Showing posts with label პორნო საიტი. Show all posts
Showing posts with label პორნო საიტი. Show all posts

Tuesday, January 27, 2009

ღიმილით წაsაkითხი


ააბა ბავშვებო, რითი განსხვავდება ადამიანი ცხოველებისაგან?

ანუ რა აქვს ადამიანს ისეთი, რაც მას მთელი ფაუნისგან გამოარჩევს, ანატომია მაქვს მხედველობაში. ნუ კუდი და ფრთები არა გვაქვს, მაგრამ მე არქონას არ ვამბობ, რა გვაქვს მეთქი, განმასხვავებელი, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი..

ეს ჩემი ძველი დაკვირვება-ხუმრობაა..

-რა არის ყველაზე ჰუმანური ორგანო?
-ტრაკი.





რატომ?

მარტო ადამიანს აქვს. ის ადამიანმა ოთხი კიდურიდან ორზე გადასვლით, ვერტიკალური სიარულის სწავლით შეიძინა.
ჰომო ერექტუსმა დაიწყო და საპიენსმა დაამთავრა.
ამით მას წინა კიდურები გაუთავისუფლდა და ხელებად ექცა.


ხელებიც ადამიანის საიდენტიფიკაციო ორგანოებია, მაგრამ მაიმუნის მოხერხებულობას თუ გავითვალისწინებთ, ხელით ვერ ვიამაყებთ, ცერით კი (მართი კუთხით გაშლის უნარით აღემატება პრიმატებს), მაგრამ ხელით ვერა.
ანუ საამაყო და ნამდვილად ჩვენი დაგვრჩა .. ტრაკი.




და ახლა ეს რამ დამაწერინა არ კითხულობთ?

მეორე აღმოჩენა დღეს დისქავერში ვიხილე.
იცით ხომ, ეს არხი შემჯდარია ამ ანთროპოლოგიურ თემაზე, ძალიან საინტერესო გადაცემები აქვთ.

ხოდა დისქავერზე დამიმტკიცეს, რომ ძუძუები, ისეთი როგორიც არის, ძუძუებიც ადამიანის საიდენტიფიკაციოა, ადამიანისვე გამოზრდილია, ისევე როგორც დიდი წვალებით , ფეხზე დადგომით - ტრაკი.

აღმოჩნდა რომ კაცობრიობამ, მისმა მამრობითმა ნაწილმა ევოლუციის განმავლობაში, თავისი ესთეტიკური შეხედულებების შესაბამისად, დაუღალავი სელექციის გზით გამოიყვანა მდედრი რომელსაც აქვს ის სილამაზე, რაც არ ეკუთვნოდა ბუნებისგან - ძუძუები.
ლაქტაციას თურმე სულაც არ ჭირდება ძუძუს ის დიდებული ფორმა, რომელიც ქალებს აქვთ.
სარძევე ჯირკვლები თავისუფლად თავსდება ძუძუს მეოთხედ მოცულობაში, და გაბერვაც ცხოვრებაში რამდენჯერმე ჭირდება მხოლოდ.


ძალიან ამაყი გავხდი. წარმოგიდგენიათ?
ჩვენ კაცები ვართ ავტორები, შემოქმედები.




კააი კი გამოგვივიდა, არა.

ხოდა ახლა გავაგრძელებ. პრიმატების უბადრუკი "საჯდომი კორძები" სახსენებელი არაა, იქნებ ადამიანის ტრაკის ფორმირებაშიც ურევია იგივე ჟილკა, რომლმაც ადამიანთა სელექციაში პრაგმატული (გადარჩენა, მოპოვება) მიზნების გარდა ესთეტიკაც ჩარია.

ამავე კანონზომიერებით ქალებსაც უნდა ემუშავათ კაცების ფორმირებაზე,





ჩვენ, კაცებს უკეთესი ქმნილება გამოგვივიდა.

Friday, March 28, 2008

ადვილი






ცივილიზაციის გვერდითი მოვლენები*:


ადვილია მკვლელობა - აღარ სჭირდება ზიზღი და რისხვა.
ადვილია ბრძოლა – ტექნიკასთან მუშაობა.
ადვილია ომის დაწყება. ეს უკვე გამოვიარეთ
ადვილია თანამოაზრეთა მობილიზაცია.
მტრის ხატის შექმნა -Tundac sakuTari prezidentisagan.

