
80 წლის წინ დიდი უდაბნოებითა და უნაყოფო ხრიოკი ხეობებით გარშემორტყმულ მდინარე კოლორადოზე დამბის მშენებლობა დაიწყო.

დამბა (ჰუვერის დამბა) 1936 წელს დასრულდა და მას შემდეგ წარმატებით ართმევს თავს რამდენიმე შტატის ირიგაციასა და ელექტრიფიკაციას.
მშენებლობას სხვადასხვა მონაცემებით 90 დან 114 მდე მუშა შეეწირა.

დაღუპული მუშების მემორიალს აწერია _ "ისინი მოკვდნენ, რათა უდაბნო აყვავებულიყო".

უდაბნო უდაბნოდ, და ლას ვეგასიც ციმციმით მთელ მსოფლიოს რომ აბრმავებს,
ისიც ჰუვერის დამბის მეშვეობითაა.
How many people died during the building of the Hoover Dam?
There were a total of 114 deaths associated with the building of the Hoover Dam.
The official figure however, is 96. Figures other than the official figure vary from the official 96 deaths to 112-114. According to the website of the U.S. Bureau of Reclamation, figures higher than 96 are including additional deaths such as deaths prior to the authorization of the dam's construction, deaths of nearby workers that may or may not have been directly involved with the project, deaths of workers who died of causes unrelated to the project, and deaths of family members of the dam's construction workers. 
Wednesday, July 7, 2010
Hoover Dam
Posted by
cartwheel
at
1:41 PM
8
comments
Friday, May 1, 2009
დღეს გადავწყვიტე ტოპ.გე-ში თავიდან დავრეგისტრირდე.
აღმოჩნდა რომ ჩემი საიტი სხვსთვის უჩინარია და ამიტომ ტოპ.გე-ს მკითხველები ჩემამდე ვერ აღწევდნენ.
დღევანდლამდე სტატისტიკა კი აქაა.
Posted by
cartwheel
at
5:51 PM
1 comments
Labels: ციფრები
Friday, May 23, 2008
21 მაისის 23 საათია
პირველი ეგზიტპოლის შედეგი გამოაცხადეს.
ნაციონალები 60%
გაერთიანებული ოპოზიცია 14%
თარგამაძე 9%
ლეიბორისტები 5,8%.
სალომე ზურაბიშვილი ქირქილებს, ესეც თქვენი უცხოელი დამკვირვებლები, რუსულად რატომ ლაპარაკობს, შედეგებს ქართულად რატომ არ გვიცხადებენო. სად არის ქვეყვის ღირსებაო.
თითქოს თვითონ იმ ალიანსში არ იყოს, რომელიც წინა არჩევნების ეგზიტპოლების ჩამტარებელ ქართველებს უნდობლობას რომ უცხადებდა.
ნაციონალების 60% ნამდვილად არ გამკვირვებია, წინა პოსტში ვიწინასწარმეტყველე კიდევაც.
არ გამკვირვებია, გამეხარდა კიდევაც.
თუ წინა არჩევნების შემდეგ საქართველოს 47 და თბილისის 75% მოსახლეობასთან არ მაკავშირებდა საერთო მიზნები, დღეს უკვე მე და საქართველო ერთ რელსებზე ვდგავართ.
საქართველოს ხელისუფლებას რომ შეუძლია ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით, ანუ მეტი გამბედაობით გააგრძელოს რეფორმები და რუსეთთან ჭიდაობა ესეც მიხარია.
საქმე სხვაა
თუ დათვლის შემდეგაც ეს პროცენტები დარჩა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა.
ვინ ხვდება პარლამენტში.
2-7 ნოემბრის აქციები წარმართა ოპოზიცურმა სპექტრმა რომელიც შედგებოდა გონიერი და დოღრიალა ნაწილისგან.
_მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები "გაერთიანებულ ოპოზიციას" გამოეყო ამ სახელის - "გაერთიანებული ოპოზიციის" შემადგენლობაში მხოლოდ დოღრიალები აღმოჩნდნენ.
