Showing posts with label სალამურა. Show all posts
Showing posts with label სალამურა. Show all posts

Saturday, September 4, 2010

სინოფსისი #4



სინოფსისი #4 
რედიოჰედ-ქოლდფლეის მოყვარულ გოგოს უყვარდება რადიო არდაიდარდოზე შემჯდარი  რბილ ლ-იანი, ოღონდ კარგი ბიჭი.
ბიჭმა არ იცის ბიტლები და ზეპელინები, გოგო ასწავლის მოსმენას. 
მოკლედ მარტინ იდენის ანალოგია ძირითადად მუსიკაში. 
ბიჭი უსმენს გოგოს პლეილისტს, ეძებს და პოულობს თვითონ, კითხულობს ანსვერს კომ-ში, წერს ბლოგში. რამდენიმე თვეში გოგოს სასტავზე უფრო გათვითცნობიერებულია მუსიკაში და კარგი გემოვნება აქვს. 
ბიჭი ადვილად ღებულობს იმ სამყაროს რომელსაც მას ასწავლის გოგო. ცდილობს მოერგოს გოგოს სამეგობროს. 
 ოღონდ ამ გოგოს სამეგობროში ყველა არ არის განათლებული და თანაგრძნობის უნარის მქონე. გოგოს სასტავში ბევრი გაუნათლებელი დებილია, რომლის ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მატერიალური უზრუნველობა და რბილი ლ ია. 

კონფუზი მოდებილო სვეტები სტუმრად ღებულობენ ცნობილ ფრანგ პოლიგლოტ  ქართველოლოგს რომელსაც რბილი ლ აქვს. გოგოებმა არ იციან ასწავლონ თუ არა ფრანგს, რომ რბილი ლ გოიმლბის ნიშანია და ასე ლაპარაკი დაუშვებელია (ერთმანეტს გადაულაპარაკებენ- ვინ გოიმთან სწავლობს ქართულს), ფრანგი მობილურს პასუხობს, და მისი ფრანგული ფრაზებით გოგოები გებულობენ ბევრ რბილ ლ-ს  რომლებიც განსაკუთრებით ამაღლებულად და სვეცკად ჟღერს. გოგოები თავისთვის ჩუმად იმეორებენ ფრანგულ  სიტყვებს ლ-ს დარბილების მცდელობით. 


ქვეტექსტი:  სირცხვილი გოიმობა არ არის, სირცხვილი ახვრობაა.
+მოზარდთა მუსიკალური გემოვნების ფორმირებისათვის სასარგებლო იქნება. 

Monday, March 24, 2008

სალამურა




წინა წლებში დიდი დისკუსია გაჩაღდა საქართველოს კინემატოგრაფიის მომავალზე. ითქვა ისიც რომ დროა საქართველოს სახელმწიფომ სახელმწიფო ფულითა და ნიჭიერ ხელოვანთა მონაწილეობით გადაიღოს ფილმი კოლოსი თუ ფილმი ბლოკბასტერი დავით აღმაშენებლის შესახებ.

არა, ცუდი ამაში არაფერია თუ არ ჩავთვლით საქართველოს ფინანსური რესურსებისა და დროის შეზღუდულობას.
დროის შეზღუდულობაში მხედველობაში მაქვს იმ დროის სიმცირე რაც დღეს საქართველოს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ბრენდს აქვს ამ ეტაპზე, საქართველოსადმი გლობალური ინტერესის ეტაპზე.

შუასაუკუნეების ბრძოლებისა და ლეგენდარული ლიდერების მამაცობის შესახებ მსოფლიო უკვე 70 წელია იღებს ისტორიულ ფილმებს. ასეთი ფილმების ბუმი თუ არ ვცდები XX საუკუნის 80-იან წლებზე მოვიდა. შეიქმნა ბევრი დიდ ბიუჯეტიანი, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით გადაღებული ფილმი. შემდეგ ამ ჟანრის მიმართ ინტერესი განელდა და მას შემდეგ ეპიზოდური წარმატებებ მხოლოდ უუზარმაზარ ბიუჯეტიან და გლობალური მასშტაბის ინტერესის მქონე თემაზე გადაღებულმა ფილმებმა - "გლადიატორი", "მაკედონელი", "ქრისტეს ვნებანი", "300" მოიპოვეს.

ყველა ერს ჰყავს ერთი ან რამოდენიმე სათაყვანებელი წარმატებული მეფე. მსოფლიო მზად არ არის თაყვანი სცეს ყველა მათგანს. დღევანდელ შეკუმშულ, ინფორმაციით გაძეძგილ, ნევროზულ მსოფლიოში კინემატოგრაფის მიმართ მოთხოვნები შეიცვალა. მაყურებელი მეტი ინტერესით ნთქავს საბავშვო და თინეიჯერებისათვის განკუთვნილ პროდუქციას. ამის დასტურია ჰარი პოტერისა და სტუდიებში დამზადებული მულტფილმების გლობალური წარმატებები.

ამასთანევე თვალშისაცემია ერთი ახალი კანონზომიერება – თუ არსებობს ეფექტური ფაბულა (მაგალითად ბავშვები ჯადოქრობის სკოლაში, პატარა გობლინები სამყაროს გადამრჩენელები, უმნიშვნელო მოზარდი-სპაიდერმენი ) მასზე ბევრი სცენარისტი მუშაობს, ფაბულას ხორცს ასხამს.

ქართველებს გვაქვს ასეთი ფაბულა – სალამურა.

ბიჭი რომელიც დღე ჭიამაიებს მწყემსავს და ღამე სძინავს, გოგო რომელიც ციცინათელებს მწყემსავს და დღე სძინავს. სალამურა ღამეს ვერ იტანს, ბაია კი დღეს. ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს შეუყვარდებათ ერთმანეთი, ბაია დაიკარგება მას მოიტაცებს მეფე ქონდარუხი. სალამურა ბაიას გამოსახსნელად უამრავ სიძნელეს შეებმება.

რითი არ არის ძალიან მაგარი ფაბულა?

წარმოიდგინეთ ჰოლივუდის დონეზე გადაღებული თავისი ბევრი ბევრი კარგი წვრილმანებით რომელიც სცენარისტების ჯგუფმა უნდა მოიფიქროს და კარგი ტექნიკით უნდა იქნეს გადაღებული.

აქ თავს მოიყრის როგორც ზრდასრული, ასევე თინეიჯერი მაყურებლის ინტერესები: უთანასწორო ბრძოლა სამართლიანობისთვის, სენტიმენტები, ზღაპარი, ბოროტება და სიკეთე, ტოლერანტები და ქსენოფობები, პრაგმატისტები და იდეალისტები. მოკლედ ბევრი რამის ჩადება შეიძლება მასში. ვიზუალურად ფილმს გაალამაზებს დღისა და ღამის ლამაზი გასაყარები, ციცინათელები და ჭიამაიები.

ეს ფილმი შეიძლება საჩუქარი გახდეს დღევანდელ მოზარდთა მშობლებისათვის მთელ მსოფლიოში, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარ შვილებს მორალურად გამართლებული და შეფარულად დიდაქტიკური ფილმი აჩვენონ.