სომხოფობიის დასტური:
ჩვენი პოპ ფეისების 50% ნახევრად სომეხია, მაგრამ გულმოდგინედ მალავენ ამას.
სომხური ეკლესია თბილისში სომხებს არ დაუბრუნდათ სსრკს დანგრევის შემდეგ.
ანანურში სომხური ეკლესია ეტაპობრივად ჩამოინგრა, არავინ გაამაგრა. 
მანთაშევის აკლდამა
მნაცაკანოვის ხიდი
ირონიული წაძახება - შე სომეხო.
ბევრია კიდევ..(მეზარება).
ისტორიული ნაშთი, რომელიც სომხებს ქართველებთან და უფრო მეტად ქართველებს სომხებთან დაახლოვებას ცოტათი მაინც წინ ეღობება, არის ერთმანეთის აღმნიშვნელი სახელები somekhi და vrats.
სანამ მსოფლიო გეორგიანებსა და არმენიანებს აღმოაჩენდა და რუკაზე დაიტანდა, მანამ ჩვენ ერთმანეთს სომხებს და ვრაცებს ვეძახდით.
ვერ გამოვდგები ჩვენი იმდროინდელი წინაპრების ფონეტიკის ეტიმოლოგიის მკვლევარად, მაგრამ არ სიტყვების ჟღერადობას კი დავუწუნებ.
სიტყვები "სომეხი" ისევე როგორც "ვრაცი" წინააღმდეგობრივი სიტყვებია, თითქოს საფრთხის შემცველი, დასაეჭვებელი. შეიძლება სიფრთხილისა და ეჭვის ეს ნოტები ჩვენმა წინაპრებმა იმ უძველეს ეპოქაში დაუკავშირეს მეზობელ ერს, როცა აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე ჩვენს ენაზე მოლაპარაკე "ჩვენ" (ჩვენ ქართველები, ჩვენ სომხები) ჯგუფის გარდა სხვა ხალხიც არსებობს და ისინი, სხვა ხალხი საკუთარ ჯგუფში მყოფ ხალხში არ უნდა არეოდათ. ანუ ამ სიტყვების ჟღერადობაში შეიძლება პრეისტორიული ადამიანის ჭრელი მსოფლიოსადმი პირველი შიში იყოს აღბეჭდილი.
და თუ დღეს, ხვალ და ზეგ მომავალ ქართველებსა და სომხებს ის პრეისტორიული ნოტები ქვეშეცნეულ საფრთხეზე მაინც მიგვითითებს, შევძლებთ კი შევხედოთ ერთმანეთს ობიექტური თვალით?
ვიცით კი ჩვენ, ვინ არიან არმენიანს მსოფლიოსთვის ან იციან კი სომხებმა ვინ ვართ ჯორჯიანს მსოფლიოსთვის?
საქართველო და სომხეთი,ორი ქრისტიანული სახელმწიფო ევროპას აზიისგან იცავს.
ისინი მსოფლიო ზღვამდე ეღობებიან ირანს რომელიც ჯერ კიდევ 25 საუკუნის წინ 400 ხომალდით ესეოდა საბერძნეთს, ეღობებიან თურქეთს, რომლის ძილბურანის ოცნება პანთურქული სახელმწიფოა თურქულენოვანი და ერთმორწმუნე შუა აზიითა და აზერბაიჯანით.
ეღობებიან რუსეთს, რომლის ასევე ძილბურანის ოცნება ევროპისათვის ენერგორესურსების მონოპოლისტი მიმწოდებლის "კრანის" ხელში ჩაგდებაა, ამ მიზნისთვის კი სომხებსა და ქართვებს შორის მტრობა მას გულს მალამოდ დაეფინება, და თან რაც უფრო მწვავე იქნება ეს ჰიპოთეტური დაპირისპირება, მით უფრო კმაყოფილი იქნება დერჟიმორდა.
მაგრამ ვერა.
სომხებს ჩვენ ანგარიშიან, პრაგმატულ ხალხად ვიცნობთ, მაგრამ ამ ერს მთავარი ზარალი სწორედ სუბიექტურობით - აზერბაიჯანელებთან ომის გამო აქვთ აკიდებული, მათ ემოციურობის გამო ასცდათ ბაქო ჯეიხანი, გზების დივერტიფიკაცია და ათასი სხვა ხეირი, რომელიც მათ შეეძლოტ ჰქონოდათ, მაგრამ ბოროტმა ემოციამ, გამარჯვების ჯინმა, (რომლის გასაღები მას რუსეთმა დროულად შეუცურა) ისინი გიჟვრაცუებად აქცია - მათ იომეს.
დრეს მათ 10 პლიუსი მიეცემათ აფხაზეთი და ს.ოსეთი რომ აღიარონ, მაგრამ ვერ იზამენ - სუბიექტური გრძნობა გააჩერებთ. რა ქვია ამ გრძნობას, ვერ გეტყვით, ყველაზე მშრალი სიტყვებით ეს არის ისტორიული სოლიდარობის გრზნობა, მეტი პათეტიკა ჯერ ადრეა, მეტი პათეტიკა ერთმანეთის ურთიერთობაში მერე გვექნება, როცა საქართველო კარგი ქვეყანა გახდება.
როცა საქართველო კარგი ქვეყანა გახდება დავინახავთ რომ:
პირველი ქართველი ჰაგიოგრაფიული წმინდანი სომეხია
შუშანიკის წამების შესწავლისათვის უკლებლივ ყველა ქართველს არანაკლებ 3 კვირაა აქვს დახარჯული.
პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები სომეხს ეძღვნება
ილია ჭავჭავაძის დედა სომეხია
ივანე მაჩაბელის დედა სომეხია
ქართლოსი და ჰაოსი მითიური ძმები იყვნენ
ატენის სიონი სომეხმა ხელოსნებმა ააშენეს
იშხანი სომეხი ეპისკოპოსის აშენებულია
ქართველებს შერეული ქორწილები ყველაზე ხშირად სომხებთან გვაქვს
იმას, რასაც დღეს ჩვენ ძველ თბილისად (ქუთაისად, ბათუმად) ვთვლით, მნიშვნელოვანწილად სომხების აშენებულია.
სომხები აშენებდნენ თბილისს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერევანში ბევრი არაფერი მნიშვნელოვანი აეშენებინათ.
არადა, იმ კოსმოპოლიტურ-გლობალურ მსოფლიოში, რომელშიც განუხრელად "პატარავდება", და ერთი ურთიერთ გადახლართული ჭრელი ქსოვილი ხდება, მოგვიწევს საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის სწავლა.
ამის გარეშე ვერ ვიქნებით კაცობრიობის წარმატებების მიმღებები.
და როცა შევძლებთ საკუთარი თავის გლობალური მასშტაბით დანახვას სომხებსაც მაშინ შევაფასებთ ობიექტურად და დავინახავთ, რომ ჩვენ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ერთგული ძმები ვართ, და ვართ სწორედ იმ პრეისტორიული, ანტიკური, ფეოდალური, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა შიშებ და ეჭვებში გამოცდილი ძმები, რომლებსაც ერთმანეთი გვჭირდება.
არავინ გვაღიარებს ჩვენ, თუ ერთმანეთი არ ვაღიარეთ.
მსოფლიოს თვალსაწიერიდან ქართველები სომეხთა და სომხები ქართველთა ყველაზე ავტორიტეტული შემფასებლები ვართ.
