Showing posts with label 7 ნოემბერი. Show all posts
Showing posts with label 7 ნოემბერი. Show all posts

Monday, March 29, 2010

"სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი". ამჯერად დასრულებული

მათ შორის ვინ სხვაზე მეტად შეიძლება წამოგებულიყო ამ "სპეციალურ სპეციალურ რეპორტაჟზე", ერთერთი მე ვარ.
რატომ?

-იმიტომ რომ გადაცემას იმ ნაწილიდან ვუყურე, სადაც ფილმის სცენარისტი განსაკუთრებული ტალანტით, მსოფლიო სახეების კომენტარებით გვიმტკიცებს, რომ ახალი ომი რეალობაა, რომ მსოფლიო ლიდერები კვლავ არ იშურებენ აღშფოთებულ და შეშფოთებულ კომენტარებს, ლატინინა და ნოვოდვორსკაია კი საქართველოს ანექსიას უკვე შემდგარ მოვლენად ახსენებენ.
- იმიტომ რომ მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს. ახალი მხოლოდ
მისი გადაეყვეტილება იყო, ომით გაეთავისუფლებინა მოძმე ქართველი ხალხი ტერორისტი სააკაშვილის ტირანიისაგან. რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების შემდეგ კი რუსეთს უფლება არ რჩებოდა წაგების. ამ სიტყვების შემდეგ რუსეთის მარცხი რუსეთის დაშლის ტოლფასი იქნებოდა.
-იმიტომ რომ ეს , ჩვენ ერთხელ ხომ უკვე გადაგვხდა, უფფო სწორედ ერთხელ კი არა 3ჯერ მაინც, როცა პოლიტიკური დაძაბულობა ომში გადაოზარდა.
- იმიტომ რომ ტელევიზორს დაახლოებით 10 -12 ზრდასრულ მამაკაცთან ერთად ვუყურებდი, რომელთაც ჩემი არ იყოს ვერ დაუშვეს ის ალბათობა, რომ ასეთი ფორმით მათ მხატვრულ პუბლიცისტური ფილმი მიეწოდებოდათ და არა საინფორმაცციო გადაცდმა.
-იმიტომ რომ, მათ და მეც მათთან ერთად შემდეგი საათები დილამდე და იქნებ დღეებიც პრეიდენტთან ყოფნა , თანაც ახლო დისტანციით ყოფნა გვევალებოდა სამსახურებრივად, მათ დაცვა და უსაფრთხო გადაადგილება, მე საექიმო, რეანიმაციული დახმარება საჭიროების შემთხვევაში. და ეს გარემოება ჩვენს ემოციებს განსაკუთრებით მძაფრს ხდიდა.
-იმიტომ რომ TV-თი ნათქვამი ყველაფერი დავიჯერეთ მიშას სიკვდილის გარდა, მისი კარგადყოფნა დარწმუნებით ვიცოდით, მისგან არაუშორეს 20 მეტრში ვიმყოდებოდით პრეზიდენტის კანცელარიაში, რომელსაც მასმედია პრეზიდენტის სასახლედ იცნობს, მაგრამ ნათქვამი - "პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია, ის ავრცელებს წერილობით მიმართვას" ლოგიკურ , უსაფრთხოებისთვის გავრცელებულ შეგნებულ დეზინცორმაციად ჩავთვალეთ.

- იმიტომ რომ მიშას დაცვის ბიჭები, რომლებიც იმ დღს არ მორიგეობდნენ გამოუძახებლად მოცვივდნენ პრეზიდენტის სასახლეში, თანაც ტაბელური იარაღის ასაღებად არ მოცდნენ, პირადი იარაღებით მოვიდნენ.
მაშინ არ მიფიქრია ამაზე, ახლა კი მე მათ გმირობად ვუთვლი
საკუთარი ოჯახებიდან წამოსვლას და იქ მისვლას, სადაც მტრის სამიზნე იმყოფებოდა.
-იმიტომ რომ სპეცებმა ზემოდან ბრძანების გამოცხადებამდე დაიკავეს გარე პერიმეტრი.

-რეპორტაჟში მოყვანილი ყვალა ციტატა დასაშვებად ჩავთვალე.
ფაქტიურად ყველა თავის ნათქვამს იმეორებდა, მედვედევიც, ობამაც, სააკაშვილოც, ფურნიეც, ჟირინოვსკიც, ნოვოდვორსკაიაც.
სიახლე ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პოზიციები იყო, მაგრამ მსგავს გარემოებებში 100% მოსალოდნელი მათგან.
ფილმის სათქმელიც ეს იყო.

-იმიტომ, რომ იმ მომენტში პრეზიდენტის სასახლის მინუს 1 სართულზე, ფაქტიურად ბუნკერში ვიმყოფებოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მართალია პირველ ავიადადტყმას გადავურჩებოდი, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი (მას შემდეგ რაც გამოაცხადეს ბრძოლები რუსთავ თბილისის გზაზე და მცხეთა თბილისის გზაზე მიდისო, რომ მაქსიმუმ 6 საათსა და მინიმუმ ერთ-ორ დღეში რუს ჩაფხუტიანებთან შეხვედრა პირადად მომიწევდა, ისინი იქნებოდნენ გამარჯვებული რუსები ჩემს ქალაქში, მე კი მათ მიერ მოკლული ან დაჭერილი პრეზიდენტის ექიმი, ისიც თუ ვიქნებოდი ცოცხალი იმ შემთხვევაში.
ამის ალტერნატივა უფრო დასაშვებად მიმაჩნდა- პრეზიდენტი დატოვებდა თბილისს, მას თვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ ექნებოდა, ტყე-ტყე კი, მეც მასთან ერთად ვივლიდი. პრეზიდენტის იატაკქვეშეთში გადასვლა რუსების ოფიციალურ გამარჯვებას გადაავადებდა და მსოფლიოს დროს მისცემდა რეაგირებისათვის .
ეიფორია და სევდა ერთად მომეძალა, და რა შემდეგ? სიკვდილი? ბუტირკის თუ ლეფორტოვოს ციხე? ემიგრაცია? პოლიტიკური თავშესაფარი?
ეს ჩერჩეტი 4 მლნ ქართველი 1 თვეში შეეჩვეოდა ახალ ხელისუფლებას, მე კი წინასწარგანწირულ წაგებულ ომს უნდა შევწიროდი.

