This summary is not available. Please click here to view the post.
Thursday, January 10, 2013
სასარგებლო ინტერნეტი, აქ შევაგროვოთ სასარგებლო საიტები
Posted by
cartwheel
at
1:55 PM
7
comments
Labels: forum.ge, სასარგებლო
Friday, October 19, 2012
all museum forte
ეს ინფორმაცია გაფიქრებინებთ რომ დიდი მონიტორი გჭირდებათ.
მე უკვე ვეძებ.
აი უყურე, 40 ქვეყნის 150 მუზეუმის 32000 ნიმუში საუკეთესო ხარისხით გადაღებული შენს წინაშეა.
შეგიძლია ისეირნო გუგლის სთრით ვიუს ტექნოლოგიით გადაღებულ ბერლინის, ფლორენციის, ნიუიორკისა და პარიზის მუზეუმების კორიდორებში და ურცხვად დააზუმო ყველა ნუმუში რეალურზე რამოდენიმეჯერ მეტად.
არის ერმიტაჟი, უფიცა, მეტროპოლიტენ მუზეუმი, ბერლინის მუზეუმები ეტქ.
მოკლედ 32 ათასი ნიმუში!!!
(ჯერ არაა ლუვრი, ორსე).
მადლობა გუგლს!
აი საიტიც:
www.googleartproject.com
შედი.
დააწკაპე F11, რათა ჩარჩო გაქრეს და ... ისიამოვნე.
მარჯვნივ ყვითელი კაცუნა მონიშნე და.. გადაგიყვანს მუზეუმში იმ ადგილას, სადაც სურათი კიდია სინამდვილეში.
ან გაუშვი სლაიდშოუ.
შენც მალე ინატრებ უფრო დიდ მონიტორს.

მოკლედ, აწკაპუნე და დატკბი.
გილოცავ!
http://www.answers.com/topic/google-art-project აქ გუგლის არტპროექტის მიმოხილვაა. On April 3, 2012, Google announced a major expansion to the Art Project as it signed partnership agreements with 151 museums from 40 countries. The platform now features more than 32,000 artworks from 46 museums
+ ვის ეხება, ჩვენი გალერეა და მუზეუმები ძაან მინდა მანდ რომ იყოს.
Posted by
cartwheel
at
1:08 AM
0
comments
Labels: მადლობა, სასარგებლო
Monday, July 2, 2012
პრაგმატული ანდერძი მასებს
პრაგმატული ანდერძი მასებს რომელთა შესრულებას ნებისყოფა არ უნდა
იქონიეთ აბანოს ხალათი
იხმარეთ ძირს დასაგდები პირსახოცი აბაზანიდან გადმოსვლისას, როგორც სასტუმროებშია
წვერი გაიპარაეთ ბანაობისას, სანამ თავი და საპარსი ტერიტორია შამპუნში გაქვთ
იქონიეთ მეტალოპლასტმასის გადმოსაღები ფანჯრები ( და თქვენი ფანჯარა დროის 40% ით მეტ ხანს იქნება ღია.
იყიდეთ ძვირიანი დემისეზონური ტანსაცმელი ( ორ სეზონზე გამოგადგებათ).
ნუ დაგენანებათ ცხელი წყალი ( ანუ წყლის გაცხელების ხარჯი) აბაზანისთვის.
აბაზანაში ჩაწოლა სიმს სიტის მაცხოვრებელთა მთავარი სტრესის წამალია, რეალშიც.
აბაზანას იგივე ოდენობის წყალი ჭირდება რაც შხაპს, ოდნავ მეტი. ასე რომ არ ღირს ხარჯი უარის თქმად.
იქონიე კომპიუტერი ისეთი, ჯიბეში რომ ჩაეტიოს, თუნდაც ამისთვის სპეციალურად დაკერებულ- გადაკეთებულ ჯიბეში.
ჭრაჭუნა სარკისებრი ყვავილების შესაფუთით ფარდები ზაფხულის სიცხის საწინააღმდეჰოდ.
წვერგაუპარსავი არ იყო
ახალ საქმეზე სალაპარაკოდ მისვლისას გეცვას თეთრი ან ცისფერი.
თუ რამე ვერ გაიგე, ჩაეკითხე მაშინვე
თუ გაგაბრაზეს, არაა აუცილებელი ეჩხუბო, ზოგჯერ საკმარისია აუხსნა რომ გეწყინა
მაგრამ, თუ გაწყენინეს ნუ დატოვებ უპასუხოდ
ხშირად შეპასუხება და შეწინააღმდეგება საუკეთესო საშუალებაა პატივისცემა მოიპოვო.
ნუ დაემსგავსები იეღოველებს, არ დაუწყო მორწმუნეს ქადაგება, რომ ღმერთი არ არსებობს.
პროფესია ისეთი აირჩიე, მინიმუმ 60 წლამდე რომ გიხაროდეს მუშაობა
აწარმოე ბლოგი, თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც ჩაწერე.
შეაგროვე შენი
უფროსი თაობის მემუარები
საოჯახო სურათები გადაიტანე ელექტრონულ ფორმატში
ჩაინიშნე დაბადებისდღეები და სახელები
მოიწყე უიკენდები, განსაკუთრებით მწვანე გაზაფხულზე - ზაფხულის დასაწყისში.
ჭამე ბევრი ყველი როცა ბალახი ლორთქოა
ჭამე შემოსული ანუ მწიფე ხილი, თუნდაც ბევრი ( მწიფობისას უფრო იაფია და გემრიელია)
უთხარი/ უსურვე ოჯახის წევრებს დილა მშვიდობისა და ძილი ნებისა.
ზღვაზე იქირავე ბინა ტალღასთან რაც შეიძლება ახლოს.
ზღვაში იბანავე სისხამ დილას
ზღვისთვის იქონიე სანდალი- შლოპანცები ( რომელის იკვრება ფხრიწით) და ზღვაში იცურავე ფეხზე გაუხდელად.
იცურავე არა პლავკით, არამედ შორტით.
ერთხელ მაინც კეთილგანწყობა და თანაგრძნობა გამოხატე ყველას მიმართ.
იქონიე ციფრული ტელევიზია
იქონიე ვაიფაი სახლში
იქონიე უნიტაზი ბიდეს ფუნქციით
სააბაზანოს სასურველია გარეთ გამავალი ფანჯარა ჰქონდეს.
იქონიე ბევრი ნასკი და საროჩკა.
იმეგობრე შვილებთან
იქონიე ორი ან მეტი ველოსიპედი და იარე მოკლე ( თუნდაც) ტურებზე . იქონიე ველოსპორტსმენის ჩაფხუტი.
ეცადე გქონდეს კერძო საქმე პენსიაზე გასვლისთვის
Posted by
cartwheel
at
7:32 PM
0
comments
Labels: სასარგებლო, ჯერარდაბადებული საქართველო
Friday, May 4, 2012
ატომბირთვი და სიცარიელე. სრული სიცარიელე.
რამხელა გახდება გრეიფრუტი, თუკი მასში შემავალი ყველა ატომი მოცვის მარცვალის ხელა გახდა?
დედამიწის.
წარმოიდგინე ციური სხეული, პლანეტა, რომელიც ზუსტად დედამიწის ხელაა, ოღონდ დედამიწისაგან განსხვავებით, მთლიანად შედგება მოცვის მარცვლებით.
აი, ამდენი ატომია ერთ გრეიფრუტში.
წინ უფრო საუცარია.
უყურე.
ეს თითოეული ატომი თავისთავად ატომბირთვისა და ელექტრონებისაგან შედეგბა.
ატომის ზომას განსაზღვრავს ელექტრონების ორბიტა, რომელზეც ისისნი ტრიალებენ ატომბირთვის გარშემო.
ატომის მასა ატომბირთვშია (ელექტრონებს ძალიან უმნიშვნელო მასა აქვთ ატომბირთვთან შედარებით, შეგიძლია არც ჩათვალო).
ანუ ფაქტიურად მატერია ატომბირთვია, ელექტრონები ფარფატებენ მის გარშემო.
და რამხელაა ატომბირთვის ( პროტონების და ნეიტრონების) ბურთულა?
თუ ატომბირთვს გოჯის (თითის ბოლო მონაკვეთი) ხელას გავხდით, ატომი სტადიონის ხელა გახდება. წარმოიდგინე დინამოს სტადიონი თავისი ტრიბუნებიანად, ბურთის ფორმის
და
შიგნით ერთი გოჯი მატერია – ატომბირთვი.
და რა ხდება მათ შუა სივრცეში?
არაფერი, სიცარიელე. სრული სიცარიელე.
სიცარიელე, რომელიშიც დაუბრკოლებლად გადის მაგნიტური ველი და რენტგენის სხივები.
და, თუკი მთელი ამ ცარიელი სტადიონისხელა ბურთის მასა იმ ერთი გოჯის ხელა მატერიაზე – ატომბირთვზე მოდის, რამხელაღა ყოფილა მისი სიმკვრივე, მასა?
გეტყვით.