ჩვენ მსოფლიო ან ერთად გვაღიარებს, ან ერთად შეგვინახავს ბნელი ოთახის ვიტრინა-განჯინაში.
Saturday, February 12, 2011
სომხოფობია სომხოფილია
Posted by
cartwheel
at
12:13 PM
7
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, პროგნოზი, რუსეთი, სადღეგრძელო
Friday, May 7, 2010
მაშ ასე, მე ქართველობით ამაყი ვარ, იმიტომ რომ:
მაინც ვამაყობ მეთქი ქართველობით. რითიღა?
რა მაიძულებს ვიამაყო ქართველობით?
შევეცდები ჩამოვწერო. ჩამოვწერო იმ თანმიმდევრობით, როგორც გამახსენდება, მნიშვნელობის მიუხედავად.
და ერთი მიზნით, უფრო სწორედ იმედით ქართველობით სიამაყე მომემატოს.
ეს გრძელი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ქართველობით არასაამაყო ნაწილი ერთად შემეკრიბა, და დამეხუფა.
მაშ ასე, მე ქართველობით ამაყი ვარ, იმიტომ რომ:
კაცობრიობის 15 ოფიციალური ანბანიდან 1, და იქნებ ყველაზე ლამაზი ქართულია, ჩემმა წინარებმა შექმნეს. დასჭირდათ. წერა-კითხვა მათთვის აქტუალური იყო.
პირველი წიგნი ქართულ ენაზე მეხუთე საუკუნეში დაიწერა.
15 სა
ქართველები ქრისტიანები ვართ მეხუთე საუკუნიდან.
ბიბლია ქართულად
შუშანიკის წამება არაქართველი, სომეხი ქალის მოწებრივ ცხოვრებას ასახავს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ტოლერანტულები.
არაბი აბო თბილელი მერვე საუკუნე.
თამარ მეფე, მეფე რუსუდანი - ქალის მაღალი სტატუსი.
სჯულის კანონი - საოჯახო სამართალი განქორწინების პროცესში ქალი თითქმის თანაბარუფლებიანი იყო მამაკაცთან
ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ტახტზე ერთერთ ყველაზე ხანგრძლივია მსოფლიოს ისტორიაში, რაც სახელმწიფოებრიობის მაღალი დონის ასევე ხანგრძლივად არსებობას მოითხოვდა
შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი
ქართველებმა არაერთგზის შეაჩერეს სპარსელთა თარეში ჩრდილოეთით და დასავლეთით, თურქთა ჩრდილოეთით, მონღოლთა დასავლეთით. ერთი ავსტრიელი პოეტის თქმით, თბილისი რომ არა, ვენაში მოლა იყივლებდაო.
არადა ყოველთვის ცოტანი ვიყავით გეოპოლიტიკური კვალი რომ დაგვემჩნია მსოფლიოსთვის, არადა თურმე მაინც ვახერხებდით.
ქართული ფოლკლორი
არის კი რომელიმე ხალხის ფოლკლორში ისეთივე ხანგრძლივი პათეტიური მაღალი ნოტა, რპგორიც ქართულ სიღერებშია?
მე არ მახსსნდება.
არქიტექტურა
ქართული ეკლესიის არქიტექტურა ერთდროულადაა ლამაზი, მარტივი და რთული, სიმბოლური და პრაგმატული.
ქართველებს სასახლეები არ გვაქვს, მაგრამ საქართველო ეკლესიებითა და ციხეებითაა მოფენილი. ე. ი. ერი და ბერი მათ ხელთ არსებულ რესურსს თავდაცვასა და სულიერ ერთობას სრულად ახარჯავდა და ხორციელი სიამოვნებისა თუ პრესტიჟისათვის არ იტოვებდა.
ღვინის სამშობლო: ორნამენტები ეკლესიებზე
კინემატოგრაფი: (ჩემი შეფასებით)
შერეკილები ყველა დროის საუკეთესო ფილმების ათეულშია, ვერის უბნის მელოდიები კი ყველა დროის საუკეთესო მუზიკლების ხუთეულში.
ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ცნობადობას იმსახურებენ:
პროფესორი ჟორდანია, გია აბესაძე, ილია მეორე,
კინომუსიკა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო საუნდტრეკების ათეულში გია ყანჩელი.
ისტორიული ფაქტებჯ, რომლებიც მსოფლიო ცნობადობას იმსახურებენ,
დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი და მისი ანდერძი ფეხი დამადგით
ბრძოლები დიდგორი 300 არაგველი
ქართველები ირანის შახისა და თურქეთის სულთანის კარზე.
პირიქითა ხევსურები, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე მებრძოლ ერს- ჩეჩნებს მარტოებმა გაუძლეს ფეოდალური განუკითხაობის ეპოქაში
რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა თბილისში დაიბეჭდა,
რკინიგზა, ტელეგრაფი, არხები ერთერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში, ჰიდროელექტროსადგური კი სსრკ-ში.
მეორე
მსოფლიო ომში 300000 მებძოლის გამომყვანი
იბრძოდნენ მანჯურიიდან იტალიასა და ჰოლანდიამდე.
მხედართმთავრები საქართველოს გარეთ: გიორგი სააკაძე, პეტრე ბაგრატიონი, ნიკო ბური, სტალინი, ლესელიძე. შალიკაშვილი.
ტო
პოლიტიკოსები: სტალინი, შევარდნაძე, სააკაშვილი,
::::::::: ბალანჩინი ჭაბუკიანი
ქართველიშვილი ტანდერშტორმი
მეძმარიაშვილი
კოლაიდერი
ბაქტერიოფაგი
ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული მრავალათასიანი მიტინგების, დღეებისა და კვირების განმავლობაში მიმდინარე ბლოკადებისა და პიკეტების მიუხედავად არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, ვიტრინაც კი არ ჩამტვრეულა.
საკუთარ პრეზიდენტებზე პაროდიებისა და კრიტიკულ კარიკატურული მულტსერიალების 10 წლის ისტორია .
ქართული ცეკვის ილეთი ცეკვა ცერებზე მოითხოვს ტკივილის ხანგრძლივ მოთმენას და დაძლევას.
ასევე ტკივილის მიღებას მოთმენას და დაძლევას მოითხოვს ქართული თამაში ლახტი.
ქართველებიის სპორტული წარმატებები განსაკუთრებით იმ სახეობებშია, სადაც სპორტსმენს ამტანობა და ტკივილისქა დაძლევა მოეთხოვება. რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო.
ბოლო 15 წელი ხალხმა თავისი მაღალი სოციალური შეგნებითა და პატრიოტიზმით შეინახა სა
ქართველო. მასწავლებლები, მესაზღვრეები, მეცნიერები, სპორტსმენები, ექიმები და პოლიციელრბის ნაწილი უხელფასოდ ასრულებდნენ თავის მოვალეობას. რომელიც თვითონვე იტვირთეს.
ასევე ხალხის გულკეთილობას, მოყვასისადმი ზრუნვის ძლიერ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ 1992-1996 წლებში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც სამსახურის, ფულისა და ყოველგვარი სახსრის გარეშე აღმოჩნდა, შიმშილით რომ არ ამოწყდა.
მაშინ ერთი მომუშავე ადამიანი არამარტო საკუთარ ოჯახს, არამედ ნათესავებსაც კვებავდა.
იგივე გულთბილობის მატერიალიზების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასულთა მიერ საქართვდლოში გადმორიცხული ფულის ის ოდენობა, რომელიც 2004 წლამდე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. საქართველოდან შორს და დიდი ხნით ცგადახვეწილობის მიუხედავად მიგრანტებმა არ დაკარგეს საკუთარი ოჯახები და ოჯახის წევრთა მიმართ პასუხისმგებლობას არ გაექცნენ.