რაც იქნება იქნება, ვიმეორებდი გუნებაში. სახლში არ წავალ სანამ საფრთხეა.

საერთოდ ჩემს საქმეს ასე ვუყურებ. ეს ღატაკი სახელმწიფო 5 ექიმს გვიხდის საქართველოს მასშტაბით ნორმალურ ხელფასს ერთი მიზნით, თუკი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა მასზე თავდასხმისა და მისი სხეულის დაზიანების გამო, ექიმმა გადაუდებელი დახმარება მაშინვე ჩაუტაროს და ამით გადარჩენის შანსები მძიმედ დაჭრილსაც შეუნარჩუნოს.
საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა, რეალურად უსაქმოდ ყოფნაა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში წლების განმავლობაში.
მაგრამ ერთხელაც, თუ ექიმს თავისი გასაკეთებელი საქმე აღმოაჩნდა, იმ საქმის დროულ და ხარისხიან შესრულებაში ამ სახელმწიფოსა და მის პენსიონრებს უკვე გადახდილი ექნებათ დაახლოებით 20-30 ათასი ლარი ყოველწლიურად.
დაახლოებით 140 ათასი ლარი დღემდე 2004 წლიდან მოყოლებული.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ დაგარწმუნოთ, იმ გასაკეთებელ საქმეს არ ეღალატება. სულ 7 თანმხლები პირის ამარა რომ დარჩეს პრეზიდენტი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ექიმი უნდა ჰყავდეს, ექიმის თავგანწირვისა უკვე გადახდილია.

და ამიტომაც , როცა ცოლმა დამირეკა და შეშინებულმა მკითხა, რა ვქნაო, მხოლოდ ეს გავუმეორე, რაც არის არის, იყავით სახლში. დანარჩენს ვნახავთ.

"იმედში" უყურადღებობით არ გამოჰპარვიათ ეკრანის კუთხეში მითითება, რომ ეს სპეციალური რეპორტაჟი მოდელირებული იყო და არა ფაქტიური.
ფილმის ავტორები შეგნებულად წავიდნენ იმ ილუზიის შექმნაზე, რომელიც რუსეთ საქართველოს მეორე ომსა და ამ ომის მარცხის გარდაუვლობას საქართველოს მოსახლეობას შემდგარ რეალობად აღაქმევინებდა. მართალია კოშმარული სიზმარის მსგავსად ომი ყველაზე უარეს მომენტამდე, თბილისის დაცემამდე შეწყდა. მაგრამ ძლიერმა. ნატურალურმა შიშმა, რომელიც ამ ფილმმა დატოვა ემოციებში დარჩენა ვერ შეძლო, პოლიტიკურ დისკუსიად, სკანდალად და ყველა თავშეყრის ადგილას , სამსახურებში, სასწავლებლებში, ტრანსპორტში ინტერნეტში ემოციური განსჯის საგნად გადაიქცა.
რეპპრტაჟის დაგმობა არავის დაზარებია პრეზიდენტიდან დაწყებული პოლიტ სპექტრითა და მასმედიით გაგრძელებული და პურით ხელშ შეხვედრილი მეზობლებით დამთავეებული.
გმობა იყო 100%_იანი.
და მართლაც რუსეთ საქართველოს პირველ ომი 4 მლნ. ადამიანისთვის ტელეეკრანს არ გამოსცილებია , მაშინაც ტელეეკრანიდან გვბომბავდნენ და გვემუქრებოდნენ და ცხინვალ- გორელ- სამხედროთაგან განსხვავებით, მაშინაც არ გვიშველია თავისთვის გაქცევით რეალური ავია დაბომბვის დროს.
ჩვენ ფაქტიურად იგივე სიღრმის სტრესი გადაგვატანინა "იმედმა", რაც პირველი ომისას. მართალია სტრესი ხანმოკლე იყო, მაგრამ შინაარსით გაცილებით მძიმე, რეპორტაჟის მაყურებელს უნდა დაეჯერებინა რომ ომი ფაქტიურად წაგებულია, რომ ერთი ხელის მოსმით 1989 წლის 10 აპრილი გვიბრუნდებოდა, თავისი ოკუპანტი რუსებით, რომლებისათვის ყოველდღე უნდა გეყურებინა თბკლისის მოედნებსა და გზაჯვარედინებზე და რუსულად ნათარგმნი პირადობა გეჩვენებინა. არის რაღაცა სიკვდილზე უარესი, და ეს რაღაცა ხვალიდან დგებოდა.

ასე რომ მე მეორე რუსეთ საქართველოს ომი გადატანილი მაქვს, თუ რეალში მართლაც წინ გვაქვს რუსეთ საქართველოს ომი, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მესამე იქნება.



ჩემს მდგომარეპბაში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ფაქტიურად ის ხალხიც კი, ვინც გადაცემის დასაწყისი და შესავლად ნათქვამი განმარტება იხილა, რომ გადაცემა სპეციალურადაა შექმნილი საქართველოსთვის შესაძლო ყვალაზე ცუდი სცენარის საილუსტრაციოდ, ისინიც კი მახეში აღმოჩნდნენ რეპორტაჟის დრამატურგიისა და ლიბრეტოს დახვეწილობისა და ექსპრესიულობის შედეგად. რატომ წავიდა იმედი ასეთ არაპოპულარულ, წინასწარპროგნოზირებულ რისხვის გამომწვევ ნაბიჯზე?

პასუხი მე ვიცი!
მე მგონი ვიცი.

როგორც მიხვდით, მე ბევრზე მეტად აღმოვჩნდი გადაცემის ხაფანგში, და შესაბამისად მე სხვაზე მეტი არგუმენტი მაქვს მისი ავტორების მიმართ განრისხებული ვიყო.
მაგრამ რატომღაც ბრაზთან ერთად სურვილიც მიჩნდება ამ ადამიანებს დაველაპარაკო და გავარკვიო, ჩემი ვარაუდები მათ მიმართ ჩემი ზოოლოგიური ოპტიმიზმია, თუ ეს ხალხი ჩემს გულში იჯდა, როცა მე გადაცემამდე და ახლაც გადაცემის შემდეგ ერთი სურვილი მქონდა და მაქვს - ყვირილით მივაწვდინო ხმა მთელი საქართველოს - გაახილეთ თვალები, გაერკვიეთ საფრთხის მასშტაბებში, ღალატი დამღუპველია. შენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი პუტინის სავარძელში თანაც ტირანი სააკაშვილისგან დაჩაგრული ქართველი ხალხის სახელით ეს პოლიტიკა აღარაა , ეს ღალატია.
ღალატია, რომელსაც ომი მოჰყვება.

