Showing posts with label მძიმე კითხვები. Show all posts
Showing posts with label მძიმე კითხვები. Show all posts

Wednesday, November 2, 2011

ჰაერში მყოფი შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს

გუშინ ივანიშვილის მასიური პრესკონფერენცია იყო შუშის ყველაზე გაუმჭვირვალე ვერტპლაშჩადკიდან.მინდა თუ არა, ეს კაცი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მინიმუმ რამოდენიმე წელი.ჩემი ყურადღება ეკუთვნის, მაგრამ ვერ ვნახე პირდაპირ ეთერში, მორიგე ვიყავი მიშასთან. მასაც არ უნახავს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არ უნახავს მინიმუმ ღამის თორმეტ საათამდე, ვინაიდან მანამდე სტუმარი ჰყავდა ანაკლიასა და განმუხურში, იმგზავრა ვერტმფრენით და ბათუმიდან თვითმფრინავით, გზაში კი "ქეთო და კოტედან" ნანი ბრეგვაძის და პაატა ბურჭულაძის მონაკვეთებს უსმენდა/უყურებდა თვითმფრინავში.დღეს ინტერნეტში ვუყურე, ალბათ მიშამაც ინტერნეტში, ან ჩაუწერდნენ წინასწარ. პატარა ამბავია, საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის ფული თავისუფლად საქნევი, შიგნითვე გიპირისპირდება, თანაც სიყვარულის და იმედის ჰოროლით.ვუყურე.
და რა მერე?შეკითხვები ბევრი მქონდა, მათგან უმეტესობა ისევ პასუხგაუცემელი დამრჩა.კაი, გეთანხმებით, რომ ეს კაცი დებილი არ არის, და შალვა ნათელაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი შეიძლება დადგეს.საიდან ასეთი დასკვნა?იქიდან რომ ელემენტარულ თამაშის წესებში გაერკვა:სწორედ წესების დაცვით განაცხადა რომ:–რომ ააშენებს დემოკრატიას.–გაათავისუფლებს მედიას სახელმწიფო ზეწოლისგან.–მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.–რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს.–პატივს სცემს რუსი ხალხის არჩევანს (პუტინს).–საქართველოს არაქართველ მოსახლეობას, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს განიხილავს საქართველოს სრულუფლობიან მოქალაქეებად.–შექმნის კანონიერების და სამართლიანობის დამცველ სახელმწიფოს.–არ გააბრაზებს რუსეთის ხელმძღვანელობას..–ითანამშრომლებს ნატოსთან და ამერიკასთან.–ითანამშრომლებს ჭკვიან ხალხთან, ჭკუას დაეკითხება მათ.–უყვარს საქართელო.

