წინა უიკენდზე კარსანში ვიყავი.
მაგარია.
ოღონდ გაზაფხულზე აჯობებს, სანამ ბალახი მწვანეა.
ესეიგი, ადიხარ მცხეთის გზაზე, " სახალხო" სალობიეს რომ გაუვლი მარცხნივ სადრღაც 100–300 მეტრში.
ადიხარ ზემოთ და ზემოთ, მოკირწყლული გზით ( რაც არ უნდა გასაკვირი იყოს)
სოფელი – 4–6 სახლი, ბევრი არაფერი, აგრძელებ გზას მაღლა – ორიენტირი " წმინდა ნინოს მონასტერი" (ისრებია) მსუბუქით ბოლომდე ვერ ახვალ,
სადღაც 1 კმს ფეხით ულამაზეს ტყეში, ბილიკზე.
ბილიკიდან გადმოღმა ხელისგულზე ჩანს მცხეთა და ჯვარი, ზემოდან ქვემოთ.
ადიხარ , ნახულობ მონასტერს, ძველი ბაზილიკაა, და
აგრძელებ გზას მთის ქიმზე.
კიპარისის ტყე და მიადგები პანორამას – ერთ მხარეს თბილისი, შემდეგ არმაზის ციხე, შემდეგ ქსნის ციხე, შიომღვიმეს ხეობა. ანუ ერთი წერტილიდან ხედავ თბილისსა და ქსნის ციხეს, რომელიც გზაზე მგზავრობისას გორიდან გამოსვლისას გხვდება.
პატარაა საქართველო.
ღირს ასვლად.
+ თვითონ სოფელში, ძველი ეკელესია, ძაან დანგრეული,
+1904 წელს აშენებული კარსანის ობსერვატორია, რომელიც მერე ტუბდისპანსერი ყოფილა, ახალ ცარიელი.
++ ზემოთ, მონასტერთან სადრაც 20 კაცს დაიტევს, მაგიდაა სკამებით ( ე.წ. ძელსკამებით).
Saturday, August 11, 2012
კარსანი
Posted by
cartwheel
at
9:29 PM
3
comments
Labels: უიკენდი
Thursday, June 7, 2012
უიკენდები
ქუთაისელებისთვის
გორდი
კინჩხი
სათაფლია
პრომეთეს მღვიმე
გელათი
მოწამეთა
ზესტაფონელებისთვის
უბისა
გორელებისთვის
გორიჯვარი
უფლისციხე
ერთაწმინდა
ზუგდიდელებისთვის
გაჭედილი
თელაველებისთვის
ალავერდი
შუამთები
გრემი
ლაგოდეხის ნაკრძალი
სიღნათი
ყვარელი ტბა
რუსთაველებისთვის
ხაშმი
გგგგგ
კახეთი
მარტვილელებისთვის
მარტვილის მონასტერი
მეორე? მონასტერი
მცხეთელებისთვის
შიომღვიმე
ძალისა
არმაზი
ჯვარი
ფოთელებისთვის
პალიასტომი
გაჭედილი კანიონი
ზუგდიდი
დუშელებისთვის
ანანური
მთაზე რომ ჩანს
ბაზალეთი
სამტრედიელებისთვის
დიდი ჯიხაიში ნიკოლაძის მუზეუმჯ
( ფოთელებისთვისაც)
ვანი გათხრები
ონელებჯსთვის
ამბროლაურელებისFვის
მესტიელებისთვის
უშგული
ჰაწვალი
ლანჩხუთელებისთვის
ოზურგეთი მუზეუმი ნაპოლეონის ხმალი
ხაშურელებისთვის
უბისა
ყინწვისი
კასპელებისთვის
რკონი
მარნეული
სამშვილდე?
წერაქვი
ბოლნისელებისთვის
ბოლნისის სიონი
წუღრუღაშენი
ახალციხელებისთვის
საფარა
აბასთუმანი
ვარძია
ხერთვისი
ახალქალაქელებისთვის
ახალციხე რაბათი
ვარძია
საჩხერელებისთვის
საირხე
კაცხის სვეტი
კვეტერა
სამშვილდე
ახალგორელებისთვის
ლარგვისი
სამება?
ღამისთევით უიკენდები:
ხევსურეთი
სვანეთი
ყაზბეგი
თუშეთი
Posted by
cartwheel
at
3:55 PM
4
comments
Labels: უიკენდი
Friday, June 1, 2012
უიკენდი ბათუმელებისთვის.
გაზაფხული უიკენდების დროა, ასეა თბილისელებისთვის, გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი.
ივნისის შემდეგ აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში ბალახები იხრუკება და მანამდე მწვანედ მოლივლივე სერები უდაბნოს ემსგავსება.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო თბილისელებს.
დასავლეთ საქართველოში ( მივმართავ ბათუმელებსა და ქუთაისელებს) შეზღუდულები არ ხართ. ზამთარ–ზაფხულ მწვანეში ხართ ცაფლული, მშურს თქვენი, და... პენსიაზე რომ გავალ დასავლეთში დავსახლდები (სურვილია) რათა მეც თქვენსავით მწვანეში ვიცხოვრო.
ეს შესავალია,
აი უიკენდები ერთად
ახლა თემა
უიკენდი ბათუმელებისთვის.
( მყავდა ერთი კარგი მკითხველი ბათუმელი, დამეკარგა, ალბათ ჩემმა პოლიტწიაღებმა დააფრთხო)
ხართ ვიმნე ბათუმელი?