_მესამე ადგილზე თარგამაძის ახალგამომცხვარი ვითომპარტიაა, უცნობი ადამიანებითა და საშიში იდეოლოგიით.
_მათ ემატებათ 3-4 ლეიბორისტი.
მოკლედ რა მინდა ვთქვა ოპოზიციური გონის 90% პარლამენტსგარეთ დარჩა, ოპოზიციის დოღრიალობის 90%-კი პარლამენტში მოხვდა.
ანუ მომავალი პარლამენტი უკეთეს პროდუქტს ვერ შექმნის. მათ დააკლდებათ რესპუბლიკელები, რომლებიც წინა პარლამენტში სააკაშვილს შეყვნენ.
Posted by
cartwheel
at
11:21 AM
0
comments
Labels: ადამიანები, ოპოზიცია, ციფრები, ხალხი, ხელისუფლება
Saturday, April 26, 2008
ესეც მეცხრე მეთქი

აფხაზეთის ერთერთ ბრძოლას 15 დან 9 გადავურჩით. 6 მოკლეს.
ამ ცხრა გადარჩენილთაგან 2-ნი ექიმები ვართ, რეანიმატოლოგი და ქირურგი (უაღრესად კეთილშობილური სადო-მაზოხისტური პროფესიები).
ერთი უმუშევარია. მე მგონი არც ეძებს საქმეს.
ერთი, ზურა სარქისოვი, რომელმაც აშკარა სიკვდილს გადამარჩინა, ჩვენი მაშინდელი კამბატი (თუ კაპიტანი) ელიავას ბაზრობაზე ვაჭრობს. ძველი სახლი საბურთალოზე გაყიდა და გარეუბანში გადავიდა.
2-ნი თბილისში ნარკოტიკებს შეეწირნენ. მეშვიდე და მერვე.
ერთს, მეორის სიკვდილი რომ ვერ შევატყობინე (მობილურს აღარ ხმარობს), გასვენების დღეს, დილით სახლში მივაკითხე. შეწუხებულმა დედამისმა მითხრა დღეს დილით სადაც გავიდა, დათვრა და დაიძინა. ვერ გავაღვიძებ, თორემ ყვირილს დაიწყებს და მერე ისევ უნდა დათვრესო. ჯერ დილის 10 საათი იყო. ესეც მეცხრე მეთქი, გავიფიქრე.
დანარჩენი 2-ის შესახებ არაფერი ვიცი. აფხაზეთის შემდეგ აღარ შევხვედრილვართ და სახეზეც ვეღარ ვიცნობ.
Posted by
cartwheel
at
11:22 PM
3
comments
Labels: აფხაზეთი, საზოგადოება, ციფრები
Thursday, April 3, 2008
22 თუ 23 ნოემბერი?



თურმე სააკაშვილი შევარდნაძესთან ყოფილა შეკრული და "ვარდების რევოლუცია" მათი გათამაშებულია.
საბუთად ის მოჰყავთ რომ შევარდნაძე დაპატიმრებული არ არის და მშვიდად წერს მემუარებს. შევარდნაძის დაჭერისა და ამით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა დღეს უფრო მეტი ისმის ვიდრე 2003 წელს.
ვიფიქროთ თავიდან.
მე ვთვლი რომ ხალხს შევარდნაძის დასჯის სურვილი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც ბოლო ოთხი წლის გამავლობაში დაინახეს თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო 2003 წლამდე და არ გაკეთდა.
არადა მართლაც ეს მშენებლობა, ეს ინვესტიციები რაც 2003 წელს დაიწყო, რომ დაწყებულიყო 10 წლის წინ მაინც. იქნებ დღეს ასეთ სათუო სტაბილურობაში კი არა რეალურ სიმდიდრეშიც გვეცხოვრა. "აბა მითხარი ვინ არის დაპატიმრებული იმათგან ვინც საქართველო 15 წლით ანაბიოზში ამყოფა".
შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილის ხელისუფლების წარმატებები სახელწიფოს შენებაში პრეზიდენტს ცუდად მიუბრუნდა - მოსახლეობა მას არაგულწრფელობასა და შევარდნაძესთან შეთქმულებას აბრალებს.
