ცხოვრებაში ერთხელ მაინც სანახავი ვიდეოები აქაა.
Saturday, April 6, 2013
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
Posted by
cartwheel
at
2:24 PM
6
comments
Labels: Discovery, forum.ge, ადამიანები, ვინიგრეტი
Wednesday, July 14, 2010
Phil HarrisPhil Harris (December 19, 1956 – February 9, 2010)








ეს ისტორია უკვე მორჩა. ფილ ჰარისი მოკვდა. გადაურჩა ნეკნების მოტეხილობის საშიშ გართულებას, ფილტვის ემბოლიზმს, დაუბრუნდა თავის საქმეს და 6 თვეში ჰემორაგიული ინსულტით მოკვდა საავადმყოფოში.
9 დღე იავადმყოფა.
დათა თუთაშხიაზე გამიგია, კაცობა უნდა ისწავლოო. ფილ ჰარისი არანაკლები კაცი იყო. მას და მის გემ "კორნელია მარის" 5 წელი მუდმივად იღებდა დისქავერი და მთელს მსოფლიოს უჩვენებდა ამ ვაჟკაცი ადამიანების ურთულეს საქმიანობას. საქმეს, რომლელასც ვერ გააკეთებ თუ არა გაქვს საკმარისი გამძლეობა და პასუხისმგებლობა.
დათ თუთაშხია იმიტომ ვახსენე, რომ ეს ვთქვა - დიდი სიამოვნებით ვნახავდი "Deadliest Catch" ის იმ სერიებს, სადაც ფილის ურთიერთობებია თავის შვილებთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მამის გემზე.
ჩემთვის მჭირდება, ჩემს შვილებთან ურთიერთობისთვის მჭირდება.
აცდნენ ერთმანეთს ჯეკ ლონდონი და ფილ ჰარისი, თორემ აუცილებლად დაწერდა მასზე რამეს ჯეკი.
Posted by
cartwheel
at
11:44 AM
3
comments
Labels: Discovery, ადამიანები
Wednesday, November 4, 2009
ტორემაიორი

The Torre Mayor is a skyscraper in Mexico City, Mexico. With a height of 225 meters (740 feet) to the top floor, and 55 stories, it is the tallest building in Latin America, surpassing in mid-2003 the 220 meter (724 feet) high towers of Parque Central Complex, in Caracas, Venezuela, which were, between 1999 and 2003, the tallest buildings in Latin America. The Torre Mayor was developed by Canadian businessman Paul Reichmann, who also maintains part ownership. It is also part-owned by a group of institutional investors. The building was designed by the architecture firm, Zeidler Partenership Architects.
Located at Paseo de la Reforma #505, it was built by Canadian-owned Reichmann International on the former location of the Cine Chapultepec. Construction work began in 1999 and was finished in late 2003. Due to Mexico City's high propensity to earthquakes, the tower incorporates several anti-earthquake measures. In fact, this building shares the title of the strongest (in matter of pro-earthquake engineering) building on Earth alongside U.S. Bank Tower in Los Angeles, California. The Torre Mayor building is designed to withstand an earthquake measuring 8.5 on the Richter Scale, compared to the U.S. Bank Tower that can withstand an 8.3-intensity earthquake.
ტორემაიორი მეხიკოს და ყველა სხვა ლათინური ქვეყნის შენობებს აღემატება სიმაღლით.
ის მექსიკელების ახალი სიამაყეა. DISCOVERY-ზე იყო დაგაცემა "მეგამშენებლობები" სადაც ტორემაიორი ნაჩვენები იყო როგორც ახალი სიტყვა თანამედროვე ინჟინერიასა და არქიტექტურაში.
ფილმში მშენებლობის ექსპერტები ამშენობას აღიარებდნენ როგორც მსოფლიოში ყველაზე მიწისძვრამედეგს.
დეტალურად იყო ნაჩვენები მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და მშენებლების გეგმები, იდეები, იმედგაცრუებები, შიშები და შედეგად დიდი წარმატება -ტორემაიორი.
Torre Mayor Mexico City 225 m (740 ft) (230 meters (755 ft) to the pinnacle) 55 2003
მაგრამ ჩემი წერილის თემა ამ შენობის სირთულე და სიმაღლე არ არის.
ჩემი სათქმელი იმ ფილმში სულ 1-2 წუთში ითქვა.
