ცხოვრებაში ერთხელ მაინც სანახავი ვიდეოები აქაა.
Saturday, April 6, 2013
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
Posted by
cartwheel
at
2:24 PM
6
comments
Labels: Discovery, forum.ge, ადამიანები, ვინიგრეტი
Sunday, November 18, 2012
3 გენიოსი
ამავე დედამიწაზე დღეს ცხოვრობს რამოდენიმე მუსიკალური გენიოსი, რომლებიც იმდენად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, რომ მათ ხალხი ჯგუფებად იცნობს - Moby, Fatboy Slim და Gorillaz
სინამდვილეში თითო თითო კაცია.Moby -
Richard Melville Hall
ფეტ ბოი სლიმი -
Norman Cook
Gorillaz & Blur - (ორივე!)
Damon Albarn
Gorillaz
Blur
Posted by
cartwheel
at
9:38 PM
5
comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
3 გენიოსი
ამავე დედამიწაზე დღეს ცხოვრობს რამოდენიმე მუსიკალური გენიოსი, რომლებიც იმდენად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, რომ მათ ხალხი ჯგუფებად იცნობს - Moby, Fatboy Slim და Gorillaz
სინამდვილეში თითო თითო კაცია.Moby -
Richard Melville Hall
ფეტ ბოი სლიმი -

Norman Cook
Gorillaz & Blur - (ორივე!)

Damon Albarn
ეს კლიპები მათი მწვერავლები არაა, თითოთითოა მათი ალბათ 1000 - 1000 დან
იბურჯღალე
youtube.com-ში

Gorillaz & Blur - (ორივე!)
Damon Albarn
Posted by
cartwheel
at
9:38 PM
0
comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Wednesday, August 29, 2012
And no religion too
ლონდონის ოლიმპიადის დახურვაზე ეს იმეჯინ მთელ ოლიმპიადად მიღირს.
ის ხომ მთელმა მსოფლიომ ნახა და მთავარია .. მოისმინა.
Imagine there's no heaven
It's easy if you try
No hell below us
Above us only sky
Imagine all the people living for today
Imagine there's no countries
It isn't hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people living life in peace
You, you may say
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will be as one
Imagine no possessions
I wonder if you can
No need for greed or hunger
A brotherhood of man
Imagine all the people sharing all the world
You, you may say
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will live as one
Posted by
cartwheel
at
9:57 PM
0
comments
Labels: ადამიანები, მე ათეისტი, მუსიკა
Wednesday, August 8, 2012
Oscar Pistorius
ნამდვილ ოლიმპიადაზე.
ლონდონი 2012.
Posted by
cartwheel
at
3:21 PM
0
comments
Labels: ადამიანები
Saturday, May 19, 2012
ჯეიმსისა და ნენეს გასაუბრება
ვისია მსოფლიო?
ნენემ (ქალებმა) პასუხი ჯეიმსს (კაცებს) 30 წლის დაგვიანებით გასცა.
ჯეიმსმა 1966 წელს თქვა.
This is a man's world
This is a man's world
But it wouldn't be nothing
Nothing without a woman or a girl
You see man made the car
To take us over the road
Man made the train
To carry the heavy load
Man made the electric light
To take as out of the dark
Man made the boat for the water
Like Noah made the ark
This is a man's man's man's world
But it wouldn't be nothing
Nothing without a woman or a girl
Man thinks about the little betty baby girl
And the baby boys
Man makes them happy
Cause man made them toys
And after man made everyhing
Everything he can
You know that man makes money
To buy from other men
This is a man's world
But it wouldn't be nothing
Nothing not one little thing
Without a woman or a girl
He's lost in the wilderness
He's lost in bitterness
ნენემ 1996 წელს უპასუხა.
You gotta be fortunate
You gotta be lucky now
I was just sitting here
Thinking good and bad
But I'm the kinda woman
That was built to last
They tried erasing me
But they couldn't wipe out my past
To save my child
I'd rather go hungry
I got all of Ethiopia
Inside of me
And my blood flows
Through every man
In this godless land
That delivered me
I've cried so many tears even the blind can see
Chorus:
This is a woman's world.
This is my world.
This is a woman's world
For this man's girl.
There ain't a woman in this world,
Not a woman or a little girl,
That can't deliver love
In a man's world.
I've born and I've bread.
I've cleaned and I've fed.
And for my healing wits
I've been called a witch.
I've crackled in the fire
And been called a liar.
I've died so many times
I'm only just coming to life.
Chorus
My blood flows
Through every man and every child
In this godless land
That delivered me
I cried so many tears even the blind can see
Posted by
cartwheel
at
10:48 PM
0
comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Monday, February 13, 2012
გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი
ეს ვიდეო ძაან მიყვარს
სრული განცდა მეუფლება რომ ამ არსებას გონება აქვს და ცეკვავს სიამოვნებისთვის.
გაითვალისწინე, კი არ ჭიხვინებს როგორც ცხენი, ხუნტრუცებს როგორც ხბო, შლიგინებს როგორც ძაღლი, ყივის როგორც მაიმუნი,
არამედ
ცეკვავს, ასრულებს რითმულო სტერეოტიპული მოძრაობების, ილეთების თნმიმდევრობას. ცეკვავს როგორც ადამიანი.
ამ ცეკვაში ჩემი მთავარი აღტაცება ილეთების მონაცვლეობაა.
ეს ისაა, რასაც არ ელოდები ფაუნის წარმომადგენლობისაგან და უნებურად დიდი პატივისცემით იმსჭვალები იმ ცხოველისადმი, რომელიც თურმე აზროვნებს. ეს ჯადოსნური მომენტია, როცა ერთი ინდივიდი არღვევს ზოოლოგიის გარსს და ადამიანთან ვერბალური ურთიერთობის ღირსი ხდება.
"გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი"
ასეთი გაოცებული მზერა (ზემოდან ქვემოთ) რუბენ გალიეგოს აქვს აღწერილი.

მაშინ ალბათ 12 წლისა იყო.
როცა ის, ღრმა ინვალიდი, დეცეპე, მოძრაობათა და მეტყველების რთული დარღვევებით ცოტა ხნით ჩვეულებრივ კლასში შეუშვეს სასწავლად, სადაც ის მიიღეს როგორც უსარგებლო ხორცის ნაჭერი, რომელსაც მხოლოდ პირის წკლაპუნი და უდროო დროს ზმუილი შეეძლო, დროებით შესანახი ობოლი იყო, სანამ ახალ ბავშვთა სახლში მიუჩენდნენ ადგილს.
თავისი გაუხედნავი და შებოჭილი სხეულის, სახის, ენის, კიდურების გადამკიდე რუბენი სკამიდან გადმოვარდა, მეორედ ერთ გაკვეთილზე.
და მასწავლებელმა გადაწყვიტა იქ, იატაკზე მისთვის უკეთესი იქნებოდა,
გდებულიყო იქ ეგ უსარგებლო ხელისშემშლელი ინვალიდი, ასე ის აღარსად ჩავარდებოდა მაინც. რუბენი კი იმიტომ ჩამოვარდა, რომ ცდილობდა რვეულისთვის პასტა დაემიზნებინა.
მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა. გაშხლართული რუბენი იატაკიდან აღარ გადავარდნილა და რაც მთავარის რვეულს პასტა დაუმიზნა.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მთელ კლასს გაუბრაზდა, ვერ დაძლია კლასმა მასალა, მასწავლებელი მოსწავლეთა რვეულებს კრეფდა, ერთი შეხედვით აფასებდა შესრულებულ ამოცანას, ბრაზობდა რომ ვერავის გაიგო ეს ინტეგრალებიანი ამოცანა. დაიხარა, რუბენის რვეული უნდა დაეხურა და ისე დაედო რვეულების წყებაზე,
მაგრამ თვალი იქაც გაექცა და ...
ელდა - რუბენს უწერია! ბატიფეხურად, მაგრამ უწერია
და..
მეორე ელდა - სწორად უწერია.
გალიეგომ ამოცანა ამოხსნა!
მასწავლებელი რომელიც რუბენისგან თავისი მერხისკენ გაბრუნებული მიდის ჩერდება, შემობრუნდება და რუბენს უყურებს, თვალებში უყურებს.
შეგიძლია წარმოიდგინო ეგ მზერა?
ეს ალბათ ისეთივე გაოცება და სიხარულია როგორიც იქნებოდა მკვდრის გაცოცხლება, ან საკუთარი ძაღლის ალაპარაკება იმაზე, თუ რითი ურჩევნია ფილმი ფორესტ გამპი ფილმ თმებს.
ჩაიჩოქებს გალიეგოსთან.
ეს მზერა ჩაჩოქილი მასწავლებლისა ძირს დაგდებული მოსწავლის თვსლებში, ალბათ ეუბნებოდა მასწავლებრლს, რომ ამ კლასში ორნი არიან, ყველაზე უფრო ძლიერები, რომლებმაც იციან ეგ ინტეგრალები, და რომ ეს თვალები იატაკიდან 5 სანტიმეტრით დაშორებული, იტევს სამყაროს, კოსმოსს, სევდას და იმსახურებს სიხარულს და რომ მის წინ ადამიანია, მისივე ღირსი ადამიანი. ვერ მეტყველებს, ვერ მოძრაობს, საშინელი დასანახია, ყველა სემხვედრს იდიოტი გონია, მაგრამ სინამდვილეში მაგარი ადამიანია, გონიერი ადამიანია.
კიდევ უფრო შორ ანალოგიას მოვყვები.
პრინციპში, იმას, რის სათქმდლადაც დავწერე ეს შესავალი
ეს არის ევროპის მზერა საქართველოზე.
კონკრეტულად ერთი ევროპელის მზერა საქართველოზე, იქნებ სულაც ერთ ქართველზე.
როგორც გალიეგოს მათემატიკის მასწავლებელი არ ელოდა გალიეგოს მიერ ამოცანის ამოხსნას, ასევე არ ელოდება ევროპელი ავღანეთში "70 წლების დისკოს მოყვარულთა კლუბს", "ფრანების ფესტივალის" ორგანიზატორებს, არ ელოდება მონღოლეთში "ტექნო ჰაუს მუსიკის საღამოს", ეგვიპტეში "გეიების პარადს", სომხეთში "ქალ პრეზიდენტს ემო წარსულით" ან საქართველოში "სისუფთავეს და კარგ გზებს", ასევე არ ელოდა საქართველოში ქართველების მიერ მანქანებში ღვედების გაკეთებას.
ახლა ევროპა გალიეგოს მასწავლებელივით გვიყურებს - შევძლებთ თუ არა შემდეგ წამოუდგდნელი ქცევის გამოვლინებას - რიგში დისტანციით დგომას ისე, რომ შუაში თავხედი არ ჩაგიძვრეს, გზაზე სიარულს ისე, რომ სხვისი პერსონალური სივრცე არ შებღალო, საფლავის აშენებას ისე, რომ გამვლელსაც დაუტოვო ცალფეხა ბილიკი მაინც, 97 პოლიტუკური ერთეულიდან ერთიორი მაინც ისწავლის შესრულებადი მიზნების დასახვას, ხალხი გამოავლენს საქართვდლოს გაერთიანების სურვილსა და უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარებს.
ჩვენ ევროპა გავაოცეთ რომ ძირს ათწლეულების განმავლობაში დაგდებულ გალიეგოდ მყოფებმა სოციალიზაციის მინიმუმის უნარი გამოვავლინეთ - ვჩერდებით თეთრ ხაზზე შუქნიშანთან და ვიკრავთ ღვედებს მანქანაში.