არადა რატომღაც დავიწყებული არის რომ "ვარდების რევოლუცია" 23 ნოემბერს მოხდა როცა შევარდნაძემ კრწანისის რეზიდენციაში სამ ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა - გადავდექიო, და არა 22 ნოემბერს, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გამოაძევეს.
შევარდნაძე სწორედ "ვარდების რევოლუციამ" აიძულა გადამდგარიყო, 30 წლიანი მეფობა უსახელოდ დაემთავბინა და ამით თვითონვე ეღიარებინა რომ არ შესწევს უნარი ქვეყნის წარმატებების გზით წაყვანისა.
2003 წლიდან მოყოლებული ის სტილიზებულ ციხეშია, არ ტოვებს თავის რეზიდენციას.
ასეთი დასასრული რატომ უნდა დაეგეგმა ბერლინის კედლის მნგრაველ და მსოფლიოში სტალინის შემდეგ ყველაზე ცნობილ ქართველს?
კუთხეში მომწყვდეული და მორალურად გატეხილი ის დათანხმდა გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას ხელშეუხებლობის გარანტიით.
სამეულმა მას ეს გარანტია მისცა რის შესახებაც იმავე საღამოს, 23 ნოემბერსვე განაცხადეს.
ეს შეთანხმება საჭირო იყო საქართველოსათვის.
ეს ერთი განცხადება განასხვავებს ერთმანეთისაგან გადადგომას და გადაგდებას.
Posted by
cartwheel
at
10:12 AM
0
comments
Labels: ადამიანები, სააკაშვილი, საზოგადოება, ციფრები, ძირს პათეტიკა
Tuesday, March 4, 2008
3,971 ამერიკელი ჯარისკაცი
რაღა დარჩებოდა საქართველოდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი თურქეთიც რუსეთივით დესტრუქციული რომ ყოფილიყო? ეცხო პროვოკაციები თვეში ერთხელ აჭარისა და თურქი მესხების საკითხებზე? თურქეთი დღეს არათუ პროვოკაციებს არ აწყობს არამედ ჯარის მშენებლობაშიც ეხმარება საქართველოს.
მე აფხაზეთში, გუმისთის პირას ისე ვკვდებოდი რომ მქკ ჩემი იქ ყოფნით ნულის ტოლი იქნებოდა. ჩემს გვერდზე ბევრი ადამიანი მოკვდა ისე რომ მათი მარგი ქმედებაც ნულის ტოლი იყო.
დღეს კი ერაყში ქართველთა მიერ სიცოცხლის გარისკვა საქართველოს არა მარტო რენომეს მატებს, არამედ ერთიორად აძლიერებს კიდევაც.
ბოლოსდაბოლოს საქართველოსაც აქვს ეროვნულ გეოპოლიტიკური ინტერესები. კიდევ ერთი ძლიერი, არაპროგნოზირებადი, მუსულმანური ქვეყნის ადგილზე დემოკრატიული მუსულმანური ქვეყნის აშენება ხომ ჩვენ სხვებზე მეტად უნდა გვინდოდეს.
3,971 US Soldiers Killed, 29,203 Seriously Wounded
key statistics about the Iraq War, taken primarily from data analyzed by various think tanks, including The Brookings Institution's Iraq Index, and from mainstream media sources. Data is presented as of February 24, 2008, except as indicated.
US SPENDING IN IRAQ
Spent & Approved War-Spending - About $600 billion of US taxpayers' funds. President Bush has requested another $200 billion for 2008, which would bring the cumulative total to close to $800 billion.
ერაყთან ომში 3,971 ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდა.
2008 წლის ჩათვლით ამერიკა ერაყთან ომში 800 მილიარდ ხაზინის დოლარს დახარჯავს. მოსახლეობა დაახლოებით 300 მილიონია. ე. ი. თითოეულმა ამერიკელი ერაყის ომს დაახარჯავს - 800 მლრდ გაყოფილი 300 მილიონზე= 2667 დოლარს.
