მათ შორის ვინ სხვაზე მეტად შეიძლება წამოგებულიყო ამ "სპეციალურ სპეციალურ რეპორტაჟზე", ერთერთი მე ვარ.
რატომ?
-იმიტომ რომ გადაცემას იმ ნაწილიდან ვუყურე, სადაც ფილმის სცენარისტი განსაკუთრებული ტალანტით, მსოფლიო სახეების კომენტარებით გვიმტკიცებს, რომ ახალი ომი რეალობაა, რომ მსოფლიო ლიდერები კვლავ არ იშურებენ აღშფოთებულ და შეშფოთებულ კომენტარებს, ლატინინა და ნოვოდვორსკაია კი საქართველოს ანექსიას უკვე შემდგარ მოვლენად ახსენებენ.
- იმიტომ რომ მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს. ახალი მხოლოდ
მისი გადაეყვეტილება იყო, ომით გაეთავისუფლებინა მოძმე ქართველი ხალხი ტერორისტი სააკაშვილის ტირანიისაგან. რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების შემდეგ კი რუსეთს უფლება არ რჩებოდა წაგების. ამ სიტყვების შემდეგ რუსეთის მარცხი რუსეთის დაშლის ტოლფასი იქნებოდა.
-იმიტომ რომ ეს , ჩვენ ერთხელ ხომ უკვე გადაგვხდა, უფფო სწორედ ერთხელ კი არა 3ჯერ მაინც, როცა პოლიტიკური დაძაბულობა ომში გადაოზარდა.
- იმიტომ რომ ტელევიზორს დაახლოებით 10 -12 ზრდასრულ მამაკაცთან ერთად ვუყურებდი, რომელთაც ჩემი არ იყოს ვერ დაუშვეს ის ალბათობა, რომ ასეთი ფორმით მათ მხატვრულ პუბლიცისტური ფილმი მიეწოდებოდათ და არა საინფორმაცციო გადაცდმა. 
-იმიტომ რომ, მათ და მეც მათთან ერთად შემდეგი საათები დილამდე და იქნებ დღეებიც პრეიდენტთან ყოფნა , თანაც ახლო დისტანციით ყოფნა გვევალებოდა სამსახურებრივად, მათ დაცვა და უსაფრთხო გადაადგილება, მე საექიმო, რეანიმაციული დახმარება საჭიროების შემთხვევაში. და ეს გარემოება ჩვენს ემოციებს განსაკუთრებით მძაფრს ხდიდა.
-იმიტომ რომ TV-თი ნათქვამი ყველაფერი დავიჯერეთ მიშას სიკვდილის გარდა, მისი კარგადყოფნა დარწმუნებით ვიცოდით, მისგან არაუშორეს 20 მეტრში ვიმყოდებოდით პრეზიდენტის კანცელარიაში, რომელსაც მასმედია პრეზიდენტის სასახლედ იცნობს, მაგრამ ნათქვამი - "პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია, ის ავრცელებს წერილობით მიმართვას" ლოგიკურ , უსაფრთხოებისთვის გავრცელებულ შეგნებულ დეზინცორმაციად ჩავთვალეთ.
- იმიტომ რომ მიშას დაცვის ბიჭები, რომლებიც იმ დღს არ მორიგეობდნენ გამოუძახებლად მოცვივდნენ პრეზიდენტის სასახლეში, თანაც ტაბელური იარაღის ასაღებად არ მოცდნენ, პირადი იარაღებით მოვიდნენ.
მაშინ არ მიფიქრია ამაზე, ახლა კი მე მათ გმირობად ვუთვლი
საკუთარი ოჯახებიდან წამოსვლას და იქ მისვლას, სადაც მტრის სამიზნე იმყოფებოდა.
-იმიტომ რომ სპეცებმა ზემოდან ბრძანების გამოცხადებამდე დაიკავეს გარე პერიმეტრი.
-რეპორტაჟში მოყვანილი ყვალა ციტატა დასაშვებად ჩავთვალე.
ფაქტიურად ყველა თავის ნათქვამს იმეორებდა, მედვედევიც, ობამაც, სააკაშვილოც, ფურნიეც, ჟირინოვსკიც, ნოვოდვორსკაიაც.
სიახლე ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პოზიციები იყო, მაგრამ მსგავს გარემოებებში 100% მოსალოდნელი მათგან.
ფილმის სათქმელიც ეს იყო.
-იმიტომ, რომ იმ მომენტში პრეზიდენტის სასახლის მინუს 1 სართულზე, ფაქტიურად ბუნკერში ვიმყოფებოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მართალია პირველ ავიადადტყმას გადავურჩებოდი, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი (მას შემდეგ რაც გამოაცხადეს ბრძოლები რუსთავ თბილისის გზაზე და მცხეთა თბილისის გზაზე მიდისო, რომ მაქსიმუმ 6 საათსა და მინიმუმ ერთ-ორ დღეში რუს ჩაფხუტიანებთან შეხვედრა პირადად მომიწევდა, ისინი იქნებოდნენ გამარჯვებული რუსები ჩემს ქალაქში, მე კი მათ მიერ მოკლული ან დაჭერილი პრეზიდენტის ექიმი, ისიც თუ ვიქნებოდი ცოცხალი იმ შემთხვევაში.
ამის ალტერნატივა უფრო დასაშვებად მიმაჩნდა- პრეზიდენტი დატოვებდა თბილისს, მას თვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ ექნებოდა,
ტყე-ტყე კი, მეც მასთან ერთად ვივლიდი. პრეზიდენტის იატაკქვეშეთში გადასვლა რუსების ოფიციალურ გამარჯვებას გადაავადებდა და მსოფლიოს დროს მისცემდა რეაგირებისათვის .
ეიფორია და სევდა ერთად მომეძალა, და რა შემდეგ? სიკვდილი? ბუტირკის თუ ლეფორტოვოს ციხე? ემიგრაცია? პოლიტიკური თავშესაფარი?
ეს ჩერჩეტი 4 მლნ ქართველი 1 თვეში შეეჩვეოდა ახალ ხელისუფლებას, მე კი წინასწარგანწირულ წაგებულ ომს უნდა შევწიროდი.
რაც იქნება იქნება, ვიმეორებდი გუნებაში. სახლში არ წავალ სანამ საფრთხეა.
საერთოდ ჩემს საქმეს ასე ვუყურებ. ეს ღატაკი სახელმწიფო 5 ექიმს გვიხდის საქართველოს მასშტაბით ნორმალურ ხელფასს ერთი მიზნით, თუკი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა მასზე თავდასხმისა და მისი სხეულის დაზიანების გამო, ექიმმა გადაუდებელი დახმარება მაშინვე ჩაუტაროს და ამით გადარჩენის შანსები მძიმედ დაჭრილსაც შეუნარჩუნოს.
საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა, რეალურად უსაქმოდ ყოფნაა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში წლების განმავლობაში.
მაგრამ ერთხელაც, თუ ექიმს თავისი გასაკეთებელი საქმე აღმოაჩნდა, იმ საქმის დროულ და ხარისხიან შესრულებაში ამ სახელმწიფოსა და მის პენსიონრებს უკვე გადახდილი ექნებათ დაახლოებით 20-30 ათასი ლარი ყოველწლიურად.
დაახლოებით 140 ათასი ლარი დღემდე 2004 წლიდან მოყოლებული.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ დაგარწმუნოთ, იმ გასაკეთებელ საქმეს არ ეღალატება. სულ 7 თანმხლები პირის ამარა რომ დარჩეს პრეზიდენტი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ექიმი უნდა ჰყავდეს, ექიმის თავგანწირვისა უკვე გადახდილია.
და ამიტომაც , როცა ცოლმა დამირეკა და შეშინებულმა მკითხა, რა ვქნაო, მხოლოდ ეს გავუმეორე, რაც არის არის, იყავით სახლში. დანარჩენს ვნახავთ.
"იმედში" უყურადღებობით არ გამოჰპარვიათ ეკრანის კუთხეში მითითება, რომ ეს სპეციალური რეპორტაჟი მოდელირებული იყო და არა ფაქტიური.
ფილმის ავტორები შეგნებულად წავიდნენ იმ ილუზიის შექმნაზე, რომელიც რუსეთ საქართველოს მეორე ომსა და ამ ომის მარცხის გარდაუვლობას საქართველოს მოსახლეობას შემდგარ რეალობად აღაქმევინებდა. მართალია კოშმარული სიზმარის მსგავსად ომი ყველაზე უარეს მომენტამდე, თბილისის დაცემამდე შეწყდა. მაგრამ ძლიერმა. ნატურალურმა შიშმა, რომელიც ამ ფილმმა დატოვა ემოციებში დარჩენა ვერ შეძლო, პოლიტიკურ დისკუსიად, სკანდალად და ყველა თავშეყრის ადგილას , სამსახურებში, სასწავლებლებში, ტრანსპორტში ინტერნეტში ემოციური განსჯის საგნად გადაიქცა.
რეპპრტაჟის დაგმობა არავის დაზარებია პრეზიდენტიდან დაწყებული პოლიტ სპექტრითა და მასმედიით გაგრძელებული და პურით ხელშ შეხვედრილი მეზობლებით დამთავეებული.
გმობა იყო 100%_იანი.
და მართლაც რუსეთ საქართველოს პირველ ომი 4 მლნ. ადამიანისთვის ტელეეკრანს არ გამოსცილებია , მაშინაც ტელეეკრანიდან გვბომბავდნენ და გვემუქრებოდნენ და ცხინვალ- გორელ- სამხედროთაგან განსხვავებით, მაშინაც არ გვიშველია თავისთვის გაქცევით რეალური ავია დაბომბვის დროს.
ჩვენ ფაქტიურად იგივე სიღრმის სტრესი გადაგვატანინა "იმედმა", რაც პირველი ომისას. მართალია სტრესი ხანმოკლე იყო, მაგრამ შინაარსით გაცილებით მძიმე, რეპორტაჟის მაყურებელს უნდა დაეჯერებინა რომ ომი ფაქტიურად წაგებულია, რომ ერთი ხელის მოსმით 1989 წლის 10 აპრილი გვიბრუნდებოდა, თავისი ოკუპანტი რუსებით, რომლებისათვის ყოველდღე უნდა გეყურებინა თბკლისის მოედნებსა და გზაჯვარედინებზე და რუსულად ნათარგმნი პირადობა გეჩვენებინა. არის რაღაცა სიკვდილზე უარესი, და ეს რაღაცა ხვალიდან დგებოდა.
ასე რომ მე მეორე რუსეთ საქართველოს ომი გადატანილი მაქვს, თუ რეალში მართლაც წინ გვაქვს რუსეთ საქართველოს ომი, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მესამე იქნება.
ჩემს მდგომარეპბაში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ფაქტიურად ის ხალხიც კი, ვინც გადაცემის დასაწყისი და შესავლად ნათქვამი განმარტება იხილა, რომ გადაცემა სპეციალურადაა შექმნილი საქართველოსთვის შესაძლო ყვალაზე ცუდი სცენარის საილუსტრაციოდ, ისინიც კი მახეში აღმოჩნდნენ რეპორტაჟის დრამატურგიისა და ლიბრეტოს დახვეწილობისა და ექსპრესიულობის შედეგად. რატომ წავიდა იმედი ასეთ არაპოპულარულ, წინასწარპროგნოზირებულ რისხვის გამომწვევ ნაბიჯზე?
პასუხი მე ვიცი!
მე მგონი ვიცი.
როგორც მიხვდით, მე ბევრზე მეტად აღმოვჩნდი გადაცემის ხაფანგში, და შესაბამისად მე სხვაზე მეტი არგუმენტი მაქვს მისი ავტორების მიმართ განრისხებული ვიყო.
მაგრამ რატომღაც ბრაზთან ერთად სურვილიც მიჩნდება ამ ადამიანებს დაველაპარაკო და გავარკვიო, ჩემი ვარაუდები მათ მიმართ ჩემი ზოოლოგიური ოპტიმიზმია, თუ ეს ხალხი ჩემს გულში იჯდა, როცა მე გადაცემამდე და ახლაც გადაცემის შემდეგ ერთი სურვილი მქონდა და მაქვს - ყვირილით მივაწვდინო ხმა მთელი საქართველოს - გაახილეთ თვალები, გაერკვიეთ საფრთხის მასშტაბებში, ღალატი დამღუპველია. შენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი პუტინის სავარძელში თანაც ტირანი სააკაშვილისგან დაჩაგრული ქართველი ხალხის სახელით ეს პოლიტიკა აღარაა , ეს ღალატია.
ღალატია, რომელსაც ომი მოჰყვება.
სამყარო ჩვენს გარშემო ბევრ საფრთხეს შეიცავს, მათგან ზოგი ჩვენგან დამოუკიდებლად გვატყდება თავზე და ზოგი კი ჩვენივე უყურადღებობის და ზედმეტი ოპტიმიზმისქ შედეგად. მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეხი , ავარია , სიბერე ადამიანებს კლავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხანძარისა და ა ავარიების აცილება შეგვიძლია თავიდან. დანარჩენი კი ჩვენგან დამოუკიდებლად გვაზიანებს.
რუსეთი საქართველოსთვის ის უბედურებაა, რომელშიც გააერთიანებულია ეს ორივე ჯგუფი. ანუ
რუსეთი ჩვენი მტერი, ბუნებრივი დამანგრეველი კატაკლიზმა არის იმისდა მიუხედავად თუ ვინ ვართ ჩვენ საქართველოს მოსახლეები, მაგრამ რუსეთი დათვიცაა, ის თავის მტრობის ფორმას შეარჩევს იმის მიხედვით, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ.
ჩვენი საქციელი რუსეთის ქმედებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ეს ქვეყანა და მისი 150 მლნ მოსახლე დაუძლეველი ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ ქება დიდებას , ქვეშევრდომულ, ვასალურ თვალებში ციცინს იმსახურებს მთელი მსოფლიოსაგან და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან. ამ კონტექსტში საქართველოს, ქართველების მიერ რუსეთის აღიარებას განსაკუთრებული , რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აქ ერთმანეთშია არული საქართველოს ისტორიული ავტორიტეტი და დღევანდელი გეოპოლიტიკა, საბჭოთა კლიშეები და ხმამაღლა არსათქმელი ისტორია, რომლისაც რუსეთს რცხვენია, და რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის სიდიადის გასაღები ქართულ გენში დევს: სტალინში, პეტრე პირველში, პეტრე ბაგრსტიონში, პირველი და მეორე მსოფლიო ომებში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დაღვრილ სისხლში. რუსეთის იმპერიას წარმატებისთვის, თვითშეფასებისთვის აუცილებლად ჭირდება ქართველები და.. არ ჰყავს.
შედეგი კი ისაა, რომ რუსეთი საქართველოსგან აღიარებას მოითხოვს როგორც ნარკომანი ნარკოტიკს. ის მზადაა გაიმეოროს ის რაც წარპმატებით აასრულა ჩეჩნეთში- გაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, რათა დანარჩენებისგან ქართველი კადიროვი გამოზარდოს. ისევ მიიღოს ქართველ ხელოვანთაგან ნიჭიერი ქება პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
რუსეთმა იმდენი მარცხი იწვნია 1990 წლის შემდეგ, რომ ასეთი ყალბი წარმატებაც გაახარებს,
ამ რთულ, დრამატულ სიტუაციაში , როცა საქართველო ფაქტიურად დაპყრობილია, როცა რუსების 20 წლის ნალოლიავებ ოცნებას, საქართველოსგან აღიარების შესახებ ერთი ბლიცკრიგი უკლია, ქართველი წონიანი პოლიტბიოგრაფიის მქონე პირების მოსკოვში კრემლში თავდახრილი ვიზიტები, მათ იმპერიალისტულ ცეცხლზე ნავთის დასხმაა, ეს რუსული იმპერიალიზმისათვის ის ნაპერწკალი შეიძლება გახდეს, რომელიც რეალურ სიკვდილებსა და კაპიტულაცის მოუტანს საქართველოს. ეს ხუმრობა აღარაა, ეს ღალატია. მე მგონი იმედის რეპორტაჟის ავტორს ეს უნდოდა ეთქვა - თანდათან და პწკენა-პწკენით ჩვენ თვითონვე არ გამოვიწვიოთ ხანძარი და ავარია.
მიწისძვრა, ტაიფუნი და წყალდიდობა, რაც ჩვენთვის რუსეთია და რასაც ვერ გავექცევით კიდევ უფრო არ გავაძლიეროთ ჩვენივე საქციელით.
რეპორტაჟის მეორე სათქმელი კი ალბათ ის იყო, რომ რუსებისთვის ეთქვა - არ გაბედოთ დაძვრა, იმას რასაც დღესვე შეძლებთ თუნდაც მოუმზადებლად, ანუ ომს მცხეთასთან და რუსთავთან, მერე აუცილებლად
მოჰყვება ბრძოლა ქუჩებში, და ბრძოლა ზურგში, რომელშიც გამარჯვება მხოლოდ თბილისის გროზნოდ გადაქცევის შემთხვევაში გაქვთ. ამ ომს ეყოლება ლიდერი და ლიდერები და რაც მთავარია ეყოლება გმირები. და ეს ომი რომც მოიგოთ საკუთარ ისტორიას წააგებთ.
თუკი ერთმა გადაცემამ ეს ორი სათქმელი ადრესატამდე (ადრესატებამდე) მიიტანა, ისტორიული მისია შეუსრულებია და იქნებ რეალური ომის პრევენციაც მოუხდენია.
ვნახოთ, სტრესი მებრძოლს წვრთნის, ჩმორს კი აჩმორებს.
დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს გარშემო იმ დროს მყოფ კაცთა მსგავსად ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ არის ამქვეყნად რაღაც სიკვდილზე უარესი.
Monday, March 29, 2010
"სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი". ამჯერად დასრულებული
Posted by
cartwheel
at
4:42 PM
3
comments
Labels: “იმედი”, 7 ნოემბერი, 9 აპრილი, ლიდერი, ოპოზიცია, ხალხი
Sunday, March 21, 2010
სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი

ეს ტელევიზორი, ახლა პინოქიოსა და ბაზილიოს რომ უჩვენებს ისტორიულია, მასში შევარდნაძემ სახელმწიფო კანცელარიის მე-12 სართულზე ვარდების რევოლუციის კოლონას უყურა, რევოლუციის შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტის ახალმა ბინადარმა ახალი ტელევიზორი დაიდგა. ეს, ძველი კი პირადი დაცვის ოთახში გადადისლოცირდა. ახალი შუშისგუმბათიანი სასახლის გახსნის შემდეგ იქაა, მინუს 1 სართულზე, ფაქტიურად ბუნკერში, სადაც პრეზიდენტის პირადი დაცვის ცვლა ხშირად ატარებს თავისუფალ საათებს ამ ტელევიზორის ყურებაში.
მაგრამ ჩემთვის ეს ტელევიზორი მას შემდეგ გახდა ისტორიული, რაც მე და ჩემთან ერთად პრეზიდენტის პირადი დაცვის ბიჭებმა და პირადმა მძღოლებმა "იმედის" "სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი" ვიხილეთ.
მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა და მეც "ქრისჩენ საინს მონიტორის" პრინციპის მიხედვით, მოგვიანებით ვწერ კომენტარს.
თუკი ვინმე სხვაზე მეტად შეიძლება წამოგებულიყო ამ "სპეციალურ სპეციალურ რეპორტაჟზე", ერთერთი მე ვარ.
რატომ?
-იმიტომ რომ გადაცემას იმ ნაწილიდან ვუყურე, სადაც ფილმის სცენარისტი განსაკუთრებული ტალანტით, მსოფლიო სახეების კომენტარებით გვიმტკიცებს, რომ ომი რეალობაა, რომ მსოფლიო ლიდერები კვლავ არ იშურებენ აღშფოთებულ და შეშფოთებულ კომენტარებს, ლატინინა და ნოვოდვორსკაია კი საქართველოს ანექსია უკვე შემდგარ მოვლენად ახსენებენ.
-იმიტომ რომ მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს. ახალი მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო, ომით გაეთავისუფლებინა მოძმე ქართველი ხალხი ტერორისტი სააკაშვილის ტირანიისაგან.საკუთარი პრეზიდენტის ამ სიტყვების შემდეგ კი რუსეთს უფლება არ რჩებოდა წაგების. ამ სიტყვების შემდეგ რუსეთის მარცხი რუსეთის დაშლის ტოლფასი იქნებოდა.
-იმიტომ რომ ტელევიზორს დაახლოებით 10-12 ზრდასრულ მამაკაცთან ერთად ვუყურებდი, რომელთაც ჩემი არ იყოს, ვერ დაუშვეს ის ალბათობა, რომ ასეთი ფორმით მათ მხატვრულ პუბლიცისტური ფილმი მიეწოდებოდათ და არა საინფორმაცციო გადაცემა.
-იმიტომ რომ, მათ და მეც მათთან ერთად, შემდეგი საათები დილამდე და იქნებ დღეებიც პრეზიდენტთან ყოფნა გვევალებოდა, მათ დაცვა და უსაფრთხო გადაადგილება (როგორც პირად მცველებს და პირად მძღოლებს), მე რეანიმაციული დახმარება (როგორც მორიგე პირად ექიმს)საჭიროების შემთხვევაში.
-იმიტომ რომ მიშას დაცვის ბიჭები, რომლებიც იმ დღეს არ მორიგეობდნენ გამოუძახებლად მოცვივდნენ პრეზიდენტის სასახლეში, თანაც ტაბელური იარაღის ასაღებად არ მოცდნენ, პირადი იარაღებით მოვიდნენ.
-იმიტომ რომ "სპეცებმა" ზემოდან ბრძანების გამოცხადებამდე დაიკავეს გარე პერიმეტრი.
-იმიტომ, რომ იმ მომენტში პრეზიდენტის სასახლის -1 სართულზე, ფაქტიურად ბუნკერში ვიმყოფებოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ პირველ ავიადარტყმას გადავურჩებოდი, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ მაქსიმუმ 6 საათსა და მინიმუმ ერთ-ორ დღეში რუს ჩაფხუტიანებთან შეხვედრა პირადად მომიწევდა, ისინი იქნებოდნენ გამარჯვებული რუსები ჩემს ქალაქში, მე კი მათ მიერ მოკლული ან დაჭერილი პრეზიდენტის ექიმი.
-იმიტომ რომ, როცა ცოლი მირეკავდა და შეშინებული მეკითხებოდა რა ვქნაო, მე მხოლიდ ის მქონდა საპასუხო, რომ სახლიდან არ გასულიყვნენ და დანარჩენი რაც იქნებოდა იქნებოდა.
-იმიტომ რომ ეს, ჩვენ ერთხელ ხომ უკვე გადაგვხდა, უფრო სწორედ ერთხელ კი არა, 3ჯერ მაინც, როცა პოლიტიკური დაძაბულობა ომში გადაოზარდა.
-რეპორტაჟში მოყვანილი ყველა ციტატა დასაშვებად ჩავთვალე. ფაქტიურად ყველა თავის ნათქვამს იმეორებდა, მედვედევიც, ობამაც, სააკაშვილიც, ფურნიეც, ჟირინოვსკიც, ნოვოდვორსკაიაც.
-ყველაფერი დავიჯერე მიშას სიკვდილის გარდა, მისი კარგადყოფნა დარწმუნებით ვიცოდი, მისგან არაუშორეს 20 მეტრაში ვიმყოდებოდი პრეზიდენტის კანცელარიაში (რომელსაც მასმედია პრეზიდენტის სასახლედ იცნობს), მაგრამ ნათქვამი - პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია, ავრცელებს წერილობით მიმართვას უსაფრთხოებისთვის გავრცელებულ ლოგიკურ დეზინცორმაციად ჩავთვალე.
ცოტათი მოულოდნელი ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პოზიციები იყო, მაგრამ მსგავს გარემოებებში 100%მოსალოდნელი მათგან.
ფილმის სათქმელიც ეს იყო.
უყურადღებობით არ გამოჰპარვიათ ეკრანის კუთხეში მითითება, რომ სპეციალური რეპორტაჟი მოდელირებული იყო და არა ფაქტიური.
ფილმის ავტორები შეგნებულად წავიდნენ იმ ილუზიის შექმნაზე, რომელიც მოსახლეობას რუსეთ საქართველოს მეორე ომსა და ამ ომის მარცხის გარდაუვლობას საქართველოს შემდგარ რეალობად აღაქმევინებდა.
მართალია, კოშმარული სიზმარის მსგავსად "ომი" ყველაზე უარეს მომენტამდე, თბილისის დაცემამდე შეწყდა. მაგრამ ძლიერმა, ნატურალურმა შიშმა, რომელიც ამ ფილმმა დატოვა ემოციებში დარჩენა ვერ შეძლო, პოლიტიკურ დისკუსიად, სკანდალად და ყველა თავშეყრის ადგილას, სამსახურებში, სასწავლებლებში, ტრანსპორტში, ინტერნეტში ემოციური განსჯის საგნად გადაიქცა.
რეპორტაჟის დაგმობა არავის დაზარებია პრეზიდენტიდან დაწყებული პოლიტ სპექტრითა და მასმედიით გაგრძელებული და პურით ხელში შეხვედრილი მეზობლებით დამთავეებული.
გმობა იყო 100%-იანი.
და მართლაც, რას გვერჩოდა "იმედი"?
რუსეთ საქართველოს პირველ ომი 4 მლნ ადამიანისთვის ტელეეკრანს არ გამოსცილებია, მაშინაც ტელეეკრანიდან გვბომბავდნენ და გვემუქრებოდნენ და ცხინვალელ-გორელ მოქალაქეთა და სამხედროთაგან განსხვავებით, მაშინაც არ გვიშველია თავისთვის გაქცევით რეალური ავია დაბომბვის დროს.
ჩვენ ფაქტიურად იგივე სიღრმის სტრესი გადაგვატანინა "იმედმა", რაც პირველი ომისას. მართალია სტრესი ხანმოკლე იყო, მაგრამ შინაარსით გაცილებით მძიმე, რეპორტაჟის მაყურებელს უნდა დაეჯერებკნა რომ ომი ფაქტიურად წაგებულია, რომ ერთი ხელის მოსმით 1989 წლის 10 აპრილი გვიბრუნდებოდა, თავისი ოკუპანტი რუსებით, რომლებისათვის ყოველდღე უნდა გეყურებინა თბილისის მოედნებსა და გზაჯვარედინებზე და რუსულად ნათარგმნი პირადობა გეჩვენებინა.
არის რაღაცა სიკვდილზე უარესი, და ეს რაღაცა ხვალიდან დგებოდა.
ასე რომ, მე მეორე რუსეთ საქართველოს ომი გადატანილი მაქვს, თუ რეალში მართლაც წინ გვაქვს რუსეთ საქართველოს ომი, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მესამე იქნება.
ჩემს მდგომარეპბაში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ფაქტიურად ის ხალხიც კი, ვინც გადაცემის დასაწყისი და შესავლად ნათქვამი განმარტება იხილა (რომ გადაცემა სპეციალურადაა შენილი საქართველოსთვის შესაძლო ყვალაზე ცუდი სცენარის საილუსტრაციოდ) ისინიც კი მახეში აღმოჩნდნენ რეპორტაჟის დრამატურგიისა და ლიბრეტოს დახვეწილობისა და ექსპრესიულობის შედეგად.
რატომ წავიდა "იმედი" წინასწარპროგნოზირებულ რისხვის გამომწვევ ნაბიჯზე?
პასუხი მე ვიცი!
სამყარო ჩვენს გარშემო ბევრ საფრთხეს შეიცავს, მათგან ზოგი ჩვენგან დამოუკიდებლად გვატყდება თავზე და ზოგი კი ჩვენივე უყურადღების შედეგად. მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეხი, სიბერე,ავარია ადამიანებს კლავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხანძარისა და ავარიების აცილება შეგვიძლია თავიდან.
აქ ვწყვეტ. გაგრძელება მაქვს აიპოდში და საიტზე მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ გადმოტანას, როცა ვაირლეს ინტერნეტს გადავაწყდები.
ანუ გაგრძელება იქნება.
სპეციალური სპეციალური რეპორტაჟი. ამჯერად დასრულებული
აჰა ისიც.
Posted by
cartwheel
at
9:08 AM
46
comments
Labels: “იმედი”, ოპოზიცია, ძირს პათეტიკა
Wednesday, April 22, 2009
FM საქართველო
ალბათ უკვე 15 წელია რაც ჩვენს ცხოვრებაში FM რადიომ შემოაბიჯა.
ჩაბნელებულ, წაგებულ, უიმედო და ბინძურ ქალაქში, სანთლებს შემომსხდარ ბინებში "პირველი რადიო-რადიო 106" აჟღერდა.
თანაც თავიდანვე კარგი მუსიკით. საშვილიშვილო მადლობა მათ იმ დღეებისათვის ჩემგან და ალბთ ჩინური ფარან-რადიოების იმპორტიორებისაგან.
რადიო 106,4 დღესაც ჩემი ერთერთი ფავორიტია.
106,4-ს რადიო 105 მოჰყვა.
"105-მამაჩემის რადიო" არამარტო ახალი მუსიკა იყო ჩვენს რადიოებში, არამედ მუდმივი რადიოსპექტაკლი დახვეწილი იუმორით და რაც მთავარია მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.
მადლობა რადიო 105-ს და მის ძრავას - შალვა რამიშვილს. ძალიან მწყინს ეს კაცი რომ ჩვენს ცხოვრებას აკლია. რატომღაც მგონია რომ ეგ კაცი დღეს ჩემს სათქმელს იტყოდა. დაანახებდა ხალხს ოპოზიციის ვითომ პათოსის შინაარსს. რა ვიცი, ასე მგონია ვერ მოითმენდა ამ მასშტაბურ ფსიქოლოგიურ ბლეფს.
შემდეგ FM ოჯახს რამდენიმე არხი შეემეტა, რომელთაც საქართველოში სტავროპოლის კრაი დააბრუნეს, ვერ მიხვდებოდი sad xar, საქართველოში თუ რუსეთში. ვერ ვიტან მაგათ. დღესაც მტკიცედ დგანან, მრავლდებიან კიდევაც.
"მწვანე ტალღა" 107,4 ასევე კარგი, ხარისხიანი რადიოა, ხშირად ვყოვნდები მასზე.
ძველი კარგ მუსიკას კიდევ რამდენიმე რადიო აფრქვევს:
გირჩევთ:
104,3 სინდიკატი- ჯაზი
94,3 ჯიპა - კარგი მუსიკა ინგლისურენოვანი გადაცემები
95,9 მუზა- კლასიკა
95,5 კომერსანტი- კარგი მუსიკა
ფორტუნები, იმედი.. ვუსმენ ხოლმე. ქარიზმა აკლიათ.
და კიდევ,
"ნაცნობი" და "უცნობი"
ერთი ავტორის ორი ტაქტიკა.
"უცნობი", კარგი მუსიკა, ქარიზმა, რომელსაც "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" შოუ უქმნის. როგორც მინიმუმ არაგოიმური მუსიკა. თუმცა პატარკაციშვილის "tv-იმედობა" ვერ შეასრულა. საჭირო დროს საჭირო მოწოდებები კი ითქვა პატარა ქარიზმატიკების მიერ, მაგრამ ვიღამ დაგიჯერა?
"ნაცნობი" - ძველი ქართული, ნაცნობი-ნოსტალგიური ქართული და... რუსეთთან ომის შემდეგ გადასხვაფერებული - ეთერის ნახევარი ქართველების ნამღერ რუსულ რომანსებს ეთმობა.
არა, ქართველი ქალი მომღერლების ნამღერი "ატვარი პაწიხოოონკუ კალიტკუ" და კიდევ ბევრი, რომ რუსული რომანსის აღიარებული მწვერვალებია მჯერა.
მაგრამ
ეს რაღა უბედურებაა -
ქართული პოლიფონიით, ბოხი ქართული ხმით რუსული რომანსების კანკალი.
მაჟრიალებს. იმედია ომამდეა ჩეწერილი.
როგორც არ უნდა იყოს, ყურს მაინც საშინლად მჭრის ეს ნაძალადევი ქართულ რუსული ფესვების გამაერთიანებელი სათუთი გრძნობების თრთოლვა. თანაც ახლა უკვე ქართულ პუბლიკაზე გათვლილი.
რა უნდათ?
ნაძირალა ნაცვლიშვილმა რუსებთან ინტერვიუში რომ თქვა - არსებობს ნამდვილი ქართული მუსიკის არხი, სადაც ქართველები რუსულად მღერიანო (თანაც რა მონდომებით).
ანუ ეს ფაქტი უკვე ქართული შეუნიღბავი (USA-სგან შეუნიღბავი) სულის ამოფეთქვად დასახელდა.
მაია ყარყარაშვილისა და ლელა წურწუმიას რუსული გასტროლები გამახსენდა იმ დამპალ წლებში. ჩვენი მედია და ბომონდი დიდ აღიარებას რომ ელოდა რუსეთიდან. არადა რუსეთში წარმატებისათვის ამ ქალებს მინიმუმ გვარების და ცხვირების განახევრება მოეთხოვებათ. არ ვართ რუსებისთვის ტავარნი ვიდში, ისევ საკუთარ მსმენელზე ჯობია ორიენტაცია.
ჩემი ძმა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთთან ომი არ იქნებოდაო. შევეცი იმ ქვეყანას, რომელიც პირობას დებს რომ ომში არ ჩაერთვება.
სიტყვა ღირსება ჯერ კიდევ შევარდნაძემ გააბანძა.
ახლა ამათ უნდათ რომ ოფიციალურად გააქრონ ლექსიკონიდან.
Posted by
cartwheel
at
12:07 PM
2
comments
Labels: “იმედი”, ანალოგია, მუსიკა, ოპოზიცია, რუსეთი, საზოგადოება, სასარგებლო
Monday, May 5, 2008
"იმედი" ჩაირთო
აქ ჩემი ჩაწერილი ძველი "იმედის" ნამდვილი მარგალიტია. კონგოელი "ცანგალა და გოგონა". ნამდვილად მომწონს. აქ კი ჩემი შეხედულებებია ძველ "იმედზე"
Posted by
cartwheel
at
11:38 PM
0
comments
Labels: “იმედი”, ვინიგრეტი, პატარკაციშვილი
Thursday, December 27, 2007
როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა
უტრირება - რაიმე საგნის ან მოვლენის ერთერთი მხარის გაზვიადება, აგრავაცია.
როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა
პირველი შთაბეჭდილება ამ კაცის არსებობის შესახდებ პირველად 5 თუ 7 წლის წინ შევიტყვეთ. მაშინ ბინძურ, ნაცრისფერ ნახევრად ჩაბნელებულ თბილისის ქუჩებში ერთბაშად გამოჩნდა ბრდღვიალა ბილბორდები ყველასთვის გაუგებარი წარწერით – "კუტიკტაუ". ეს ბილბორდები ქალაქს ორი თუ სამი თვე “ამშვენებდა”. მოქალაქეები მხრებს იჩეჩავდნენ, ვის დასჭირდა ჩვენი ყურადღების საყიდლად დიდი ფულის დახარჯვა, ჩვენ კი მაინც ვერაფერი გაგვიგიაო. სიმართლე 2-3 კვირაში გავრცელდა და იმ დროის რეალობებიდან გამომდინაერე ყველა დამშვიდდა. ეს ის ბადრი ყოფილა, გვარად პატარკაციშვილი რომელსაც რუსეთის ტელეარხებზე, ბერეზოვსკის მამხილებელი სატელეფონო ჩანაწერში ჩეჩენ მეთაურთან საიდუმლო საუბარში რომ ახსენებდა ბერეზოვსკი და ფინანსური საკითხების მოგვარებას ბადრისთან პირდებოდა. ეს ბადრი ბერეზოვსკის მარჯვენა ხელი და თვითონაც მილიონერი (მაშინ არ ვიცოდით რომ მილიარდერი) ყოფილა, და ამ თბილისური ბილბორდებით თავის ყაზახ მეგობარს ულოცავდა დაბადების დღეს. მას შემდეგ კუტიკტაუს ყველა დანახვაზე ჩვენ ვფიქრობდით რომ ვიღაც უზნეო თავის მიზნებს ისე ახორციელებს რომ თბილისელების აზრი არც ჭირდება და არც აინტერესებს, პირიქით თბილისელების უპასუხო ინტერესი პატარკაციშვილის პრეზენტს მეტ ეგზოტიკურობას და ინტრიგას მატებდა. მაშინ წაქცეულ, მაფიოზურ, ღატაკ და დემაგოგიით მიძინებულ საქართველოში ასეთი უზნეო ადამიანების არსებობა არავის არ გაკვირვებია და როგორც გითხარით – ყველა დავმშვიდდით. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება, უარყოფითი შთაბეჭდილება მაინც დარჩა.
მეორე შთაბეჭდილება უფრო უარესი აღმოჩნდა. ბერეზოვსკის რუსეთიდან გაქცევისა და პატარკაციშვილზე რუსეთის სამართალდამცავების მიერ ძებნის გამოცხადების შემდეგ, პატარკაციშვილმა ისარგებლა საქართველოს მოქალაქეობითა და საქართველოს ხელისუფლების კონფორმისტობით, რომელმაც პატარკაციშვილის ფინანსური შესაძლებლობებით (მაშინ მისი ფული რამოდენიმეჯერ აჭარბებდა საქართველოს ბიუჯეტს) იმედმოცემულმა და რუსეთის მიერ იგორ გიორგაძის შეფარებით გაღიზიანებულმა ხელშეუხებლობა და რუსეთისგან დაცვა აღუთქვა პატარკაციშვილს. ამით გაღიზიანებული რუსეთი, რომელიც მთელ მაშინდელ ჩეჩნურ წარუმატებლობას საქართველოს აბრალებდა კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა – “ჩვენ ბადრის გამოვიყენებთ”. “მე საქართველოს გამოვიყენებ” – ამ დროს ფიქრობდა ბადრი. “საქართველო და ეუთოს დამკვირვებლები კი ამტკიცებენ რომ საქართველო ჩეჩნებს არ ეხმარება, მაგრამ საქართველომ შეიფარა მაფიოზი პატარკაციშვილი, რომელმაც რუსეთის ფულები მოიპარა და ჩეჩნებს ეხმარებოდა, ესე იგი საქართველო უნდა დაისაჯოს” – ფიქრობდა 150 მილიონი რუსი. მე რას ვფიქრობდი ამ საკითხზე იმ დროს ბუნდოვნად მახსოვს, თუ არ ვცდები რუსეთის ჩვენ სეპარატისტებთან მეგობრობით გაღიზიანებულს, ეს მათი პროტესტები გულს ძალიანაც არ მომხვედრია.
ჩემი მესამე უარყოფითი შთაბეჭდილება სხვა საკითხს უკავშირდება. თბილისს მეტეხთან, ნარიყალასთან და ქართლის დედასთან ერთად კიდევ ერთი ახალი სიმბოლო ჰქონდა – რიტუალების სასახლე, ქორწინების სახლი. ის ნახევარი თბილისიდან ჩანს და ნახევარ თბილისს იქ აქვს საქორწილო ხელმოწერა გაკეთებული. ის აშენდა რათა ახალშექმნილ ოჯახებს ზეიმი ეგრძნოთ ქორწილში და შემდეგ ამ სასახლის დანახვისას გაეფიქრათ რომ ამ სასახლის მეფე და დედოფალი ერთ მშვენიერ წუთს თვითონაც იყვნენ. პატარკაციშვილმა ეს სასახლე იყიდა და მცირე რევერანსის შემდეგ - “საქორწილოდ ვარემონტებ, აგერ 4 ქორწილს ერთდროულად ვმასპინძლობო” და საჩვენებელი ქორწილების შემდეგ .. სასახლეს მაღალი გალავანი შემოავლო. მას შემდეგ სამოქალაქო ქორწილები კი არა, საქართველოს კანონებიც იშვიათად აღწევდა ამ გალავანს შიგნით არსებულ განცალკევებულ სახელმწიფოში, რომლის სახელიც სულ ახლახანს გავიგეთ – “არკადია”. და თუ ეს შენობა მანამდე არქიტექტურულად თავისი პირველი დანიშნულებით, ამაღლებული, სიმბოლური, დასამახსოვრებელი, ცოტათი ფალოსის და შესაბამისად ნაყოფიერების კულტის სასახლეს წააგავდა და მაინცდამაინც არ მაღიზიანებდა, მას შემდეგ რაც მასში ეს საეჭვო წარსულის კაცი მოკალათდა, მისი დანახვისას რატომღაც სულ საკულტო სერიალი “აგენტი 007” და მისი უცვლელი ფინალები მახსენდება სადაც გამჭრიახი და უშიშარი ჯეიმს ბონდი დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობების შემდეგ, საბოლოოდ როგორღაც შეაღწევს უბოროტესი და უძლიერესი მტრის ეგზოტიკურ სასახლეში, რომელსაც დიდი ფულის, ნაყიდი მეცნიერებისა და ხელში ჩაგდებული მსოფლიო ტელევიზიების საშუალებით მთელი მსოფლიოს დაჩოქება განუზრახავს და წამები არის დარჩენილი მისი მზაკვრული გეგმის სისრულეში მოსაყვანად.
ეს ასოციაცია წლების განმავლობაში თან მდევდა და კარგ ხასიათზე მყოფი წარმოვიდგენდი კიდევაც ჩემს მახსოვრობას შემორჩენილ ცისფერ დარბაზებში როგორ დაცურავენ ზვიგენებისა და პირანიების გუნდები მოძრავ აქვარიუმებში, როგორც ეს ხსენებულ სერიალშია. ეს არის ჩემი მეორე უარყოფითი შთაბეჭდილება ბადრი პატარკაციშვილზე.
მეოთხე შთაბეჭდილება აღარ იყო ასეთივე უარყოფითი. პატარკაციშვილმა ტელევიზია დააარსა. რატომაც არა, გავიფიქრე მაშინ დააბანდოს ფული საქართველოში, თუნდაც ტელევიზიაში. არ მომეწონა რომ ფულს უშუალოდ ბიზნესში, წარმოებაში არ აბანდებდა, მაგრამ იქნებ შემდეგ ნაბიჯად ფული იქნებ რეალურ საქმეში ჩადოს და ვიღაცა დაასაქმოს მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც არ მშორდებოდა. წარმოვიდგენდი ხოლმე ამ კაცს თავისი დემონსტრაციულ ეგზოტიკური ულვაშებითა და ფსევდო პათეტიკური გამონათქვამებით, წარმოვიდგენდი როგორ ამბობს თავისი ტელევიზიის ფსევდოპათეტიურ სახელს “იმეედი” და მეღიმებოდა. ჩემი ტელევიზორის 50 საკაბელო არხს შორის “იმედს” სადღაც 40-ის შემდეგ მივუჩინე ადგილი და სტუმრების შეკითხვაზე, “იმედი” ასე შორს რატომ გაქვსო ვპასუხობდი - მეშინია ამ ტელევიზიამ იმ საკითხებში, სადაც მის პატრონს ინტერესები აქვს ინფორმაცია ისე არ მომიზილოს, როგორც მის პატრონს უნდა და არ შემაცდინოს მეთქი (მაშინ რას ვიფიქრებდი რომ, ამ კაცის ინტერესები და შესაძლებლობები ჩემს ცხოვრებას და მთელ ქვეყანას გადაწვდებოდა).
აი აქიდან იწყება ჩემი მოსყიდვა პატარკაციშვილის მიერ. ის მე ქრთამად ბრჭყვიალა “qronikebs” და “დროებებს” მჩუქნიდა. ყველა გადაცემა საშუალებას მაძლევდა მსოფლიოს რომელიღაც საინტერესო ქვეყანაში, საინტერესო ადგილას მესეირნა “იმედის” ჟურნალისტთან ერთად, მენახა საქართველოც მისი ღირსშესანიშნაობებითა და გაჭირვებით, მეამაყა იმითა რითაც უნდა ვიამაყო და თანამეგრძნო იმისთვის ვინც ჩემს თანაგრძნობას იმსახურებდა, შემდეგ იყო ოლიმპიადის ტრანსლაცია ათენიდან და ბევრი სანერვიულო თუ სასიხარულო წუთი და.. ჩემს ტელევიზორში “იმედმა” ორმოცდარომელიღაც ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა. მას შემდეგ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ჩემი ოჯახის ვირტუალური წევრი გახდა ნიჭიერი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რომელსაც ციკლური ცხოვრება აქვს – კარგი ჟურნალისტი, ცუდი პოლიტიკოსი, ცუდი ადამიანის, ასლან აბაშიძის უპირველესი საიმიჯო სახე, კარგი ადამიანი კარგი ჟურნალისტი “დროების” წამყვანი, ცუდი ადამიანის, ბადრი პატარკაციშვილის უპირველესი საიმიჯო სახე. არ ვიცი კიდევ რამდენი როლის შესრულება მოუწევს მას მომავალში, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ მომავალშიც წარმატებით გამოიყენებს თავის ფოტოგენურ თუ აუდიოგენურ მონაცემებს. ყოველ შემთხვევაში მე, სანამ “დროების” მაყურებელი ვიყავი არ მახსოვდა მისი აჭარული მოღვაწეობა. ასე გაგრძელდა ჩემი ყიდვა პატარკაციშვილის მიერ. მართალია 2 ნოემბრამდე და მით უფრო2 დან 7 ნოემბრამდე “იმედის” მიზანმიმართულმა მუშაობამ ჩემი ძველი ეჭვი გამახსენა რომ კრიტიკულ პერიოდში ეს ტელევიზია ისე მომიზელდა ფაქტებს, როგორც ეს მის მფლობელს სურდა, მაინც ვერ შეველიე “იმედს” და ჩემი ტელევიზორის მეოთხე არხი ერთი თვით ცარიელი დავტოვე “იმედის” დაბრუნების იმედით. დღეს 26 დეკემბერს “იმედი” უკვე მეორედ გაითიშა ამჯერად იმ სკანდალზე პასუხად, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილი ყოველგვარი ეჭვების გარეშე წარმოჩინდა ნამდვილი სახით. ჩემი ირონიული ასოციაციები ახდა, “არკადიის” მბრძანებელი მართლაც კინოში გადასაღები ძლიერი, ჭკვიანი და ბოროტი აღმოჩნდა. მე არ მგონია რომ “იმედი”, არხი რომელიც დიდი ვალების მიუხედავად მაინც არსებობდა აღდგეს. გუშინდელი “თავნებობის“ შემდეგ არა მგონია პატარკაციშვილმა კვლავ ჩადოს ფული ასეთ საეჭვო ინსტრუმენტში, თუმცა რა ვიცი, რას გაუგებ უზომო ფულს. სხვა, მითუმეტეს უცხოელი პატრონისთვის არ ვიცი რამდენად მიმზიდველი იქნება სახელგაფუჭებული ბრენდი “იმედი” მაგრამ ჩემს ტელევიზორში კვლავ ჯიუტად შიშინებს მეოთსე არხი და კვლავ “იმედის” დაბრუნებას ელის. აი ასე მიყიდა მე პატარკაციშვილმა.
ველოდები მოვლენების განვითარებას და თქვენს კონმენტარებს საიტზე www.cartveli.blogspot.com
Posted by
cartwheel
at
3:14 PM
3
comments
Labels: “იმედი”, ოპოზიცია, პატარკაციშვილი, საზოგადოება