სამყარო ჩვენს გარშემო ბევრ საფრთხეს შეიცავს, მათგან ზოგი ჩვენგან დამოუკიდებლად გვატყდება თავზე და ზოგი კი ჩვენივე უყურადღებობის და ზედმეტი ოპტიმიზმისქ შედეგად. მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეხი , ავარია , სიბერე ადამიანებს კლავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხანძარისა და ა ავარიების აცილება შეგვიძლია თავიდან. დანარჩენი კი ჩვენგან დამოუკიდებლად გვაზიანებს.

რუსეთი საქართველოსთვის ის უბედურებაა, რომელშიც გააერთიანებულია ეს ორივე ჯგუფი. ანუ
რუსეთი ჩვენი მტერი, ბუნებრივი დამანგრეველი კატაკლიზმა არის იმისდა მიუხედავად თუ ვინ ვართ ჩვენ საქართველოს მოსახლეები, მაგრამ რუსეთი დათვიცაა, ის თავის მტრობის ფორმას შეარჩევს იმის მიხედვით, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ.

ჩვენი საქციელი რუსეთის ქმედებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ეს ქვეყანა და მისი 150 მლნ მოსახლე დაუძლეველი ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ ქება დიდებას , ქვეშევრდომულ, ვასალურ თვალებში ციცინს იმსახურებს მთელი მსოფლიოსაგან და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან. ამ კონტექსტში საქართველოს, ქართველების მიერ რუსეთის აღიარებას განსაკუთრებული , რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აქ ერთმანეთშია არული საქართველოს ისტორიული ავტორიტეტი და დღევანდელი გეოპოლიტიკა, საბჭოთა კლიშეები და ხმამაღლა არსათქმელი ისტორია, რომლისაც რუსეთს რცხვენია, და რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის სიდიადის გასაღები ქართულ გენში დევს: სტალინში, პეტრე პირველში, პეტრე ბაგრსტიონში, პირველი და მეორე მსოფლიო ომებში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დაღვრილ სისხლში. რუსეთის იმპერიას წარმატებისთვის, თვითშეფასებისთვის აუცილებლად ჭირდება ქართველები და.. არ ჰყავს.

შედეგი კი ისაა, რომ რუსეთი საქართველოსგან აღიარებას მოითხოვს როგორც ნარკომანი ნარკოტიკს. ის მზადაა გაიმეოროს ის რაც წარპმატებით აასრულა ჩეჩნეთში- გაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, რათა დანარჩენებისგან ქართველი კადიროვი გამოზარდოს. ისევ მიიღოს ქართველ ხელოვანთაგან ნიჭიერი ქება პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

რუსეთმა იმდენი მარცხი იწვნია 1990 წლის შემდეგ, რომ ასეთი ყალბი წარმატებაც გაახარებს,



ამ რთულ, დრამატულ სიტუაციაში , როცა საქართველო ფაქტიურად დაპყრობილია, როცა რუსების 20 წლის ნალოლიავებ ოცნებას, საქართველოსგან აღიარების შესახებ ერთი ბლიცკრიგი უკლია, ქართველი წონიანი პოლიტბიოგრაფიის მქონე პირების მოსკოვში კრემლში თავდახრილი ვიზიტები, მათ იმპერიალისტულ ცეცხლზე ნავთის დასხმაა, ეს რუსული იმპერიალიზმისათვის ის ნაპერწკალი შეიძლება გახდეს, რომელიც რეალურ სიკვდილებსა და კაპიტულაცის მოუტანს საქართველოს. ეს ხუმრობა აღარაა, ეს ღალატია. მე მგონი იმედის რეპორტაჟის ავტორს ეს უნდოდა ეთქვა - თანდათან და პწკენა-პწკენით ჩვენ თვითონვე არ გამოვიწვიოთ ხანძარი და ავარია.
მიწისძვრა, ტაიფუნი და წყალდიდობა, რაც ჩვენთვის რუსეთია და რასაც ვერ გავექცევით კიდევ უფრო არ გავაძლიეროთ ჩვენივე საქციელით.

რეპორტაჟის მეორე სათქმელი კი ალბათ ის იყო, რომ რუსებისთვის ეთქვა - არ გაბედოთ დაძვრა, იმას რასაც დღესვე შეძლებთ თუნდაც მოუმზადებლად, ანუ ომს მცხეთასთან და რუსთავთან, მერე აუცილებლად
მოჰყვება ბრძოლა ქუჩებში, და ბრძოლა ზურგში, რომელშიც გამარჯვება მხოლოდ თბილისის გროზნოდ გადაქცევის შემთხვევაში გაქვთ. ამ ომს ეყოლება ლიდერი და ლიდერები და რაც მთავარია ეყოლება გმირები. და ეს ომი რომც მოიგოთ საკუთარ ისტორიას წააგებთ.

თუკი ერთმა გადაცემამ ეს ორი სათქმელი ადრესატამდე (ადრესატებამდე) მიიტანა, ისტორიული მისია შეუსრულებია და იქნებ რეალური ომის პრევენციაც მოუხდენია.
ვნახოთ, სტრესი მებრძოლს წვრთნის, ჩმორს კი აჩმორებს.

დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს გარშემო იმ დროს მყოფ კაცთა მსგავსად ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ არის ამქვეყნად რაღაც სიკვდილზე უარესი.

Thursday, February 26, 2009

ეს პოსტი "ანალოგია"-ში წავა.

ისევ მეტაკაფეს სპორტულ კურიოზებს გადავაწყდი.
ფეხბურთელთა ჩხუბი იყო.


ასეთი სცენები თქვენც ბევრი გინახავთ, ხომ?


ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ეძიძგილავება, დანარჩენები მათკენ გასაშველებლად გარბიან.