ევროპა ახლა გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინით შემოგვცქერის, უნდა მიგვიღოს თავისიანად, რთულ და განვითარებულ ადამიანად.
შევძლებთ?
forum.ge.
Posted by
cartwheel
at
1:26 PM
1 comments
Labels: forum.ge, ადამიანები, ვინიგრეტი, ჯერარდაბადებული საქართველო
Sunday, January 29, 2012
კლასელები

ვაცლავ ჰაველი მილოშ ფორმანი
ბიტლები
მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი
რედიოჰედი
რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე
გამსახურდია კოსტავა დოჩანაშვილი
ნიაზ დიასამიძე გოკა გაბაშვილი
მიშა და ვახო ბაბუნაშვილი
რა იცი, იქნებ რომელიმე შენს კლასელს შენ დაუკარგე წარმატება, მას შემდეგ რაც ... ბევრი ვერაფერი გამოხვედი.
და პირიქით.
Posted by
cartwheel
at
3:51 PM
0
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Thursday, December 8, 2011
ჯონ ლენონი
30 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლეს.
ის ვეღარ გახდა 64 წლის.
Posted by
cartwheel
at
8:55 PM
1 comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Tuesday, November 22, 2011
პოლუსები: მუხრანი – ნოდარი



მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის ზექართველი მეგონა და ვეთაყვანებოდი, ვოცნებობდი მუხრანმაჭავარიანის საქართველოზე.
ნოდარ დუმბაძე ნიჭიერი, ძალიან ნიჭიერი მწერალი მაგრამ მერკანტილი ადამიანი მეგონა. ნოდარდუმბაძის საქართველო გვღუპავს მეთქი ვფიქრობდი (ნუ, გამიფიქრია მაინც). დღეს ამ პოლუსებში (მუხრანი - ნოდარი) დავცურავ. დიდი სიჩქარით ნოდარისკენ და რაც მთავარია მუხრანისგან შორს.
მუხრანი ჩემთვის ასოციაციებში ეწეპება გუბაზ და ლევან სანიკიძეებს.
არ მინდა მათი საქართველო. ნოდარისა მირჩევნია.
ჯერ არ ვართ ნოდარის საქართველოში, მისაღწევია ეგ.
ფორუმზე საინტერესო პოლემიკაა ამ თემაზე.
დააწკაპე სათაურს.
Posted by
cartwheel
at
10:55 AM
2
comments
Labels: forum.ge, ადამიანები, საზოგადოება
Friday, November 4, 2011
ორი საქართველო, არა, სამი საქართველო
კიდევ ერთი მცირე ბასტიონის კარები განიხვნა და ივანიშვილი შეუშვა თვისსა შინა.
ეს ბასტიონი არეშიძეა.
ცოტა ხნის წინ ასევე მცირე ბასტიონები, ანუ გარკვეული რეზისტენტობისა და ინდივიდუალიზმის მქონე ფიგურები, რომელთაგანაც ივანიშვილის მეტნაკლებად ობიექტურ შეფასდბას ველოდი, შალვა რამიშვილი და ლევან ბერძენიშვილი, გაბრძოლების ნიშნების გარეშე განერთხვნენ ბიძინას წინაშე და გუნდრუკის დიდი პარტია მოიმარაგეს.
ამ კაცს, არეშიძეს მე ვიცნობ როგორც ანალიტიკური ჭკუის პატრონს, პატრიოტს. მაგრამ იმდენად ბოროტ პრინციპულს არა, რომ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. ერთი გაფიქრება მისთვის მინდოდა ჩემი ხმის დელეგირება, იმდენად ვაფასებ.
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა 080808 მარტივად ახსნა, ჩვენი გიჟის შეცდომით, და ამით საქართველოს სამომავლო ისტორიულ სტრატეგიულ ანკესს, საჭირო ანკესს გადაგდება დაუპირა, განსაკუთრებით დამაინტერესა არეშიძის პოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ამ "აღმოჩენის" შესახებ.
მაესტროზე ვუყურე, ოღონდ არასრულად. არ ვიცი ახსენა თუ არა საერთოდ ივანიშვილის ის პოზიცია, არ ვიცი რა შეფასება მისცა,
მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს მისი აზრი ამ თემაზე, უფრო სწორედ, ნაკლებად მაინტერესებს.
რატომ? ივანიშვილზე ისაუბრა როგორც ხალხში იმედის გამღვიძებელ მშვიდ გაწონასწორებულ პოლიტიკოსზე. აშკარად გადაამატა ქება დიდება, ქარიზმა და სიმშვიდე მოუწონა, ირაციონალურ დონეზე ხალხის დამშვიდების, დაიმედებისა და დაკმაყოფილების უნარი აღმოუჩინა ( ხალხი ამბობს, არ ვიცი რა ილაპარაკა, მაგრამ კაი იყოო).
ხოდა, ეს ივანიშვილის სიმშვიდე უკვე რამოდენიმეჯერ რომ ახსენეს, მაინტერესებს დავიჯერო ამდენად რეალურია?
მე სულაც არ მიმაჩნია მშვიდად კაცი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვას, მითუმეტეს ღია ეთერში, კონტრკითხვებით, თანაც დამადანაშაულებელი კითხვებით და შეფასებებით პასუხობს, რომელიც აცხადებს რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რომელიც მესამე საჯარო გამოჩენას მესამედვე თავისი ზეაღმატებული სასახლიდან აწარმოებს.
არ მიმაჩნია მშვიდად პოლიტიკოსი რომელიც თვლის, რომ "სააკაშვილს რომ დაუჯერო 080808 ომი ჩვენ მოვიგეთ". საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომი ომახიანი რიტორიკის ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაცია ჟურნალისტს ეპატიება, პოლიტიკოსს არა, პრეზიდენტი კი ასეთი პოზიციით წაგებული ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
09 აქციებზე მიშამ თქვა ჩვენ ამ ოპოზიციურ ტალღას ( სიტყვასიტყვით არ მახსოვს) გადავლახავთ ისე, თითქოს რუსეთი საერთოდ არ არსებობდესო.
მინდა რომ საქართველოს სახელმწიფომ ეს ტალღაც ისე დაძლიოს , თითქოს რუსეთი საერთოდ არ არესებობს.
ანუ არ მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს კრემლის აგენტი და პროექტი ეძახონ. ხალხი დაიჯერებს და კრემლს ჩაბარდება, მობეზრდათ 20 წლის დამოუკიდებლობანა, ძნელია რუსეთისგან ქების გარეშე ყოფნა, რუსეთი ხომ სამყაროა ჩვენთვის.
და პრინციპულადაც, მინდა რომ პოლიტიკოსის ნათქვამ სიტყვას პოლიტიკოსის ნათქვამი სიტყვა დაუპირისპირდეს და მსაჯული ხალხი იყოს. როგორც იყო აქამდე.
ადრე მიშა ( და ზოგადად პრეზიდენტი, როგორც თანამდებობა)
პრარაბს, გიდს, სტრატეგიის გეიმერს, მასწავლებელს და ობობას შევადარე,
მიშას ობობად ყოფნა კარგად გამოსდის, თუმცა ივანიშვილის ამოფრქვევამდე კაი ხანი პრარაბი იყო. ახლა ისევ ობობაა, ფაქტიურად მიზერული მოძრაობები გააკეთა, არავითარი შეფასება, არავითარი შეპასუხება, მხოლოდ ის, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა - ჩამოართვა მის მიერვე მიცემული მოქალაქეობა კანონის შესაბამისად, შეუზღუდა ფულის მოძრაობა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე და ავტომატური იარაღი ჩამოართვა მის დაცვას. ძალიან გამიკვირდებოდა ამ შემთხვევებში სხვა რეაგირება რომ ყოფილიყო.
პოლიტიკა და მითუმეტეს რუსეთთან წაგებული ქვეყნის პოლიტიკა სპორტი არ არის, არც ქუჩური გარჩევაა, იანგულივით ცალი ხელი რომ შეიკრა და ისე ეჩხუბო, მითუმეტეს შენზე უფრო მდიდარს ( სეუ გავლენიანს, ძლიერს) პოლიტიკა ომების შემდეგ გაჩნდა დედამიწაზე და ომების საწინააღმდეგოდ შექმნეს ადამიანებმა.
მტერო, არ გაბედო არის პოლიტიკის მთავარი ღერძი.
არ გაბედო ომი ჩემს წინააღმდეგ, მე დასაცავი მაქვს საქართველოს ღირსება, რომლესაც ემუქრები, ამიტომ შეგებრძოლები, არ დაგითმობ.
ეს თავიდანვე უნდა იცოდეს ოპოზიციამ ( ოპოზიციამ მინუს დავითაიამ და პადოშამ, რომლებიც რუსეთისთვის პირის მობანვას არ აპირებენ)
აი, არეშიძე მეიმედებოდა, რომ მეტ პრონციპულობას გამოიჩენდა, მაგრამ რას ვერჩი, ისიც ივანიშვილის ხიბლშია ჩავარდნილი. ხიბლი ლიბრად ქცევია და ვერ ამჩნევს რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან ომზე ბოდიშის მოხდა. და პირიქით, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს პრინციპული პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში.
ოპოზიციის მიერ ამოტივტივებული ტერმინით რომ ვისარგებლო, წყალგამყოფი აქაა, ესაა წყალგამყოფი.
და აი რაა ეს წყალგამყოფი.
საქართველოს მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ისინი ვინც თვლის რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, რომ ეს შესაძლებელია და ისინი ვინც საქართველოს გაერთიანებას ფუჭ ოცნებად თვლიან.
ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება პრინციპულია.
პირველნი თვლიან რომ საქართველოს ჭირდება დიდი წარმატება და არა წარმატება, ჭირდება მისი მონაწილეობა არამილიტარულ გაძლიერებაში (ექსტერიერის, ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი, სტატისტიკა, ასფალტი და კონცერტი მისთვის მნიშვნელოვანია) . ისინი თვლიან რომ ქვეყნის ღირსება ქვეყნის და მისი მოქალაქეების გლობალური სახეა.
მეორე ნაწილი თვლის რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებს მას, თუ იქნება მდიდარი, სამართლიანი, კეთილი, დემოკრატიული, ხელისუფლება იქნება რბილი, კრიმინალები არ დაიბადებიან, კორუფცია თავს არ წამოყოფს, პოლიცია ძალას არ გადაამეტებს, პრეზიდენტი იქნება ილია ჭავჭავაძე, ოღონდ 70 წლის, 50 წლამდე ილია ჭავჭავაძეს ისინი ვერ აიტანენ.
ღირსება მათთვის ქვეყნის საზღვრებს არ ცდება და პიროვნებათა სახეა და არა ქვეყნის.
არსებობს კიდევ მესამე ჯგუფი იქნებ ამ ორივეზე უფრო ხალხმრავალი, რომელსაც მხოლოდ ერთი დღით თუ გაუბედავ გლობალური არხების (ევრონიუსი, დისქავერი, ნიკელოდეონი, ნეშენელ ჯეოგრაჯიკი) მაუწყებლობის ინგლისურად გაშვებას და რუსულის თარგმნის დაბლოკვას, და ის დღე უნდა იყოს რუსეთ საქართველოს ომის ერთი წლისთავი, ერთი დღით (080809), მეტი ვერა.
ეგ ხალხი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობს, საბჭოთა რუსეთში. ერთი ცოდვის პატიების გარანტია საკმარისია, რომ დაივიწყონ ისტორია, დაივიწყონ ბოლო 20 წელი და მიუბრუნდნენ რუსეთთან ქება- მოფერების რეჟიმს, სულერთია რა ფასად.
მაგალითად წინასწარ კასტრირებული ლტოლვილთა 5 %–ის დაბრუნებაც იკმარებს ინდულგენციად.
ღირსება მათთვის სამდიდრეში, სიმშვიდეში ზომიერ ლაგამში, "კუთვნილი" ბედნიერების ფლობაში ტრანსფორმირებული ამორფული მცნებაა.
რომელ ჯგუფშია ივანიშვილი?
რომელი ჯგუფის ორგანიზებას და წინამძღოლობას აპირებს?
უკვე ვიცი რომ პირველის არა.
Posted by
cartwheel
at
6:13 PM
2
comments
Labels: ადამიანები, პატარკაციშვილი, ხალხი
Wednesday, November 2, 2011
ჰაერში მყოფი შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს
გუშინ ივანიშვილის მასიური პრესკონფერენცია იყო შუშის ყველაზე გაუმჭვირვალე ვერტპლაშჩადკიდან.მინდა თუ არა, ეს კაცი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მინიმუმ რამოდენიმე წელი.ჩემი ყურადღება ეკუთვნის, მაგრამ ვერ ვნახე პირდაპირ ეთერში, მორიგე ვიყავი მიშასთან. მასაც არ უნახავს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არ უნახავს მინიმუმ ღამის თორმეტ საათამდე, ვინაიდან მანამდე სტუმარი ჰყავდა ანაკლიასა და განმუხურში, იმგზავრა ვერტმფრენით და ბათუმიდან თვითმფრინავით, გზაში კი "ქეთო და კოტედან" ნანი ბრეგვაძის და პაატა ბურჭულაძის მონაკვეთებს უსმენდა/უყურებდა თვითმფრინავში.დღეს ინტერნეტში ვუყურე, ალბათ მიშამაც ინტერნეტში, ან ჩაუწერდნენ წინასწარ. პატარა ამბავია, საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის ფული თავისუფლად საქნევი, შიგნითვე გიპირისპირდება, თანაც სიყვარულის და იმედის ჰოროლით.ვუყურე.
და რა მერე?შეკითხვები ბევრი მქონდა, მათგან უმეტესობა ისევ პასუხგაუცემელი დამრჩა.კაი, გეთანხმებით, რომ ეს კაცი დებილი არ არის, და შალვა ნათელაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი შეიძლება დადგეს.საიდან ასეთი დასკვნა?იქიდან რომ ელემენტარულ თამაშის წესებში გაერკვა:სწორედ წესების დაცვით განაცხადა რომ:–რომ ააშენებს დემოკრატიას.–გაათავისუფლებს მედიას სახელმწიფო ზეწოლისგან.–მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.–რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს.–პატივს სცემს რუსი ხალხის არჩევანს (პუტინს).–საქართველოს არაქართველ მოსახლეობას, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს განიხილავს საქართველოს სრულუფლობიან მოქალაქეებად.–შექმნის კანონიერების და სამართლიანობის დამცველ სახელმწიფოს.–არ გააბრაზებს რუსეთის ხელმძღვანელობას..–ითანამშრომლებს ნატოსთან და ამერიკასთან.–ითანამშრომლებს ჭკვიან ხალხთან, ჭკუას დაეკითხება მათ.–უყვარს საქართელო.
ეს მინიმალური ნაკრებია, რაც უნდა ეთქვა პოლიტიკოსობასა და ხალხის მმართველობაზე ამბიციის მქონე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამავე დროს უმაღლესი განათლების დიპლომი უდევს და სახლში ტელევიზორი აქვს.ამათგან თუნდაც ერთერთი რომ შეშლოდა, ვიტყოდი, რომ ნათელაშვილის ან დიმიტრი ლორთქიფანიძის დონისაა. მაგრამ არ შეშლია, სწორად თქვა, და ამიტომაც ვაღიარებ პოლიტიკოსად (დიდი უკანდახევა ჩემგან). ნუ, საქართველოს მასშტაბით მაინც პოლიტიკოსია.მაგრამ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსია, მე რას მიქადის მისი პოლიტიკოსობა + გავლენიაობა/წონიანობა?როგორც გითხარით მისდამი შეკითხვები კვლავ უპასუხოდ მრჩებადა ვინაიდან 200 ჟურნალისტის 20 შეკითხვა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემს მარტივ შეკითხვებზეც გამეგო პასუხი, აქ შევეცდები შეკითხვები უკვე ჩემი სიტყვებით ჩამოვწერო.–აქვს თუ არა ქვეყანას (ქვეყნებს ზოგადად) ღირსება?–რა შემთხვევაში უნდა დაიცვას ქვეყანამ ღირსება თუნდაც სისხლით?–სააკაშვილის პერსონალური შეცდომით 080808–ის ახსნა, ხომ არ არის საქართველოს ღირსების ისტორიული დაკარგვა/ ომის სამომავლო ბონუსების განულება?–სააკაშვილის ომის გაჩაღებაში დადანაშაულების შემდეგ თქვენი გაპრეზიდენტების ფაქტი აღიქმება თუ არა რუსეთის (ხალხისა და პოლიტიკოსების, მასმედიის მიერ) მიერ დადასტურებად, რომ 080808 ისინი სწორი მიზნებისთვის იბრძოდნენ?–მისი მმართველობაში მოსვლა ლოიალური პოზიცით რუსეთის მიმართ, იქნება თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის რუსეთის გარშემო ინტეგრაციის ახალი ტალღის მაპროვოცირებელი?–გაუგია თუ არა მას ფრაზა "ცხრაჯერ მწარედ რომ დამარტყან, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ" და რატომ არ შეესბამება ეგ ფრაზა საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომ ომახიან პათეტიკას?–გაუგია თუ არა მას ძველი ქრისტიანული შეგონება " წარსდექ მშიერი , არა შიშველი" და თუ ეთანხმება, რითი არ შეესაბამება ამ პრინციპს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ქვეყნის გასუფთავების, შეღებვის, გზების მსენებლობისა და პრეზენტატიული ექსტერიერის მიცემის აქცენტით?– რამდენად პრინციპულია მისთვის ევროპის გაზსადენის დივერსიფიკაციის გასაღების ფლობა საქართველოს მიერ?–იცნობს თუ არა ის 080808–მდე საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს გასერთიანებლად მიმართულ სამშვიდობო პოლიტიკას, კონკრეტულ ღონისძიებებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხარისხს ამ საქმეში?– მისი განმარტება, რომ 080808 სააკაშვილს უნდა ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება და დაეფიქსირებინა ერთობლივი აღშფოთება–შეშფოთება, და ასე უნდა ეპასუხა სხვა სამომავლო სისხლიან ინტერვენციებზეც, იქნებოდა თუ არა საქართველოსთვის საუკეთესო პერსპექტივის მქონე სტრატეგიული პოლიტიკა?–მისი დაპირება, რომ დაამარცხებს ელიტარულ კორუფციას რა მეთოდებით შესრულდება? პატრონების შეცვლით ზოგადი უნარების ტესტებში გამარჯვებული კანდიდატებით თუ როგორც თვითონ ახსენა ერთგული თანამოაზრეების გუნდისთვის გადაბარებით?–მისი ფრაზაა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს ციხეში ჩასმას უპირებს, რომ ციხეები გადატენილია. მისი ვარაუდით რამდენი ათასი ადამიანი იქნება მისი მმართველობის დროს ციხეში?–2008 წლის იანვარში სააკაშვილმა მოიგო თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?–2003–20011 წლებში საქართველო არამარტო სააკაშვილმა აშენა, არამედ სრულიად საქართველომაც.მისი შეფასებით რა დადებითი ანუ რა შესანარჩუნებელი ცვლილებები მოხდა საქართველოში და როგორ აპირებთ თქვენ იმ მიღწევების შენარჩუნებას?–როგორ მოიქცევა, თუკი მის გეგმას გადაეღობება ხალხის გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკოსთა სეგმენტი, მასმედია, ერთი ადამიანი?
Posted by
cartwheel
at
3:30 PM
0
comments
Labels: ადამიანები, მძიმე კითხვები, ოპოზიცია, პრეზიდენტი, ძირს პათეტიკა
Monday, October 24, 2011
ავე აქუ!
ბუბა კიკაბიძეზე უკვე დავწერე.
მომეწონა მისი ჩემთვის მოულოდნელი პრინციპულობა – არ ჩავიდეს რუსეთში საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო.
ამ გადაწყვეტილებით ბუბამ ადვილი ფული დაკარგა, ბევრი ფული, მისთვის ბევრი ფული. 
დღეს მეორე სასიამოვნო გაოცების შესახებ ვწერ. გაოცებული კი იმით ვარ, რომ მოულოდნელი იყო იმ ადამიანისგან, რომელიც ცოტა ექსცენტრულ, მაგრამ მაინც კონიუნქტურაზე ორიენტირებულ ჟურნალისტად მიმაჩნდა, რომელიც თავის მიერ აღებულ საზოგადოებრივ როლს განუხრელად ასრულებს.
ამ დღეებში საქართველოს აქამდე გულმოდგინედ გაყურსული ივანიშვილის კომენტარები დაგვეფრქვა თავზე. აღმოჩნდა, რომ ეს უჩინარი მეცენატი ვაკის პარკში შეკრებილი პენსიონერის გულმოდგინებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და ყველა ფეისისათვის თავისი (ვაკის პარკელი პენსიონერის თანხვედრი) შეფასებები აქვს.
მისთვის (და მათთვის) ყველა ცუდია, აბა ყველა ცუდი რომ არ იყოს ხომ ვიქნებიდით ბედნიერები, კუთვნილ ბედნიერებას ვეღარ ჩაგვიკეტევენ მთავრობის სეიფებში.
ბიძინამ თითო ხელუკუღმა სილაქი უშურველად ჩამოურიგა მარჯვნივ და მაეცხნივ მის მოიმედე პოლიტ ფეისებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსად ჩათვალა აქუ.
აქუ, აქუბარდია, კავკასიის მფლობელი და ამაგდარი ჟურნალისტი. ![]()
გუშინ აქუს კომენტარი გავრცელდა.
აქუ ივანიშვილის სიტყვებს მისი ღირსების შეურაცხყოფად თვლის და სინანულს გამოთქვამს, რომ მისდამი იმედის მიუხედავად ივანიშვილი პოლიტიკაში დესტრუქციული მუხტით მოვიდა.
აი კაცი.
ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე უთხრა, მე შენგან ღირსებაშელახული ვარ და სულაც არ ვაპირებ შენგან სარფიანი წინადადების მოლოდინში ხელების ფშვნეტას და ამ მოლოდინში შეურაცხყოფის გადაყლაპვასო.
ეს მაშინ, როცა მასზე გაცილებით წონიანმა ლიდერებმა ალიყურ აწითლებულებმა მოახერხეს ივანიშვილთან მისაახლებელი პირი დაეტოვებინათ.
http://cartveli.blogspot.com/2008/02/blog-post_8954.html
ეს კი ივანიშვილის ერთადერთი ხსენება ჩემს ბლოგში, პატარკაციშვილის გასვენების დღეს მიხსენებია. იგივე აზრზე ვარ.
მოზომილი ფილანტროპია, კარგი მეურნე, ბაგაში იმდენი ჩაგვიყარა, რამდენიც საკმაოდ დაგვამწიფებს და გაგვასუქებს დანამდე (საარჩევნო ყუთამდე) მისასვლელად, როგორც ღორს.
ოდნავ მეტიც არა.
სამების აშენება 12 მილიონი დაჯდაო, იცით რამდენია 12 მილიონი 5 მილიარდთან?
აჰა, არ დავიზარე –416 სამების აშენება შეეძლო მაგ ფულით.
მას ფილანტროპიაზე თავისი შეასაძლებლობის არაუმეტეს 3% დაუხარჯავს.
ბრავო!
დორა მაარი კატასთან და სამება მისთვის თითქმის თანაბარი ხარჯი იყო
სამება 12 მილიონი,
დორა მაარი კატასთან 9,5 მილიონი. ჭორვილაში უკიდია, ან უდევს. 
ავერსელი კურტანიძე ჯობია ფილანტროპობის ხარისხით.
მეც ვჯობივარ (პროცენტებით მეთქი) .
სამივეს ომანიძე გვჯობდა, უცხოეთში უშვებდა სტუდენტებს თავის ფულით 1993–94 წლებში.
ჩვენ ყველას კი უცხოეთში მომუშავე უსახელო ქართველები გვჯობიან, აქეთ რომ ინახავენ წლობით უნახავ ოჯახებს და ქმრის ნათესავებს.
პ.ს. პარდონ, ახლა დაიწერა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ამონაწერი და ოდენობები. აღმოჩნდა რომ თავისი ქონების არა ჩემს მიერ ნავარაუდევი 3, არამედ თითქმის 20 % დაუხარჯავს ქველმოქმედებაში.
საერთო ოდენობით თითქმის მილიარდ ნახევარი.
ღმერთმა გაუმარჯოს, ნეტა მე რამდენს დავხარჯავდი მის ადგილზე, ან შენ?
Posted by
cartwheel
at
9:58 AM
7
comments
Labels: ადამიანები, ოპოზიცია
Friday, September 16, 2011
1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო

2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი,
რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა.
მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.
ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
როგორ?
რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.
დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.
რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.
დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.
ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.
*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
Posted by
cartwheel
at
1:12 PM
0
comments
Labels: ადამიანები, თურქეთი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
Friday, September 9, 2011
მშვიდობიანი ომების ისტორია
მაჰათმა განდი - სატიაგრაჰა, ინდოეთისათვის დამოუკიდებლობის უომრად მომპოვებელი,

მარტინ ლუთერ კინგი -მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა -სეგრეგაციის დამამთევრებელი,
ნელსონ მანდელა–სისხლიანი გზის უარმყოფელი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის დამმარცხებელი.
ეს სამი მწვერვალი წარმატებული მშვიდობიანი ომებისა ყველამ ვიცით.
მშვიდობიანი ომი მომავლის ომია, ის კიდევ ბევრჯერ იქნება ეფექტური.
მაგრამ როდის დაიწყო მშვიდობიანი ომები დედამიწაზე, როდის მოიგონეს ის ადამიანებმა?
იყო თუ არა მაჰათმა განდი პირველი?
მშვიდობიან ომს (სატიაგრაჰას) წესები აქვს, ამ წესების გარეშე ბრძოლას, მსხვერპლს, თავგანწირვას აზრი ეკარგება, წარუმატებელი ხდება.
სატიაგრაჰა როგორც ჩვეულებრივი ომი მოითხოვს თავგანწირული და მიზანდასახული ადამიანების არსებობას.
სატიაგრაჰას მეომრები ისევე დისციპლინირებულები უნდ იყვნენ როგორც ჩვეულებრივი მეომრები.
თავგანწირვა უნდა გამოავლინონ არა ემოციური აფექტის, არამედ ბრძანების მიღების დროს.
ჩვეულებრივი მეომრისგან განსხვავებით, სატიაგრაჰას მეომარმა წარმატებას უნდა მიაღწიოს არა მტერის განადგურებით, არსმედ გადარწმუნებით.
მტრის გადარწმუნებას კი ის აღწევს მტრისთვის თავისი სიმართლისათვის თავგანწირვის მზადყოფნის ჩვენებით.
მშვიდობიან ომს აზრი აქვს მტრის განვითარებულობის შემთხვევაში.
განუვითარებელი მტერი ვერ ირეაგირებს სენტიმენტებზე, ჯალალ ედდინი, თემურ ლენგი და შაჰ აბასი ვერ შეადრკო ქართველთა მსვიდობიანი თავგანწირვის ხილვამ.
მშვიდობიან ომებში "დამარცხდნენ" ბრიტანელები, ამერიკელი თეთრკანიანები, სამხრეთაფრიკელი ბურები.
შორი გადასახედიდან ყველა ეს დამარცხებული მონაწილე გამარჯვებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ახალი სიმბიოზის აღმოჩენით მათი ახალი ზემოქმედება "მოწინააღმდეგეზე" უფრო სტაბილური გახდა. მაგრამ გამარჯვებული დარჩა "მოგებული" მახარეც. მათ თავისი მიზნის მიღწევას მინიმალური მსხვეროლით შეძლეს.
მაშ ასე მშვიდობიან ომს ჭირდება თავგანწირვა, დისციპლინა და განვითარებული მტერი.
როდის მოიგო კაცობრიბამ თავისი პირველი მშვიდობიანი ომი?
თურმე ძალიან დიდი ხნით ადრე განდიმდე.
რომის იმპერიაში ქრისტეშობიდან 313 წლამდე მთავარ გასართობად გლადიატორების ბრძოლები რჩებოდა. ბრძოლები წარიმართებოდა სხვადასხვა იმპროვიზაციით – სხვადასხვა იარაღით,ჯგუფები ჯგუფებზე, ასიმეტრიული ჯგუფები,ადამიანი მტაცებელთან, დამნაშავის დასჯა, იღბლიანის გათავისუფლება.
ქრისტიანობის რომში გავრცელების შემდეგ სისხლიან ბრძოლებს არენაზე კიდევ ერთი იმპროვიზაცია დაემატა – ქრისტიანების შეგდება არენაზე დამშეულ მხეცთან.
313 წლამდე ძალიან ბევრი ქრისტიანი ემსხვერპლა რომაელთა ამ სასტიკ გართობას.
ქრისტიანები სიკვდილს მშვიდად ხვდებოდნენ, სიკვდილის წინ ლოცულობდნენ, პირჯვარს ისახავდნენ გააფთრებული ლომისა თუ ვეფხვის წინაშე.
ამ სცენას იმპერატორი კონსტანტინეც არაერთხელ შეესწრო, არაერთხელ იხალისა, რომ ახალი რწმენის მქონე ადამიანებს მათი ღმერთი ვერ შველოდა, ისინი კი მშვიდად განაგრძობდნენ კვდომას.
მსხვერპლთა თავდაჯერება და სიმშვიდე იმდენად სტაბილური და ძლიერი იყო, რომ ...
ეჭვისა და თანაგრძნობების რაოდენობა ხარისხში გადავიდა – არის თუ არა სული უკვდავი? არის თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება და სამუდამო სამსჯავრო?
ეს შეკითხვები იმპერატორთან ერთად რომის მოქალაქეებსაც ხშირად უჩნდებოდათ.
რომალემა ქრისტიანებმა მსოფლიო ისტორიაში პირველი მშვიდობიანი ომი მოიგეს. მათ არცერთი მტერი არ მოუკლავთ ისე დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე 313 წელს აეკრძალა ქრისტიანთა მტაცებელთათვის შეჭმევინება და მთავარი .. 325 წელსმოეწვია ნიკეას კრება და რომის იმპერიის ერთადერთ რელიგიად ქრისტიანობა დაედგინა.
Born: c. 275
Birthplace: Naissus (modern Serbia)
Died: 337
Best Known As: The first Christian ruler of the Roman Empire
Name at birth: Flavius Valerius Aurelius Constantinus
Constantine I came to the throne when his father, Constantius, died in 306. After defeating his rivals, Constantine became the sole ruler of the Roman Empire in 324, and is credited with social and economic reforms that significantly influenced medieval society. In 313 his Edict of Milan legally ended pagan persecution of Christians, and in 325 he used imperial power to bring unity to the church at the Council of Nicea. He also moved the capital of his empire to Byzantium, renaming it Constantinople in 330. Constantine's embrace of Christianity eventually led him to be baptized in 337.
Posted by
cartwheel
at
11:27 AM
3
comments
Labels: ადამიანები, ანალოგია, ვინიგრეტი
Friday, September 2, 2011
მამაშვილობას
ეს საუკეთესო სიმღერებია მამაშვილურ სიყვარულზე, მამაჩემი მას ვერ გაიგებს, გერმანულნოვანია, როგორც ომის დროს დაბადებული გსსრ–ს მოქალაქეების უმეტესობა.
ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა
გური გილოცავ!
რემილოცვა ჩემგან
2009 წლის, ფერადი სურათებით.
ეს კი მწარეს პოსტია თავის მამაზე, მომეწონა.
Posted by
cartwheel
at
6:27 PM
1 comments
Labels: ადამიანები
Sunday, August 21, 2011
ისტორიის ვარსკვლავური შეხვედრების აღბეჭდილი წუთები
დავალება, დაასრულე სახელები,
ადვილია.
ჩარლი და მაჰათმა
ელვისი და კასიუსი
დასტინი და ლოურენსი (ოლივიე)
ბრიჯიტი და პიკასო
სარკოზი და ცუკერბერგი
ვაჟა და ყაზბეგი
სტალინი რუზველტი ჩერჩილი
კლინტონი და ჯეგერი
ბობი და იოანე (შერიგების შემდეგ)
იოანე და ფიდელიიეშუა და იოანე
ალექსანდრე და დარიოსი
ბონო და ობამა
ბიორკი და ბექი
პრინსი და პრინცი
ჯონი და მაკოლეი
ერნესტი და ფიდელი
ზეპელინი, ერიკი, ელიზაბეტი
ვარჰოლი და ჯეგერი
ალბერტი და ჯავაჰარლალი
გრეტა გარბო და ედიტ პიაფი
ჯექსონი და დიანა
და შონ პენი
ნელსონი და ჯექსონი
მარლონი და ელიზაბეტი
ჯონი და სალვადორი
ჯიმ კერი და ჰოკინგი
მერლინი და ელა
ტრავოლტა და დიანა
სალვადორი და ელის კუპერი
ლუი და გრეის კელი
უოლტი და სოფი
ჰენრი ფორდი და ედისონი
ქვინი და მარადონა (ფოლკლენდის ომი?)
ჩაკი და ბრუსი
სალვადორი და უოლტი
ვუდი და მაიკლი
ქვინი და ვორჰოლი
ნენსი და მისტერ T
ედსონ არანტეს დონასიმენტოსი და სილვესტერი
სალვადორი და ..
ბექი და ტომი
ლიზი და ჯენისი
ჯეკი და დასტინი
კვენტინი, ტილდა სვენსტონი, მერლინ მენსონი
ტერეზა და დიანა
ჩარლი და ალბერტი
რობერტ რედფორდი პოლ ნიუმენი
ჩარლი, ბრანდო, სოფი
არნოლდი და შაკილი
ბოუი და იგი
ხოჭოები და პატარა რიჩარდი
ენდრიუსი და ოდრი
ბონო და იოანე–პავლე.
ნეტა რა უთხრეს ერთმანეთს?
ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა პლანეტის მაცხოვრებლები.
უფრო სწორედ, როგორც სხვადასხვა პლენეტების მეფეები.
Posted by
cartwheel
at
9:25 AM
3
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი



