The word "qartveli" means georgian in Georgian language....................................
სიტყვა "ქართვილი" ურმის ბორბალს ნიშნავს ინგლისურ ენაზე.
შენ კი ქართველო, ურმის ბორბალო, წერე და იკითხე!
ეს ინფორმაცია გაფიქრებინებთ რომ დიდი მონიტორი გჭირდებათ.
მე უკვე ვეძებ.
აი უყურე, 40 ქვეყნის 150 მუზეუმის 32000 ნიმუში საუკეთესო ხარისხით გადაღებული შენს წინაშეა.
შეგიძლია ისეირნო გუგლის სთრით ვიუს ტექნოლოგიით გადაღებულ ბერლინის, ფლორენციის, ნიუიორკისა და პარიზის მუზეუმების კორიდორებში და ურცხვად დააზუმო ყველა ნუმუში რეალურზე რამოდენიმეჯერ მეტად.
არის ერმიტაჟი, უფიცა, მეტროპოლიტენ მუზეუმი, ბერლინის მუზეუმები ეტქ.
მოკლედ 32 ათასი ნიმუში!!!
(ჯერ არაა ლუვრი, ორსე).
შედი.
დააწკაპე F11, რათა ჩარჩო გაქრეს და ... ისიამოვნე.
მარჯვნივ ყვითელი კაცუნა მონიშნე და.. გადაგიყვანს მუზეუმში იმ ადგილას, სადაც სურათი კიდია სინამდვილეში.
ან გაუშვი სლაიდშოუ.
შენც მალე ინატრებ უფრო დიდ მონიტორს.
http://www.answers.com/topic/google-art-project
აქ გუგლის არტპროექტის მიმოხილვაა.
On April 3, 2012, Google announced a major expansion to the Art Project as it signed partnership agreements with 151 museums from 40 countries. The platform now features more than 32,000 artworks from 46 museums
+ ვის ეხება, ჩვენი გალერეა და მუზეუმები ძაან მინდა მანდ რომ იყოს.
ღირს ახალ პოსტად. ვიპოვე, ევრიკა! 16 მეტრი ვიპოვე. ანუ ვიპოვე ის სიტუაცია, რომელიც ადვილად დაგვანახებს იმას, თუ რამდენია 16 მეტრი.
რაში მჭირდება? აი ამ ცოდვილობის დასასრულებლად, თანაც წარმატებით.
ნახე, თუკი სამყაროს იმდენად შევამცირებთ, რომ დედამიწა კალათბურთის ბურთის ხელა გახდბა, მაშინ დედამიწა 3 მმ დიამეტრის მქონე ბურთულად იქცევა, დისტანცია მათ შორის (დედამიწასა და მზეს შორის რეალური მანძილი 150 მილიონი კილომეტრია) კი 16 მეტრი.
ბურთს და ნამცეცს ადვილად წარმოვიდგენთ, მაგრამ უფრო ძნელი წარმოსადგენია მანძილი მათ შორის ანუ ორბიტის ნახევარის ერთობლივ მასშტაბებში წარმოდგენა.
და ვიპოვე.
როდესაც კალათბურთის ბურთი კალათბურთის მოედნის ზუსტად ცენტრში დევს, ნამცეცი დედამიწა მის გარშემო იმ ორბიტაზე იმოძრავებს, რომელიც გაივლის მოედნის კუთხეებზე, წიბოებზე. კალათბურთის მოედნის ცენტრსა და კუთხეებს შორის მანძილი 16 მეტრია.
ანუ, ჩემი შეფასებით მზესა და ჩვენს შორის უზარმაზარი ცარიელი სივრცეა და მადლობა გრავიტაციას, რომ მზეს არ ვეკარგებით.
მადლობა დედამიწის ქროლვის სიჩქარეს, რომლითაც ჩვენ მზის გრავიტაციას წარმატებით ვაწონასწორებთ და არც მზეზე ვვარდებით.
დატკბით ვირტუოზი გიგანტებით და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა არ ქნას და რომელიმე მათგანმა ფეხი არ დაადგას მათთვის უჩინარ ბუზზე პატარა ბურთულას, რომელიც იმ წრეზე მოძრაობს სრულ უკუნში.
მოძრაობს წრეზე რომელშიც ეგ მოედანი სრულად ჩაეტევა. მოედნის ცენტრში კი ის მზე წარმოიდგინეთ, რომელიც ამ ბურთის ხელაა.
კიდევ ერთი მადლობა არაცოცხალ და უნივერსალურ ფიზიკას.
აიღეთ ხელში თქვენი მობილური ტელეფონები და გახსენით კალკულატორი
2 გაამრავლეთ 2 ზე და ასე 33ჯერ
მიიღებთ 8589934592-ს
ჩვენ ყველას ზუსტად ერთნაირი არითმეტიკული პროგრესიით დათვლადი გენიალოგია გვაერთიანებს. არა მარტო ადამიანები რომელთაც აუცილებლად ჰყოლიათ ერთი ქალი - დედ და ერთი კაცი - მამა, არამედ ცხოველებსაც რომელთაც ყველას ჰყავს ერთი დედა დედალი და ერთი მამა მამალი, ერთი დედა ძუ და ერთი მამა ხვადი.
ეს კანონზომირერბაა - ყველას გვყავს ორი მშობელი, 4 ბებია ბაბუა, რვა დიდი ბებიაბაბუა და ასე შემდეგ. წინა თაობა ორმაგდება და ასე დაუსრულებლად.
არცერთი ჩვენთაგან და არცერთი ჩვენთაგანის არცერთი წინაპარი არ მოვლენია ქვეყანას მხოლოდ ერთი მშობლისგან, გადაწვენით, თვითდამტვერვით,დაკვირტვით ან კლონირებით. ყველა ჩვენს წინაპარს ორი მშობელი ჰყავდა.
ერთ საუკუნეში ადამიანთა ოთხი თაობა იცვლება, სამი მაინც. ქრისტეშობიდან მოყოლებული ჩემი წინაპრების მინიმუმ 60-მა თაობამ იცხოვრა. უფრო რეალისტური გათვლით 70-მა.
ყველა წინა თაობაში დედათა და მამათა საერთო რაოდენობა ორმაგდება შემდეგ თაობასთან შედარებით.
რამდენმა დედამ იდედა და რამდენმა მამამ იმამა ქრისტეშობიდან 21-ე საუკუნემდე? 1 2.2= 2 4*2= 3 8*2= 4 16*2= 5 32*2= 6 64*2= 7 128*2= და etc.
256 512 1024 2048 4096 8192 16384 32768 65536 131072 262144 524288 1048576 2097152 4194304 8388608 16777216 33554432 67108864 134217728 268435456 536870912 1073741824 2147483648 4294967296 8589934592 და ყველა ეს ციფრი შევკრიბოთ (ყველა ცალკეული თაობა ერთად)
მეათე საუკუნიდან (როდესაც საქართველოს აფხაზი მართავდა) ჩემი წინაპრების დაახლოებით 33 თაობამ იცხოვრა და უკლებლივ ყველამ დატოვა შთამომავლობა. 33 თაობის წინ მარტივი გათვლით ჩემი წინაპრები 8.589.934.592 ადამიანი უნდა ყოფილიყო. არადა მაშინ კი არა, დღესაც არ მიუღწევია ადამიანთა რაოდენობას 8 მილიარდისათვის.
მაშინ კაცობრიობა სულაც, არასრული 1 მილიარდი იყო.
სად ვუშვებთ შეცდომას? როგორ ავხსნათ, რომ ნამდვილად გაწეულია ჩემს დაბადებამდე 4294967296 დედობა და4294967296 მამობა, მაგრამ საქართველოDი კი არა, დადამიწაზეც კი არ უცხოვრია ამდენ ადამიანს?
ახსნა ერთია.
ჩვენი სიიდან დედობის შემსრულებელი ორი ბავშვის დედა, თუკი მისი ორი შვილის განაყარი ერთმანეთს ისევ დაუქორწინდება 7 თაობის შემდეგ, უკვე გამოდის დედა ორივე შტოსთვის. შესაბამისად მისი დედობების რაოდენობა ხდება არა 2 როგორც მის ცხოვრებაში იყო, არამედ შეიძლება ვთქვათ 14-ან 42. შუშანიკის დროს მცხოვრები ორი ჩვილის გამჩენი ქალი შეიძლება ჩემს გენიოლოგიაში 2457844 ჯერაა დედა, იმით რომ მისი შთამომავლები საუკუნეების განმავლობაში კარგავდნენ და პოულობდნენ ერთმანეთს სხვადასხვა შტოებში. ეს გათვლა საშუალებას გვაძლევს დავუახლოვდეთ რეალურ ციფრებს.
ანუ ჩავთვალოთ, რომ ჩემი პირადი წინაპრები პირველ საუკუნეში 8589934592 კი არ იყვნენ, არამედ ათიათასჯერ ნაკლები. რომ წინაპარმა არქიდედებმა და არქიმამებმა სათავე დაუდეს იმ შტოებს, რომლებიც ერთმანეთს არაერთხელ გადაეჯაჭვნენ საუკუნეების განმავლობაში.
აქედან დასკვნა პირველი - ყველაზე მინიმალური გათვლით მე იმდენმა ადამიანმა მიწინაპრა, რამდენიც საქართველოს არ ჰყავდა, ჩვენ ქართველები ვართ ბევრი სხვა ერის წინაპართა შთამომავლები. ისევე როგორც ალბათ ნებისმიერი სხვა ერი.
დასკვნა მეორე- ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ. თუ ქრისტეშობის შემდეგ არა, ქრისტეშობამდე 2000 წლის წინ მაინც დედამიწაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომლის შთამომავლები ვართ მეც და შენც.