კაი, საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები ამერიკის ფულისა და ჩვენი ჯარისკაცების იღბლიანობის წყალობით უმსხვერპლოდ და უფულოდ სრულდება. ჩვენ ჩვენივე ქვეყნის შიგნით რას ვშვებით? თუ თითოეული 2667 დოლარს ვერ შევწირავთ, ერთგულება და გაძლება მაინც შეგვეძლება საქართველოს გასაერთიანებლად?
ეეე... სადა ვბანაობ? 2 ნოემბერი? 3 ნოემბერი? 4,5,6,7 ნოემბრები და 5 იანვარი? 47%?,
"მიშა- მშია!!!!"?
Thursday, February 28, 2008
მასშტაბები
ვერკვევით თუ არა მასშტაბებში, როცა რომელიმე მოვლენას თუ პიროვნებას ვაფასებთ?
რამდენიმე წლის წინ რამოდენიმეჯერ ვიკამათე ხალხთან ვინც ბიძინა ივანიშვილს აქებდა. არა, მეც ამ ადამიანის დახასიათებას ქებით დავიწყებ, საქებარი და საამაყო მართლაც ბევრი გააკეთა. მაგრამ მე მაინც ერთი კითხვა მიტრიალებს, განა კაცს რომელსაც 3 მილიარდი აქვს (ეს ციფრი ეწერა ფორბსის სიაში), არ შეეძლო ქვეყანას რომლის ბიუჯეტი არასრული 1 მილიარდი იყო უფრო დაემჩნია ხელი?
ეს საკითხი წარმოებასა და მშენებლობებში ინვესტიციებში ჩადებით გადაწყდებოდა. მან ააშენა დიდი თანამედროვე კომპლექსი მთაწმინდაზე , ფანტასტიკური ქალაქი "ცისარტყელა" ქობულქთთან, დააგო გზები იმერეთში, მაგრამ...
დღეს პატარკაციშვილის დაკრძალვის დღეა, მასზე როგორც მეცენატზე ან თუნდაც შემქმნელ ნატურაზე ლაპარაკი ძალიან გამიჭირდება. მინიმუმ რიტუალების სასახლე არ უნდა ეყიდა და ახალი აეშენებინა თუნდაც ქმნის, შენების პრეცენდენტი დაენახებინა 10 წლის წინანდელი ნიჰილისტური საქართველისთვის. მასშტაბების გათვალისწინებით ვამბობ.
Posted by
cartwheel
at
12:55 PM
0
comments
Monday, February 25, 2008
2108 წელი
მარტო მე და თქვენ კი არა, მსოფლიოს კლასიკოს ფანტასტთა დიდ ნაწილს 20-30 წლის წინ ეგონა რომ 2008 წელი თავისი კერძო ნატვრატრონებიანი და გალაქტიკათაშორისი მოგზაურობებიანი რომანის თარიღად რომ აერჩიათ რეალობასთან ახლო მდგომი თარიღი იქნებოდა.
დადგა ახალი მილენიუმი, გადავურჩით მსოფლიოს მითიურ ციფრულ თუ ინტერნეტ კოლაფსს რომელიც თურმე მილენიუმის გასაყარზე უნდა დამდგარიყო. აგერ უკვე მე-8 წელია ამ ახალ ჯადოსნურ და იმედისმომცემი 2000-იანების მაცხოვრებლები ვართ და რა.. ცხოვრება კვლავ პრობლემებით, ძველი და ახალი პრობლემებით გრძელდება.