ადვილია პროტესტის გაღვივება.
დამოუკიდებლად ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები, მასმედიის მზადყოფნა, პერფორმანსები

ადვილია სხვის თავგადასავლებში "მონაწილეობა"
ფილმები, სპეცეფექტები, დღეში ერთ ბიოგრაფიას გჩუქნიან.
თუ მე ბავშვობაში 10 წლის ასაკამდე ერთხელ, ბემბი როცა ვიყავი მონადირეებმა დედა მომიკლეს და ეს ახლაც მახსოვს, ახლანდელი 10 წლის ბავშვები უკვე იყვნენ ანაკონდას მუცელში, ალიენის ხახაში, პროდიჯის სცენაზე, ეჭირათ ჰარი პოტერის კვერთხი და ეკეთათ ბეჭდების მბრძანებელი ბეჭედი. და შედეგად.. ალბათ არც არსად არ ყოფილან. და ზრდასრულობისას არც არაფერი ეხსომებათ ამ ვირტუალური დომხალისაგან.


ადვილია პორნოგრაფიის ნახვა
ინტერნეტით შესაძლებელია 10 წუთში 100 ბოზს ჩახედო თვალებში და არამარტო თვალებში.
შეიძლება წაიკითხო დოსტოევსკი და თქვა "აი როგორი ყოფილა ადამიანი. მე წავიკითხე, მე დოსტოევსკისთან ერთად გამოვიკვლიე ის და ახლა ვიცნობ მას. ვერ მომატყუებენ იდეალისტი პროპაგანდისტები" პორნოგრაფიის ნახვის შემდეგ შეიძლება ანალოგიური აღმოჩენა გააკეთო "აი როგორი ყოფილა ადამიანი. ცხოველი რომელმაც ევოლუციის განმავლობაში რატომღაც დაკარგა კუდი, ღორის ფუნჯიანი კუდის მსგავსი კუდი. ის დღესაც ცხოველია, თავისი ხორცის წონა ცხოველი. ადვილია მისი ცხოველობის დანახვა, სულ ცოტა პირობები უნდა შეუქმნა ამისთვის.





და შედეგად..
და ყოველივე ამ ცივილიზაციის შედეგად ადამიანი ადვილად: მოკლავს, იომებს, შეიზიზღებს, პროვოცირებს, გულს აიცრუებს,magram აღარ აღტაცდება.



*გვერდითი მოვლენა მედიცინეს ენაზე ნიშნავს რომელიმე მადიკამენტის, პროცედურისა თუ მეთოდის შედეგად განვითარებულ დაუგეგმავ შედეგს. მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო წამლების გვერდითი ეფექტია ძილიანობის ეფექტი.

Tuesday, March 25, 2008

თინეიჯერს






თუ ცხოვრებაში პირველად პორნო საიტში იბუჯარე და გგონია რომ ადამიანს დამალული, უფრო ნაღდი არსი დაინახე, თუ ტელევიზორში ეს ვითომ ავტორიტეტები და ვითომ პოლიტიკოსები ვერ გატყუებენ და ხვდები რომ შენი გამოყენება უნდათ, თუ შეწუხდი სისხლითა და მკვლელობებით შეზავებული ახალი ამბების ყურებით, თუ რატომღაც “რეალითი" ჩაძირვებსა და ლათინურ სერიალებსაც შერჩი და თუ ამ ყველაფრის შედეგად ადამიანის, კაცობრიობის სოციალურ და ჰუმანურ არსსში ეჭვი შგეპარა, იმედგაცრუებული ხარ და ყველა ადამიანი შენიღბული უგულო პრაგმატული მომხვეჭელი გგონია გაიხსენე რომ..

გაიხსენე რომ ამ ქვეყნად არსებობდნენ პროფესორი ჟორდანია, გია აბესაძე, იანუშ პალახი. სოკრატე რომელმაც ჩვ. წ. აღ მე-4 საუკუნეში იცოდა რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებდა. ნიუტონი, კოპერნიკი, გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო, აინშტაინი, იანუშ კორჩაკი, ბენჯამინ სპოკი. ანტონიო გაუდი, მაგელანი, ამუნდსენი, მარტინ ლუთერ კინგი, მაჰატმა განდი, ციოლკოვსკი, მენდელეევი, მენდელი, მენდელსონიც იქვე, “დისქავერისა” და “ზონ რეალითი”-ს გადაცემების პერსონაჟები. “დისქავერის” ჭკვიანი მანქანების გამომგონებლები, მეგამშენებლობების მშენებლები, ინჟინრები.
“ვიასატ ჰისტორის” ძლევამოსილი და თავგანწირული გმირები, “ენიმალ პლანეტის” ცხოველებში დაინახე პრიმიტიული სოციალურობის საფუძვლები რომელიც ადამიანმა, მათზე ნელმა, მოუქნელმა და სუსტმა ადამიანმა იმდენად დახვეწა ,რომ საერთო ძალისხმევით უძლიერესი და ყველაზე შეგუებული გახდა, მიაკითხე არხებს "კულტურა" და "მეცო", " VH 1" უყურე გადაცემებს "ყველაზე ჭკვიანი" ნახე ფილმები...
წაიკითხე წიგნები...
სტუმარმასპინძელი, დოჩანაშვილი .. უჰ ბევრია..
დაფიქრდი, რომ არსებობენ ადამიანები რომელთა საქმიანობა არ წყდება: პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, რეანიმატოლოგები, ქირურგები, ანესთეზიოლოგები.
ნახე კონცერტები და კლიპები... პავაროტი და ნეტრებკო, “გუგლერსით” დაათვალიერე ევროპის ქალაქები და სოფლები.

დაფიქრდი იმაზე, რომ ცივილიზაციის ავტორები არიან უსახელო გამომგონებლები : დამწერლობის, აგურის, რკინის იარაღის, პამპერსის, ხიდის, არხის გუთნის, უღლის, ქაღალდის აბრეშუმის, უნიტაზის, პიჯაკის, წისქვილის, ურმის, ჭის, ლიფტის, ხვნა-თესვის, მწყემსვის, ჯარის, საზღვრის, ცეცხლის, მტრედისა და რადიო ფოსტის გამომგონებლები.

დაფიქრდი იმაზე, რომ შენ და შენი სამშობლო სარგებლობ არა მარტო შენი საგვარეულოსა და შენი სამშობლოს მიღწევითა და გამოგონებებით, არამედ მთელი მსოფლიოს გამოცდილებით, გამოგონებებითა და ნამუშევრით: გაქვს ავტომობილი, მობილური, სარეცხი მანქანა, იკვებები ბრაზილიური ქათმითა და ახალ ზელანდიური კარაქით, თბები თურქმენული გაზითა და გადაადგილდები იტალიური ვინ იცის სად მოპოვებული ბენზინით.

გაიხსენე რომ ხელითა, და საჭრეთელით ააშენეს პართენონი, პირამიდა, და სვეტიცხოველი, დასერეს მთელი სამცხეჯავახეთი ტერასებით.

რომ არსებობდნენ 9 ძმა ხერხეულიძე, 9 აპრილის გმირები, ფერეიდნელი ქართველები, ნახე რემბრანტი, გოია, პისარო და აივაზოვსკი, მოუსმინე შოპენს, რაველსა და ბიტლზებს (დიახ მოუსმინე ოღონდ დრო დაუთმე და ისე მოუსმინე).

და დამშვიდდები.

დაიბრუნებ რწმენას რომ სიცოცხლე და ადამიანად ყოფნა ყველაზე დიდი, დაუმსახურებელი საჩუქარია რაც კი ამ უკიდეგანო სამყაროში არსებობს და შენ ევოლუციის ლაბირინთებში შემთხვევით კუდდაკარგული პორნოგრაფიის პერსონაჟი ცხოველი კი არა, ცივილიზაციის, პროგრესისა და შენი ქვეყნის ისტორიის - თანაავტორი, სამყაროს მეფე ჰომო საპიენსი ხარ.