Posted by
cartwheel
at
12:08 PM
4
comments
Labels: მადლობა, სადღეგრძელო, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Thursday, May 6, 2010
რატომ ვარ ამაყი რომ ქართვლი ვარ?

სინამდვილეში ვაარ რო ამაყი ქართველობით?
დღეს ქართველობა ნიშნავს გედგას თავზე მძღრენიანი კასრი, რომელიც დაბზარულია და წვეთავს.
ყოველ საღამოს, საკუთარ სავარძელში ტელევიზორის წინ კომფორტულად მოკალათებული, ცოლ შვილის თანდასწრებით ღებულობ ჩამოწვეთილი განავლის კიდევ ერთ კოვზს, რომლის მობანვის უფლებაც არ გაქვს.
სიამაყე?
არადა მახსოვს ის დრო როცა ეიფორიამდე ამაყი ვიყავი ქართველობით.
მახსოვს ის დროც, როცა უკვე ნაომარ ქვეყანაში, საკუთარი სახელმწიფოს მკვლელობის შემდეგ, სახელმწიფოს გარეშე დარჩენილებმა და ტერიტორიულად დაქუცმაცებულებმა ერთობლივად ვიკითხეთ, ეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ქართველობით ჩვენი არაობიექტური სიამაყის ბრალი ხომ არ არისო. ვიკითხეთ და პასუხიც გავეცით - ხო, სიამაყემ დაგვაქცევინა საუკუნეებით ნაკოწიწები. არ ყოფილა ჩვენი ადგილი შვეიცარიასა და იტალიას შორის. ჩვენ ერთი აზიური ერი ვართ აზიური გარემოცვით, სოციალურობის ძალიან დაბალი და რეფლექტორული ქცევის ძალიან მაღალი ხარისხით.
დავინახეთ, რომ ლექსები, სიმღერები, ნიჭიერი სპაქტაკლები, სადღეგრძელოები, ფილმები, ისტორიის უქარქაშო ტომეულები სრულიად ვერ გვიცავს ომების სამარცხვინო წამოწყებისაგან და ათჯერ უფრო სამარცხვინო მარცხებისაგან.
საბჭოთა კავშირის მასშტაბის აღიარება როგორც კარგი კინოს შემქმნელებისა, კარგი ფეხბურთელებისა, კარგი მასპინძლებისა, ვაჟკაცური და ჯენტლმენური თვისების მატარებელისა, მებრძოლისა, მორალური კატეგორიების მქონე უძველესი კულტურული ერისა, ვერ გავრცელდა ვერც მსოფლიოში და ვერც თუნდაც ევროპაში. მსოფლიომ ჩვენ სულ რაღაც 20 წელია დაგვინახა.
ის ნიუსები, რომლითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უარყოფითი მესიჯების მოზაიკად დარჩა მათ მახსოვრობას: 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წ. გამსახურდია თავისი ნაციონალური პათეტიკით, სამოქალაქო ომი დედაქალაქში და სამხედრო საბჭო, სეპარატისტებთან ერთი ომი -მარცხი, სეპარატისტსბთან მეორე ომი - მარცხი.1994 განდევნილი ხელისუფლების ჯარებთან ომი მოგება რუსების ტანკების დახმარებით, დსთ-ში შესვლა, 1997ამბოხებული ჩეჩნეთის ხელშეწყობაში რუსეთის ბრალდება,2000 რუსეთ საქართველოს მატჩზე განათება რომ ჩაქრა. 2003 წლის ვარდების რევოლუცია. 2004? პრემიერმინისტრი რომ გაზით გაიგუდა.
ამ მოვლენებით მსოფლიოს თვალში საქართველო ჩამოყალიბდა როგორც აგრესიული, ასოციალური, სუსტი, უპრინციპო, წაგებული, უწესრიგო და იქნებ ამ წაგებების ღირსი ქვეყანა, ასეთივე ეპითეტების ღირსი ადამიანების ქვეყანა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოში გადახვეწილი ადამიანების დიდმა ლაშქარმა ეს წარმოდგენა უფრო გაამძაფრა, შეამკო ის ახალი უარყოფითი ეპითეტებით: ქურდები, უსაქმურები, ნარკომანები, იაფი მუშახელი, არაპროფესიონალები, ერთმანეთის მჩაგვრელ-დამყაჩაღებლები.
ვისაც საქართველოს გაცნობა სამსახურეობრივად ან ტურისტული ინტერესის გამო მოუწია ამ პორტრეტს სხვა ეპითეტებითაც გაამდიდრებდა, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, გაბოროტებული, კორუფციაში ჩაფლული, ღირსების არმქონე, დაბღვერილი, ჭამის კულტის მიმდევარი, ქედმაღალი, ყოყლოჩინა, წესების არმცნობი, თვითკმაყოფილი, ტრანშ-გრანტ ჭამია და ა. შ.
საქმე ისაა, რომ ჩვენი ძველი სსრკს მასშტაბის საამაყო შლეიფი, რომელიც გარანტირებული ბაზა გვაგონა, საერთოდ არ გაგვყვა ევროპაში, არც კი გაჟონა.
დავრჩით იმ პორტრეტის ამარა, რაც საკუთარ თავს დავახატეთ 1991 წლიდან.
ჩვენი ილუზია, რომ ახლა ევროპა დიდი თვალებით გვიყურებს როგორც თანასწორ ქვეყანას, რომელიც სამსამჯერ ბისზე გამოსასვლელი რუსთაველის თეატრი, სუხიშვილების ანსამბლი, კინოფესტივალების აღმოჩენა - ფიმების რეჟისორების, ფეხბურთელების, ოლიმპიური ჩემპიონების (ამ სიაში ზოგს სტალინი და შევარდნაძეც პლიუსებში ეგულებოდა) სამშობლოა.
საერთაშორისო რეზონანსის მქონე მოვლენათაგან მხოლოდ ბოლო, 2003წ. საკუთარი საარჩევნო ხმის უფლებისთვის ბრძოლა თანაც საკმაოდ ხანგრძლივად და წესების დაცვით, აღმოჩნდა დადებითი იმპულსების შემცველი.
მაშინ მსოფლიომ კარგი საქციელისათვის წახალისების პრინციპით იქნებ ზედმეტადაც გვაქო ღირსებისათვის მშვიდობიანი და პრინციპული ბრძოლის უნარის გამოვლენისთვის.
ჩვენ ეს ქება იმდენად შევჯფერეთ, რომ ვარდების რევოლუციას მისი მიბაძვით მასშტაბური ფარსები მივაყოლეთ და ამით ის ერთი, ჭოჭმანით სათქმელი პლიუსიც წავიშალეთ.
მას შემდეგ კიდევ ორჯერ მოგვაპყრო მსოფლიომ მზერა.
I. 2008, ამჯერად განსაკუთრებით კეთილგანწყობილი თანაგრძნობით, რადგანაც ჩათვალა, რომ საქართველო კვლავ ღირსებისთვის იბრძვის, თანაც მსოფლიო მასშტაბის საფრთხის_ უძლერესი რუსეთის წინააღმდეგ, იბრძოდა წინასწარგანსაზღვრულ წაგებულ ომში.