და რა ითქვა:
1.ტაილანდიდან მექსიკაზე კადრის გადატანისას სულ ცოტა ხნით გაიელვა ცათამბრჯენებიანმა მეხიკომ. მართლაც ულამაზესი ცათამბრჯენების მთელი პანორამა იყო, ვერ გაარჩევდი ჩიკაგო იყო თუ მეხიკო
(ამით ითქვა რომ მეხიკო განვითარებული ქალაქია, მასში ახალი ლამაზი ცათამბრჯენებია).
2.მეხიკოს გადატვირთული ქუჩების ზემოდან თვალიერებისას ოპერატორმა მსხვილი პლანით აიღო სატვირთო მანქანა, რომლის ძარაზეც ბევრი მატრასი იდო, მატრასებზე კი შლაპიანი მექსიკელები (ალბათ მუშები) იყვნენ წამოგორებულები.
(ამით ის ითქვა რომ... იმეცადინეთ ბიძია, მექსიკელებო, იმეცადინეთ, რაც არ უნდა დაამსგავსოთ მეხიკოს სილუეტი ჩიკაგოსას, თქვენ ჩვენამდე ბეევრი გიკლიათ, ყველაზე ძნელად გამოსასწორებელი ხინჯი გაქვთ - უწესოები ხართ).

არქიტექტორმა თქვა ერთადერთი ადგილი, სადაც მინდა ვიყო მიწისძვრისას ეს ტორემაიორია, ის ყველაზე უსაფრთხოაო. სატვირთოს ძარაზე წამოპლაკულმა მუშებმა კი ეს აღტაცება მექსიკით აშკარად გაანელა. რეჟისორის სათქმელიც ეს იყო- აშენონ ჩვენმა არქიტექტორებმა სხვა ქვეყნებში ჩვენზე მაღალი სახლები, ჩვენი უპირატესობა, წესიერებაში უპირატესობა არ შემცირებულაო.
ჩვენი ქუჩა რას ამბობს, თუნდაც ერთი შეხედვით?
შეგიხედიათ ინდიფერენტული უცხოელის თვალით?
მე გეტყვით
ჩვენს ქუჩაში არ ისმის, მაგრამ დგას დედის გინება, შეურაცხყოფა, ღალატი, დაცინვა, კუდის ამოძუება, თავზე გადავლა, ფაფხური და უზრდელობა, გაუთავებელი შერჩენა და პატიება.
ოღონდ ჩვენი მანქანების ტრაექტორიებით გადმოცემული ჟესტების ენაზე.
Posted by
cartwheel
at
1:18 PM
1 comments
Labels: Discovery, ვინიგრეტი, საზოგადოება, ხალხი
Wednesday, July 8, 2009
ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში
ეს? არა!

რამდენიმე თვის წინ ერთერთ ქართულ ბლოგზე ასეთ პოსტს გადავსწყდი "ჰანიბაგერი - ყველაზე მამაცი არსება ცხოველთა შორის".
მაშინ ვიდეოც ვიხილე და ავტორს დავეთანხმე. ეს პატარა ცხოველი მართლაც შესაშური აგრესიით, შეუპოვრობით და სიმკვირცხლით არ უშინდება და ერევა კიდევაც აგრესიულობით განთქმულ მტაცებლებს.
დღეს კი, დისქავერზე ჩემთვის გასაოცარი რამ ვნახე.
თქვნეც ნანახი გექნებათ ასეთი შემზარავი კადრები: უზარმაზარი ზვიგენი პატარა და დაუცველ სელაპს წყალში როგორ დაითრევს კუდით, როგორ ახათქუნებს აქეთ-იქით, საზეიმოდ წყლიდან ამომხტარი გათიშულს ზედ რომ დაენარცხება, მძლავრი კუდის ამოკვრით შორს გადასტყორცნის და შემდეგ ჭამს, ნთქავს ჯერ კიდევ ცოცხალს.
მოკლედ , ზვიგენი ბოროტი, ძლიერი სისხლისმსმელი მტაცებლის ჰიპერბოლური სიმბოლოა, სელაპი კი უსუსური, ამაოდ მოფართხალე შიშით ელდანაცემი მსხვეერპლის.
ყოველთვის გულს მიკლავდა ეს სცენა - ცივსისხლიანი უტვინო თევზის- ზვიგენის მიერ ჩემიანის, გონიერი (გაიხსენეთ დელფინარიუმები) ძუძუმწოვრის ასეთი უპირობო დაჩაგვრა, დაშინება და გადასანსვლა.
არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე.
დღეს დისქავერზე ვნახე.
თურმე ინტელექტი ბევრ სელაპს შველის, თანაც, თანაც ოღონდ, უშიშრობასთან კომბინაციაში.
აღმოჩნდა რომ ზვიგენის უპირატესობა მხოლოდ მისი ძალა და ზომა არ არის, სიჩქარეცაა.
ზვიგენი აუცილებლად დაეწევა და დაიჭერს სელაპს თუკი სელაპი გაექცა (სელაპებში მსოფლიოს ჩემპიონიც კი ვერ დაუსხლტება ზვიგენს სისწრაფეში).
თურმე, მას შემდეგ. რაც ზვიგენი სელაპს სანადიროდ მისაწვდენზე მიეპარება, ამ ორ არსებას შორის იწყება რთული, საფეხურებიანი ბრძოლა.
ერთ მხრივ ზვიგენია თავისი ძალით, აგრესიით, ყბებითა და საუკეთესო მკვლელის რეფლექსებით, მეორე მხარეს კი სელაპი, რომლისათვის გადარჩენის ერთადერთი შანსი მტრის დაღლა და მხოლოდ შემდეგ გაქცევაა.
სელაპს ორი უპირატესობა აქვს:
სწრაფი მოხვევის უნარი და .. ნებისყოფა (ამ შემთხვევაში უშიშრობა).
ნებისყოფა ავალებს სელაპს არ გაექცეს მასზე 10-ჯერ დიდ მტერს, რომელსაც ყბებში ერთ ლუკმად გაეტევა.
და ნებისყოფა ავალებს სელაპს არათუ გაექცეს, არამედ წავიდეს ზვიგენზე,
მიუახლოვდეს მას რაც შეიძლება ახლოს, გაახელოს ის, აიძულოს გააკეთოს გადამწყვეტი ნახტომი უშედეგოდ.
და ასე რამოდენიმეჯერ, ზვიგენი რომ დაიქანცოს.
სელაპი, ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში.ნახეთ!
!
დიახ, თურმე ასეა, ეს ჩვენთვის "პანიკაში მოფართხალე დიდთვალება განწირული მსხვერპლი" თურმე სინამდვილეში უკიდურესი უშიშრობის, მოხერხებულობის, ნებისყოფისა და გამძლეობის ბრძოლაშია ჩაბმული თავისზე გაცილებით ძლიერთან, ბოროტთან და სწრაფთან.
სამწუხაროს სელაპებს ყოველთვის ვერ შველით გონებრივი აღმატებულობა და მოქნილობა.
მაგრამ...
როგორც ჩანს მაინც შველით, უმეტესობას შველით.
იმიტომაც არიან ბევრნი. მრავლდებიან და არ წყდებიან.
Posted by
cartwheel
at
4:00 PM
5
comments
Labels: Discovery, ანალოგია, ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Wednesday, April 1, 2009
ჩემი, მატერიალისტ-იდეალისტის პაციფისტური გასხივოსნება.

ვაშა, ჩვენ ვასხივებთ.
არა მართლა, ჩვენ ვასხივებთ სითბოს.
ძირს პათეტიკა!
"დისქავერს" ვუყურებდი, პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები იყო. ღამის წყვდიადში ვერტმფრენის ინფრაწითელი გამოსხივების მხედველი კამერა აფიქსირებდა ადამიანებს (ზოგი დაკარგული იყო ტყეში, ზოგი თვითონ ემალებოდა პოლიციას ჩირგვებში. ნუ ახლა ამას მნიშვნელობას ნუ მივცემთ, ადამიანები იყვნენ) საკმაოდ შორს -100, 150 მეტრზე.
ანუ ჩვენი სითბო, რაღაც უენერგიო ფოტონები კი არა, რომელთაც ვხედავთ ჩვეულებრივად, არამედ რეალურად გაფანტული, გაფრქვეული, გაზომვადი "წითელი" სითბო ჩვენს გარშემო 100 მეტრის მანძილზე, 100 მეტრი რადიუსით ჩვენს გარშემო ვრცელდება!
ვანათებთ, ვანთივართ სანამ .. ცოცხლები ვართ.
მეც, შენც, ისიც.
ჯერ..