ატომბირთვის სიმკვრივე ისეთივეა, როგორიც ექნებოდა მატერიას, 1
x 1
x 1
x ფუტის ზომის ყუთში რომ მოგვეთავსებინა 6 მილიარდი ავტომობილი.
1 foot=30.48 centimeters
ანუ, იმ ყუთის წიბო, რომელშიც 6 მილიარდი მანქანა ჩავტიეთ, შენი მონიტორის სიმაღლისაა.
გუშინ თქვეს კიდევ ერთი მაგალითი დისქარერიზე, ემპაიერ სტეით ბილდინგის ატომებს სივრცე რომ მოაცილო ბრინჯის მარცვალის ხელა გახდება. ოღონდ იმ ბრინჯის მარცვალს იგივე წონა ექნება რაც რეალურ ემპაიერ სტეით ბილდინგს.
ნახეთ ეს ვიდეო, განვითარებული ადამიანების ნამუშევარია.
ახლა კი ატომბირთვის სიმკვრივე... დაივიწყეთ ან ნუ დაივიწყებთ,
მაგრამ
გახსოვდეთ სტადიონი და მის ცენტრში ერთი გოჯი, ვთქვათ დიდი თხილი, ან პატარა კაკალი, ან კინდერის სათამაშო, ან ლუკმა, ან ყლუპი, ან მობილურის ეკრანი, ან მობილურის კლავიატურა, ან მწვანე მანდარინი, ან პანტა, ან ახალშობილის მუჭი, ან კაი ალუჩა, ან ( კაი გავზარდოთ) ხინკალი და.....
გარშემო უსახელო ცარიელი სივრცე, რომლისგანაც ვართ შემდგარი.
.. ანუ ორ ხინკალს (ორი მეზობელი ატომის ატომბირთვებს) შორის მანძილი (ორი რადიუსი) ერთი სტადიონია, მინიმუმ.
მთაწმინდა სოლოლაკი ფუნიკულიორიანად ზღვის დონიდან 40 ხინკალს გაქაჩავს მეტს ვერა.
და ამ გაფანტულ 40 ხინკალს იგივე წონა ექნება რაც დღევანდელ მატერიას – მთას, გრანიტს და მაგმას ( –600 მეტრი ფუნიკულიორიდან, ზღვის დონემდე).
Posted by
cartwheel
at
9:44 AM
4
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Thursday, April 12, 2012
თხილამურის წესი
თხილამურით სრიალი მუდმივი ვარდნაა.
ოღონდ კონტროლირებული ვარდნა.
შენი თხილამურები უნდა დახვდეს იმ წერტილს, სადაც უნდა დაეცე.
თუ წინ არ გადაიხარე დავარდნის მიმართულებით, და წვივებთი წინ არ მიაწექი თხილამურის ბათინკებს, თხილამურის წვერი აგითამაშდება და წაიქცევი
თუ სიმძიმის ცენტრი გვერდზე არ დატოვე ანუ სხეული საკმარისად გვერდზე თუ არ გადაწიე თავის მიმართ, ვერ მოუხვევ და წაიქცევი.
უნდა შეგეძლოს ერთდროულად იზრუნო ტაქტიკაზეც და სტრატეგიაზეც.
უნდა იფიქრო ბევრი, ორივე ფეხის მდებარეობაზე და ძალაზე.
ვასწავლი ცურვას 15 წუთში ოღონდ წყალში, აი თხილამურით სრიალს კი ვერ ვასწავლი, პრაქტიკა სჭირდება და მასწავლებელი.
45 წლის ასაკშიც კი შეგიძლია ისწავლო, როგორც მე.
Posted by
cartwheel
at
9:19 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Tuesday, February 21, 2012
16 მეტრი ვიპოვე
ღირს ახალ პოსტად. ვიპოვე, ევრიკა! 16 მეტრი ვიპოვე. ანუ ვიპოვე ის სიტუაცია, რომელიც ადვილად დაგვანახებს იმას, თუ რამდენია 16 მეტრი.
რაში მჭირდება?
აი ამ ცოდვილობის დასასრულებლად, თანაც წარმატებით.
ნახე, თუკი სამყაროს იმდენად შევამცირებთ, რომ დედამიწა კალათბურთის ბურთის ხელა გახდბა, მაშინ დედამიწა 3 მმ დიამეტრის მქონე ბურთულად იქცევა, დისტანცია მათ შორის (დედამიწასა და მზეს შორის რეალური მანძილი 150 მილიონი კილომეტრია) კი 16 მეტრი.
ბურთს და ნამცეცს ადვილად წარმოვიდგენთ, მაგრამ უფრო ძნელი წარმოსადგენია მანძილი მათ შორის ანუ ორბიტის ნახევარის ერთობლივ მასშტაბებში წარმოდგენა.
და ვიპოვე.
როდესაც კალათბურთის ბურთი კალათბურთის მოედნის ზუსტად ცენტრში დევს, ნამცეცი დედამიწა მის გარშემო იმ ორბიტაზე იმოძრავებს, რომელიც გაივლის მოედნის კუთხეებზე, წიბოებზე. კალათბურთის მოედნის ცენტრსა და კუთხეებს შორის მანძილი 16 მეტრია.
ანუ, ჩემი შეფასებით მზესა და ჩვენს შორის უზარმაზარი ცარიელი სივრცეა და მადლობა გრავიტაციას, რომ მზეს არ ვეკარგებით.
მადლობა დედამიწის ქროლვის სიჩქარეს, რომლითაც ჩვენ მზის გრავიტაციას წარმატებით ვაწონასწორებთ და არც მზეზე ვვარდებით.
დატკბით ვირტუოზი გიგანტებით და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა არ ქნას და რომელიმე მათგანმა ფეხი არ დაადგას მათთვის უჩინარ ბუზზე პატარა ბურთულას, რომელიც იმ წრეზე მოძრაობს სრულ უკუნში.
მოძრაობს წრეზე რომელშიც ეგ მოედანი სრულად ჩაეტევა. მოედნის ცენტრში კი ის მზე წარმოიდგინეთ, რომელიც ამ ბურთის ხელაა.
კიდევ ერთი მადლობა არაცოცხალ და უნივერსალურ ფიზიკას.
Posted by
cartwheel
at
10:01 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, მადლობა, სასარგებლო
Wednesday, February 1, 2012
პერსონალ სპეის - ზვიგენები

გაწუხებს თუ არა თბილისში ავტომობილთა უწესრიგო მოძრაობა?
ბრაზობ თავხედ მძღოლებზე?
გიწევს ხანგრძლივი სიგნალის მიცემა იმ თავხედისთვის რომელიც დამუხრუჭებას გაიძულებს?
მანქანიდან შენობაში შესვლისას გრჩება განწყობა რომ ამ ქვეყანაში ჯუნგლის კანონი ძალაშია, (ადამიანი ადამიანისთვის მგელია)?
გეტყვი რომ ცდები
ეს ხალხი, ავტომოძრაობის სუბიექტები არც მგლებია და არც თავხედები
უბრალოდ, მათ არ აღმოაჩნდათ უნარი საავტომობილო მოძრაობის წესების მნიშვნელობა და დანიშნულება დაენახათ.
მექანიკურად დაზუთხვა და გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, წესები, რომლებიც გულთან არ მოდის თავიდანაც ვარდება.
გულთან კი იმიტომ არ მოდის, რომ მათი შინაარსი მიუწვდომელია და მათი თვალსაზრისით ბრეჟნევის მიერაა მოგონილი ხალხის გასაწვალებლად და დასაჩმორებლად
არადა წესები, ქუჩაში მოძრაობის წესები ცივილიზაციის ერთერთი ყველაზე ეფექტური გამოგონებაა, რომლის გარეშეც შვედეთის ქუჩებიც ინდოეთის ქუჩები იქნებოდა.
არადა ძალიან ადვილია დაარწმუნო მძღოლი ქუჩაში მოძრაობის წესების რაციონალობაში და დაანახო თუ რა შედეგი მოჰყვება ერთი შეხედვით უმნიშვნელო მანევრს.
პერსონალ სპეის ის სივრცეა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს ხალხში, პესრონალ სპეისის საზღვარზე ახლოს მისვლა განიხილება როგორც პირადულში შეჭრა, აგრესია.
პესსონალ სპეისი ცვალებადია, გადატვირთულ ავტობუსში და მეტროს ვაგონში ის იმდენად პატარაა, რომ უცხო ადამიანის გვერდიგვერდ ან თუნდაც მიჭყლეტილი ყოფნა არ შეგიქმნის დისკომფორტს, თავისუფალ ვაგონში კი ორი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ისხდნენ მიჯრით, თუკი ერთმანეთს უშვებენ საკუთარ პირად სივრცეში.
უცხო ადამიანის გვერდით ახლოს დაჯდომა ნიშნავს თავხედობას,სხვისი პირადი სივრცის მოკვეთას, აგრესიას.
პირადი სივრცეები განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში
პარიზში ის დიდია, ჯაკარტაში პატარა, თბილისში კი მათ შუა.
ატომობილებსაც აქვთ პირადი სივრცეები.