დასკვნა მეოთხე სულ 200 წელია რაც გვარებმა ოფოციალური კონსტანტის სახე მიიღო და ვინაიდან გვარის შიგნით ქორწინება დაუშვებელია, შეწყდა პრაქტიკა, როცა რამდენიმე თაობის შემდეგ ახალგანაყარ გვარს (როელსაც სახელი ვთქვათ პაპის კოჭლამაზობის გამო შეერქვა) ისევ შეეძლო დანათესავებოდა თავისივე არქიგვარის წარმომადგენელს, როგორც ფორმალურად სხვა გვარის მქონე. ბოლო ორასი წელია გვარების უცვლელობის გამო ქორწინდებიან მხოლოდ შორ დამომკვიდრებაში მყოფი ადამიანები.
დასკვნა მეხუთე. ვინაიდან შორი დამემკვიდრება ანუ ჰეტეროზისი განსაკუთრებით კარგი შედეგის მომტანია სახეობისთვის, ჩვენ დღევანდელი ადამიანები უფრო კარგები (ჯანმრთელები, ამტანები, ლამაზები, ჭკვიანები?, დიდები) ვართ ვიდრე წინაპრები.
დასკვნა მეექვსე. ჰეტეროზისი მომავალშიც გააგრძელებს კარგი ნაყოფის გამოღებას. ჰეტეროზისი გაღრმავდება არა მარტო გვართაშიდა ქორწინებაზე ტაბუს გამო, აგრეთვე ადამიანების მიერ საკუთარი წინაპრების ბევრი თაობის დოკუმენტურად (ფოტო, ვიდეო მასალა, ბიოგრაფია, ჩანაწრერბი ეტქ.) ცნობის შედეგად. 22-ე, 23-ე და 55 საუკუნეშიც იარსებებს ფაილები, რომლებიც უშეცდომოდ ათქმევინებს ადამიანს ვინ იყო მისი წინაპარი 1950 წელს, როგორი ადამიანი იყო მისი წინაპარი 2000 წელს.
დასკვნა მეშვიდე. ჩვენ ადამიანები 21 საუკუნის დასაწყისში საკუთარი თავის შესახებ დავტოვებთ ათჯერ უფრო ცოცხალ შთაბეჭდილებებს ვიდრე ჩვენი მამები და ბაბუები. ჩვენ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიყოთ უფრო რეალური ხორციელი ჩვენი შთამომავლისთვის ვიდრე იმათი დროინდელი ვინმე კინოვარსკვლავი ან პოლიტიკოსი. ჩვენ განწირულები ვართ რომ ვიყოთ არქიბაბუები და არქიბებიები. 50 საუკუნის შემდეგ ჩვენი შთამომავლები გვარის შეკრებაზე (ან ერთი არქეტიპის შთამომავალთა შეხვედრაზე) სტადიონებს გაავსებენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ორიენტირები, სამაგალითოები, საამაყოები, გამაერთიანებლები, დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ათასობით ჩვენი შთამომავლისთვის უნდა გახდეს კარგი მოდუსი.
მაშ ასე: ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ
-31 საუკუნეში მე მეყოლება რეგისტრირებულ დოკუმენტირებული 50 ათასი ნათესავი, რომელთა ათვლლა მე-20 საუკუნიდან დაიწყება. -მე დღეს 21- ე საუკუნეშიც მყავს 50 ათასი ნათესავი, რომელთაც არ ვცნობ ნათესავებად, იმიტომ რომ მათი რეგისტრაცია არავის უწარმოებია მე11 საუკუნიდან მოყოლებული. არ ვიცნობ, მაგრამ მყავს.
-ჩავიხედოთ სარკეში და ჩვენს გვერდზე წარმოიდგინოთ ეგრეთწოდებული სუფთაქართული გარეგნობის სახე, რომელიც დღეს ძირითადად ჰეროიკულ და იუმორისტულ ილუსტრაციებს შემორჩა. რამდენად განვსხვაბდებით ჩვენ "სუფთა ქართველისგან" ჩვენი სარკიდან შემოგვხედავს ქართველი უცხო ნაკვთებით : სპარსი, რუსი, თურქი, არაბი, მონღოლი, სომეხი, ჩეჩენი, ევროპელი. ჩვენ მათ არ ვიცნობთ და არც ვცნობთ, უცხოს ჩვენს წინაპრებში. მაგრამ, ვინაიდან ყველა ჩვენმა წინაპარმა უკლებლივ, დატოვა შთამომავალი და გაზარდა ის იმდენად კარგად რომ მასაც დაეტოვებინა შთამომავალი, გამოდის რომ მათაც პატივი უნდა ვცე, უცნობ გადმოხვეწილ გადამთიელს ჩვენს გენებში.
-ჩვენი წინაპრების განსახლების არე ვერ იქნებოდა მხოლოდ საქართველო. ამას მე ჩვენი სპორტული ნაკრებების წევრთა ექსტერიერში დაგანახებთ. შეხედეთ და იცოდეთ, ადამიანები ნათესავები ვართ ქართველები, აფხაზები და ოსები სამგზის ნათესავები ვართ.
- ნათესავებს მოეთხოვებათ ერთმანეთისადმი უპირობო სიყვარული, თამამად გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ხომ ერთიდაიგივე ადამიანის შთამომავლები ვართ.
აქ დღეა, დაახლ 16 სთ, დედამიწა მრგვალია, იაპონიაშ ღამეა, ეს დღე, ჩენთან ჯერ კიდევ რომ არის, იაპონელთათვის საშინელი დღე, უკვე დამთავრდა. მერფის ცინიკური კანონების ჟურნალისტთათვის განკუთვნილი,ერთერთი ცინიკური კანონის მიხედვით მსხვერპლი მით უფრო მეტი უნდა იყოს, რაც უფრო შორსაა რეპორტაჟის ადგილი, რათა წარმატებული სიუჟეტი გამოგივიდეს.
დღეს წარმატებული სიუჯეტების ფეიერვერკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბი მიიღო - მსხვერპლი ძალიან დიდია, ნგრევა აპოკალიფსური მასშტაბის, დინამიური კარდები სხვადასხვა რაკურსებით,
11.03.11 იაპონიას საშინელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა.
ანიმაციაა, მიმტკიცებდა ჩემი ვაჟი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული სიენენის ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს შეესწრო.
ნგრევა და წარღვნა მართლაც გასცდა სუპერმარკეტებს, ოფისებს, ლანდშაფტებს, აეროფოტო სივრცეებს და საუკეთესო ჰოლივუდურ უახლის ციფრულ-ტექნოლოგიურ სანახაობაში ჩაჯდა. კ/ფ "2012 წელი " ბევრ ჩვენთაგანს ალბათ თვალწინ დაუდგა.
ამბობენ პანაშვიდზე აუცილებლად გაიცინებს ვიღაცაო, ფორუმ.გე-ზე ასეთი ვიღაცა რამდენიმე აღმოჩნდა, არა უშავს, ემოციებმა იცის. ერთერთი ვიღაცა მაგალითად ამ უბედურების ახსნას იაპონელთა სიხარბით ცდილობს, რომლებმაც რუსეთი და განგება ერთად აღაშფოთეს, როცა კურილის კუნძულები მოითხოვეს.
მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს. რა ჩემი საქმეა, მაგრამ. თუ მერფის ფხას გამოვიჩენ, ახალ ჟურნალისტურ "კანონს" შევეთამაშები - ტრაგიკული რეპორტაჟის დაზარალებულ ობიექტებადმი მაყურებელთა თანაგრძნობა მით უფრო მეტია, რაც უფრ მეტი მადლიერება გააჩნდა მაყურებელს რეპორტაჟამდე ამ ობიექტების მიმართ. ამ კანონის მიხედვით ჩვენ იაპონელთადმი გაცილებით დიდი თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა საშუალოსტატისტიკურ 100 მილიონიან ქვეყანასთან. შეგახსენოთ? იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ? საავადმყოფოების აღჭურვა? გზების დაგება?
მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების იმისთვის, რომ ჩემი საავადმყოფო 2002 წელს აღადგინეს და აღჭურვეს(აშშ-მ და იაპონიამ საავადმყოფო აღადგინა, თბილისის მერიას მხოლოდ ეზოში ასფალტის დაგება ევალებოდა, და ისეთი დააგეს, ფეხი გეფლობოდა, მეორე წელს კი ბალახი აბიბინდა).
მადლობელი ვარ ჩემი იაპონელებისთვის. ჩემი იაპონელები: "სონი" ტელევიზორისთვის, "სონი-ერიქსონი" ტელეფონისთვის, "ტოიოტასთვის" ძიუდოსთვის, რომელზეც დავდიოდი კარატესთვის, რომელშიც ჩემი სრული სეხნია (გვარით და სახელით) ძმიშვილი საქართველოს ჩემპიონია, კარაოკესთვის, რომელიც ჩემი მეუღლის მთავარი სურპრიზი იყო ჩემი გოგონას მიმართ რომელიც ამ დღეებში 20-ის გახდა, შესანიშნავი შვიდეულისთვის, რომლითაც მე ამერიკა მიყვარს, "ნიჰონ კოჰდენის" ავადმყოფთა შეფასების ფერადი მონიტორებისათვის და
უამრავი მსხვილმან-წვრილმანისათვის.
ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანებთან საუბრებში იაპონელები 2 ჯერ მოვიხსენე დიდ ერად.
სულ ცოტა ხანში ამაში მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება.
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.
The company has amassed a collection of more than 100 million video clips, many of which feature user generated content, which it broadcasts online via its Web site at YouTube.com. With about 70 million unique visitors a month in the US (and the sixth-largest audience on the Web), it has become the clear leader in online video sharing.
YouTube was founded in 2005 by Chad Hurley, Steve Chen, and Jawed Karim. ამერიკელი, ჩინელი და არაბი ამერიკელები. Hurley, Chen, and Karim helped in the development of PayPal, and when the company was bought by eBay in October 2002 for $1.5 billion, they became millionaires. Still in their 20s, they were not interested in retirement ეს სამი მეგობარი 20 წლისანი უკვე მილიონერები იყვნენ. მათ მიერ დაარსებულ-გაქაჩული Pei-Pal-ი E-bay-მ იყიდა 1,3 მილიარდად. შეეძლოთ ბედნიერად ეცხოვრათ და დამტკბარიყვნენ პატივით. მაგრამ ჭიამ არ მოასვენათ შექმნეს იუთუბი.
