Showing posts with label აფხაზეთი. Show all posts
Showing posts with label აფხაზეთი. Show all posts

Monday, December 27, 2010

პიკოლინას

პიკოლინას საიტი გაუკეთებია, კარგი საიტი. კითხვები ჰქვია.
რომელსაც ახლა ვერ ვპოულობ (და ჩავსვამ აქ, თუ პიკოლინა მიკარნახებს).


შეგიძლია კითხო და ის პასუხებს არ დაგზარდება. ფსიქოლოგი ყოფილა და მისი პასუხები ყველას გამოგვადგება საქართველოში მცხოვრებთ.
სრული სერიოზულობით ვამბობ, არ გეგონოთ რომ ირონიას ვურევ (ძალიან პათეტიური გამოვიდა პიკოლინას საიტის ჩემეული რეკლამა და ამიტომ ვხსნი, რომ ირონია არ გეგონოთ).

კარგი პასუხები აქვს. მის საიტზე კი მისივე ბლოგიდან მოვხვდი, სადაც ეს წერილი "არ მჭირდება გმირი მამა" წავიკითხე.


აქ ჩემი შეკითხვებია, ოღონდ შეკითხვები, რომელიც მის მიმართ მისი პირადი ბლოგის წერილმა აღმიძრა.
ეს შეკითხვები მას ეკუთვნის და პასუხს არ ითხოვს, იმიტომ რომ რიტორიკულია. თუმცა, თუ არ დაიზარებს და მიპასუხებს, ჩემთვის მისი პასუხი მნიშვნელოვანი იქნება.


მაშ ასე, პიკოლინა! ჩათვალე, რომ პირველ პირში მოგმართავ, უბრალოდ ამხელა პოსტს კომენტად ვერ დაგიტოვებდი, ამიტომ ვწერ ჩემთან და ამიტომ, ტექსტი მესამე პირშია.


კითხვები (რიტორიკული კითხვები):


რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?

რა არის სინანული, საიდან ჩნდება?

რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?

რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?

რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება? 



პიკოლინას მამა  გაგრაში დაღუპულა, იქიდან გამოქცევისას ვნახე ბოლოსო, 
არ მინდა გმირი მამის შვილობა, ცოცხალი მამის შვილობა მირჩევნიაო. 
მე მამამისზე იღბლიანი აღმოვჩნდი, გაგრაში არ მიბრძოლია, მაგრამ სოხუმის თავზე, შრომა ახალშენის მიდამოებში, ჩემს ახლომახლო მებრძოლი ბევრი კარგი ადამიანის (რაზმიდან 6-ის ბატალიონიდან 32-ის) ხვედრი ამცდა, მართალია სულ ცოტათი, მაგრამ ამცდა. 
გულახდილად გეტყვი, რომ მოვმკვდარიყავი მაშინ, მეც გმირს დამარქმევდნენ პოსტფაქტუმ, და ჩემს შვილსაც (ოღონდ სამს კი არა, ერთს, უფროსს, მომდევნოები მერე გაჩნდნენ 1995 და 2005-ში) გმირის შვილი ერქმეოდა, დღეს ექნებოდა  უფრო რთული სქოლიოზი,  ნაკლები ცოდნა და ალბათ არ ექნებოდა მოვლილი გერმანია, ესპანეთ-პორტუგალია. და რაც მთავარია, არ ეყოლებოდა ორი ვარსკვლავივით ძმა, ეყოლებოდა დღევანდელზე უფრო მოხრილი სევდიანი დედა. 

შარშან მას განმუხურის ბანაკში მიიწვევდნენ და არ წავიდოდა, ანდა რატომაც არ წავიდოდა, მანამდე ხომ მხოლოდ სამჯერ იქნებოდა ზღვაზე  ნამყოფი. 

უნდა ჰყოლოდა თუ არა ჩემს შვილს გმირი მამა და არ უნდა დაბადებულიყვნენ თუ არა ნიკა და  სანდრო?

პასუხი თქვენც იცით ხო, ჩემი პასუხი თქვენც იცით ხო?

მართალია - მათი მამა უნდა გადარჩენილიყო. 

და უნდა გადარჩენილიყო პიკოლინას მამაც, მაგრამ, ომი ეს პროცესი არ არის მარტო, ეს ადგილია, ეს ადგილია, სადაც საკუთარი ფეხით მიდიხარ. 

ომი ადგილია, სადაც უნდა დადგე, სულ ერთია ვინ ხარ, რემბო თუ ჰარი პოტერი, გიორგი სააკაძე თუ ერთერთი ხერხეულიძე, სინოპტიკოსი თუ ბიბლიოთეკარი. 

უნდა მიხვიდე და დადგე არა მოსაკლავად, ხანჯლის ჩასაცემად, გულის გასაგმირად, სულის ასართმელად,

დასაცხრილად, მისაშვებად, ასაფეთქებლად, დასაბრედად, მისაწვენად, გასასაღებლად, გასატრუპად არამედ შენიანებისა და შენი მიწის გადასარჩენად. 
მამაშენს ორივე მიზანი ჰქონდა, თავისიანების გადარჩენა და თავისი მიწის დაცვა. 
ის დადგა იქ, ტერიტორიულად მივიდა იქ, სადაც  მტერს უნდა გამოევლო. ის წავიდა მტრის დასახვედრად. მერე რა რომ სამხედრო არ იყო და ალბათ ავტომატიც სიმბოლურად ჰქონდა (ისევე როგორც მე, ამაზე ცალკე), მთავარი იმ მომენტში იყო ის, რომ მდგარიყო იქ სადაც უნდა მდგარიყო. 



ადვილი იყო ოჯახთან დაბრუნება, ძნელი დარჩენა, მაგრამ მან დარჩენა აირჩია. 

მე მაგალითად გამოვიქეცი, მაყვლის ბუჩქებს აღმართში თავს ვევლებოდი, ბუშლატს მივაფენდი, ზედ გადავაფოფხდებოდი და მერე ვიბრუნებდი ბუშლატას. რომ ახლა სხვა ბუჩქზე გადამეფინა, მაგრამ მანამდე ის ერთადერთი მჭიდი კალაშნიკოვის ავტომატისა მიხარჯული მქონდა, დიახ ასე გამწირა ჩემმა სახელმწიფომ - ნამდვილი ფრონტის ხაზზე ერთი მჭიდით აღმოვჩნდი (არადა ეს ფრაზა პათეტიურ-ირონიულია, მეორე მჭიდი რომ მქონოდა მე ალბათ ვერ წამოვიდოდი და ალბათ მოვკვდებოდი).
ალბათ მამაშენს ზედმეტი მჭიდი აღმოაჩნდა, ან ჩემ მტრებზე უკეთესი მსროლელი მტრები შეხვდა, მე კი გამიმართლა. 
სანამ გაქცევას გადავწყვეტდი, უფრო სწორედ სანამ გაქცევის ბრძანებას მივიღებდი, მთავარ საქმედ, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა იყო, რომ მკვდარი ზურგში მოხვედრილი ტყვიით არ ვყოფილიყავი, ჩვენი ბრძოლა წაგებული იყო, 
სამნი დავრჩით ათიდან, მე ტყვია აღარ მქონდა, მტერი ბევრი იყო, მრავალფეროვანი იარაღებით გვესროდნენ, გვხედავდნენ და გვესროდნენ. 
ჩვენ კი ზურგსუკან ეკლიანბუჩქებიანი გრძელი აღმართი გვქონდა, რომელსაც მტერი კარგად ხედავდა, აკონტროლებდა ომის ენით.   
მაშინდელი ჩემი აზრები ახლაც ცოცხლად მახსოვს - არ მოვკვდე ზურგში ტყვიით და ბოლო გრზნობა, ჩემი ცხოვრების ბოლო გრძნობა არ უნდა ოყოს შიში და სასოწარკვეთა, და შედეგად, ალბათ გიჟის თვალებით, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით ვიღიმებოდი. 
მე ბევრი იღბლიანი დამთხვევის ხარჯზე გადავრჩი. მათ შორის იმითაც, რომ ჩემგან 4-5 მეტრში მიწაში ჩარჭობილი ჭურვი ტანკსაწინააღმდეგო აღმოჩნდა და კლდის ქანებში შეიფრქვა და არა ზემოთ.         
და ამითაც, რომ ჩემმა მეთაურმა ზურა სარქისოვმა მე და დათო ლოლაძეს, რომელსაც ბრძოლის ერთი წუთის ტყვიებიღა ჰქონდა დარჩენილი, უკანდახევა, გაქცევა  გვიბრძანა. თვითონ მთელი კორპუსით დადგა და ერთი მჭიდი დააცალა შეტევაზე ფეხით მომავალ მტერს. გავიქეცით, ოღონდ შინაარსით, რეალურად კი მთაზე ჯაგებში მივფორთხავდით აღმართზე, ისინი გვხედავდნენ და გვესროდნენ. ეგ ეფექტი ჰოლივუდმა ერთი ორი წილია რაც აითვისა, როგორია ტყვიის მოხვედრა შენგან ძალიან ახლოს, რა გესმის, როცა ტყვია "ჩაგიწუილებს" (თურმე სულაც არ წუის, უფრო  ზმუის რრრრრრ-ს თანხლებით) რას ხედავ შენსკენ ტრასირი რომ მოფრინავს და ბოლოს თითქოს უხვევს.

მამაშენიც რომ ჩემსავით გადარჩენილოყო, ჩემს გვერდზე ბევრი კარგი ადამიანიც რომ გადარჩენილიყვნენ ვიფიქრებდი, რომ ომს თავისი სამართლიანი კანონი აქვს, მაგრამ .... სინამდვილეში არ აქვს, ომი მსხვერპლს კანონზომიერებით არ ირჩევს, მხოლიდ ადგილით. ზოგს იღბლიანი ადგილი გვხვდება ზოგს უიღბლო.
ყველანი კი ომში საკუთარი ფეხით მივდივართ. 
აქ კი გავიმეორებ თავში დასმულ შეკითხვებს




რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?

რა არის სინანული, საიდან ჩნდება?

რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?

რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?

რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება? 

და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ
მამაშენის გადაწყვეტილების შედეგად დარჩი ობოლი, მშიერი და შეცივნული იმ დაწყევლილ 90-იანებში, აღარ გაგიჩნდა უმცროსი და-ძმა, ყველაფერსს არ მოვთვლი, ვერც. მოვთვლი, მაგრამ ..
იცი თუ არა რის შედეგად გაჩნდი? 
გიფიქრია თუ არა,  რამდენმა შენმა უცნობმა წინაპარმა შეაკლა თავი მტერს შენ რომ დაბადებულიყავი, იმათთვის, ჰიპოთეტური შთამომავალი?
ამას პათეტიკით არ ვწერ, ფაქტი მომყავს.  ომი იყო და იქნება. არსებობს დაუწერელი და ზოგჯერ უთქმელი კანონი, რომლებიც ერს ომის და ომისუნარიანობის მიხედვით მიუჩენს ადგილს მზისქვეშეთში. ომისუნარიანობა კი პირველ რიგში არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც მზად არიან მოკვდნენ სამშობლოსთვის. ერი, რომლისთვისაც არავინ არის მზად მოკვდეს, კვდება. იმ ადამიანებმა ვინც საქართველოსთვის მოკვდა ჩემს ერს ღირსება შეუნარჩუნა .   




არც ისინი წავიდნენ ომში გმირობის ჩასადენად, უბრალოდ დადგნენ იქ, სადაც უნდა შეენარჩუნებინათ ქვეყნის ღირსება და შთამომავალთა არსებობის უფლება. 

ეს მთელი ტირადა იმისთვის დავწერე, რომ მამაშენზე არ იყო გაბრაზებული. მას შენ არ გაუწირიხარ ობლობისთვის, ის "უბრალოდ" მივიდა და დადგა. გთხოვ არ ჩათვალო ეს მისი გადაწყვეტილობა შეცდომად. 

მე მქონდა მომენტი ომში, როცა ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბოლო წუთია და მაშინ ბევრი პათეტიური აზრი ეჯახებოდა ერთმანეთს ჩემს თავში, მათ შორის ერთი, განსაკუთრებით ჰიპერბოლური ის იყო, რომ თითქოს ქართველობა რომ გაიგებდა მე (მეც) მომკლეს, გაბრაზდებოდა, ერთად დადგებოდა და ომს მოიგებდა, აი ახლა უშვებთ საბედისწერო შეცდომას აფხაზებო მეთქი ვფიქრობდი (არ გაგიკვირდეს დენთის და აფეთქებული მიწის სუნში და 3დ მოციმციმე ტრასირების შუაგულში, ფრონტის ხმაურში ტვინი სამ პლასტზე ერთად იწყებს მუშაობას, კიდევ ბევრ ჩემ იმდროინდელ ნაფიქრს არ ვყვები), მე იმ დროს არ ვიყავი უბედური, მე მაშინ მნიშვნელოვანი ვიყავი და მაშინ ამ ჩემს სამ პლასტად მიმდინარე ფიქრებში ერთიც რომ ყოფილიყო, რომ მე ჩემი შვილი ( მაშინ 2 წლის მარიამი) მომავალში იქ დგომას შეცდომად ჩამითვლიდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უბედური ვიქნებოდი, მაგრამ არ მწვევია ეს აზრი. იმედი მაქვს მამაშენსაც. 
გაგრასთან ქართველები რომ მოკვდნენ იმიტომ წავედი და დავდექი გუმისთასთან, გუმისთასთან რომ ვკვდებოდი იმიტომ უნდა დამდგარიყვნენ ჩემს შემდეგ ვიღაც უცნობი კაცები სოხუმის დასაცავად. ასე რომ მე და მამაშენი ერთ ჯაჭვში ვიყავით. ჩვენი ბრალი არ არის ეს ჯაჭვი რომ გაწყდა და სოხუმი ვერ შეინარჩუნა. 
გთხოვ იმავეს, რასაც ვთხოვდი ჩემს შვილს იმქვეყნიდან, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი. არ ჩამითვალო ომში წასვლა შეცდომად და იყავი იმაზე მაგარი ვიდრე რეალურად ხარ, შენი ობლობა შენი მონაწილეობაა იმ ომში,  მერე რა რომ წაგებულ ომში. 
ფსიქოლოგი ყოფილხარ, მიპასუხე რა განარჩევს ერთმანეთისგან 90 კგ-იან ადამიანს, ამავე წონის ზაქის,ზვიგენის ან დათვისაგან? 
რა არის ღირსება და შეიძლება თუ არა მისი არქონა?
რა არის პიროვნული ღირსება და რა არის ეროვნული ღირსება? 
რითი შენდება ეთნოფსიქოლოგია? 

უფრო სწორედ, ნუ მიპასუხებ,ესეც რიტორიკული კითხვებია. მათზე პასუხი მხოლოდ ომში თავის ადგილზე მიმსვლელმა ადამიანებმა იციან, ოღონდ იმათაც ქვეშეცნეულად, პათეტიური ლოზუნგების გარეშე.
პატივისცემით cartveli.

აფხაზეთი


Friday, October 16, 2009

ობამას ნობელი


Obama priced for not to be Bush.


სურათის შესაფასებლად კედელს ცოტა უნდა მოშორდე. დისტანციიდან უნდა შეაფასო. სურათზე ცხვირმიდებული სურათს ვერ წაიკითხავ.
ისტორიულ მოვლენებსაც დისტანცია, ამ შემთხვევაში დრო ჭირდებათ იმისათვსის, რომ საბოლოო შეფასება მიეცეთ.
აღმაშენებელს 4 საუკუნის შემდეგ დაარქვეს აღმაშენებელი. ვახტანგ გორგასალმა კი თბილისის დაარსება ისურვა, იზრუნა კიდევაც მაგრამ ვერ მოესწრო, შესაბამისად ვერც წარმოიდგენდა, რომ 15 საუკუნის შემდეგ მის მიერ დაარსებული ქალაქის ცენტრში მისი ძეგლი იდგებოდა. მას სიცოცხლეში ხომ ამ პროექტისთვის დაფნის გვირგვინი არ მიუღია. იქნებ ჭოჭმანობდა კიდევაც, რომ ძალღონეს აკლებდა უჯარმას, მცხეთასა და არტანუჯს.

ომი რომ არა..

ობამას ევროპამ ნობელის პრემია უძღვნა ერთი განზრახვით, ჩარჩოში ჩასვას ის. იმ ჩარჩოში, რომელიც გულისხმობს განვითარებული ქვეყნების ბურჟუაზიისათვის სამომავლოდ ყოველნაირი ექსტრიმის თავიდან აცილებას. აღარ უნდათ იმპერიების ჭიდილის ყურება, ერთხელ და სამუდამოდ დალაგებულ, მშვიდობიან მსოფლიოს თხოულობენ.

მანამდე, თვით ამერიკაშიც შეიკრიბნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი მეგა ექსპერტები და პოლიტიკური ავტორიტეტები და ერთობლივი წერილით ობამას რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ მოუწოდეს.

მოკლედ, 2009 წელს მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოითხოვა თავისი პოლიტიკოსებისგან რუსეთისათვის რევერანსების კეთება.
ეს მსოფლიოს მუდმივი ჯვარია, მოუაროს რუსეთსა და მის მსოფლიო ბატონობის ამბიციას.
განვითარების ამ ეტაპზე ევროპა და ამერიკა დარწმუნდა რომ რუსეთი კვლავ ისაა, ჰოლივუდურ კინოებში რადაც ხატავდნენ, ძლიერი, ჭკვიანი, ბოროტი და ამბიციური.



რუსეთი ყველაზე დიდი ამბალია კლასში, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, ყველა თანაკლასელი იღლიაში მოიმწყვდიოს, მოახრჩოს და ათქმევინოს, შენ ხარ ჩვენი მზე, ჩვენი წინამძღოლი და ლიდერიო.

ეს მსოფლიომ არათუ ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების, არამედ მოსახლეობის დონეზე შეიგნო.
ამ მდგომარეობიდან გამოსავლად მსოფლიომ ამ ეტაპზე მშვიდობიანი კრუტუნი ამჯობინა.



ომი რომ არა, ჩვენი ომი რომ არა, იქნებ ამ დიდი გეოპოლიტიკური მანევრის განსამტკიცებლად მსოფლიოს სულაც მიეღო თამაშის ის წესი, რომელსაც რუსეთი მოახვევდა თავს მსოფლიოს საქართველოსთან მიმართებაში:
-ომის გარეშე ჩააყენებდა ჯარს აფხაზეთისა და ს.ოსეთის საზღვრებზე,
-აღიარებდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ამას არ იქედნიდა ბოლო 3 წელი?
-იბუზღუნებდა კოსოვოზე, ძმურ ერებზე, რუსეთის მოქალაქეებზე.
-ჩვენი ფაფხური საზღვრებზე იქნებოდა არარაციონალური სისხლისღვრა


და... მთელი მსოფლიო აქეთ შეგვეხვეწებოდა, გაანებეთ იმ მიწებს თავი, რომელზეც 17 წელია ფეხს ვეღარ დგამთ, სადაც მანამდე არატოლერანტობა გამოიჩინეთ, ეთნოწმენდა მოუწყეთ თქვენს უმცირესობებს. დღეს უმცირესობების დრო მოვიდა,აგერ ამერიკის პრეზიდენტიც კი უმცირესობის წარმომადგენელია და თქვენ როგორღა გინდათ ისტორია უკუღმა დააბრუნოთო.


გვეტყოდნენ, თავს მოგვიქონავდნენ. ვიბორგებდით ერთი ორი დღე საკუთარ საწოლში და მივიღებდით მსოფლიოს ახალ განლაგებას: კოსოვო ამერიკას, საქართველოს ავტონომიები რუსეთს.


მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც იქ უჩემოდ იდგნენ და დაიღუპნენ. მათ ჩვენ საქართველოს გაერთიანების შანსი დაგვიტოვეს. მსოფლიოს ვერდიქტი ამ ომში საჩვენოა.


ერთ ცვლილებას უნდა დაველოდოთ მხოლოდ - რუსეთის კარგ, თუნდაც ნორმალურ ქვეყნად გადაქცევას.

Thursday, November 13, 2008


წარმოიდგინე:

1993 წელია.
რუსეთს პუტინი მართავს.
საქართველოში ბევრი დე ფაქტო მოძრავი საზღვარია:
აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის შიდას საზღვრებს ემატება ცვალებადი საზღვრები სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთში.
აჭარას სტაბილური საზღვარი აქვს რომლის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ტაბელური პისტოლეტი ვერ შეაქვს.

და უცებ, გაძვალტყავებული, დამარცხებული, წაგებული საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგებს:
ზვიადისტებს, ასლანისტებს, კვიციანისტებს იმდენი იარაღი და პროპაგანდისტული მხარდაჭერა რომ აღმოჩენოდათ რომ საქართველოს სახელმწიფოს ვერ მოეხერხებინა ამ ფსევდო საზღვრების დანგრევა.

რა მოხდებოდა?

საზღვრების გადაღმა შეიარაღებული ქართველები დადგებოდნენ ერთმანეAთის წინააღმდეგ.


რუსეთი შეძლებდა ისეთი პარიტეტის მიღწევას ამ "სუბიექტებს" შორის, რომელიც მუდმივი ზიზღის, პერიოდული მკვლელობების მიუხედავად საზღვრებს შეინარჩუნებდა.


წარმოიდგინე:

2008 წელია,1993 წლის
პუტინის რუსეთის Semdeg:


ზიზღი და მტრობა გრძელდება უკვე ქართველებს შორის.


ამის მოდელი ვიხილეთ უკვე აჭარის მოვლენების დროს, როცა ჩოლოქის აფეთქებული ხიდის გადაღმა ავტომატებს აკაკანებდნენ, უფრო ადრე კი მაგინებელთა მიტინგები ხვდებოდა სააკაშვილს - არ შეგიშვებთო.

ასლან აბაშიძე დაინტერესებული იყო საქართველოსთან გამჭვირვალე საზღვარში, რითაც ის ზაფხულში საკურორტო სეზონით მდიდრდებოდა, სხვა დროს კი სატრანზიტო-საბაჟო მაფიოზური ფულებით,
თორემ აჭარა რომ აფხაზეთის ადგილას ყოფილიყო საზღვარი 1993 წლიდანვე დაკეტილი იქნებოდა
და საზღვრის გადაღმა ქართველი მტრები იცხოვრებდნენ.



ანუ

თუკი მტრობა ჩვენთვის სხვა ეთნოსებს -აფხაზებსა და ოსებს დაუკავშირდა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ზიზღი და მტრობა არ შეიძლებოდეს ისევ ქართველების მიმართაც დაგვრჩენოდა (თუ გაგვჩენოდა)
თუკი რუსეთი იმ დროს საზღვრებს დააფიქსირებდა .


ელცინის რუსეთმა მაშინ ეს ვერ შეძლო.
პუტინუის რუსეთი კი ზუსტად ასე მოიქცეოდა.




ანუ საით მიმყავს.

ის ადამიანები - აფხაზები და ოსები, 1993-ის შემდეგ ზიზღის საზღვრის გადაღმა ისეთივე მტრობამ და ომებმა დატოვა, რომელიც მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ტრიალებდა.


საზღვრები აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის რუსეთმა დააფიქსირა (შევარდნაძე-იოსელიანის ქვეშაფსიობით).
ჩვენ ცოტათი ვართ გადარჩენილი დე ფაქტო ქართველ მტრებს.


წარმოიდგინეთ აფხაზის ან ოსის მტრობა, შეაფასეთ ის 10 ქულით.
წარმოიდგინეთ ის მტრობა, რომელიც შენთვის ჩაკეტილი მტრის - აჭარელის, მეგრელისა თუ იმერელის მიმართ გექნებოდა რეალურად რომ დარჩენილიყო საზღვრები ჩვენს შორის 93 წლიდან.
ამ ჰიპოთეზურ ზიზღს მე 7 -ით შევაფასებდი.


ახლა აფხაზ-ოს მტერს (10 ქულას) გამოვაკლოთ წარმოდგენილი ქართველის მტრობა (7 ქულა) და მივიღებთ მტრობას, რომელიც გამოწვეულია ეთნოგანსხვავებულობით(3ქულა).

უფრო თუ უფრო



HANS from FORUM.GE
"უფრო რბილი და ლოიალური პოლიტიკის ხარჯზე შევძლებდით გარკვეული დროით გადაგვევადებინა ომის დაწყება და ომის შემდეგ ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოვჩენილიყავით".


მეეჭვება რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო თუ რუსეთი მოახერხებდა, მოასწრებდა "ქართული ფაშიზმისაგან მოძმე ერების დაცვის მიზნით" თავისი რეგულარული ჯარების ერთმომენტად ჩაყენებას ერგნეთსა და ენგურზე.

ამის შემდეგ ქართული სახელმწიფოს სამხედრო პასუხი იქნებოდა მხოლოდ დე ფაქტო საზღვრების "ატალახება", სისხლი და მსხვერპლი მოსახლეობაში, რის (ქართველების ველურობის) ტირაჟირებასაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროპაც სიამოვნებით აჰყვებოდა.






ევროპა ჩვენს გვერდზე იმიტომაა (რა ხარისხითაც) რომ ჩვენმა ჯარმა შეძლო ლეგალური მიზნისათვის ( - სეპარატისტებზე დომინირება ) რაციონალური ომის წარმოება - (მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგების მიუხედავად ტეროტორიის უმეტესობის გაკონტროლება).
ეს კი მიუღწევადი იქნებოდა თუ რუსები დე ფაქტო საზღვრებზე დაგვასწრებდნენ.

რატოა ძნელი გასაგები ვერ ვხვდები.

ახლა მსოფლიო, გლობალური სიტუაცია.


რუსეთი სეპარატისტების დამოუკიდებლობას აღიარებდა უომრადაც, ან ქართველთა მხრიდან "საზღვრებზე" გამოჩენილი არარაციონალური მკვლელობების ფონზე,
იქ მსოფლიო ეკონომიური კრიზისი, იქ "ჩეინჯ"- ები ობამასგან და....
დარწმუნებული ვარ მსოფლიოც 2-3 წელში აღიარებდა აფხაზეთსა და ს.ოსეთს



ომმა ჩვენ ამ, წინასწარ განსაზღვრული წასაგები ომისაგან მაქსიმალურად კარგი და მომავლისთვის საიმედო ანკესები დაგვიტოვა.


მარა, ვინაა გამგები
Yველას გვინდა გაერთიანებული საქართველო დღესვე მაგრამ რეალობა ძალიან მძიმეა.


რეალობა ძალიან მძიმე იყო 2007 წლის 2 ნოემბრამდეც, მაგრამ ჩვენვე გავაუარესეთ ჩვენი მაქსიმალიზმით და ინფანტილობით.

ეს კარგად გვეხერხება და იქნებ კიდეც
გავიმე(ორ,სამ,ოთხ,ხუთ)ოთ.

Saturday, November 8, 2008

მგმინავთა საყურადღებოდ




მე არ ვიდექი ჯაჭვში არ ვაფრილებდი დროშას და სიგნალებით არ დავრბოდი ერთი მიზეზით - ჩემ მომენტს, ნაღდ მომენტს, მტრის დახვედრის მომენტს ველოდი და ზუსტადაც ვიცოდი რომ მე და ჩემი ძმაკაცები ზაჰესის მოპირდაპირედ, რკინიგზის ნახევარგვირაბში დაველოდებოდით ჩუვაკებს, პაცანებსა და რებიატუშკებს. (იქნებ შევხვდეთ კიდევაც იქ როდესმე..ha?).


მაგრამ არცერთ ამ მოსიგნალეს, ჯაჭვში ჩამდგარს, ტაშის დამკვრელსა და მომიტინგეს არ ვამტყუნებ.

პირიქით , დამიჯერეთ
გულწრფელად ვამბობ, ეს ადამიანები უფრო მიყვარს ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი.



იმ დღეებში ცხინვალთან მოკლული ჩემი ნათესავის, გელა ჭედიას სიკვდილს ვინელებდი.

მეც მქონდა (გელასი არ იყოს) "სიკვდილისწინა ფიქრები" ოღონდ 1992-ში აფხაზეთში.
და ეს ფიქრები ახლაც ზუსტად მახსოვს.

ახლა ვიტყვი.
"მე ვკვდები და რახან ამხელა მსხვერპლს ვიღებ, ჩემი სიკვდილის გამგონე ხალხი მიხვდება რომ ახლაა ვაჟკაცობის დრო და იტყვის ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ"

იმ წამს ვიღაცას რომ ეთქვა რომ ჩემი სიკვდილის გამო, ჩემი გახრწნილი თუ დასახიჩრებული გვამის ჩვენების შედეგად ჩემიანები ქვეშ ჩაიჯვამდნენ და ქვეყანას თავაუღებელ გლოვას მოთხოვდნენ, ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე უუუბედურესი მომენტი.


არადა ასე არ იყო.
"ვკვდებოდი" იმ აზრით რომ საქმისთვის ვკვდებოდი.


აი თქვენ კი, მგლოვიარენო, იმ ბიჭების სიკვდილებს აუფასურებთ.


არადა

მსოფლიო თუკი გვერდზე დაგვიდგა
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა შეძლო ს.ოსეთის ტერიტორიის გაკონტროლება.


ე.ი. საქართველოს სახელმწიფომ მსოფლიოს თვალში საკუთარ სეპარატისტებზე დომინირება შეძლო.


ანუ ომს კანონიერი რაციონალური საფუძველი ჰქონდა და არ იყო სროლა მკვლელობების მიზნით.


გამიგეე. ცოტა ძნელია არა.

Tuesday, September 30, 2008

ღია წერილი ოსებს

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.




გამარჯობა ოსო!

ჩვენი ხალხების მომავალ ისტორიაში კიდევ დიდხანს იტრიალებს შეკითხვა - რატომ მივედით 2008/7 აგვისტომდე?

90-ანი წლების დასაწყისის ომები და ყაჩაღობები ხალხს იმდენად მწარე გამოცდილებად დაგვაჩნდა, რომ იარაღზე ქართულმა ზოგადოებამ პრინციპული უარი თქვა. ვარდე ბის რევოლუცია, აჭარა, ნოემბერი უსისხლოდ დამთავრდა.

და მაინც, საქართველოს სახხელმწიფოს უფრო ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება შეეძლო.

არ აღმოჩნდა საკმარისი სანაკოევი, ტვ-ალანია, კინოთეატრები და სტადიონები, არ მიუვიდა მოსახლეობის გულს არც პრეზიდენტის ოსურ ენაზე სამშვიდობო მომართვები და არც ფართო ავტონომიის. ოფიციალური შეთავაზებები.

საქართველოს ბოლო 5 წლის აღმშენებლობის კვალდაკვალ ქართული ჯარიც აშენდა და გაძლიერდა, ჩვენ ვთვლოდით რომ ჯარის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის წარმატებებსა და ქვეყნის მასიური რემონტის თანხლებით ოსებსა და აფხაზებს წაახასებდა საქართველოსკენ გამოსახედად.

Mაგრამ ხალხს ესეთი არჩევანი რუსეთმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა. Pირველ როგში რა თქმა უნდა, რუსეთმა.

2004 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ომი. Oმი, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა. შაქართველოს დაჩოქება კი, რუსეთს თავისი ფიზიოლოგიური სწრაფვის - მსოფლიო ბატონობისთვის უნდა. ეკონომიკის Yველა სახელმძღვანელოში წერია თუ რა ცუდი რამაა მონოპოლია. მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იყენებს სპეციალურ ანტიმონოპოლიურ კანონებს. რუსეთმა კი განიზრახა მონოპოლიის მარწუხებში მთელი ევროპა მოექცია. Aმ მიზნისათვის მან დაისახა ერთპიროვნულად გააკონტროლოს ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსეთის გარდა შუა აზიასა (ყაზახეთი, თურქმენეთი) და კავკასიაში (აზერბაიჯანში) მოიპოვება. რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს მთელი ამ ნაკადის ონკანი, და ევროპას თავისი პირობები წაუყენოს. ამ გეგმის ასასრულებლად რუსეთს საქართველოს დაჩოქება სჭირდება. საქართველოს კი , გარდა იმისა რომ პატარა და მცირერიცხოვანია, განსაკუთრებული სუსტი მხარეებიც აქვს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუსეთმა მოიპოვა მშვიდობისმყოფელის სტატუსი საქართველოს აჯანყებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. რუსეთმა მოახდინა ამ რეგიონების მოსახლეობის გარუსება მათთვის რუსეთის პა პორტების მა ობრივად დარიგების გზით.

რუსეთმა კატეგორიულად უარყო ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც თბილისმა ცხინვალსა და სოხუმს შესთავაზა. რუსეთმა განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, რუსეთი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებისათვის საქართველო რატომ უნდა დასჯილიყო, ამაზე პასუხი არცერთ რუსს არ გაუცია).საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.



დღევანდელი საქართველოს უპირველეს ისტორიულ ვალს მომავალი და წარსული საქართველოს წინაშე ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენს.

ქვეყნის გაერთიანებას წინ გადაეღობა:
რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება და ამით მათზე პროტექტორატის დაწესება.

-რუსეთის მუქარა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას (რაც რეალურად ამ მიწების აქართველოსთვის ჩამოჭრასა და რუსეთისთვის მიწებებას აღნიშნავდა

-რუსული სამშვიდობო ძალები ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გადაიქცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სასაზღვრო ჯარად.ამასთანავე რუსეთ საქართველოს და რაც უფრო საგუსხმო იყო - რუსებსა და ქართველებს შორის საუკინოვანი მეგობრული ურთიერთობების ბურუსში , დღევანდელი საქართველო არ კარგავდა იმედს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ერთერთი ინსტრუმენტი ობესმე საქართველოში მართლაც შეასრულებდა სამშვიდობო მისიას და ხელს შეუწყოფდა ქართველთა ოსთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის აღდგენას.ოპტიმისტური პროგნოზებით, ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთი გახდებოდა კონსტრუქციული მას სემდეგ, რაც დაინახავდა საქართველოს წარმატებებს ეკონომიკის, წესრიგისა და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. 2004 წელს აღმოჩნდა რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ ოპტიმისტური იყო, რუსეთს, პუტინის რუსეთს გადაწყვრტილი ჰქონდა საქართველოს დაჩოქება. Aმ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ჩამოიხსნა ბრძენი, მშვიდი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და დაიწყო მიზანმიმართული დესტრუქცია. შაქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებისა და იმპორტ-ექსპორტისათვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პასპორტების დარიგება და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შექმნა, სეპარატისტული მთავრომების მართვაში მონაწილეობა და ჯარების შეიარაღება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას
ჩვენ,

საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას. ბუნებრივია ის ძალა, რომელიც შეიარაღებული ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი

მასთანავე ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ფაქტს, რომ ეს სეპარატისტული ომები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბის პანდემია იყო და მასში მონაწილე მოქალაქეები (ყველა მხრიდან) იყვნენ გარემოების მძევლები, შესაბამისად ჩვენ არათუ ძველი ომების მონაწილეთა მიმართ გვაქვს ნაკლები აგრესია, არამედ გარკვეული თანაგრძნობით ვეკიდებით I™€მ ახალწვეულ ჯარისკაცებსაც, რომენიც დღეს შეიძლება სეპარატისტული ჯარის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვები იყვნენ, და შესაბამისად ისინი ახლა არიან სიტუაციის მძევლები.
ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ანალოგიური ტოლერანტული და ანტიქსენოფობიური ტენდენციები ოსურ იმძლავრებდა და ჩვენი პოზიციების მშვიდობიანი შეჯერება შესაძლებელი გახდებოდა. Dდღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ სწორედ რუსეთი და მის მიერ გამოკვებული სეპარატისტული მთავრობები ჩადგნენ ჩ ენს შორის.

მაგრამ თავისი იდეოლოგიის ბოლომდე გატანა მათ ვერ შეძლეს.გაჩნდა სანაკოევის მთავრობა, მოსახლეობის მცირე ნაწილმა გაბედა ეთქვა ხმამაღლა ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობის შესახებ. ფუნქციონირებდა ოსური გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, ოსური არხი "ალანია", ოსი სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში საქართველო სახელით (იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ოსი გახლავთ). Mთელი საქართველოს ოსები დარწმუნდნენ, რომ ქართველთა სახელმწიფო მათთვის უსაფრთხო და მეგობრული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფომ გადალახა რამდენიმე უხერხულობა ოსების სასარგებლოდ: აღიარა ოსური დროშა საქართველოში და აღიარა რუსული ენის, როგორც ს.ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის ენა. ბოლო მნიშვნელოვანი და მძიმე კომპრომისი, რომელზედაც წავიდა საქართველოს ხელისუფლება, და რომელსაც აუცილებლად გააკრიტიკებდა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ნატო ქვეყნის გარეთ, იყო სამხრეთ ოსეთის მაღალი სუვერენიტეტის გარანტად რუსეთის მოწვევა.მაგრამ, ვითვალისწინებთ რა ჩვენი ა ლო წარსულის ლიტიკური კატაკლიზმების სირთულეს, მრავალსაფეხურიანობას, გარეშე ძალის დომინირებას, წარსულის ინერციას და სხვა ფაქტორებს, ჩვენ კვლავაც დიდი მოთმინებით მშვიდობიანად და პრინციპულად შევეცდებით მტერი გავხადოთ მოყვარე.როცა ვამბობთ მტერი, მხედველობაში არ გვყავს ოსები, საქართველოში მცხოვრებ ოსებში ჩატარებული რეფერენდუმი რომ იყოს გადამწყვეტი, საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ ექნებოდა.

თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ოსების უმცირესობას, რომელსაც რუსეთის სახელმწიფომ საშუალება არ მოგცათ ობიექტურად შეგეფასებინათ ის სტატუსი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში გექნებათ. 2008 წლის 7 აგვისტოს თქვენდამი უდიდესი დათმობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა შემოგთავაზათ ფართო ავტონომია საქართველოში რუსეთის პატრონაჟით.ეს ძალიან მძიმე წინადადება იყო იმ ქვეყნის ლიდერისაგან, რომელიც ბოლო 15 წელია ისწრაფის ნატოსკენ და ისჯება ამისათვის. Eს წინადადება დაურკვეველი დიდტანციით აშორებდა ერთმანეთს საქართველოს ნატოსაგან, მაგრამ თქვენ ეს წინადადება მაინც მიიღეთ.მოფიქრება და Pპასუხი არავინ გაცალათ, ქართული სოფლების დაბომბვა გაორმაგებული ძალით განაგრძეს რუსეთის გეგმით მომქმედმა თქვენმა ჯარისკაცებმა.

თუ არ გჯერათ რომ პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხად მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის გეგმის ნაწილი იყო, მაშინ გვიპასუხეთ, არის თუ არა ეს ბოლო აქტი წინა ქმედებების ლოგიკური გაგრძელება?
1. რუსეთის თითქმის ყველა ტელეარხი წინა კვირის განმავლობაში პერმანენტულად აჩვენებდა ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობის კილომეტრიანი ავტოკოლონებით გახიზვნის კადრებს, აჰა ცხინვალი ახლა დასახლებული პუნქტი კი არ არის, სამხედრო წერტილია საიდანაც შენს მოსახლეობას ბომბავენ, და თუ მაგარი ხარ დაიკავეო.

2. ცხინვალიდან ცეცხლი გაორმაგებული ინტენსივობით და ახალი, რეგიონისათვის აკრძალული იარაღით წარიმართა.ქართული სოფლების მრავალტანჯული და მრავალის მომთმენი მოსახლეობა დაბომბვის ინტენსივობიდან და მუდმივი სარდაფებში ცხოვრებიდან შეწუხებულები კონფლიქტის ისტორიაში პირველად ერთხმად მოითხოვდნენ პრეზიდენტისაგან შველას.

3. ცხინვალში ჩაასულ სახელმწიფო მინისტრს ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.
ამით გასცეს მთავარი გეგმა.სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას, რომელმაც ქალები და ბავშვები ჩრდილოეთში გახიზნა ომის თავიდან აცილებაში დაინტერესებული არ იყო, პირიქით უნდოდა.

4. 7 აგვისტოს რუსეთის მხრივ მდგომარეობის ესკალაციის და ომის საშიშროების გაღრმავების წინაშე მდგომმა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა, რის სანაცვლოდაც ის მათ დიდ ახალ დათმობას სთავაზობდა - საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიასა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას დაუმატა ავტონომიის გარანტად რუსეთის სახელმწიფოს აღიარებას.იმ მდგომარეობით სეპარატისტული განწყობების მატარებელთათვის დიდი პლიუსი იყო, ოსეთს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი პრეზიდენტი ოპოზიციის მუდმივი საკბილო გახდებოდა ცხვრის მგლისთვის მიბარებისთვის, მაგრამ სეპარატისტებს ეს ვარიანტიც არ განუხილავთ, დარწმუნებული ვართ რუსეთის დრძანებით.
რუსეთს ხომ გაცილებით დიდ ნადავლზე იყო საომრად წამოსულიდა და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე. შამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამ გეგმის შეჩერება, მაგრამ რუსეთის სცენარი მისთვის საკუთარ მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ქართველები, ვითვალისწინებთ რა იმ სიტუაციის სირთულესა და მრავალპლანიანობას, რომელშიც აღმმოცნდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ოსური მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, არ აღიქვამს ოსებს როგორც მტერსა და მოღალატეს. რის დამადადტურებელი უამრავი სიმპტომი შეიძლება დასახელდეს, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, თბილისის ინტერნეტ ფორუმს. Iნტერნეტ ფორუმი თავისი არსით არის მაქსიმალურად თავისუფალი, უცენზურო კონტრასტული და კატეგორიული. თბილისის ფორუმში ომის მსვლელობისას და ომის შემდეგ დღეში პოლიტიკის განყოფილებაში დაახლოებით 20 ახალი თემა რეგისტრირდება. Aმ თემების ავტორები და მოკამათეები (დღეში დაახლოებით 2000 ინკოგნიტო ადამიანი, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ფსევდონიმი-ავატარის რეპუტაციის გაფრთხი ების სურვილით შემოიფარგლება) ძალიან კორექტულები არიან ოსების მიმართ, მაშინ როდესაც რუსების მიმართ თავის უკიდურეს აღშფოთებას ფორუმის სპეციფიკის შესაბამისად, უკიდურესად აგრესიულად გამოხატავენ.ოსების თემას ფორუმში შეეხო რამდენიმე თემა, რომელთა ძირითადი გეზი სამხრეთ ოსეთის რუსეთის მოქალაქე ოსების ფსიქოლგიური და სოციალური სურათის გამოკვეთა შეეხებოდა.მიუხედავად იმისა რომ ომის დროსა და ომის შემდეგ თბილისის ინტერნეტ ფორუმში დღეში 40-60 ახალი თემა იხსნებოდა და უამრავი ადამიანი მონაწილეობდა დისკუსიებში, ანტიოსური განწყობა ფაქტიურად არ გამოჩენილა. Mჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე ისტორიაა, ეს თავშეკავება ოსების მიმართ არის ყველაზე გულწრფელი დადასტურება ქართველთა მზადყოფნის, ერთობლივ სახელმწიფოში იცხოვრონ ოსებთან და აფხაზებთან.

Friday, September 19, 2008

თამადა


გუშინ მარტვილის რაიონის სოფელ ნახარებაოში ვიყავი.
ჩემი ნათესავის გელა ჭედიას ორმოცზე.
გელა სამხედრო იყო, 26 წლის ასაკში მაიორიც გამხდარიყო. მოვლილი ჰქონდა კოსოვო და ერაყი.
ცხინვალთან დაიღუპა ბრძოლაში.

გასვენებაში ვერ წავედი, საქართველო მაშინ შუაზე იყო გადაკეტილი.
თბილისიდან მარტვილში მეორე ცდაზე, წალკის გავლით ჩაასვენეს ძმებმა, რომლებიც მისთან ერთად იბრძოდნენ.

გელას ორმოცზე მისი სამხედრო თანამებრძოლები, დაახლოებით 50 კაცამდე იყო ჩასული. სამხედრო ფორმებით, ჰაილუქს ტოიოტებით.
ორმოცის სუფრა ეზოში დიდ სეფაში იყო, დაახლოებით 200 კაცზე.
გელას მამის თხოვნით თამადობა ერთ კაცს, მურმანს დაევალა.
თამადა მართალია დაბალი იყო და მისი ხმა 200 კაცისთვის საკმარისი იმპერატივი არ იყო, მაინც ახერხებდა სუფრის სრული ყურადღების მიპყრობას.
კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ზომიერად პათეტიური, ტრადიციულიც და ინდივიდუალისტურიც.
სუფრის მთავარი ადრესატი და აუდიტორია და სტუმარიც გელას სამხედრო მეგობრები იყვნენ.
თამადამ მათ ბევრი საქებარი და მოსაფერებელი სიტყვა უთხრა, არც პატრიოტული ცეცხლი და კატეგორიულობა დაკლებია მის სიტყვებს და ..
თამადამ წინასწარი შესავლით, ვეფხისა და მოყმის ქვეყანა ვართო და .. მტრის დაღუპულების მოსახლენებელი შესვა. ოსების, რუსები არ უხსენებია.
აზუზუნებული სუფრა გაისუსა, ყველამ ჯარისკაცებისკენ გააპარა თვალები.

წამოდგნენ, შესვეს.


ყველა წამოდგა :არასამხედროები, დამხვედრები, სტუმრები, ერთი ორი გაბრაზებული შეძახილი გაისმა დაახლოებით ასეთი "მე ჩვენებს ვუდგები ფეხზე, თამადის გასაგონად ვამბობო, ამან დაგვღუპა, კიდევ ისენი უნდა გვაცოდებოდნენო?"
გელა ჭედიას ოჯახში, 40-ის სუფრაზე, გელას მშობლების, გელას ცოლის, წლინახევრის ლუკასა და 3 თვის ლანას, თანამებრძოლი ძმებისა და 50 მდე თანამებრძოლის სუფრაზე ეს სადღეგრძელო, დაღუპული ოსების მოსახსენებელი სადღეგრძელო ფეხზე ამდგარი დაილია.

Monday, August 25, 2008

სიმბოლური არა, ნამდვილი ომი იყო!

ეს პოსტი 17 მარტს დამიწერია.



< არსებობს თუ არა სიმბოლური ომი?



რუსებს ერთი სული აქვთ საქართველო ომში ჩაითრიონ, აფხაზები გააწყვეტინონ, ბოლო ეტაპზე საქართველო დაამარცხონ და მერე აფხაზების გადარჩენილი ნაწილის სახელით აფხაზეთი რუსეთს შეუერთონ.

თუ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო რაც რუსეთთან აფხაზეთის მიერთების ტოლფასია და საქართველომ ამაზე პასუხი არ გასცა, საქართველოს სამუდამოდ დაეკეტება აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ენერგომატარებლების მფლობელია.

საქართველოს დარჩება აფხაზეთის დაბრუნების უფლება თუ საქართველო რუსეთის ანექსიას შეეწინააღმდეგება. წინააღმდეგობის ფორმები ბევრი არ არის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ბერკეტები არ გვაქვს, ერთადერთი გზა სამხედრო გზა რჩება.

ანუ შეიკრა მანკიერი წრე. რუსეთს უნდა ქართველებმა ომი დაიწყონ, აფხაზები დახოცონ და ომი მოუგონ ქართველებს რაც შეიძლება ცოტა ცოტა ცოცხალი აფხაზით. თუ არ იომებ და რუსეთი აფხაზეთს სამუდამოდ გაიპრავებს, მომავალში, ხელსაყრელ დროსაც კი ვერ დაიბრუნებ აფხაზეთს. არსებობს თუ არა სიმბოლური ომი? პირველ მსოფლიო ომს ერქვა "ომი რომ დაამთავრო ყველა ომი".

შეიძლება იომო იმ განწყობით რომ ეს ომი გამარჯვებისთვის კი არ გინდა, არამედ გინდა არგუმენტად დაუტოვო შთამომავლობას?>


ახლა, 25 agvistos გადავხედე.
ჩემი პროგნოზი, თუ გეგმა დიდი თუ მცირე ცდომილებებით გამართლდა.


გამოვიცანი რომ:
-ომი შედგა.
-ომი ისე დამთავრდა, როგორც ეს რუსეთს უნდოდა.
-ისტორიას გადაეცა რომ ქართული სეპარატისტული რეგიონები საქართველოს რუსეთმა წაართვა.


ვერ გამოვიცანი რომ:

-ომი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობამდე მოხდა და არა შემდეგ.
-აფხაზეთამდე არ მიგვიშვეს, ოსეთში შედგა.
-ომი სიმბოლური არ აღმოჩნდა, ნამდვილი იყო.
-ქართულმა ჯარმა დაამტკიცა რომ შესწევს სეპარატისტების დამორჩილების ძალა, 1 დღეში გააკონტროლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%. დაამარცხა სეპარატისტების, ჩრდილოელი მოხალისეების და კაზაკების ერთობლივი ჯარი (ესეც ისტორიის ყულაბაში) .
-რუსეთს გამარჯვებისათვის მოუწია არა ფარული, არამედ ნამდვილი რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღება (ესეც ისტორიის ყულაბაში).

მოკლედ რა მინდა ვთქვა,
თუ ვივარაუდო,

დღეს საქართველოს მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მე უფრო რეალური მეჩვენება ვიდრე ეს 17 მარტს მეგონა. მაშინ ხომ მხოლოდ ისტორიაში ჩასაწერ სიმბოლურ ომზე ვლაპარაკობდი და არ წარმომედგინა რომ ოდესმე მთელი მსოფლიო იტყოდა "რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ არის, ის საერთაშორისო ძალებით უნდა შეიცვალოს და მთელმა მსოფლიომ უნდა შევეცადოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღდგეს"-ო, რა ვქნა, ვერც ვიოცნებებდი.

Thursday, August 14, 2008

გელა ჭედია


gigas, qetis, mariams, nikas da mesames!‏
From: gela tchedia (gelatchedia@yahoo.com)


Sent: Monday, March 05, 2007 2:47:00 PM
To: gigagel@hotmail.com

gelenidzeebisgan salami!

rogor xart, xom kargad? bavshvebi rogor arian? chven kvelani kargad vart, aqats da sopelshits. qetis mogvianebit ulotsavt dedis dges da damdeg 8-marts!!! bavshvebi dagvikotsnet!!!

ეს ბიჭი (ჩემთვის ბიჭი იყო, სანამ ცოცხალი იყო, ჩემზე 12 წლით უმცროსი)
ეს კაცი, დღეს ჩემთვის გმირი ჩემი სისხლით ნათესავი გელა ჭედია აღარა მყავს.

მომიკლეს.

მოუკლეს თავის ცოლსა და წლინახევრისა და სამი თვის შვილებს, დედ-მამას, ძმებს, რომლებთანაც ერთად იბრძოდა და რომელთაგან უმცროსმა, თავად დაჭრილმა 4 კილომეტრი ზურგით ატარა აგონიური სუნთქვებით კისერში.
გელა მარტვილის რაიონში უნდა დაესაფლავებინათ გუშინ და დღეს უკვე მეორედ გამოაბრუნეს გორის გზიდან რუსებმა. ახლაც ელიან გზის გახსნას.

გუშინწინ ღამე, დაახლოებით 3 საათზე ნაძალადევში გელას სახლის პაწაწინა ეზოში შესანდობარის სათქმელად გაშლილ სუფრასთან მამამისს ვეკამათე.


უაზრო ომს შეეწირა ჩემი შვილიო, უაზროდ მოკვდაო, ვიღაცის ამბიციებს გადაყვაო.

მე ასე არ ვთვლი.
დრო შეაფასებს ჩემზე ზუსტად,
მაგრამ დღეს მე მგონია, რომ რუსეთ საქართველოს ომში ახალი საქართველო დაიბადა, სხვა საქართველო, გაცილებით ძლიერი და მართალი, რუსეთისათვის უძღები შვილის დამღისაგან საბოლოოდ გათავისუფლებული, ვაჟკაცური და ავტორიტეტიანი.
ღმერთმა ქნას 200 წლის შემდეგ პატარა ლუკასა და ლანას შთამომავლებს ძმაკაცები სიამაყით მიეყვანოთ გელას საფლავზე - ეს კაცი ჩვენი ბაბუისბაბუისბაბუა იმ ომში მოკლეს, რომლის შემდეგ საქართველო საბოლოოდ წამოდგაო.
ვუბერავ??

ვნახოთ!!

Wednesday, August 13, 2008

ომი



13 დღეა ინტერნეტში არ შემომიხედავს.

ბოლო 4 დღეა (ახლაღა გადავთვალე თითებზე) საქართველომ სამამულო ომი მოასწრო.

ომი დამთავრდა, ოკუპაცია გრძელდება.
დამპყრობმა მეფემ ბრძანა - ომი დამთავრდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვინც გაგიწევთ მაშინვე უნუჩტოჟწე-ო.

რამდენიმე პოსტის სათაური ამომიტივტივდა.

ეხლა ყველა აღარ მახსოვს, შევეცდები დავიხსენო.

მაშ ასე, მომავალი პოსტების სათაურები (ძირითადი თემები):

..ჩემი სახელმწიფო იბადება, დიდი ჭინთვებით და ტანჯვით, მაგრამ იბადება.

..ვაშა! დიდი ერები კლუბში შევდივართ - ზეიმპერიამ პირდაპირი მტრობის ღირსად გაგვხადა.

..ვაშა! ისტორიულ-ილუზორული კლიშე რომელიც ყველა რუსს ნათხემში ეჯდა - ქართველები ჩვენთვის უნდა ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მუდმივად ნიჭიერი მადლობები გვიხადონ გადარჩენისთვის-ო
გაცამტვერდა.

..აღარ ვართ ვალდებულები, თავისუფლები ვართ!

..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების დამორჩილება.


..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+რუსების შეიარაღების+ კონსულტანტ-მინისტრ გენერლების დამარცხება.
..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+ჩრდილოკავკასიელი მოხალისე ბოევიკების დამორჩილება.
..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+რუსული ზემომზადებული სპეცჯგუფების დამორჩილება.
..ვაი!
საქართველოს არ შეძლებია რუსეთის არმიის დამარცხება.
თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცოდით.

..რატომ გაგვიბედეს?

Friday, May 30, 2008

წესიერი ქვეყანა


ჩემი მეგობარი მიშას ხსენებაზე წითლდება, იფოფრება და ავტომატივით აყრის; გიჟი, სულელი, გადარეული.

ლესელიძიდანაა.

გაეკიდები ხელზე საკოცნელად მეთქი, ვეუბნები ხოლმე გასაღიზიანებლად.

აბა ბიჭო, მეტი საქმე არა მაქვს მე მაგას გავეკიდოო.


არ წარმოუდგენია აფხაზეთში დაბრუნება.
მიაჩნია, რომ რაც ხელისუფლების მიერ კეთდება, მისთვის არ კეთდება, მისი მიზნის - სახლში დაბრუნებისათვის არ კეთდება.

მე კი პირიქით მგონია

საქართველოში რაც კეთდება ხელისუფლების მიერ, კეთდება ერთი მიზნით აფხაზეთში დასაბრუნებლად.

დიახ ყველაფერი!

საქართველო უნდა გახდეს წესიერი ქვეყანა.

პრეზიდენტი 2003 წლიდან მოყოლებული ერთს თხოულობს საკუთარი მოსახლეობისაგან - წესიერებას.
შანსს არ უშვებს რომ შეაქოს ხალხი ორგანიზებულობისა და წესიერების მცირე გამოვლინებისათვის.

მხოლოდ წესიერ საქართველოს გაუჩნდება მიზიდულობა აფხაზებისა და ოსებისათვის.

ისე, როგორც ჩვენ გვიზიდავს წესიერი ევროპა, წესიერ საქართველოც გაუჩნდება გულშემატკივრები და თეთრად, თუნდაც შავად მოშურნეები.

საქართველომ წესიერებით, დემოკრატიულობით, პროფესიონალიზმითა და სამართლიანი შიდა კონკურენციით უნდა აჯობოს რუსეთს, და არა სიმდიდრითა და სამხედრო ძალით.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი თანხა გაიღოს აფხაზეთისათვის, რასაც გაიღებს რუსეთი.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი ტანკი და თვითმფრინავი იქინიოს, რაც რუსეთს აქვს.

საქართველოს შანსი წესიერი ქვეყნის შექმნაშია.

და პირიქით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მითიურ დამოუკიდებლობაზე უარი თქვეს, საქართველოსთვის მთავარი წინააღმდეგობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან მისი უწესობა, ანარქიულობა და წინასწარგანუსაზღვრებლობაა.

ჩვენ მძიმედ, ნელა, ზიგზაგებით, მაგრამ მაინც მივდივართ წესიერი ქვეყნისაკენ. ეს სვლა ძალიან შენელდა 2007 წლის ნოემბრის აქციებით, მაგრამ მტერი უარესსაც გეგმავდა .
-საქართველოს უწესობის კი არა, ანარქიის ჭაობში უპირებდა ჩახრჩობას. არ გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ.

ხელისუფლების მიერ ყველაფერი წესიერი საქართველოსათვის კეთდება. წესიერი ქვეყნის აშენების მიზნით გადაიმტერა, შეგნებულად გადაიმტერა თავისი მოქალაქეები: ყოფილი პოლიციელები, მებაჟეები, გარე მოვაჭრეები, გარაჟ-ლოჯიების მფლობელები, კორუფციული ბიზნესის მფლობელები, პრივილეგირებული კრინინალები.

ეს არის ომი.
ეს არის ომი საქართველოდ გასაერთიანებლად. უსისხლო ომი, სისხლიანი ომის რაციონალური ალტერნატივა.
ამ ომში კარგი ადამიანები არ კვდებიან, ამ ომში საეჭვო ადამიანები საეჭვო ქონებას და საეჭვო თავფისუფლებას კარგავენ.
უსამართლობები ხდება?
ხდება! გეთანხმები.
ადამიანები კვდებიან?
არა! არც ქართველი, არც აფხაზი და არც ოსი ა დ ა მ ია ნ ე ბ ი არ კვდებიან!

ამ სტრატეგიამ ყინულში ბზარები უკვე გააჩინა – სანაკოევს წარმოიდგენდით ადრე?
შეგიძლია წარმოიდგინო, რას ეტყვის სანაკოევი უბრალო ოს გლეხს სადღაც ჯავაში თავის აზრზე გადმოსაყვანად?

Tuesday, May 13, 2008

აფხაზებისთვის პატრიოტიზმის დრო დადგა


აფხაზები მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგანან.

სიტყვა გადაწყვეტილება ნიშნავს რაღაცის შეცვლას.

უცვლელად დატოვებას გადაწყვეტილება არ ჭირდება.

დილემა არის არჩევანი ორ ცუდ ვარიანტს შორის. რუსეთი თუ ქართველო?

იქნებ სულაც საქართველო აფხაზებისათვის ნაკლებად ცუდი კი არა, კარგი არჩევანი გამოდგეს.


აწყობილ, ძლიერ ქვეყანაში შეიძლება რამდენიმე თაობამ ისე გაიაროს რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პატრიოტიზმის გარეშე იცხოვროს.

მაგრამ განსაცდელში მყოფი ქვეყნების ცხოვრებაში არის სიტუაციები როცა ხალხის წინაშე დგება გადამწყვეტი წუთი, როცა სწორედ ხალხმა უნდა იმოქმედოს არა მერკანტილური არამედ პატრიოტული, შთამომავლობაზე და არა დღევანდელ დღეზე გათვლილი ქმედებებით.

დღეს აფზეთის მთავრობის სათქმელი პოლიტიკაში ერთ ღერძზეა აგებული - კარგია ის, რაც ცუდია საქართველოსათვის.

საქართველოსათვის ცუდია აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

საქართველოსათვის ცუდია აფხაზთა მხარეზე რუს-კაზაკებისა და ჩრდილოეთ კავკასიელების ბრძოლა ქართველთა წინააღმდეგ.

საქართველოსათვის ცუდია აფხაზებმა უარი თქვან დამოუკიდებლობაზე საქართველოს შემადგენლობაში და მოინდომონ კეთილდღეობა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ რუსეთის შემადგენლობაში.

საქართველოსთვის ცუდია აფხაზებს იმდენად ეშინოდეთ ქართველების, რომ უარი თქვან დამოუკიდებლობაზე საქართველოსთან ერთად და მოინდომონ გადარჩენა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ რუსეთის შემადგენლობაში.


არის თუ არა ეს აფხაზი ხალხის სათქმელიც?


დღევანდელი აფხაზეთის ხელმძღვანელობას თავისი ხალხი ინერციით მიჰყავს დაკნინებისა და ასიმილაციისაკენ.

მათი დაგეგმილი აფხაზეთი არის რუს ბიზნესმენთა კლანჭებში გატრუნული, რეალურ ძალას მოკლებული ანკლავი მსუბუქი, სიმბოლური ავტონომიურობით. მდიდარი, კორუმპირებული მთავრობითა და რუსული ბიზნეს (საკურორტო) სივრცით.


ანუ თუ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გააგრძელებს ძირითად, ანტიქართულ კურსს, შედეგად აფხაზი ხალხი მიიღებს:


სიმბოლურ ავტონომიას რუსეთის შემადგენლობაში.


აფხაზეთსა და რუსეთს ერთმანეთში არცერთ საკითხში არ ექნებათ პარიტეტი.

აფხაზეთი შევა რუსეთის შემადგენლობაში რუსეთის მიერ სამადლოდ გადარჩენილის სტატუსით და ეს სტატუსი დაახრჩობს მახ ისე, როგორც იხრჩობოდა საქართველო რუსეთის იმპერიაში 200 წელი.

ეკონომიური ბერკეტები გადავა რუსეთისა და რუსების ხელში.

აფხაზები ვერ გააკონტროლებენ იმიგრაციას.

დემოგრაფლი ბალანსი აფხაზებისათვის კატასტროფიულად შეიცვლება რუსების, კაზაკებისა და ჩრდილო კავკასიელების სასარგებლოდ. თანაც ეს ახალმოსახლეები მოვლენ განმანთავისუფლებლის სტატუსით, დიდი პოლიტიკური და საყოფაცხოვრებო ამბიციებით.

აფხაზებს კარიერაში წარმატებისათვის მოუწევთ რუსული პოლიტიკისადმი ერთგულების მუდმივი დემონსტრიბა.

რუსული პოლიტიკიდმი ერთგულება ჩინოვნიკებს მისცემს ხელშეუხებლობის გარანტიებს რაც მთავრობაში კორუფციას ააყვავებს.

ამ რეალურ საშიშროებას აფხაზეთი შეიძლება აცდეს თუ
დათანხმდება საქართველოსთან ერთობლივი ხელმწიფოს შექმნას.

Sunday, May 11, 2008

აფხაზებისთვის სათქმელი



ჩვენთან, და ალბათ ყველგან პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებისას გაგიგით ალბათ მოხერხებული სლოგანი "გაიხსენე ნამდვილი ...(შამპანურის, ძეხვის, ..) გემო"
ამით ჩვენ, ჰომო სოვეტიკუსები მივტირივართ უდარდელ და ჩარჩოებსა და ნორმებში მოქცეულ ცხოვრებას.

როცა ეროვნებათშორისი ურთიერთობების ჯერი დგება ასევე გულწრფელი სინანულით ვიხსენებთ როგორი უპრობლემო ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან, თბილისელმა კაცმა რამდენიმე ენა იცოდა თავის მეგობრებთან სასაუბროდ.

შეიძლება შეიქმნას ილუზია რომ ქართველებს საქართველოს სახელმწიფოში აფხაზებისა და ოსებისათვის ისევ ის ურთიერთობები აქვთ მიზნად, რომელიც ჩვენ უკვე გვქონდა.
მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენს მახსოვრობაში არ არის ისეთი ურთიერთობები, როგორიც საქართველოს სახელმწიფოში ქართველებს, აფხაზებხა და ოსებს შორის იყო. არც ის გამოგვიცდია თუ როგორი ურთიერთობები უნდა იყოს ჩვენს შორის არა ფეოდალურ, სოციალისტურ არამედ მომავლის სამართლიან, კონკურენტულ სახელმწიფოში.

ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა სრულიად ახალი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ.

თანასწორი, ურთიერთ პატივისცემაზე და არა ურთიერთ შიშზე დამყარებული. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ისტორია, ფოლკლორი და ტრადიციები.

უნდა ვისწავლოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღება ერთმანეთზე.

უნდა დავემშვიდობოთ ძველი ურთიერთობის ნალექს, რომ თითქოს ჩვენი ერთადყოფნა მხოლოდ იმპერიული ჟანდარმერია-მილიციის შიშით იყო მშვიდობიანი.

2008 წლის გაზაფხულის ეს პრესინგი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს მათი სურვილის მიუხედავად დაატყდა თავს მთლიანად რუსეთის მიერაა დაგეგმილი კალენდარში განლაგებული და განხორციელებული.

რუსეთის ბოლო დროინდელი სამხედრო მარშები ერთ მიზანს ისავს, პროვოციროს აფხაზეთი ახალი ომისაკენ იმ "გარანტიით", რომ რუსეთი მათ დაიცავს. არადა თუ საქართველო სამხედრო ქმედებებს დაიწყებს
დამაზიანებელი ეფექტი ამ ომს უფრო დიდი ექნება ვიდრე წინას და მსხვერპლი უფრო დიდი ექნება.

ილუზია, რომ რუსეთი ყველა აფხაზს დაიცავს და ომი ქართველებსა და რუსებს შორის იქნება თანაც გალის ტერიტორიაზე შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს აფხაზებისათვის. შეიძლება ქართველებისათვისაც, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმებით.

თუ აფხაზებისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს მებრძოლი მამაკაცების დიდი ოდენობის დაღუპვა, საქართველოსათვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ომის წაგება.

შესაბამისად ომის განახლების შემთხვევაში საქართველოს წარმატებისათვის დარჩება მხოლოდ რუსეთის გზა. გზა რომელიც წარმატებით გამოიყენა რუსეთმა ჩეჩნების მიმართ.

სრული, ტოტალური ნგრევა და გენოციდი რომლის შედეგად ჩეჩნურ საზოგადოებაში გაჩნდა კაპიტულანტიზმი, თვითგადარჩენის მოთხოვნილება - თუნდაც რუსეთის შემადგენლობაში.


ჩვენ შევიცვალეთ.

დამარცხებამ უფრო კრიტიკულები და პრინციპულები გაგვხადა.

ქართული საზოგადოება დღეს, როგორც არასდროს მობილიზებულია ძალმომრეობის წინააღმდეგ. 2003, 2004 (ბათუმის) წლისა და 2007-2008 წლის პოლიტიკურმა ბატალიებმა, რომელიც მიმდინარეობდა ათიათასობით განრისხებული მომიტინგის მღელვარებით, კვირების ხანგრძლივობით, უწყვეტად დღეღამის განმავლობაში, ჩაიარა არათუ უმსხვერპლოდ, ერთი ვიტრინაც კი არ ჩამსხვრეულა თბულისსა და ბათუმში.

ქართული საზოგადოება არ აძლევს მთავრობას შეკვეთას გაანადგუროს აფხაზები და ოსები და შექმნას უნიტარული სახელმწიფო.

აფხაზეთმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე.

დეფაქტო მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ მიიღონ მიიღონ ადგილი რუსეთის ფედერაციაში.
რას ნიშნავხ ეს, დათმო დამოუკიდებლობის იდეალი,
რასაც ბევრი ბევრმა ახალგაზრდამ თავი შეგნებულად შესწირა, რასაც წლების თუ ათწლეულების განმავლობაში გეგმავდა და ოცნებობდა აფხაზთა დიდი ნაწილი?

რა მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ ცალცალკე ვართ?

საქმე არ არის იმაში კვლავაც შეუღებავი არის თუ არა სასტუმრო "აბხაზია" და დანგრეულია თუ არა "დიოსკურია", ამას ეშველება. შეიღებება, ასფალტიც დაიგება, ტურისტიც ჩამოვა და ციტრუსებიც უკეთესად გაიყიდება. მე მგონი პირიქით იქნება, რაც უფრო წარმატებული იქნება ეკონომიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მით ნაკლები იქნება ამ ტერიტორიაზე.. აფხაზეთი.