ვინც არ უნდა იყოს მომავალია სქართველოს პრეზიდენტი 2108 წელს, ისევე როგორც დღეს მას მოუწევს იმ რეალობაში გარკვევა და იმ სირთულეების დაძლევა რაც საქართველოს მუდმივად ექნება. ეს არის გეოპოლიტიკა, ეს არის ენერგომატარებლები, ას არის ეროვნულ- ეთნიკური მრავალფეროვნება საზოგადოებაში და ტერიტორიული ეთნიკური სიჭრელე, ეს არის მიგრაცია-იმიგრაცია ეს არის ბალანსი გლობალურ პოლიტიკასა და რეგიონალურ პოლიტიკას შორის. 2108 წელს საქართველოს კვლავ არ ექნება სასარგებლო წიაღისეული რითაც კიდევ უფრო გაძლიერდებიან რუსეთი და აზერბაიჯანი. ჩრდილო- აღმოსავლური სეპარატიზმი ახალ ძალას მიიღებს, მათი შემხედვარე ისტორიული მადის გათვასწინებით სამხრეთული სეპარატიზმიც არ დაახანებს. სახელმწიფოებრიობის 103 წლის გამოცდილების მიუხედავად ქართველთა მენტალიტეტი მცირედ შეიცვლება. იქნება კრიმინალიზაციის, კორუფციისა და პოლიტიკური რადიკალიზმის მუდმივი საფრთხე. არსად გაქრება საყოფაცხოვრებო უწესობა, შურიანობა და სიზარმაცე.
როგორ უნდა მართოს ჯერ არ დაბადებულმა პრეზიდენტმა ჯერარდაბადებული საქართველო 100 წლის შემდეგ? იმედი ვიქონიოთ რომ საქართველო 100 წლის შემდეგ ფეხზე დადგება და ჩამოთვლილი პრობლემები მის რყევას ისეთი ინტენსივობით ვეღარ შეძლებენ როგორც ეს დღესაა, მაგრამ აწყობილ ქვეყანასაც ჭირდება ბრძნული მართვა რათა ძველმა ჭირებმა ჭაობში არ ჩაითრიონ.
Posted by
cartwheel
at
12:11 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, პრეზიდენტი, ციფრები, ჯერარდაბადებული საქართველო
1993 წელსაც გვეგონა რომ
თუ არ იცი როგორ, შეიძლება ძირი გამიოთხარო და შენივე გათხრილში ჩავარდე
Posted by
cartwheel
at
12:47 AM
0
comments
Labels: 1991 წელი, ოპოზიცია, ციფრები, ძირს პათეტიკა
"1=2"
Posted by
cartwheel
at
12:43 AM
2
comments
Labels: ციფრები
Thursday, January 31, 2008
ცოტა ციფრები არჩევნებზე
ცოტა ციფრები არჩევნებზე
ამომრჩევლების 53%-მა ხმა მისცა სააკაშვილს. მისი კონკურენტები არიან პატარკაციშვილი 7% ით, ნათელაშვილი 7%-ით, გამყრელიძე 4%-ით, მაისაშვილი 1%-ით და სარიშვილი 1%-ით. ამრიგად სააკაშვილმა თავის უახლოეს კონკურენტებს პატარკაციშვილსა და ნათელაშვილს მოუგო ანგარიშით 53 ით 7 ანუ თითოზე დაახლოებით 7 ჯერ მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებისას ასევე ჩატარდა სამი პლებისციტი: გსურთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე იყოს თუ შემოდგომაზე და გსურთ თუ არა საქართველო გახდეს საპარლამენტო რესპუბკა. ამ ბოლო შეკითხვაზე ვისაც დადებითი პასუხი ჰქონდა უნდა შემოეხაზა ნომერი - 1 (ლევან გაჩეჩილაძე).
პლებისციტების შედეგებით საქართველოს მოსახლეობას; უნდა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში, არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე და დარჩეს საპრეზიდენტო მმართველობა (75%-25%-ის წინააღმდეგ).
არჩევნების შემდეგ რა სურთ “პარლამენტისტებს” იგივე “ეროვნულ საბჭოს” იგივე “გაერთიანებულ ოპოზიციას”? არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. რა არის აქ მოულოდნელი? მე მგონი არც არაფერი. ისინი არ ცნობენ 53%-ით არჩეულ პრეზიდენტს რომელსაც 2 თვის წინ 94%-ით არჩეულსაც არ ცნობდნენ.
ისინი ამბობენ რომ არ სურთ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა იყოს და - არ ცნობენ პრეზიდენტს. თუმცა რაც არ უნდა ომახიანად იძახონ არჩევნები ჩვენ მოვიგეთო რეალური ინფორმაცია თვითონ მაინც ხომ აქვთ, ეს არჩევნები დიდი სხვაობით წააგეს.
მაგრამ ისინი თვლიან რომ მათ მიერ მიღებული ხმები უფრო მაღალი დონის, მაღალი ღირებულების ადამიანების ხმებია და ეს ადამიანები თავისი მნიშვნელობით, თბილისელობით გადასწონიან საქართველოს მოქალაქე ორჯერ მეტ ადამიანს. დავით გამყრელიძემ ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა - სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის განმავლობაში ვინაიდან მან თბილისში არჩევნები წააგოო. ეს კიდევ ერთი დასტურია რომ გამყრელიძე თბილისის რომელიმე უბნის და არა საქართველოს დონის პოლიტიკოსია. მე მიკვირს იმ ადამიანების ვინც ყიჟინით ხვდება ამ პარალოგიკას. მე მგონი თბილისელებმა ამ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კრიტიკულად უნდა შეხედონ საკუთარი პოზიციას, აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის და არა ბინისა და საკუთარი ტელევიზორის მასშტაბით.
თბილისელების შეკვეთით (ან მათი აგრესიული თანხმობით) დაიწყო ომი თბილისში, ცხინვალში და აფხაზეთში. თბილისელი “ერის სინდისები” მშვიდად შეხვდნენ სამეგრელოსა და აფხაზეთში თბილისელთა ორგანიზებულ მორადიორობისა და ყაჩაღობას ( "საომრად" ტბილისელი "მეომრები" დასაყაჩაღებელი მაცხოვრებლების და მათი ქონების ჩამონათვლიანი სიებით მიდიოდნენ), მანამდე 1990 წელს ოპოზიციის მიერ ტელევიზიის ხანმოკლე დაპყრობისას შენობის ნარკომანთა ნახმარი შპრიცებით გავსებას და ა. შ. მოკლედ ჩვენი "ერის სინდისი" თვლემს როცა უნდა იყვიროს და ყვირის როცა გამორჩენის სუნი დგას.
თუ 2007 წლის ნოემბერში ჩვენ გადავურჩით სახელმწიფო გადატრიალებასა და არალეგიტიმურ ქვეყანას თავისი ნაცნობი კომპლექტით, 2008 წლის 5 იანვარს საქართველო გადაურჩა იმ ადამიანების უპასუხისმგებლო ჯგუფურ ხელისუფლებას რომელთაც 2007 წლის ნოემბერი თავს დაატეხეს. და ამ ბრძოლაშიც თბილისი განზე გადგა.
თუმცა, არჩევნებში სააკაშვილმა თბილისიც მოუგო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს. თბილისელთა დიდი ნაწილისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა ქვეყნის საპარლამენტო მოდელი, რაც დაადასტურეს ამ იდეის "ფეისის" ლევან გაჩეჩილაძის შემოხაზვით. მაგრამ პარლამენტული სახელმწიფოს მოდელმა თბილისშიც ვერ გაიმარჯვა; 40% უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა და 60% პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატს მისცა ხმა.
Posted by
cartwheel
at
11:53 AM
0
comments
Labels: ოპოზიცია, ციფრები, ძირს პათეტიკა
Sunday, January 6, 2008
ციფრები
6 იანვარია ცესკოსა და ეგზიტპოლების ახალახალ მონაცემებს ყოველ საათში აცხადებენ.
იმედგაცრუებული ვარ, სააკაშვილმა ვერ მიიღო ჩემს მიერ ნაწინასწარმეტყველები 80-90 პროცენტი, ის კი არა, სათუოა 50%-ს შეინარჩუნებს თუ არა საბოლოო დათვლამდე. გრეჩიხას ჩემთვის მოულოდნელი დიდი პროცენტი აქვს საერთოდ და თბილისში სოლიდური უპირატესობით იგებს, არა, საპრეზიდენტო 50% +1 ხმა არსად აქვს აღებული, მაგრამ მაინც მისი უპირატესობა თბილისში აშკარაა.