ეს მინიმალური ნაკრებია, რაც უნდა ეთქვა პოლიტიკოსობასა და ხალხის მმართველობაზე ამბიციის მქონე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამავე დროს უმაღლესი განათლების დიპლომი უდევს და სახლში ტელევიზორი აქვს.ამათგან თუნდაც ერთერთი რომ შეშლოდა, ვიტყოდი, რომ ნათელაშვილის ან დიმიტრი ლორთქიფანიძის დონისაა. მაგრამ არ შეშლია, სწორად თქვა, და ამიტომაც ვაღიარებ პოლიტიკოსად (დიდი უკანდახევა ჩემგან). ნუ, საქართველოს მასშტაბით მაინც პოლიტიკოსია.მაგრამ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსია, მე რას მიქადის მისი პოლიტიკოსობა + გავლენიაობა/წონიანობა?როგორც გითხარით მისდამი შეკითხვები კვლავ უპასუხოდ მრჩებადა ვინაიდან 200 ჟურნალისტის 20 შეკითხვა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემს მარტივ შეკითხვებზეც გამეგო პასუხი, აქ შევეცდები შეკითხვები უკვე ჩემი სიტყვებით ჩამოვწერო.–აქვს თუ არა ქვეყანას (ქვეყნებს ზოგადად) ღირსება?–რა შემთხვევაში უნდა დაიცვას ქვეყანამ ღირსება თუნდაც სისხლით?–სააკაშვილის პერსონალური შეცდომით 080808–ის ახსნა, ხომ არ არის საქართველოს ღირსების ისტორიული დაკარგვა/ ომის სამომავლო ბონუსების განულება?–სააკაშვილის ომის გაჩაღებაში დადანაშაულების შემდეგ თქვენი გაპრეზიდენტების ფაქტი აღიქმება თუ არა რუსეთის (ხალხისა და პოლიტიკოსების, მასმედიის მიერ) მიერ დადასტურებად, რომ 080808 ისინი სწორი მიზნებისთვის იბრძოდნენ?–მისი მმართველობაში მოსვლა ლოიალური პოზიცით რუსეთის მიმართ, იქნება თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის რუსეთის გარშემო ინტეგრაციის ახალი ტალღის მაპროვოცირებელი?–გაუგია თუ არა მას ფრაზა "ცხრაჯერ მწარედ რომ დამარტყან, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ" და რატომ არ შეესბამება ეგ ფრაზა საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომ ომახიან პათეტიკას?–გაუგია თუ არა მას ძველი ქრისტიანული შეგონება " წარსდექ მშიერი , არა შიშველი" და თუ ეთანხმება, რითი არ შეესაბამება ამ პრინციპს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ქვეყნის გასუფთავების, შეღებვის, გზების მსენებლობისა და პრეზენტატიული ექსტერიერის მიცემის აქცენტით?– რამდენად პრინციპულია მისთვის ევროპის გაზსადენის დივერსიფიკაციის გასაღების ფლობა საქართველოს მიერ?–იცნობს თუ არა ის 080808–მდე საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს გასერთიანებლად მიმართულ სამშვიდობო პოლიტიკას, კონკრეტულ ღონისძიებებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხარისხს ამ საქმეში?– მისი განმარტება, რომ 080808 სააკაშვილს უნდა ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება და დაეფიქსირებინა ერთობლივი აღშფოთება–შეშფოთება, და ასე უნდა ეპასუხა სხვა სამომავლო სისხლიან ინტერვენციებზეც, იქნებოდა თუ არა საქართველოსთვის საუკეთესო პერსპექტივის მქონე სტრატეგიული პოლიტიკა?–მისი დაპირება, რომ დაამარცხებს ელიტარულ კორუფციას რა მეთოდებით შესრულდება? პატრონების შეცვლით ზოგადი უნარების ტესტებში გამარჯვებული კანდიდატებით თუ როგორც თვითონ ახსენა ერთგული თანამოაზრეების გუნდისთვის გადაბარებით?–მისი ფრაზაა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს ციხეში ჩასმას უპირებს, რომ ციხეები გადატენილია. მისი ვარაუდით რამდენი ათასი ადამიანი იქნება მისი მმართველობის დროს ციხეში?–2008 წლის იანვარში სააკაშვილმა მოიგო თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?–2003–20011 წლებში საქართველო არამარტო სააკაშვილმა აშენა, არამედ სრულიად საქართველომაც.მისი შეფასებით რა დადებითი ანუ რა შესანარჩუნებელი ცვლილებები მოხდა საქართველოში და როგორ აპირებთ თქვენ იმ მიღწევების შენარჩუნებას?–როგორ მოიქცევა, თუკი მის გეგმას გადაეღობება ხალხის გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკოსთა სეგმენტი, მასმედია, ერთი ადამიანი?