სულ მალე ის გაცილებით დიდ მნისვნელობას შეიზენს კაცობრიობის ისტორიას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სერვის-გართობა ფენომენი. ეგვიპტის რევოლუციას უკვე უწოდეს იუთუბის რევოლუცია, ჩვენთან იუთუბმა კონტრრევოლუციის ლიდერები ამხილა . მომავალში კიდევ ბევრ გეოპოლიტიკურ გაწამაწიაში შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს.
გუშინ კახეთის თავზე, თელავის მახლობლად ვერტმფრენს, რომელშიც გახლდით, ქორი შეეჯახა (ან პირიქით, ჩვენ შევეჯახეთ). მოულოდნელად, ისედაც ხმაურიანი ვერტმფრენის სალონში აფეთქებისმაგვარი ხმა გაისმა პილოტების კაბინიდან, კარი ზათქით გამოიგლიჯა და დავინახეთ სალონში ჰაერში გაფანტული შუშის ნამსხვრევები, აპარატურის დეტალები ხორცისა და ბუმბულის ფრაგმენტებით, ამავე დროს სალონში რაღაც უცნაურობა შემოვარდა, როგორც შემდეგ დავადგინეთ ქორის ფეხი ყოფილა თავისი დიდი კლანჭებით და დაზოლილი ბუმბულებით. სალონში დასისხლიანებული პილოტი გამოვიდა, თავზე ორ-სამ ადგილას იყო დაჭრილი, ან დასვრილი ფრინველის ფრაგმენტებით. 3 წმ-ის შემდეგ ვერტმფრენმა სპირალურად, გვედზე გადახრილმა დაიწყო ქვემოთ დაშვება.
თურმე დანიშნულების ადგილას მისულიყო და გეგმიურად ჯდებოდა, კი არ ვარდებოდა, მეორე პილოტი მართავდა. მოვასწარი თუ არა შეშინება? ალბათ კი, ის კი ნამდვილად გავიფიქრე, რომ ზუსტად საწვავის ბაკების გვერდზე ვიჯექი, და ვარდნა რომ გაგრძელებულიყო, სადმე შორს უნდა გავფორთხებულიყავი. თბილისში იგივე ვერტმფრენით დავბრუნდით, პილოტებს მოუწიათ ღია კაბინით ფრენა, ციოდა საკმაოდ. მშვიდობიანად დაგვაბრუნეს.
მეტი რისთვისაა მოგონილი ბლოგი, ასეთები თუ არ დავწერე.
საკვანძო დამთხვევა: ქორის შეჯახება და ვერტმფრენის გეგმიური დაჯდომა ერთდროულად.
ვაგროვებდი დროში უცნაირი დამთხვევების ფაქტებს, ეს ბოლო თავს გადამხდა და მისი ხათრით დამთხვევების მცირე კოლექციას დღესვე გამოვაქვეყნებ (დრაფტებში მქონდა).
დამთხვევები
-დეკემბერში კრედიტის შესატან ფულზე 20 ლარი მაკლდებოდა, ბანკის ბიჭისთვის უნდა მეთქვა, რამდენიმე დღეში დაგიმატებთ მეთქი, ვვარაუდობდი გამიშვებდა ჩემს კრედიტ ოფიცერთან და იმასთან მომიწევდა მისვლა (სხვაგან) და თხოვნა. მოკლედ, წინასწარ ვიყავი ბრაზიანი უბედური. ბანკის ბიჭმა მითხრა რომ გადასახდელი იმაზე 50 ლარით ნაკლები მქონია, ვიდრე ყოველთვიურად ვიხდიდი, წლის ბოლო ასე სრულდებაო, ამიხსნა. ბანკიდან 30 ლარით გამოვედი საჩუქარმიღებულივით კმაყოფილი.
-დღეს შობაა, სამ სუფრაზე ვარ დაპატიჟებული. სამივეზე სიამოვნებით წავიდოდი, არადა ზოგჯერ სუფრაზე დასწრება ვალდებულებით გიწევს, დღევანდელებისგან განსხვავებით. მომიწევს უარის თქმა. მივირბენ სამივესთან, რომ ჩამეთვალოს.
-ჩემი ნათესავი მხედრიონელის გასვენებაზე, რომელიც შიდა ომების დროს შეცდომით ისევ მხედრიონელებმა მოკლეს, მხედრიონელი "ჭირისუფლების" მიერ უაზროდ ნასროლი ტყვიით იმ ბიჭის მამიდა მოკვდა 1 თვის შემდეგ, მანამდე კი "ფეხზე მოტრიალე" ანუ დამხმარე ახლობელ ბიჭს, რომელიც თავისი ცოლშვილის გასვენებაში დაგვიანების გამო ნერვიულობდა, აცნობეს, შენი ცოლშვილი ავტოავარიაში დაიღუპნენო.
-გამსახურდია ინსპექტორმა სოხუმში არძინბა მძღოლი რომ გააჩერა, თუ პირიქით.
-ერთხელ მე სამორიგეოდ წასვლა რომ დამავიწყდა, მხოლოდ ღამე რომ გადავთვალე და აღმოვაჩინე, რომ მორიგე ვიყავი, დავრეკე საავადმყოფოში, და მიპასუხეს, დარჩი სახლში თინას (შემდეგ ცვლაში მომუშავე რეანიმატოლოგს) შეეშალა და შენს ნაცვლად მოვიდა სამორიგეოდო.
-წელს თოვლმა დააგვიანა. გუშინ 11 იანვარს ამ ზამთრის პირველი თოვლი მოვიდა. კედლის ჩამოსახევ ფურცლებიანი კალენდრის უკანა გვერდზე ლექსები ეწერა. პირველი ლექსი იყო "პირველი თოვლი".
-ჩემმა პაციენტმა, ავარია ორჯერ გადამხდა, პირველად ბეწვზე გადავრჩი და შეთქმული ცხვარი რომ მიმყავდა დასაკლავად იმ გზაზე მეორე, უარესიო.
ჩემს ბავშვობაში ფილმებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს ნახავდი. გადაცემას "ილუზიონი" ერქვა და ოთარ სეფიაშვილს მიჰყავდა. მადლობა მას. მხოლოდ 19 წლის ასაკში, საბჭოთა ჯარში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ შეიძლება გახდე სრულწლოვანი და არაფერი იცოდე მსოფლიო კინო შედევრებზე. იქ, ჯარში ბევრს შევხვდი, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამერიკისა და საფრანგეთის შესახებ, კინოშიც კი არ ჰქონდათ ნანახი. მე მათ ზემოდან ქვემოთ ვუყურებდი, მათი სამყარო სსრკ-ს საზღვრებთან მთავრდებოდა, მე კი ვიცოდი, რომ ამ ქვეყნად არსებობს ჰოლივიდი, ჩარლი ჩაპლინი, რედფორდი, პიერ რიშარი, ფანტომასი და როკოს ძმები.
ჩემი მაშინდელი შეფასებით, მე ბევრი ქვეყნის ცხოვრება მენახა (მერე რა, რომ ეკრანზე).
დღეს კვირაში ერთ კი არა ერთ დღეში 3-4 ფილმს ვხედავთ, თუ მოვინდომებთ, 24 სთ-ს გავატარებთ ფილმების ყურებაში, და რა, ვისწავლეთ როგორია ცხოვრება იქ?
ჰა?
მე მგონი რომ ვერა, ეს ფილმოთეკა საბოლოო ჯამში მართლაც ილუზიონი აღმოჩნდა.
ჩვენ ვტყუვდებით.
მაგალითად: თუკი თუნდაც 20 ფილმში 10 წლის უნახავი მამაშვილი ან დედაშვილი ერთმანეთს არ გადაკოცნის, ეს ამერიკული ცხოვრების თანმხლები სიცივე კი არ არის, არამედ იმ კონკრეტული ორი ადამიანის ურთიერთობის დრამატულობას გვიჩვენებს რეჟისორი ასეთი ფორმით.
თუკი 100 ფილმიდან 80-ში რეჟისორი ცდილობს კრიმინალის თვალით დაგანახოს ცხოვრება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კრიმინალთა ცხოვრება ამერიკული ცხოვრების სტილის მსგავსია, არამედ იმას, რომ რეჟისორი თავისი ფილმის წარმატების საფუძვლად ყოფითი რეალობისაგან მაქსიმალურად განსხვავებულ სიტუაციაში მაყურებელთა მიწვევას თვლის.
ერთხელ ამერიკაში ჩვენთვის ამერიკული ცხოვრების ერთერთი სახეა, სინამდვილეში კი ამერიკისგან ძალიან დაშორებული ისტორიაა.
საქმე იმაშია, რომ ჰოლივუდი ფილმებს იღებს იმ აუდიტორიისათვის, ვინც ამერიკის რეალობა ცხოვრებიდან იცის და რაც უფრო დაშორებულია კინოსიტუაცია რეალურს, მით მეტია მაყურებლის ინტერესი. ეს მხოლოდ ფანტასტიკას არ ეხება, ჩვეულებრივ გარემოშიც ხშირად მიმართავენ ფანტასტიკური სიტუაციის გათამაშებას.
ჩვენ კი, თუკი "მაკულატურა" , "ერთხელ ამერიკაში", და "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრიინა" ამერიკის დასანახად განკუთვნილ ფილმებად ჩავთვალეთ, მოვტყუვდებით.
ცხოვრება ამერიკაში გაცილებით მეტი კარგი ადამიანის (წესიერი, მშრომელი, გულთბილი, ტოლერანტული) გვერდით ყოფნას გულისხმობს, ვიდრე ეს ჰოლივუდის ამერიკაშია.