პირადი სივრცე ცვალებადი ზომისა და ფორმისაა. ის იზრდება სიჩქარის მატებასთან ერთად და იდრიკება მანევრის მსვლელიბისას მარჯვნივ ან მარცხნივ.
ავტომობილების მოძრაობის ზედხედი რომ წარმოვიდგინოთ ყოველი მათგანის პირადი სივრცე ზვიგენის ზედხედის ფორმის იქნება.
ადამიანებს უჭირთ საავტომობილო წესების მექანიკური სწავლა, მაგრამ ზედხედში საავტომობილო მოძრაობის ძვიგენი პესონალ სპეისების მონაწილეობით ნახვა მათ ძალიან ადვილად და სამუდამოდ დაამახსოვრებს ამ წესებს.
ზვიგენები ყველა სუტუაციაში აჩვენებს წესის ლოგიკურობას და აგრეთვე მნიშვნელიბას.
საჭიროა მხოლოდ გავაცოცხლოთ ზვიგენები და ერთმანეთის კბენის უნარი მივცეთ, ეს ყველაფერი ნიჭიერად დავხატოთ და ემოციებით დავხუნძლოთ.
წინ მიმავალი მანქანა თუკი უცაბედად გვერდით ხაზს იკავებს და იმ ხაზზე სწრაფად მოძრავ უკანა ავტომობილს ამუხრუჭებინებს, უნდა დამოიხატოს ასე. სწრაფ ხაზში მიცურავს დიდი ზვიგენი. შუა ხაზიდან მას უცაბედად, ზვიგენის მანევრით კბენს პატარა ზვიგენი გვერდში და ამოკლებს უკან მაგრამ სწრაფად მოძრავ ზვიგენს. სწრაფი ავტო მუხრუჭით ცდილობს არ შეეჯახოს წინა ავტოს. მაყურებელს კი უფრო დრამატული სცენა აქვს ნანახი ზვიგენების მონაწილეობით.
ასე ცალკეული გავრცელებული კონფლიქტური სიტუაციების ჩვენებით შესაძლებელია სამუდამოდ დაამახსოვრო მძღოლს ქუჩაში მოძრაობის წესები.
არასწორი პარკირებისას ავტოს ვიზუალური იერი შეიძლება გამოიხატოს განიერი აგურის ღობედ, რომელსაც მანქანის ზომაზე უფრო განიერია.
პირადი სივრცე აქვთ ქვეითებსაც ვთქვათ კამბალას ფორმის. გზაჯვარედინზე მანქანის ქვეითთან ზედმეტად მიახლოვება ნიშნავს ზვიგენის მიერ კამბალას ფრთის მოჭმას, რასაც ახლავს ქვეითის შეშინებული თვალები.
ზვიგენმა უკან გადააგდო ქვეითი ორმაგი უწყვეტი ხაზიდან, იმიტომ რომ ზვიგენი უხეშად უსწრებდა სხვა ავტოს. უკანდახეული ქვეითი სხვა ზვიგენის ხახაში მოხვდა. ის ზვიგენი დენდარტყმულივით ასხმარტალდა რომ ადამიანი არ შეჭამოს, გადავიდა მარჯვენა ხაზზე სადაც მოაჭამა სხვა ზვიგენს თავი.
ასეატი სერიალი იქნება ეფექტური მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის მოთხოვნადი იქნება როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში როგორც სასწავლო მასალა მოზარდთათვის.
შესაბამისად ექნება ფასი და იქნება მომგებიანი.
არ დაიხარჯება და გაცვდება
მოთხოვნა მასზე პერმანენტულად აღმოცენდება ახალი თაობის ზრდის პარალელურად.
ასეთი ფილმი თავიდანვე უნდა შეიქმნას მაღალი დონის გრაფიკით და სცენარით.
Posted by
cartwheel
at
1:14 PM
8
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Wednesday, January 25, 2012
ვართ თუ არა სირბილისთვის გაჩენილნი?

მაგარი სპიჩი,
ჩემთვის ქცევის განმსაზღვრელი (იმედი მაქვს).
ახლა რა ხდება. ჰომო საპიენსი მინიმუმ 1 მილიონი წელი ისეთია როგორებიც დღეს ვართ.
ქვის ხანა, ანუ ინსტრუმენტების დამზადება 200 ათასი წლის წინ დაიწყო.
ანუ 800 ათასი წელი (800.000 წელი) იარაღის გარეშე ნადირობდა და კარგადაც ნადირობდა. სხვა შემთხვეაში მისი ტვინი ვერ მიიღებდა საკმარის ცილას და ვერ გაიზრდებოდა იმდენად, რამდენადაც გაიზარდა.
კრისტოფერ მაგდუგალი სვამს კითხვას, როგორ ახერხებდა ადამიანი ბევრი ნანადირევის მოპოვებას მაშინ, როცა იყო ფაუნაში ყველაზე მოუქნელი, ნელი და სუსტი?
და პასუხობს - ერთობლივი მარათონული სირბილით, ჯგუფური დავნით, მსხვერპლის დაქანცვით და დაჭერით.
ჯადოსნობა ადამიანის ამტანობაშია, მას შეუძლია 30 კილომეტრის შეუსვენებლად რბენა, ცხოველები კი მხოლოდ მოკლე მანძილზე არიან ჩვენზე სწრაფები.
ადამიანს ცხოველებზე მეტი ამტანობა საოფლე ჯირკვლებმა მისცა, რომლითაც სირბილის პარალელურად ადამიანი გრილდება და ამით გადაქანცვა გადავადდება.
ასე რომ ჩვენი ოფლი და ოფლის სუნი ყოფილა ის უპირატესობა, რომლებმაც ჩემს წინაპრებს 800.000 წლის განმავლობაში მისცეს საშუალება დასწეოდნენ ფეხმარდ ანტილოპებს და გამოეკვებათ შვილი, რომელმაც ასევე წარმატებით მოახერხა იგივეს გაკეთება (მინიმუმ ერთი მაინც შვილი გააჩინა და ფერტილურ ასაკამდე მიიყვანა).
ჩემი თავისუფალი თარგმანია.
ვიდეოში სხვაცაა საინტერესო.
p.s. ჩემთვის ქცევის განმსაზღვრელი თქო, ჩემი შეძახებაა საკუთარი თავის მიმართ. უნდა ვირბინო ზოგჯერ მაინც, წინაპრების, ოფლისა და ოფლის სუნის საპატივცემოდ.
ოფლის სუნი ჰუმანური ყოფილა და არა სამარცხვინო
Posted by
cartwheel
at
12:42 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Saturday, December 31, 2011
კომპ თამაში

გილოცავთ ახალ 2012 წელს!
გისურვებთ ბევრი თამაშის მოგებას, ნათამაშევთა ერთი მესამედის მაინც. და ბედნიერბას პირად ცხოვრებაში.
კომპ თამაში
ცურვა
პერსონაჟი მიცურავს მარჯვნივ
- ნმ ხელებია, ზხ ფეხები
პერსონაჟი მიცურავს მარცხნივ
- ზხ ხელებია ნმ ფეხები
ორივე შემთხვევაში ჩასინთქვა სპეისია
ჰინტი:
ფეხები რაც შეიძლება სწრაფად
ხელები რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ სუნთქვა არ უნდა გამოგრჩეს, თორემ დაიხრჩობა და ტრაკით ზემოთ იტივტივებს
ჰინტი
ხელები თანდათანობითი აჩქარებით
ანუ თუ დროზე ადრე აჭერ მეორე ხელს, ოროვე ხელი მაღლა ან ორივე ხელი დაბლა მიდის ერთდროულად
ჰინტი
რაც უფრო სწრაფად მიდიხარ ( ანუ აქამდე სწორად იცურე) უფრო ნაკლები დრო უნდა ხელის ბრუნს ( ანუ მოსმას) შესაბამისად დეძლევა საშუალება კიდევ უფრო სწრაფად აწკაპო და სწრაფად იცურო.
პირველი ათი ლეველი მხოლოდ მარჯვნივ მიდიხარ
ამას რომ დაამხეცებ შემდეგი ხუთი ლეველი მარცხნივ
შემდეგ ერთ გაცურვაში მიმართულებას იცვლი, ზვიგენები მოგდევენ
თამაში
სელაპი ხარ, მოგდევს ზვიგენი ან კასატკა
პირველი ამოცანა, უნდა დაიმალო, საშიში დისტანციიდან გაიქცე
მაგრამ თუ საშიშ დისტანციაზე ხარ და მხეცი შენს შესაჭმელად გამოექანა, უნდა აიძულო უშედეგოდ ამოხტეს წყლიდან.
თუ ეს მოახერხე შეძლებ გაქცევას
ისრებით დაგყავს სპეისით ხტები წყლიდან
იგივე პირობა ოღონდ ადამიანი ხარ
ვერ დაემალე, ვერ გაექეცი, შენსკენ მოდის
ერთადერთი შანსი გაქვს მოუბრუნდა და ცხვირში დაარტყა. ოღონდ ზუსტად.