გადასარევი ადგილები გიპოვეთ საუიკენდო:
ბათუმი მახუნცეთი ბათუმი
ბათუმიდან დაახლოებით 35 კნ–შია, სოფელში რომ შეხვალთ, იკითხეთ ჩანჩქერი, გადასარევია!
რესტორანიცაა ულამაზეს ადგილას, ღელეღურდანის პონტში.
ბათუმი ხულო თაგო ხულო ბათუმი
ხულოში ასვლა ცოოტა კი მოგაბეზრებთ, მაგრამ ...
თვით ხულოში არის... საბაგირო გზა ერთი ბრეჟნევისდროინდელი ვაგონით, რომელიც გადაგიყვანთ ხულოს მოპირდაპირედ მაღლა მთაზე შეფენილ სოფელში სახელად თაგო.
იქიდან გადმოხედვისთვის ღირს 200 კმ ის გავლა.
პ.ს.
მე რომ ბათუმელი ვიყო, გავხდებოდი თაგოელი, ვიყიდდი ერთ პაატარა ქოხს გრანდიოზული ხედით და ვიქნებოდი იქ პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე ნირვანაში.
პ.პ.ს.
თუ თქვენ ბათუმელი ხართ და აჭარის სიღრმეში ღელეღურდანს არ გაცილებიხართ, არ იცით მახუნცეთი და თაგო, ფიშტი თქვენ, გამოასწორეთ წელსვე!
Posted by
cartwheel
at
8:00 AM
3
comments
Labels: უიკენდი
Tuesday, September 28, 2010
აბასთუმანი
აბასთუმანში ვიყავი ორი ღამით და არასრული 3 დღით, 2 მანქანით 10-ნი (5 უფროსი 5 შვილი, 6-18 წლისანი).
ყველაზე ეკლექტიკური ვიკენდი
ჩემს ბიოგრაფიაში!
ეკლექტიკური, ანუ სხვადასხვნაირი, სხვადასხვა სტილის, გემოვნებისა და მიზნის ადამიანთათვის დამაინტერესებელი და ერთმანეთში არეული.
დავიწყებ იმით, რომ თვითონ აბასთუმანი 3-ია:
სოფელი აბასთუმანი,
აბასთუმანი კურორტი,
აბასთუმანი ობსერვატორია.
ეს სამი პუნქტი მიუხედავად იმისა, რომ ერთ წყებადაა და ახლო ახლოს, თოთოეულს მაინც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბუნება აკრავს.
სოფ აბასთუმანი გაშლილი, ქვიან ხრიოკიან მთებიანი, დიდი ლამაზი პანორამით,
კურორტი აბასთუმანი - ნაძვნარით შემოსილი ვიწრო ჩრდილიანი ხეობა,
ობსერვატორია აბასთუმანი - დაბურულ წიწვოვან ტყეში მთის კენწეროში, თითქმის ყოველთვის უღრუბლო ცით.
ეს არასრული სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა ისეთი სანახაობების დასათვალიერებლად, რომლების აღაფრთოვანებდა ადამიანს, რომელიც:
-აფასებს უღრან წიწვოვან ტყიან მთებზე სეირნობას, ღამის კოცონს და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის კანიანად ჭამას.
-ინტერესით ინახულებს მთვარეს, იუპიტერსა და მის თანამგზავრებს უზარმაზარი ტელესკოპით, რომელიც 1936 წლიდან ასრულებს ამ საქმეს.
- ისიამოვნებს იმ დასახლებაში სეირნობით, რომლის ქუჩები მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საკურორტო ევროპულ-რუსული არქიტექტურის შედევრებითაა მოფენილი და ერთობლიობაში ჩეხოვის დროინდელი ქალაქის საუკეთესო ინსცენირებას წარმოადგენს.
-სანთელს დაანთებს და აღტაცდება წინაპრების აგებულ ეკლესიებში, ზარზმაში, ჭულევში, საფარაში, აღტაცდება 14-16 საუკუნეების ძალიან ძლიერი ფრესკებითა და არქიტექტურით.
- აღტაცდება მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი მხატვრის - ნესტეროვის შედევრი ფრესკებით რომლებიც იმპრესიონისტების დროს შეიქმნა და იმპრესიონისტების შედევრებზე არანაკლებ იმპრესიას იწვევს.
- აღტაცდება იმით რომ ერთდროულად შეეძლება შეეხოს ისტორიის რამოდენიმე პლასტს, კულტურათა რამოდენიმე შრესა და მათ ჯადოსნურ, მოულოდნელ გადაკვეთებს:
საფარა მე-9-11 საუკუნე,თამარის ხიდი მე-13 საუკუნე, ზარზმა - მე-14 საუკუნე, ფრესკები -14-16 საუკუნე, კურორტი აბასთუმანი მე-19 საუკუნე, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ქართული ბრძოლის ისტორია, სამცხე საათაბაგო, რომანოვები და რემერტი, ისევ რომანოვი, იმპერატორ ალექსანდრე მესამის შვილი გიორგი, რომელმაც ზარზმის პროექტით აბასთუმანში ახალი ზარზმა ააშენა და ნესტეროვს მოახატინა,პრინცის სიკვდილი 28 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად (ველოსიპედით კლდეს შეეჯახა) მისი ნაწილობრივი საფლავი აბასთუმნის ახალ ზარზმაში (გულ ღვიძლი აქ დაუმარხავთ, გვამი კი პეტერბურგში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს პეტერგოფში.