ჩემს ბავშვობაში ფილმებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს ნახავდი. გადაცემას "ილუზიონი" ერქვა და ოთარ სეფიაშვილს მიჰყავდა. მადლობა მას. მხოლოდ 19 წლის ასაკში, საბჭოთა ჯარში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ შეიძლება გახდე სრულწლოვანი და არაფერი იცოდე მსოფლიო კინო შედევრებზე. იქ, ჯარში ბევრს შევხვდი, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამერიკისა და საფრანგეთის შესახებ, კინოშიც კი არ ჰქონდათ ნანახი. მე მათ ზემოდან ქვემოთ ვუყურებდი, მათი სამყარო სსრკ-ს საზღვრებთან მთავრდებოდა, მე კი ვიცოდი, რომ ამ ქვეყნად არსებობს ჰოლივიდი, ჩარლი ჩაპლინი, რედფორდი, პიერ რიშარი, ფანტომასი და როკოს ძმები. ჩემი მაშინდელი შეფასებით, მე ბევრი ქვეყნის ცხოვრება მენახა (მერე რა, რომ ეკრანზე). დღეს კვირაში ერთ კი არა ერთ დღეში 3-4 ფილმს ვხედავთ, თუ მოვინდომებთ, 24 სთ-ს გავატარებთ ფილმების ყურებაში, და რა, ვისწავლეთ როგორია ცხოვრება იქ? ჰა?
მე მგონი რომ ვერა, ეს ფილმოთეკა საბოლოო ჯამში მართლაც ილუზიონი აღმოჩნდა.
ჩვენ ვტყუვდებით. ' მაგალითად თუკი თუნდაც 20 ფილმში 10 წლის უნახავი მამაშვილი ან დედაშვილი ერთმანეთს არ გადაკოცნის, ეს ამერიკული ცხოვრების თანმხლები სიცივე კი არ არის, არამედ იმ კონკრეტული ორი ადამიანის ურთიერთობის დრამატულობას გვიჩვენებს რეჟისორი ასეთი ფორმით. თუკი 100 ფილმიდან 80-ში რეჟისორი ცდილობს კრიმინალის თვალით დაგანახოს ცხოვრება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კრიმინალთა ცხოვრება ამერიკული ცხოვრების სტილის მსგავსია, არამედ იმას, რომ რეჟისორი თავისი ფილმის წარმატების საფუძვლად ყოფითი რეალობისაგან მაქსიმალურად განსხვავებულ სიტუაციაში მაყურებელთა მიწვევას თვლის. ერთხელ ამერიკაში ჩვენთვის ამერიკული ცხოვრების ერთერთი სახეა, სინამდვილეში კი ამერიკისგან ძალიან დაშორებული ისტორიაა. საქმე იმაშია, რომ ჰოლივუდი ფილმებს იღებს იმ აუდიტორიისათვის, ვინც ამერიკის რეალობა ცხოვრებიდან იცის და რაც უფრო დაშორებულია კინოსიტუაცია რეალურს, მით მეტია მაყურებლის ინტერესი. ეს მხოლოდ ფანტასტიკას არ ეხება, ჩვეულებრივ გარემოშიც ხშირად მიმართავენ ფანტასტიკური სიტუაციის გათამაშებას.
ჩვენ კი, თუკი "მაკულატურა" , "ერთხელ ამერიკაში", და "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრიინა" ამერიკის დასანახად განკუთვნილ ფილმებად ჩავთვალეთ, მოვტყუვდებით.
ცხოვრება ამერიკაში გაცილებით მეტი კარგი ადამიანის (წესიერი, მშრომელი, გულთბილი, ტოლერანტული) გვერდით ყოფნას გულისხმობს, ვიდრე ეს ჰოლივუდის ამერიკაშია.
ადამიანს, როგორც სახეობას გადარჩენისთვის ჭირდება, რომ მის პოპულაციაში ბუებიც იყვნენ და ტოროლებიც, რათა გამოქვაბული ყოველთვის დაცული იყოს, კაცობრიობას სულიერი სიმდიდრისთვის ჭირდება ადამიანები, რომლებთაგან ზოგი უზრუნველ, გადამდებ მხიარულებას შეძლებს და ზოგი კი ღრმა სევდისა და თანაგრძნობის გამოწვევას და ამით ადამიანის სულიერ დიაპაზონს გააფართოვებს.
კაცობრიობას დაგვჭირდა შინეიდ ო კონორი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია ორივე, უფრო სწორედ, კი არ შეუძლია, არამედ ჭირს. ის ავადაა მენტალური დაავადებით, ე. წ. ბიპოლარული დარღვევით, რომელიც გულისხმობს ხანმოკლე აღმაფრენასა და xანგრძლივ დეპრესიას. ეს მსხვერპლი ჩვენ მოვთხოვეთ მას, ასეთი სიმღერების მისაღებად.
me madlobas giZRvniT Tqven, inglisuris ucxoelo maswavleblebo. me baTumis Seratonis vestibulidan vpostav, Tqven soflebis talaxs zelT da.... gvaswavliT moswavleebs da sxvebs. madloba Tqven madlobis gadaxdis sufTa amerikul dResaswaulze.
გუშინ ტვ არხ "ინგლიშ ქლაბს" ვუყურებდი სახლში. იცით ეს არხი? გენიალურია, ძალიან ეფექტიანი და სასიამოვნოდ აღსაქმელი გადაცემებია, 24 საათიანი ინგლისურის სასწავლო რუსულ ინგლისური გადაცემები. ეს არხი სადღაც ბოლოში აღმოვაჩინე და მე-7 ზე გადმოვიტანე . ასე უფრო ხშირად ვუყურებ და შვილებსაც ვურჩევ. გუშინ ვუყურებდი და ჩემთან სტუმრად მყოფ მამაჩემთან შევაქე, ნახე რუსებმა რა მაგარი ინგლისურის სასწავლი არხი გააკეთეს მეთქი.
ჰო, აბა ჩვენებს ხომ არ გვანან გეები რომ ჩამოიყვანესო, მიპასუხა.
რუსული ინგლიშ ქლაბი კარგი არხია, წამყვანად ისგლისურენოვანი ადამიანები ჰყავთ მოწვეული, პროფესიონალი ინგლისელ- ამერიკელ-ავსტრალიელი პედაგოგები საავტორო გადაცემებს აკეთებენ და ძალიან კარგი გამოსდით. არ ვიცი ურევია თუ არა მათ გეი ან ლესბოსელი. ან რაში მაინტერესებს. აი საქართველოში ჩამოყვანილ ინგლისურენოვან ინგლისურის მასწავლებლებში გეი რომ აღმოჩნდა, ეს სიახლე დიდი ენთუზიაზმით იქნა გავრცელებული ოპოზიციური არხებისა და ქართული პრესის ( რომელიც ფაქტიურად მთლიანადაა ოპოზიციური) მიერ. ეს ისტორია მე ინტერნეტიდან ვიცი, გულდასმით გაკეთებული " სკანდალური" სუიჟეტები, სადაც გეი მასწავლებელი ფოტოფაქტებითაა მხილებული. მე ვუშვებ იმ ალბათობას, რომ ეს ფოტოები ამ ბიჭს მაიმუნობისას გადაუღეს, ანუ შეიძლება გეი სულაც არ იყოს. მის მორალურ მდგრადობაზე მე თავს არ დავდებ, მაგრამ არც მისი გეობაა დადასტურებული ფაქტი ჩემთვის. ამასთან მიმაჩნია, რომ ბავშვს არ უნდა უტარდებოდეს არატრადიციული სექსის პროპაგანგა ან თუნდაც შეფარული პროპაგანდა, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ადამიანის, თუნდაც პედაგოგის პროფესიული ვარგისიანობის შეფასებისთვის იმის გამორკვევისა არის თუ არა ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღიზიანებს ზოგიერთი უმცირესობის ( იეღოველები, გეები) ვითომ მესიანისტური ენთუაზიაზმი საკუთარი " განსაკუთრებულობის" გასავრცელებლად. მართალია სექს უმცირესობებისადმი ტოლერანტობა ერთ მხრივ ტოლერანტული და განვითარებული საზოგადოების უზუსტეს მარკერად მიმაჩნია მაგრამ, თუ თუნდაც მასწავლებელს თავისი სექსუალური თავგადასავლებისთვის კუთვნილი, ანუ მხოლოდ პიროვნული ბიოგრაფიული ადგილი აქვს მიჩენილი, მის პროფესიულ შესაძლებლობებს მე ვერ ჩავთვლი არასრულფასოვნად. დღევანდელი ჩემი პოსტის სათქმელი მაინც სხვაა. გული მწყდება, რომ პროექტი, რომელსაც მე იმედით ვუყურებ "ისწავლე და ასწავლე საქართველოში" მამაჩემისნაირი წესიერი მოქალაქეების თვალში ასე მარტივად გადაიქცა ფულის უაზრო ყრად, იქნებ სულაც მოსახლეობის, ბავშვების გარყვნად.