–დალაგება ნიშნავს არსებული ობიექტურად არსებული ნივთების ლამაზი განლაგებით გადალაგებას, რა შეიძლება გადალაგდეს დღეს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში გარდა იმისა, რომ თქვენ რუსეთის პრეზიდენტს სიტყვით არ გააბრაზებთ?–რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ სტრტეგიული ობიექტების გასხვისებასთან მიმართვებაში?–უნდა დაუბრუნოს თუ არა საქართველომ სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლურად გადანათლული სომხური ეკლესიები?–დართავთ თუ არა თურქეთს ნებას თურქული კულტურის ცენტრების და ზოგგან მეჩეთის აღდგენაზე ტაოკლარჯეთში ეკლესიების აღდგენის სანაცვლოდ?–ლოკი, მაჰათმა განდი, ჯორჯ ვაშინგტონი, ნელსონ მანდელა,მარტინ ლუთერი რომელია ზედმეტი?–საჯარო შეურაცხყოფას რა შემთხვევაში არ მოითმენთ?–რა შემთხევაში არ ჩათვლით ჟურნალისტის შეკითხვას მოგზავნილი მტრის საფრთხედ?–იცოდით თუ არა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებით თქვენი საქართველოს მოქალაქეობის ლეგიტიმურობა სათუო ხდებოდა?–რატომ არ მოინდომეთ პოლიტიკოსობა მაშინ როცა საქართველოს ბიუჯეტი ნახევარი მილიონი იყო და ქვეყანას მწვანე უშუქო ჭაობში ეძინა?–რომელია საქართველოსთვის მისაბაძი ქვეყანა?–რომელია მსოფლიოში ყველაზე საპატივცემო ქვეყანა?–სააკაშვილის ხელისუფლება რამოდენიმეჯერ იყო ხრამის პირას. თქვენი პოზიცია, რომელსაც დღეს ავლენთ ალბათ საკმარისი იქნებოდა სააკაშვილის დასამხობად 2007–ში, 2008–ში, 2009–ში. მაშინ რატომ არ ჩაერთეთ პოლიტიკაში?–თქვენს პოლიტიკაში ჩართვამდე სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა, (ხოლო პრეზიდენტის არჩევნებში მას ისედაც აღარ შეეძლო მონაწილეობის მიღება). საპარლამენტო არჩევნებებში გამარჯვებას ევროპა სააკაშვილს არ მოუწონებდა და სულ უფრო გამტკიცდებოდა შეფასება, რომ სააკაშვილი პუტინის გზას ადგას. თქვენი გამოჩენით სააკაშვილს მიეცით სტიმული დაიცვას ის მონაპოვარი, რომელიც მისი მმართველობისას საქართველომ მიიღო. თქვენ აცხადებთ, რომ შეცვლით იმას, რასაც სააკაშვილი მიღწევად ითვლის. თანაც იმდენად ჩქარობთ ცხოვრება დაუბრუნოთ სააკაშვილისგარეშე კალაპოტს, რომ პირდებით ოპოზიციურ ელექტორატს, იმპიჩმენტით გააძევოთ სააკაშვილი და ამით არასრული ერთი წელი ბედნიერება აჩუქოთ საქართველოს, იცით თუ არა რა საერთასორისო მესიჯებს შეიცავს პრეზიდენტის გადაყენება საქართველოსთვის?–დღევანდელი კანონმდებლობით პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, თქვენი დაპირება, რომ უმრავლესობით მოსვლის სემთხვევაში სააკაშვილს იმპიჩმენტით გადააყენებთ, რითი განსხვავდება 2007 წლის პოლიტ ლოზუნგებისგან – მიშა გადადექი,გადაგექი, მოვალთ და ჩაგსვამთ ციხეში!–როგორ მოიქცევით თუკი საპარლამენტო არჩევნბს ვერ მოიგებთ ან თუ ვერ მოიგებთ თქვენს მიერ დაგეგმილი აბსოლუტური უმრავლესობით, ხოლო პოლიტიკური პარტნიორები კვლავ ქუჩის აქციებით გირჩევენ პრეზიდენტის გადაგდებას?–აცნობიერებს თუ არა რა პასუხისმგებლობას აკისრებს ხალხი (თავისი ამომრჩეველი) და აცნობიერებს თუ არა, რომ ის ადგილი რომელიც მას მიეკუთვნება ქართულ პოლიტიკაში მას მიეცემა არა პოლიტიკური წარსულის ან პოზიციის, არამედ ფულის გამო. გრძნობს თუ არა თავს უხერხულად, რომ მის მიერ დახარჯული ფული სახელით – საჩუქარი ქვეყანას, საბოლოოდ ისევ მას უბრუნდება პოლიტიკურ წონად?–დღეს მის მიმართ იმედი აქვთ ოპოზიციის სხვადასხვა პლატფორმაზე მხოფ ხალხს: ამასთანავე ყველას სურვილს ვერ დააკმაყოფილებ. ის რაც გაახარებს გუბაზის მომხრეებს გადაუმტერებს ლიბერალებს, ის რაც გაახარებს ლიბერალებს გადაუმტერებს ზვიადისტებს, ის რაც მოეწონება ტურისტს არ მოეწონება მაღაროელს, რაც მოეწონება პროკურორს არ მოეწონება პატიმარს და ა. შ. . მის მიმართ რა მოლოდინებს თვლის ფუჭ მოლოდინად, ანუ არაობიექტურ მოლოდინად?–და ბოლოს, რამდენ ენერგიას და დროს დახარჯავს საქართველოს მმართველის პოზიციის მიღების შემთხვევაში, შეძლებს თუ არა იყოს საკაშვილზე ენერგიული და დაუღალავი, რომელიც დღეში არანაკლებ 10 შეხვედრას მართავს და არაუადრეს ღამის 2 საათისა წვება დასაძინებლად მე–8 წელია?–დღეს მას ჰაერივით ჭირდება ფიგურები და ფეისები თანამოაზრეთა რიგებში, პირველი ათეული შევსებულია (ყველაზე სურპრიზად აქტიურები – ლევან ბერენიშვილი და შალვა რამიშვილი, სხვები მოსალოდნელი იყო), რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს ამ (ასეთი) ადამიანებისათვის იდეოლოგიის კურსის ჩაბარებაში.–როგორი იქნება მისი პოზიცია მისი ხელისუფლების ოპოზიციონერული მასმედია საშუალებების მიმართ?–რატომ არ გამოდის საჯარო შეხვედრისათვის თავისი შუშის კოშკიდან, 3 ინტერვიუ სამივე ბროლის სასახლიდან, რა მესიჯის ჩანერგვას გეგმავს? –მიაჩნია თუ არა, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოაკვლევინა?–რამდენი ფული ჭირდება კოსმოპოლიტ ადამიანს ზოგადად მატერიალური ბედნიერებისთვის?–რა შემთხევაში დადგება იმ ადგილას, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თანაც შეიძლება მიშასავით მიწაზე წაქცევით და ზედ დაცვის ბიჭების ზედახორით დამთავრდეს?–რა შემთხვევაში გადადგება?თქვენც დაამატეთ.

Sunday, August 8, 2010

კაცებში მათ, ვისი ასაკიც ორმოზე იწყება


კაცებში მათ, ვისი ასაკიც ორმოზე იწყება.

ჩვიდმეტწლიანმა პერმანენტურმა ქვეშეცნეული მოლიდინის რეჟიმმა "მე ველოდები ერთ დასტვდნას, რომ ხელში იარაღი ავიღო და საქართველოს გასაერთიანებლად ვიბრძოლო" უშედეგოდ ჩაიარა.

ომი მოხდა.
ომი იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა რომ ... თავგანწირული ნაბიჯების გადადგმა ვერ მოვასწარით.
ჩვენს ნაცვლად თავი კი სოფლელმა პატარა ომისუნახავმა ბიჭებმა გასწირეს.
თბილისს ომი ისევე შეგვეხო, როგორც მოდელირებული 40 წუთიანი ქრონიკა.
და რა ვისწავლეთ? შემდეგი ომი ისევ სოფლელი ბიჭების და სოფლელი კაცების გადასაგორებელი უნდა გახდეს?
რა შეგვიძლია რომ ასე არ მოხდეს?

Monday, July 5, 2010

მე და/თუ ჩვენ. თქვენ ვისკენ ხართ?



თავიდან მინდოდა ეს სურათები NO COMENT დამედო.

მაგრამ მერე გავითვალისწინე, რომ ინფორმაცია უნდა დამემატებინა, ისე ვერ მიხვდებოდით, უფრო სწორედ ვერ წარმოიდგენდით, რომ ის უაზრო მისახვევ-მოსახვევი გვირაბიდან ჩაქვამდე, რომლის გამო ყოველდღე 2 ათას მძღოლს უწევს საავარიო დამუხრუჭება და ადრენალინის მონელება, ერთი ადამიანის ახირების შედეგია. გლეხმა არ დათმო თავისი მიწა. როგორც მითხრეს 100.000-ს და ბინას დაპირდნენ, მაგრამ არ დათმო.



ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მიიცვლება და მისი შთამომავლები (თუ ჰყავს) მაინც აღმოჩნდებიან მოქალაქეები.
ძაან მაინტერესებს როგორ ეტყოდა უარს ასლან აბაშიძეს.


თუ ეს სურათი რუსეთშია გადაღებული ეს კაცი, ამ მანქანის პატრონი მომწონს, თუ ამერიკაში - ვერ ვიტან.
რატომ ვერ ვიტან? იმიტომ რომ მისი სამყარო ამერიკაშიც რუსეთით შემოიფარგლება.

Tuesday, June 29, 2010

რაც ჩანს, თუ რაც არის

გენერალი ლებედი ექსტერიერი და ტემბრი ვაჟკაცური- რუსეთისათვის ყველაზე სამარცხვინო , ხასავიურტის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი.



პუტინი, ძურიკა მელას კარიკატურა - რუსეთის გამაერთიანებელი, იმპერიის შემკოწიწებელი.



შევარდნაძე, დიდებული საერთაშორისო ბიოგრაფია, დინჯი საუბარი და ჭაღარა თმა და... საშინელი პოლიტიკური შეცდომების კრიალოსანის დამტოვებელი საქართველოსთვის.



ოქრუაშვილი ექსტერიერი ვაჟკაცური
საქმით 3 დღის პატიმრობის შემდეგ დამფქველ- მაღიარებელი.


სააკაშვილი მოკისკისე ყველაზე-ყველაზეს მთქმელი
სინამდვილეში კერკეტი კაკალი.

Wednesday, June 23, 2010

ზიდანი




დღეს ზიდანის დაბადებისდღეა.

8 წლის წინ მან ორი თავურით საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახადა.
4 წლის წინ კი იგივე თავურით საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონად მეორედ გახდომის საშუალება წაართავა.

უნდა დაერტყა თუ არა თავი მაშინ მატერაცისთვის?

Friday, May 28, 2010

ამაზონის ჯუნგლების ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი



ენიმალ პლანეტზე თუ თრეველზე იყო რამდენიმე დღის წინ, ამაზონის ჯუნგლების მაცხოვრებლები წელიწადში დაახლოებით 8 ათას ეგზოტიკურ ცხოველს (თუთიყუშები, ქვეწარმავლები, მწერები, პრიმატები) ყიდიან ჟუნგლებში ჩასულ ტურისტებზეო.
ტურისტები ამ ცხოველებს მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ ცხოველები ეცოდებათ, თორემ კი იციან რომ თავის ქვეყნებში ვერ წაიყვანენ, აკრძალულია. ზოგჯერ გამყიდველი ტურისტს ეუბნება, რომ ეს ცხოველი ამაღამ უნდა მოკლას, იმიტომ რომ არ იყიდება.
ტურისტები ყიდულობენ და ახლომახლო ზოოპარკებში აბარებენ. ჩაბარებაშიც ფულს იხდიან. ამასობაში ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი ხარობს და ყვავის. შედეგად ყოველდღიურად უამრავი ცხოველი ხდერბა ამ ბიზნესის მსხვერპლი.

ამ თემაზე ერთი სიფრიფანა ქალბატონი გვიყვებოდა, ცხოველთა დამცველი საზოგადოების წარმომადგენელი (თუ არ ვცდები ბრიტანელი, აი, ჩვენი რუსთავი 2-ის დილის ფლორისტკები რომ იქნებიან ერთი 10 წლის შემდეგ, ისეთი).
სიუჟეტას ფონად გაყვებოდა შეშინებული დატყვევებული მაიმუნების თვალები.


და აი იმ სიფრიფანა ცხოველთა დამცველმა რა თქვა იცით?
იქ ჩამსვლელ პოტენციურ ტურისტებს მიმართა, არ იყიდოთ ეს ცხოველებიო, ვიცი რომ შეგეცოდებათ, მაგრამ არ იყიდოთ, დატოვეთ სასიკვდილოდო.
სწორი თქვა თუ არა?

Thursday, December 24, 2009

"რა? სად? როდის?


ამასწინათ ღრმადპატივცემული "ლინგვისტუსის" ბლოგში სავიქტორინო ("რა? სად? როდის?) შეკითხვებს გადავაწყდი და გამახსენდა, რომ მეც მაქვს შეკითხვები.



დღეს მხოლოდ ერთს დავსვამ თანაც ისეთს, მეც რომ არ ვიცი პასუხი. დღემდე სარწმუნო პასუხი ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე. არადა თითქოს არ არის ძალიან რთული, შესაბამისი რუკის გადაშლა უნდა და ... დაფიქრება.


მაშ ასე,
რამდენ ხანს გრძელდება ერთი კალენდარული დღე მთელს დედამიწაზე?


მიმიხვდით შეკითხვას?
ანუ, რამდენ ხანს არის ერთი კალენდარული დღე, ვთქვათ 27 დეკემბერი მთელ დედამიწაზე, ანუ მთელს დედამიწაზე რომ მხოლოდ ერთი თარიღი იყოს.

არა, ახლა, ამ წუთას ალასკაში ჯერ 26 დეკემბერია ანუ დედამიწაზე ამ წამს 2 თარიღია. მე გეკითხებით, რამდენ ხანს გრძელდება დრო, როცა მთელ დედამიწაზე ერთი თარიღია: იყო 28 დეკემბერი და იქნება 28 დეკემბერი ალასკაზეც და იაპონიაშიც.

ჰა?

Wednesday, November 25, 2009

საქართველო მგელია თუ ძაღლი?

ეხლა მოიხედე.


რუსეთი დრესიროვშიკია და საქართველოს წვრთნის, თავისი სასარგებლო ფინია უნდა გამოიყვანოს.

მისი მეთოდი არის ტკივილის მიყენება და დაშინება.


აქამდე ისტორიულად უჭრიდა ეს მეთოდი საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოსგანაც ბევრი კუდის ქნევა და ლაქუცი ახსოვს და აკლია ახლა.

ახალგორი, პერევი, კოდორიც კი, მიტინგები თბილისში, ახლა კი ბავშვები ცხინვალის ციხეში ერთ მიზანს ემსახურება - ტკენას და თავმოყვარეობის, ურჩობის დათრგუნვას. ასე წვრთნინ ძაღლებს სელაპებსა და ლომებს.



ვერ წვრთნიან მხოლოდ მგლებს.




თუ საქართველო მგელია ამ ტკენას გადაიტანს.

თუ საქართველო მგელია რუსეთს ისე უკბენს, სახელოვანი ძლევამოსილი ისტორიის მანძილზე რომ არ მიუღია..
ვნახოთ.


ჰა?

Tuesday, September 29, 2009

გამარჯობა კეისარო! სიკვდილზე მიმავალნი მოგესალმებით!



ეს კი ფორუმის თანამოსახელე თემაა ბევრი სიმღერით


შარშან, ომის დროს და შემდეგ დღეებში ქართულმა პოპფენამ ჯარისკაცებზე არანაკლები ოფლი ღვარეს ქართული საქმისთვის. დაიწერა 10-მდე სიმღერა, იმღერა და გადაღებული იქნა კლიპად, ტელევიზიებმა ეს ნამოღვაწევი უშურველად აფრქვიეს ეთერში.
მიზანი ნათელი იყო - ეს არის ის მომენტი! დღეს საქართველოს ბედი წყდება. დღეს შენი მონაწილეობაა საჭირო, დღეს დადექი იქ, სადაც მტერი გელის, დაანახე მსოფლიოს რომ ხარ და არ გეშინია, რომ ერთად ვართ და ... და კიდევ ათასი პატრიოტული ქვეტექსტი.
მოინდომეს, ღამეებიც ათიეს კლიპების ჩასაწერად და... რა მივიღეთ?
ერთიორი მართლაც ხარისხიანი და დინამიური კლიპის, ოღონდ პოლიტიკური და არა სასიმღერო კლიპის გარდა არაფერი სიტუაციის შესაფერისი.
ისევ გმინვა, ისევ პათეტიკა, ისევ ათასჯერ გაცვეთილი ფრაზები და მელოდიები (თუკი შეიძლება მელოდია ერქვას ამ გოდებას).

მოკლედ, კიდევ კარგი, რუსთაველზე მიტინგებმა მოგვისწრო, თორემ ერთი მონდომებული მზადება იყო საქართველოს გამოცხადებული პანაშვიდისათვის (ერთერთ გმინვა-კლიპის დოკუმენტურ კადრებში მეც მოვხვდი, საავადმყოფოში დაჭრილებს ვღებულობდი).