ისრებით დადიხარ, სპეისით ურტყამ წიხლს
ან სპეისით მის ცხვირს განზე წევ ხელით
პითეკანტროპი ხარ, მიდიხარ გაშლილ ველზე მოგდევს ხმალკბილა ვეფხვი
გიგანტური დათვი
მგელი
გადარჩენა ცეცხლშია
როცა საფრთხეს დაინახავ კი არ უნდა გაიქცე, ( როცა გარბიხარ აუცილებლად გეწევიან და გჭამენ) არამედ უნდა მოიხსნა ზურგჩანთა საიდანაც გადმოგაქვს გაღუებული ნაკვერჩხალი და ანთებ ცეცხლს. თუ მოასწარი მხეცი გარბის, თუ ვერა, შეგჭამს. მიზანია გადაიარო გაშლილი ველი და შეძვრე უღრან ტყეში, სადაც ეგ მხეცი ვერ შემოეტევა.
ხარ პრემაიმუნი, ცხოვრობ დინოზავრების გარემოცვაში შენი სამყარო 3 დ განვლადია: თანაბარი სიჩქარით მოძრაობ მიწაზეც და ტყის სისქეშიც ტოტებზე. დინოზავრი მოგსდევს და წვრილ ტოტებს ლეწავს. ეჯახება და ვერ აქცევს დიდ ხეებს. შენი მიზანია დინოზავრს დაურთულო მარშრუტი, გაზარდო დისტანცია, დაღალო და აიძულო შეგეშვას
პითეკანტროპი ხარ, შენზე დიდი და ღონიერი სინანტროპი დაგიჭერს და შეგჭამს თუ ჭკუით არ აჯობე
სიტუაციური ამოცანები
შენ იგონებ კვერთხს, ცეცხლს, ქამანდს
მაგრდები გამოქვაბულში და იქიდან იგერიებ ქვებით.
ქვის ხანის ადამიანი ხარ, უღრან ტყეში მიდიხარ
ზურგზე ტყავის კენგურუში ბავშვი გყავს აკრული
გარშემო დასუნსულებენ მგლები
თუ წამოგეპარნენ შეგჭამენ
შენ სწრაფი ნაბიჟით მიდიხარ და არ გარბიხარ
შენ გყავს დამცველი ერთი ძაღლი, რომელიც ზუსტად მგელისავითაა, ოდნავ განსხვავებული ფერით ( მუქი)
ძაღლი გიცავს ზურგიდან, მაგრამ საბოლოოდ მგლები სხვადასხვა კუთხიდან გიტევენ და გჭამენ
სტრატეგია უნდა შეიმუშავო ასეთი
თუ მოასწარი მგლისთვის საჭმლის ( ხორცის ნაჭრის) გადაგდება, ის შეჭამს და ხდება ძაღლი, ახლა ორიძაღლი გყავს და უფრო დაცული ხარ, მატულობს მგლები და საფრთხე, შენ რაც შეიძლება
მეტი მგელი უნდა აქციო ძაღლად და გადარჩე
როცა ხორცი გაგითავდება უნდა მოასწრო გამოქანებულ მგელს მუხლზე დაჩოქილი დახვდე და ჩაიხუტო, მოეფერო, ესეც ჭრის - ძაღლად იქცევა.
მგლები ძაღლებს ჩხუბში გიკლავენ
გახმოვანება მგლის და ძაღლის განსხვავებული
მოგებაა ტყიდან ველზე გასვლა სადაც შორს სოფელი ჩანს და მგლები დაგეხსნებიან.
გარბიხარ 100 მეტრიან დისტანციაზე, გასწრებენ ინვალიდები, ლოკოკინები , კუები ...
შენ შენი ფაფხურის შედეგს ფაქტიურად ვერ ხედავ
ვერასდროს მიოგებ, შენი საუკეთესო სედეგი იქნება თუკი ლოკოკინას გაუსწრებ
Posted by
cartwheel
at
6:45 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Tuesday, October 25, 2011
ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო ეს ვიდეოები
აქ ვუყრით თავს თქვენი მონაწილეობა ესენციალურია და მისალმებული.
Posted by
cartwheel
at
10:01 PM
0
comments
Labels: forum.ge, ვინიგრეტი, სასარგებლო
Monday, July 25, 2011
გცხელა? გიშველი.
ბილბორდზე დასაწერი ოქროს იდეა.
გცხელა? გიშველი! დააწკაპე აქ. 
Posted by
cartwheel
at
7:34 PM
1 comments
Labels: სასარგებლო
Wednesday, July 13, 2011
თბილისი- სათაფლია- პრომეთეს მღვიმე - ბათუმი




თბილისში ჩამოცხება და ყველანი ლტოლვილებად ვიქცევით, სიცხე გაგვდევნის ამ ქალაქიდან, ბევრი ვაპირებთ ზღვაზე (ჩვენს, შავ ზღვაზე) წასვლას.
ქუთაისს რა თქმა უნდა ბუზღუნ ბუზღუნით გავივლით, თავი იმ ორ წუთს კალკუტაში გვეგონება, ხალხი და მანქანა ჩვენს გზაზე დიფუზიის კანონებით იმოძრავებს.
მე ახალ სცენარს გთავაზობთ.
გაყავით ზღვამდე მგზავრობა ორ ნაწილად, ორ დღედ.
აი ასე.
დილით გასვლა თბილისიდან. ქუთაისში გაჩერება, სათაფლიას მონახულება.
მეორე დილით პრომეთეს მღვიმის მონახულება და გზის გაგრძელება ზღვისკენ.
ამ სცენარში ჩემთვის მთავარი წინააღმდეგობა ქუთაისში გაჩერება იყო.
მაგრამ კარგი სოლუშენი აღმოვაჩინე:
ძველ ქუთაისში მშვენიერ მასპინძელს (საოჯახო სასტუმროს) მივაგენი, ზღვაზე წამსვლელებს არ გეძვირებათ. ოჯასისთვის, იქნებ ორი შეძმაკაცებული ოჯახისთვის იდეალურია.
ასე რომ, ზღვამდე (ან უკანა გზაზე) მოინახულეთ სათაფლია და პრომეთეს მღვიმე (წყალტუბოს რაიონი სოფ. ყუმისთავი) გრანდიოზული სანახაობაა, აუცილებლად აჩვენეთ ბავშვებს, ოღონდ პრომეთეს მღვიმე 1400 მეტრია და 6 წლამდე ასაკის ბავშვს გავლა გაუჭირდება.
ჩემი 6-საა უკვე და ცოტა ხანი აჩიკუდა მომიწია.
გისურვებთ დამიჯეროთ.
Posted by
cartwheel
at
2:43 PM
0
comments
Labels: სასარგებლო
Monday, June 27, 2011
რჩევები სტამბულის სტუმრებს
სტამბულს 1932 წლამდე კონსტანტინოპოლი ერქვა მსოფლიოსთვის, თვითონ თავის თავს კი 4 საუკუნე უწოდებდა სტამბულს.
სიტყვა სტამბულის სტ კონსტანტინოპოლის სტ-ია.
მსოფლიოში მხოლოდ ოთხია ასეთივე იღბლიანი ადგილი, რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ კონტინენტების მასშტაბით ხდება თვალსაჩინო.
-პანამის არხი
-სუეცის არხი
-გიბრალტარის სრუტე
და
-ბოსფორის სრუტე - კონსტანტინოპოლი.
თუმცა წინა ორისგან განსხვავებით ბოსფორი და დარდანელი ბუნებრივია, ის საჩუქარია. მათ გაჭრას არ დაჭირდა ათასობით მუშის მალარიით ან შრომის საფრთხეებით გმირული სიკვდილი, ისე როგორც ეს პანამისა და სუეცის გაყვანამ მოითხოვა.
ოთხივე ეს ადგილი შარიანი ისტორიის მქონეა: პანამისთვის იომეს ამერიკამ და ესპანეთმა, საფრანგეთმა, პანამამ.
სუეცისთვის ინგლისმა, ეგვიპტემ, გიბრალტარისთვის ინგლისმა და ესპანეთმა, არაბეთმა მაროკომ,
ბოსფორისთვის ბრძოლა გაცილებით მრავალსერიანი აღმოჩნდა, ის დროშასავით გადადიოდა ხელიდან ხელში. სპარსები, ბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები, თურქები, ჯვაროსნები, ინგლისი დროშებს აფრიალებდნენ ამ სრუტის ხელში ჩასაგდებად.
ბოსფორის სრუტის გასაღები კეტავს ან აღებს მსოფლიო ოკეანეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, საქართველო პირდაპირ, ხოლო შუა აზია, სომხეთი , აზერბაიჯანი, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრია (დუნაით), შავი ზღვის ქვეყნების გავლით უკავშირდება დედამიწას საზღვაო გზით.
საზღვაო გზის უპირატესობა კი ყველა სხვა გზას შორის, არის სიიაფე და მიღწევადობა.
მომავლის მსოფლიოში, სადაც საწვავს ოქროს ფასი დაედება, საზღვაო მგზავრობა იმ პატივისცემას დაიბრჯნებს, რლმელიც მას თვითმფრინავების გამოჩენამდე ჰქონდა.
სტამბულის ეს იღბლიანი ადგილმდებარეობა ანტიკური ხანიდან იცოდნენ გეოპოლიტიკური მასშტაბის სტრატეგებმა.
კონსტანტინემ სრულიად გააზრებულად ააშენა იმდროინდელ მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი ამ ადგილას.
აქ იყრიდა თავს ადამიანები, თემები, ეთნოსები, ერები, ხალხები, მათი ნაწარმი, შემოქმედება, ცოდნა და გამოცდილება.
ქალაქი ააყვავა როგორც ამ ქალაქის მასპინძელმა ბერძნულ- რომაულმა ჭკვიანმა და ნიჭიერმა მოსახლეობამ, ასევე, უზარმაზარი მასშტავის ვაჭრობამ.
კონსტანტინოპოლის დაცემისა და აქ თურქების გაბატონების შემდეგ, ქალაქმა ახალი ანტურაჟი შეიძინა, სტრატეგიული პლიუსები კი არანაკლები წარმატებით გამოიყენა.
ეს ქალაქი უკვე 14 საუკუნეა იგლობალური მეგაპოლისია.
და
არის
იმ
ქვეყნის დედაქალაქი, რომლის ტერიტორიაზე შორეულ პრეისტორიულ ხანაში დაიბადა ადამიანთა ცივილიზაცია, დაიბადა ადამიანი.
აქ
- დაწერეს პირველი სიტყვები ფინიკიელებმა თიხის ფირფიტებზე
-ააშენეს ტროა ტროელებმა
-კაპადოკიაში დახატეს პირველი ქრისტიანული ფრესკა
-იმღერეს ჰარი ჰარალე ურარტუელებმა
-ააშენეს ქრისტიანებმა აია სოფია
-აქვედუკები და ბაზილიკა ცისტერნა
-მოზაიკით მოხატეს ქორა
-აქ დაიბადნენ წმინდა ნინო და წმინდა ნიკოლოზი, რომელიც შემდეგ სანტა კლაუსად ტრანსფორმირდა და ქრისტიანულიდან ზოგადსაკაცობრიო ხატად ტრანსფორმირდა.
იუნესკოს მიერ კაცობრიიობის კულტურული მემკვიდრეობისათვის მიკუთვნებულ, მთელ მსოფლიოში გაფანტულ 300 ძეგლთაგან 9 თურქეთის ტერიტორიაზეა.
ოტომანთა იმპერატორის ბრძანებით აქ გადმოასვენეს დავითის xmali, მოსეს კვერთხი,
იოანე ნათლისმცემლის მკლავი და თხემის ძვალი.
აქვეა მუჰამედის ხმალი, ხელნაწერი და მოსასხამი.
სტამბულში თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები.
და ვინაიდან ოტომანთა იმპერია მოიცავდა შუამდინარეთის, მცირე აზიის და ეგვიპტის და ჩრდილოეთი აფრიკის მიწებსაც, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმში კაცობრიობის ისტორიას ნაბიჯნაბიჯ შეგიძლიათ მიჰყვეთ. შეგიძლიათ აღტაცდეთ ადამიანთა იმ ისტორიული ჯგუფების მიმართ, რომლებიც ბევრ სიტუაციაში იყვნენ პირველები, აღმომჩენები, გამომგონებლები, ავტორები, კორიფეები, უბადლოები და... არანაკლებ ჭკვიანები, ვიდრე ჩვენ 21-ე საუკუნეში.
მათი სამყარო ძალიან პატადა იყო ჩვენს სამყაროსთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი უცხო და შეუცნობელი უკიდეგანო სარტყელით იყო შემოგარსული.
სოციალური გამოცდილება მიზერული ჰქონდათ ფაუნას კი ჩვენზე უკეთ იცნობდნენ.
ქმნიდნენ და წერდნენ წესებს, კანონებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, სჯიდნენ და ასამართლებდნენ მტყუანებს და დაზარალებულებს, ზრუნავდნენ საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, პატივს სცემდნენ გარდაცვლილებს და იმედოვნებდნენ ამინდისა და სიცოცხლის ღმერთების გულის მოლბობის.
ეს ყველაფერი თავმოყრილია სტამბულის არქეოლოგიის მუზეუმში, რომელიც სტამბულის ბრენდ სანახაობებში დაღლილთ, შეიძლება გამოგრჩეთ კიდევაც. არ შეიძლება, გიკრძალავთ სტამბულიდან წამოსვლას არქეოლოგიური მუზრუმის უნახავად.
აუცილებელი სანახაობები, რომლებიც უჩემოდაც იცით და აუცილებლად ნახავთ:
აია სოფია, სულთან ახმედი, ისტორიულ იპოდრომს ისედაც ნახავთ, მათ შუაა.
გრანდ ბაზარი
ადგილები, რომლებიც ძალიან კარგია თუ მოინახულებთ :
გალათას კოშკი
ტაქსიმი
პრინცის კუნძულები
დოლმაბახჩე
სასტუმრო:
ჩემი გამოცდილება ასეთია, სასტუმრო უნდა აიღოთ სულთანახმედზე, ისე რომ აია სოფიასა და სულთანახმედს ფანჯრიდან ხედავდეთ, დილის " შვედური" საუზმე კი ვერანდაზე უნდა გქონდეთ, საიდანაც ფანტასტიკური ხედი გარანტირებული გექნებათ.
მგზავრობა
ტრამვაი იაფია და მოსახერხებელია,
ტაქსი ძვირია.
ტრამვაის პლიუსებში შემყავს ის, რაც ადრე პარიზის მეტროზე დავწერე - მასპინძელ ადამიანებთან საყოფაცხოვრებო სიტუაციაში ერთადყოფნის სიხარული.
ტაქსი ამას ვერ მოგცემს.
ტრამვაი ადამიანების გალერეაა.
სტამბულის ტრამვაის ვაგონში რწმუნდები, რომ ცივილიზაციათა, კონტინენტთა, კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთაზე იმყოფები. და ეს ძალიან საინტერესოა.
კვება
ერთხელაც (საღამოს, შეღამებულზე ჯობია) აუცილებლად უნდა მიაკითხოთ რესტორანს.
მე გირჩევთ მოძებნოთ რესტორანი ვერანდაზე, საიდანაც აია სოფია და სულთანახმედი კარგად ჩანს.
მე ესეთი რესტორანი საკმაოდ იაფი მეჩვენა რესტორნისთვის.
ჩვეულებრივი კვება კი დაიწყება შვედური საუზმით, რომლითაც დაუღალავად უნდა დაიტვირთოთ. ეს ძნელი არაა, როგორც წესი უველაფერი გემრიელია.
სადილი, ვახშამი, წახემსება წინასსარდაუგეგმავ ადგილებში მოგიწევთ, მაკდონალდსები და კინგბურგერები ხშირად შეგხვდებათ, ერთი ორჯერ შეიძლება ცდუნდეთ, იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ მე გირჩევთ თუ ჩქარობთ დააფასოთ ცხვრის შაუდმა და დონერები, თუ დაჯდომის დრო გაქვთ ენდეთ უსახელო ( ჩვდნთვის უსახელო) კერძებს, რომელთა დიდი არჩევანიდან ( დიდ ჩამწკრევებულ ოთხკუთხა ქვაბებში) კომბინაციას შენ თვითონ ამოირჩევ.
სითხე მიიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე გწყურიათ, იყიდეთ სახლისთვის ( ნომრისთვის) 2-3 ლიტრიანი წყალი, წვენი და განზავებული სვით. ამით თქვენს ფეხებს მეტი ძალა მიეცემა ქალაქში
მოძრაობისას და თქვენც უფრო ხალისიანნი იქნებით.
ფრეში თუ სქვოში, შენს თვალწინ გამოწურული ბროწეულის ან ფორთოხლის წვენები უგემრეიელესია, შეიძლება ძვირი მოგეჩვენოს 5 ლირა ერთი ჭიქისათვის, მაგრამ თუ დააკვირდები რომ, ის ეფენდი ერთი ჭიქის ასავსებად 5 - 6 ულამაზეს სანატურმორტე ბროწეულს თხლიშავს, მიხვდები რომ ძვირი არ არის.
სიტყვები რომლებიც უნდა იცოდე:
თეშექულე მადლობა
ეფენდი ბატონო
თამამ დათანხმება, მოწონება
სალამ
იახში
არკადაშ მეგობარო
Posted by
cartwheel
at
4:04 PM
3
comments
Labels: თურქეთი, სასარგებლო
Tuesday, May 17, 2011
ახალი ლოზუნგი საქართველოს გზებზე

გაორებულები ვართ ქართველები:
1991 დან დაცენტრილები ვიყავით, ანუ სიმძიმის ცენტრი არამყარი, მოძრავი გვქონდა, 2004 წლიდან კი უარესი დაგვემართა, გაორება.
დღეს ამ პროცესს გადავლილ აქვს მაქსიმალური პოლარიზაცია და კვლავ კონსოლიდაციის ტენდენციას იმჩნევს, მაგრამ ტენდენციის მიუხედავად ჯერ მაინც კარგა გაფარჩხული გაორებულები ვართ.