დღეს საქართველოს არაფრით გამორჩეულ სოფლებსა და ქალაქებში უამრავი ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი ახალგაზრდა იდეალისტი ადამიანი ცხოვრობს და ასწავლის. არ ვიცი რას სწავლობენ ისინი ჩვენგან, მაგრამ ისინი არამარო ბავშვებს ასწავლიან და არამარტო ინგლისურს. იმედია, რომ ის მოსწავლე არამარო ბავშვებიც ისწავლიან და ისწავლიან არამარო ინგლისურს. ისწავლიან საკუთარი თავის უცხოელის, თანაც განვითარებულქვეყნელის თვალით შეფასებას, ისწავლიან წესიერების უკომპრომისობას საქმესა და ქუჩაში. ჩვენც, ვისაც მათთან პირადი ურთიერთობა არ გვაქვს, შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან იგივე. ისინი ხომ ძალიან გახსნილი, გულწრფელი ადამიანები არიან და სადღაც ნახარებაოს ოდაში შეყუჟულები წვიმის ხმის აკომპანიმენტით აჩხაკუნებენ თავიანთ ლეპტოპებს და თავიანთ განცდებს მსოფლიოს უყოფენ - ბლოგებს წერენ. მათი ბლოგების ჩამონათვალი დოდკას საიტზე ვნახე. ნახეთ თქვენც. დარწმუნდებით, რომ ეს ხალხი ენერგიული, ოპტიმისტი , იდეალისტი და ჩვენდამი კეთილგანწყობილი მოლოდინების მქონე განათლებული ხალხია. ისინი ჩვენ გამჭრიახი მზერით გვაკვირდებიან, წვრილმანში ამჩნებენ დიდს, უხარიათ კეთილგანწყობა და შემეცნების სურვილი ან თუნდაც მისი მხოლოდ ნიშნის აღმოჩენა ჩვენში. იმედოვნებენ, რომ ჩვენი ფეოდალური ეკლები უკვე გამხმარია და მალე ჩამოცვივდება. მაგრამ ... მათ მამაჩემი ვერ დაინახავს, და თუ დაინახავს, ალიას, ასავალდასავალისა და მაესტროს სტატიები და სიუჟეტები გაახსენდება და არა ამ ბლოგების პოსტები. პ. ს. თუ ინგლისურ კითხვაში პრაქტიკა გინდათ, საუკეთესო მასალაა ეს ბლოგები: ჩვენზეა, ახალია, დოკუმენტურია და .. საინტერესოცაა როგორც გვერდხედი, როგორც სარკე. ნახეთ. magaliTad es an es an es an es an es
ეს მოზარდობიდან მოგვდევს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დროსა და სივრცეში შენს ადგილზე ინტერესდები. ერთის მხრივ, სივრცეში
ირმის ნახტომი, მზის სისტემა, მესამე პლანეტა, ევრაზია, უფრო ევროპა ვიდრე აზია, ამიერკავკასია, თბილისი, ვაკე, მეთორმეტე სართული.
მეორე მხრივ კი დროში
ახალი ერა, ახალი წელთაღრიცხვა, მესამე მილენიუმის დასაწყისი, ფეოდალიზმის შემდგომი, სსრკს შემდგომი, 9 აპრილის შემდგომი, სეპარატისტებთან ომების შემდგომი, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი.
თუმცა, მართალია სივრცეში მისამართს ბევრს ვერაფერს დავუმატებ (ნუ, თუ მაინცდამაინც, ვთქვათ ზღვის დონიდან 650 მეტრი, ნოოსფერო, ზომიერი ჰავა, ტექტონიკური ფილების სეისმურად აქტიური ზონა და ა. შ.),
მაგრამ დროში ჩემი მისამართი ძალიან მშრალი მეჩვენება და დასაზუსტებად (დროსა და ადგილში ჩემი ადგილის დასაზუსტებლად) მუსიკის ისტორია უნდა მოვიშველიო.
მაშ ასე, ნადურისა და ლილეოს შემდგომი, კითარისა და საყვირის შემდგომი, ჭიანურისა და დაირას შემდგომი, კლავესინისა და არფის შემდგომი, მოცარტისა და ბეთხოვენის შემდგომი, შოსტაკოვიჩისა და რაველის შემდგომი, ნიუ ორლეანური შავი ჯაზის შემდგომი, ლუისა და ელას შემდგომი, ბლუზის შემდგომი, glenn miller კრისტალ საყვირიანი ორკესტრების შემდგომი, ლიტლ რიჩარდ-ჩაკ ბერი-ელვის პრესლის როკენროლის შემდგომი, Janis Joplin,Jim Morrison-ის შემდგომი, ბიტლზების, ზეპელინების, პინკფლოიდის ქვინის შემდგომი, აბასა და ბონიემის შემდგომი, ბი ჯიზისა და დემის რუსოსის შემდგომი, დისკოს შემდგომი, ერს ვინდ ენდ ფაიერისა და ჯექსონის, სკუტერ, დრ ალბანის ტექნოს შემდგომი პერიოდი,
ახლა, ჩემი შეფასებით ვიმყოფებით (ვსუფევთ, ასე ვთქვათ) ყველაზე განვითარებულ, რადიოჰედ- ქოლდფლეის მელანქოლიური დრტვინვის პერიოდში.
ყველა ამ ჩამოთვლილმა ეპოქამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ბიძგი მისცა შემდეგ ეტაპს წარმოსაქმნელად. ცვლილებები ზოგჯერ თანდათანობითი, ევოლუციური იყო, ზოგჯერ რევოლუციური, ხშირად პროგრესული, ზოგჯერ კი დეგრადაციული. ეს კრიალოსანი ყველაზე ადვილ და ცოცხალ ორიენტირად გამოდგება დროში.
ავტომობილი სხვადასხვა იყო ლუი არმსტრონგის, ზიზი ტოპის, ელვის პრესლისა და ტომ პეტის დროს, და ჩვენ შეუცდომლად ვიცით რითი განსხვავდებოდა ელას დრო ლენონის დროსაგან, ელვისის დრო ქაშმირის დროსაგან, ბილი ჰოლიდეის დრო მადონას დროსაგან, დონას სამერის დისკო ელელ ქუ ჯეის რეპის დროისგან. ეს მუსიკალური ყველაფრისმომცველი ტალღები არამხოლოდ მუსიკის ისტორიას ასახავს, არამედ საზოგადოების, კაცობრიობის განვითარებისასაც.
მოცარტისა და სნუპ დოგის მუსიკა უფრო ზუსტად და უფრო მეტს მეტყვის მათ აუდიტორიაზე, ვიდრე ისტორიული წიგნები მათ ეპოქებზე.
ასე რომ, მე ვთვლი რომ ვიცნობ კაცობრიობას უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, ის კი არა, კარგად ვიცნობ. ასი წლის წინ ფოქსტროტი, კლასიკა, ლუმიერები, პიჟამოიანი ულვაშებდაწკეპილი ტანმოვარჯიშე ათლეტები, მერე მოგუდულში მომღერალი ზანგი მონები, ბანჯო და გარმონიკა, მერე ჯაზი, მერე ბლუზი, მერე როკენროლი, მერე ბიტზლები, მერე მძიმე როკი, მერე პოპი, მერე რეპი, მერე ისევ როკი... მე იმ ხალხზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე იმ დროის ქართველებზე, ვუთანაგრძნობ და მიყვარს ისინი, ზოგს ირონიით ვუყურებ, ზოგს არტაცებით.
ეს ჩამონათვალი, ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ჩემი ერთერთი ბოლო აღმოჩენით ჩემი სიხარული გადმოგცეთ, ეს ემპეტრი დისკია სახელწოდებით " ბრიტანული როკენროლი 1956 1964 წლები",
ამ დროის შესახებ ინფორმაციის უკმარისობა მქონდა და რაღაცნაირად მაწუხებდა ეს თეთრი ლაქა: როკენროლის ხალხს ვიცნობ, კარგი ხალხია, ბიტლზების ხალხს ვიცნობ, კიდევ უკეთესები არიან,
მაგრამ
ვინ არიან ისინი როკენროლსა და ბიტლებს შორის 1955-1965? არ ვიცნობდი მათ, უცხოები იყვნენ.
კარგი, ვამბობდი ჩემთვის, ეს ამხელა პოტენციალის მქონე ბრიტანები, რომელთაც ერთ ხუთ წელიწადში ბითლები, ზეპელინები, ქვინი და პინკფლოიდი უნდა შვან, ისმენენ ელვის პრესლის, და უსმენენ, და უსმენენ და უსმენენ?
და თვითონ რასაკეთებენ?
ერთი ათი წელი გამოდიოდა ჩემთვის უცნობი და უცხო.
და უცებ ზუსტად ის სათაური აღმოვაჩინე, რასაც არც კი ვეძებდი, მუსიკის ისტორიის ჩიხში, მხოლოდ არქივის ღირს მასალად მიმაჩნდა 1955-1965 წლების მუსიკა.
მართალია ვერ გამეგო, რას აკეთებდა უზარმაზარი მუსიკალირი პოტენციის მქონე ერი მთელი 10 წელი, მიმაჩნდა, რომ ბიტლები პირველები იყვნენ, რომლებმაც ელვისის როკენროლის შემდეგ მუსიკა უზარმაზარი ნაბიჯით აიყვანეს ზემოთ, მისცეს მუსიკას ახალი თემები, მოქნილობა, მელოდიურობა, ექსპრესია, მრავალფეროვნება. მიკვირდა, როგორ შეძლეს მათ ასეთი გიგანტური ნაბიჯების გადადგმა ყველა მიმართულებით. მართალია, ახლაც ისევე ვაფასებ ბიტლების როლს მუსიკის ისტორიაში, მაგრამ 1955-65 ბრიტანული როკენროლის მოსმენის შემდეგ, ჩემთვის ბიტლების გაჩენა უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული გახდა,
ანუ
ბიტლზების უშუალო მუსიკალურ წინაპრებს მივაგენი, ბრიტანული როკენროლის მომღერლებს. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში უამრავი მაღალი ხარისხის და საკმაოდ მრავალფეროვანი სიმღერები იქმნებოდა.
სიამოვნებით ვუსმენ, სახლშიც და მანქანაშიც, კარგი ხალხია, მათი მოსმენით მათი მსმენელიც გავიცანი, ანუ ჩემთვის თეთრ ლაქად მყოფი 1955-1965 წლები გავიფერადე და დავიახლოვე.
აღმოვაჩინე, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ პოსტელვისური როკენროლით აღტაცებული, კვენტინ ტარანტინოს მშვენიერი საუნდტრეკები, რომლებიც მისი ფილმების ერთერთ მთავარ ღირსებად მიმაჩნია, სწორედ ეს მუსიკაა. ნახეთ თქვენც, იცნობდეთ და გიყვარდეთ.
მადლობა იუტუბს, ბევრი მათგანის ნახვა დღესვე შეგიძლიათ.