ბევრჯერ გავბრაზდი მაშინ, ნუთუ, ნუთუ კარგი, კარგი, ჩვენ ვერ შევქმენით რამე ამაყი, ენერგიული და ღირსეული. დავიჯერო, არ შეუძლიათ ღირსეული ერების კართოტეკიდან ამოვიღოთ შესაბამისი მუსიკა, რომელიც ევროპაში მე-17 საუკუნიდან იწერება და მე-20 საუკუნეში ფანტასტიკურ სიმაღლეზეა ატანილი. რატომა არ შეიძლება ჯარისკაცი, რომელიც ხვალ ომში ჩაბმას ვარაუდობს იმას ისმენდეს, რაც მას დამუხტავს და არა დააბეჩავებს.
ჩვენ ხომ იმ დღეებში ყველა პოტენციური ჯარისკაცები ვიყავით და რეალურადაც გავხდებოდით ცოტა ხანგრძლივი რომ ყოფილიყო ომი.
მე ჩემთვის ვცდილობდი მომეძებნა ის მუსიკა, რომელსაც სასიკვდილო ომის წინ მოვისმენდი.
სხვამ, ვისაც ეს ევალებოდა არ მომიძებნა, მე ვერ მოვიცალე და მთელი აგვისტო დავრჩი ქართული ტვ-ს მოქვითინე ნოტაზე.
ფიშტი!
სირცხვილია.
ომის წლისთავზე მე აღარ მინდა ახალი ომი იმიტომაც, რომ ვიცი, ისევ ის მდარე, მშიშრულ-მგლოვიარე კრინები უნდა ვისმინო.
ბოდიში ბიჭებო და გოგოებო (მომღერლებო) ღმერთმა დამიფაროს სიკვდილისწინ თქვენი სიმღერები მედგას ყურში, ძაან უბედური ვიქნები.
"სალვე ცეზარ, მორიტური ტე სალუტანტ!"გამარჯობა კეისარო! სიკვდილზე მიმავალნი მოგესალმებით!
ეს რომაელ ლეგოიონერთა შეძახილი იყო კეისარის მიმართ ომში წასვლის წინ.

მეც მინდა მუსიკა, რომელის შემდეგ ამ სიტყვებს ვიტყვი. ღმერათმა არ დამაჭირვოს, მაგრამ სადღაც უნდა მქონდეს, მერე რომ არ ვეძებო.

ამწუთას ეს სამი გამახსენდა, თქვენც მომეხმარეთ.
დადეთ ერთი-ორი სიმღერა თქვენი არჩევანით.




ALIEN ANT FARM



http://www.youtube.com/watch?v=n6BZiFBws3I






Monday, May 11, 2009

forum.ge


მიშა ვარ.
წავიდე?
(გამოკითხვა რომელსაც მნიშვნელობა აქვს).






ჯგუფი: Registered
წერილები: 246
წევრი No.: 71208
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 11 May 2009, 16:00 #13799559 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
--------------------------------------------------------------------------------

მე ვარ, ეხლა გამოვედი შეხვედრიდან და 5 წუთში უნდა შევბრუნდე.
მეუბნებიან - "მთელი ქართველი ხალხიო, ხალხის ნებაო, ..."


მოკლედ. გინდაათ, დაგიტოვოთ ეს სვორა?
ჰა.

პასუხები დროზე.
სტატისტიკა მჭირდება.


ლაპარაკი არა, პული მხოლოდ.

wavide?









ar waxvide [ 168 ] [55.63%]
wadi [ 118 ] [39.07%]
Total Votes: 286

Guests cannot vote

უკეთესი პასუხი ვიდრე ველოდი.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი!
წავიდე? გამოკითხვა რომელსაც მნიშვნელობა აქვს.

Sunday, April 26, 2009

მძიმე კითხვების შეგროვებას ვიწყებ


მძიმე კითხვების შეგროვებას ვიწყებ.

აი, მენტალიტეტი რომ ქვია, თუ ეროვნული ფსიქო-მენტალური სახე თუ მასის განვითარების დონე, თუ ცივილიზებულობა, მოკლედ..

ვიცი რომ ამ შეკითხვებზე მე და მასას განხსხვავებული პასუხები გვექნება და .. თქვენი იმედი მაქვს. მასის კი არა, ჩემი საიტის მკითხველების.

მკითხველები ხართ და იმიტომ.


საიდან ვიცი?
სტატისტიკით.
ქლიკების რიცხვი როგორც წესი 3 ჯერ აჭარბებს შემოსულთა რაოდენობას. ე.ი. კითხულობთ.