ელიტარული გამაჯანსაღებელი კურორტ აბასთუმნის დაარსება და ბუმი, აბასთუმნის არჩევა ობსერვატორიის ადგილად, ობსერვატორიის დაარსება და მიღწევები, საქართველოს მოკრძალებული, მაგრამ მაინც სიტყვა სამყაროს კვლევაში.
- და ბოლოს ამ ვინიგრეტის კიდევ ერთი მოულოდნელი შემადგენელი - ზამთარ-ზაფხულ ცხელი გოგირდიანი აუზი, საბანაოდ და სადგაფუნოდ. აღმოჩნდა რომ აუზებში წყალი გამდინარეა. მხოლოდ მიწიდან ამომავალი ცხელი წყლით ავსებენ, ცივ წყალსაც კი არ ურევენ, ცივ წყალს ქვიშა მოჰყვება და წყალს გვიბინძურებსო. გოგირდის ცხელი წყალი კი, რომელიც მუდმივ ნაკადად ჩაედინება აუზში დასალევადაც ვარგისია და სამკურნალო თვისებებიც აქვს თურმე (ანუ აუზში წყალი წინასწარი ეჭვების მიუხედავად სუფთა აღმოჩნდა).
ამ სამ დღეში ეს ყველაფერი ვიგემე, ვინახულე და თაყვანი ვეცი. მარტო ღმერთსა და ეკლესიებს არა, ყველა იმ ადამიანსაც ვინც: იმპერიის სამხრეთ დასალიერში ბადენბადენსა და კარლოვი ვარს აშენებდა, შედევრებს ხატავდა ეკლესიების კედლებზე, ამონტაჟებდა უძვირეს ცეისის ოპტიკიან ტელესკოპებს,
მერა რა, რომ მათი უმერავლესობა ქართველი არ იყო, ქართველები მხოლოდ ერიათ.ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმპერიების გადაკვეთაზე არსებული ერთი შეხედვით პატარა პუნქტის დიდი მიზიდულობას.
პატივისცემით იმსჭვალები იმ ადამიანების მიმართაც, ვინც საშუალებას გაძლევს ეს სანახები კარგი მოასფალტებული გზებით მოიარო , თუმც სურვილი გიჩნდება ამ კურორტს სერიოზულად მიეხედოს და სიღნაღის რეკონსტრუქციის თუნდაც მეხუთედი დაეხარჯოს.
ამ შემთხვევაში არამარტო კიდევ ერთი საამაყო კურორტი გაგვიჩნდება საქართველოში, არამედ საქართველოს ევროპული კუთვნილობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტიც.
p.s.
მე დრო არ მეყო აბასთუმნის კიდევ რამოდენიმე ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად, ერთერთი მათ შორის გაქვავებული ნამარხი ტყეა.მილიონობით წლის წინ, ოდეს ამ მხარეში პალმები და მაგნოლიები ხარობდნენ, ტყე ვულკანურ ფერფლს დაუფარავს და შემდეგ (ალბათ პომპეის ანალოგიით) მცენარეების ნაცვლად ქვის ფიგურები დაუტოვებია - პალმაბი, გვიმრები, მაგნოლიები.
p.p.s. ხო, ობსერვატორიის ტელესკოპით ნახული კოსმოსისა და სამყაროზე ლექციის შემდეგ, ის ტყე კიდევ უფრო გიბიძგებს. ფილოსოფიური განსჯისაკენ.
და ამ შენს ფილოსოფიურ განზოგადებებს ვერ აცდები ვერც 700-800 წლის წინანდელი შენი წინაპრების არქიტექტურისა და შრომისმოყვარეობის შემხედვარე, ასევე აბასთუმნის ერთ კვადრატულ კილომეტრ მიწაზე ქართული, რუსული, თურქული, გერმანული და სსრკ კულტურების მსხვრევადი ნაზავის ხილვისას.
აბასთუმანი მდინარე ოცხეს გასწვრივ ერთ ორ და ზოგგან სამ რიგად გაშლილი ულამაზესი და სამწუხაროდ სრულებით მოუვლელი შენობების მწკრივებისაგან შედგება.
აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას გერმანელი რემერტის გოთური სტილის სახლი და თურქი ბატონის ფაიზულას აზიური სასახლე (სასტუმრო "აბასთუმანი"), ჩეხოვისდროინდელი რუსული საკურორტო ხის ორნამენტებიანი სახლები და ზარზმის ასლი - ახალი ზარზმა, სსრკს დროინდელი საავადმყოფო საკურორტო კორპუსები და იშვიათად გაფანტული თანამედროვე ვილები (რომლებიც ამინდს ვერ ქმნიან და ძალიანაც კარგი, რომ ვერ ქმნიან) საერთო შთაბეჭდილებით პროკუდინისა და ჩეხოვის დროინდელ რუსეთში მეგონა თავი, ოღონდ მდიდრების კურორტზე, ოღონდ ევროპის კურორტების წამხედურობით აშენებულში, ოღონდ მთიანეთში და ოღონდ ასი წლით მიტოვებულში.
არ არის საჭირო ფანტასტიკური თანხა, რათა ამ შთაბეჭდილებებს ბოლო (ასი წლით მიტოვებული) მოაკლდეს.