გაგრძელდება რუსული კაპიტალისა და მოსახლეობის მიგრაცია უკვე არა დაგეგმილი სოციალიზმის, არამედ კაპიტალიზმის პირობებში.

აფზეთისაგან დარჩება რუსეთის სარეკლამო თეზა მტრისგან გადარჩენილი პატარა თავისუფლებისმოყვარე ერზე რომელიც რუსეთს როგორც ტურისტულ-ჰეროიკულ ქვეყანას წარმოაჩენს. დარჩება ერთი-ორი ფოლკლორული ანსამბლი რესტორნის სტუმართათვის დროის მოკლე მონაკვეთში აფხაზეთში აფხაზებს იგივე როლი ექნებათ რაც ტაიტზე ტაიტელებს და ჰავაიზე ჰავაელებს– რესტორნების ფოლკლორულ-ეგზოტიკური გამრთობების.






ნუ გაიხსენებთ ნურც ქართველებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნურც რუსეთთან პატრონაჟულ ურთიერთობას კომუნისტების დროს.

ეს არ განმეორდება.

ქართველები მომავალში თანასწორ უფლებიან, ფართო ავტონომიური პოლიტიკური უფლებებით ცხოვრებას გპირდებით.

რუსეთი კი არასოდეს იქნება რსფსრ რომელიც გახსოვთ. შოვინიზმ იმპერიალიზმზე დამყნობილი რუსული კაპიტალი კი ყველგან გულმოდგინედ წაშლის ყველაფერს აფხაზურს რაც ღირებულია პოლიტიკაში.

თქვენ ქართველების გულის გასახეთქად გადამთიელებს ეპატიჟებით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. საკუთარ თავზე თუ ფიქრობთ. ეგ კაზაკები და სხვები თქვენი, ჩვენი ერთობლივი მიწის სამუდამოდ დასაპატრონებლად და თავისი გავლენის გასაძლიერებლად ჩამოვლენ. ხომ არ გონიათ რომ მათი ექსპანსიისაგან რუსული დემოკრატიული მედია დაგიცავთ?


ნუ გეშინიათ ქართველების, ნუ გადაიჩეხებით ხევში ქართველების ჯინაზე, ქართველების გასაბრაზებლად..

იფიქრეთ აფხაზეთის როგორც ქვეყნის და აფხაზების როგორც ერის პერსპექტივებზე.


საქართველო ვერ იქნება, ვერასდროს ვერ იქნება ძლიერი და წარმატებული აფხაზების გარეშე.
საქართველოს ჭირდება აფხაზური საზოგადოების დახმარება და არა მოსახლეობის იმ ნაწილის რომელიც შეიძლება ჩეჩნების მსგავსად, თვითგადარჩენის ინსტიქტით ომით გადაღლილი წამოვა დათმობაზე.

მას შემდეგ რაც აფხაზებმა დამოუკიდებლობაზე უარი თქვით, ჩვენ დათმობა აღარ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება თქვენი აწონ-დაწონიოლი პასუხი. აფხაზეთისთვის საერთო სახელმწიფო თანაბარუფლებიან ქართველებთან უკეთესია თუ იმპერიულ რუსეთთან?

Tuesday, April 29, 2008

მე და იმედია შენც




ისევ "ცხელი შოკოლადი"

ახალი ნომერი მივიღე, გამოწერილი მაქვს.

ჩემს ერთერთ წინა პოსტში გამოთქმული ჩემი პროგნოზი, ეს კარგი კაცი - მარკ მალენი მომავალ ანალიზს საქართველოს შესახებ ალბათ 5 წლის შემდეგ დაგვიწერს მეთქი, არ გამართლდა, აპრილის "ცხელ შოკოლადში" მისი ახალი სტატიაა "მიშას შემდეგ".

დღევანდელი სტატია უფრო კატეგორიული, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი ჭკვიანი კაცის ნაწერია.

ბედნიერი ვიქნები ისეთ ქვეყანაში, ისეთ საქართველოში მომიწიოს ოდესმე ცხოვრება, რომელშიც ამ სტატიას სრულად დავეთანხმები.

ამ ანალიზში ბევრი რაციონალური და ლოგიკური წერია, ბევრ რამეს მეც უპირობოდ დავთანხმებოდი.

მაგრამ..

ჩემსა და მარკ მალენის მოსაზრებებს შორის ერთი პრინციპული სხვაობაა.

მისი სასურველი, საგულშემატკივრო საქართველო დემოკრატიის ოაზისია დედამიწის ამ ჭრელ რეგიონში. მისთვის დიდი სხვაობა არ არის ეს დემოკრატიის ოაზისი საქართველოს ფორმის იქნება თუ ვაშლის ნაჭამის. ანუ იმ ფორმის, რაც რჩება საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.

ჩემთვის და იმედია შენთვისაც

ქართველო საქართველოა.

მე ამ საერთო მიწისათვის საკუთარი სიცოცხლე გავრისკე. მე და იმედია შენც, დავთმობთ კომფორტს, ამბიციებს, პირად კეთილდღეობას, იქნებ ჯანმრთელობასა და ღმერთმა ნუ ქნას, სიცოცხლესაც რომ

საქართველო ისეთი ფორმის იყოს, როგორიც საქართველოა.

დღეს საქართველო, რომელიც ღირსებას იბრუნებს და ტალახში სახით ჩამხობილი მდგომარეობიდან წამოდგომას ცდილობს, მას ხელ-ფეხში ჩაფრენილი ხაფანგები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოკალათებული სეპარატისტულ-იმპერიული ხაფანგები უფრო და უფრო უჭერს და ისევ ქვემოთ ექაჩება.

ჩემი სურვილია ქართველებმა აიღონ
ისეთივე პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი ქვეყნის წინაპრებისა და შთამომავალთა წინაშე, როგორიც აქვთ ებრაელებს, სომხებს თუნდაც მარკ მალენის თანამოქალაქეებს - ამერიკელებს.

Saturday, April 26, 2008

ესეც მეცხრე მეთქი


აფხაზეთის ერთერთ ბრძოლას 15 დან 9 გადავურჩით. 6 მოკლეს.

ამ ცხრა გადარჩენილთაგან 2-ნი ექიმები ვართ, რეანიმატოლოგი და ქირურგი (უაღრესად კეთილშობილური სადო-მაზოხისტური პროფესიები).

ერთი უმუშევარია. მე მგონი არც ეძებს საქმეს.

ერთი, ზურა სარქისოვი, რომელმაც აშკარა სიკვდილს გადამარჩინა, ჩვენი მაშინდელი კამბატი (თუ კაპიტანი) ელიავას ბაზრობაზე ვაჭრობს. ძველი სახლი საბურთალოზე გაყიდა და გარეუბანში გადავიდა.

2-ნი თბილისში ნარკოტიკებს შეეწირნენ. მეშვიდე და მერვე.

ერთს, მეორის სიკვდილი რომ ვერ შევატყობინე (მობილურს აღარ ხმარობს), გასვენების დღეს, დილით სახლში მივაკითხე. შეწუხებულმა დედამისმა მითხრა დღეს დილით სადაც გავიდა, დათვრა და დაიძინა. ვერ გავაღვიძებ, თორემ ყვირილს დაიწყებს და მერე ისევ უნდა დათვრესო. ჯერ დილის 10 საათი იყო. ესეც მეცხრე მეთქი, გავიფიქრე.



დანარჩენი 2-ის შესახებ არაფერი ვიცი. აფხაზეთის შემდეგ აღარ შევხვედრილვართ და სახეზეც ვეღარ ვიცნობ.

Tuesday, April 22, 2008

ყოჩაღ!




დღეს 21 აპრილია

ბაგაფშის მიერ ქართველებისათვის მიცემული ულტიმატივი - 24 საათში დატოვეთ კოდორი და ზუგდიდის შემოგარენი თორემ ომით გაგყრითო, ესესაა ძალაში შევიდა.



რუსეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადა აფხაზათთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობა უნდა დავამყაროო და ამით სეპარატისტების ფაქტიური აღიარება დაიწყო.

რუსულმა სუ-მ თუ მიგ-მა აფხაზეთში ქართული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამ დროს თბილისი წინაარჩევნო ტაშფანდურშია. რესპუბლიკელების ლიდერი თინა ხიდაშელი პრესკონფერენციას იწვევს და აპროტესტებს მეტრო "გოცირიძის" თავზე დაწყებულ მშენებლობას და უფრო ადრე ამ ადგილას შუშის "სახინკლაოს" დანგრევას. დღესვე კანცელარიის უკან ახალგაზრდა აქტივისტები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ სისხლიანი ტირანი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ოპოზიცია იგივე ტაქტიკას მიმართავს, რასაც კვიციანის კრიზისის დროს - წინასწარ ყველა უბედურებაში სააკაშვილი დაადანაშაულა და გაისუსა, იქნებ სისხლი დაიღვაროს და ხალხი პრეზიდენტს აუმხედრდესო.

პრინციპულობაც ამას ქვია!
ყოჩაღ!

Tuesday, April 8, 2008

ტელეარხი "მიმინო TV"




დემოკრატია არის ხალხის შეკვეთის შესრულება მთავრობის მიერ.
ხალხი შეკვეთას მთავრობას აძლევს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც დემოკრატიის პირობებში ღებულობს ინფორმაციის სხვადასხვა, განსხვავებული თვალთახედვის მქონე საშუალებიდან.

რუსული საზოგადოება ინფორმაციას ღებულობს რუსული არხებიდან. რუსულ არხებს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ არაერთხელ იქნენ მხილებულნი მთავრობისადმი მაამელობასა და მიკერძოებულობაში შეუძლიათ და ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებენ კიდევაც მაყურებელთა მოტყუებას და ზომბირებას.


რუსულ არხებზე დაყრდნობით რუსეთში ჩამოყალიბებულია ხალხის შეკვეთა - დაისაჯოს უმადური საქართველო, რომელიც რუსებმა გადაარჩინეს და ახლა აფხაზეთის დათმობაც კი არ უნდათ.

სტერეოტიპებს რომ შევეშვათ, ყოველდღიური სიახლეები რუსულ არხებზე აუცილებლად ტრანსფორმირდება რუსეთის ძირითადი პოლიტიკური კურსის შესაბამისად.

რუსული საზოგადოება მოკლებულია მოვლენების გვერდიდან შეფასების საშუალებას. რუსულენოვანი ევრონიუსი, რომელიც ზოგადევროპული სიახლეების კოლაჟებს აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, ამინდს ვერ ქმნის.

რუსული საზოგადოებისათვის უცნობია ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მოსასზრებები, მიზნები და მოტივები.

საქართველო თავის ხმას ვერ აწვდენს აფხაზებსაც. ქართული რადიო აფხაზურ ენაზე რადიოს შესაბამის ეფექტს იძლევა. მაგრამ ეს საკმარისი რა თქმა უნდა არ არის.
ტელეარხი "ალანია" მართალია ანალიტიკური გადაცემების დონეზე არა, მაგრამ სიახლეების ჩვენებით მაინც უკავშირდება ოსურ მოსახლეობას.

ეს უკვე ნაბიჯებია იმ ქსენოფობიის უფსკრულის ამოსავსებად, რაც პოსტკონფლიქტურ პერიოდში გვაქვს.
მაგრამ საკმარისი რა თქმა უნდა არ არის.


ეფექტური შეიძლება იყოს რუსეთზე რუსულად მაუწყებელი ქართული ტელეარხის არსებობა.