იცვლება ჩვენი დამოკიდებულება წესისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, ტრადიციისადმი. ის რაც შეჩვეული ჭირი გვეგონა თურმე დაძლევადი ყოფილა, ის რაც ადვილი ასათვისებელი გვეგონა თურმე ურთულესი თავსატეხია.
გვიყვარს რუსები და ვებრძვით რუსეთს, გვიყვარს აფხაზეთი და ვლანძღავთ სომხებს, ტოლერანტობით ვამაყობთ და ქსენოფობიით ვცხოვრობთ, მოგვწონს პატრული და გვახრჩობს ღვედები, გვინდა ინვესტორი და ტურისტი და არ გვინდა შადრევანი და კონცერტი, ეროვნულმა უმცირესობამ პატივი უნდა მცეს, მე კი ის უნდა ვლანძღო, მსოფლიო მე გვერდში უნდა მედგას, მე კი მისი ბნელი ზრახვები უნდა ვამხილო. ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა მაგრამ ბოროტი და არაადამიანურია, და ა. შ.
ერთი დიდი გაორების ასპარეზი ეს ქართული საავტომობილო მოძრაობაა.
გვიხარია რომ კუთხეებში ჩასაფრებული ინსპექტორები არ გვიჭერენ და ქრთამს არ გვძალავენ, მაგრამ თავხედები ჩვენს გზებზე არ მოგვწონს.
საქართველოს გზებზე ავტომობილები თავისი ბოდილენგვიჯით კი არ საუბრობენ, არამედ ჩხუბობენ, ირქინებიან, იკბინებიან, აჩმორებენ, ჩმორდებიან, წკეპლას ხანაც მათრახს ურტყამენ, შუათითს აჩვენებენ.
ეს ჩუმი კაკაფონია ერთი ქვეტექსტით გრძელდება - ყველა მართალია.
ყველა თავს მართლად და სხვისგან დაჩაგრულად თვლის: მივდიოდი ჩემთვის, ვიდექი ჩემთვის, ვუხვევდი ჩემთვის, იმან არ გამიშვა, იმან ჩამიჭრა, იმან გადამაგდო.
მტყუან მართალი მხოლოდ ავარიების შემთხვევაში ირჩევა, მშვიდობიანად (მხოლოდ ნერვების გლეჯვჯს და არა მსხვრევა მტვრევის) დასრულებისას ორივე მძღოლი თავის აზრზე რჩება - ის ვინც შემებორკა, შემეჩეხა, ჩამიჭრა, გადამაგდო ცუდია, თავხედია, მე კი მართალი და ყოჩაღი ვარ.
ავარიის შემთხვევაში კი მსაჯული ერთვება საქმეში: ახალრეფორმირებული პოლიციელი, ექსპერტები, ფოტო და ვიდეო სამხილები, ნახაზები და ბოლოს სასამართლო თავისი მუხლებითა და პუნქტებით.
რას სწავლობს ქართველი მძღოლი ავარიის შემდეგ თავისი ნეგატიური გამოცდილებით?
მე მგონი რომ ბევრს ვერაფერს.
პოლიცია ადასტურებს რომ დამნაშავე ორივე მხარეა და დამჯახებელი მეტად ვიდრე დაჯახებული.
მეორე დღეს ორივე მძღოლი იგივე რიხით უჯდება თავის ავტოს - თავხედების ფარაში მე ყოჩაღი ვიქნები!
და გრძელდება გაორების კარუსელის წრებრუნვა. მიზეზი იწვევს შედეგს, შედეგი იწვევს მიზეზს...
დავიჯერო ჩვენ ერთადერთი საზოგადოება ვართ ვინც ამ მანკიერ თითქოს დაუსრულებელ ორომტრიალშია ჩაბმული?
დავიჯერო 1920- 1930 წლებში არ ჰქონდათ ამბიციური ჩხუბები ნიუიორკისა და ლონდონის გზაჯვარედინებზე შეჯახებული ავტომობილების მძღოლებს, რომელთაგანაც ორივე თავს ცამდე მართლად თვლიდა?
ექნებოდათ, აუცილებლად ექნებოდათ განვითარებულ ქვეყნებს პრიორიტეტების გარეშე მყოფი ბუნდოვანი ეტაპები.
მაგრამ, გადაიტანეს ეს ბურუსიანი გაორების ეტაპი. მათ სწორ ლოზუნგს მიაგნეს:
მოდუსი: "ავარიის მონაწილეთაგან ორივე დამნაშავეა, დამჯახებელი მთავარი დამნაშავეა"
შეცვალეს პრინციპით,
"ავტოავარიის დროს პირველი დამნაშავე მთავარი დამნაშავეა"
ეს რას ნიშნავს:
ავარიის მატერიალური ზარალის ზღვევა და იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა იმას, ვინც დაეჯახა, არამედ იმას ვინც პირველმა დაარღვია წესი: გზა ჩაჭრა, სხვისი ხაზი დაიკავა, არალოგიკურად გაჩერდა ან შეანელა, არასწორად დააპარკინგა, გზაჯვარედინზე თვალსაწიერი დაავიწროვა.
ეს მანქანებს შორის
ახლა ქვეითსა და მანქანას შორის:
მთვრალი უადგილოდ გადამავალი ქვეითი და ფხიზელი მძღოლი= მძღოლი არ გამტყუნდეს.
ავტომანქანას მართვისას აქვს შეზღუდული შესაძლებლობები:
მკვეთრმა მოხვევამ შეიძლება გამოიჭვიოს ამობრუნება,
მოძრავ მანქანას ისევე როგორც მატარებელს აქვს სამუხრუჭე მანძილი, რომლის უფრო ნაკლდბ მანძილზე მანქანა ვერაფრით გააჩერებს.
შესაბამისად, თუკი ქვეითი დაუდევრობით/ სიმთვრალით მოხვდა ისეთ ადგილას, რომელის გარდაუვალ ავარიას იწვევს, მტყუანი არის ქვეითი.
რაც მალე დავნერგავთ საქართველოში ამ პრინციპს, მით მალე დავძლევთ გაორების ამ დიდ პლასტს.
ავარიისას მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა!!
ამ პრინციპის ამოქმედება პასუხისმგებლობის მომენტს დამუხრუჭების მომენტიდან გადმოიტანს მანევრის დაწყების მომენტზე.
ამ პრინციპის დანერგვით ქვეყანა შედეგად მიიღებს: ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს, მშიერ ჟესტიანჩიკს და ტრავმატოლოგს, მადლიერ სადაზღვევო კომპანიებს, და... აიკიდებს მეტ პასუხისმგებლობას გზების უსაფრთხოებაზე:
თუ პირველი დამრღვევი გზის წინაღობების (ორმო, სამუშაო რომლის შესახებ არ გააფრთხილა საგზზაო ნიშანმა) მიზეზით იძულებული გახდა საავარიო მანევრი ჩაეტარებინა ან მოეხდინა ავარია, პრინციპის " მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა" მიხედვით მთავარი დამნაშავე სახელმწიფო გამოდის.
აიღებს სახელმწიფო ახალ პასუხისმგებლობას და ხარჯს გადარჩენილი ადამიანების ფასად?
Posted by
cartwheel
at
1:39 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
Friday, May 6, 2011
თემის "სტამბოლი" დაიჯესტი forum.ge-დან

konstantinopol
"ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის' მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - "კონსტანტინეს ქალაქი". რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.
1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია ( القسطنطنية ) გამოიყენებოდა, რაც არაბულად "კონსტანტინეს ქალაქს" ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.
მნიშვნელოვანი ტელ. ნომრები:
პოლიცია - (+90212) 635 00 00
საერთაშორისო საავადმყოფო - 66 33 00 0
საავადმყოფო - 588 48 00
ძალიან კარგი რუკა:
10-Day weather Forecast for
Istanbul, Turkey
ჩაფრენა
პეგასუსით ფრენაც მაგარი მოსახერხებელია. გამოდიხარ თუ არა გოქენის აეროპორტიდან ეგრევე პირდაპირ, გზას გადახვალ თუ არა HAVAS-ის ავტობუსი დგას, არ შეგეშლება, დიდად აწერია. ნომრები არ აქვს, ყველა ტაქსიმში მიდის, ბოლო გაჩერება მანდ აქვთ. თანაც ყოველ ნახევარ საათში გადის, 13 ლირა ღირს ტაქსიმამდე. ჩაჯდები და 1-1,5 საათში ადგილზე ხარ.
ტაქსიმიდან gogchemamde ავტობუსი დადის. 1 საათის გზაა, დაახლოებით. საცობები არ შეგაწუხებს.