Posted by
cartwheel
at
2:53 PM
0
comments
Labels: Discovery, ვინიგრეტი, მადლობა, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
Monday, March 30, 2009
Lance Armstrong
არაა სწორი:
ექსპერტი
სწორია:
ექსპერტი-პოლიტოლოგი, ექსპერტი-გეოლოგი, ექსპერტი-კრიმინალისტი, ეკონომისტი, ენერგეტიკოსი, სამხედრო .. და ა. შ.
არაა სწორი:
-ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია.
სწორია:
-ამერიკის (ან აშშ) ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია.
არაა სწორი:
ტრადიცია დაინერგა, ტრადიციულად, უმეტეს შემთხვევაში სიტყვა ტრადიციის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად იხმარება.
არაა სწორი:
-დღენაკლი ბავშვი
სწორია:
-ვადამდელი ბავშვი
არაა სწორი:
ისაუბრედ ("კორეგა")
სწორია:
ისაუბრეთ
არაა სწორი:კაცი ლეგანდა ----(ვინც არ უნდა იყოს).
სწორია:
კაცი ლეგენდა - lens armstrongi
ეს კაცი არის ლეგენდა.



ახლა ისევ უბრუნდება ველოსპორტს.
kaci legenda - lens armstrongi
In 1996 Armstrong discovered that he had testicular cancer, which had spread to his brain and lungs. After surgery and heavy chemotherapy, Armstrong returned to cycling in 1997. Two years later he won his first Tour de France, as the lead rider of the U.S. Postal Service team, and then repeated the victory the next five years in a row. In 2005 he won the Tour for a seventh time, then retired from cycling. In 2008 he told Vanity Fair magazine that he would un-retire and race again in 2009. Armstrong is the author of the memoirs It's Not About the Bike (2000) and Every Second Counts (2003).
წაიკითხე თ/დ:).
Posted by
cartwheel
at
12:56 PM
3
comments
Labels: Discovery, ადამიანები, ვინიგრეტი, სპორტი
Friday, March 20, 2009
battle at kruger
თუ ჯერ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ, აუცილებლად ბოლომდე.
რაღაცით დღევანდელ ჩვენ პოლიტიკას მაგონებს, აბა თუ მიხვდებით ჩემს "რასკლადს" (როლების განაწილებას) ამ სიტუაციაში.
Posted by
cartwheel
at
6:33 PM
0
comments
Tuesday, September 9, 2008
Dirty Jobs



ეს მაიკ როვია, დისქავერის ერთერთი პოპულარული სერიალის "Dirty Jobs"
-ის ავტორი და წამყვანი.
სად პოულობს ეს კაცი ასეთ გულისამრევ, მძიმე სამუშაოებს აყვავებული კაპიტალიზმის ეპიცენტრში.. მაგრამ თურმე პოულობს კი არა ასეთი საქმეები იმ სანატრელ ქვეყნებში ბევრი და და გულისყურით, თითქმის სიყვარულით კეთდება.
მომწონს "Dirty Jobs" ყოველთვის ვუყურებ თუ გადავაწყდი ტელევიზორის ფურცვლისას. და ვინაიდან "დისქავერი" მეორე ნომრად მყავს, ეს ხშირად ხდება.
და მაინც, ეს პოსტი მაიკ როვზე არ არის, ის იმ ადამიანებზეა ვინც იმ რთულ , ბინძურ საქმეებს აკეთებს.
ჩემი დაკვირვებით მათი აბსოლუტური უმრავლესობა თეთრკანიანია, განათლებულია, ჯანმრთელია და კარგად მეტყველებს და იუმორის დიდი გრძნობა აქვს.
ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.
ვთვლიდი რომ ასეთი საქმე ამერიკაში დიდი ხანია საფუძვლიანად იქნებოდა გადაბარებული გაუნათლებელი არათეთრკანიანი ან თეთრკანიანი ახალი ემიგრანტებისათვის, მაგრამ შევცდი.


ეს ხალხი, ძირძველი ანგლოსაქსი (თუ როგორცაა) ამერიკელები მურში, ცემენტში, ტალახში, ნაკელში, სკლინტში და საღებავებში ჩაფლულები თავდაუზოგავად აკეთებენი იმ საქმეს, ქართველი რომ ხელს არ მოკიდებს.
ზუსტად იციან თავისი საქმის ეკონომიკური და ეკოლოგიური ბექგრაუნდი.