ტელეარხი "მიმინო"


მივაწვდინოთ რუსეთის აუდიტორიას რაც მათ უნდათ და აინტერესებს, ხოლო იმ საკითხებში, რომელიც ჩვენს ინტერესებს ეხება ჩვენი პოზიცია გავაცნოთ.
რისი ნახვა უნდა რუსს? რა ნიშა არის აუთვისებელი რუსულ ტელებაზარზე?
სსსრ-ის ნოსტალგია.
საკუთარი სიმაგრისა და სიკარგის ( ხელოვნება, ისტორიული როლი, მეცნიერება, კოსმოსი, სპორტი, ესტრადა, სამხედრო ძალა,) აღიარება.
.
.

Wednesday, March 19, 2008

აგრესიის პანდემია 1991-1993




ქართველებს არა გვაქვს ყველასთვის გასაგები და მარტივი არგუმენტები სეპარატისტების წინააღმდეგ. კოკოითი ამბობს - თქვენ, ქართველებს რომ არ დაგეწყოთ ომი ახლაც ერთად ვიცხოვრებდითო.

გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის ნგრევა მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. იმპერია რომელიც 4 თვის წინ მთელი დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა 6 თვიან გაფიცვას მართავდა, უცებ რეალური დაშლის წინააშე აღმოჩნდა.
მან ყველა რესპუბლიკაში წარმატებით შეძლო ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახლა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ სსრკ რღვევის პარალელურად, ყველა რესპუბლიკის მიერ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვა დროის მოთხოვნა იყო და არა ამბიციური ექსტრემალების აგორებული ტალლღა. საქართველოში განვითარებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლად მართვა წარმოადგენდა, ასევე ბუნებრივი და დროის მოთხოვნით აღმოცენებული მოვლენა იყო. ეს პროცესები არ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგოდ, ის იყო მიმართული იმპერიის წინააღმდეგ.

ანალოგიური პროცესები განვითარდა მონოეთნიკურ ქვეყნებშიც; სომხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ბელორუსში.

ეროვნებათაშორისი ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით ურთულესი ფენომენია და მის ჩამოყალიბებასა და დარეგულირებას განვითარებულ ქვეყნებშიც კი საუკუნეები დასჭირდა. ისტორიას მრავლად ახსოვს შიდა ომები დევნა და რეპრესიები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ბევრი სისხლი, აგრესია, ჩაგვრა და უსამართლობა გადააგორა საუკუნეების განმავლობაში იტალიურ-კორსიკულმა, ესპანურ-ბასკურმა, ინგლისურ-შოტლანდიურმა, ფლანდრიულ-გერმანულმა ურთიერთობებმა სანამ ამ ხალხებმა ის წავლეს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის უფლებების დაცვის საერთო პასუხისმგებლობა.

საქართველოს ქართველთა ბუნებრივი, ისტორიული ტოლერენტობის გათვასწინებით შეეძლო შედარებით მცირე დროში, უმტკივნეულოდ დაერეგულირებინა ურთიერთობები ავტონომიებთან მაგრამ რუსეთმა ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აგვემუშავებინა სახალხო დიპლომატია.

რუსეთმა თითქმის ყველა რესპუბლიკაში სადაც ავტონომიები იყო მოახერხა დაეყენებინა საკითხი ასე, ავტონომიებში რჩება კომუნისტური მმართველობა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, თქვენ რესპუბლიკებმა, ან უარი თქვით დამოუკიდებლობაზე, ან შეეგუეთ თქვენი სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების დაკარგვას. ავტონომიურ რესპუბლიკებში რა თქმა უნდა იყო სიახლის, ახალი უცნობი პოლიტიკური წყობის შიში, მაგრამ იმისათვის რომ ხალხს იარაღი აეღო ხელში და მკვლელობები და ქართველების საცხოვრებლიდან გამოყრა დაეწო რუსეთის წაქეზება დასჭირდა. ფაქტიურად საზღვარი რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის ავტონომიების საზღვრებს დაემთხვა.

საკუთარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ყველა ადამიანის ისტორიული ვალია მთელს მსოფლიოში, და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ბრძოლები წარმართულიყო უსისხლოდ, პოლიტიკურ ჩარჩოებში. გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ..
იმ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი სიმწვავით დადგა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირებული მხარეები უყოყმანოდ, შიდა აზრთა ჭიდილისა და განსჯის გარეშე გადაეშვნენ ძმათამკვლელ როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე ეროვნებათშორის ომებში. ასეთმა შიდა ომებმა 1990-1993 წლებში მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის- პანდემიის (გადამდები დაავადების) სახე მიიღო. მან მოიცვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ აღმოსავლეთი ევროპა და აზია. პოლიტიკური გზით პრობლემის მოგვარება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებისაგან მოითხოვდა ტოლერანტობას, მოთმინებას, დროს და თუნდაც ნაკლებად დრამატული შეცდომების გამოცდილებას, უარყოფილი იქნა არა მხოლოდ კავკასიაში ქართული, აფხაზური, ოსური, რუსული, ჩეჩნური, სომხური, აზერბაიჯანული, არამედ ევროპაშიც მოლდავური, სერბული, ხორვატული, ბოსნიური და სხვა საზოგადოებების მიერ.

ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც შეძლო სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა თავიდან იყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხეთის საზოგადოებაში და მთავრობაში არ გაიმარჯვა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით სამხედრო ქმედებების აზრმა. თუმც საღი აზრისაკენ ჩეხეთის საზოგადოებას რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა; მოპირისპირე მხარეს იდგა მრავალმლიონიანი, თითქმის თანაბარი მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე სლოვაკეთი. ჩეხოსლოვაკეთი დასახელებიდანვე ჩანდა რომ იყო ორი თანაბარუფლებოვანი ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროდ საქართველოს ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა ვერ მოახერხეს ვერ გამოავლინეს სიმწიფის ის ხარისხი, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ ძმათამკვლელი აგრესიის პანდემიას.

ქართული საზოგადოების სისუსტეს რამდენიმე წინაომი განაპირობებდა. შიდაომებს წინ უძღვოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური ომი. ეს ომები იყო ხანგრძლივმომქმედ შედეგებზე კარგად გათვლილი. ამ ომების ერთერთი მიზანი ქართული საზოგადოებრიობის დასუსტება იყო. საზოგადოებას ავტორიტეტები წარმართავენ. სოციალისტურ პერიოდში არსებულ ელიტარული პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია მნიშვნელოვნად წარმართავდა საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი კვლავ საბჭოთა ფილტრში გატარებული ავტორიტეტების ხელში დარჩა. ამას დაემატა 9 აპრილი, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც 18 მოქალაქის, მათ შორის ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

ეს ოპერაცია დღემდე არ დაგმობილა რუსეთის მიერ. ჩვენ მაშინ ვფიქრობდით რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გმობს 9 აპრილს ჯარის მოქმედებას, თვლიდა რომ ეს მძიმე შეცდომა იყო და ნანობდა, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთმა ამ სამხედრო ოპერაციით დაგეგმა არამარტო მოედნის გათავისუფლება და პოლტიკურად აქტიური ხალხის დაშინება, არამედ მთელი მოსახლეობის პოლიტიკური რადიკალიზაცია, რევანშის იდეით დამუხტვა და შესაბამისად პოლიტიკური წონასწორობის დაკარგვა. სწორედ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ რუსეთის მიზანმიმართული და უტიფარი ქმედებებით შეურაცხოფილი და იმედგაცრუებული მოსახლეობა წავიდა რადიკალურ ნაბიჯზე; თითქმის ერთხმად აირჩია პოლიტიკური სპექტრის ყველაზე რადიკალური წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია.


ამ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას წინ ეღობებოდა;
გამსახურდიას ნაციონალისტური მთავრობა,
ავტორიტეტული ინტელიგენციის პოლიტიკური მოუმწიფებლობა და რადიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
მათ მიერ სამხედრო გადატრიალების დაშვება, წაქეზება და ხელშეწყობა,
შემდეგ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ტოტალური აგრესია და ტერორი. (ამ დროს მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ტყვიას ესროდნენ, ტელევიზიით კი სეთურის ხალხად მოიხსენიებდნენ.

შემდეგ საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალრიცხოვანმა შიდაპოლიტიკურმა თუ ეროვნებათშორისმა ომებმა, როცა სისხლმა და სიკვდილებმა ახალი ძალით დათრგუნეს განსხვავებული აზრი.

შემდეგ შევარდნაძემ რომელიც კაგებეს ხრიკების მეშვეობით ახერხებდა ავტორიტეტული ინტელიგენციის საკუთარ სამსახურში ყოლას.


საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 17 წლის შემდეგ, ქართულ საზოგადოებრიობას მხოლოდ 2-3 წლის ადგმული აქვს ფეხი (ადგმული აქვს რო?).

Monday, March 17, 2008

არსებობს თუ არა სიმბოლური ომი?




რუსებს ერთი სული აქვთ საქართველო ომში ჩაითრიონ, აფხაზები გააწყვეტინონ, ბოლო ეტაპზე საქართველო დაამარცხონ და მერე აფხაზების გადარჩენილი ნაწილის სახელით აფხაზეთი რუსეთს შეუერთონ.

თუ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო რაც რუსეთთან აფხაზეთის მიერთების ტოლფასია და საქართველომ ამაზე პასუხი არ გასცა, საქართველოს სამუდამოდ დაეკეტება აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ენერგომატარებლების მფლობელია.

საქართველოს დარჩება აფხაზეთის დაბრუნების უფლება თუ საქართველო რუსეთის ანექსიას შეეწინააღმდეგება. წინააღმდეგობის ფორმები ბევრი არ არის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ბერკეტები არ გვაქვს, ერთადერთი გზა სამხედრო გზა რჩება.

ანუ შეიკრა მანკიერი წრე. რუსეთს უნდა ქართველებმა ომი დაიწყონ, აფხაზები დახოცონ და ომი მოუგონ ქართველებს რაც შეიძლება ცოტა ცოტა ცოცხალი აფხაზით. თუ არ იომებ და რუსეთი აფხაზეთს სამუდამოდ გაიპრავებს, მომავალში, ხელსაყრელ დროსაც კი ვერ დაიბრუნებ აფხაზეთს. არსებობს თუ არა სიმბოლური ომი? პირველ მსოფლიო ომს ერქვა "ომი რომ დაამთავრო ყველა ომი".

შეიძლება იომო იმ განწყობით რომ ეს ომი გამარჯვებისთვის კი არ გინდა, არამედ გინდა არგუმენტად დაუტოვო შთამომავლობას? როგორი შეიძლება იყოს ეს ომი?
კრიტერიუმები იქნება:
რაც შეძლება ნაკლები მსხვერპლი მოწინააღმდეგეს.
რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი მოსახლეობაში.
რაც შეიძლება დიდი თანაგრძნობა შენს მიმართ მსოფლიო საზოგადოების მხრიდან.
რაც შეიძლება დიდი ფინანსურ-ინფრასტრუქტურული ზარალი მოწინააღმდეგეს.
მაქსიმალური შიდა დისციპლინის და პრინციპულობის ჩვენება მოწინააღმდეგისათვის.


ვინ შეიძლება შეასრულოს აღნიშნული ამოცანები?



იფიქრე საქმის ბოლოზე!


ანუ იფიქრე მომავალ საქართველოზე, სადაც ქართველებსა და აფხაზებს ერთობლივი სახელმწიფო გვექნება. სადაც აფხაზი განვლილი ურთიერთმტრობის მიუხედავად დათანხმდება ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას თავისი ეთნოსისათვის საუკეთესო განვითარების პერსპექტივის გამო.