99%-ში ასეც ხდება, ერთობლივი მხრების ჩეჩვით, ხელების სავსავით, სამშვიდობო ჟესტიკულაციით, მოჩხუბრები თავთავიანთ გუნდებს მიჰყავთ.


ძიძგილაობის 1%-ში კი თითქოსდა გასაშველებლად მისული სპორტსმენები თვითონ იწყებენ სამართლიანობის აღდგენას და .. უმართავი ზედახორა იწყება.
კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში კი (პროცენტიც რომ არ ეკუთვნის) ჩხუბში უკვე მაყურებლები ერთვებიან, გავეშებული ბრბო გადმოლახავს ტრიბუნებს და სტადიონს დებილების ყანად აქცევს.

ასეთ ბრბოს როგორც წესი არაფრის შიში აქვს, მათი მოწინააღმდეგე ხომ მხოლოდ სტუმრად ჩამოსული 20 კაცია.
ბრბოს საკუთარი ძალის შეგრძნება ნარკოტიკულ-ადრენალინურ კაიფსა და ეიფორიაში აგდებს - ეს ჩვენ ვართ - სამყაროს მბრძანაბლები, სამართლიანობის განმგებლები, აბა ვინაა წინააღმდეგი.


როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ჩვეულებრივი არააჟიტირებული ადამიანები თუკი უმცირესობის ბრბომ შენი სტადიონი ცხრაჯერ გადათელა.

და meaTejer apirebs?

ჩვენ ჩვეულებრივ უმრავლესობას ცხრაჯერ გვეყო ნერვები ჩვენც არ გადავმხტერიყავით სტადიონზე და კუდით ქვა არ გვესროლინებინა თავხედებისათვის, ყველა არეულობის დალაგება სტადიონის პოლიციას შევატოვეთ.

იქნებ ჯობია, იქნებ თუნდაც იმიტომ ჯობია რომ თავხედებს სტადიონის პოლიციისგან კუთვნილი დუბინკა რომ არ მოხვდეთ ავდგეთ და ერთხელაც ჩვენც დავენახოთ ამ აფრიანებს.

მათ ხომ არჩევნების შედეგებით ვერ დაგვინახეს. ციფრები, სტატისტიკა, პროცენტები ხომ მეორადი სასიგნალო სისტემის (მეტყველების) განსაკუთრებით რთული ნაწილია, ხოდა იქნებ ჩვენ, წესიერებმაც გავითამაშოთ აფრიანობა, რომ დაგვინახონ?

გავუბრაზდეთ ისე, როგორც ამას მშობელი აკეთებს გაჯიუტებული ბავშვის წინაშე - მკაცრი სიტყვებით, ნაწყენი ტონით, მაგრამ გულში ბრაზის გარეშე.


რა ვქნათ, მათი ბრალი არ არის, უბრალოდ ვერა, ვერა

Tuesday, February 24, 2009












ეს მათთვის, ვისაც მახსოვრობა 7 ნოემბრის იქით აღარ უჭრის.


ამათაც ეგონათ რომ გათვალეს, რომ სხვაზე უკეთ გათვალეს, რომ სხვებზე მეტი პატრიოტები არიან, რომ სხვები მშიშრები არიან და.. ამ მშიშრების ნაცვლად თავი გარისკეს ნათელი მომავლისთვის.

Saturday, November 1, 2008

1 ნოემბერია



1 ნოემბერია
შარშანდელი 1 ნოემბერი იყო წესიერი საქართველოს მშენებლობის მცდელობის ბოლო დღე.
შემდეგ დღეს - 2 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფოს ეს მთელი 3 წლიანი წვალება-ფორჩიქი წყალში ჩაიყარა.
2 ნოემბერს ხელისუფლების შეცვლა 100000-მა ადამიანმა მოინდომა და წინ მაგინებელი "ლიდერები" დაიყენა.

მერე თქვენც იცით.

Wednesday, April 23, 2008

ის გაზაფხულია



2008 წლის შუა აპრილია, შუა გაზაფხული.
ის გაზაფხული, საქართველოს შიდა არჩევნები რომ უნდა ასცილებოდა, მაგრამ ოპოზიციის პრინციპული ბრძოლის შედეგად მაინც გაზაფხულზე ტარდება.ოპოზიციამ ასევე მოახერხა სააკაშვილის ორი ვადისათვის მოეკლო 2 წელი. ყოჩაღ მათ, ისწავლეს ბრძოლა შედეგის მიღწევამდე.

მაგრამ ოპოზიციის ყველა ზრახვა არ შესრულებულა. მათი მთავარი ისტორიული ვნებათაღელვა და ბრძოლა იყო 2007 წლის 2-7 ნოემბერს.

10 თუ 15 პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა და სწრაფვა ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით აღკვეთა. 7 ნოემბერს პოლიციური ოპერაციით, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით გარეკა მიტინგი და "საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

და ოპოზიციის რა მიზანი ჩაშალა ამით ხელისუფლებამ?

გავიხსენოთ მათი სიტყვები, ათასჯერ სხვადასხვა პირით ნათქვამი "საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, ჩვენ შევქმენით ალტერნატიული ხელისუფლება, ხალხის ხელისუფლება "ეროვნული საბჭო" რომელიც წარმართავს ქვეყანას. მოდით ხალხო, ახლაა გადამწყვეტი მომენტი, მიდით და დავამთავროთ ეს ხელუსუფლება."და

ვთქვათ, ისე მომხდარიყო როგორც "ეროვნული საბჭო" გეგმავდა, რას მივიღებდით დღეს, "უწესო ხალხის რევოლუციის" 5 თვის თავზე?

ვინმეს გიფიქრიათ რას ავცდით?

ის გაერთიანებული ოპოზიცია "ეროვნული საბჭო" 2 თვის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 კი არა, 4 კანდიდატით გამოვიდა: გაჩეჩილაძე, ნათელაშვილი, პატარკაციშვილი და მაისაშვილი. საპარლამენტო არჩევნებზე კი სახელი "გაერთიანებული" უკვე აღარავის ახსოვს.

ეროვნული საბჭო, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტები თავთავიანთ მთავრობებსა და პარლამენტებს გეგმავენ და სხვაზე უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ.