აქვთ თვითირონია და ..სიამაყე კარგად დასრულებული საქმის გამო (სულ ჩვენ არ გვგვანან?)
ამ პოსტის დაწერა საქართველოს დამსახურებულმა თუ დაუმსდახურებელმა მილიარდმა (თუ მილიარდებმა) მაფიქრებინა.
არ აქვთ იმ ხალხს ზედმეტი ფული.
იციან ფულის შოვნის სიძნელე.
და
ეს დახმარება მაქსიმალურად ეფექტურად თუ არ გამოვიყენეთ,
თუ
წაგებული საქართველო იმ წაგებულ გერმანიად არ ვაქციეთ, საქმით რომ დაამარცხა თავისი ომში დამმარცხებლები, არ ვვარგებულვართ.
ყველა დოლარი ამ ფულის ჩვენი ბიჭების სისხლით, ჩემი გელა ჭედიას სისხლით არის დამსახურებული და
და..
ვინც იმ ფულით იკრისებს, ჩემი მტერი იქნება.
Posted by
cartwheel
at
4:11 PM
0
comments
Labels: Discovery, ანალოგია, საზოგადოება, შადრევანი, ხელისუფლება
Wednesday, March 26, 2008
ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution
ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution




ევოლუციის დასასრული.
ბევრ ასპარეზზე ადამიანმა თავისი თავისი პოტენციალის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
მაგალითად:
ქანდაკება მიქელანჯელოს დროის იტალიაში
კლასიკური მხატვრობა ჰოლანდიური სკოლა
კლასიკური მუსიკა ბეთჰოვენის დროინდელ ევროპაში
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, სპილოსძვლის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში
ფოტოგრაფია (მას შემდეგ რაც ტელესკოპი ჰაბლით 70 სინთლის წელიწადის სიგრძის ნისლეული გადაიღეს.
საბოლოო ფორმა მიიღო მამაკაცის კოსტუმმა, ფეხსაცმელმა,
გემმა, იახტამ, გლისერმა, სკუტერმა.
უკვე 10 წელია მსუბუქი ავტომობილების ფორმაც უნიფიცირებული და ოპტიმალური გახდა. თუ მანამდე სულუეტით გაარჩევდი მანქანის მოდელს (გაიხსენეთ 20-30 წლის წინანდელი მერსედესი, სიტროენი, როლსროისი ფორდი), ახლა მათი კონტურები თითქმის იდენტურია. და მხოლოდ დიზაინერული ნიუანსებით ინარჩუნებენ ცნობადობას.
თვითმფრინავების მოდელები კი უფრო ადრიდან, დაახლოებით 50 წელია არ შეცვლილა.
რკინის გემების ფორმა თავიდანვე თითქმის ოპტიმალური იყო ისევე როგორც ესკალატორისა და ლიფტის.
ავტოკალამი ე. წ. პასტა 30 წლისაა, უნიტაზი 200წლის, გაზქურა 200წლის.
ტელევიზორი ლსდ ეკრანით თითქმის იდეალურია უკვე 5 წელია.
ციფრული ფოტოაპარატი ფაქტიურად იდეალურია 3-4 წელია.
ინდივიდუალურ კომპიუტერს აქვთ განვითარების პერსპექტივები, მაგრამ თავის საქმეს ანუ მომხმარებლის დახმარებას რეალური სამუშაოს შესრულებაში თითქმის უნაკლოდ (ვორდი- ექსელი 100%, არქიტექტურულ, დიზაინერულ, საბუღალტრო, საწარმოო, ფერმერული და სხვა მრავალი პროგრამა 90%-ით) ასრულებს.
აგერ ჩვენს თვალწინ დაიბადა და გაიზარდა მობილური ტელეფონი. სულ რაღაც 5 წელიწადში შეიძინა უამრავი დამატებითი ფუნქცია. ლამაზი ნივთი რომელიც ჯიბეში გიდევს, ხელში ადვილად მოგყვება და რომელიც გაკავშირებს ნებისმიერ ადგილზე მყოფ ადამიანს ნებისმიერი ადგილიდან აუდიო-ვიდეო ფორმატში, არის ამავე დროს ფოტო-ვიდეო აპარატი, გაჩვენებს ინტერნეტ საიტებსა და ტელეარხებს. მობილურით სამსახურიდან დაბრუნებისას შეგიძლია შეუკვეთო შენს მიკროტალღოვან ღუმელს საჭმელი გაცხელებული დაგახვედროს, მობილური ტელეფონით შეგიძლია აკონტროლო საკუთარი უძრავ მოძრავი ქონების დაცულობა. აწარმოო შენი ბლოგასაითი.
200 წლის შემდეგ, 500 წლის შემდეგ რა შეიცვლება?
ხელმისაწვდომობა უფრო.. შემცირდება ვიდრე დღეს.
არავითარი ინდივიდუალური მფრინავი მანქანები, ენერგო შეზღუდულობის გამო ალბათ თვითმფრინავებით მხოლოდ პრეზიდენტები იფრენენ, ავტომობილები თალხნად და ნელა იმოძრავებენ მზის თუ რაღაც სხვა ბატარიებზე.
ქანდაკება
მხატვრობა
მუსიკა
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდები
ფოტოგრაფია
მამაკაცის კოსტუმი, ფეხსაცმელი, გემი, იახტა, გლისერი, სკუტერი.
მსუბუქი ავტომობილი
თვითმფრინავი გემი ესკალატორისა და ლიფტი
ავტოკალამი, უნიტაზი, გაზქურა, ტელევიზორი , ციფრული ფოტოაპარატი , ინდივიდუალურ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი მე მგონი, რომ უმნიშვნელოდ შეიცვლება
ha ras ityvi?
The end of evolution EOE
mosula?
Posted by
cartwheel
at
10:35 AM
3
comments
Labels: Discovery, ვინიგრეტი, მე ათეისტი, პროგნოზი, ჯერარდაბადებული საქართველო
Tuesday, March 18, 2008
დიალოგი ზიგზაგით
ჩუუ! ჩუუ! ვუსმენთ!
მოთხრობა უსიტყვოდ
დიალოგი ზიგზაგით
სამყარო დიდია, უსასრულოო ამბობენ (ეგ როგორ, არ ვიცი)
თუკი სადმე სამყაროს დასალიერში სიცოცხლის ჩასახვისა და განვითარებისავის პირობები შეიქმნა, და ინტელექტამდე განვითარდა, ოდესმე ჩვენ - ადამიანებმა შეიძლება მათ შესახებ რაიმე სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ.
ადამიანის მიერ 50 წლის წინ სამყაროში გაგზავნილი რადიოსიგნალი თითქმის სინათლის სიჩქარით ვრცელდება და ჯერ ამ სიგნალის მიმღებ, აღმქმელ არსებას არ გადაწყდომია.
მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წუთში 1.079 252 85~ × 109სიჩქარით მოდის.
ე. ი. დედამიწა მზიდან სინათლის 8 წთ მანძილითაა დაშორებული.
დედასმიწის გარშემო 50 სინათლის წელიწადის მანძილზე, ადამიანის მსგავსი ინტელექტი არ ცხოვრობს.
რადგანაც პასუხად კი არა, თავისივე ინტერესის დასაკმაყოფილებლად სხვა ცივილიზაციებისაგან გამოგზავნილი რადიო ტალღები დედამიწაზე ჯერ არ მოსულა, უნდა ვიფიქროთ რომ, ინტელექტი არა არის უფრო სწორედ არ იყო 100 წლის წინ 100 სინათლის წლით დედამიწიდან დაშორებულ სივრცეშიც.
მე მგონი ეს უკვე იმის გარანტიაა რომ ოდესმე თუკი კაცობრიობამ სხვა სიცოცხლისა და მითუმეტეს ინტელექტის არსებობა შეიტყო, ვერც ჩვენ (ადამიანები) და ვერც ისინი (სხვაპლანეტელები) ერთმანეთს ვერასოდეს ლაივში ვერ ვნახავთ.
სიცოცხლის არსებობას ძალიან ნატიფი პირობები ჭირდება, ამ ნატიფი პირობების შენარჩუნება კოსმოსურ ხომალდში დროის ხანმოკლე პერიოდში შეიძლება, მაგრამ სინათლის თუნდაც ერთი წელიწადის მანძილის დასაფარად საკმარისი რესურსი რომ მოთავსდეს რაკეტის შიგნით ადამიანის, ან უცხოპლანეტელის სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელია. ერთი სინათლის წელიწადის დაფარვას დღევანდელი რაკეტა 20000კმ/სთ-ით 600.000.000 წელიწადს მოანდომებს.
ის ვიღაცა უცხოც თხევად კრისტალებზე ვერ იმუშავებს, მასაც სასიცოცხლო გარემო დასჭირდება გადასაადგილებლად. მოკლედ არც ახლა და არც ფანტასტიკურ მომავალში ადამიანი და უცხოპლანეტელი მოაზროვნე არსება ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
ვერც ისინი ჩამოვლენ და ვერც ჩვენ ჩავფრინდებით. რასაც ვერ ვიტყვი მესიჯებზე- რადიოგზავნილებზე. ერთი ზღაპრის მეფის სტუმარი ყოჩაღი გლეხისა არ იყოს - ამ ქვეყნად ყველაზე სწრაფი აზრია, ერთ წამს ქვესკნელზე ფიქრობ, მეორე წამს კი უშორეს ვარსკვლავებზეო. დალოცვილი რადიოტალღებიც თითქმის აზრის სისწრაფისაა, თითქმის სინათლის სიჩქარით მუდმივად წინმავალი და იაფი, დიახ იაფი. ენერგიას ის არ ითხოვს, ჟანგბადს და ტენიანობას. გაუშვი, იფრინოს. რადიოტალღებით საკმაოდ დიდი ინფორმაციის გადზავნა შეგიძლია, მაგალითად ფილმის.
და თუ ქვეყნის, სამყაროს დასალიერში სხვა ინტელექტი მართლაც არსებობს და ჩვენსავით მაინც განვითარდა, ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ მესიჯებით დავუკავშირდებით.
იმათი გამოგზავნილი მესიჯი ჩვენამდე ვთქვათ 150 დედამიწის წლის შემდეგ მოაღწევს, ჩვენი გაგზავნილი მესიჯი მათ 150 წელში ანუ შეკითხვის გამოგზავნიდან 300 დედამიწის წელში დაუბრუნდებათ. ამასობაში აქაც და იქაც თაობები შეიცვლება.
შეიძლება ორმხრივი ინტერესი იმდენად დიდი იყოს რომ აქედანაც და იქიდანაც შეკითხვების, მოთხრობების, პრეზენტაციების, გადაცემების, ცოდნის, წიგნების მუდმივი ნაკადი დაიძრას..
იქნება სპეციალური ტელეარხები ვთქვათ "ანდრომედაTV" რომელშიც 150 წლის წინანდელი, უკვე გარდაცვლილი უცხოპლანეტელების გამოგზავნილი შეკითხვები და მოთხრობა-ფილმები გადაიცამა. ჩვენგან კი გაიგზავნება პასუხები და ფილმები რომლითაც ჩვენი შეკითხვის ავტორის შთამომავლებს 300 წელში დაუბრუნდებათ.
და რაც მთავარია, ვინაიდან მისვლა მოსვლა და ხეირის ძებნა თავიდანვე გამოირიცხება, შესაბამისად ეს დიალოგიც გულწრფელად კეთილგანწყობილი და ორმხრივ სასარგებლო იქნება. დასვი შეკითხვა, რომლის პასუხის ცოდნას შენს შვილთაშვილს უსურვებ, გაუზიარე შენი მძიმე გამოცდილება ვიღაც არსებებს დასალიერში , მიაწვდინე შენი პლანეტის ხელოვნება უცხოტა სმენასა და მხედველობას, გაიზიარე მათი.
მოკლედ სიტუაციური ამოცანა :
"გამარჯობა 150 წლის შემდეგ დასაბადებელო უგჰჯგკჯჰჰჰ შენი დიდი ბაბუა კარგი "კაცი" ყოფილა, რა მომწერა იცი ?..."
თუ.. ეეე.. უკვე ჩამოსულან?
When NASA launched the Voyager 1 probe 26 years ago, the scientists placed a few recordings onboard -- including greetings in 55 languages, a message from President Jimmy Carter, and Chuck Berry's "Johnny B. Goode" -- in case aliens ever intercepted it. Now for a mere $3.99 per minute, you can use a new service, TalkToAliens.com, to send your own personal message to our alien benefactors!
Call 1-900-226-0300, speak your mind, and it will be transmitted into the howling aether by a 10.5-foot parabolic antenna somewhere in the backwoods of Connecticut, pictured above. TalkToAliens.com broadcasts at 2.43211 GHz, which is apparently the most commonly used frequently on Earth -- and thus, as the site owners claim, the one that aliens will most likely be aware of if they're already listening in.