BRITISH ROCK'N'ROLL ANTHOLOGY 1956-1964
01. Tommy Steele & The Steelmen - Rock With The Caveman 02. Lonnie Donegan - Cumberland Gap 03. Jim Dale - Be My Girl 04. Lord Rockingham's XI - Hoots Mon! 05. Marty Wilde - A Teenager In Love 06. Johnny Kidd & The Pirates - Shakin' All Over 07. Adam Faith - Poor Me 08. Joe Brown & The Bruvvers - A Picture Of You 09. The Viscounts - Who Put The Bomp (In The Bomp Bomp Bomp) 10. Jet Harris - Man With The Golden Arm 11. Tommy Bruce & The Bruisers - Ain't Misbehavin' 12. Eden Kane - Well I Ask You 13. Billy Fury - Wondrous Place 14. The Tornados - Telstar 15. Chris Farlowe - Air Travel 16. Tom Jones - Chills And Fever 17. The High Numbers - I'm The Face 18. Joe Cocker - I'll Cry Instead 19. The Beatles - Ain't She Sweet
CD2:
01. Lonnie Donegan - Rock Island Line 02. Marion Ryan - Why Do Fools Fall In Love 03. Terry Dene - Start Movin' (In My Direction) 04. Colin Hicks - Wild Eyes And Tender Lips 05. Tommy Steele & the Steelmen - Tallahassee Lassie 06. Marty Wilde - Bad Boy 07. Joe Brown & the Bruvvers - Darktown Strutters Ball 08. Jet Harris - Besame Mucho (Kiss Me) 09. The Brook Brothers - Warpaint 10. Cliff Bennett & The Rebel Rousers - You've Got What I Like 11. Davy Jones - Amapola 12. Helen Shapiro - Don't Treat Me Like A Child
13. The Shadows - Wonderful Land 14. Bern Elliot & The Fenmen - Money 15. Dave Berry - My Baby Left Me 16. Wayne Fontana & The Mindbenders - Hello Josephine 17. The Animals - Baby Let Me Take You Home
CD3:
01. Frankie Vaughan - Green Door 02. Lonnie Donegan - Don't You Rock Me Daddy-O 03. Anthony Newley - Idle On Parade 04. Terry Dene - Pretty Little Pearly 05. Marty Wilde - Endless Sleep 06. Craig Douglas - Nothin' Shakin' 07. Billy Fury - Maybe Tomorrow 08. Mort Shuman - Turn Me Loose 09. The Jetstreams - Bongo Rock 10. Eden Kane - Get Lost (In My Arms) 11. Lyn Cornell - I Sold My Heart To The Junkman 12. Nero & The Gladiators - Entry Of The Gladiators 13. Jimmy Powell - Sugar Babe [Part 2] 14. Cyril Davies - Country Line Special
15. Georgie Fame - Do The Dog 16. Jimmy Justice - Bloodshot Eyes 17. The Marauders - That's What I Want 18. The Mojos - Everything's Alright 19. The Spencer Davis Group - Dimples
CD4:
01. Tony Crombie & The Rockets - Teach You To Rock 02. Four Jones Boys - Tutti Frutti 03. Frankie Vaughan - These Dangerous Years 04. The Southlanders - The Mole In The Hole 05. Joey Castell - I'm Left, You're Right, She's Gone 06. Wee Willie Harris - Love Bug Crawl 07. Ted Heath & His Music - Tequila 08. Vince Eager & The Vagabonds - Yea Yea 09. Tommy Steele & The Steelmen - Come On, Let's Go 10. Sally Kelly - Little Cutie 11. The Viscounts - Shortnin' Bread 12. Rhet Stoller - Chariot 13. Louise Cordet - I'm Just A Baby 14. Lee Diamond & The Cherokees - I'll Step Down 15. Jet Harris & Tony Meehan - Diamonds 16. Steve Marriott - Give Her My Regards 17. The Dennisons - Walking The Dog 18. The Undertakers - Just A Little Bit 19. Rod Stewart - Good Morning Little Schoolgirl
CD5:
01. Tommy Steele & The Steelmen - Singing The Blues 02. Frankie Vaughan - Seventeen 03. The Goons - Bloodnok's Rock 'n' Roll Call 04. Petula Clark - Baby Lover 05. Lord Rockingham's XI - Wee Tom 06. Marty Wilde - Honeycomb 07. Most Brothers - Whole Lotta Woman 08. Wee Willie Harris - Rockin' At The Two I's 09. Terry Dene - Baby She's Gone 10. Vince Taylor & The Playboys - Brand New Cadillac 11. The Viscounts - Rockin' Little Angel 12. Lonnie Donegan - Have A Drink On Me 13. Joe Brown & The Bruvvers - I'm Henry The Eighth I Am 14. Billy Fury & The Four Jays - That's Love (Alt. Take) 15. Peter Jay & The Jaywalkers - Can Can 62 16. Casey Howie & The Seniors - True Fine Mama 17. The Big Three - Some Other Guy 18. Lulu & The Luvvers - Shout
კეიტ მოსი ცნობილი მოდელია, მეგა ვარსკვლავი თავის კოლეგა მოდელებში, ერთ ქართულ ბულვარულ ჟურნალში (ისეთში, როგორებსაც ყდაზე 3 როგორ და 4 რატომ აქვთ სათაურად) ერთერთ ნათარგმნ სტატიაში ამოვიკითხე კეიტ მოსის წარმატების საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა. ავტორი ვარაუდობდა, რომ კეიტ მოსის მიმზიდველობას განაპირობებს "სილამაზე იმ ძუძუებისა, რომლებიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აქვს".
ანუ,ავტორის თქმით ქეით მოსის წარმატება მის სილამაზეშია, რომელიც ისედაც არის, ძუძუების გარეშეც.ხოლო, რომ ჰქონოდა, ჩვეულებრივი იქნებოდა და არც ამდენად წარმატებული.
ნეტავ ღირსებების რა ჯადოსნურმა ნაზავმა მისცა საშუალება ქეით მოსს, განსაკუთრებულ სილამაზეში ჩაეთვალოს ის რაც.. აუცილებელია, მაგრამ არ აქვს?
რითი იწყობოდა იერარქიული ვერტიკალი თუ არა სტატუსის ისეთი მარტივი დემონსტრირებით, როგორიც სასახლეა. სკეპტიკოსი მეტყვის, აქ არაფერია რომანტიკული, ქართველებს სასახლეები ჰქონდათ უბრალოდ ... ვერ აშენებდნენ ლამაზ და გამძლე სასახლეებს და იმიტომაც არ შემორჩნენ, ალბათ ისეთივე ხრონგები იყვნენ, როგორიცაა ერისთავების სასახლე ახალგორში ან სამეფო უბნის პრიმიტიული ნაგებობები ქუთაისში, ან სულაც დიდი ბესედკები, როგორც ერეკლე მეორემ აიშენა (თანაც, ვინაიდან ეს ჩამოთვლილი ექსპონატები როგორც მინიმუმ შემოგვრჩა, შესაბამისად სხვებზე უფრო მტკიცე და ლამაზი უნდა ყოფილიყო).
და თუ ასეა, რატომ არ გადავიდა ულემაზეს და ურთულეს ეკლესიათა მშენებლობის ცოდნა და უნარი სასახლეების შენებაში? რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი სასახლე, რომელიც უნდა მდგარიყო სამთავისი გვერდით, კვეტერას გვერდით, მარტვილის გვერდით, იშხანის გვერდით, ოშკის გვერდით?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი?
თუ გვაქვს 657 ურთულესი ეკლესია რომელთაგანაც 26 დღევანდელი ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეა, 75 - 4 სართულიანის, 278 კი 3 სართულიანის. და თუკი ეს ტაძრები მეფეთა გარდა მდიდარი ფეოდალების შეკვეთებით (ქტიტორობით) აიგო უძველეს დროს, რატომ არ აიშენეს იმ დალოცვილებმა თავისთვის სასახლეები?
დავიჯერო რომ ყველა პატრიოტი და იდეალისტი იყო, რომ რესურსს მხოლოდ ციხეგალავნებსა და ეკლესიების აგებას ახმარდა და არა საკუთარ ხორცის ლხენას, კომფორტსა და პრესტიჟს.
რა უდგა წინ ზარზმის ამგებ ხურციძეს მეთოთხმეტე საუკუნაში თავისთვის ერთაწმინდის ამგებს
გრემის ამგებს
იდლეთის ამგებს კვეტერას ამგებს ატენის ამგებს ერთი პატარა ბაზილიკისმსგავსი მოჩარდახებულ აივნიანი სასახლე თავისთვისაც აეგო?
რომ აეგო ხომ დარჩებოდა, გადაკეთებულ მიშენებული ან თუნდაც ჩამოქცეული, მაგრამ ხომ დარჩებოდა.
არ აუშენებიათ.
სრული რესურსი ხმარდებოდა სულის სიმტკიცესა და თავდაცვას.
გუშინ ჩამოვედი თელავიდან, სადაც აღმოვაჩინე, რომ ერეკლე მეფის სასახლე, რომელზედაც ქეთევან ბაგრატიონ- ორსინის მისმა ქმარმა, იტალიელმა ბარონმა უთხრა, ასეთი შენობა ბაბუაჩემს თავლად აქვსო, ისიც კი, ჩვენი საამაყო და ერთადერთი რუსებამდელი, ისიც კი არ ყოფილა ჩვენი, სპარსელ ხანს აუგია თავისთვის, მაგრამ აუგია იმ სამეფო ტერიტორიაზე, რომლის 3 ჰექტრიან ეზოს არჩილ მეფემ 5 მეტრი სიმაღლის გალავანი შემოარტყა სასახლის აშენებამდე ასი წლის წინ. ანუ იქაც ზოგადქართული სურათია - სასახლის სამშენებლო რესურსზე 10-ჯერ აღმატებული რესურსია დახარჯული ციხესიმაგრეზე, სასახლე კი არჩილ მეფეს არ ჰქონია.
წინანდალშიც იპოვი პარალელებს, გარსევან ჭავჭავაძე ეკატერინა მეორის ნათლული პეტერბურგში დაბადებულა, მისი აღზევება ქართულ მიწაზე რუსული პოლიტიკის ჭკვიანური რგოლი იყო და არა ქართული სამშენებლო უნარის გამოვლინება.
ასე გვეცლება სათითაოდ თითზე ჩამოსათვლელი სასახლეების ჩვენთვის საამაყო ღირსებები.
ერეკლეს სასახლე- ხოსრო(?) სპარსის სასახლე წინანდალი - ეკატერინე მეორის ნათლულის სასახლე ლიკანი- რომანოვის სასახლე აბასთუმანის სასახლეები თურქის, გერმანელის, რომანოვის, ზუგდიდის დადიანის სასახლე, წამლად იქნებ ის მაინც იყოს ქართული. თუ მოვჩხრიკო ისიც, იქაც რუსული იმპერიული კალთა იქნება გადაფარებული.
მაშ ასე, დაგვრჩა ქვეყანა ეროვნული სასახლის გარეშე.
მეთვრამეტე საუკუნემდელი ქართული სასახლის ჭაჭანება არ გვაქვს, მეცხრამეტესა და მეოცეს დასაწყისში სასახლეები არქიტექტურით და შინაარსითაც არაქართულია.
როდის შევიცვალეთ?
როგორ გარდაიქმნა ის ერი, როგორიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, იმ ერად, რომელზეც ანეკდოტი ამბობს, ქართველების დამარცხება თუ გინდა აგური და ცემენტი მიეცი და თავებს თვითონვე დაიხოცავენ შენებითო.
საქართველოს სიძლიერე სასახლეების არქონაში იყო, ისე როგორც კეიტ მოსის სილამაზე არარსებულ ძუძუებში.
სასახლეების არარსებობა საქართველოს განსაკუთრებულ ასკეტურ იერს აძლევდა, ეს ალბათ განსაკუთრებული თავსატახი იქნებოდა არაქრისტიანი დამპყრობისათვის, ფეოდალი, რომელიც მისი აშენებული ულამაზესი ეკლესიის ჩრდილში, ღარიბულ, სადა სახლში ცხოვრობს, ძნელი გადასაბირებელია.
მაგრამ ეს იყო.
იყო და აღარ არის.
დღეს ქართველი თავის ძირითად რესურსს სწორედ საწინააღმდეგო მიზნებში ხარჯავს.
ძვირი და პრესტიჟული მანქანა, რომელშიც ბენზინის ჩასხმის ფული არ გაქვს, ძვირი და პრესტიჟული მობილური, რომლის ანგარიშზე თანხა არ აქვს, ბინის რემონტზე დახარჯული 15 ათასი დოლარი, მაშინ როცა გარშემო სანაგვეა, ტრაქტორის ნაცვლად ნაყიდი მერსედესი, ბეტონის ნაცვლად დასვენება ანტალიაში, სასწავლო კურსის ნაცვლად ტელევიზორი, წიგნის ნაცვლად კაზინო, ფერმის ნაცვლად რესტორანი, ავეჯის საამქროს ნაცვლად ტურისტული ფირმა, სათბურის ნაცვლად მოტელი თურქი მძღოლებისათვის, ობლებს წიგნების ნაცვლად მამის მარმარილოს აკლდამა.
მოკლედ, სწორი ჟილკა გვაქვს დაკარგული .
როდის შევიცვალეთ?
ალბათ ბოლო 200 წლის განმავლობაში, როცა თავდაცვას, სამხედრო სამსახურს პატრიოტიზმი კი არა, მორჩილად გაწვევა- ჯარის მოხდა ჭირდებოდა მხოლოდ, სულიერების სადარაჯოზე კი რუსი ეგზარქოსები იდგნენ ხატებგადათეთრებულ ეკლესიებში.
როგორც ინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტიანი ავადმყოფი კარგავს ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს, იმიტომ რომ მუქთად აქვს გარედან, ასევე დავკარგეთ ჩვენ ის მტკიცე ნება, რომელიც 10 ეკლესიის და 3 ციხის პატრონს კიდევ ერთ ეკლესიას ან ისევ ციხესიმაგრეს აშენებინებდა და არა სასახლეს. ანუ დავკარგეთ თავდაცვისა და სულიერი მდგრადობის მტკიცე ნება.
თუ თქვენ მკითხავთ, რატომ არ განვავრცობ ჩემს მსჯელობას მთავრობაზე და რატომ ვუკირკიტებ მხოლოდ ხალხს, ქართველებს, მოგახსენებთ. მართლაც, ერთი შეხედვით ხელისუფლების გატაცება შადრევნებით, ფასადებით, ძეგლებით, თანამედროვე არქიტექტურული თვალსასეირობებით, ევროპაშიუგრძელესი პლიაჟ-ბულვარით, კოსმეტიკურ რემონტიანი ქალაქებით იქნებ სწორედ იმ ჩვენი არარაციონალურად ძვირფასი მობილურისა და ავტომობილის ყოლის გამოხატულებაა. ჰა, რას იტყვით? მე კი მგონია რომ. პირიქითაა, ბინისგარეთა ხარჯები (შადრევნები, ფასადები, ასფალტი, ბულვარები, კონცერტები) სწორედ რომ ისტორიული ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების მშენებლობის ექვივალენტია.
ბრჭყვიალა სიახლეები იმ ხალხს აწუხებს ყველაზე მეტად, ვისაც საერთო რესურსიდან თავისთვის უნდა უფრო დიდი ნაჭრის მოჭრა და საერთო რესურსი, მისი თავისთვის შეგულებული წილი არ ემეტება საერთოსთვის, მე, მე მომეცი ჩემი და აქვე მოვიწყობ შადრევანს, კონცერტს, რემონტს და ტურმოგზაურობას ჩემივე ოჯახში.
ანუ ბინისგარეთა მშენებლობის მოწინააღმდეგე სწორედ ის ბოლო 200 წლიანი დუნე ტვინია, რომელიც ხელმისაწვდომ რესურსს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის ხარჯავდა, ვისაც ერთი ქვა არ აუტანია ციხის გალავანზე, ერთი ჩაქუჩი არ შემოურტყამს ეკლესიის ასაგებ ორნამენტზე, ერთი სადილი არ მიუტანია მშენებლებისთვის და ამ დროს საკუთარ საქმეს, სახლსა და ოჯახს მოკლებოდა. ანუ მოქცეულიყო ისე, როგორც იქცეოდა ქართველი რუსებამდე, კონფორმიზმამდე, ღირსების მშვიდობაში გაცვლამდე.
მიმაჩნია რომ დღეს სწორედ ძვირიანი ზიზილპიპილოები ხრამივით სოციალური პროგრამების ნაცვლად არის ჩვენი ნაღდი, რუსებამდელი წინაპრების სულის ყივილი. კბილი კბილს დააჭირე და აშენე, აშენე მტრის ჯინაზე, აშენე ის, რაც მტერს თვალს მოსჭრის. იყოს ბრჭყვიალა, შხაპუნა,ჭყატალა, მბზინავი, თუნდაც ფუყე და ბაქია, მაგრამ იყოს. შეწუხდი იმაზე რაც ჯერჯერობით მიუხედავი, ჩაობებული, დაჟანგული და უაკუმულატორობის გამო გაუქმებულია, დაიბოღმე თუ რამეში მეზობელი ქვეყნები გვჯობია. შეგშურდეს მისი და მოინდომე შენი საქმით შენ ქვეყანას შეეწიო, როგორც მინიმუმ ხელი არ შეუშალო.
იმისათვის რომ ჩვენი წინაპრების ტყავში ცოტათი მაინც ვიგრძნოთ თავი, საჭიროა მოვიკლოთ უპირველესი საჭიროების ხარჯები და ვაშენოთ საერთო სარგებლობის თუნდაც არაპრაქტიკული, არარაციონალური, ისევე როგორც ეკლესიები ისტორიულ საქართველოში. დღეს ამ არარაციონალურმა ხარჯმა უნდა მისცეს საქართველოს სიცოცხლის ჟინი, ინვესტორებს ნდობა და მტერს ბოღმა.
და როგორც არარაციონალური სიმდიდრე - ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში რეალური შედეგის, ქვეყნის თავდაცვის, ერთიანობისა და სტაბილურობის მომტანი იყო, ისევე უნდა გახდეს სუფთა და მოწესრიგებული ექსტერიერი სუფთა და მოწესრიგებული ქვეყნის საფუძველი.
ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ძვირიანი სიახლეები ქართველების პრაქტიკული საჭიროებების ნაცვლად იქნება და არა მათ ზემოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება უძველესი ღირსეული შეგონება - წარსდეგ მშიერი, არა შიშველი.
თუმცა საეჭვოა ავმაღლდეთ ისეთ სულით ძლიერ კომუნამდე, როგორიც საქართველოში სახლობდა მე-18 საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როცა სახლები და სახლების შიგთავსი ფეოდალებისა და მეფეებისაც კი, უფრო სადა იყო, ვიდრე საერთო სარგებლობის ნაგებობები.
თუკი სხვა იგრეკიანი გამასწრებდა მას ჩემი მშობლები იგივე სახელს დაარქმევდნენ რასაც მე, იგივე სკოლაში ივლიდა, იგივე მეგობრები ეყოლებოდა ან თითქმის იგივე. იმდენივე სიყვარულს მიიღებდა მშობლებისა და ნათესავებისგან, რაც მე მივიღე. მას შეიძლება არც ჰქონოდა იგივე სახელი რაც მე, ეს იმ შემთხვევაში, თუკი იქსიანი გამასწრებდა და გოგო გაჩნდებოდა, თუმცა დაბადების დღე ალბათ ჩემს მშობლებს იგივე ჩემ დაბადების დღეს ექნებოდათ გადასახდდელი. მაშ ასე ისინი 100 ათასნი იყვნენ, ნახევარს მათგანს ზუსტად ვიცი, გიგა უნდა რქმეოდა, მეორე ნახევარს ვთქვათ სოფო. მათი დაბადების დღე ჩემსას დაემთხვეოდა, ჩემი მშობლები ისევე ბედნიერები იქნებოდნენ, როგორც მე გავაბედნიერე, ისევე იზრუნებდნენ თითოეულ მათგანზე როგორც ჩემზე.
მაგრამ ისინი არ დაიბადნენ. არ დაიბადნენ ერთი მიზეზით, მათი კვერცხუჯრედი მე დავიკავე. მას შემდეგ რაც შემიშვა, მტკიცედ დაკეტა ყველა ფორა, რომ სხვასაც არ შემოეღწია. ჩემი ტყუპისცალი უამრავი გიგა და ამდენივე სოფო, ან მარიკა, ან ნინო ან ხათუნა უსამართლოდ არშემდგარნი გახდნენ, მე კი დაუმსახურებლად რჩეული და გამარჯვებული.
ეს ყველაზე დიდი ლატარიაა, რაც მომიგია.
პრინციპში, არც ვთამაშობ ლატარიას, რაღა უნდა მოვიგო იმაზე მეტი, რაც უკვე მომიგია? როგორც ჩემი ნაცნობი ეუთოს დამკვირებელი ეტყოდა მეორე ეუთოს დამკვირვებელს შატილი-მუცოს მონაკვეთზე უაზით ნჯღრევანჯღრევით მგზვრობისას, ნუ ჩქარობ, ჩემზე ჩქარა მაინც ვერ ივლი, მე ყოფილი სამხედრო პილოტი ვარ მიგზე ვფრენდიო.
აი ამიტომ არ ვთამაშობ არანაირ ლატარიას და არ დავდივარ კაზინოში. ისედაც იღბლიანი ვარ, მინდა იღბლიანი ვიყო ჩემს თვალში და რაღაც წვრილმან რისკს და აზარტს ეს მაღალი შეფასება არ გავახუნებინო.
რომ მოვიგო? ბევრი რომ მოვიგო? გამეხარდება, ჩემი იღბლიანობის შეფასება მთელი 10%_ით გამეზრდება, მაგრამ როგორც ყველას, მეც დროთა განმავლობაში კაზინოს დავუბრუნებ მაგ ფულს.
ანუ რა გამომივიდა, თუ მინდა ბედნიერი მოთამაშე გავხდე და იღბლიანი უკვე სხვისთვისაც მერქვას, ვიყიდო ახალი მანქანა და გავარემონტო აგარაკი მოგებული ფულით, მაშინ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითამაშო, მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. ცხოვრებაში? წელიწადში? თვეში? დღეში? რულეტკა? ბლეკჯეკი? პრეფერანსი? ...?
"I heard my uncle Kingsley playing boogie woogie on the piano when I was about eight or nine, and I thought that those three chords were the most magnificent things in the world—still do."
As a teenager, Knopfler’s father tried to encourage his musical interest by giving him a Fender electric guitar. Unfortunately, his father didn’t know he also needed an amplifier to play it. Instead of crushing his dad’s excitement, Knopfler attempted to amplify the guitar through his family’s radio, completely destroying it.
Knopfler left home to attend journalism school at the age of 17
After graduating from college, Knopfler moved to London to pursue a career in music. A struggling musician, he moved into a room that had no heat and slept on an ambulance stretcher instead of a bed. Finally, he decided to get a job teaching English part-time at Loughton College for a more stable income, and he worked there until 1977. During this time, he met bass player John Illsley, who worked at a lumber yard. The two formed what became Dire Straits with Knopfler’s brother David on rhythm guitar and Pick Withers on drums.
ებრაელმა არქიტექტორმა კნოფლერმა თავისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთიდან ბრიტანეთში გადაასახლა. ალბათ გამარჯვებული კომუნისტები და რუსები მისთვის არანაკლები ჭირი იყო ვიდრე ფაშიზმი. გლაზგოში მათ ბიჭი გაუჩნდათ - მარკი, მერე დევიდი.
მარკს ბიძა პატარაობაში ბუგი-ვუგის უკრავდა ხოლმე პიანინოზე, მერე, დიდი ხნის შემდეგ მარკმა თქვა რომ სწორედ იმ ბუგი ვოგით მოჯადოვდა ბავშვობაში და ახლაც ჯადოსნურად თვლის ამ 3 მარტივ აკორდს, მსოფლიო აღიარების მქონე მუსიკოსის სახელის მქონეც.
მოზარდობისას მამამ ელექტრო გიტარა უყიდა, გიტარის ამპლიფერი კი აღარ, ალბათ ზედმეტ ფუფუნებად ჩაუთვალა. მარკმა ამპლიფერად ოჯახის რადიო გამოიყენა და გადაწვა.
შემდეგ კი იყო სახლიდან 17 წლის ასაკში უცნობ ქალაქ ლონდონში სასწავლად წასვლა, ცივ, უავეჯო ოთახში სამედიცინო საკაცეზე ძილი.
იყო სიღარიბე, წინააღმდეგობები, და... ამბიციური კრეატიული ჭია - ეს მსოფლიო შეეცვალა უკეთესობისკენ საკუთარი მუსიკით.
დაიერ სტრეიტს - საშინელი მდგომარეობა, ზუსტად შეესაბამებოდა იმ ჯგუფს სახელად, რომელიც მარკმა თავისი მეგობრებისა და უმცროსი ძმა დევიდის მონაწილეობით შექმნა.
ასეთი ჯგუფები მაშიმნ 1978 წელს, ინგლისში სამ საკოლეჯო კლასზე ერთი მოდიოდა ალბათ , მაგრამ მარკს ჰქონდა ლოკომოტივი საკუთარი სიმღერა Sultans of Swing.
დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მარკის მოთხოვნები საკუთარი ჯგუფის მიმართ კი იმდენად მაღალი, რომ მან თავისი ძმა დევიდი დაითხოვა და მის ადგილზე სხვა მოიყვანა. ვირტუოზი. ისევე როგორც ყველა სხვა წევრი ამ ჯგუფისა.
თუ ჯერ არ იცით დაიერ სტრეიტსი და მარკ კნოფლერი, მოსალოცნი ყოფილხართ.
დაუთმეთ მათ დღევანდელი დღე იუთუბის Dire Straits MIX-ით და, კიდევ ერთი თვე ოდესმე ცხოვრებაში რათა ამ ჯგუფში თქვენთვის შენახული სიამოვნება მიიღოთ. Alchemy: Dire Straits Live, Warner Bros. Records, 1984. Brothers in Arms, Warner Bros. Records, 1985. Money for Nothing, Warner Bros. Records, 1988.
Mick Jagger ბებერი ოხერი, დღეს 67 წლის გახდა. ღმერთმა მას ყველაფერი მისცა რაც უნდოდა, და.. მან ყველაფერი მე მომცა. არ გჯერა? You can see it in a clear blue sky You can see it in a woman's eyes You can hear it in your baby's cries You can hear it in your lover's sighs You can touch it in a grain of sand Yeah hold it right there In the palm of your hand Feel it 'round you everyday And hear what I've got to say
God gave me everything I want Come on I'll give it all to you God gave me everything I want Come on I'll give it all to you
I saw it in the midnight sun And I feel it in the race I won And I hear it in the windy storm And I feel it in the icy dawn And I smell it the wine I taste And I see it in my father's face And I hear it in a symphony And I feel it in the love You show for me
Yeah God gave me everything I want Oh come on I'll give it all to you God gave me everything I want
Come on I'll give it all to you God gave me everything I want I can't stop can't stop I'm still looking now God gave me everything I want Oh come on I'll give it all to you
Crazy you said It's all in your head
God gave me everything I want Oh come on I'll give it all to you
God gave me everything I want Oh come on I'll give it all to you
God gave me everything I want Oh come on I'll give it all to you
ადამიანები პრეისტორიიდან ფოტოაპარატის გამოგონებამდე იყვნენ. ნამდვილად იყვნენ და თანაც ისეთივე დეტალურები, ფერადები და თანაგრძნობის მოსურნეები როგორც ჩვენ. ეს სურათები 1910 წელსაა გადაღებული, პირველი ფერადი სურათებია, რუსმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ის ერთ სცენას 3 სხვადასხვა ფერის ობიექტივით იღებდა და შემდეგ მათ სლაიდებს აერთიანებდა. მის შემდეგ ეს ტექნოლოგია დავიწყებული იქნა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოიგონეს ფერადი ფოტოფირი.
ჩაქველი მეჩაიეები. Beginning in 1910 Sergei Mikhailovich Prokudin-Gorskii used color photography to document the Russian Empire. He made black-and-white exposures with red, green and blue filters, then combined those images in the laboratory to create a color image.
ეს ვიცით ხო, ადამიანის ევოლუცია პრეადამიანიდან ჰომოსაპიენსამდე. თითქოს თანმიმდევრობა სრულია, მაგრამ.....
არის კიდევ ბოლო 3000 წელი. ეტაპი, რომელიც რომელიც ამ თანმიმდევრობაში არ მოხვდა.
ამ პერიოდის ადამიანები კი იყვნენ ჰომოსაპიენსები, მაგრამ ჩვენი ასოციაციების გადამკიდე, ასოციაციების, რომელთაც ხელოვნების განვითარების პარალელურად ვხედავთ ცვალებად ადამიანებს, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ისტორიული წინაპრები სხვანაირები იყვნენ - არამატერიალურები, გახუნებულ-მტვრიანები, არაპროპორციულები, შავთეთრნი. ერთი სიტყვით მარტივნი, სასაცილონი და არასრულნი.
მინუს 19-დან პლიუს 19 საუკუნემდე
----------- 1890 დან 1930 მდე
------------ 1930-1970
1970-2000
არადა ეს სუბიექტური შლეიფი რომ დავძლიოთ, დავინახავთ ისეთივე ნამდვილ ადამიანს, როგორიც ჩვენ ვართ. მათ არაფრით ვჯობივართ, ნამდვილად იყვნენ, ვერ გადაიღო 5 მეგაპიქსელიანმა ფოტოაპარატმა, თორემ იყვნენ, ბევრს შრომობდნენ და სიკვდილზეც ხშირად მიდიოდნენ შთამომავლობის სასარგებლოდ. ღირსებოდათ წინაპრებს კაი ციფრული ფოტოები, გვეყოლებოდნენ ახლაც ლოყებღაჟღაჟები და მნიშვნელოვანნი. არ გვყავს და .. ვერც აღვიქვამთ მათ ადამიანებად. ძალიან მეცოდებიან. ჩვენ კი დავრჩებით შთამომავლებს ცოცხლად. და ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.