ბუნებრივია, ისინი ხომ სხვადასხვანი არიან იტყვით თქვენ. მეც მანდა ვარ. სხვადასხვანი არიან. როგორ წარმოგიდგენიათ 2007 წლის ნოემბრის შემადგენლობის "ეროვნული საბჭოს" მმართველობა 2008 წლის გაზაფხულზე?

საქართველო კრილოვის იგავარაკის ურმისა არ იყოს, სხვადასხვა მიმართულებით მთავრობაშივე იქნებოდა გაჩაჩხული, თითქოს დღეს მქაჩველი და მძიძგნელი აკლდეს.

ამას პლიუს კოსოვო, აფხაზეთი, ოსეთი და საბოლოოდ მხრებგაშლილი რუსეთი.
დღევანდელი 2008 წლის სტრესული გაზაფხული ჯობია არშემდგარ 2008 წლის "ეროვნული საბჭოს" დაგეგმილ კოშმარულ გაზაფხულს.

ეს პოსტი ერთი კვირის წინ დავწერე და საიტზე შესაგდებად დრო არ მქონდა. ეს ერ თი კვირაა განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. რუსეთი აფხაზეთის მიერ დაქადნებული სისხლისღვრის გაპრავებას ცდილობს, ბაღაფში ულტიმატუმებს აცხობს, და ამ დროს 2008 წლის გაზაფხულზე ეს ოპოზიციის მიერ მოპოვებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას ერთ ადგილას გარჭობილი ოყნასავით აქვს. უხ!

Tuesday, March 4, 2008

შევირგეთ?

გაფეტიშება ყველაფერს აფუჭებს, ამდენი ყველაზე, ყველაზეს ხასიათზე სულ ვერ ვიქნები, მაგრამ.. შევხედოთ თავიდან - "ვარდების რევოლუციამ" საქართველოს მართლაც უკეთესი ცხოვრების ღირსი ქვეყნის სახელი მოუტანა. შევირგეთ?

აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიიანთა ქცევას ერის ბედსა და მსოფლიოში ადგილზე?ჩეჩნებმა დამოუკიდებლობის 4 წლის განმავლობაში 300 უცხოელი მოიტაცეს და ორმოში დაამწყვდიეს გამოსასყიდის მიღებამდე, 100 ადამიანი შარიათის კანონით ქუჩაში, ხალხის დასანახად დახვრიტეს, ჰყავდათ მთავრობაში კაცი რომელმაც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.ასეთი საქციელით მათ პრინციპულად უარი თქვეს მსოფლიო საზოგადოების დახმარებაზე. მიიღეს გლობალური მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი ჟლეტა და დამარცხდნენ ისე რომ მხოლოდ ცალყბა თანაგრძნობა მიიღეს მსოფლიოსაგან.

დღეს ვენესუელასა და ბოლივიის პრეზიდენტები ტელეკამერების წინ ღეჭავენ კოკას ფოთლებს და სიამაყით აცხადებენ რომ კოკას როგორც ისტორიულ ეროვნულ საუნჯეს ისე გაუფრთხილდებიანდა მის მოყვანას ხელს შეუწყობენ. ხალხი ბედნიერ კარნავალებს აწყობს კოკას საპატივცემულოდ. იმოქმედებს თუ არა ეს ამბავი ამ ხალხის მომავალზე? დაველოდოთ.

ავღანელებს არ მოუწყვიათ 9/11 მაგრამ ააფეთქეს კლდეში ნაკვეთი ბუდას ქანდაკებები და შეიფარეს ტერორისტების მამა ბინ ლადინი. და დაიმსახურეს ომი. დამახცხდნენ. მათ ქვეყანას ისევე როგორც ერაყს ახლა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები აკონტროლებენ. ეს ქვეყნები თავის ჯარებს ავღანეთსა და ერაყში საოკუპაციო ჯარს (და არა განმანთავისუფლებელს როგორც სსრკ ეძახდა თავის ჯარს ავღანეთში) ეძახის და აცხადებს რომ მხოლოდ მაშინ დატოვებს ამ ქვეყნებს, როცა იქ დემოკრატიული განვითარების ის ბაზა იქნება, რომელიც მომავალში შიდა და გარე სახელმწიფო ტერორიზმს გამორიცხავს. მე თუ მკითხავ განმანთავისუფლებლები სწორედაც რომ ისინი - ამერიკელები და ბრიტანელები ყოფილან. ვთვლი რომ ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს მონაწილეობა, ქართველი სამხედროების მონაწილეობა გამართლებულია და სასახელოცაა.

ჩვენ, არასამხედროები, როგორ ვიქცევით უკეთესი მომავალის დასამსახურებლად?

Monday, March 3, 2008

ადამიანები პოლიტიკას შეეწირნენ

გუშინ სომხეთში ადამიანები პოლიტიკას შეეწირნენ
გაზაფხული დადგა, ძლივს ზამთარი გადავაგორეთ. ჩვენთან კავკასიაში, სომხეთში 8 კაცი ვეღარ ნახავს ამ ძლივს დამდგარ გაზაფხულს და ყველა სხვა მომდევნოს. ძალიან მეცოდებიან იდეალისტი ჯიუტი ადამიანები. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მსხვერპლი სიმართლეს არ მიმტკიცებს.

ჩვენც ახლოს ვიყავით სიკვდილებთან. საქართველომ დანის პირზე გაიარა. საქართველოში 1991 წელს შესწირეს თავი მთავრობის დამხობას იმ იმედით რომ უკეთესი საქართველო აშენდებოდა, მაგრამ ამ თავგანწირულმა ადამიანებმა საქართვოლოს ყოფნა არყოფნის განსაცდელი დაატეხეს თავს.
1991 წელს ბოროტმა ადამიანებმა განრისხებულ 3000 მომიტინგეს ავტომეტები დაურიგეს და საქართველოში გადატრიალება შედგა. 2008 წელსაც მოინახწებოდა 3000 დებილი, რომელიც კიდევ აიღებდა ხელში 3000 ავტომატს, მაგრამ იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოსთან ცრუ პაათეტიკა არ გაჭრიდა და იარაღის ამღები იარაღითვე დამარცხდებოდა. დაე სომხეთში დაღუპულებმა შეგვახსენონ ის საფრთხე რომელთანაც ახლოს ვიყავით. მადლობა ღმერთს რომ დღეს ყველა ცოცხლები ვართ და არა ყველა მინუს 10-20 კაცი.
ასეთი ფრაზა მაქვს იმ დღეებში მოსმენილი - არ ჯობია ახლა მოკვდეს 10-20 კაცი და ეს სისხლისმსმელები საბოლოოდ მოვიცილლოთო?
საქმე იმაშია რამდენად შორს წავედით ამ მდგომარეობიდან. ჰაერში დაკიდებულია ელვისწინა მუხტი: გინებები, დამუქრებები, დაგინებები. ხალხის მასის ექსტრემიზაცია წარმატებით გრძელდება.

Tuesday, February 26, 2008

მომხრეები


მე არ ვიცი უნდა ყოფილიყო თუ არა 7 ნოემბერი, მაგრამ მე მადლობელი ვარ ხელისუფლების იმისათვის რომ მე ჩემი პირადი ფიზიკური მონაწილეობით არ მომიწია დამეცვა ჩემი პოზიცია რომელიც ოპოზიციის მიზნებისაგან მკვეთრად განსხვავებულია.
მეტიც, როგორც არჩევნებში გამოჩდა მოსახლეობის უმრავლესობას (ხელისუფლების მომხრეებს) აღმოაჩნდა ერთის მხრივ შემწყნაბლობა და მოთმინება, მეორეს მხრივ იმედი რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე შეძლებდა მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას.
ოპოზიციის მთავარი პლიუსი მიტინგების ხალხმრავლობა იყო. ხელისუფლების შანსი კი ამ მიტინგის 2-3 ათას კაცამდე შემცირება გახდა.
პოლიცია ვერ მოახერხებდა დიდი მიტინგის მსხვერპლის გარეშე დაშლას. იარაღით თუ არა, ადამიანები შეიძლება ჭყლეტვის ან გადათელვის შედეგად დაღუპულიყვნენ.

სააკაშვილის მომხრეებს გაანალიზებული აქვთ თავისი როლი საქართველოში და არ აქვთ ილუზია რომ ერთი ადამიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებით მათი პრობლემები გადაწყდება. სააკაშვილის მომხრეები არ არიან მესიის მიმდევარი აჟიტირებული მაქსიმალისტები, იცნობენ საკუთარ პრეზიდენტს როგორც მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ ადამიანს რომელიც ამავე დროს გულწრფელია და არ ცდილობს ტანჯული რაინდის მანტიაში გახვევას.

ეს ხალხი არსებობდა 2007 წლის ნოემბერში. ეს ხალხი უყურებდა "იმედს", მიტინგებს, ისმენდა მოწოდებებს. ჰქონდა ცდუნება რომ საკუთარი უკმაყოფილება პრეზიდენტისათვის დაებრალებინა, მონაწილეობა მიეღო მიტინგებში და :"ვარდების რევოლუციის " პრეცენდენტით გათამამებულს ქვეყანა კიდევ ერთხელ აეყირავებინა.

თავგანწირვა


1991 წელს ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობა დააგიპნოზა იმ ფაქტმა რომ გამსახურდიას დასამხობად ადამიანები ტყვიაზე მიდიოდნენ, თავს სწირავდნენ. ამ მსხვერპლადშეწირვამ თუ თავგანწირვამ გვაფიქრებინა რომ ისინი მართლები არიან, სჯერათ თავიანთი სიმართლის, უკეთესი მომავლის პერსპექტივა იმდენად რეალურია რომ მის მოსაახლოვებლად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და..
რა მივიღეთ; 1 წლიან ავტორიტარიზმს გამოქცეულები ტერორისა და განუკითხაობის მარწუხებში აღმოვჩნდით მთელი 4-5 წლის განმავლობაში.
გამარჯვებულებმა ომის დროს სიცოცხლის გარისკვის საკომპენსაციოდ მთელი ქვეყანა კერძო ჯიბეებში გადაინაწილეს და ქარხნები ჯართის ფასად ყიდეს.

დღეს ოზიცია იგივე ხრიკს ხმარობს; აი მე პრეზიდენტს ვაგინებ და ვიმტერებ თქვენთვის, წვიმაში ვდგევარ, სიცივის არ მეშინია და თავსაც შევაკლავ გამარჯვებისთვის. ამ პათოსმა კარგად იმუშავა დვანდელ საქართველოშიც.

Friday, February 8, 2008

სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს!


მსოფლიოში ყველაზე მაგარ ხეს ქართული სახელი ქვია - ძელქვა. გადაღებულია მწვანე კონცხზე

თუ ყველამ არ მოინდომა ვერავინ მიიღებს

მიყვარს ქართველი მსახიობები. ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება დაემთხვა "ვესტჰემი" "დინამოს" 1:4-ს და რუსთაველის თეატრის გასტროლებს ინგლისში. მაშინ ჩემთვის საქართველოს სიყვარული და საქართველოთი სიამაყე იყო ქართული თეატრითა და ფეხბურთით, ქართული კინოთი და მხოლოდ შემდეგ სახელოვანი წარსულითა და თვალწარმტაცი ბუნებით სიამაყე. პატივს ვცემ იმ ადამიანებს ვინც მე საქართველოთი სიამაყე მაჩუქა. ყოველთვის ვუსმენ ამ ადამიანების აქამდე მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებს, ბოლო დროს კი მგზნებარე გამოსვლებს მიტინგებზე. და .. რას ვხედავ. საქართველოს საზოგადოების თვალჩინო ნაწილი, ხალხი ვინც თავისი ნიჭითა და შრომით მოიპოვა სახელი და სიყვარული არ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ნოემბრის აქციებზე ამ კატეგორიის ადამიანებმა უარი თქვეს ერის სინდისობაზე და ერთ პოლიტიკურ გუნდს აჰყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ერის საზოგადოებრივი აზრის გამომხატველთაგან მიკერძოებულ მხარედ იქცნენ. ჩემს იმედგაცრუებას მიმსუბუქებდა მხოლოდ კახი კავსაძის "ღამის შოუში" ნათქვამი ფრაზა. "შენ არაფერი გაშველება, და შენ რომ არაფერი გეშველება მეც არაფერი მეშველება". ასე უპასუხა მან უცნობ დილიდანვე მთვრალ ახალგაზრდას შეკითხვაზე "ბატონო კახი, გვეშველება რამე?".და მართლაც, სანამ ყველა არ მოვინდომებთ და შევეცდებით ამ ქვეყნის აშენებას, საქართველოს გაერთიანებას ჩვენი საშველი არ იქნება. ჭეშმარიტად ბრძნული ფრაზაა ყველა დოღრიალასათვის ზედგამოჭრილი. მერფის კანონი გამახსენდა - სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს. ბრძნული კანონია.

Thursday, November 15, 2007

უწესო ხალხის რევოლუცია


დღეს 25 ნოემბერია, მალე საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და აგერ ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ქართველებს (პირველ რიგში მასმედიას) ახალი რეალობის მიღება, შეგვიძლია თუ არა ცვლილებებს მივყვეთ და გავერკვეთ მასშტაბებში.

მე ვეჭვობ რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კვლავ დაგვიმზადებენ სიძულვილის პილულებს ტელევიზიები. კვლავ უნდა ვისმინოთ ვითომ პრინციპულ, ვითომ თავისუფლების მოყვარულ, ვითომ ჩვენს დამცველ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში ეშმაკსაც შეეკვრებიან რომ მოიგონ. მე არ მიმაჩნია ობიექტურ ადამიანებად არცერთი ოპოზიციონერი ლიდერი.
ვის უნდა დავუჯერო? "რესპუბლიკელები" მეჩვენებოდნენ კანონზე ორიენტირებულ, კონსტიტუციის დამცველ, შედარებით გაწონასწორებულ და განათლებულ ადამიანებად, მაგრამ ნოემბრის მიტინგებით გამოჩნდა რომ: ისინი არ არიან გაწონასწორებული და პრინციპული, თვრებიან ძალაუფლებით (20 ათასი კაცის მეთაურობამ 3 დღის განმავლობაში ისინი გარყვნა - არჩევნების თარიღის გადმოტანის მოთხოვნა უცებ გადაზარდეს ანტიკონსტიტუციურ მოთხოვნაში - პრეზიდენტი წავიდეს, პრეზიდენტი ჩვენ არ გვყავს. სწრაფადვე შწექმნეს ყველა ქართველისთვის (ყველა არა, იმათი ვისაც 15 წლის მახსოვრობის უნარი მაინც აქვს) საძულველი ორგანო "სახელმწიფო საბჭო", როგორც ჩანს კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის იდეები ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველთა მოკლე ტვინებში. მოკლედ "რესპუბლიკელებიც" ჩამოცილდნენ ჩემს საიმედო სამომავლო უკეთეს საქართველოს.
არადა ჩვენ ბევრნი ვართ, წესიერი და ამავე დროს პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უკეთესი გვინდა იყოს, ჩვენც ბევრ რამეს არ ვეთანხმებით, ჩვენი წარმოსახვითი იდეალური მთავრობა ამ ქვეყანას იქნებ ბევრ საკითხს სხვანაირად გაძღოლოდა. ე. ი. მზადა ვართ რომ მივემხროთ, ვუგულშემატკივროთ იმ პოლიტიკურ მოზრაობას რომელიც ააშენებს ისეთ საქართველოს რომელსაც ჩვენ ვოცნებობთ: არა მარტო ძლიერი და გამთლიანებული, არამედ კონსოლიდასციაზე და არა დაჩაგვრაზე ორიენტირებული, ვეტერანებისა და პენსიონერების პატივისმცემელ საქართველოს.
ვოცნებობთ წესიერ საქართველოზე, წესიერი კანონდამჯერე მოქალაქეების ქვეყანაზე, მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ქვეყანაზე. ვინაიდან ასეთი საქართველოს მშენებელი ძალა არ ჩანს იძულებული ვარ ავირჩიო მათში ვინც არის და რას ვხედავ?

არ დატკბე მიღწეული შედეგით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და შენი პოლიტიკური მომხრე თუ შენს მიერ დანიშნული მოხელე ამხილო და გაასამართლო, თითო თითოდ "გააფუჭო" ქურდები და ამით დასცე ქურდების აქამდე ხელშეუხებელი ავტორიტეტი, შექმნა პოლიცია რომელიც ხალხს არ სძულს და პატივს ცემს, შექმნა ჯარი რომლის სიძლიერე შენს მტერს შეაშინებს, მოიზიდო ინვესტიციები, მოაწესრიგო საზღვარი და საბაჟო, გაზარდო ბიუჯეტი იმდენად რომ, საქართვგელოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში რაღაცა , თუნდაც მცირე გააკეთო, ხელი დაატყო.
ეს შეძლო სააკაშვილმა.
ამიტომ, და კიდევ იმიტომ ,რომ მე წესიერი ადამიანი ვარ და მზად ვარ ქვეყნის მიერ არჩევნებით არჩეულ ადამიანს ვუწოდო პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში, მე პრეზიდენტის მომხრე ვარ.
მე მიხარია რომ "უწესო ხალხის რევოლუცია " არ შედგა.

საქართველოს ყოფაქცევაში მინუსი დაეწერა, მაგრამ მინუსი უკეთესია ვიდრე კლასიდან გაგდება და ზუსტად ასე გაგვაგდებდნენ ევროპული ოჯახიდან წესიერი ევროპელები, როგორც შეგვიკედლეს.
არ მოგწონთ ჩემი პოზიცია? მომწერეთ! მე თქვენს აზრს (ვინც აქამდე კითხვა შეძლო) პატივს ვცემ.

Thursday, November 8, 2007

კობა დავითაშვილი

" ისენი ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ! " ტყვიით მოკლული ზ. გამსახურდია 1991 წ.