სანახაობები
2-3 დღე გეყოფა სრულიად
ფასებსაც დაგიწერ თU გინდა ყველაფრისას:
1. აია სოფია გცდონია უკვე (20 ლირა)
2. ცისფერი მეჩეთი (შესვლა უფასოა, რადგან მუზეუმის სტატუსი არ აქვს. აია სოფია და ეს მეჩეთი ერთმანეთის პირდაპირ დგანან, სულ რომ ბრმა იყო, აუცილებლად დაიანახავ )
3. ძველი კონსტანტინეპოლის წყლის მომარაგების სისტება, რომელსაც "ბაზილიკა ცისტერნა" ქვია. (Basilica Cistern) - ამის უნახავად არ წამოხვიდე, იქვეა, ზუსტად აია სოფიასთან, ძალიან ბევრი ტრაფარეტია გარშემო, შესვლა 10 ლირა ღირს. გარედან ვერც მიხვდები ერთი პატარა ჯიხური დგას, მიწისქვეშაა და ულამაზესია, აუცილებლად ნახე, ბევრ დროს არ წაგართმევს, 15 წთ გეყოფა
4. ტოპ-კაპის სასახლე - ფასი 20 ლირა. ესეც იქვეა, აია სოფიას უკან, სულთნის უზარმაზარი სასახლეა, სადაც სხვა განძთან ერთად ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი
5. გრანდ ბაზარი - თუ გიყვარს აღმოსავლური ვაჭრობის ყაყანი, მანდაც შეიარე, თუმცა სუვენირები გარეთ მდებარე პატარა მაღაზიებთან შედარებით ბევრად ძვირია და ჭკვიანურად უნდა ევაჭრო
ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალე, ერთადაა თავმოყრილი სულთანაჰმედში. სხვა ღირსშესანიშნაობები მოფანტულია ქალაქის სხვა უბნებში.
დრო თუ გექნა, ბოსფორის ტურზეც წადი, პატარა გემია, რომლითაც წრეს არტყამ ბოსფორის სრუტეს, ფასების 10-15-20 ლირამდე მერყეობს, მე 10 ლირიანით გავისეირნე და 1.5 საათი უნდება. მანდვე პორტთან არის თევზის ბაზრობა, სადაც ადგილზე შემწვარი ძალიან გემრიელი თევზი იყიდება (თუ თევზეული გიყვარსმ გასინჯე - 4 ლირა ღირს
ევროპული უბნისკენ, ხიდზე რომ გადახვალ დგას გალათას კოშკი, თუ არ ვცდები, მეათე საუკუნის. დიდი არაფერია, მაგრამ ხედებია ულამაზესი და იქაც შეგიძლია ახვიდე - 10 ლირა ღირს.
მე ძალიან მომეწონა "მინია თურქი" რომელიც სიშორის გამო ძალიან პოპულარული არაა, ეს არის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშენებული მაკეტების ქალაქი. თურქეთში არრსებული აბსულიტურად ყველა შენობა -ნაგებობის ასლი დგას, უკვე განადგურებულებიც კი (ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდას ტაძარი ეფესოში). ფაქტიუარად, მთელ თურქეთს ნახულობ პორტიდან მიდის 47 ნომერი ავტობუსი, გაივლის რაღაც საშინელ, ბანძ უბნებს, შესვლა იქაც 10 ლირა ღირს
ტოკპაკის სასახლეში იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი მარჯვენა და თავის ქალის ნაწილები თუ ინახებოდა არ ვიცოდი...
კიდე თუ მოასწრებ გირჩევ წახვიდე Levent-ში. ტაქსიმიდან შეგიძლია მეტროთI წახვიდე. ამ რუკაზე წითლად არის მიწისქვეშა მეტროს ხაზი. პახოდუ მეტროსაც ნახავ
ლევენტი არის ელიტარული უბანი. 5 თუ 6 უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია, რომელთა დათვალიერებაც ნამდვილად ღირს!
* * *
კიდე კირჩევ მიხვიდე Kadikoy -ში, თუ ისტორიულ ნაწილში იქნები ელექტრიჩკა მიგიყვანს, ბოლო გაჩერებაა. ევროპულ ნაწილშია ანუ გოლდენ ჰორნი უნდა გადაიარო.
Kadikoyში ელექტრიჩკიდან რომ ჩამოხვალ, იქვეა გემების სადგური. ძალიან იაფი ღირს კუნძულებზე მიმავალი გემის ჟეტონი. გზა 2 საათი გრძელდება. ამ 2 საათIს განმავლობაში 4 კუნძUლზე გაჩერდება. ბოლო კუნძUლზე 20 წუთი და მერე უკან წამოვა. აზიურ ნაწილსაც შეავლებ თვალს გემიდან. ანუ გაითვალისწინე რომ გზას იქით-აქეთ უნდა 4 საათI. ასე რომ ჯობია დილას გახვიდე და კუნძUლებიც მოინახულო. ეს გემი საათში ერთხელ დადის. ანუ ვთქვათ ჩამოხვალ პირველ კუნძUლზე. 1 საათი დაათვალიერებ, მერე მეორე გემს გაყვები და ა.შ. ბოლო კუნძულზე მანქანები არ დადის. მარტო ველოსიპედები და ფაეტონები ეეჰ..
ეორე მხარეს კიდევ აია სოფიაში ღვთისმშობლის მოოქროვილი მოზაიკური ფრესკა ნახეთ აუცილებლად და სულთანის სასახლეში - "თოფკაპში" ბრილიანტების ოთახი,
ხო პარომით არ გამაზო ამ 4 კუნძულის მონახულება პარომი იაფია მაგარი(1$) და ნუ დაიზარებ წასვლას აი ამ რუკაზე კუნძულებიც ჩანს და მარშრუტიც დაახლოებით დავხაზე მწვანეთ და მანდ პარომები 1 საათის ინტერვალით დადიან დილის 9-დან საღამოს 9-მდე მგონი
გარდა ამისა, მთელ ქალაქში მოფანტულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, სადაც მშვენივრად აგიხსნიან სად რა ქნა
მგზავრობა ქალაქში
Sabiha Gökcen Airport-ში ჩავფრინდები და მერე სასტუმრო მაქვს სულთანაჰმედზე.ხოდა მირჩიეს ავტობუსით წადიო Kadiköy-იმდეო,ხოდა რა მაინტერესებს კადიკოიში რო მივალ მერე სულთანაჰმეთზე როგორ მოვხვდე? როგორ გადავკვეთო ოკეანე? ტაქსი ძვირი დაჯდება?
ტრამვაი და მეტრო 12-მდე მუშაობს
მორიგე ავტობუსი ღამეც დადის რამდენიმე...
ტრამვაი-მეტროს ერთი ჟეტონი აქვს
აგერ, ბატონო საიტიც [URL=http://www.sgairport.com/havaalani/eng/ulasim.asp]http://www.sgairport.com/havaalani/eng/ulasim.asp[/URL]
ამ ფანჯარაში მარჯვენა მხარეს მოყვითალო ფერში ჩამონათვალია, რა სახის ტრანსპორტით გსურთ მგზავრობა აეროპორტიდან და რომელი მიმართულებით. თუ სულთანაჰმედზე მიმავალმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა აირჩიოს ე-10 ავტობუსი (კადიკოიმდე მიმავალი, იქვე გამოაქვს მერე ბორნების განრიგიც).
ვინც ტაქსიმზე მიდის, უმჯობესია ჰავასის ავტობულები აირჩიოს და ა.შ.
იმედი მაქვს, გამოგადგებათ ეს საიტი, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა.
ქალაქში გადაადგილება მეტროთი და ტრამვაით ჯობია(აქაური ტრამვაი არ გეგონოთ, ჩვენს მეტროზე ჩაქარა დადის) პრაქტიკულად მთელ ქალაქს ნახავ, მიხვალ სადაც გინდა ამ ტრანსპორტით. ისე საშინელი საცობებია და ტაქსი გაგაწვალებს.
ტაქსიმზე რომ მოხვდები იქიდან თუ მოგიხერხდება(გააჩნია სად აიღე სასტუმრო) მეტროთი შეგიძლია წახვიდე. ან ტაქსით. მაგალითად სულტანაჰმეტში ტაქსით წასვლა 15 ლირამდე დაგიჯდება, ყველა ტაქს ჩართული აქვს მრიცხველი, ცალკე თანხაზე მოლაპარაკება არ დაგჭირდება. ისე შეიძლება ამ უბანში ტრამვაითაც მოხვედრა, მაგრამ ჯერ საბაგიროთი უნდა გადახვიდე ტრავმაის ხაზამდე. მე თავიდან რთული მეგოან ეს პროცესი და ტაქსით წავედი, მაგრამ მერე დამაინტერესა, ეს ფუნიკულიორი, როგორც ეგენი უძახიან, ყოფილა მიწისქვეშა გრავმაის მაგვარი და ერთი გაჩერებაა სულ. ასე, რომ იკითხავ ფუნიკულიორს ჩაჯხდები და 5 წუთში ადგილზე ხარ . პირდაპირ ტრავმაის სადურზე, დაჯდები ამ ტრავმაიზე და მიგიყვანს ემინოიშიც, სირკეზშიც, სულთანახმეტზეც და ა.შ. ჯეტონები პირდაპირ სადგურზე უნდა აიღო, გადასაცვლელი აპარატებია და ჩადებ ქაგადლის ფულს, დააჭერ რამდენი ჯეტონი გინდა (თითო 1,75 ლირა ღირს) და ჩამოგიყრის ჯეტონებს და ხურდასაც, ოღონდ რკინის ხურდას. დააკვირდით ზოგი აპარატი მრტო 5,10 ლირას იგებს და 20 ლირიანს უკან ამოგიგდებთ. მეტროში და ტრავმაის გაჩერებებზე ყველგან არიან იქაური მუშაკები, რომლებმაც ინგლისური ნორმალურად იციან და იმათ კითხეთ თუ რამე ვერ გაიგეთ, ყველაფერზე გპასუხობენ, მგონი მაგათი ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის.