ძალიან ადვილია ტურისტს აბასთუმანში თავი აგრძნობინო დროის მანქანით ერთი საუკუნით უკან დაბრუნებულად. ამისათვის ერთი ტონა ლურსმანი, ხუთი ტონა საღებავი, რამდენიმე პატარა შადრევანი და ბევრი ყვავილი + გემოვნებიანი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ბაღის ლანდშაფტური დიზაინერი და 100-მდე მუშა იქნება საკმარისი.
ქალაქის რეკონსტრუქციის გამოცდილება უკვე გვაქვს, გამოცდილება პოზიტიუროც და ნეგატიურიც, რომლის გამოყენებაც იმედია მოუწეVთ ჩვენს მშენებლებს სოფელ კურორტაბასთუმნის რეკონსტრუქცოისათვის.
p.p.p.s. ჩვენი საცხოვრებელი სასტუმრო აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე იყო, საკმაოდ კეთილმოწყობილი და სუფთა აღმოჩნდა (დუშკაბინით, ასე განსაჯე) 20 ლარი კაცი, კვების გარეშე.
დამაკლდა. ერთი კვირა რომ მქონოდა კარგი იქნებოდა, მეტი არა.
Posted by
cartwheel
at
9:26 AM
22
comments
Monday, June 14, 2010
კიდევ ერთი ვიკენდი წილკანი -ძალისა.


ამ აბანოში ძალისელები მეორე საუკუნეში ბანაობდნენ.
ძალისა თბილისიდან დაახლოებით 20 კმ-შია, გასრიალებული გზა მიდის.
თბილისი - ნატახტარი- ნატახტარში აეროპორტის გადასახვევი მარცხნივ და სულ წინ (ჩაუვლი ლტოლვილთა ახალ დასახლებას, გაივლი წილკანს და მიადგები ძალისას).
ტრაფარეტ ძალისასთან გადახვალ ხიდს, შეაჩერებ მანქანას, სახლში, რომელსაც აწერია ზაზა და რომლის წინაც დგას ჯართის შემკრაბი ვაგონეტი, იკითხავ გოჩას.
გოჩა არ დაგზარდებათ და განახებთ...
ფუფუნების მოყვარული ანტიკურური ქალაქ ძალიასას ნაშთებს.
წარმოიდგენდი, რომ თბილისიდან 20 წთ-ის სავალზე ასეთი მნიშვნელობის და მასშტაბების არქეოლოგიური კომპლექსია და შენ არაფერი გსმენოდეს?
არადა ასე აღმოჩნდა.
უკანა გზაზე შეჩერდებით წილკნის ეკლესიაში, რომელიც ერთერთი ასურელი მამის -ისეს დაარსებულია,
გამოყვებით თბილისისკენ, "ნატახტრის ველზე" ისადილებთ, ფხიზელი მძღოლი დაგაბრუნებთ თბილისში და ერთ ბედნიერ ვიკენდს ჩაიწერთ მახსოვრობაში. ღირს.
P.S. გოჩას სამსახურს ნიხრი არ აქვს, თქვენი სურვილით გადაუხდით. ჩვენ 6-მა 10ლარი ჩავუჭუჭკნეთ და მადლობები გვითხრა.
Dzalisi (Georgian: ძალისი) is a historic village in Georgia, located in the Mukhrani valley, 50 km northwest of Tbilisi, and 20 km northwest of Mtskheta.
It is the Zalissa (Greek: Ζάλισσα) of Ptolemy (AD 90-168) who mentions it as one of principal towns of Iberia, an ancient Georgian kingdom (Geographia; § 10, 3). Archaeological digs have revealed the remains of four palaces and hypocaustic baths, acropolis, swimming pool, administrative part, barracks for soldiers, water supply system and burial grounds. One of the villas is notable for its floor mosaics, which, together with the mosaics of Pityus, are, by far, the oldest ones found in the Caucasus. The style of the mosaic dates to around AD 300. Its central part depicts Ariadne and Dionysus in a banquet scene.
ამ 30 მ სიგრძის აუზში ძალისელები 18 საუკუნის წინ ნებივრობდნენ
Posted by
cartwheel
at
12:03 PM
1 comments
Tuesday, May 4, 2010
უიკენდები თბილისიდან


აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესო დრო უიკენდისათვის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისია, განსაკუთრებით აპრილ-მაის-ივნისი, როცა მინდვრები უკვე ამწვანებულია და ჯერ არ გადახრუკულა.
მარშრუტები, რომლებიც ერთ დღეში ესწრება თბილიდიდან თბილისამდე.
თბილისი ბეთანია თბილისი
თბილისი რკონი თბილისი
თბილისი ერთაწმინდა გორი თბილისი
თბილისი გორი გორიჯვარი
თბილისი გორი უფლისციხე თბილისი
თბილისი სიღნაღი მუზეუმი თბილისი
თბილისი მცხეთა მუზეუმი სვეტიცხოველი თბილისი
თბილისი მცხეთა სამთავრო შიომღვიმე თბილისი
თბილისი ანანური თბილისი
თბილისი ყაზბეგის სიონი თბილისი
თბილისი ფუნიკულიორი უკან ფეხით
თბილისი სამთავისი გორი გორიჯვარი თბილისი
თბილისი კუსტბა ბულბულების ჭალა
თბილისი ჯვარი თბილისი
თბილისი მანგლისი თბილისი
თბილისი დავითგარეჯა თბილისი
თბილისი გრემი ყვარელი თბილისი
თბილისი კახეთი თბილისი
თბილისი დიდგორი თბილისი
თბილისი ბაზალეთი თბილისი
თბილისი ქოროღლი თბილისი
თბილისი უჯარმა თბილისი
თბილისი საბადურები თბილისი
თბილისი უძოს მთა თბილისი
თბილისი ზედაზენი თბილისი
თბილისი...
Posted by
cartwheel
at
6:22 PM
4
comments
Friday, March 5, 2010
"ავატარი"


გუშინ მე და ჩემი ბიჭი "ავატარზე" ვიყავით. 14 წლისაა და ვერბოვკა დამჭირდა წასაყვანად.
მულწიკები არ მაინტერესებსო მითხრა, რის მულტფილმი ,მეთქი, კამერონის ფილმია, კაცმა ტიტანიკის შემდეგ ეს გადაიღო და მთელი მსოფლიო დიდი თვალებით ელოდება მის ნახვას მეთქი, ტელევიზორში ასეთი ფილმის ნახვას აზრი არა აქვს, ძირითადად სანახაობა იქნება, სპეცეფექტები, რომლებიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა უნახოს მეთქი.
ფილმის შემდეგ კი უჭოჭმანოდ მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სანახაობა-ფილმი ვნახე.
ერთი თვის წინ ვნახე "2012", ისიც კარგად მახსოვს, მაგრამ "ავატარი" როგორც სანახაობა ერთი თავით მაღლა დგას ყველა ჩემს მიერ ნანახ, და ალბათ საერთოდ გადაღებულთაგან.
პოსტს არ დავწერდი, მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ მე ეს ფილმი მაღალ შემოქმედებად ვაღიარე.
სპილბერგიც არ იყო ჩემთვის შემოქმედი სანამ "შინდლერის სია" გადაიღო, კამერონსაც მისი კომერციული წარმატებების მიუხედავად შემოქმედად არ ვაღიარებდი. ტიტანიკის წარმატებას თემის ეფექტურობისა და საუკეთესო სპეცეფექტების თანხვედრის შედეგად მივიჩნევდი.
მაგრამ ამ კაცმა ერთ მსოფლიო მასშტაბის რეკორდსმენ ფილმს, მეორე მიაყოლა, თანაც სხვა ჟანრის. და ჩემში ინტერესი გაორმაგდა, ხომ არ დაიბადებიდა ჩემს თვალში ახალი შემოქმედი კამერონისგან ისევე, როგორც ეს მოხდა სპილბერგის "შინდლერის სიის" ნახვისას?
მოკლედ ჩემს მოლოდინს ინტრიგაც ახლდა.
ფილმის დაახლოებით პირველი საათის მიწურულს, ის ის იყო სანახაობის სილამაზით, მისი დინამიურობითა და სირთულით მოხიბლული მზად ვიყავი ეს ფილმი შემოქმედებად მეღიარებინა, გულს სიუჟეტის ძირითადი გეზი მიწვრილებდა.
მთელი ერთი საათი გულშემატკივრობ ჯეიკსა და მის ავატარს, რომელთაც ერთი შეხედვით უძნელესი მისია აქვს. უნდა აუხსნას აბორიგენებს, რომ მომხვდური ადამიანები ძალიან ძლიერები არიან და უდრტვინველად თუ არ დათმეს თავისი სოფელი, თავისი სიწმინდეები და უჩუმრად თუ არ გადასახლდნენ "ცის ხალხი" ანუ ადამიანები მათ გაანადგურებენ. აბორიგენი ველური ნა'ივები კი თავის მიწას არ თმობენ, იმის მიუხედავდ რომ არსენალში 3 მეტრიანი მოხერხებული სხეულების, მფრინავი ცხენებისა და შუბების გარდა არაფერი გააჩნიათ.
მთელი ერთი საათი ჯეიკთან ერთად შენც გინდა შეაგნებინო ამ არსებებს, რომ ათასჯერ ძლიერ სასტიკ ძალას უნდა გაშორდნენ და არ შეეწინაარმდეგონ.
მიუხედავად იმისა, რომ სტერეო ხედვის სათვალე გიკეთია და 3D დოლბი სურაუნდ ხმების შუაგულში ხარ, გული მაინც გეკუმშება. საქართველო?
კითხულობ უნებურად. როგორ? კამერონმა ეს ფილმი იმის დასადასტურებლად შეგვიქმნა, რომ საქართველო რუსეთს არ უნდა შებრძოლებოდა?
სად არის ჩემი ნაქები ამერიკა და ჰოლივუდი, რომელიც ამ ჭრელ დედამიწაზე არა მარტო ძალის ღერძია, არამედ მორალისაც.
თურმე კიდევ 2 საათი მაქვს წინ ჭრელი, დინამიური, სენტიმენტური და ალეგორიაბით აღსავსე თავგადასავლის.
აღარ მოგიყვებით.
აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ ყველას გირჩევთ ნახოთ, თანაც აუცილებლად კინოთეატრში. სტერეო გამოსახულებით თუკი ადრე იმედგაცრუებული დარჩით, ამჯერად, ყველაფერი კარგადაა. როგორც "ჯუნიორში" წავიკითხსე, სტერეო ჩვენების პროგრამის გაუმჯობესებაში თვითონ კამერონს მიუღია მონაწილეობა. მადლობა მას ამისთვისაც.
მოკლედ მე ვაღიარე.
ეს ფილმი შემოქმედებაა.
ზოგს დოსტოევსკი მოსწონს და ზოგს ტოლკეინი, ზოგს ვივალდი და ზოგს კი "ზეპლელინები" არაა აუცილებელი თქვენც აღიაროთ "ავატარი" შემოქმედებად.
James Francis Cameron[1] (born August 16, 1954) is a Canadian film director, producer, screenwriter, editor, and inventor.[2][3] His writing and directing work includes The Terminator (1984), Aliens (1986), The Abyss (1989), Terminator 2: Judgment Day (1991), True Lies (1994), Titanic (1997), and Avatar (2009). In the time between making Titanic and his return to feature films with Avatar, Cameron spent some years creating documentary films, and also co-developing the digital 3-D Fusion Camera System. Described by a biographer as part-scientist and part-artist,[4] Cameron has also contributed to underwater filming and remote vehicle technologies.[2][3][5]
In total, Cameron's directorial efforts have grossed approximately US$1.75 billion in North America and US$4.91 billion worldwide,[6] making him one of the highest-grossing directors of all time.[7] Cameron's Titanic and Avatar are the two highest-grossing films of all time.
ნახვად, თუნდაც 15 ლარად ყველასთვის ღირს.
ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან ალბათ გაძლებენ, მაგრამ ფილმი რუსულადაა.
Posted by
cartwheel
at
12:55 PM
8
comments
Wednesday, February 24, 2010
უიკენდი სიღნაღში
სიღნაღი უთოვლო ზამთარში.
კიდევ ერთი უიკენდი. შაბათს სიღნაღში ვიყავი.
საერთოდ მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესო უიკენდების პერიოდი გაზაფხულია, როცა ბალახი უკვე მწვანეა და სანამ გადახრუკვა მოუსწრია.
სიღნაღიც კარგი იქნება გაზაფხულზე, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ ზამთარში წასვლა იმან გადაგვაწყვეტინა, რომ სიღნაღს შორი, კავკასიონის ხედები ამშვენებს,
[აქედან მარცხნივ სადღაც კავკასიონის ძირში ყვარელია, როცა დედამისი ილია ჭავჭავაძეს აჩენდა ამ მთების ჩრდილოეთიდან ლეკები გადმოვიდნენ და ყვარელი ააოხრეს, ილია დედამისმა ეზოში მდებარე კოშკის მესამე სართულზე შეხიზნულმა გააჩინა.
აქედან მარცხნივ ასევე მთის ძირში ლაგოდეხია და აზერბაიჯანი. ფეხქვეშ (ფერხთქვეშ) კი ვაქირი, წნორი და ალაზნის ველი]
ეს ხედები კი ზამთარშია უფრო ლამაზია (დათოვლილია) და თანაც ზამთარში, როცა როცა ჰაერი ცივია, უფრო გამჭვირვალეა. შორს მდებარე ობიექტი ახლოს და კარგად ჩანს. ამ გათვლებმა გაგვიმართლა. სიღნაღიდან ხედი მართლაც ულამაზესი იყო. კავკასიონის დათოვლილი მთები მართლაც გაცილებით უფრო ახლოს და დეტალურად ჩანდა, ვიდრე ზაფხულში.
ხედი სიღნაღის გადაკიდებული რესტორნიდან.
სიღნაღის გალავანი.
მე მგონი, ერთ ორ კვირაში, როცა ალაზნის ველი ამწვანდება და ჯერ კიდევ სიგრილე იქნება სიღნაღიდან ხედი (ალაზნის ველი და დათოვლილი მთები ერთად) ყველაზე კარგი იქნება. მაშ დაირაზმეთ!
სიღნაღის მუზეუმმა ეს ლუვრახალმოვლილი კაცი მაინც გამაოცა.
მუზეუმის პირველ სართულზე ჩვ. წ. აღ. მდე მე-5 , მე-3 მილენიუმის დერგები, მინუს 25-ე საუკუნის ოქროს ლომი (საქართველოსთვის ეს ლომი იგივეა, რაც ლუვრისთვის მონალიზა) და რამაც გამაკვირვა
მინუს მე-15 საუკუნის ხელოსანთა ინდივიდულაური შტამპები (რომლითაც თავის ნახელავებს ნიშნავდნენ, ბრენდ ნიშანს ადებდნენ).
ერთმანეთის გვერდით მინუს მე-15 საუკუნეში გაკეთებული 3 მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალური დიზაინ სიმბოლოა ბრინჯაოში ჩამოსხმული:
სვასტიკა, მშვიდობის სიმბოლო და ჯვარი (ჩვენმა მჩხიბავმა "ექსპერტებმა" ჯვაროსნულ ჯვარად რომ მონათლეს). და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა არავინ იცოდა თუკი ეს სიმბოლოები 35 საუკუნის შემდეგ ფაშიზმის , ასევე 35 საუკუნის შემდეგ მშვიდობის და 15 საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცეოდნენ.
.
და... მინუს მე-10 საუკუნის ცხენებშებმული ურემი თავისივე ურმის ბორბლებით CartWheel/ქართვილ/.
Posted by
cartwheel
at
11:54 AM
4
comments
Labels: უიკენდი
Monday, January 18, 2010
პარიზ-პარიჟ-პაღიჟ


თვის ბოლოს პარიზში მივფრინავ. 


მივფრინავთ.
საქორწილო მოგზაურობაში, ოღონდ იგივე ცოლთან
თანაც ქორწინებიდან 20 წლის საიუბილეოდ.
მისი იდეაა. გადაწყვიტა, დაგეგმა
.
და დამითანხა.
მართალია ერთი კვირა ვუძალიანდებოდი, არ ვიყავი თანახმა ამ "ბელკა ვ კალისე" რეჟიმის დათმობისათვის, ხარჯისათვის.
მქონდა რაღაც რიდი ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების, ქვეყნის წინაშე, რომ ჩემთვის მიმეცა ამის უფლება.

ალბათ ისიც მოქმედებდა, რომ პარიზს როცა ამბობ პარიჟს გულისხმობ და სადღაც უთქმელად ტვინში ტრიალებს პაღიჟ.
P.S.პარიზ-პაღიჟის ანალოგიით ქუთაისიც თავში ქუთეისად ტრიალებს და ამ მნიშვნელოვან ქართულ ქალაქს შინაარსს უფუჭებს. ალბათ ამიტომაც გვეხამუშება პარლამენტი ქუთაისში.
პაღიჟი კი ქალაქ პარიზს სხვა მიმართულებით უცვლის შინაარსს, ის მდედრობითი სქესის ელეგანტურ საოცნებო მისამართად იქცევა.
Monday, August 17, 2009
ბადმინტონი

მინამ ზაფხულია უნდა გითხრათ.
ბადმინტონი ალბათ ისწავლეთ, გაერთეთ და მოიბეზრეთ კიდევაც.
თურმე შეიძლება გაიხსენო და ისიამოვნო კიდევაც.
საიდუმლო იმაშია, რომ ბადმინტონის ბურთი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს.
სამწუხაროდ გასაყიდ ბადმინტონებს ძალიან უხარისხო ვოლანები (ბადმინტონის ბურთები) მოყვება,
ARRA!
გაგაწვალებს და სიამოვნების ნაცვლად ნერვებმოშლილს დაგტოვებს.
მოძებნეთ ნატყრალურ ფრთებიანი ვოლანი.
KARGIA!
შეიძლება სულაც იმდენი ღირდეს, რამდენიც ბადმინტრონის კომპლექტი, მაგრამ ღირს ყიდვა. მე მაგალითად ბადმინტონი 7 ლარად ვიყიდე, მარტო ვიოლანი კი 5 ლარად და ვიხეირე კიდევაც.
ვიხეირე, ანუ ის შვიდი ლარი არ გადამიგდია. 12 ლარად კარგი "ტურნირები" მოვაწყვე ჩემსა და მაზობლის ბავშვებთან.
ახლა 3 "მერფის კანონი" ბადმინტონის შესახებ:
1.თუ თამაში აეწყო ერთი ფეხის გადადგმა არ მოგიწევს.
2.თუ თამაში აირია, დალაგებამდე სირბილი მოგიწევს.
3.თუ ვოლანი ჩოგანის ჩარჩოს მოხვდა, საპასუხო დარტყმაც ჩოგნის ჩარჩოს მოხვდება.
აბა მე რომელი ვარ?
Posted by
cartwheel
at
12:14 PM
3
comments
Labels: სასარგებლო, უიკენდი
Friday, July 17, 2009

წელს ანანური განსაკუთრებით ლამაზია, იმიტომ რომ ჟინვალჰესის წყალსაცავი ბოლომდა სავსეა.
ახლა კი უფასო რეკლამა.
თუ სოფელში ჯერ არ წასულხართ და აპირებთ. გირჩევთ მიაკითხოთ ელიავას ბაზრობას და შეიძინოთ 2 ც. ასეთი სამაგრი.
ის საშუალებას მოგცემთ ადვილად მოხსნათ და დაამაგროთ ჰამაკი თქვენს ეზოში.
შედეგად მიიღებთ :
მშრალ, წვიმისაგან დაცულ ქამაკს.
მოიგებთ ძვირფას დროს
დაზოგავთ ნერვებს.
ჰო, ხაშურში ნაყიდ ჰამაკს.
Posted by
cartwheel
at
6:08 PM
5
comments
Labels: სასარგებლო, უიკენდი
Tuesday, June 30, 2009
Tuesday, June 24, 2008
ტაოკლარჯეთი

20-ში დავბრუნდით თურქეთიდან.
მოვიარეთ ტაოკლარჯეთი და კაპადოკია.
კულტურული შოკი ალბათ ამას ქვია.
ეს გრძნობა მოყოლით არ გადმოიცემა, უნდა იგრძნო, უნდა დაიონახო, უნდა დაიღალო, უნდა გეტკინოს, უნდა შეწუხდე
და შედეგად იქნები
უფრო ამაყი და უფრო გულმოკლული
უფრო ძლიერი და უფრო უსუსური
უფრო მდიდარი და უფრო ხელმოკლე
კმაყოფილი და იმედგაცრუებული
მოკლედ
გირჩევთ წახვიდეთ, ერთხელ მაინც ცხოვრებაში აუცილებლად წახვიდეთ ტაო კლარჯეთში.
ეს თქვენც შეგიძლიათ,
შეგიძლიათ გიდისა და ტურ-ოპერატორის გარეშეც.