ბევრი რამ ხდება ჩვენს თვალწინ "პირველად საქართველოში", ეს კიდევ ახალი ამბავი: თბილისის ხმა გადამწყვეტი არ არის! საქართველო თავკომბალა ქალაქ სახელმწიფო -თბილისი აღარ არის. რეგიონები აშკარად არ ეთანხმება თბილისს და თავისი გააქვს. განათებულ გალამაზებულ თბილისს ნაწილობრივ მხარს უფრო განათებულ გალამაზებული ბათუმი და გასალამაზებლად გამზადებული ქუთაისი უბამს. პრეზიდენტს ამ ქალაქებში ნაკლები პროცენტები აქვს ვიდრე მიყრუებულ რაიონებში სადაც დღევანდელმა მთავრობამ ერთადერთი (თუმცა უმნიშვნელო ამბავი არ არის) გზა მოუასფალტა. ფრონტისპირა მოსახლეობა ყველაზე პასუხისმგებლობით მიუდგა არჩევნებს და საბოლოო გადამწყვეტელი ზუგდიდისა და გორის ხმები აღმოჩნდა. თუმც ვინაიდან სააკაშვილის ხმები ცოტათი აჭარბებს აუცილებელს, მის ყველა მომხრეს შეუძლია იამაყოს და ცათვალოს, რომ მისი ხმა გადამწყვეტი იყო. ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა არჩევნების შედეგებში არაქართული მოსახლეობის; აღმოსავლეტის აზერბაიჯანლებისა და სამხრეთის სომხების ხმები. მე მგონი ეს ფაქტები საქართველოს პრეზიდენტობაზე მომავალმა პრეტენდენტებმა უნდა სახელმძღვანელოდ მიიღონ: *ხმების უმრავლესობა რეგიონებშია, * არაქართველთა კეთილგანწყობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტობაზე ნუ იოცნებებ, *კომუნალური ინვესტიციები (გზები, გარე განათება, შენობების შეღებვა, ძველი საავაროი კომუნიკაციების გამოცვლა, სახურავების ჰიდროიზოლაციისა და ლიფტების აღდგენაში დახმარება) არ არის წარმატების გარანტია, ეს ხალხი (თბილისელები, ბათუმელები) არ არიან მადლიერი საერთო საკუთრების, საზოგადო ღირებულების მქონე საკითხების მოგვარებით. მათ რამდენიმე კრიტერიუმი აქვთ შეფასებათა შკალაში: პატრიოტიზმი - 0 ქულა, პირადი სიმდიდრე/სარგებელი 5 ქულა, ნეგატივიზმი - 3 ქულა, შური - 3 ქულა, მოდა -3 ქულა და ზედმეტი ოპტიმიზმი ახალისა და უცნობის მიმართ- 3 ქულა. ამ ხალხში ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც "ღირსების" საკითხებია საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური უწესობის უფლება- 1 ქულა, პირადი გეგმების ქრთამით და ნაცნობობით მოგვარების საშუალება- 2 ქულა.
მინდა დღევანდელ რიარიას ჩემთვის რანჟირება გავუწიო, შევეცდები ცალკეულ პრეტენდენთთა ამომრცევლების მოტივაციებში ჩავიხედო. ყოველ შემთხვევაში შევეცადო;
მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი - "მე მინდა სახელმწიფოში ცხოვრება. 7 ნოემბერი იყო, და შესაბამისად მე არ მაქვს ილუზია რომ სააკაშვილის მთავრობა ყველას ერთბაშად გაგვაბედნიერებს, მაგრამ თუ ქვეყნის გადარჩენას და გაძლიერებას მოახერხებს მე მის ჯარში ჯარისკაცი ვიქნები".
ლევან გაჩეჩილაძის ამომრჩეველი - "არა, ამ კაცს კი არ ვენდობი, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ეს პრეზიდენტები და მერე ასეთი რიარია და ნერვიულობა აღარ შემხვდეს". ან - " გრეჩიხა ჩვენია, თბილისელი ბიჭია, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, არა ბიჭო იმ გიჟს გავს"
ბადრი პატარკაციშვილის ამომრჩეველი - "სააკაშვილმა ბავშვის დაბადებაზე 1000 ლარს გაჩუქებთო, ბადრიმ კი 3000 ლარსო. ვა, მე რა, არითმეტიკა არ გამივლია? ვინც მეტს მომცემს იმისი ვარ!"
სხვა კანდიდატების პროცენტები გულზე არ მომხვედრია, რაც ეკუთვნოდათ მიიღეს.
მე გულზე მხვდება მხოლოდ გაჩეჩილაძის მომხრე წესიერი ადამიანების არსებობა! არადა ეს ფაქტია, ასეთი ხალხი არსებობს. ვერ ვიტყვი გაჩეჩილაძის 30%-ში რამდენია წესიერი ადამიანი, ალბათ ნახევარზე ნაკლები მაგრამ ერთიც რომ იყოს ისიც შემაწუხებს. მე მინდა ამ ხალხს დაველაპარაკო, მათი აზრი გავიგო, მათი მიზნები თუ სურვილები შევიტყო. რამ აიძულა წესიერი ადამიანები თვალი დაეხუჭათ უწესობის უამრავ გამოვლინებაზე და "ეროვნული საბჭოს" (როგორ გავს "სამხედრო სდაბჭოს") გვერდზე დამდგარიყვნენ. მომწერეთ წესიერო ადამიანებო. უწესოები ნუ გამომეხმაურებიან. :)
Posted by
cartwheel
at
11:41 PM
1 comments
Thursday, December 6, 2007
საკუთარი სარკმელიდან

ამ დღეებში ახალი წარწერები გაჩნდა კედლებზე "მახსოვს 7 ნოემბერი"
ძალიანაც კარგი რომ გვახსოვს, მაგრამ ერთი თვის ხანგრძლივობის მახსოვრობა რა საამაყოა.
თუ ტვინი გიჭრის იქნებ 16 წლის წინანდელი 1991 წელი გაიხსენო.
სიძულვილი
წინასაარჩევნო ბასტიბუბუ სრული სიჩქარით მიექანება.
ყველა კანდიდატმა ჩაატარა ხალხმრავალი შეხვედრები და სატელევიზიო მიმართვებით მიმართა საქართველოს..
და რა?
ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებენ ეს ოპოზიციური კანდიდატები მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში.
ერთადერთი რაც ვიცით არ გაიმეორებენ სააკაშვილის "შეცდომებს": არ მოიძულებენ გარე მოვაჭრეებს, ელიტარული კოლეჯების აბიტურიენტებს, გარაჟებისა და მიშენებული ლოჯების პატრონებს, ცნობილ სპორტსმენებს, ავტორიტეტებსა და ქურდებს, კვიციანს, აბაშიძეს და ოქრუაშვილს.
და მაინც, რატომ მისცემს მათ (ოპოზიციურ კანდიდატებს) ხმას ბევრი ქართველი?
ერთადერთი მოტივით - სააკაშვილის სიძულვილით.
საიდან მოდის ეს სიძულვილი იმ ხალხში რომელმაც ის 95%- ით აირჩია პრეზიდენტად?
პასუხი ალბათ ყველას გაქვთ:
80.000 გარე მოვაჭრე + 80.000 ყოფილი პოლიციელი + 5.000 კონტრაბანდისტი + 5.000 მებაჟე+20.000 პატიმარი+ 50.000 პოტენციური პატიმარი+5.000 ქონება ჩამორთმეული+ 100.000 ფიზიოლოგიური ფატალისტი + 5.000 ყოფილი მხედრიონელი+ 3.000 გამსახურდიას წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი +1.000 პარტიზანი +2.000 ასლან აბაშიძის პირადი ჯარისკაცი+ 2.000 დანგრეული ლოჯებისა და გარაჟების პატრონები = ერთად 359.00 და მათი ოჯახები სულ დაახლოებით (ერთი ოჯახი - 3 კაცი) 1.077.000 ადამიანი, თუ მხოლოდ საკუთარი სარკმელიდან შეხედავს ამ ქვეყანას ხმას არ მისცემს სააკაშვილს.
Posted by
cartwheel
at
9:49 AM
0
comments
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება, ციფრები