მაშინ ალბათ ყველა ევროპელმა ღირსეულმა ადამიანმა საკუთარი თავი ანალოგიურ სიტუაციაში წარმოიდგინა და იფიქრა, რომ მასაც შეიძლება მოსწეოდა წასაგებ ომში ბრძოლა, მაგრამ უნდა ებრძოლა თუნდაც მხოლოდ ღირსებისათვის და არა გამარჯვებისთვის.
მაშინ ევროპის მოსახლეობამ შეუკვეთა თავის ლიდერებს, გამოსარჩლებოდა საქართველოს, რომელსაც რუსეთი იპყრობდა.
დემოკრატია ნიშნავს ხელისუფლის მიერ ხალხის პულსის ხელში ჭერას და ხალხის მოთხოვნების შესრულებას. მაშინ ევროპის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ევროპელი ხალხების შეკვეთა შეასრულეს. ფარად დაუდგნენ საქართველოს, ფიზიკურად შეკრეს ჯაჭვი პრეზიდენტებმა რუსეთის გასაჩერებლად.
მაშინ ევროპა თვლიდა, რომ ხალხი, რომელმაც ღირსებისთვის იბრძოდა 2003-ში, ახლაც ღირსებისთვის, სამშობლოს დასაბრუნებლად იბრძვის და დახმარებას იმსახურებს.
II. 2009 წლის აპრილში დაწყებულმა საკუთარი ხელისუფლების 3 თვიანმა ბლოკადამ გაურკვეველი მოთხოვნებით, მაშინ როდესაც წაგებულ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეებს ერთი აზრით უნდა ჩაესუნთქა და ამოესუნთქა საკუთარი მიწის ოკუპანტებისაგან გათავისუფლებამდე, მსოფლიოს დაანახა რომ 2008 წლის ომი სრულიადაც არ ყოფილა ღირსებისთვის ომი, რომ ეს ხალხი-ქართველები არ არისნ მზად საკუთარი მიწისათვის საომრად, არ უკვეთავენ ხელისუფალს მტერთან ბრძოლას და ის რაც ევროპელისთვის უკანასკნელი სამშვიდობო-დიპლომატიური ზღუდე არის - სახელმწიფო საზღვარი, ქართველთათვის სულაც არ წარმოადგენს ყოფნა-არყოფნის და ღირსების საკითხს. ევროპელ ხელისუფალს მისივე ხალხი აღარ შეუკვეთავს საქართველოს ღირსებისა თუ "ღირსების" დაცვას საკუთარი ქვეყნის საფრთხის ქვეშ დაყენების ფასად. აღარც სარკოზის უსაყვედურებენ მასთან შეთამხმების დამრღვევ აგრესორს რომ აღარ თხოვს სიტყვის შესრულებას, მეტიც. რუსეთის სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად ვერტმფრენმზიდის მიყიდვასაც აღარ უსაყვედურებენ.
აღარ არის ღირსების საკითხი და იმიტომ. აღარც სამართლიანობის საკითხია, ქართველები თურმე შეჩვეულები ყოფილან თავისი ქვეყნის დაქუცმაცებას.
პირიქით, ახლა სარკოზის აქვს საბოდიშო თავის ამომრჩეველთან გრძნობებს რომ აჰყვა და არშემდგარი ქვეყნის (სსრკს რღვევის შემდეგ ეს ქვეყანა არცერთი წუთით არ ყოფილა თავისი ტერიტორიის მფლობელი) ახალგაზრდა პრეზიდენტის (და არა ერის) სამხედრო ავანტიურის (და არა გამანთავისუფლებელი ბრძოლის) გამო საფრანგეთი მსოფლიოს უპირველეს საფრთხეს -რუსეთს კინაღამ დაუპირისპირა.
ღირსება კი ყველამ გადაირჩინა საქართველოს გარდა, ქართულმა ოპოზიციამ ევროპას და მსოფლიოს ინდულგენცია აჩუქა, ნუღარ შეშფოთდებით და აღშფოთდებით, ნუ მოიმტერებთ რუსეთს ჩვენ გამო, რუსეთი გიჟი არ არის, გიჟი ჩვენია.
და რითიღა უნდა ვიამაყო რომ ქართველი ვარ?
არადა მომკალით და, ვამაყობ რომ ქართველი ვარ.
იქნებ ეს ფიზიოლოგიაა, ანდა პირველყოგილი სოციალიზაცია, რომის შესაბამისად ყველა პოლიტიკა თუ ისტორიამდელი ადამიანი საკუთარი გამოქვაბულის, სოფლის, ჯგუფის, თემის, ტომისა თუ ეთნოსის უპირობო ერთგული თაყვანისმცემელი უნდა ყოფილიყო.
იქნებ, როგორც ქათამს ჰგონია ღობე ქვენის დასალიერი, ვერ ვხედავ მსოფლოს თავისი გმირული ისტორიით შეუპოვარი ბრძოლით თავისუფლებისთვის განათლებისთვის, შემეცნებისთვის, მეცნიერებისთვის, შემოქმედებისთვის, ცივილიზაციისა და ინდუსტრიისთვის?
არადა ასე იყო, ბოლო 5 საუკუნეა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი და ძნელი ნაბიჯები ევროპელების მირ გადაჯდგა. მათ დაძლიეს გამარჯვებული და გავლენიანი ძველი და შექმნეს ახალი მსოფლიო, შექმნეს სამართლიანი წყობა, რომლის არაღიარებული საერთო ღმერთი შრომაა და რომელიც დღეს განვითაებული ქვეყნების ხერხემალს წარმოადგენს არამარტო ევროპაში არამედ ამერიკაში,აზიაში და ავსტრალიაში.
იქნებ მეც, ქართველი რომ არ ვყოფილოუავი ქედმაღლურად შემეხედა ამ შარიანი ქვეყნისა და ამ ხალხისათვის. საგულშემატკივრო ბევრი მეყოლებოდა, რაღა ათგზის წაგებულს, აგრესიუილსა და საეჭვო ღირსებიანს ამოვირჩევდი საპროტექციოდ.
ვუგულშემატკივრებდი ხორვატებს, რომლებიც მასობრივი პიროვნული მიზანდადახულობის და ნებისყპფოს წყალობით მსოფლიო სპორტულ სამყაროში ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ, ბალტიისპირელებს, რომლებმაც ასევე მასობრივი პიროვნული მიზანდასახულობისა და ნებისყოფის წყალობით შეძლეს სსრკს კლანჭებშიც კი ევროპელებად დარჩენა და ევროპული ქვეყნების შენარჩუნება. ებრაელებს, რომელთაც ასევე მასობრივი პიროვნული სიმტკიცისა და მაღალი სოციალიზაცის წყალობით შეძლეს მტრულ გარემოში ქვეყნის დაარსება და შენარჩუნება, იაპონელებს, რომლებიც ასევე მასობრივი პიროვნული ნებისყოფისა და მიზანდასახულობის წყალობით გამალებულები ამდიდრებენ ქვეყანას, რომელმაც მერე კურიკის კუნძულები უნდა გამოისყიდოს.
ბერძნებს, რომელთაც თურქეთს მიფენილი უამრავი წვრილი კუნძული შეინარჩუნეს. ბრიტანელებს, რომლებმაც საუკეთესო სოციალური სტრუქტურა დააარსეს და ამ სტრუქტურის აშკარა უპირატესობების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მიბაძვის ობიექტად იქცნენ, გერმანელებს, რომელთაც ომის შდეგ ტრიუმფალური რეაბილიტაცია ერთი თავით სხვაზე უკეთესი მანქანების წარმოებით შეძლეს. ახალზელანდიელებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო გრანდად გახდომა შეძლეს. იტალიელებს, რომელთაც მსოფლიოს 3 ჯერ აჩვენეს, რომ ეროვნული გუნდით შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონობა ფეხბურთში (იგივე შეძლეს გერმანელებმა). კოლუმბიელებს, რომელთაც მარკესი, არგენტინელებს რომელთაც მესი, ბრაზილიელებს რომელთაც კოელიო და რონალდინიო აჩუქეს მსოფლიოს.
ჩეხებს, რომლებსაც ჰყავდათ მენდელი და კომენსკი, პოლონელებს, რომელთაც შოპენი, კოპერნიკი და კორჩაკი.
ამ თვალით რომ შემეხადა საქართველოსათვის, ვთქვათ საშუალოსტატისტიკური ევროპელი რომ ვყოფილიყავი, ვერაფერს გავიხსენებდი საპატივცემოს. სტალინი? ბრრრრრ
შევარდნაძე? ნუ კაი, ხო. მეტი არც არაფერი, ცარიელი ადგილი, ისეთივე როგორიც დანარჩენი უცხვირპირო 200 ქვეყანა.
არ ვიცი რას ვიფიქრებდი ქართველი რომ არ ვყოფილკყავი, არც ის ვიცი რას ვიფიქრწბდი ნაწილობრივად არაქართველი რომ ვყოფილიყავი. იქნებ იმით მეამაყა, რომ ჩემი გენების. ნაწილი იმ ხალხს ეკუთვნით, ვინც თავისი ქვეყანა ისეთ დღეში არ ჩააგდო, როგორშიც ქართველებმა. მაგრამ ვინაიდან არაქართველი წინაპრებში (ყოველ შემთხვევაში აღრივხულ ისტორიაში) არავინ მყავს, და შესზბამისად არაქარტული გენებით ვერ ვამაყობ.
ერთხელ ურეკში რუსმა ქალმა, რომელიც შინაურ გაყინულ პილმენებს ყიდდა მომაძახა - რუსსკიე ლუძი დალჟნი იესწ პილმენი-ო, ანუ რუსად ჩამთვალა. სარკეშიც მაინცდამაინც კარიკატურად დასახატი ქართველის საიდენტიფიკაციო ნიშნები არ მაქვს (არ გვაქვს ბაბუიან- ნათესავიანად), ხოდა მართლაც, საიდან ვიცი რომ სუფთა ქართველი ვარ? იქნებ სულაც რუსულია ჩემს გენებში მინარევი, ან ევროპული, რომელიმე ვთქვათ ტრანსკავკასიული ტელეგრაფის მშენებელი კაცის ან ფრანგი გუვერნანტი ქალის ნაეშმაკარი, ანდა იქნებ სულაც არა ნაეშმაკარი და ოჯახიც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს შერეული. რუსები საქართველოში 250 წელია არიან 250 წელში 80 თაობაა ჩემი წინაპარი, მათში კი მხოლოდ 5 თაობა ვიცი აქედან პირველი მხოლოდ სახელით - მახა რქმევია.
რას გავუგებ ვინ მირევია, იქნებ რუსეთის იმპერიის მიერ სასჯელად საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ოფიცერი, ან კათოლიკე მისიონერი მაგრამ ყველაზე მეტი ალბათობით მაინც რუსი.
თქვენც იპოვით ვიღაცას სარკეში, ვიღაცას ქართველის გარდა- თურქს, სპარსელს, რუსს, მონღოლს, სომეხს, თათარს.
არ ვარ დაბმული საკუთარი გენებით, პირობითობად მიმაჩნია სუფთა ქართველობა, იქნებ დიდ წილად კოსმოპოლიტი ვარ.
მაინც ვამაყობ მეთქი ქართველობით. რითიღა?
რა მაიძულებს ვიამაყო ქართველობით?
Posted by
cartwheel
at
6:35 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, სადღეგრძელო, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Thursday, April 8, 2010
გმირები წაგებული ქვეყნიდან
ომი დღეს?
აქვს თუ არა ნაპოვნი ცივილიზაციას ალტერნატივა?
დეკლარირება-დემონსტრირების დონეზე ომი ბნელი ისტორიის გადმონაშთია და თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს.
გულში რას ფიქრობენ?
რა შემთხვევაში არის დაშვებული ომში ჩართვა?
რა შემთხვევაში შეიძლება არ იომო?
რა შემთხვევაში ხარ იძულებული იომო?
ეს შეკითხვები ყველა ღირსეული ქვეყნის წინაშე დგას.
ისინი გაცილებით მეტს ფიქრობენ ომზე, ზრუნავენ მომავალ შესაძლო ომზე, ხარჯავენ უზარმაზარ ბიუჯეტს სამხედრო წარმოებაზე, შეიარაღებასა და პირად შემაგდენლობაზე.
ეს დღეს ხდება, ხვალაც მოხდება. ღირსეულ ქვეყნებს თავგანწირული ადამიანები ეყოლებათ.













ვინ მოგვატყუა რომ ჩვენ დაულაგებლებსა და ჯერ ნახევრად დაბადებულებს უომრად გვეკუთვნის ის რასაც დალაგებულ, ავტორიტეტიან კულტურებს უომრად არ აძლევენ?
გუშინ ჩვენი ბიჭები ავღანეთში წავიდნენ.
ღმერთმა ყველა მშვიდობით დააბრუნოს. ისინი სასიკვდილო რისკზე მიდიან, მათგან თუნდაც ერთერთის სიცოცხლე უფრო მეტი ღირს საქართველოსთვის, ვიდრე ჩემს ახლომახლო 1992 წელს გუმისთა-ახალშენის ნაპირზე დახოცილი 28 ქართველისა, რომელთაც 29-ე მე, სრულიად შემთხვევით არ მივემატე.

Posted by
cartwheel
at
1:36 PM
2
comments
Labels: ანალოგია, მადლობა, სადღეგრძელო, ხალხი
Monday, March 8, 2010
კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?
კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი 


ჩემი ცხოვრების 43 წლიან ბიოგრაფიაში არ მახსენდება დღე, როდესაც მე თუნდაც ერთი ყვავილი მეჩუქნოს ქალისთვის "ქალთა ინტერნაციონალური დღის - 8 მარტის" აღსანიშნავად.
მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ შორეულ სოციალისტურ ბავშვობაშიც კი სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტაშფანდურს და ჩემთვუის მასში მონაწილეობა არასდროს მოუთხოვიათ.
100 წლის წინ 8 მარტს, კოპენჰაგენში მანამდე ცოტა ხნით ადრე აბობოქრებული ქალთა მოძრაობა გაერთიანდა და ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ კრების ერთერთი აქტივისტი და ამ მოძრაობის მდივანი გახლდათ გერმანელი ქალი კლარა ცეტკინი, რომლემაც ეს თანამდებობა და რეპუტაცია ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.
ის თავისი მიზნის აღსასრულებლად მთავარ მოკავშირედ კომუნისტებს და 1917 წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა.
საბჭოთა კავშირიც ხელისგულზე ატარებდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალს, 1933 წელს, როცა ის მოსკოვში გარდაიცვალა, სასაფლაო ლენინის მავზოლეუმისაგან ახლოს, კრემლის კედელთან მიუჩინეს.
ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ისეთივე იყო როგორიც სხვა ათასი რევოლუციური ავტორიტეტის, რომელთაც მთელი ბავშვობა თავში გვიდებდნენ თაყვანისცემის ობიექტად.
ანუ არ მიყვარდა, ვერ ვუგებდი და ჩუმად ვაპროტესტებდი მათ დეკლარირებულ ბუმბერაზობას.
არადა ახლა რომ ვუყურებ, რას მიშავებდა, კონკრეტულად კლარა ცეტკინი მყავს მხედველობაში. ის მართლაც უშველებელი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. მაშინ ევროპაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდათ, მათ მეორეხარისხოვანი ადამიანების სტატუსი ჰქონდათ და პოლიტიკაში მათი წონა ოფიციალურად იყო 0-ის ტოლი.
პოლიტიკას ვინ ჩიოდა, ქალის რეალურ წონაზე კი ეს მაქვს მოსმენილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს 1666 წელს დაბადებული ქალი თუკი 66 კილოზე ნაკლებს იწონიდა, უპირობოდ აგდებდნენ მდინარეში დასახრჩობად როგორც კუდიანს, ვიღაც ჭკვიანს გამოუთვლია, რომ ცოცხს 66 კგ-ის აწევა შეუძლია და ე. ი. უფრო მსუბუქები კუდიანები იყვნენ.


მართალია, მეოცე საუკუნეში გადასარჩენი აღარავინ ჰყავდა, მაგრამ კლარა ცეტკინი მაინც კარგადაც მოიქცა რომ იბრძოლა, ღირსება ჰქონია, ენერგიული , მიზანდასახული ყოფილა, საკუთარი მიზნის აღსასრულებლად გონიერი ნაბიჯების გადაგმის უნარი ცოდნა და განათლება ჰქონია.
რითაა ფლორა ნაითინგეილზე ნაკლები პატივისცემის ღირსი (რომელმაც წითელი ჯვარი დააარსა)?
ამ მხრივ ჩემს თვალში რეაბილიტირებულია.
მეორე საქმეა კლარა და რუსეთი.
ის ცხოვრების მეორე ნახევარში 1933 წლამდე ნებივრობდა კომუნისტურ პატივისცემაში, ღებულობდა ლენინის ორდენებს, დასეირნობდა საბჭოთა კურორტ-სანატორიუმენბში და დითირამბებს არ იშურებდა საბჭოთა რუსეთის მიმართ.
რაც ჩემთვის განსაკუთრებული კომპრომატია - ვერ ხედავდა იმ ქვეყანაში გასაპროტესტებელ საკითხს.
ერთადერთი, რასაც შეიძლება დაეტყვევებინა სამართლიანებისთვის მებრძოლი ქალი, დაეტყვევებინა იმდენად, რომ საკუთარი პრინციპი, დაჩაგრულის დახმარება, თანაბარი უფლებები ადამიანებს ეროვნების, რასის, სქესის მიუხედავად, გვერდზე გადაედო, იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის სიდიდე და სიძლიერე.
მან რუსეთში ის დასინახა, რაზეც ნინო ბურჟანაძეს 100 წლის შემდეგ "თვალები აეხილა"
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გრძნობთ, რუსეთის დედაქალაქში რომ დადიხართო, ნინომ ანთებული თვალებით უპასუხა " ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი, ქვეყანა, ქვყანა, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო, რომლის სიძლიერე საქართველომ არათუ უნდა გაითავალისწინოს, არამედ გულშიც კი არ უნდა გაივლოს მისი შეწუხება საკუთარი ინტერესებისთვის".
ბოდიში არაზუსტი ციტირებისთვის, მაგრამ დამოკიდებულება აშკარად დოკუმენტურია - დიდება დიდ რუსეთს.
შემდეგი თეზა კიდევ უფრო ილუზიური აღმოჩნდა, თურმე მას ჰქონია რუსეთთან პრობლემების მოგვარების პროგრამა, და ამ პროგრამის მთავარი ღერძი ყოფილა თავაზიანობა!
რუსეთი კეთილია, ზრდილობიანი მიმართვა საკმარისი ყოფილა მისი გულის ასაჩუყებლად. პუშკინი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი და.. პრაშუ, პრაშუ ვ აპხაზიუ ი ასეწიუ.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუკი კლარა ცეტკინს 100 წლის წინ თავისი სამართლიანობისათვის მებრძოლის დროშის შენახვა რუსეთის სიდიადემ, რეალურმა სუპერმასშტაბურმა ცვლილებებმის ეიფორიამ და მებრძოლის ოპტიმიზმმა აიძულა, ნინო ბურჯანაძეს არც არასდროს ჰქონია ამ ქვეყნის მიმართ არც იმედი და არც ეიფორია, მას გათვლილი და აწონ-დაწონილი საკუთარი სარგებელი აქვს.


თქვნ კი გულწრფელ ადამიანებს, ამ პოსტის მკითხველ ქალებს, გილოცავთ გაზაფხულის კიდევ ერთ დღეს, რომელიც ჭირვეული და ქარიანი კი გამოდგა, მაგრამ ნამდვილად უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ყველა წინა დღე ამ წელს.
International Women's Day
Observed by Albania, Algeria, Argentina, Armenia, Australia, Azerbaijan, Bangladesh,Belarus, Bhutan,Bosnia and Herzegovina, Brazil, Bulgaria, Burkina Faso, Cambodia, Cameroon, Chile, China, Colombia, Croatia, Cuba, Cyprus, Denmark, Finland, Georgia, Greece, Hungary, Iceland, India, Italy, Israel, Laos, Latvia, Lithuania, Kazakhstan, Kyrgyzstan, Macedonia, Malta, Mexico, Moldova, Mongolia, Montenegro, Nepal, Norway, Poland, Portugal, Romania, Russia, Serbia, Slovakia, Slovenia, South Africa, Sweden, Spain, Syria, Taiwan, Tajikistan, Turkey, Turkmenistan, Ukraine, Uzbekistan, Vietnam, Zambia
Posted by
cartwheel
at
12:53 PM
5
comments
Labels: forum.ge, ვინიგრეტი, სადღეგრძელო
Monday, January 18, 2010
მარო ბაბო


ეს წერილი თუ ვედრება-წერილი ბებიაჩემმა (ბაბომ და არა ბებიამ, ბებია მეორე მყავდა) თურმე 1941 წელს დაწერა, როცა შვილი ყივანახველით ავად ჰყავდა, ქმარი კი (საშა ბაბუ) ომში ახალი გაწვეული (ფრონტზე არ გაუწვევიათ, ლენინაკანში წაიყვანეს ოფიცრად როგორც სამხრეთ საზღვარზე შეღავათი სკოლის დირექტორთათვის.
იმ ხალხთაგან კი, ვისაც ბაბო ღმერთს ავედრებს, დღეს მხოლოდ ჩემი დეიდაღა არის ცოცხალი.
მან აღმოაჩინა ეს წერილი შარშან, 2009 წელს, და გაიხსენა, რომ დედამისი ხშირად ჩაიხედავდა ამ ქაღალდში და ბუტბუტებდა თავისთვის.
ბაბოს ზრუნვას დღეს მე ვღებულობ და ჩემი შვილები.
მადლობა მას.
აცხონოს უფალმა მისი შენავედრი ხალხი იმქვეყნად.
თუ გაგიჭირდეს ჩემი ღმერთი ახსენეო, მეუბნებოდა ხშირად. მატყობდა ათეისტობას ალბათ.
მარო ბაბოს ღმერთო მიშველე, გვიშველე.

Posted by
cartwheel
at
8:52 PM
3
comments
Labels: მადლობა, სადღეგრძელო
Wednesday, December 30, 2009
გილოცავთ ახალ 1020, უი, 2010 წელს!

ვინაიდან 31 დეკემბერსა და 1 იანვარს შინ არ ვიქნები, და ვინაიდან ქვემდებარე პოსტი მკვეთრად არასაახალწლო ელფერს ატარებს, გადავწყვიტე დღეს დავწერო "საახალწლო პოსტი".
მას აშე, გილოცავთ ახალ წელს. დავი თქვენს სადღეგრძელოებს!
ქვემოთ ნახავთ პოსტს, სადაც ტელევიქტორინა "რა? სად? როდის?" -ათვის გამოსადეგი ჩემი ერთი კითხვა წერია (რამდენ ხანს გრძელდება ერთი კალენდარული დღე მთელს დედამიწაზე?).
დღეს კი ახალ წელთან დაკავშირებით მეორე სავიქტორინო შეკითხვასაც შემოგთავაზებთ.
-დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი ოდენობით მზადდება მართლმადიდებელთა, კათოლიკეთა და პროტესტანტთა საერთო წმინდანის გამოსახულებები და ელექტროფიცირებული მარიონეტები?
ახალწელთან დაკავშირებით მეთქი, მინიშნებაა.
წელს უჩვეულოდ თბილი ზამთარია. ცოტა აცივებასაც ავიტანთ თუკი თოვლითურთ მოვა.
შარშან დავწერე და წელსაც გავიმეორებ - დიდ მადლობას ვუძღვნი რომაელებს ახალი წლის დეკემბერ-იანვრის საზღვარზე, შუა ზამთარში დაფუძნებისათვის.
გენიალური გადაწყვეტილებაა, ბრავო, ბრავისსიმო.
სანამ დღე კლებულობს, სიცივეები მატულობს და გაზაფხულამდეც ძაან შორია, ახალ წელს ველოდებით.
ახალი წლის შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ ყველაზე ხანგრძლივი ღამე გადაგიტანია და დღეები უკვე დიდდება.
იქ 2010 წლის წინ მარიამმაც არ დააყოვნა და იესოს გაჩენა ახალ წელს დაამთხვია. მადლობა მასაც შობა-ახალიწლის კომპლექტისთვის.
თუმცა ეს ახალწელშობა რამდენხანს უნდა გვქონდეს შობაახალიწლის ნაცვლად?
მართალია ჩემი ღმერთი ინტრიგანი და მეწვრილმანე არ არის და ჩემს თეფშში და კუჭში არაფერი ესაქმება,
შესაბამისად არ ვმარხულობ, მაგრამ ახალი წლის ზეიმი რომ წაართვეს იმ ხალხისა კი ნამდვილად არ მშურს. ვერ ვიტყვი მეცოდებიან მეთქი, მაგრამ ჩემსას ვჩივი - ჩემიანი კარგი ადამიანებისთვის ეს დღე დღესასწაული რომ არ არის, ჩემს დღესასწაულსაც რაღაც აკლდება.
გილოცავთ ახალ 1020, უი, 2010 წელს!
Posted by
cartwheel
at
5:14 PM
18
comments
Labels: IQ, მადლობა, მე ათეისტი, სადღეგრძელო
Sunday, August 23, 2009
სადღეგრძელო მამას
კიდევ 3 ულამაზესი შვილიშვილი ჰყავს
უკეთუ პირველი ძუძუმწოვრები დედამიწას 70 მლნ წლის წინ მოევლინენ, და უკეთუ 70 მლნ წელში 700000 საუკუნეა და უკეთუ ერთ საკუნეში დაახლოებით 4 თაობა ცვლის ერთმანეთს, გამოდის რომ მე, დღევანდელ ადამიანს დღემდე, ძუძუმწოვარ არსებათა 1.800.000 წყვილი, 1.800.000 თაობა მყავდა წინაპრად.
ვინაიდან ყოველ შემდგომ თაობას ორი მშობელი ჭირდება, ე.ი. ჩემი წინაპრების ერთი ძეწკვი 3.600.000 არსებას, 1.800.000 დედასა და ამდენივე მამას მოითვლის.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
ვინაიდან ამ ჩემს 3.800.000 დედმამაში ერთერთიც რომ ყოფილიყო სხვა, მე არ გავჩნდებოდი, პატივი ვცეთ მათ ინდივიდუალურ წინაპრებსაც და ყველა ვახსენოთ:
Iთაობა . მე
IIთაობა-2. დედა მამა
IIIთაობა-4. ბებია ბაბუა ბებია ბაბუა
IVთაობა-8. მათი დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა
და იმათი
Vთაობა-16.დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა
VIთაობა-32.დედმამა დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ
VIIთაობა-64.დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ
.......
...........
......................
..........................................
.................................................................................
,,
ანუ, ვინაიდან წარსულში გახედვისას ვგებულობთ, რომ ჩვენი გენების საბოლოო ფორმირებაში ყოველ წინა თაობაში არითმეტიკული პროგრესიით მეტ სულიერს მიუღია უშუალო მონაწილეობა, გამოვა რომ -70 მლნ წლიდან მოყოლებილი
2 ხარისხით 1.800.000 არსება არის ჩემი უშუალო წინაპარი. ნათესავი კი არა, არამედ პირადი, უშუალო წინაპარი. მე მათი გენების მესიჯების ნაკრებით აწყობილი გენოტიპი მაქვს.
ვინა ხართ ჭკვიანი? მითხარით რამდენია 2 ხარისხით მილიონ რვაასიათასი.
ჩემს წინაპართა 1.800.000 თაობისაგან მხოლოდ 64 თაობა იყო ქრისტიანი, 120 ქართველი, 10 000თაობა ადამიანი, 20 000 თაობა საპიენსი. 
დანარჩენი 1.800.000 - 30284 ანუ 1.769.716 თაობა გაურკვეველი ძუძუმწოვარ არსებებს წარმოადგენდნენ, და საკმაოდ კარგადაც წარმოადგენდნენ, რათა იმ მხეცკბილა ნადირხვლიკების, 
დინოზავრების, არქეოპტერიქსების, დღევანდელზე ექვსჯერ დიდი დათვებისა და სამჯერ დიდი ხმალკბილა ვეფხვების, თუნდაც მეზობელი პითეკანტროპების ერაში
ეარსებათ, მოეპოვებინათ, შეწყვილებულიყვნენ, შთამომავლობა გაეჩინათ, ერჩინათ და უკლებლივ ყველა ზრდასრულები, გამრავლების უნარის მქონენი დაეტოვებინათ.
აფერუმ ყველა მათგანს! ყვეელას!
არადა, ამ 2 ხარისხით 1.800.000-დან მე მხოლოდ 14 ადამიანი ვიცი ჩემს პირად წინაპრად გვარ-სახელით , მათგან მხოლოდ 13 ადამიანის ფოტოსურათი მაქვს, მხოლოდ 5 ადამიანს ვიცნობდი, მიყვარდა და მყავდა.
დღეს კი მხოლოდ 1 დამრჩა - მამა.
ღმერეთმა კარგად მიმყოფოს.
70 მლნ წლიდან დავიწყე და... 70იოდე წლის წინ კი მამაჩემი დაიბადა. კარგი კაცი, კარგი ქართველი, კარგი მამა, პროფესიონალი, მეგობარი. კაცი რომლისგანაც ვსწავლობ და ბევრ რამეზე ხელიც ჩავიქნიე, ვერ ვისწავლი, ვერ ვიქნები მასავით ჭკვიანი, ენერგიული, შემართული, იდეალისტი და მასავით მოსიყვარულე, უნდა ვაღიარო.
მამა, გილოცავ დაბადების დღეს!
ვისაც ჩემი დახასიათების არ გჯერათ , ნახეთ, ეს მისი ბლოგია - "გური ბაბუს საიტი"
P.S. გური, 2 ხარისხით 1.800.000 რამდენია?
Posted by
cartwheel
at
2:42 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, მადლობა, მე ათეისტი, სადღეგრძელო, ძირს პათეტიკა
Friday, August 21, 2009
წინაპრების სადღეგრძელო

ჩემს წინაპარს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს, ხსოვნა იყოს, ნათელი დაადგეს, ცოცხლად გაუმარჯოს, მიუვიდეს, მისი დანაკლისი წლები შთამომავლებს გადაეცეს, მისი დასავიწყარი არაფერი შეგვახვედროს ღმერთმა, მისი დაწყებული საქმეს გაუმარჯოს,
რატომაც არა, გაუმარჯოს.
ღირსია ჩემგან მადლიერების, ჩემგან და ჩემი შვილებისგან.
შვილი ხომ გაზარდა, ხომ ასწავლა გადარჩენა და იმდენად კარგად უპატრონა, რომ იმ შვილმაც შვილი დატოვა, მერე რა, რომ თავადი არ იყო და სასახლე არ დაუტოვებია შთამომავალთათვის, არც ღერბი და მამულები, მერე რა რომ იქნებ ხეირიანი სახლიც ვერ დაუტოვა შვილს, იქნებ სულ არ ერქვა სახლი და გამოქვაბული იყო, ან ბუნაგი, ან სულაც ბუდე, მერე რაქ რომ პროფესორი არ იყო, ლაპარაკი ხომ ასწავლა შთამომავალს, ქართული, იქნებ მეგრული, იქნებ არც ერქვა მაშინ ლაპარაკი, იქნებ მხოლოდ პირველადი სასიგნალო სისტემა იყო, ის მაინც ხომ ასწავლა, ან სულაც არც ეს სასიგნალო სისტება იცოდა და შვილი უბრალო სითბოთი, ჩახუტებით, მუცელზე მიტყეპებით ააცილა სიცივესა და მტაცებელს.
70 მლნ წელია ბუნებაში ძუძუმწოვრები გაჩნდნენ, მას შემდეგ, ყოველ წუთის განმავლობაში ჩემი წინაპრის გული ცემდა და არ გაჩერებულა მანამ სანამ შვილის გულმა არ დაიწყო ძგერა.
ხოდა გაუმარჯოთ ყველას ბოლო 70 მილიონი წლის მაცხოვრებელ ჩემს პირად წინაპრებს, ვენაცვალე კუტუნებში, ძუძუებში, ჯიგარში, შთამომავლობის სიყვარულში, სიმკვირცხლეში, სიფრთხილეში, ვაჟკაცობაში, ოფლისა და სისხლისღვრაში, კლანჭებში და მუზარადებში, კუდებში და უკუდოდ, ლტოლვაში და სიყვარულში, ხვაშიადსა და ეჭვებში,,
გაუმარჯოთ,
გაგიმარჯოთ, მადლობა რომ იყავით და ზუსტად ისეთნი იყავით, როგორიც იყავით.
მადლობა რომ ეს ჯაჭვი შეინარჩუნეთ და თქვენი პრე-პრე-პრე ისტორიული, ისტორიული და უახლეს ისტორიული სიყვარულებისა და ზრუნვების შედეგად მე დავიბადე.
გაუმარჯოოოთ!!!!
მაგრამ 70 მლნ წლამდე ვინც იყვნენ იმათ რა დამიშავეს?
იმათაც გაუმარჯოთ!
Posted by
cartwheel
at
10:58 AM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სადღეგრძელო, ძირს პათეტიკა
Sunday, January 4, 2009
დროებითი გამარჯვება ჰარმონიაზე

პოსტი "თამადა"-ს შემდეგ მინდოდა ამის დაწერა, იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ ვეჭვობ, იქნებ დავწერე კიდევაც აიპაკში, მაგრამ ახლა არ მოვძებნი, თავიდან დავწერ.
იქნებოდა ასე 1983-86 წლები. არა, ლენინგრადში არ გავფრენილვარ 37 მანეთად.
კარგ თბილისურ ოჯახში დაბადებისდღის სუფრაზე ვიყავი სტუმარად სკოლის მოსწავლე. სუფრა საბავშვო არ იყო, პატივცემული კარგი ადამიანები ქეიფობდნენ.
თამადა ექიმი იყო, კარდიოლოგი (შემდგომში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი).
კარგი თამადა აღმოჩნდა, საინტერესო, ინიციატივიანი, არასტანდარტული ხალისიანი ინტელექტუალი.
სილამაზისა და ჰარმონიის სადღეგრძელო თქვა.
არგუმენტებიც დაალაგა ჰარმონიის უპირატესობების საჩვენებლად.
ღმერთმა ქნას ჰარმონიაში გვაცხოვრა გარემოსთანო.
ამ სადღეგრძელომ კამათი გამოიწვია.
სუფრის წევრმა ფიზიკოსმა პროფესორმა (რომელიც შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიკის მისაღებ გამოცდას ხელმძღვანელობდა მხოლოდ ერთი წელი, ვინაიდან უწესიერესი კაცია) სადღეგრძელო უჩვეულოდ ხმაურიამნად გააპროტესტა.
-ჰარმონია მკვდარი ბუნების, კოსმოსის, ფიზიკისა და ქიმიის მახასიათებელია, ყოველივე ცოცხალი კი ჰარმონიისაკენ მოლეკულების სწრაფვის საწინააღმდეგოდაა მიმართულიო.
თამადას უკან დახევა მოუწია, მან როგორც კარდიოლოგმა ხომ სხვებზე უკეთ იცოდა, რომ ჰარმონიის იონთა კონცენტრაციის სითხეში გათანაბრების კანონი ჯერ კიდევ მილიარდი წლის წინ დაარღვია კოაცერვატმა და ერთუჯრედიან არსებად გადაიქცა უკიდეგანო კოსმოსის ერთი ნამცეცის - დედეამიწის ქერქზე მოგდებულ ბუყბუყა წყალში - ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო, რომელიც იონებს მკვდარი ფიზიკის კანონების საპირისპიროდ ინახავს იქ სადაც ეს სიცოცხლეს ჭირდება ბიოქიმის, ბიოფიზიკისა და ბიოორგანული ქიმიის პ კანონების ყველაზე ძველი, უხუცესი კანონია.
სამწუხაროდ ფიზიკისა და ქიმიის ჰარმონიასთან ჭიდილში ბიოქიმიასა და ბიოფიზიკას მხოლოდ დროებით გააქვს თავისი, საბოლოოდ ყველაფერს ცივი ჰარმონია ნთქავს.
მაშ გაუმარჯოს იმ დროებით გამარჯვებას ჰარმონიაზე, რომელსაც სიცოცხლე ქვია. 
ეს სადღეგრძელო დეტალებში არა, მაგრამ მაინც უკვე 25 წელია მახსოვს.
ექიმს ჰარმონია ფიზიკოსმა დაუწუნა. ექიმი დაეთანხმა.
Posted by
cartwheel
at
5:14 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სადღეგრძელო