ჩემი საიტი მსურველებს ვირტუალურ მეგზურობას გაგიწევთ.
უფრო სწორედ იპოვეთ ლინკი "ტაო-კლარჯეთი-კაპადოკია"და იქ ჩვენი მარშუტის, ქრონოლოგიის, სანახაობებისა და სასტუმროების ზუსტ აღწერას ნახავთ.
ეს საიტი ჩვენი ჯგუფის მიერაა დაარსებული.
ჯგუფში შედიოდნენ;
17 სკოლის მოსწავლე მოზარდი (მე-6 დან მე 11 კლასის მოსწავლეები, ყველა განსხვავებული ნატურა, განსხვავებული მოლოდინებითა და შეფასების კრიტერიუმებით)
4 ზრდასრული.ქართულ-ბრიტანული სკოლის 2 მასწავლებელი (ამავე დროს ჯგუფის ხელმძღვანელები და წინამძღოლები)
მე (როგორც ექიმი)
მძღოლი (ერთი მძღოლი 3000 კლილომეტრზე 9 დღის განმავლობაში)
ეს საიტი
ამ ჯგუფის ერთობლივი საიტია
ნახეთ
Posted by
cartwheel
at
2:25 PM
2
comments
Wednesday, June 11, 2008
სამოგზაუროდ ტაო-კლარჯეთსა და კაპადოკიაში


დიდი დღე ჩემსა და ჩემი ნიკას (12 წლის) ბიოგრაფიებში.
12 და 20 ივნისის ჩათვლით (9 დღე, 8 ღამე) მივდივართ სამოგზაუროდ ტაო-კლარჯეთსა და კაპადოკიაში.
თითქმის ყველა იტორიულ ქართულ ძეგლს ვნახავთ (ბანა შეიძლება ვერ მოვასწროთო).
"ქართულ-ბრიტანული სკოლის" ბავშვების ჯგუფს მივყვებით.
ორგანიზაციას მათი მასწავლებელი ალეკო გვიწევს. შარშან იყო ტაო-კლარჯეთში ბავშვებთან ერთად და გამოცდილება აქვს.
წინასწარ მადლობა მას.
დიდი მოლოდინები გვაქვს;
ტაო-კლარჯეთი - ისტორიული საქართველო გრანდიოზული ეკლესიებითა და ულამაზესი ბუნებით.
ჩემს ბავშვობაში ტაო კლარჯეთი რუქაზე თუ მენახა თორემ LIVE-ში ვარძიაშიც კი ვერ წახვიდოდი საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯართან წინასწარი თანხმობის გარეშე იმ მოტივით, რომ მტერის- თურქეთის საზღვართან ახლოს მისვლა შეზღუდული იყო.
სახლში 1977 წლიდან გვქონდა ავტორის ნაჩუქარი გერმანელი როლფ შრადეს მიერ გამოცემული წიგნი-ფოტოალბომი "Die Kunst des alten Georgien" 1977წ. გერმანულად. იქ იყო ტაო კლარჯეთის ძეგლების ფოტოები და ეს წიგნი ოჯახის სანახაობად იყო ქცეული - ყველა სტუმარს ამ წიგნის და განსაკუთრებით ტაო კლარჯეთის ძეგლების დათვალიერებას ვთავაზობდით.
კაპადოკია
ბუნება და ეკლესია მონასტრები ერთად მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
კაპადოკია
წმინდა გიორგის,
წმინდა ნინოსა და
წმინდა ნიკოლოზის სამშობლოა.
სანტა კლაუსი ჯადოსნურ კაპადოკიაში დაიბადა და ჯადოსნურ ლაპლანდიაში გადასახლდა.
მოკლედ, კაცობრიობის ცივილიზაციის ფესვებს ხელი უნდა შევახო.
მიმაქვს 7 მეგაპიქსელიანი CANON-ი და 1560 Mb მახსოვრობა.
Posted by
cartwheel
at
9:19 AM
0
comments
Tuesday, May 27, 2008
გერგეტის სამება,უიკენდი






სურათები გაადიდე, ღირს დალოდება!
ყაზბეგში ვიყავით, სტეფანწმინდაში.
გერგეტის სამებაზე ავედით ფეხით დაახლოებით 2 კმ.
ძალიან კარგია.
XIV საუკუნის ულამაზესი ეკლესია და ულამაზესი ბუნება.
აუცილებლად სანახავია.
იმდენი უცხოელი იყო შაბათ კვირას ჯვართან რომ იკრიბება ხოლმე.
ეს სურათები ჩემმა შვილმა,რომელსაც იქ ჩავაკითხეთ, გადაიღო სამების ზემოთ, კიდევ 1 კილომეტრიდან და აქ ჩადების ნება მას ვთხოვე.
ჩემს გადაღებულებს მერე დავდებ.
ჩემი შვილი მესამედ იყო, მე კი პირველად.
ის და მისი სკოლელი VII-XI კლასელი "მაინცები" თითქმის ალპინისტები არიან.
მოვლილი აქვთ ფშავი, ხევსურეთი და ხევი.
მათი წინამძღოლი და მასწავლევბელი გერმანულის მასწავლებელი გერმანელი ფრანკ შრაიერია.
ეს მათი საიტია ხევსურეთზე. როშკა.
Posted by
cartwheel
at
10:47 AM
0
comments