კობა დავითაშვილი
დღეს 8 ნოემბერია გუშინ მზად ვიყავი ეს კაცი მეცემა. ის ამაზრზენად იქცეოდა მიტინგებზე. იბღინძებოდა ქვეყნის ბატონ პატრონივით, აგულიანებდა ხალხს საქართველოს აყირავებისკენ, სამ მიკროფონ ჩაბღუჯული ტელეკამერების წინ აგინებდა პრეზიდენტს. ტელეეკრანზე მის ყველა თვითდაჯერებულ იდიოტურ გამოჩენას ჩემგან გინება მოჰყვებოდა, მიიღებ ცხვირში მეთქი ვუთვლიდი, მაგრამ..
ამ ამბავს სანერვიულო გაგრძელება მოჰყვა. 8 ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს, დილით გავიგე ჩურჩულით ნათქვქმი სამწუხარო ამბავი, რომ კობა დავითაშვილი მკვდარია.. ეს ამბავი უკვე მოსდებობა თბილისს და ახალშეხვედრილი ადამიანები უკვე ერთმანეთს უდასტურებდნენ ამ ამბის სიმართლეს. საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად მოჰყავდათ ის ფაქტები რომ დღეს დილიდან საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა და ქალაქის დიდი ქუჩები ავტობუსებით იყო გადაკეტილი. მეც დავავიჯერე რომ ასეა, ძალიან შევწუხდი. ძალიან შემეცოდა ეს მსუქანი, ენერგიული, ხშირად მომღიმარი, კარგად მეტყველი და უბრალო ხალხის დამცველი კაცი, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებდი, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შემიტანია. ერთია რომ შემეცოდა კობა, მეორეა რომ შემეცოდა მიშა. ისინი ხომ ერთმანეთის მეგობრები და ნათელმირონები იყვნენ განხეთქილებამდე. და ახლა რომელიღაცა უშიშროების უსახელო მუშაკებმა, პრეზიდენტისათვის, თუ თავის უშუალო უფროსისათვის თავის მოსაწონებლად იმდენად უმოწყალოდ ცემეს კაცი რომ შემოაკვდათ. საწყალი ერთი დღის ნაშიმშილარი იქნებოდა მეთქი, გავიხსენე წინა დღის მისი შიმშილობის დაწყება. დაახლოებით 3 საათი მე მისი სიკვდილი შემდგარი ფაქტი მეგონა. ჩემი პირადი გეგმები გადავდე, სახლში დავრჩი, დავწექი, გადასაფარებელში შევძვერი და ეს სამი საათი ჩუმად ვიყავი, ჩემთვის ვფიქრობდი მომავალ ცხოვრებაზე, მთავრობაზე, ოპოზიციაზე, ხალხზე, ჩამესმოდა ჟურნალისტების მიერ მოზელილი ფრაზები: "მკვლელების ბრიგადები ძალას იკრებენ, შენ იქნები შემდეგი", "არ არის კაცი, არ არის პრობლემა. პრეზიდენტმა მკვლეობის ბრძანება გასცა", "ჟვანია, დავითაშვილი, რომელია რიგში.." "ძირს ძალადობა, მკვლელები, მანქურთები, სააკაშვილები, ბოკერიები, მერაბიშვილები..". წარმოვიდგინე რომ მიშაც გატეხილია, დანაშაულის გრძნობა და სინანული ჭამს. იქნებ სულაც ფიქრობს აჰა თქვენ ,ვიღაცეები ხართ , ეს საქართველო რომელსაც მე ვერაფერი დავანახე, რა სიკეთეც დავგეგმე ყველაფრის შესასრულებლად ძველ წყობას მორგებული ადამიანების მოძულება მომიწია, მე წავედი ამ ტკივილზე, რაღაცა გავაკეთე კიდევაც მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი თავი სწორედ ჩემგან დაზარალებულებს მიაკუთვნა და ვერ გაიგო, რომ ეს ცვლილებები მე მათთვის და მათი შვილებისათვის გავაკეთე. მომბეზრდა ამდენი ბრალდებების მოსმენა და თავის მართლება, ახლა ჟვანიას სიკვდილსაც მე მომაწერენ. არ გამოვიდა, წავიდე ჯობია შორს ამ საგიჟეთიდან..."
და ვინ რჩება ქვეყანაში იმედია ნინო ბურჯანაძე შეძლებს პრეზიდენტობას, მაგრამ მის ხელში კვლავ თავს წამოყოფენ მაქინატორები, ქურდები ასეთი ენერგიით აღარ გაგრძელდება არაპოპულარული რეფორმები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს პრობლემებს უქმნის მაგრამ აუცილებელი ჩასატარებელია.
უარეს შემთხვევაში ძალაუფლებას ეს ოპოზიცია ჩაიგდებს. ყველა უბედურაბასთან ერთად ერთი 3 წელი დასჭირდებათ ერთმანეთში საომრად. მოკლედ რა..
და კიდევ ბევრი სისულელე თუ სიჭკვიანე დამიტრიალდა თავში სანამ არ გავიგე და მერე ჩემი თვალითაც ვნახე რომ, კობა დავითაშვილი ცოცხალია ერთი მაგის..

შიშისუფლება
2007წლის 8 ნოემბერი
გუშინ მთავრობამ რუსთაველი გაწმინდა.
გუშინდელი დღის ამბები ერთი თვის საინფორმაციო საშუალებებს ეყოფოდა.
დასკვნის გამოტანა და შეჯამება ძნელია, მაგრამ შევეცდები გუშინდელი დღის შედეგი თითო-თითო წინადადებებით ჩამოვწერო (ჩემთვის გავითვალო)..

სახელმწიფომ აჩვენა ხალხს ვინ არის თამაშის წესების დამწესებელი ქვეყანაში.
სახელმწიფომ აჩვენა ქართველებისათვის ჯერ ნაკლებად დამახასიათებელი დისციპლინა, ოირგანიზებულობა, კოორდინირებულობა და შეძლო კონკრეტული მიზნის სუფთად შესრულება (მსხვერპლის გარეშე). ოთხივე შეტაკებამ (ოპერაციამ) ძირითადად გადაცდენების გარეშე ჩაიარა თუმც ზედმეტ უხეშობასაც ხშირად ვხედავდით.
შანტაჟმა არ გაჭრა დღევანდელ საქართველოსთან.
საქართველოს ჰყავს მეთაური, რომელიც რთულ შემთხვევაში რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს.
მე ასე მგონია (იმედი მაქვს) რომ, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ და პრეტენზია აქვთ რომ ჩემი ცხოვრება უნდა მართონ, თანაც ჩემ დაუკითხავად, მომავალში, თუ თავისი ტვინი არ მოასვენებთ ახალი სისულელეების წამოწყებისაგან, ხალხს მაინც არ გარევენ კანონსაწინააღმდეგო ავანტიურებში. ვინც სახმო იოგებს იხევს ყვირილით, ყოველთვის სამართლიანი არ არის.