გალათას ხიდზეც ფეხით უნდა გაიარო ) მაგარი საკაიფო ადგილია
სულთანაჰმედიდან ტაქსიმამდე ფეხით მისვლა არ ღირს. ტრამვაითი უნდა წახვიდე და მერე კიდევ შიდა რეისზე გიწევს სადღაც მეტროსთან გადაჯდომა. მე არ "გადავჯექი" ფეხით ავედი სადღაც კიბეებიან ქუჩაზე, კინაღამ გამძვრა სული, ელიავას ტიპის უბანი გავიარე
Karakoydan ბორნები კუნძულებზე არ გადიოდა, მხოლოდ Kabatas -შიდან და ისიც დილის 8 ზე 12 ზე და 2-ზე.
3 კუნძულზე სადაც ბორანი ჩერდებოდა ანუ სადაც მგზავრები გადაჰყავდა არ დამითვალიერებია, რადგან ვერ მოვასწრებდი ამ გრაფიკის გამო. თანაც მითხრეს, რომ არც თუ ისე საინტრესო სანახავია.. ანალოგიურია მე-4 სი სადაც დიდხანს ჩერდება და თანაც წინა 3 თან შედარებით საკმაოდ დიდია....
იქ დადიან ფაეტონებით და ველოსიპედებით (რითიც მე გავისეირნე)
ძალიან ლამაზია, სუფთა სანაპირო. ცხენები აშვებული თავისუფლად ძოვენ ბალახს...
იქ, როგორც ჩანს ძირითადი მაცხოვრებელი ძალიან ცოტაა. პანსიონატივით არის დასასვენებელი და ალბათ სეზონზე ჩადიან..
taqsimze 20 wuTiani turi
კი სპეციალური ტურებია ძალიან კარგი, ოღონდ არსაც ჩერდება, მთლიანად მოგატარებს ისტანბულს....
.წმინდა სოფიას ტაძრიდან ქვემოთ ჩადის ქუჩა და შედის არქეოლოგიის მუზეუმში..ნუ პრინციპში მუზეუმი მე არ მინახავს, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღია, ბოსფორის სრუტეზე გადის ხედით და მართლა მაგარ ჩაის დალევ... ჭამა თუ გინდა, ტაქსიმზე ჭამე, თუ მარტო ხარ მაგასაც აგიხნი როგორ უნდა მიხვიდე... საერთოდ მე არ მომწონს ტურისტული ტურები, ნუ ბორანით სეირნობას და მსგავს ღონისძიებებს ვგულისხმობ...მაგრამ თუ შენ მოგწონს ეგეც ასწორებს,ალბათ ტვინს შეგიჭამენ ერთი კითხვით:where are u from? მერე რომ ეტყვი გურჯიო, აუუ მერე იწყებაა კარგი ხალხია რა, მე მომწონს სტამბული
შოპინგი
ისიტინიე პარკი(თუ როგორც იკითხება) ეგაა ყველაზე დიდი შოპინგ მოლი
თუმცა მე შIშლითაც კმაყოფილი დავრჩი
SiSlis Semdeg მეორე დიდი ცენტრი არის ლევენტის მეტროს თავზე მეტროპონი და მეორეც არის მეორე ამოსასვლელი თავზე. ანუ ამ მეტროს თავზე 2 სავაჭრო ცენტრია.
აქეთ დიდი სავაჭრო ცენტი არის ფინდიზადეს ტრავმაის გაჩერებასთან ჰისტორი ქვია, ოღონდ ოდნავ ფეხით სავალია 10-15 წუთი.
ასევე დიდი სავაჭრო ცენტრია კარტალტეპეს მეტრს თავზე, ფორუმი ქვია. ეგეც ძალიანდიდია.
ბიაზეთ ბაზარი ანუ ( Grand bazaar) ესე ეძახიან თუქრები იმენნა დაიკარგები რაც მთავარია ივაჩრეთ და ყველანაირ ფასად დაითრევ
კაჩერებასაც ესეთივე სახელი აქვს ბიაზეთ ბაზარი ( Grand bazaar)
კმაყოფილი დარჩებით
ნუ ხო ერთ დღეში ტოპკაპი და სხვა დღეს სოფია, სულტანახმედი.
Gრანდ ბაზარი ცალკე დღეს.
MALI, Grand Bazaar ნახე აუცილებლად. სუვენირებსაც შეიძენ Aksaray-შია.
ტელეფონი
მირჩევთ-როუმინგი ჩავრთო თუ იქ შევიძინო სიმ ბარათი? რომელი უფრო იაფი ჯდება?
თუ შენ გინდა რომ დარეკო, სჯობია საერთაშორისო ტელეფონით ისარგებლო, ბევრგან არის ეგეთი წერტილები, მგონი 0.5 ევრო ღირს 1 წუთი
თუ გინდა რომ შენ დაგირეკონ, მაშინ როუმინგი უნდა ჩართო, მაგრამ ძალიან გაიწეწები, 2$ ღირს 1 წუთი, შენ რომ გირეკავენ მაშინ თუ არ გინდა ნუ უპასუხებ, უბრალოდ ნახავ ვინ გირეკავდა და უახლოესი ტელეფონიდან გადაურეკავ მესიჯები მგონი 60 თეთრი ღირს ეს ყველაფერი ბილაინის ტარიფებია, მე ავტომატური როუმინგი მქონდა და ეგრევე ჩაირთო როგორც კი საზღვარზე გადავედი თუმცა ბალანსი მქონდა ცოტა და მე ვერ ვრეკავდი (და კარგიც იყო ) სამაგიეროდ მესიჯებს ვაგზავნიდი
ადგილობრივი სიმ კარტა ძვირია, 2 დღისთვის არ ღირს მაგას სჯობია GLOBAL CELL-ის ბარათი აიღო, 50 ლარი ჯდება და მსოფლიოს 150 ქვეყანაში როუმინგის გარეშე მუშაობს, ანუ შენ რომ გირეკავენ, 1 თეთრიც არ გეჭრება
პატარა ოფისებია ტურქსელის ყველა ნაბიჯზე, მიხვალ, მისცემ ფულს და დაგიჯდება ანგარიშზე, რავი რამდენიც გინდა, საქართველოში რომ დარეკო წუთი სადღაც 0.75 თუ 0.90 ღირს
კვება
თუ რესტორანში არ შეხვალ და ნორმალურ ფასტ-ფუდში გამოიკვებები (შაურმა-აირანი-ფლავი-წვენი), მაშინ სადღაც 10-15 ლირა გჭირდება ერთ კვებაზე ანუ დღეში 2-ჯერ რომ ჭამო (სასტუმროს საუზმის გარდა), სადღაც 70-80 ლირამდე დაგჭირდება 2.5 დღეზე, ანუ 100 ლარი გამოდის ეროვნულ ვალუტაში
კვებისთვის კარგი ადგილები ბევრგან არის მაგრამ სანამ გაარკვევ, ბევრი დრო და ფული დაგეხარჯება
მე გირჩევ რომ ცენტრალურ უბანში (სულთანაჰმეტი) არ ისადილო, მანდ საკვები ობიექტები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, უგემური საჭმელით (დაჟე შაურმაც კი, უმეტესად ქათმის ხორცით) და ძაან გაბერილი ფასებია
ტაქსიმზე შეგიძლია მიირთვა გემრიელად და იაფად, იქ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დვიჟენიობს (შოფინგი და რამე), ასევე დიდ შოფინ ცენტრებშიც საკმაოდ კარგი არჩევანია საკვებშიც და ფასებშიც სთარბაქსის კაფეებიც არის ბლომად (ეგეც ძირითადად ტაქსიმზე და მიმდებარე ტერიტორიებზე) მაკდონალდსს არ გაეკარო, ვერ ვიტან
P.S.
პურის მაღაზიის პური გასინჯეთ აი არ ვიცი საქართველოში გუდვილში ვერ იყიდი მასეთ გემრიელ პურს მაშIნვე იფიქრებ: "ხოოო... ამ ხალხს უყვარს თავისი ხალხი "
იმავე ისტიკლალის გამზირზე მოვისმინე პირველად "დიდოუ ნანა" კაზიმ კოიუნჩის შესრულებით. და ეს დიდოუ ნანა შარსან ზაფხულზე ზღვისპირა ქალაქის სასტუმროს რესტორანში რომ იმღერეს თურქებმა ტაში დაუკრეს...."
ციტატების დასასრულები
:
ეს დაიჯესტი ჩემთვის გავიკეთე, დღეს მივფრინავ.
იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
პ.ს. ავტორები მითითებული არ მყავს.
რისთვისაც სორრი
Posted by
cartwheel
at
6:49 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო

