და ზედმეტი ოპტიმიზმი ახალისა და უცნობის მიმართ- 3 ქულა. ამ ხალხში ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც "ღირსების" საკითხებია საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური უწესობის უფლება- 1 ქულა, პირადი გეგმების ქრთამით და ნაცნობობით მოგვარების საშუალება- 2 ქულა.
მინდა დღევანდელ რიარიას ჩემთვის რანჟირება გავუწიო, შევეცდები ცალკეულ პრეტენდენთთა ამომრცევლების მოტივაციებში ჩავიხედო. ყოველ შემთხვევაში შევეცადო;
მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი - "მე მინდა სახელმწიფოში ცხოვრება. 7 ნოემბერი იყო, და შესაბამისად მე არ მაქვს ილუზია რომ სააკაშვილის მთავრობა ყველას ერთბაშად გაგვაბედნიერებს, მაგრამ თუ ქვეყნის გადარჩენას და გაძლიერებას მოახერხებს მე მის ჯარში ჯარისკაცი ვიქნები".
ლევან გაჩეჩილაძის ამომრჩეველი - "არა, ამ კაცს კი არ ვენდობი, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ეს პრეზიდენტები და მერე ასეთი რიარია და ნერვიულობა აღარ შემხვდეს". ან - " გრეჩიხა ჩვენია, თბილისელი ბიჭია, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, არა ბიჭო იმ გიჟს გავს"
ბადრი პატარკაციშვილის ამომრჩეველი - "სააკაშვილმა ბავშვის დაბადებაზე 1000 ლარს გაჩუქებთო, ბადრიმ კი 3000 ლარსო. ვა, მე რა, არითმეტიკა არ გამივლია? ვინც მეტს მომცემს იმისი ვარ!"
სხვა კანდიდატების პროცენტები გულზე არ მომხვედრია, რაც ეკუთვნოდათ მიიღეს.
მე გულზე მხვდება მხოლოდ გაჩეჩილაძის მომხრე წესიერი ადამიანების არსებობა! არადა ეს ფაქტია, ასეთი ხალხი არსებობს. ვერ ვიტყვი გაჩეჩილაძის 30%-ში რამდენია წესიერი ადამიანი, ალბათ ნახევარზე ნაკლები მაგრამ ერთიც რომ იყოს ისიც შემაწუხებს. მე მინდა ამ ხალხს დაველაპარაკო, მათი აზრი გავიგო, მათი მიზნები თუ სურვილები შევიტყო. რამ აიძულა წესიერი ადამიანები თვალი დაეხუჭათ უწესობის უამრავ გამოვლინებაზე და "ეროვნული საბჭოს" (როგორ გავს "სამხედრო სდაბჭოს") გვერდზე დამდგარიყვნენ. მომწერეთ წესიერო ადამიანებო. უწესოები ნუ გამომეხმაურებიან. :)

Wednesday, January 2, 2008

მადლობა

vaCuqoT mezRvaurs Tbili rkina

2008 wlis 2 ianvaria, bedoba. axal wels gilocavT!!!
5-ში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებია, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სუფთად იგებს წინასაარჩევნო მარათონს, მისი მოწინააღმდეგეები კი ყოველდღე უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ, მოსახლეობის დიდ მასაში მაინც ის აზრი ტრიალებს, რომ -"ყველა ჯობია სააკაშვილს" ან "სააკაშვილი კი ჯობია მაგათ ყველას, მაგრამ მე მომხრე ვარ რომ, ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ეხლანდელი თუ მომავალი პრეზიდენტები და საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა". ამ უკანასკნელთ რატომღაც არ ახსოვთ ის რომ საპარლამენტო რესპუბლიკა უკვე ვიყავით 1991 დან 1994 (?) წლამდე, როცა საქართველომ ყველა დაწყებული ომი წააგო და ახლა არცერთი სულიერი არ იღებს პასუხისმგებლობას არც ომების დაწყებაზე და არც იმ უდიდეს მსხვერპლსა და ტრაგედიებზე.
დროებით დავანებით თავი გზააბნეულ ადამიანებს რომელთაც დიდი შანსი აქვთ საქართველოც გზას ააცდინონ. რა ვქნათ, ეს არის საქართველო დღეს 2008 წლის დასაწყისში.
საახალწლო განწყობას საარჩევნო რიარია და გაურკვევლობა ნამდვილად მიფუჭებს, მაგრამ მე მაინც შევეცდები დადებითი იმპულსები მოვნახო საკუთარ თავში.
მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც საქართველო ამ ბოლო დროინდელ კატაკლიზმებში ისე გამოატარეს, რომ ჩვენ დღეს ეს საქართველო გვაქვს და არა უარესი. არადა ცუდზე უარესი რომ შეიძლება იყოს, ეს ჩვენ ქართველებს უნდა გვახსოვდეს.

მადლობა ვის?

იმ ხალხს ვისთვისაც მადლობა არ უთქვამთ, მაგრამ მადლობა ეკუთვნით!
ქართველებს, არაქართველებს,უხელფასო მასწავლებლებს, ექიმებს, ჩაუცმელ ჯარისკაცებს,მხედრიონელებს ვინც, როცა თვალნათლივ დაინახეს, რომ მათი მმართველობა და თვითნებობა ქვეყანას ღუპავს, არ გაუწიეს ორგანიზებული წინააღმდეგობა მხედრიონის გაუვნებელყოფას. პოციელებს,მათ ვინც რევოლიციის დროს არ ისროლა, მათ ვინც სროლის ბრძანება არ გასცა.აჭარელ იარაღიანებს, შევარდნაძეს და აბაშიძეს ისე ცუდად რომ არ მოიქცნენ რომ ხალხი იძულებული გაეხადათ მოეკლათ ისინი.კოდორის იმ "მონადირეს", რომელმაც არ ისროლა მოსაკლავად.
მათ ვინც მომავალში არ ისვრის. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მისიებს, გაეროსა და ეუთოს, ამერიკელებს, თურქებს,აფხაზეთის სომხებს.აზერბაიჯანელებს, ჩემ გვერდით დაღუპულ აზერბაიჯანელ “პრიკროის”, აზერბაიჯანს (გაზის გაყოფისთვის,სომხებს, თბილისელ სომხებს, აფხაზეთის ომში ჩემ გადამრჩენელ თბილისელ სომეხს ზურა სარქისოვს, ჩემთან ახლოს დაღუპულ ვოვა სელიპანოვს, იქაურ სომეხ მასპინძელს, რომლის სახელიც არ ვიცი,ქურთებს, საქართველოსთვის მებრძოლებსა და საქართველოსათვის დაღუპულებს, მათ ოჯახებს.
ბერძნებს - საქართველოს საერთაშორისო სახელი _ GEORGIAიმდენად ეფექტური, ადვილად დასამახსოვრებელი და რესპექტაბელურია, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ისტორიული ვალი ამ სახელის ავტორების, ბერძნების წინაშე. თუმცა ბერძნების წინაშე ყველანი, მსოფლიოს ყველა ქვეყნები ვალში ვართ.…. . .
თქვენც გააგრძელეთ, მომწერეთ