You can also use the service to send a text message of up to 1,000 words for $19.95. More expensive, sure, but they email you a PDF "Certificate of Interstellar Broadcast", which is "Suitable for Framing", and includes your name and the first 500 characters of your message.
Of course, this all raises an interesting question of cosmic etiquette: What precisely constitutes an appropriate message to send to extraterrestrials? The site offers some suggestion in its FAQ:
Q. Can I say anything I'd like in my broadcast message?
A. We strongly encourage that you refrain from any profane or indecent language. As mentioned above, it is highly unlikely that anyone here on earth will hear your messages. Even so, it would seem prudent and polite to keep your language respectable. Feel free to speak your mind, sing, chant, rant, etc. to your heart's content. Be a good "Earth Ambassador" to any civilizations that might be tuned in!
It's possible this is a media prank, but its total weirdness has the color of truth.
Posted by
cartwheel
at
1:13 PM
1 comments
Labels: Discovery, ვინიგრეტი, მე ათეისტი, ჯერარდაბადებული საქართველო
Tuesday, March 4, 2008
3,971 ამერიკელი ჯარისკაცი
რაღა დარჩებოდა საქართველოდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი თურქეთიც რუსეთივით დესტრუქციული რომ ყოფილიყო? ეცხო პროვოკაციები თვეში ერთხელ აჭარისა და თურქი მესხების საკითხებზე? თურქეთი დღეს არათუ პროვოკაციებს არ აწყობს არამედ ჯარის მშენებლობაშიც ეხმარება საქართველოს.
მე აფხაზეთში, გუმისთის პირას ისე ვკვდებოდი რომ მქკ ჩემი იქ ყოფნით ნულის ტოლი იქნებოდა. ჩემს გვერდზე ბევრი ადამიანი მოკვდა ისე რომ მათი მარგი ქმედებაც ნულის ტოლი იყო.
დღეს კი ერაყში ქართველთა მიერ სიცოცხლის გარისკვა საქართველოს არა მარტო რენომეს მატებს, არამედ ერთიორად აძლიერებს კიდევაც.
ბოლოსდაბოლოს საქართველოსაც აქვს ეროვნულ გეოპოლიტიკური ინტერესები. კიდევ ერთი ძლიერი, არაპროგნოზირებადი, მუსულმანური ქვეყნის ადგილზე დემოკრატიული მუსულმანური ქვეყნის აშენება ხომ ჩვენ სხვებზე მეტად უნდა გვინდოდეს.
3,971 US Soldiers Killed, 29,203 Seriously Wounded
key statistics about the Iraq War, taken primarily from data analyzed by various think tanks, including The Brookings Institution's Iraq Index, and from mainstream media sources. Data is presented as of February 24, 2008, except as indicated.
US SPENDING IN IRAQ
Spent & Approved War-Spending - About $600 billion of US taxpayers' funds. President Bush has requested another $200 billion for 2008, which would bring the cumulative total to close to $800 billion.
ერაყთან ომში 3,971 ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდა.
2008 წლის ჩათვლით ამერიკა ერაყთან ომში 800 მილიარდ ხაზინის დოლარს დახარჯავს. მოსახლეობა დაახლოებით 300 მილიონია. ე. ი. თითოეულმა ამერიკელი ერაყის ომს დაახარჯავს - 800 მლრდ გაყოფილი 300 მილიონზე= 2667 დოლარს.
კაი, საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები ამერიკის ფულისა და ჩვენი ჯარისკაცების იღბლიანობის წყალობით უმსხვერპლოდ და უფულოდ სრულდება. ჩვენ ჩვენივე ქვეყნის შიგნით რას ვშვებით? თუ თითოეული 2667 დოლარს ვერ შევწირავთ, ერთგულება და გაძლება მაინც შეგვეძლება საქართველოს გასაერთიანებლად?
ეეე... სადა ვბანაობ? 2 ნოემბერი? 3 ნოემბერი? 4,5,6,7 ნოემბრები და 5 იანვარი? 47%?,
"მიშა- მშია!!!!"?
Tuesday, February 19, 2008
DISCOVERY
Posted by
cartwheel
at
11:56 AM
0
comments
Labels: Discovery, ანალოგია, ვინიგრეტი, ლიდერი, საზოგადოება