ამიტომაც თქვენ გერგებათ ეს მძიმე შეკითხვები. და თანაც შემოთავაზებაა:

იქნებ თქვენც მოიფიქროთ ასეთი მძიმე შეკითხვები, მალე გაერკვევით სიმძიმე რაში მდგომარეობს.



*შენ ბარსელონას მცველი ხარ, ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი.
ბარსელონა ფინალში თბილისის დინამოს ხვდება. ძირითადი - ფრე, დამატებითი - ფრე. პენალები გოლი-გოლში მიდის.

ბოლო გადამწყვეტი პენალი შენი დასარტყმელია. მთელი მსოფლიო ორ ქართველს გიყურებთ.
გაიტან - ბარსელონა მოიგებს.

რას იზამ?


*შენ ქართველი მსაჯი ხარ თბილისში საქართველოს 12 წლამდე ბაიჭების ნაკრებს სომეხი თანატოლები ეწვივნენ. თამაში ტელევიზიით გადაიცემა საქართველოში. სომხეთში არა.

მოულოდნელად სომხები დაწინაურდნენ და უპირატესობას ინარჩუნებენ. თამაშის ბოლოა, ჩვენი ბიჭუნა მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაწვა, არ წაუქცევიათ.
რას იზამ?


*შენ წაგებული, რევანშის მუხტით ანთებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყავი. შენსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება მოხდა და სამართლიანად თუ უსამართლოდ დაგაპატიმრეს.
გამოგიჩხრიკეს ძველი ცოდვები და აღიარება მოგთხოვეს. არადა თვლი რომ საქმეები არაფერ შუაშია, შენი იდეები და იდეალები არ სრულდება გინდოდა გებრძოლა მაგრამ ახლა ციხე გელის.

gaTavisuflebis fasad აღიარებ რომ ჩვეულებრივი კორუმპირებული კრიმინალი ხარ?
ერთ კვირას ვერ გაძლებ წაგებული ქვეყნის ექს თავდაცვის მინისტრი?

*შენ აცხადებ რომ პრეზიდენტი უნდა აიძულო გადადგეს, შენ დაგითმოს პოსტი. თვითონ უნდა გადადგეს, კი არ უნდა გადააგდო. უნდა შეუთვალო, შეუთვალო კი არა, ყოველდღე უყვირო -აბა ერთი გადადექი, მერე როგორ დაგიჭერ და ფორთხვით გაგაძევებო?


ნუ, ბოლოში მარტივი კითხვები შემერია.


ისევ ძნელების შეგროვებაა საქმე.

აბა თქვენც მომეხმარეთ.


+ erTi kiTxva!



unaamarga said...
მე მაქვს ერთი კითხვა, შენ ქართველი მოსამართლე ხარ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, შემოტანილია სარჩელი შენი ქვეყნის წინააღმდეგ, საკმაოდ აბსურდული საქმეა და სადავოა რეალურად დაერღვა თუ არა იმ კაცს რაიმე უფლება, საქართველოს მთავრობას ცოტა სუსტი დაცვითი პოზიცია აქვს, თორემ ... თუ საქართველო ამ საქმეს წააგებს, სოლიდური თანხას დააკისრებენ ზიანის საკომპენსაციოდ, მილიონებზეა ლაპარაკი + შელახული რეპუტაცია. კენჭისყრისას ხმები გაიყო. სამი მოსამართლე საჩივრის დაკმაყოფილებას უჭერს ხმას, სამი წინააღმდწეგია. გადამწყვეტი შენი ხმაა. რას იზამ?



და კიდევ რთული.

შენ ომში მოწინააღმდეგემ ტყვედ აგიყვანა.
შენც ტყვია-წამალი აღარ გქონდა და გაგეხარდა კიდევაც რომ დაგატყვევეს და არ მოგკლეს.

ტყვეობაში ორი თვე ცივ იატაკზე კომბოსტოს ნაფცქვენებით გადაიტანე. ვისაც არ ეზარებოდა გაგინებდა, გითაქებდა.

გაგცვალეს . თავისუფალ;ი ხარ და საკუთარ სახლში დაგაბრუნეს.
ომი გრძელდება, წახვალ ისევ საომრად?